შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემცვალე (Chapter 9)


14-01-2017, 23:35
ავტორი მანგო ✨
ნანახია 2 108

- მანდ რა ჯანდაბა გინდა ახლავე მოშორდი მაგ ადგილს. ეცადე პირდაპირ იარო და სუპერმარკეტამდე მიაღწიო. ახლავე მოვდივარ..
- კარგი რა, სიარულის თავი აღარ მაქვს აქ ვიქნები.
- კარგი მაშინ არავის დაელაპარაკო.
- კარგი? - უცნაური სახე მივიღე და გავუთიშე.

***
გუშინ ღამე ნინისთან დავრჩი. გიომ გოგოებს ხელს არ შეგიშლითო და სახლში წავიდა. ნინის საწოლში ვწევარ და მოულოდნელად ნინი ზედ მახტება, რაზეც ვწივივარ და ბალიშს ვურტყამ. მანაც არ დამაკლო და ბუმბულებით ოთახი აავსო.
- ადექი შე ზარმაცო ! - ბალიშს კიდევმირტყამს, მე კი ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. - ადექი თორე სადაცაა ლუკა კარებს შემოამტვრევს.
ამის გაგონებაზე წამოვფრინდი, თმები გავისწორე, შორტები უცბად ამოვიცვი და სააბაზანოში შევვარდი. კარებს მიღმა ნინის დამაყრუებელი სიცილის ხმა მომესმა, რის შემდეგაც კარები გამოვაღე და თავი ნელა გავყავი. თვალები დავაწვრილე და გეგმის შედგენა დავიწყე თუ როგორ მომეკლა ჩემი საუკეთესო მეგობარი.
- ნეტავ შენი სახე გენახა - სიცილს განაგრძობს და ბალიშს იხუტებს.
მე კიდევ იქვე არსებულ ბალიშს სახეში ვესვრი. ეტყობა იმდენად მწარედ მოხვდა რომ საწოლიდან გადავარდა. ამაზე სიცილი ამივარდა. სიცილს როდესაც მოვრჩით ოთახი მივალაგეთ და სამზარეულოში გავედით.
- ყავა გინდა? - გამომხედა და მადუღარა გადმოიღო.
- კი მინდა. - ამ დროს ზარის ხმა გაისმა.
- მიდი რა ნახე ვინაა- თავი დავუქნიე და კარებისკენ წავედი.
კარები გამოვაღე და ირგვლივ მიმოვიხედე. არავინ იყო, შემდეგ გაზეთი შევამჩნიე ავიღე და კარი მივხურე. რა კარგია იქნებ რაიმე სახლი ვნახო ქირით ან რაიმე განცხადება სამსახურის თაობაზე. სამზარეულოში როდესაც შევედი ნინიმ ყავა მომაწოდა, გამოვართვი, სკამზე ჩამოვჯექი და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე. ნინი დახლს მიეყრდნო და დაჟინებით მომაშტერდა. მისი მზერა ვიგრძენი და შევხედე.
- რა?
- შენ და გაზეთს როდის აქეთაა კითხულობ? - მკითხა და ყავა მოსვა.
- იქნებ რაიმე სამუშაო ვიპოვო. - ჩავიბურტყუნე და შემდეგი გვერდი გადავშალე
- სამუშაო რათ გინდა. - წარბები შეჭმუხნა ნინიმ და საიდანღაც ალპენ გოლდი გამოაძვრინა, რაზეც თვალები გამიბრწყინდა
- აუ პატარა მაკბენჩინე რა - გავიცინე მასთან მივიწიე და ნახევარი შოკოლადი შევუჭამე, რაზეც ტუჩები "დაპრუწა" და ცალი წარბი ასწია.
- არ გიპასუხია. - თქვა და შოკოლადს ერთი ფილა მოაკლო.
- საკუთარი ფული მინდა, თან იქნებ ცალკეც გადავიდე. - ნინის ამ პასუხმა გააკვირვა.
- ცალკე გადასვლა რატომ გინდა, ამის მიზეზი არ გაქვს.
- მერწმუნე ძალიან კარგი მიზეზი მაქვს.
- და რა მიზეზიაა.
- კარგი ნინიი... ნუ ჩამაცივდი, გირჩევნია ყავა დროზე დალიო თორემ დავაგვიანებთ.
- კარგი რას იცმევ ჩემო გიჟოო?! - სექსუალურად შემომხედა რაზეც სივილი ამივარდა.
- ალბათ შორტებს და ტოპს. - სიცილით თქვა ელემ
- უუ,რა მადისაღმძვრელია - მის ნათქვამზე კიდევ უფრო ავხარხარდი და სიცილსიცილით ფეხზე წამოვდექი.
ოთახში ავედი და ნინის გარდერობი გამოვაღე. ჰმ... კარგი გემოვნება გაქვს ჩიტო. ჯინსის შორტი,თეთრი ტოპი და თეთრი კეტები ჩავიცვი. თმა კი ავიწიე და კოსა გავიკეთე. ნინიმ ყვავილებიანი, გაშლილი ქვედაბოლო და სადა მაისური გადაიცვა. თმა დაიხვია და კაკუნები ამოიცვა. როდესაც გაემზადა შემომხედა და პირდაღებულმა მითხრა.
- ბიჭი რო ვიყო დაგკერავდი. - ამ სიტყვებზე გამეცინა, რამაც მისი სიცილიც გამოიწვია. ასე სიცილ ხითხითით გავედით გარეთ და სკოლისაკენ გავემართეთ.
- ნინი რაღაც უნდა გითხრა... საუბარი წამოვიწყე თავი დავხარე და თითებს წვალება დავუწყე. ნინიმ ეს შეამჩნია და წამით შემომხედა, რაც იმას ნიშნავდა რომ საუბარი უნდა დამეწყო. - მე... ჯანდაბა რამდენი რამ მაქვს სათქმელი,მაგრამ ვიცი ამას არ მაპატიებ... - სადაცაა ტირილს დავიწყებდი. ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა, რომელიც სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ნინიმ ხელი ხელზე დამადო და სევდიანად გამიღიმა.
- ყველაფერი კარგადაა, ხომ იცი რომ გაგიგებ.
- არა,არაფერი არ არის კარგად. არავის არ ვანახებ იმ ტკივილს რასაც განვიცდი, რადგან თუ ვინმეს ვეტყვი მასაც ჩავითრევ და გავაუბედურებ. უბრალოდ მინდა პატიება გთხოვო. იმის გამო რომ აღარაფერს გეუბნები არ მინდა გეგონოს, რო დაგიკიდე ან რაიმე მსგავსი. უბრალოდ ვერ გეუბნები იმას რასაც უნდა გეუბნებოდე..
- მესმის,ა რსებობს რაღაცეები რასაც ვერავის უზიარებ. - მანქანა გააჩერა და შემომხედა.
- აი რატომ ხარ ჩემი საუკეთესო მეგობარი. - ვუთხარი და ჩავეხუტე. - დამპირდი რომ რაც არუნდა მოხდეს მაინც ჩემს გვერდით იქნები.
- გპირდები - ხმადაბლა მითხრა და ზურგზე ხელი მომითათუნდა. - ღმერთო ასეთ მდგომარეობაშიც როგორი სექსუალური ხარ !
ღმერთო მაგიჟებს ეს გოგო, ყოველთვის ახერხებს ჩემს გაცინებას. მანქანიდან გადმოვედით და შენობისკენ წავედით. შიგნით შევედით და ჩვენი ნივთების ასაღებად კარადასთან მივედით. როდესაც კარადაში ვიქექებოდი ლუკას მზერა დავიჭირე. კარადას მიყრდნობოდა და მიყურებდა. მზერა მის წარბზე, ტუჩებზე, შემდეგ კი ჩალურჯებულ ხელებზე გადავიტანე. სევდით აღსავსე თვალებით გავხედე, რაზეც თვალი ჩამიკრა და გაიღიმა, რამაც ჩემს სახეზე ფართო ღიმილი გამოიწვია. ღიმილი სახიდან მაშინვე მომშორდა, როდესაც მისი ცივი ხელები ჩემს შიშველ კანზე ვიგრძენი... ბექამ მისკენ შემაბრუნა და ცალი ხელი კარადას მიადო მეორეთი კი მისკენ მიმიზიდა
- რა მოიფიქრე საყვარელო? - თვალისმომჭრელად, მაგრამ ჩემთვის გულისამრევად გამიღიმა.
სანამ პასუხს გავცემდი მისი ტუჩები ჩემს კისერზე ვიგრძენი, რამაც უსიამოვნო ჟრუანტელი და გულისრევის შეგრძნება მომგვარა. თვალი ლუკასკენ გავაპარე, რომელიც ჩვენსკენ განრისხებული მოდიოდა. ნინი პირდაღებული მოგვჩერებოდა და სიუჟეტის განვითარებას ელოდა. ლუკა როდესაც ჩვენთან მოვიდა ბექა ხელისკვრით მომაშორა, რაზეც ბექას ჩაეცინა. მოსწავლეების ყურადღება მათზე გადავიდა.
- რა იყო ძმაო პრობლემები გინდა? - მის კითხვაზე ლუკას უბრალოდ გაეცინა, შემდეგ კო მუშტი სახეში უთავაზა. ამაზე ყველამ ოვაციები გამოსცა, ნინომ კი პირზე ხელი აიფარა. ბექამ ყბაზე ხელი მოისვა, სისხლი გადმოაფურთხა. დასერიოზულდა და ლუკას დამცინავად შეხედა, ფეხზე წამოდგომა არც უცდია უბრალოდ იდაყვებს ეყრდნობოდა და მის გაღიზიანებას ცდილობდა.
- რაიყო ახვლედიანი, შემთხვევით ხომ არ გშურს ის ჩემი საკუთრება რომ არის და არა შენი? - რეებს ბოდიალობ წერეთელი?! მე არავის საკუთრება არ ვარ ! ლუკა მივარდა და ცემა დაუწყო. ხან ის მოექცეოდა ზემოდან ხან ლუკა. ხალხი მათ ისე გულშემატკივრობდა თითქოს რინგზე ორთაბრძოლას უყურებდნენ. ვეუბნებოდი, რომ გაჩერებულიყვნენ თუმცა ჩემს სიტყვებს აზრი არ ჰქონდა. ბოლოს როდესაც ლუკა მის ზემოდან იყო მოქცეული მასთან მივვარდი და ბექას ხელის კვრით მოვაშორე.
- თავი დაანებე, მე ის მიყვარს ! - ლუკა ამის გაგონებაზე ადგილზე გაქვავდა. ამ სიტყვების გამო მინდოდა თავი მოკლა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. კარგია, ასე ლუკა შემიზიზღებს და გული ნაკლებად ეტკინება. მის თვალებში დიდი იმედგაცრუება ჩანდა,ზიზღი და სიძულვილი, თუმცა ამავე დროს თითქოს ჩემს სიტყვებში ეჭვი ეპარებოდა. ფიქრებიდან ბექას სიცილმა გამომარკვია.
- ხომ გაიგონე რა თქვა? ვუყვარვარ! - ამაზე ლუკა გაგიჟდა და მისკენ გაიწია თუმცა მის წინ დავდექი და ლუკას მთელი ზიზღით შევხედე.
- თუ გაბედავ და შეეხები, ვეღარასოდეს მნახავ!
- შენ ისეთი საცოდავი გახდი, რომ ამის სურვილი აღარც მაქვს - თქვა და იქაურობას გაეცალა.
მისმა სიტყვებმა გული ძალიან მატკინა ! არა ეს ძალიან მარტივი ნათქვამია. იმ ტკივილს რომელიც მან მომაყენა სიტყვებიც ვერ აღწერს. ცრემლები თვალებზე მომადგა, თუმცა თავის შეკავება შევძელი. ბექას წამოდგომაში მივეხმარე და ნინის შევხედე რომელიც თვალებით მჭამდა და მეუბნებოდა "ეს რა ჯანდაბა იყო?!" თვალი ავარიდე და გოგონების საპირფარეშოში შევათრიე. რაზეც გაეღიმა.
- ვაუ,შენგან ამას არ ველოდი. გინდა ამ საპირფარეშოში დაგერქვას ჩემი? - ამ სიტყვების გაგონებაზე მთელი ძალით გავარტყი რაზეც სახე დამანჭა და ლოყაზე ხელი მოისვა. - ასეთი ველური არ მეგონე, წარმომიდგენია საწოლში რას იზავ - ამ სიტყვებზე კიდევ ერთხელ, უფრო მწარედ გავარტყი რაზეც ხელის საშინელი წვა ვიგრძენი, თუმცა არ შევიმჩნიე.
- კიდევ ერთ სიტყვას იტყვი და გეფიცები, ლუკას დაწყებულს მე დავასრულებ !ისე მაინც თუ გგონია რომ ეს ყველაფერი შენთვის გავაკეთე ძალიან ცდები, ჩვენს შორის არაფერი მოხდება, ! ხო და კიდევ, ჩემს დაშანტაჟებაზე არც იფიქრო, რადგან თუ ჩემს საიდუმლოს გაამხელ მე შენსას გავამხელ. ამიტომ ნურაფერს ეცდები! - ჩემს სიტყვებზე ფერი დაკარგა.
- რა საიდუმლოზეა საუბარი, მე არაფერს ვმალავ.
- მშვენივრად იცი რაზეც ვლაპარაკობ. ახლა კი სახე დაიბანე ლაფში ამოსვრილ ვირთხას გავხარ ! - ვუთხარი და საპირფარეშოდან გამოვედი. ყველა მე მომჩერებოდა და ბოღმისგან სკდებოდნენ. ნინიმ ხელკავი გამიყარა და რომელიღაც საკლასო ოთახში შემათრია.
- ეს რა იყო? შენ ლუკა უნდა გიყვარდეს და არა ბექა.
- ძალიან გთხოვ ნუ მეუბნები ვინ უნდა მიყვარდეს და ვინ არა.
- კარგი, მართალი ხარ ეს შენი გადასაწყვეტია მაგრამ ბექა მართლა გიყვარს?
- რათქმაუნდა არა! - შევუღრინე და კისერი მოვისრისე.
- აბა ეს რატომ თქვი?
- მინდოდა ის იდიოტი სიკვდილს გადამერჩინა.
- კარგი დაივიწყე... აბა გამოიცანი რა სიახლე მაქვს შენთვის. - თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ
- გთხოვ არ მითხრა რომ ერთი თვის ორსული ხარ! - უემოციე სახე მიიღო და მითხრა.
- კაი.
- აბა რა სიახლე.
- სახლი გიშოვე და სამსახურიც. - მის სიტყვებზე ნეტარებისგან გამეღიმა და ვუთხარი.
- ქმრად გამომყევი რა - ამ სიტყვებზე გაეცინა და მითხრა რა დებილი ხარო.
- ეს სახლი ჩემთან ახლოსაა და თან საკმაოდ კარგი ბინაა.
- რამდენი უნდა გადავუხადო?
- ამაზე არ ინერვიულო, უკვე ვიყიდე.
- რაო? - გაოცებულმა შევხედე. - რას მეღადავები ?
- არ გეღადავები, ჩათვალე დაბადების დღის საჩუქარია.
- არვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო.- ვუთხარი და ძლიერად ჩავეხუტე, როგორ მიყვარს !
- არ არის საჭირო. ნამდვილი მეგობრები ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებიან. რაც შეეხება სამსახურს კლუბში იმღერებ. ხელფასი თვეში ხუთასი ლარი გექნება, არცთუისე სახარბიელოა თუმცა სულ არაფერს ჯობს
- ყველაფრისთვის დიდი მადლობა მართლა, მაგრამ მე და სიმღერა?
- საკუთარ თავს სულ არ აფასებ !
- დარწმუნებული ვარ ჩემი ყროყინი იქ არავის მოეწონება. თან კლუბი,ათასი ნასვამი..
- ამაზე არ იღელვო, კაფეა მაგრამ კლუბის სტილში. იქ სასმელები არ იყიდება. თან იქ ბიბლიოთეკაცაა და შეგიძლია უფრო განვითარდე. ყველა თავის სტიქიაშია,ჩაის ან ყავას სვამს და წიგნს კითხულობს.
- გამოდის დებილივით არავისთვის უნდა ვიმღერო? - გაკვირვებულმა შევხედე და მერხზე დავჯექი.
- მათ სიმღერა ხელს უწყობთ. და შენ ქასთინგზე მიდიხარ ახლავე.
ხელი მტაცა და სკოლიდან გიჟივით გამომაქცია. ტაქსში ჩამაგდო და კაფემდე ისე მივაღწიეთ ვერც გავაანალიზე. კაფეში მშვიდად შევედით და ანკეტის შევსების შემდეგ, ჩემი სახელის და გვარის გამოცხადებას დაველოდეთ. მესმოდა ვიღაცის ჭყავილიც და მშვენიერი ხმებიც. სანამ სცენაზე ავიდოდი კაფეს ვათვალიერებდი... ყველა აქ იყო და წიგნს კითხულობდა. ზოგს ამათი ყროყინის მოსმენა მობეზრდა და კაფედან გავიდა.
- ელენე ბერძენიშვილი. - ფეხზე წამოვდექი. მომესმა ნინის გამხნევებაც. ბევრის ყურადღება მივიქციე სცენაზე ასვლამე, რადგან მიმტანს დავეჯახე და ყველაფერი დავაყრევინე.

დიდი ბოდიში რომ დავაგვიანე,ტელეფონი გამიფუჭდა და ყველა თავი წამეშალა:// ამიტომ თავიდან დაწერა მომიწია და ისეთი არ გამოვიდა როგორიც იყო,ისე თი კიარა საერთოდ მსგავსიც არაა :((



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ კარგი იყო მაგრამ მიყვარსო ბექაზე რო უთხრა იმხელაზე შემოვირტყი ხელი თავსი ახლაც მტკივაა.
აბა შენ იცი ველოდები შემდეგს. ლუკა ძაან მომწოს იმედია მალე შერიგდებია.

 


№2 სტუმარი Guest light

Dzalian kargi tavi iyo momewonaa <3 Es motxroba savsea saidumloebebit,ai ratom momwons <3 sheudarebeli xar yochag **

 


№3 სტუმარი kusa123

kargi iyo ❤ mara agar daagvianora

 


№4  offline წევრი Merri

აუუ ამდენი ხანი რატო არ დადეე? ძაან მაგარი თავია და თუ წერა დაიწყე დაასრულე რა

 


№5  offline წევრი Merri

აუ გთხოვ დადწთ რა შემდეგიი..ნუ გვალოდინებთ რა

 


№6 სტუმარი kusa123

Rato agar agrdzeleeb?!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent