შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება (4)


17-01-2017, 20:07
ავტორი pandukela
ნანახია 3 345

ჰეილის p.o.v.
ამჯერად გავახილე თვალები, ოთახში არავინ არ იყო მხოლოდ სიმძიმეს ვგრძნობდი ხელზე, როცა დავხედე სიუ შემრჩა ხელში, ხომ უთხარი სახლში წასულიყო, მაგრამ მაინც აქ ზის. ჩემს ხელზე ქონდა თავი ჩამოდებული ამიტომ შევეცადე არ გავნძრელიყავი. მოიცა... საავადმყოფოში აღარ ვარ, ეს ჩემი ოთახია, როდის მოასწრეს...
თვალები დავხუჭე და შევეცადე გამეანალიზეინა გუშინ რაც მოხდა. სპეციალურად შეკერილი კაბა.... რესტორენში ჯოენებთან ერთად.... ბიჭი სმოკინგში.... თბილი ხელები... თავში წამიერად გაირბინა ამ მოგონებებმა და ისევ ცრემლები მომაწვა. არ მინდა გათხოვების მერეც ვინმეს „მარიონეტი“ ვიყო, მინდა ქორწინების მერე ამ სახლს გავშორდე და უკან აღარ მოვიხედო... აღარ მინდა ისევ უსიყვარულოდ ცხოვრება, არ მინდა ვიყო ვინმესთვის არასაჭირო ტვირთი.
ვერც კი შევნიშნე რომ ჩუმად ტირილი ხმამაღალ გოებად იქცა. ცრემლების გამოშვება ადამიანისთვის საჭიროა, ისინი გეხმარებიან თავი უკეთ იგრძნო, ეს ისეთივეა როგორც კედელზე სხვადასხვა ნივთების „შებშვნა“ როცა გაბრაზებული ხარ. მე ცრემლებიც მშველის. ჩემს სლუკუნში სიუსაც გამოეღვიძა და აფორიაქებული სახით მომაშტერდა
-ქალბატონო რამე გტკივათ? - ელდა დარტყმულივით წამოხტა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია. - ეხლავე ჰანსოლს დავუძახებ და საავადმყოფოში წავიდეთ.- არ წყვეტდა ფორიაქს გოგონა.
-არა არ მინდა საავადმყოფოში - მოწოლილი ემოციები ლაპარაკის უფლებას არ მაძლევს.
-აბა რატო ტირით? - სიუს კითხვის ნიშანი ეხატა სახეზე
-არ მინდა... არ მინდა გათხოვება სიუ - ძვლივს ვამბობ და ისევ ვუშვებ ხმამაღალ ნოტებს. სიუმ არ იცოდა რა ექნა ამიტომ უბრალოდ ლოგინზე ამობობღდა და ჩემი თავი მკერდში ჩაიკრა, ხელები მაგრად მომხვია და დამამშვიდებლად მისმევდა ხელს თმებზე
-დამშვიდდით ქალბატონო... ყველაფერი კარგად იქნება, ყვრლაფერი მოგვარდება- იმეორებს დაბალ ხმაზე და ეს მართლაც ამშვიდებს. თვალები დავხუჭე და ისევ ჩამეძინა.
-ქალბატონო გაიღვიძეთ - დილიდან ესმეს ხმამ გამაღვიძა, თვალები გავახილე და ოთახში შემოჭრილმა მზის სხივებმა თვალი მომჭრა - უკვე 11 საათია მისის ჩანმა მითხრა გააღვიძეო.- ესმემ ხელში ისევ წამლები გამომიწოდა.
ჩასაცმელად შევედი და სარკეში ჩახედვისას კინაღამ გული გამისკდა, გაწეწილი თმა და გასიებული თვალები, ეს მე არ მახასიათებს. სწრაფად მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი.
ჰოი საოცრება... ოთახში რო შევედი მამამ გაზეთ გვერძე გადადო და დედამ პლანსეტი მის მდივანს მიაწოდა, ორივე შემომცქეროდა და ელოდებოდნენ რას ვიტყოდი მე კი უსიტყვოდ, თავ ჩახრილი ვიდექი კარებში.
-დილამშვიდობისა პრინცესა - მამამ დაარღვია სიჩუმე
-დილამშვიდობისა- ჩუმად ჩავილაპარაკე.
-მოდი ვისაუზმოთ - მომმართა დედაჩემა, მისი ხმა აშკარად კანკალებდა, ნეტა ცოდვები იგრძნო?
-არ მაქვს მადა - გამოვაცხადე და თავი დაუკარი რომ ოთახში ავსულიყავი.
-უნდა ჭამო ჰეილი ისედაც ძალიან სუსტად ხარ - „ეხლა მიხვდი რომ ცხოვრებას მინგრევ?“ გავიფიქრე გულში
- უკაცრავად, მაგრამ არ შემიძლია ჭამა- ჩემი ომოციები ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში აღარ მემორჩილება, ამიტომ ვიგრძენი როგორ დამიგუბდა თვალებში ცრემლები
-ჰეილი შენი შიმშილობით ვერ მიაღწვ ვერაფერს, ქორწილი მაინც შედგება - დედაჩემი აშკარად წყობილებიდან გამოდის. ეს ნამდვილად არ უნდა ეთქვა წყობიდან ის კი არა მეც გამოვედი. კბილები ერთმანეთს დავაჭირე და შევეცადე რომ რაიმე სისულელე არ მეთქვა
-პრინცესა გთხოვ ჭამე - მისი ხმა მართლაც სავსე იყო თხოვნით
- მამა გთხოვ ქორწილი გააუქმე- არ დავაყოვე პასუხი
-რა?- აშკარად არ ელოდა ესე უცებ რეაგირებას მის ნათქვამზე
-არა მეთქი უკვე გითხარი- მკაცრი ტონით ჩაება დედა. დედას უარი არ გამკვირვებია, 100% დარწმუნებული ვარ რომ ეს ახირებაც მისი მოგონილია, მაგრამ მამა, მჯერა ისაა ბოლო იმედი იმისა რომ ჩემი ცხოვრება ისევ დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას.
- პრინცესა... ჩვენი კონკურენტი კომპანიები ძალას იკრებს და ჩვენც ასევე უნდა უპასუხოთ, ამიტომ გვესაჭიროება ეს ქორწილი რომ ჩვენი ძალები ფორმალურად გავაერთიანოთ და მოვემზადოთ ამ ბრძოლის მოსაგებად- მამა მშვიდათ ცდილობდა აეხსნა სიტუაცია
- ესეიგი ჯოენების ოჯახს მიმყიდე არა? - მეც კი მიკვირს საიდან ამხელა გაბედულობა
-რა თქვი ? - მამას ტონზე მივხვდი რომ ეს არ უნდა მეთქვა
-ისედაც ცხოვრებას მიმწარებთ და ეხლა ეს? - ჩემს სიტყვებს ვეღარ ვაკონტროლებ, ახლა მე კი არა თითქოს სულ სხვა ადამიანი ლაპარაკობს
-რამდენს ბედავ?-ახლა ყვირილზე გადადის. მე ადგილზე შევკრთი და ერთადერთ გამოსავალს ვპოულობ. მამას წინ ვდგები და მუხლებზე ვეცემი, წელში გამართული თვალები იატაკზე, ამას პირველად ვაკეთებ, მუხლებზე ვეცემი და ისე შევთხოვ
-გთხოვ არ გამწირო.... - ცრემლები ისევ მიწვავს კანს და ხმა მიკანკალებს. არც შემიხედავს ისე წარმოვიდგინე მათი გაოცებული სახეები.
-ჰეილი, ადექი სწრაფად, შენთვის მუხლებზე დგომა არ შეიძლება, შენი ძვლები ამას ვერ გაუძლებს- ეხლა დედა შემოდის საუბარში
-დამპირდით რომ ქორწილს გააუქმებთ - ისევ ტირილით ვლაპარაკობ. მამა შეყოვნდა და წამოიწია რომ მხარზე ხელი დაედო მაგრამ სეჩერდა, ერთი ჩაახველა, ამით თითქოს საკუთარი თავი მოთოკა და მტკიცე, ომახიანი ხმით თქვა
-ეს ქორწილი შედგება, რაც არ უნდა ქნა ჯოენების ოჯახის რძალი გახდები, ამით თემა დახურულია, ერთ თვეში თხოვდები ჰეილი - ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა, მე თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი და კივილი დავიწყე ისე თითქოს ყასაბი მიმათრევდა სადმე, ხელებით იატაკს დავეყრდენი და ემოციებს ვამჟღავნებდი. ამას დედაჩემი გაუნძრევლად უყურებდა. ესმემ მაშინვე ცადა ჩემი წამოყენება მაგრამ უშედეგოდ. რამოდენიმე წუთი ასე ვეგდე მუხლებზე, მერე წამოვხტი და აი ისიც სპექტაკლის მთავარი გმირი, სამზარეულოს კარებში დგას რაღაც პარკებით ხელში. ეს კი ნამდვილად ბოლო იყო ჩემთვის.
-ყველაფერი შენი ბრალია- ვიკივლე და მისკენ გავექანე, ის ის იყო უნდა ჩავწდომოდ რომ ორი უზარმაზარი ხელი მომეხვია და ხელები დამიბლოკა, კივილს მაინც არ ვწყვეტდი პირდაპირ თვალებში ვუყურებდი და არაადკვატურ რაღაცეებს ვყვიროდი, ბონსუს ხელები კი უფრო და უფრო მყარად მიჭერდნენ, ბოლოს ფეხებს ჰაერში ვიქნევდი მისი მიმართულებით და ასე ვცდილობდი მივწვდომოდი. ის კი გაკვირვებული იდგა კარებში და მიყურებდა, ალბათ როგორ გამოვიყურებოდი ახლა, გიჟს ვგავდი, მითუმეტეს მაშინ როცა ესმე მომვარდა და ხელში ნემსით დამამშვიდებელი გამიკეთა, როგორც შეშლილებს კინოებში. ყვირილი შევწყვიტე და უბრალოდ მიწაზე დავეშვი, ბონსუ ხელს არ მიშვებდა მეც მის მკლავს ვებღაუჭებოდი და მთელი გულით ვტიროდი. ნარკოტიკი ნელ-ნელა იწყებდა მოქმედებას, წამლის ზემოქმედების ქვეშ ეხლა მხოლოდ ჩუმად მოვთქვამდი, ბონსუმ ხელი დამავლო და ამიტაცა, ამჯერად ისე მომხვია ხელები თითქოს მართლა მიხუტებდა... მეც როგორც ყოველთვის კესერზე ჩავებღაუჭე და სახეც იქვე დავმალე. ის აღარ დამინახავს მაგრამ კარებში გასვლის დროს გავიგონე როგორ ჩაილაპარაკა
-ეს რა ჯანდაბა იყო...
მართალია, ალბათ ახლა გიჟივით გამოვიყურები, ამოტომ უკომენტაროდ გავუარეთ და კიბეებს ავუყევით ჩემი ოთახის მიმართულებით. წამალი ძალიან მოქმედებდა ამიტომ ძილის პირას ვიყავი მაგრამ თავს ძალა დავატნე რომ ხმა ამომსვლოდა პირიდან
-ბონსუ...- დავიჩურჩულე მის კისერში
-დიახ ქალბატონო - მანაც დაბალ ხმაზე მიპასუხა
-არ მინდა ამის გაკეთება... - ხმის კანკალით უთხარი და კისერზე უფრო მოვეხვია
-ვიცი ქალბატონო - ბონსუ ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა დერეფანს და არ ჩქარობდა, თითქოს სპეციალურად აკეთებდა რომ არ გავეშვი, ან მე მინდოდა ასე.
-გთხოვ უთხარი რომ გადაიფიქროს - ისევ ამოვიჩრჩულე და უფრო მოვდუნდი. ბონსუ უბრალოდ დუმდა. -არ მინდა მასზე გათხოვება... ბონსუ... გადამარჩინე... -ისევ დუმილით მივადექით ოთახის კარს. რამოდენიმე წუთში საბანში გახვეული ვიწექი ლოგინზე და ერთადერთი რაც მესმოდა ბონსუს სიტყვები იყო
- ყველაფერი კარგად იქნება... რამეს მოვიფიქრებ - მისი თითები კი ჩემს თმებში სრიალებს.


ვიცი პატარა თავია მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონათ ... მადლობა ყურადღებისთვის ..



№1  offline წევრი D-I-A-N-A

კი კარგია . დაველოდები შემდეგ თავს , იმედია მალე დადებ kissing_heart

 


№2  offline წევრი ely and baby

ძალიან პატარა თავებს დებ,არადა როგორი საინტერესო. იმედია შემდეგს მალე დადებ და დიდს.

 


კაროჩე რა ჯერ ერთი ეს გოგო მაწამებს მისი აეთი ცხოვრების გადმოცემით და მეორე შენ ასეთი პატარა თავებით......... ნერვებს ნუ მიშლი დიდი თავები დადე :D :D
უბრალოდ ძალიან მომწონს<3
იმედია დედამისს თავის ადგილს მიუჩენს :D და ვაფშე ეგ ქალიც არაა ღირსი რომ ბედნიერი იყოს
ბონსუს ტიპაჟი მომწონს მაგრამ არა ამ გოგოსთვის ასევე არც ის ბიჭი ვისზეც გათხოვებას უპირებენ
საერთო ჯამში უმაგრესია <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Bonsu dzalian momwons da maleminda qorwili da mati cxovreba bonsustvis vinme kai gogo miyvarxar sixarulo
--------------------
M.D

 


№5 სტუმარი kusa13

oxoxo rakaia

dzalain momwons
❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent