შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მ.ი. (თავი 11)


14-01-2017, 00:15
ავტორი fencer
ნანახია 1 640

საშინელი გრძნობაა გაურკვეველი ემოცია, რომ გაწვება.რაღაცას,რომ ელი და ამ ,,რაღაცის" შიში,რომ წამებში განადგურებს,თითქოს გადიხარ ამ სამყაროდან,ითიშები,ვეღარ აზროვნებ და ფიქრების ზღვაში იხრჩობი.ვერაფერზე ახერხებ ყურადღების გადატანას და მხოლოდ იმ კონკრეტულ ,,წინათგრძნობაზე" ფიქრობ.ინტერესით კვდები ,,ნეტა რა ხდება?".
I საათი იყო,ღამე.მე კი ვერაფრით ვახერხებდი დაძინებას,საბაზე ვფიქრობდი და ვცდილობდი მივმხვდარიყავი რა ხდებოდა.საწოლზე წამოვჯექი და Facebook-ში შევედი.იო იყო შემოსული მხოლოდ.ახლა ძალიან მინდოდა მასთან საუბარი და მისგან წამოსული დამამშვიდებელი სიტყვების მოსმენა.თათას გვერდით ოთახში ეძინა გიორგისთან ერთად,მაგრამ ვერ გავაღვიძებდი-ორსულია ბოლოსდაბოლოს.
იოს სანამ მე მივწერე, თვითონ მომწერა.
★რატომ არ სძინავს ჩემ პატარას?★
∆არ მეძინება,შენ რატომ არ იძინებ?∆
★დედამ მთხოვა სანამ მამა არ მოვა არ დაიძინოო და ველოდები ახლა მამას★
∆აუ დაგირეკავ და ვილაპარაკოთ რა messenger-ში თუ შეგიძლია∆
★კიკი★

-რას შვები ჩემო პატარა
-არაფერს საერთოდ ძაან ცუდ ხასიათზე ვარ
-საბას გამო ხო?
-აუ ხო,ზუსტად ვიცი,რომ რაღაც ჭირს ან მოუვა,აი იცი როგორი შეგრძნება მაქვს? რაღაც ძალიან ცუდს რომ გრძნობ ხომ იცი...აუ უნდა დავურეკო
-მესმის ჩემო ანგელოზო როგორც ნერვიულობ,არამგონია რაიმე დაემალა ჩვენთვის,მაგრამ ახლა ეძინება და ცოდოა არ გააღვიძო
-ოო რა დროს ძილია ვკვდები ნერვიულობით მე აქ! გამითიშე და გადმოგირეკავ ახლავე.
-კარგი, ნუ ნერვიულობ რა <3.

სწრაფად ავკრიფე საბას ნომერი და დაველოდე როდის უპასუხებდა მობილურს.

-დიახ-ვიღაც ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა მიპასუხა.
-უკაცრავად რომელი ბრძანდებით?-დავუსვი კითხვა და პასუხს დაველოდე.
-მე ღამის მორიგე ვარ.
-რისი მორიგე?-ეჭვით ვკითხე და გავიყინე ადგილზე.
-სავადმყოფოს ექთანი ვარ
-ეს ტელეფონი თქვენთან როგორ მოხვდა?-ხმის კანკალით ვკითხე და ცრემლებს,რომლებიც უკვე მგუდავდნენ გასაქანი მივეცი.
-2 საათის წინ შემოიყვანეს ამ ტელეფონის პატრონი სავადმყოფოში,უგონო მდგომარეობაში.
აი ამის მოსმენას მერჩივნა მოვმკვდარიყავი,მეგონა გული ამომგლიჯეს და დაჩეხეს.
-რომელი სავადმყოფოა?-მთელი ძალები მოვიკრიბე და ამოვიჩურჩულე.
-იაშვილი.
მერე უკვე ეიფორიაში ვიყავი და აღარ მახსოვს როგორ გავუგზავნე ბავშვებს წერილები,როგორ შევვარდი თათა და გიორგისთან და როგორ გავაღვიძე,მერე მშობლებიც შევაღვიძე,მერე უბრალოდ რაც ხელში მომხვდა გადავიცვი და 15 წუთში იაშვილის შესასვლელთან ვიყავით ყველა.


-ხომ გეუბნებოდით-დერეფანში ვიჯექით, ემოციებს ვერ ვთოკავდი და ვყვიროდი,ყველა განცვიფრებული იყო,აზრზე ვერ მოდიოდნენ.
შემდეგ ანასტასია მომხვდა თვალში და იმ მომენტში ყველაზე საწყალ ადამიანად აღვიქვი ჩვენს შორის.ყველას გვტკიოდა საბას მდგომარეობა,მეგობრებს,მშობლებს...მაგრამ ანასტასია მაინც სხვანაირად იყო.იქ,აპარატზე მიერთებული მისი მეორე ნახევარი იწვა,მისი მეორე ნახევარი ებრძოდა სიკვდილს...მარტო იჯდა კუთხეში და უხმოდ ტიროდა.საშინლად შემეცოდა...იოს ავეკარი გულზე და შევეცადე ტირილი შემეწყვიტა...ჯერაც არ ვიცოდით საბას რა სჭირდა,ექთნებისგან მხოლოდ ის გავიგეთ,რომ ვიღაც გოგომ გამოიძახა სასწრაფო დაახლოებით 11 საათზე,მას შემდეგ რაც ტროტუარზე ძირს დაგდებული მამაკაცი შენიშნა,რომელსაც მუცლის ღრუდან სისხლი სდიოდა.შემდეგ აქ მოიყვანეს.მეტი არაფერი ვიცოდით.მან ვინც საბას ოპერაცია გაუკეთა,მორიგე ექიმი იყო,როგორც კი დრო მოგვეცა მასთან მივცვივდით და კითხვები დავაყარეთ.
-აქ,რომ შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში იყო და სისხლის არც ისე დიდი რაოდენობა ჰქონდა დაკარგული.დამშვიდდით არაფერი სერიოზული არ არის,შემიძლია დავიფიცო,აპენდიქსთან პატარა,დანით მიყენებული ჭრილობა აქვს და ნაცემია.არ ვიცი რამოხდა,თუმცა თავდამსხმელს მისი მოკვლა არ ნდომებია ფაქტია.ახლა სძინავს და დილით შეგეძლებათ მისი მონახულება.ისე ტასო აქ რომელია?
გოგონებს გადმოგვხედა
-მე ვარ-ცოტა დამშვიდებულმა უპასუხა
-მისი შეყვარებული ბრძანდებით?
-დიახ
-რამდენჯერმე გახსენათ-თბილად გაუღიმა ექიმმა-შეგიძლიათ ამოისუნთქოთ,ნამდვილად არ არის საგანგებო მდგომარეობა,შეგიძლიათ სახლებში დაბრუნდეთ და დილით მოხვიდეთ.
-მე დავრჩები რა-ანასტასიამ გადმოგვხედა.
-არა შვილო წადი სახლში,აქ მე და გია დავრჩებით,ყველანი წადით და როგორც ექიმმა გითხრათ ნუ ინერვიულებთ-თბილად გადმოგვხედა ნინომ,საბას დედამ.
-ნინო დეიდა წაბრძანდით თქვენც სახლში და ხვალ დილით მობრძანდით,თქვენც გია ბიძია,ბიჭები დავრჩებით აქ.გთხოვთ ოღონდ არ შეგვეწინააღმდეგოთ-იო მივიდა ნინოსთან და თბილად მოხვია ხელი მხარზე-დილით ადრიანად მოგაკითხავთ და წამოგიყვანთ
-არა დავრჩებით რა
-მართალია იოანე ნინო,ახლა უნდა დაისვენო ისედაც ძალიან ინერვიულეთ,ხვალ უთენია აქ იქნებით რა,მე და მაკო გაგიყვანთ-უთხრა ნიკამ(მამაჩემმა)
-კარგით.
-მა გოგოებიც წაიყვანე რა
-ხო აბა
-მე არ მინდა წასვლა.
ამოვიწუწუნე და გიორგის გავხედე.
-მარიამ!-ცოტა მკაცრი ტონით მითხრა და თვალებით მანიშნა ,,მეტჯერ აღარ მათქმევინო"-ო.
აშკარად ძალიან გაღიზიანებულები არიან...
-ჰო კარგი.

***
-ნიჟარაძის ხელი,რომ ერიოს რამე შანსი არის?-გაუბედავად სვამს კითხვას გაბრიელი და ბიჭებს უყურებს.
-ვინ არის ნიჟარაძე?
-არ იცი შენ,არ მოგვიყოლია.გოგოების კურსელი იყო,ვცემეთ სიკვდილამდე,გარეთ გავიდეთ რა-თქვა გიორგიმ და ფეხზე წამოდგა.

სიგარეტს მოუკიდეს და გიორგიმ მოყოლა დაიწყო.
-მოკლედ, თათა და მარიამი მეოთხე კურსზე,რომ გადავიდნენ,მაგათ ჯგუფში ვიღაც ტიპი გადავიდა,იკაკო ნიჟარაძე.ანუ ძალიან მაყუთა და ძალიან ტიფშა ბიჭია და აი მთელი ჯგუფი დაესია ხო აზეხარ,ნუ იასნია თათა და მარიამს მაგრად ეკიდათ რა,აი ვაბშე არ იმჩნევდნენ,რომ იკაკო არსებობდა,ხოდა ამ ჩვენ იკაკოს მარიამი მოეწონა.თურმე 2თვე იმენა დასდევდა,აი რას არ უკეთებდა თურმე და ეს კიდე მაგრად ადებდა,აი რა საჩუქარიც არ უნდა მიეტანა არ ართმევდა,კაროჩე ყელში,რომ ამოუვიდა მარიამს ეჩხუბასავით რა,იკაკომ კიდე მაგის მერე ისეთი რაღაც ქნა ცოცხალი,რომ არის მადლობა თქვას.მთელ უნივერსიტეტში გაავრცელა,რომ მარიამი ჩაიწვინა,მაგათ ჯგუფში კიდე ლექციებზე,საშინელ რაღაცებს ეძახდა,სულ ამცირებდა,კაროჩე რა...-ძარღვებ დაბერილი საუბრობდა გიორგი და ცოტა აკლდა არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარ ისტორიაზე ბრაზისგან გამსკდარიყო.-კაროჩე მთელმა უნიმ ბოზად შერაცხა ჩემი ანგელოზი....მაგათ ჯგუფში ერთი კაი კაცი იყო,ცოტნე გორდულაძე,თათა და მარიამი უყვარდა ძალიან,გოგოებიც კარგად იყვნენ,ხოდა ერთი დღე იყო,უნივერსიტეტში აუდიტოროა,რომ დაცარიელდა მარიამი დაინახა,რომ ტიროდა და თათა ამშვიდებდა,მოკლედ მოაყოლა ყველაფერი,ნუ კი დაპირდა დავიკიდებო,მაგრამ მაგ დღესვე ჩემთან მოვიდა ბიუროში,ვაბშე ყველაფერი მომიყვა და შენ გვერდით ვარო რა...ნუ მერე ხო ხვდები,რაც მოხდა.ეგრევე თემაზე დავიბარეთ და ამბები.ეს ცოტნე მაგრად გვერდში დაგვიდგა 20 კაცი მარტო მაგას ყავდა მოყვანილი ღადაობ?ნუ კაროჩე სადღაც 80კაცამდე მარტო ჩვენ ვიყავით და ისინიც რაღაც ეგრე რა.მოკლედ მაგარი ბათქი ატყდა,ნუ ვიღაც ახვრებმა დანების შლა დაიწყეს და მე მარტყამდა ზურგიდან,რომელიღაც დანას,საბამ დაინახა და ანუ ხელი ჩაუტრიალა თუ რაღაც კაროჩე და ანუ ეს მოქნეული დანა მუცელში გაერჭო ამ ტიპს.აი აზრზე არ ვარ,ამდენმა უცებ რეაგირება როგორ მოახდინეს ერთ კაცზე,მაგრამ აი უცებ ყველა გაჩერდა და ნუ ის სასტავი ეგრევე ამ ტიპს ეცა,არ ვიცი პოლიცია საიდან გაჩნდა ესე უცებ,კაროჩე მოვტყდით ყველა რა.არ ვიცი მერე რამოხდა მართლა აი ძაან უცებ ყველაფერი მიჩუმდა რა,ეს იკაკოც აორთქლდა და მოკლედ ჩაწყნარადა სიტუაცია.მერე როგორც გავიგეთ,ამერიკაში გაფრენილა იმ ჩხუბიდან რაღაც 3-4 დღეში,აზრზე არ ვართ რატომ.იო გოგოებმა ამ ყველაფერზე კი არა,იმაზეც კი არ იციან იკაკოს არსებობა,რომ ვიცით და არაფერი არ წამოგცდეს იცოდე.გაიღვიძებს საბა და გავიგებთ ეს ჩამოეთრა თუ სხვა ამბავია.





ესეც კიდევ ერთი პატარა თავი <3 ახალ წელს გილოცავთ <3 შეცდომებისთვის ბოდიშით <3მიყვარხაააააართ<3



№1 სტუმარი Niniko

Dzaan magaria ai martla erti suli maq momdevno tavi rodis daideba male dade ra gtxov dzaan magari xar

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

კარგიი იყოო

 


№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Kargi iyo momewona ogond sabas araferi damartno da meti araferi mina
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent