შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Life is like a roller coaster (1)


14-01-2017, 20:50
ავტორი lostonyou
ნანახია 1 750

კოკისპირულად წვიმს. ასე მგონია, საერთოდ არ აპირებს გამოდარებას. წვიმს. პირქუში ღამე დგას და ყველა აივნის კარი ჩაკეტილია. ასეთ წვიმაში სახლში ყოფნას, საინტერესო წიგნს, წყნარ მუსიკასა და რძიან ყავას, არაფერი მირჩევნია. მე მაინც დაცარიელებულ ქუჩებში დავხეტიალობ. ირგვლივ სიბნელეა. გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ კოკისპირული წვიმის წვეთების ხმა არღვევს, რომლებიც სახლის სახურავებს ეგებებიან და ჩემი მაღალძირიანი ფეხსაცმლის ყრუ კაკუნი ახალდაგებულ ასფალტზე. მანქანების გულისგამაწყალებელი ხმაურიც არსად ისმის, გადაჭედილი, ხალხმრავალი ქუჩები წვიმამ დაადუმა. შუქნიშანთან გავჩერდი. მეც არ ვიცი რატომ, ქუჩა ხომ ცარიელია. მაინც დაველოდე წითელ ფერს და ნელა გადავკვეთე გალუმპული სამანქანო გზა.
კარგად ვიცოდი საით მივყავდი გულს, მე კი მხოლოდ ნაბიჯებს ვუწყობდი მის ხმას. ისიც კარგად ვიცოდი, ამ დროს გარეთ, რომ ვერ გიპოვიდი, უეცარი, შემთხვევითი შეხვედრის ფუჭი იმედი მაინც არ მანებებდა თავს. მივუყვებოდი ნაცნობ, ჩაბნელებულ ადგილებს და ყოველი გახმაურება შენს დაუსრულებელ გამოჩენას ჰგავდა.
წვიმდა. დაუსრულებლად. მეგონა მთელი ღამე შეუჩერებლად იწვიმებდა. გამახსენდა, როგორ მომწონს წვიმაში, თბილ საბანში გახვევა და ჩაძინებამდე წვეთების წკაპუნის მოსმენა. მივუყვები ჩვენი უბნის გზას და ასე მგონია ნებისმიერი სადარბაზოდან ღიმილით გამოხვალ. შევჩერდი. ქოლგა დავკეცე და ცაში დავიწყე ყურება. სისულელედ მომეჩვენა ქოლგით სიარული, სახე წვიმას შევუშვირე. მინდოდა ცის ცრემლებს ჩემი ცრემლები ჩამოერეცხათ.
ქოლგა აღარ გამიშლია. სადარბაზოში, ერთიანად გალუმპულმა, შევირბინე. 1...2...3... ლიფტის ხმა მესმის. მინდა ფეხით ავირბინო კიბეები, ასე დაუსრულებლად ვირბინო მაღლა, მაგრამ ადგილიდან არ ვიძვრი. ვდგავარ ჩაბნელებულ სადარბაზოში, სადაც სუსტად შემოდის ლამპიონის ნათება და ველოდები ლიფტს, როდის გამიღებს ცხვირწინ კარს.
ბოლო იმედი, რომ მისტიკურად გამოჩნდებოდი, სადღაც ბნელ კუნჭულში მიიმალა და ჩემს სართულზე, კიდევ ერთხელ უშენოდ, ავედი. უგზო-უკვლო ხეტიალით დაღლილმა აბაზანა მივიღე და მალე დაძინების იმედით, დავწექი.
არის ღამეები, როცა დაწოლისთანავე მეძინება, მგონი დაწოლამდეც მძინავს ასეთ დროს, მაგრამ არის ღამეები, როცა ძილი არ მეკარება, აი, ასეთი ღამე იდგა ახლაც. შენზე ფიქრებმა ძველებურად შემახსენეს თავი. მე უბრალოდ, ამ ფიქრებში, ილუზიებში ჩაძირვა მინდოდა, სამუდამოდ. ვერაფრით მოვისვენე. ავდექი. ყავა მოვიმზადე და აივანზე დავჯექი. ვუსმენდი წვიმას და უკუნითს ჩავყურებდი. სად ხარ? რას აკეთებ?
მინდოდა დამერეკა, ხმა არ ამომეღო და მომესმინა შენი ახალგაღვიძებული ბარიტონისთვის. იქნებ ვერც შენ იძინებ. იქნებ შენც აივანზე ზიხარ ჩემსავით.
ოთახში დავბრუნდი. მობილური მოვიმარჯვე და შენი ნომერი ავკრიფე. რა ვქნა? დავრეკო? სიგიჟეა ღამის სამ საათზე ურეკავდე ადამიანს, რომელიც უშენობას ვერ გრძნობს. მაინც დავრეკე... არ პასუხობ. გელოდები... გაიღვიძე.
-ალო- ნამძინარევი, დაბოხებული ხმა მომესმა ყურმილის ბოლოს. გული საგულეში ვერ ჩერდებოდა. ხედავ, რას მიშრები? ავფორიაქდი და კანკალმა ამიტანა.
-ბოდიში ასეთ დროს, რომ გირეკავ.
-რომელი ხარ?
-ელი, მაგრამ რა მნიშველობა აქვს.
-მოიცა, არ დაკიდო.- ხმაური. სიჩუმე დაა- ასე გვიან რამ შეგაწუხა?
-შენზე ფიქრებმა.
ჩაღიმების ხმა მომესმა.



№1  offline წევრი takkko

ველოდები შემდეეეგსს <3

 


№2 სტუმარი ლონდა დმ

მომწონს და ველოდები,შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი MegMorgan

Gaagrdzele velodebii

 


№4 სტუმარი lile

აუ დაბინტერესდი მალმალე დადეთ რა

მსლე დადეთ რააა კაია ველოდებიი

 


№5  offline წევრი lostonyou

takkko
ველოდები შემდეეეგსს <3

lile
აუ დაბინტერესდი მალმალე დადეთ რა

მსლე დადეთ რააა კაია ველოდებიი

MegMorgan
Gaagrdzele velodebii

ლონდა დმ
მომწონს და ველოდები,შემდეგ თავს

მადლობა, რომ წაიკითხეთ <3 მალე იქნება გაგრძელება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent