Life is like a roller coaster (3)
ვზივარ კაფეში. მეგობრების გარემოცვაში და თავს მარტოსულად ვგრძნობ... მივხვდი, რომ მარტოსულად ყოფნას არაფერი აქვს საერთო იმასთან თუ რამდენი ადამიანი გახვევია გარს. შენ არ ხარ არსად...არ ხარ უკვე წლებია... -ელენე, დაბრუნდი დედამიწაზე.- მხარი გამკრა მაკამ. -ჰაა? -სად დაფრინავ?- სიცილით მკითხა ლაშამ. -ვფიქრობდი... -მივხვდით.- გაიკრიჭა სოფი.- და რაზე? -არაფერზე...- უთქმელი ფიქრები...მძიმეა... -ელ, ჩემი აზრით, გარდერობი უნდა განაახლო. დღეს ვიშოპინგოთ.- მომიბრუნდა მაკა. -რისთვის? -როგორ თუ რისთვის გოგო, შოპინგი საუკეთესო თერაპიაა, ეს მაინც არ გაგიგია?- ისევ აგრძელებდა. -კარგი. ვიშოპინგოთ.- ჩემთვის, ყველაფერი სულერთია უშენოდ, შენ კი არ მოდიხარ... -ბიჭების გარეშე.- სოფიმ ლაშას და ერეკლეს გადახედა. -- შოპინგის მერე, გოგოების საღამო მოვაწყვეთ. ეს პატარა თერაპია დამეხმარა თავი უკეთ მეგრძნო. ცხოვრებას ვაგრძელებ. შენ ხომ უჩემოდ კარგად ხარ. სიმართლე კი ისაა, რომ არც არასდროს გჭირდებოდი კარგად ყოფნისთვის. მე კი მჭირდებოდი...მჭირდები...დამჭირდები... სერჩში ნაცნობ სახელს ვწერ...შენს სახელს... ვათვალიერებ უკვე დაზეპირებულ პოსტებს... ასე არ შეიძლება ელენე! უნდა შეცვალო შენი ცხოვრება. როდემდე უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არასდროს, გესმის? არასდროს შეუყვარდები... -ალო, თაზო ელი ვარ.- ბიძაჩემს დავურეკე. -ხოო, ელ, რა ხდება? -არაფერი ისეთი, გახსოვს, რომ მითხარი თუ ლონდონში წასვლას გადაწყვეტ იქ ჩემი მეგობრები მოგხედავენო? -კი ელენე, მერე ? -ხოდა ვიფიქრე და მოვიფიქრე. მინდა წასვლა. დამეხმარები? -რა თქმა უნდა, მშვიდობაა? -არა. აქედან გაქცევა მინდა. -გაქცევით პრობლემებს ვერ უშველი ელენიკო. -ვიცი თაზო, ვიცი. უბრალოდ, მეტი აღარ შემიძლია. -ხვალ მოვალ და დავიწყოთ მაშინ ვიზა, საბუთები, ათასი ამბავია მოსაგვარებელი. -შენი იმედი მაქვს. ყავა გასქურაზე შემოვდგი... გაქცევა...მე გავრბივარ. შენგან. იმ ქალაქისგან გავრბივარ, სადაც შენ ხარ. სუნთვა მიჭირს...გავრბივარ...შორს... -- -ჩვენ ახლა გვეუბნები?- შემომიბღვირა სოფიმ. -არ ვიცოდი თუ გამოვიდოდა. -მერე რაა, უნდა გეთქვა.- ასლუკუნდა მაკა. -გოგოებოო, ამ ბოლოს ისე... -არ გააგრძელო ელი, შენ ყოველთვის ამას ამბობ! იმ იდიოტის გამო! -არა, არა, მის გამო არაა. ჩემი მომავლისთვის ვაკეთებ ამას. -კარგი, დაგიჯერეთ! არ გიცნობდეთ მაინც- არ ცხრებოდა მაკა. -ყოველ დღე დაგირეკავთ. - არა მაინც როგორ არ გვითხარი, ჰაა?- გაოცებას ვერ მალავდა ერეკლე. -მორჩით, ნუ დაერიეთ რაა. კიდევ კარგი, საერთოდ უთქმელად, რომ არ წავიდა.- გაიკრიჭა ლაშა. თვალები გადავატრიალე და ჩემოდანი დავხურე. ხვალ...ხვალ...ხვალ... ხვალამდე რა ვაკეთო? ჯერ საღამოს ათი საათია. გადავწყვიტე იმ ადგილას წასვლა,სადაც პირველად შევხვდით. ვინ იცის კიდევ, როდის მივალ იქ. პატარა, თეთრი, ძველი შენობა. კიბეზე დავჯექი და თვალები დავხუჭე... შენი ათლეტური სილუეტი მაშინვე გამოისახა ჩემს გონებაში. მერე შენი გარუჯული სახე და მუქი თვალებიც გაჩნდა. შენი ღიმილი, ის ღიმილიც დავინახე მე რომ ასე ძალიან მიყვარს და შემეშინდა... თვალების გახელის შემეშინდა...შემეშინდა, რომ ჩემს წინ არ იდგებოდი...უშენობის შემეშინდა...უშენო ქალაქის შემეშინდა... მიღიმი, ხელს მიწვდი... მეც გაგებებ ჩემს ცივ, გაყინულ, გაწითლებულ ხელს. ლაპარაკობ...მელოდიასავით ჩამესმის შენი ხმა. მეხუტები...მეთამაშები და მე ვერ გეწინააღმდეგები...დავიკარგე...შენს თვალებში... -მომიყევი შენს მომავლზე.-მეუბნები... -მე მინდა პედიატრობა. მინდა დიდი ოჯახი. მინდა მოგზაურობა...ახლა შენ მომიყევი.- მაგრამ უშენოდ არაფერი მინდა. ვფიქრობ გულში. -მე არ შემიძლია პატარა ოფისში ჯდომა, ამიტომ ცოტა ისეთი სამსახური მინდა ბევრი, რომ ვიმოგზაურო.-მპასუხობ. მეხუტები... მეუბნები, ეს იმიტომ, რომ გაგათბოო...მე ვერ, არ, ვერ გეწინააღმდეგები... თვალები გავახილე. ყველაფერი გაქრა. მხოლოდ მე და უშენო შენობა დავრჩით ამ წყვდიადივით ბნელ ღამეს. -- სახლის გზას ფეხით გავუყევი... მომენატრება აქაურობა. ძალიან მომენატრება ეს ქუჩები. -ელი.- შემიძლია დავიფიცო, რომ პირველად მომმართე სახელით. ეს ისე ჩვეულებრივად... განსხვავებულად ჟღერს... -აქ რას აკეთებ?- გაოცებას ვერ ვმალავდი. ავფორიაქდი...გული ყელში მომებჯინა. -გავიგე მიემგზავრები და დასამშვიდობებლად მოვედი.- აჰ, ხო, შენი საყვარელი ნაწილია დამშვიდობება. -ხოო, მივდივარ...-ნაღვლიანად ჩავიღიმე და სულ ცოტა დამაკლდა, რომ ცრემლები არ გადმომცვენოდა. -ბედნიერი მგზავრობა. -მადლობა. მაინც ვერ შევიკავე თავი და ცრემლებად დავიღვარე. ოღონდ, სადარბაზოში შესვლის შემდეგ. მის თვალწინ არა! არასდროს... -- ლონდონი წვიმიანი, წვიმიანი და წვიმიანია. მე არ მიყვარს წვიმა. ის შენთან შეხვედრას მახსენებს და შენ ჩემს გვერდით არ ხარ. არც არასდროს ყოფილხარ. ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ და მერე ამ არჩევანთან ერთად ვცხოვრობთ. მოგვწონს ეს თუ არა. ცხოვრებაა ასეთი. სასტიკი...რეალური... პრაკტიკებზე საავადმყოფოში დავდივარ. ნახევარ განაკვეთზე კაფეში ვმუშაობ, სადაც უგემრიელეს კრუასანებს ვყიდი. შენზე თავდავიწყებით, რომ არ ვიყო შეყვარებული ვიფიქრებდი, რომ ოცნების ქალაქში, ოცნების ცხოვრებით ვცხოვრობ-მეთქი...მაგრამ, სიყვარული, თანაც ცალმხრივი, ლონდონის წვიმიანი ცასავით პირქუშს ხდის ყველაფერს. მაგრამ ვაგრძელებ ცხოვრებას. არც ისე ცუდად ჟღერს არა? შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება გიყვარდეს. გიყვარდეს. გიყვარდეს ასე დაუსრულებლად და მაინც ცხოვრობდე. მაინც იღიმოდე. მაინც დადიოდე პაემნებზე. მაინც თვრებოდე და მას არ ურეკავდე. მაინც ცეკვავდე. და თან მასზე იყო შეყვარებული...თავდავიწყებამდე. -- ორი წლის შემდეგ ჩამოვედი. მომნატრებიხარ ჩემო თბილისო. ჩემმა უსაყვარლესმა მეგობრებმა გულთბილი დახვედრა მომიწყვეს. უამრავ ძველ მეგობარს შევხვდი. ასეთი მომენტებისთვის ღირს გამგზავრება. -ელენე, როგორ შეცვლილხარ. -შენ მეორე კლასის მერე არ გინახივარ გიორგი.- გავეკრიჭე და ღვინის ჭიქა ბოლომდე ჩავცალე. -ლამაზი და ლოთი. არაჩვეულებრივი კომბინაციაა.- არ ცხრებოდა გიორგი. -ჰმ, გვრიტებოოო- შემოგვეჭრა უკვე კარგად მთვრალი მაკა. -გოგო ეს აქ ვინ დაპატიჟა?- მაკა გვერდით გავიყვანე და გიორგიზე ვკითხე. -რა ბიჭია არა? კანფეტ.- პირი გააწკმატუნა მაკამ. - ლაშასთან მეგობრობს და თან ჩვენი ძველი კლასელი იყო. -მეორე კლასში გადავიდა. -მერე რაა, მოწონხარ აშკარად. -ვითომ? -მიდი გოგო, ჩემთან რას დგახარ.- ხელი მკრა მაკამ. -გინდა ვიცეკვოთ?- ხელი გამომიწოდა გიორგიმ. მეც ჩემი ხელი შევაგებე და საცეკვაოდ გავყევი.- მიხარია, რომ ჩამოხვედი. -მეც მიხარია, რომ ჩამოვედი.- თავი მხარზე დავადე. პირველად, ამდენი ხნის მერე თავს სახლში ვგრძნობდი. წარმოგიდგენიათ? -გინდა აქედან გავიპაროთ?- ეშმაკურად აუციმციმდა თვალები გიორგის. -ჩემი წვეულებიდან გაპარვას მთავაზობ?- სასმელმა კარგ ხასიათზე დაგვაყენა ორივე. -და შენ თანახმა ხარ, ხო? -თანაც როგორ. გიორგი ღვინის ორი ბოთლი აიღო, ხელი ჩამკიდა და გასასვლელისკენ გამაქანა. -სად მივდივართ?- მანქანა დაქოქა. სალონში წყნარი მელოდია გაჟღერდა. -შენ სად გინდა?- მომიბრუნდა. -შორს. -ხოდა შორს მივდივართ.- გამიღიმა და სიჩქარეს მოუმატა. ასე კარგად ბოლოს როდის ვიყავი? არასდროს... ლისის ტბა საღამოს ხალხის გარეშე, განათებებით ისეთი ლამაზია. თან მონატრებულზე...სხვანაირია...მშვიდი. ხიდზე დავსხედით. -რას აპირებ?- ღვინის ბოთლი გამომიწოდა გიორგიმ. -ჯერ არ ვიცი. სივებს გავგზავნი კლინიკებში. შენ რას საქმიანობ? -მე მანქანების ბიზნესში ვარ. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი. -საინტერესოა. -დავიჯერო მართლა დაინტერესდი?- გამჭოლი მზერა მესროლა. -არა.- გამეცინა და ღვინო მოვსვი. -ერთად ხომ არ გვევახშმა ხვალ? -ხვალ? მოიცა დავფიქრდე.ჰმმ, კარგია, ხვალ მცალია. -აჰაჰ, იუმორის გრძნობა მეორე კლასის მერე არ დაგხვეწია?- თვალი ჩამიკრა გიომ. სახეში ჩავაცქერდი.. რა ლურჯი თვალები აქვს... მთვარე სავსე და ნათელი ოყო... ირგვლივ ვარსკვლავები...ბევრი, ბევრი...უამრავი...ამ ღამეს რომანტიკა არ აკლდა. მთვარე, ვარსკვლავები, კარგი ღვინო და მხოლოდ ჩვენ ორნი. -რაზე ფიქრობ?- დუმილი დაარღვია გიორგიმ. -იმაზე, რომ ლამაზი ღამეა. -შენ უფრო ლამაზი ხარ. ჩემკენ წამოიწოა. უფრო ახლოს...მისი სუნთქვა სახეში მეცემოდა...ნელა, ძალიან ნელა მაკოცა. თვალები დავხუჭე და ამ ლამაზი მომენტის დაჭერა ვცადე. შევინახე. სამუდამოდ დავიმახსოვრე. -- ცხოვრება თავის კალაპოტს დაუბრუნდა. ერთ-ერთ კლინიკაში პედიატრის დამხმარედ ამიყვანეს პრაკტიკაზე. გიორგისთან შეხვედრა დავიწყე. მომწონდა მისი ლურჯი, მეტყველი, ზღვისფერი თვალები... ვიძირებოდი და ვიკარგებოდი მის ტალღებში. ჩემი პერსონალური ზღვა მქონდა. ჩემი სიმშვიდე მის თვალებში იძებნებოდა. -ხუთი რამ მითხარი რის გარეშეც ვერ იცხოვრებ.- საწოლზე გაიშხლართა გიორგი. -ყავა, ყავა, ყავა, ყავა და შენ.- სწრაფად ჩამოვურაკრაკე და მის ტუჩებს დავეწაფე. -ელი... -გისმენ.- წამოვიწიე და ჩავაცქერდი ჩემს პერსონალურ ზღვას, ზღვისფერ თვალებში. -მიყვარხარ...ძალიან, ძალიან მიყვარხარ.- მითხრა და ხელები წელზე შემომხვია. გამეღიმა და ჩავეხუტე. სახე მის მკლავებში დავმალე. -მეც მიყვარხარ გიორგი.- გულწრფელად, ძალიან, ძალიან გულწრფელად ვუთხარი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.