შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Life is like a roller coaster (2)


15-01-2017, 16:42
ავტორი lostonyou
ნანახია 1 559

ეს ამბავი დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო და დღემდე უთავბოლოდ გრძელდება. ერთმანეთი ოფიციალურად არასდროს გაგვიცნია. ყოველთვის მე ვიყავი შენზე ცალმხრივად, ობსესიურად შეყვარებული. ამიტომ ძალიან, ძალიან გამიკვირდა, როცა იმ წვიმიან საღამოს მომწერე...თანაც, მხოლოდ მოწერა არ იკმარე და შეხვედრა მთხოვე.
ვიხსენებ, შეხვედრის პირველ წუთებს. უხერხულ დუმილს. შენს თვალისმომჭრელ ღიმილს და, საოცარია, მაგრამ დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ გნახე. ღამე იყო. სუსტი განათება გეცემოდა სახეზე. ეს მსუბუქი ელფერები კიდევ უფრო მრავლისმეტყველს ხდიდა შენს სახეს. მახსოვს, როგორ მიღიმოდი. მე კი შოკირებული, უხერხულობის განცდას მთელს სხეულში ვგრძნობდი. გიყურებდი და არ მჯეროდა მრავალი წლის შემდეგ ჩვენი დასამახსოვრებელი და ცოტატი იმედისმომცემი(მაგრამ მაინც უიმედო) შეხვედრა შედგა. საოცარი იყო ის საღამო. შენი ლაღი ღიმილი გადამდები იყო. ახლაც ძალას მართმევს იმის გახსენება, როგორ შემეხე ხელზე, როგორ ჩამეხუტე. ძალას მართმევს იმის შეგრძნებაც, რა ახლოს იდექი ჩემთან, რა მომაჯადოვებლად, ამოუხსნელად, დიდებული იდუმალებით მიღიმოდი...
წვიმს. ისევ იღვიძებს ჩემში შენი ნახვით გამოწვეული თავბრუდამხვევი მღელვარება. მახსენდება, რა მალე გაილია შენთან გატარებული ბედნიერების ორი საათი და როგორ მინდოდა სამუდამოდ გაჩერებულიყო დრო. „რა ლამაზი თითები გაქვს“- ჩამესმის შენი მომაჯადოებელი ხმა. ხშირად ვიყურები თითებზე და ვიხსენებ, როგორ ეთამაშებოდა მათ ჩემთვის სამყაროში ყველაზე ძვირფასი ადამიანი. მეორე შეხვედრაც მახსოვს. თავს გალაღებულად ვგრძნობდი. მახსოვს ის ჟრუანტელი,რომელიც შენმა შეხებამ გამოიწვია ჩემს შიშველ ზურგზე. მახსოვს თავს, როგორ დაცულად, უშფოთველად და მშვიდად ვგრძნობდი შენი მკლავების მიღმა. იმ საღამოს წინანდელთან შედარებით თბილი, მზრუნველი და მხიარული იყავი. უხერხული დუმილი, სულაც არ ყოფილა უხერხული. მეჩვენებოდა, რომ არც ერთი არ ვჩქარობდით მის დარღვევას. ორივეს გვქონდა დრო ჩვენს ფიქრებში ჩავძირულიყავით. პირადად მე, უსასრულოდ ვტკბებოდი იმის გაცნობიერებით, რომ ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის მკლავებში მოქცეული ვუყურებდი წინ გადაშლილ ხედს და არაფერზე ვფიქრობდი, გარდა იმისა, რომ შენ ჩემს გვერდით, ჩემთან ძალიან ახლოს იყავი.
წვიმს. თავადაც ვერ ვხვდები, რატომ გებღაუჭები ასე ძლიერად. ვერ ვხვდები, რატომ ვერ გიშვებ ჩემი ცხოვრებიდან. ვერ ვხვდები, რატომ გაძლევ უფლებას შენი გულგრილობით ნელ-ნელა, რუტინული მონდომებით გამანადგურო. ალბათ, მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძიო. შენ ერთადერთი ხარ ვისი უბრალოდ არსებობაც კი ციდან დედამიწამდე მანერვიულებს. ერთადერთი ხარ, რომლის გამოჩენასაც მანამდე ვგრძნობ, სანამ დაგინახავ. ერთადერთი ხარ , ვისაც უშფოთველად ვაჩუქებდი გულს. ერთადერთი ხარ, ვისი დათმობა მესიკვდილება.
დღესაც ისე წვიმს. როგორც წვიმდა მაშინ როცა , ყველაფერი, უფრო მარტივი ჩანდა.
მინდა ჩემს გრძნობებში გამოგიტყდე, მაგრამ ძალიან მეშინია. მეშინია, რომ შენც იმავეს არ მიპასუხებ, გულგრილად შეხვდები ჩემს წლებით ნაგროვებ სიყვარულს და ზურგს შემაქცევ. მაგრამ ყველაზე მეტად მეშინია, რომ დამცინებ. მეშინია, რომ შენს თვალებში ირონიას დავინახავ. ცინიზმის მეშინია, შენგან წამოსული სარკაზმის მეშინია...
როცა შენ გვერდით ვარ თავს დაცულად, მშვიდად, უსაფრთხოდ ვგრძნობ, თუმცა რაც მთავარია, ვგრძნობ, შემიძლია ის ვიყო ვინც სინამდვილეში ვარ.
სამუდამოდ შენთან მინდა ყოფნა სამყაროში სადაც ყველაფერი დროებითია...
-რას ფიქრობ ჩემზე?- გაწელილი დუმილი დაარღვია..
-წვიმა შენს თავს მახსენებს, მაშინაც წვიმდა...ჩვენი პირველი შეხვედრის დღეს..-ამოვილუღლუღე ყურმილში და გავწითლდი. ნერვიულად ველოდები შენს პასუხს. ყველა ხმაურს ვებღაუჭები... გელოდები...
-მართლა? არ მახსოვდა.-არ გახსოვდა...აი, მე, ალბათ, ვერასდროს დავივიწყებ.
ცრემლები ჩამომიცურდა სახეზე. აღარაფერი მითქვამს... ვეღარაფრის თქმა მოვახერხე. მობილური მოვიშორე და ცრემლებს მივეცი თავისუფლება.
და რა თქმა უნდა, შენ სიყვარულით არ მიპასუხებ. რა თქმა უნდა, გულგრილად შეხვდები ჩემს წლებით ნაგროვებ უპასუხო სიყვარულს და ზურგს შემაქცევ...
წვიმს. კვირა დღე იყო, მაშინაც ზუსტად ასე წვიმდა. უცნაურ გულგრილობას ვგრძნობ სამყაროს მიმართ და ამ გულგრილობის მიღმა უცებ ჩნდები შენ ჩემს ქვეცნობიერში და ყველა გრძნობას ერთდროულად მიღვიძებ. ვინ შეძლებს ამას თუ არა შენ?!
შენნაირ ბიჭებს სიყვარული არ სჭირდებათ. შენნაირი ბიჭები ჩემნაირ გოგოებთან არასდროს არიან. ეს რომ რომანტიკული კომედია ყოფილიყო, შეგიყვარდებოდი. გაგიჟდებოდი ჩემზე და არასდროს მიმატოვებდი...მაგრამ ეს ცხოვრებაა და შენ ის ბიჭი ხარ, რომელსაც არასდროს სძინავს მარტო. შენ ხომ არ იცი რას ნიშნავს, როცა ვიღაც გესამყაროება...
დავხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ შენთან ერთად გატარებულ ორ ულამაზეს დღეს. რატომ მთხოვე მაშინ შეხვედრა? მე ამაზე ჩემი პასუხი მაქვს...იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ და შენ მოგწონს ჩემს გრძნობებზე თამაში...
ხშირად ვეკითხები ჩემს თავს რამდენ ხანს ვაპირებ იმაზე ფიქრს, რაც უკვე წარსულია. როდემდე უნდა ვიცხოვრო ამ მშვენიერი, მაგრამ მტკივნეული მოგონებებით... ხანდახან უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის დღეები, რომლებიც გვინდოდა არასდროს დასრულებულიყო დამთავრდა ისე, რომ არასდროს განმეორდება. ცხოვრება გრძელდება, იმ ადამიანებთან ერთად ან მათ გარეშე ვინც ჩვენ გვიყვარს, გვჭირდება და გვენატრება(ყოველ წამს).



№1 სტუმარი Guest Londa dm

ვაუ მაგარია , ძალიან ემოციური და სულში ჩამწვდომი , ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი lostonyou

Guest Londa dm
ვაუ მაგარია , ძალიან ემოციური და სულში ჩამწვდომი , ველოდები შემდეგ თავს

დიდი მადლობა, მალე იქნება შემდეგიც <3

 


№3  offline წევრი MegMorgan

მაგარია, გააგრძელე ❤️❤️

 


№4  offline წევრი lostonyou

MegMorgan
მაგარია, გააგრძელე ❤️❤️

მადლობა <3

 


№5 სტუმარი მკითხველი

ძაალიან საინტერესოა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent