იძულებითი ქორწინება (3)
საკუთარ თავზე მეცინება. როგორ ვიფიქრე რომ გამომივიდოდა?! პირველად თვით მკვლელობის უშედეოგოდ ჩავლის შემდეგ მივხვდი რომ მომავალში ჯოჯოხეთი მელოდა. ამ ყველაფერს რასაც დედაჩემი მიშვებოდა სულ სამი იმედით უძლებდი. პირველი იყო, მარტო ცხოვრება როცა ზრდასრული გავხდებოდი, ჩემი ოცნება იყო რომ მშობლებს ჩემთვის 18 წლის დაბადების დღეზე ბინა ეჩუქნათ რათა მარტო მეცხოვრა, მამაჩემმა როცა მკითხა რა მინდოდა საჩუქრად, ასეც ვუთხარი მაგრამ ამას დედაჩემის გულიანი სიცილი მოჰყვა და დაბადებისდღის საჩუქრად სუნამო მივიღე. მეორე სურვილი პროფესიის ჩემით არჩევა იყო, რომელიც მაშინ დაინგრა როცა მამაჩემმა ბიზნესის შესასწავლად სეულის ყველაზე მაგარ უნივერსიტეტში გამამწესა. ამაზეც უბრალოდ არაფერი ვთქვი და შევეგუე. მესამე კი გათხოვება იყო.... ჩემი ოცნება ისეთ ადამიანზე დაქორწინება იყო რომლიც ყველაზე მეტად მეყვარებოდა და რომელსაც ანალოგიურად ვეყვარებოდი, მაგრამ ჩემი ეს ოცნება ამ წუთას დაიმსხვრა, ისე თითქოს არც ყოფილა, ისე თითქროს ღამეები ამ მითენებია ამის წარმოდგენაში..... საშინელი სიჩუმე იყო, ის კი მხოლოდ ჩემი ხელიდან გავარდნილმა ყავის ჭიქის ხმამ დაარღვია -რა თქვით? - იკითხა ჩემსავით გაოცებულმა ჯონკუკმა -თქვენ უნდა დაქორწინდეთ, საქმე მოითხოვს ამას და ჩვენი ერთობა ყველასთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება - სიტვაციის განეიტრალება ცადა მამაჩემმა მაგრამ უშედეგოდ, თვითონაც ეპარებოდა ხმაში შიში. -არა...- ძვლივს ამოვიღე ხმა - ამას ვერ გამოკეთებთ....- დარწმუნებული არ ვარ გაიგონეს თუ არა სხვებმა - მამა... ამას ვერ იზამ.... მე... მე არ შემიძლია.... -ხუმრობთ ხო? - გაისმა ბიჭის ხმა თან ნერვიულად იცინოდა -არა არ ვხუმრობთ, თქვენი ქორწილი გარდაუვალია - მისის ჯოენის ხმა ეხლა ჩემთვის სიკვდილზე უარესი იყო -არა... ამას ვერ იზამთ, გთხოვთ არ გინდათ - სახეს კანს მარილიანი ცრემლები მიწვავს -ეს სრული აფსურდია, მე არ ვაპირებ ცოლის მოყვანას - მაგიდაზე ხელის დარტყმთ წამოხტა ბიჭი და თან ყვიროდა. ერთადერთი ეხლა რაც მინდა ვქნა ის არის რომ ბონსუს დავურეკო და აქიდან წავიდე. ასეც მოვიქეცი და ბონსუს დაურეკე, ლაპარაკის თავი არ მქონდა ამიტომ როცა აიღო მაშინვე გავთიშე, ეს ჩვენი თითქოს კოდური საქციელია რაც იმას ნიშნავს რომ ძალიან ცუდად ვარ და რაც არ უნდა მოხდეს უნდა დამეხმაროს. -ჩვენ ასე შევთანხმდით და ასეც იქნება, დიახაც რომ დაქორწინდებით რადგან ამას საქმე მოითხოვს - დედაჩემმა ამდენი ხმის მანძილზე პირველად ამოიღო ხმა და მისი ნათვამი ისე ჟღერდა თითქოს სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს, მის ხმაში არანაირი ემოცია არ იგრძნოვოდა. ხმის ამოუღებლად ფეხზე წამოვდექი, თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი იმდენად რომ როცა წამოვდექი ძალის ნაკლებობს გამო ცოტა წავბარბაცდი და მაგიდას დავეყრდენი. ყველა ჩუმად იყო, წელში გავსწორდი და მაგიდას მოვშორდი გასასვლელისკენ -ჰეილი- დამიძახა მამაჩემმა მაგრამ სიარული არ გამიჩერებია, შორიდან ალბათ ზომბი გეგონებოდით, თვალები ცრემლიანი, სახე სულ სველი, სულ გაფითრებული, ამ ყველაფერთან ერთად კი ვკანკალებ და ფეხებს ძვლივს მივათრევ. თავს ძვლივს ვიჭერ, წინ ვიყურები მარა ვერაფერს ვხედავ, გარდა ბონსუსა რომელიც ჩემკენ მორბის და სანამ მომახლოვდა მანამდე ყველაფერი გაშავდა და მხოლოდ თბილი ხელები მახსოვს რომელმაც ძირს დაცემისგან გადამარჩინა. **** -მისი მდგომარეობა სტაბილურია - თავის ტკივიკი არ მაძლევს საშვალებას რომ თვალები გავახილო, მაგრამ ეს სიტყვები მკაფიოდ მესმის. - მისი ესეთი რეაქცია სავარაუდოდ, დიდი ნერვიულობის ბრალია..... - აგრძელებს სავარაუდოდ ექიმი - და რაც შეეხება იმუნიტეტს, ის ძალიან დაბალია, და ასევე კალციუმის რაოდენოდა სისხლში, ხომ არ იცით რა წამლებს იღებს რომ იმის მიხედვით ვუმკურნალოთ? -არა, მისი ზედამხედველი უკვე გზაშია და მას დაელაპარაკეთ - გაისმა ნაცნობი ხმა, ეს ბონსუა -თქვენ ალბათ ქმარი? - იკითხა ისევ ექიმმა -არა, მისი პირადი დაცვა- ეხლა დავრწმუნდი რომ ნამდვილად ბონსუა -თქვენ? - მოიცა აქ კიდევ ერთი ადამიანია? -მე.... მე - ბორძიკით დაიწყო მესამე ხმამ -როგორ არის? - დედაჩემის ხმა არც ისე მშვიდი იყო ალბათ ირბინა -თქვენ ხართ ზედამხედველი? - დიახ დედა - ეხლა მინდოდა გამეხილა თვალები და დამენახა მისი სახე როცა თავი დედაჩემად წარმოადგინა მაგრამ თავი ზედმეტად მტკივა - თუ შეიძლება მშობლები აქეთ მობრძანდით, უნდა დაგელაპარაკოთ - ექიმმა ბოხი ხმით თქვა - ახლავე, ხო ჯონკუკ, მადლობა რომ მოასწარი დაჭერა -არაფრის ქალბატონო ჩან - ესეიგი ეს ყველაგერი მართალი იყო ის რაც მოხდა, ის რომ ვთხოვდები. ეს მან გააკეთა მე მეგონა ბონსუმ დამიჭირა, რადგან მისი ხელები ისეთივე თბილი იყო როგორიც ბონსუს ახასიათებს. ესეთ რაღაცეებს ყოველთვის ვაკვირდები რადგან სითბოს სულ რამოდენიმე ადამიანისგან ვგრძნობ და მათი დამახსოვრება არც ისე ძნელია. მაგრამ ეხლა ეს ბიჭი..... თავის ტკივილმა ნელ ნელა გამიარა და ის ძილის სურვილმა შეცვალა, მოვდუნდი და ჩამეძინა. ჯონკუკის p.o.v ნამდვილად არ ველოდი რომ ამდენი წლის მერე მას ასეთ პირობებში შევხვდებოდი. ზუსტად 9 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ვნახე. ეხლა კი ასე ახლოს ზის და ვხედავ მის სახეს რომელიც თითქოს სულაც აღარ ეკუთვნის მას. მისი სახის ისევ უნაკლო ნაკვთები, თეთრი ფითქინა კანი, დიდი, ლამაზი მოწითალოდ შეფერადებული ტუჩები. მისი პატარა და საყვარელი ცხვირი, ლამაზი წარბები, თითქოს არც შეცვლილა, თითქოს იგივე გოგონა ჩემი ბავშვობიდან მაგრამ ამ იდეალს არღვევს მისი თვალები, მისი ოდნავ ღია წაბლისფერი, დიდი თვალები რომელიც თითქოს და ერთფეროვანია, ის არ ბზინავს, არ ანათებს, თითქოს მშრალია. მე ადამიანებს თვალებით ვიმახსოვრებ და მათი დაკვირვება ჩემთვის დიდი სიამოვნება, ხოლო მისი თვალები სულ სხვანაირი მახსოვს. მაშინ ისინი ანათებდნენ, სიხარულისგან ბზინავდნენ, როცა მე მხედავდა შიგნით თითქოს „ჭინკები“ დარბოდნენ. ეს ყველაფერი გამქრალია, აღარ არის მასში, თითქოს საშიშ მივიწყებულ უბანს დაემსგავსა სადაც სიხარულის არანაირი ნატამალი აღარ არის. როცა ჩვენი ამბავი გაიგო თითქოს იქ მოკვდა,თავისთვის ჩუმად ლაპარაკობდა მერე ფეხზე წამოდგა და გასვლას რომ აპირებდა, იატაკზე უსულო ვარდნა დაიწყო, მე ვიხელთე და დავიჭირე სანამ დაეცემოდა. მანქანამდე მე მივიყვანე, ისეთი მსუბუქია, ბუბულივით, ახლოდან ვაკვირდებოდი მის სახეს, ერთი ნაოჭიც კი არ ქონდა, განა ახალგაზდაა რა ნაოჭი მაგრამ ბავშვობაში როცა იცინოდა ხშირად სახეზე პაწაწინა ზოლები უჩნდებოდა რაც კვალს ტოვებდა თვალების კუთხეში მაგარამ ის აღარ არის. ამ წამს მართლა ვინანე რომ წავედი. ყველაზე მეტად ის მტკივა რომ აღარ ვახსოვარ. ექიმმა მშობლები გვერძე გაიყვანა, მეც უნებლიედ მათზე გადავიტანე სმენა, სმენა ნამდვილად როგორც იტყვიან ძაღლის მაქ, ამიტომ მათი ჩურჩულის მიუხედავას კარგად გავიგონე რას ამბობდა ექიმი -ჩან ჰეილის ორგანიზმი თითქმის ცარიელია, სიცოცხლისთვის დამახასიათებლი არც ერთი მაჩვენებელი არ აქვს ნორმაში, მისი ძვლები კი სულ გამოფიტულია, გთხოვთ რომ ყურადღება მიაქციოთ მას, როგორც ჩანს საჭმელს საერთოდ არ ჭამს რადგან მიდრეკილება აქვს ანოექსიისკენ, ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან სუსტია მისი მონაცემებისთვის -ექიმო ეს უკვე ათასჯერ მსმენი- გააწყვეტინა მისის ჩანმა - ვიცით მისი მდგომარეობის შესახებ და ისიც ვიცი რომ არ ჭამს, ის მოდელია და ასეც უნდა იყოს, ამიტომ უბრალოდ ჩაუტარეთ საჭირო პრეცედურა და სახლში წავიყვან -ქალბატონო თქვენ არ გესმით... ესე თუ გააგრძელებს კვებას მოკვდება, და მისი ძვლები.... -დამიჯერეთ ძალიან კარგად ვიცი, ამიტომ გააკეთეთ თქვენი საქმე და გამატნეთ ჩემი შვილი, მას მე თვითონ მივხედამ -მაგრამ ქალბატონო.... - ექიმი აშკარად აღელვებული იყო. -მორჩა თემა დაიხურა, და ასევე უარყოფითი არაფერი დაწეროთ მის ისტორიაში, არ მინდა პრესამ გაავრცელოს რომ ავად არის ისინი ექიმს მოცილდნენ და ისევ ჰეილის ლოგინთან მივიდნენ, ის მშვიდად სუნთქავდა და მხოლოდ ამით თუ იტყოდით რომ ცოცხალია, დანარჩენი არაფერი ეტყობოოდა, სრულიან მკვდრის ფერი ედო, არ ინძრეოდა და ხელებიც მკვდარივით მუცელზე გადაჯვარედინებული ეწყო. არ ვიცი რა ხდება მათ ოჯახში, მაგრამ აშკარაა დედამის არ ანაღვლებს მისი ჯანმრთელობა და ეს აუცილებლად შესაცვლელია... მადლობა ყველას რომ კითხუობთ <3 შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდი. ყველა წერილს ვკითხულოდ და ამისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ <3 პასუხებსაც გცემთ მაგრამ არ ვარ დარწმუნებული სწოეად ვაკეთებ ამას თუ არა ^^ ასევე მინდა გთხოვოთ გამიზიაროთ საინტერესო იდეები, აუცილებლად გავითვალისწინებ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.