შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება


14-01-2017, 23:34
ავტორი pandukela
ნანახია 6 568

ყველაზე უიღბლო ადამიანი გინახავთ?
გამარჯობა, მე ჰეილი ვარ, ყველაზე უიღბლო ადამიანი მთელს მსოფლიოში. ეხლა კი შევეცდები აგიხსნათ თუ რატო ვარ ესეთი უიღბლო.
ვაღიარებ! ჩემს ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ არის რაც ბევრს არც კი დაესიზმრება, მაგალითად ძვირფასი სახლი, მანქანა, ტანსაცმელი, და სხვა ფუფუნების საგნები. ყველაფერი მაქ ცხოვრბაში….. ბედის გარდა. ალბათ ფიქრობთ რომ ყველაზე დიდი ეგოისტი ვარ რადგან ამას ვამბობ მაგრამ ჯერ სანამ განმსჯით, მომისმინეთ. მე დავიბადე სეულში, სამხრეთ კორეაში, ერთ დიდ არა, მაგრამ ძალიან მდიდარ ოჯახში. მამაჩემი ერთი ბიზნესმენია რომელიც პირველ ადგილას მის სამსახურს აყენებს, მეორეზე კი ოჯახს ალბათ.... დედა ფრანგი დიზაინერია, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი. მეტი არავინ მყავს, ალბათ ამიტომ ამყარებნ ჩემი მშობლები ამხელა იმედს ჩემზე. მე ორი ძალინ დიდი კომპანიის ერთადერთი მემკივიდრე ვარ. დიახ ორის, დედას უზარმაზადი ქსელი აქვს მისი დიზაინერული მაღაზიების და მისი ტანსაცმელი და არა მარტო ტ ანსაცმელ ი, მთელ მსოფლიოში იყიდება. მამას კი უზარმაზარი სავაჭრო ცენტრების ქსელია აქვს კორეაში, იაპონიაში და ჩინეთში. ჩვენი ოჯახი ყველას ყურადღების ქვეშაა მიქცეული, ყველა ჩვენზე ლაპარაკობს და ჩვენ გვჭორავს. მე? მე მშობლების კომპანიის მთავარი მოდელი ვარ. გარედან ყველაფრი ესე ჩანს, მდიდარი ოჯახი, ცნობილი მშობლებით და ულამაზესი პრინცესით, მაგრამ შიგნიდან ყველაფერი სულ სხვანაირადა. ჩემს ბავშვობაში ერთი ნამდვილად ბედნიერი მომენტიც კი არ მომხდარა. ბავშვობიდანვე სასახლეში გამიკეტილი პრინცესა ვიყავი რომელსაც თავს დედა დასტრიალებს. უბრთხილდება მის სხეულს და ყველაფერს რაც მას ეხება, ლაპარაკის ტაქტს თუ არისტოკრატობას, და ასევე მამა რომელიც დედას 100% უწყობს ხელს. მაგრამ პრინცესა უბრალოდ ბავშია რომელსაც ამ სიმდიდრის წყურვილმა და ძალაუფლები სიყვარულმა დაუნგრია ცხოვრება. რატო არ ვეწინააღმდეგები? აზრი არ აქ, რადგან ყველა ცდის შემდეგ ფსიქოლოგის კაბინეტში ვამთავრობ.
14 წლის ასაკში მივხვდი რომ აზრი არ აქვს დედასთან ომს და ეხლა ვარ 19 წლის მოდელი, რომელიც ბიზნეს მართვას სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში. სინამდვილეში ჩან მინსუ მქვია მაგრამ მივხვდი რომ ის მაშინ მოკვდა როცა ჰეილი დაიბადა. ეს კი 10 წლის ასაკში მოხდა, მაშინ როცა დედამ გადაწყვიტა რომ მოდელი ვყოფილიყავი. ამის მერე კი ჩემი ისედაც საშინელი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. ხალხი ერთი კვირასაც ვერ ძლებს დიეტაზე არა? მე 9 წლია უკვე დ იეტ აზ ე ვარ. ჩემი ნორმა დღეში სამჯერ ჭამაა ისიც მხოლოდ ბოსტნეულის ან უმარილო ხორცის რომელიც რათქმაუნდა მოხარშულია რომ ნაკლებ კალორიული იყოს. მაშინ როცა ყველა ბავშვი მშობლებთან ერთად პარკში სეირნობდნენ და გემრიელი ნაყინით ტკბებოდნენ, მე იოგით ვიყავი დაკავებული, და კვირაში მხოლოს ერთ კუბიკ ნაკლებად კალორიულ შავ შოკოლადს ვჭამდი, რომელიც დღემდე მეზიზღება. როდესაც თინეიჯერები ბიჭებზე ლაპარაკობდნენ და დაქალებთან და ძმაკაცებთან ერთად სეირნობდნენ, მე სწორად სიარულს, არისტოკრატულ წესებს, დანა ჩანგლის გამიყენებას და სწორად მეტყველებას ვსწავლობდი. როდესაც 16 წლის გოგოები კომიქსებს კითხულობბდნენ და სელფებს იღებდნენ, მე უზარმაზარ წიგნებს ვკითხულობი ფრანგულად და მამას დავალებით მათ ინგლისურად ვთარგმნიდი, ხოლო ჩემი სურათები მამას კომპანიის კედლებზე და სტენდებზე იყო გამოფენილი. და ეხლა 19 წლის ვარ ლამაზი, სულყოფილი ტანით, ჭკვიანი და მჯერმეტყველი, გოგონა რომლისაც ყველას შურს. მე კი მათი მშურს, ვისაც მეგობარი ყავს და მოსამსახურე პერსონალი არაა ერთადერთი ვისაც ელაპარაკება და კიდევ, მათი ვინაც მისი პროფესია თვითონვე აირჩია.
ერთხელ დედაჩემს ვკითხე თუ რატო არ მყავდა მეგობარი და მისი პასუხი ზუსტი და კონკრეტული იყო" არ გჭირდება".
და ვიმეორებ, მე ვარ ჩან ჰეილი და მე ვარ ყველაზე უბედური ადამიანი მსფლიოში.
როდესაც 16 წლის გავხდი, მაშინ შევწყვიტე ლაპარაკი, ნუ არ შემიწტვეტია მაგრამ მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობ როცა გამოუვალი მდგომარეიბაა. ეხლა ზაფხულია ივლისი მე კი სტუდიაში ვარ გადაღებებზე. დედამ ახალი საცურაო კოსტიუმეის ხაზი გამოუშვა და სტენდებისთვის ფოტი სესია მაქვს.
-ჰეილი ჩვენ მზად ვართ- დამიძახა ფოტოგრაფმა რომელმაც ფიქრებიდან გამომაფხიზლა. მე წამოვდექი სკამიდან მაკიაჟი და თმა უკვე კარგად მქონდა გაკეთებული, ტანზე ჭრელი მაგრამ ძალიან ლამაზი საცურაო კოსტუმი მეცვა და ზემოდან შავი ფერის მოსასხამი მქონდა მოცმული. ერთადერთი რასაც დედას ვერ დაუკარგავ მისი ტანსაცმლის შექმნის შესანიშნავი ნიჭია. მე თეთრი კედლებით გარშემორტყმულ ოთახში შევედი და თეთრი ფერის არც ისე დაბალ კუბიკზე ჩამოვჯექი. ფოტოგრაფმა მეტი სინათლისთვის პატარა ნათურები დაამატა. ეხლა ჩემს ირგვლივ იდიალური გარემო შეიქმნა სურათებისთვის და გადაღებაც დავიწყეთ. ფოტოსესიის პერიოდში იძულებული ვარ ვიყო ის ვინც არ ვარ, ბედნიერი გოგონა რომელისაც ძალიან მოსწონს მისი ახალი საცურაო კოსტუმი და რეკლამა უკეთებს რომ სხვამაც იყიდოს და თან ამავდროულად უნდა დავაჯერო იმაში რომ მათაც ისე მოუხდებათ როგორც მე მიხდება. ეს პროცესი ერთი სრული ტყუილია იმათვის ვისაც არ ენანება საცურაო კოსტუმში იმაზე მეტი ფულის მიცემა რამდენსაც დიასახლისები ერთი კვირა სადილის გაკეთებაში ხარჯავს რომ მისმა შვილებმა არ იშიმშილონ. ბევრი მსახიობობის და ძალით სიცილის მერე საბოლოოდ დამთავრდა ფოტოსესია და დღეისთვის თავისუფალი ვიყავი. შემდეგი გადაღება ბიჭ მოდელთან მქონდა რომელიც სპეციალურად იყო მოწყეული. ხოლო მესამე კი ჯგუფური ფოტოები იქნებოდა რომელშიც იაპობელი და ჩინელი წყვილბიც იქნებოდნენ ჩვენთან ერთად. მე თავი დავუხარე ფოტოგრაფს მადლობის ნიშავდ და მანაც იგივე ქნა. დაახლოებით 20 წუთში გამივედი გასახდელიდან და გარეთ ორი აყლაყუდა შემეგება, ჩემი დაცვა. მათ ჩემი დევნა მაშინ დაიწყეს როცა ქვეყნიდან გაქცევა ვცადე, მაგრამ დედაჩემს ვერსად გაექცევი. ოთახიდან გამოვედი და დერფანს გავუყევი, დერეფნის ბოლოს კი საპირფარეშოსთან გავჩერდი და დაცვამაც დაატორმუ8ა
-აქაც შემომყვებით? - ვკითხე ისე რომ არ შემიხედავს
-უკავრავად მის- თავი ორივემ ერთდროულად დამიკრეს და კარისკენ ზურგით შეტრიალდნენ. მე შევედი საპირფარეშოში და კაბინაში ჩავიდეტე. აქ მოხოლოდ იმიტომ შემივედი რომ ორი წუთით მარტო ვყოილიყავი.
ეს ესაა უნდა გამოვსულიყავი რომ ოთახში ორი გოგო შემოვიდა ხმაურითდა პირდაპირ სარკის წინ დადგნენ, მე არაფრად ჩავაგდე, მაგრამ სანამ კარს გავაღებდი ჩემი სახელი მიმესმა, ადგილზე გავიყინე და მოსმენა დავიწყე, მაინტერესებს რას იტყონდნენ ჩემზე.
-ძალიან ლამაზია ჰეილი არა? - იკითხა ერთმა საყვარელი ხმით
-კი ლამაზია მაგრამ ყველაფერი კარგი პლასტიკური ქირურგის დამსახურება- უპასუხა მკვახედ მეორემ
-მე მეგინა რომ მას არ ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული- იკითხა ისევ პირველმა
-აბა ეგეთი ლამაზი შეუძლებელია იყო. - მოკლედ მოუჭრა მეორემ. მე ადგილზე ვიდექი და ვერ ვხვდებოდი კომპლიმენტად მიმეღო თუ შეურაწყიფად. არც ერთი ოპერაცია არ მაქ განაკეთები, ნეტა არ ვყოფილიყავი ლამაზი არ მომიწევდა ესე ტაჯვა ცხოვრებაში, სასცილოა ხალხი სილამაზეზე ოცნებობს მე კი მინდა რომ არ ვიყო ლამაზი და არ მყავდეს მდიდიარი ოჯახი.
დაცვამ მანქანამდე მიმაცილა, ერთმა კარი გამიღო მეორე კი მძღოლის სკამისკენ გაიქცა მანქანაში დავჯექი და დავიძარით
-სად მივდივართ? - მკითხა ერთმა რომელიც საჭესთან იჯდა.
-ისე მეკითხები თითქოს დედაჩემმა არ მოგცათ მითითება, ხო იცით რომ მის წინააღმდეგ ვერ წავალ. - დაცვის ბიჭები მეგონი ხვდებიან ჩემს გრძნობებს რადგან სულ ჩემთან არიან და იციან როგორ მექცევა დედაჩემი, ხანდახან მეხმარებიან კიდევაც. დაცვის ბიჭმა გამიღიმა უხერხულად და თვალეზე ბოდიში ეწერა, მეც გაუღიმე და ყურსასმენები ამივიღე. დედამ არ იცის ამის შესხებ, მას ჰგონია მხოლოდ კლასიკურ მუსიკას ვუმენ, მაგრამ ეს ფლეიერი დაცვის ბიჭებმა მაჩუქეს, რაც იმას ნიშნავს რომ დედამ მის შესახებ არ იცის. ჩემი კრედიტ კარტას დედაჩემი აკონტროლებს, მან ყველაფერი იცის სად რა როდის და როგორ ვიყიდე. ეს ბიჭები ჩემთან 16 წლიდან არიან ჰანსოლი და ბონსუ, ჩემი ორი საყვარელი ადამანი რომელიც ყოველთვის ჩემთან არიან და მეხნარებიან. ხანდახან სწრაფი კვებუს ფროდუქტებსაც მყიდულობენ, რომ დედამ არ გაიგოს და ჩუმად ვჭამთ ხოლმე. ამ ორ ადამიანზე შემიძლია ვთქვა რომ ჩემი მეგობრები არიან მით უმტეს ბონსუ, თუ არ ჩავთვლით რომ ისინი დედაზე მუშაობენ.
-საღამომშვიდობისა-მივესალმე მშობლებს და თავი დაუხარე პატივისცემის ნიშნად. მამა გაზეათს კითხულობდა დედა კი რაღაც ჟურნალს ათვალიერებდა მოდაზე. მათ უბრალოდ გამომხედეს და გააგრძელეს კითხვა. რამე რომ ეთქვათ უფრო გამიკვირდებოდა. ოთახში ავედი და ლოგინზე გავიშხლართე. დიდი თეთრი ლოგინი მაქვას ფარდებით გარშემორტყმული, ერთადერთი ლოგინია, ის რაც ჩემს ცხოვრებაში მე თითონ ავირჩიე. ჩემი ოთახი თეთრია და შავი ორნამენტებით არის გაწყობილი, დიდი შავი ფარდები და თეთრი კარადა სრულ იდილიას ქმნის. კარადა სინამდვილეში ოთახია მაგრამ კარადის შთაბეჭდილებას ტოვებს შიგნით კი უზარმაზარია და სავსეა ტანსაცმლიდან დაწებული მაკიაჟით დამთავრებუი ყველაფრით. ეს ოთახი ვარდისფერია, ვერ ვიტან ვარდისფერს, ზედმეტად ხალისიანი ფერია იმისთვის ვისაც ჩემნაირი ცხოვრება აქვს. ლოგინიდან აბაზანისკენ გავხოხდი და ვიბანავე. ოთახში რომ დავბრუნდი ჩემს მაგიდასთან დედაჩემი დამხვდა. ჯერ შევცბი მერე კი საწოლისკენ წავედი და ჩამოვჯექი, გული სწრაფად მიცემდა რადგან დედაჩემი ოთახში მხოლოდ იმ შემთხვევაში მაკითხავდა თუ რაიმე შეუძლებელი უნდა მთხოვოს.
ხმის ამოუღებლად ველოდი როდის დაიწყებდა ლაპარაკს
-როგორ ჩაიარა გადაღებებმა? - მკითხა 10 წუთის მერე, რა უცნაურია არასდროს უკითხია ესეთი რაღაც
-კარგად- ვუპასუხე დაბალი ტონით
-მოგეწონა ახალი კოლექცია? - რა ჭირს ამ ქალს მაშინებს, ძალინ იშვიათად მელაპარაკება, ხოლო ჩვენს შორის სალაპარაკო, მცირერიცხოვან სიაში ესეთი საუბარი არასდროს ყოფილა.
-კი…. მხიარულუა- მოკლედ ვუპასუხე და ნერვიულობისგან თითებით თამაში დავიწყე.
-კარგია თუ მოგეწონა- ხმაზე ეტყობიდა რომ თვითონაც ღელავდა, ეს კი ძალიან იშვიათად ხდება.
-რამის თქმა გინდოდა? - დავარღვიე უხერხული სიჩუმე
-არა უბრალოდ მაინტერესებდა- წამოდგა სკამიდან და კარისკნ წავიდა- დაისვენე- მომაყოლა და პასუხის მოსმენის გარეშე გავიდა ოთახიდან. ეს რა ჯანდაბა იყო? არასდროს უქნია ესეთი რამ, რაღაცას მიმალავს და გული მიგრძნობს ძალინ ცუდ რაღაცას.



№1 სტუმარი Guest lika

მაგარია <3

 


საინეტერესოა :D
მეც იმ ადამიანებს შორის ვარ ვინც ასეთ ცხოვრებაზე ოცნებობს :D მაგრამ ეს რომ წავიკითხე რაღაცნაირად დამაფიქრებელი აღმოჩნდა ჩემთვის :* <3

 


№3  offline წევრი tatiko.1995

Dzalian kargia

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Me ki yoveltvis mindoda dacva myoloda magram am istoriam damafiqra da vtvli rom kargi istoriaa male dade shemdegi velodebi
--------------------
M.D

 


№5 სტუმარი dianaa

მაგარია. ძალიან მომეწონა. მალე გააგრძელე

 


მაგარია მალე დადერა შემდეგი

 


როდის დადებ შემდეგ თავს ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent