შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიტაცე ბებიაშენი! (სრულად)


18-01-2017, 21:00
ავტორი gonegirl
ნანახია 44 849

კი ვთქვი გამოცდებს სანამ არ მოვრჩები ჩემი ფეხი არ იქნება აქ მეთქი მაგრამ ვერ მოვისვენე,სულ თქვენი ბრალია.. ჩვენ რომ ვიცით იმის ბონუს თავი რომ არ დავამატო ოდესმე ალბათ მოვკვდები,მანამდე ახალი ისტორიაც იქნება,ეს ყველაფერი თებერვლისკენ. მოკლედ დავარიგე დაპირებები პრეზიდენტობის კანდიდატივით,ამას გიტოვებთ და წავედი აბა,მართლა აღარ იქნება ჩემი ფეხი ერთ ხანს (მაქსიმუმ ცალი შემოვდგა).ლანძღვა, მუქარა და მაიმუნობები კომენტარებში! ჩაგპროშნეეთ
---------------------------------------------------------------------------------
-თიკა!-კაბის ელვა შესაკრავს ვიწევ და მისკენ ვბრუნდები-აბა გაიმეორე რომელი სამი სიტყვა არ უნდა დაუძახო დღეს!
-ბლუ,ბოთე და ბედოვლათი-თვალებს ატრიალებს თიკა
-კარგი გოგო ხარ-ისევ სარკისკენ ვბრუნდები.
-არც ლობუთა დავუძახო?-წარბებს საცოდავად კრავს
-თიკუნა თქო!-ვუბღვერ და შავ შლეიფს ვისწორებ.
-ეს სილიკონის ლიფები რომ არ გამოეგონებინათ რა გვეშველებოდა არ ვიცი-დეკოლტეს ითვალიერებს თიკა.
-წარმოდგენაც არ მინდა-ვუდასტურებ მეც. არსებობს ამ ქვეყნად რაღაცეები რის გარეშეც დედამიწაზე სიცოცხლე აღარ იარსებებდა,მაგალითად ლიფტი, მაკიაჟის მომშორებელი სპრეი, თმის უთო და რაღა თქმა უნდა სილიკონიანი ლიფები.
-მაინც არ მომწონს ეგ ბიჭი კაი რა-წუწუნებს ისევ.
-არ დაიწყო თავიდან-ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და თვალი უნებურად არათითზე წამოცმული ბეჭდისკენ გამირბის.
-საერთოდ არ შეეფერებით ერთმანეთს,აი საერთოდ!-მაინც დაიწყო.
-რაღას ველოდო გოგო თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს?-თვალებს ვკარკლავ და კლაჩს ვავლებ ხელს,ისე ყოველთვის მიყვარდა ცხენები ოღონდ უპრინცო.
-შენ წარმოდგენა მაინც გაქვს რას აკეთებ?-ხელებს იქნევს
-კი,ჩემს ბავშვობის მეგობარს მივყვები ცოლად! წყნარს,მშვიდს და ერთგულს-ვიღიმი საკუთარი დიპლომატიური პასუხით კმაყოფილი,რა დროს ვერ მხედავს გაეროს მინისტრი!
-ჰო ერთგულს კი,ფიზიკურად ვერ გაქაჩავს ეგ ღალატს,მოუნდა ქალბატონ მარიამს მშვიდი ცხოვრება-სისინებს თიკა,გაბუსხული ვუყურებ და ხმას არ ვიღებ.
-შეცდომას უშვებ მარიამ-საწოლზე მოწყვეტით ჯდება,არ მინდა ამაზე ფიქრი! არა,არა და არა!
-თიკა ხომ იცი ნიკოლოზზე უკეთესი არავინ გამოჩენილა,მიცნობს ვიცნობ,მასთან კომფორტულად ვარ,სიყვარული და ზღაპრები არ არსებობს კიდე,მორჩა გავიზარდე,დროა! ახლა კი გამოადგი ფეხი დავაგვიანე სამამამთილოს იუბილეზე-ხელს მაჯაში ვავლებ.
-არც ეგ შენი ნუგზარა მევასება-ხელებს მიფრიალებს თიკა
-უიმე არავინ არ გევასება შენ დედამიწის ზურგზე-ვუბღვერ
-რატო,შოთა არველაძე ძაანაც მევასება-კისკისით იცვამს ქუსლიანებს
-შენ და შენი შოთაია-ხელს ვიქნევ და სარკეში კიდევ ერთხელ ვუყურებ საკუთარ თავს.

წყნეთში ვასაძეების ზამთრის აგარაკის წინ ვჩერდებით
-პირველისთვის გამომიარე ლევან-მძღლოლს თავს ვუქნევ და გადასასვლელად ვემზადები,ოღონდ ახლა არ მოგყვეს კაბა კარში მარიამ ოღონდ ახლა არა! და ფეხი შენებურად თუ არ გადაგიბრუნდება და ამდენი ხალხის წინ არ გაითხლაშები მთლად მადლობელი დაგრჩები ჩემო თავო! საგულდაგულოდ დაგებულ მეწამული ფერის ხალიჩაზე ვაბიჯებ და სანამ თიკაც გადმოვა კამერებს ჩვეულ ღიმილს ვაგებებ.
-დავბრმავდით-ბუზღუნებს თიკა და მანიშნებს შევიდეთო,უჰ დიდი სიამოვნებით. ნელი ნაბიჯებით მივაბიჯებთ ფართოდ გაღებული კარისკენ,ვაიმე ვინც ეს ქუსლიანები გამოიგონა უნდა ჩააცვა და მყინვარწვერზე მანამ ატარო თორმეტსანტიმეტრიანებით სანამ ზვავი არ წამოვა და არ ჩააქვესკნელებს ჯურღმულში! ხალხით სავსე დარბაზში თვალების ცეცებით ვიწყებ ნუგზარის და ნიკოლოზის ძებნას
-თბილა,ერთი დადებითი მაინც აქვს ამ ადგილს-ჩვეულ ფორმაშია თიკა
-ორი დადებითი-თვალს ვუკრავ და თავით ბიჭებთან მოლაპარაკე მუქ ლურჯ კოსტუმში გამოწყობილი შოთასკენ ვანიშნებ, აისბერგი სახელად თიკუნა წამის მეასედში ფიფქივით დნება თავისი ტიტანიკის დანახვაზე
-რაო ჩიტო-ხელს ცხვირწინ ვუქნევ
-ვაიმე მარო ჩემი გახდება ეგ ბიჭი გეუბნები-ოფიციანტის მოწოდებული ლანგრიდან შამპანურის ჭიქას იღებს და სტაჟიანი ლოთივით ყლუნწავს.
-რას უპირებ გიჟო?-პირზე ხელ აფარებული ვკისკისებ
-დავათრობ და ბნელ კუთხეში გავაუპტიურებ,ნამუს ახდილი სადღა გამექცევა მერე-ქირქილით იქნევს ნახევრად ცარიელ ჭიქას.
-ნუ მაცინებ იდიოტო კულტურულ წვეულებებზე-იქეთ-აქეთ ვიყურები და იდაყვს ვკრავ
-ვიღაცის კუჭმა მინიმუმ ორი გოჭი შეიწირა ამ ახალ წელს-მეჯაჯგურება თიკა,თვალს მის მზერას ვაყოლებ.
-ეს მზია ჯავახაძე არაა? მართლა როგორ გასუქებულა-წარბებს ვკრავ
-ისე ქმარი ყველაფერ მოძრავთან რომ მღალატობდეს მეც მაგდენს შევჭამდი-კისკისს იწყებს.
-ჩუ გოგო-თავს ვეღარ ვიკავებ
-მდივნად ვიღაცა ბებრუხანა მიუყვანესო და იმასთანაც დაწოლილა-ისტერიკებშია თიკა,მორჩა ისევ ნაცად ხერხს უნდა მივმართო,სხვა გამოსავალი არაა!
-შოთა გიყურებს-ვუჩურჩულებ და მასაც სინათლის სიჩქარით ეცვლება სახე,წელში სწორდება და სუნთქვაშეკრული მაჩერდება,გამომივიდა!
-კიდე მიყურებს?-ქვედა ტუჩს ნერვიულად იჭამს,თავს ვეღარ ვიკავებ და მეცინება,მორჩა დავიწვი.
-აუ რა დამპალი ხარ გოგო კინაღამ გულმა დამარტყა-მწარედ მჩქმეტს. სიმწრით ვიჭყანები და ჩვენსკენ მომზირალ არველაძის სახეს ვაწყდები
-მგონი ახლა მართლა გიყურებს-სასწრაფოდ ვუბრუნდები თიკას.
-კი როგორ არა-ტუჩებდაპრუწული წარბს წევს და თავს ბიჭებისკენ ატრიალებს.
-ვაიმე გოგო მართლა მართლა იყურება-ისე სწრაფად ბრუნდება ჩემსკენ ასე მგონია თეძოებში გადატყდება.
-ნუ ცქმუტავ გოგო-ვცრი და მომღიმარ ბატონ გუბაზს ღიმილითვე ვესალმები
-ვაიმე შეამჩნევდა ჩემს რეაქციას მარო?-კოპებს კრავს თიკა
-არა გოგო სულ ვერ შეამჩნევდა 160 კილომეტრი საათში სიჩქარით რომ აქციე ზურგი
-დევიღუპე!-მრგვალი მაგიდიდან კიდევ ერთ ბოკალ შამპანურს იღებს.
-წამოდი მგონი ნიკუშა დავინახე-ხელს ვავლებ და ხალხში გზას მივიკვლევ.
ახლოს მისული კაბას ნაჩქარევად ვისწორებ და მხრებში ვიმართები
-გილოცავთ ბატონო ნუგზარ! მრავალს დაესწარით-ზრდილობიანად ვუღიმი მომავალ სამამამთილოს,ჰო ჯერჯერობით მგონი რაღაც ვერ შევეჩვიე ჩემს სტატუსს.
-მარიამ უბრალოდ ნუგზარი დამიძახე-ხელს წელზე მხვევს და მეხვევა,არ არსებობს ამ ქვეყნად იმაზე საშინელი გრძნობა მუცელზე ვიღაცის ღიპის მოდებისას რომ გიჩნდება. ისევ ზრდილობიანი ღიმილით ვშორდები და ნიკოლოზის გვერდით ვიკავებ ადგილს.
-გილოცავთ-ხელს ართმევს თიკუნა,არ დაუბრიალო შენებურად თვალები! ყოჩაღ კარგი გოგო ხარ.
-შენც გილოცავ ლობ....ნიკოლოზ მამის დაბადების დღეს-ყურებამდე იკრიჭება თიკა და ჩემს გვერდით სკუპდება.
-მადლობა-უმანკოდ იღიმის ნიკოლოზი
-დედა სად არის მარიამ?-მესმის ნუგზარის ბოხი ხმა
-მერია მართავს რაღაც კონცერტს,ორგანიზატორია ნანა და ვერ მოახერხა მოსვლა,ბოდიში გადმოგცათ-ვუკარკლავ გაზეპირებული ვეფხისტყაოსანივით.
-არაუშავს,ცოტა ხნით დაგტოვებთ სტუმრებს მივესალმები,წამოდი შვილო-ნიკასკენ ბრუნდება და ისიც მაშინვე ფეხზე ხტება.
-გოგო რატო გავს შენი საქმრო საბჭოთა კავშირის პიონერს?-თვალს აყოლებს თიკა მიმავალ ნიკოლოზს
-ჩაიწყვიტე ენა-ვცდილობ მკაცრად გამომივიდეს
-შეხედე,ბაბოჩკა,შუაზე გადავარცხნილი თმა,ახლა ერთი ვიოლინო დავაჭერინოთ და სკრიპკა ნიკოლოზა იქნება-თვალებს უცოდველად აფახულებს.
-მორჩა პროვოკაციაზე არ წამოვეგები-ვუჭრი მოკლედ. მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ გაბადრული აღებს პირს,ახლა რაღა მოიფიქრა?
-ისე წარმოიდგინე რო გათხოვდები და სასეირნოდ წავალთ
-მერე?-თვალებს ვატრიალებ
-მერე ჩავაბათ ნიკოლოზს ძაღლის საყელური და ისიც გავასეირნოთ ხოლმე-კისკისებს თიკა
-საერთოდ არ იყო სასაცილო-ფეხზე ვჩქმეტ.

ორსაათიანი დაბდურის და ხვევნა-კოცნის შემდეგ ისევ ჩემს ადგილს ვუბრუნდები
-მგონი მარცხენა ლოყაზე მთელი მაკიაჟი მომაშორეს,ახლა ნახევრად ლამაზი ვარ-ვებურდღუნები თიკას.
-არ ინერვიულო შენ მაკიაჟითაც არ ხარ ლამაზი-ხელს იქნევს
-მადლობა ღმერთო რომ ამნაირი მეგობარი გამომიგზავნე,ჯობდა ერთი საყვარელი ლეკვი გამოგეგზავნა უფრო გამიხარდებოდა!-ხელებს დემონსტრაციულად ვწევ ზემოთ.
-უიმე გეხუმრები ხომ იცი-წურბელასავით მეტმასნება
-ვიცი ნაგავო-ხმადაბლა ვჩურჩულებ
-აუ კიდე იმ ძროხას ელაპარაკება-შოთაზე მანიშნებს ტუჩებდაბრუცული თიკა.
-თიკუნა ეგ ძროხა მთელ თბილისს „ელაპარაკება“,ერთხელ ლაპარაკობენ მაგასთან თავისუფალი ბიჭები და მერე კაციშვილს აღარ ახსოვს-ხელზე ხელს ვუტყაპუნებ.
-ოჰ ძაან დამამშვიდე-შამპანურის ჭიქას ხელს ავლებს-შენი აზრით ვახსოვარ?
-თიკუნა ბიჭებს სახლამდე მინაცილები გალეშილი გოგოები არ ავიწყდებათ-თბილისის მთავარი პროკურორივით გამომაქვს განაჩენი.
-აბა რატო აღარ დამლაპარაკებია იმის მერე?-კოპებს კრავს
-ალბათ გონია რომ შენ არ გახსოვს-მხრებს ვიჩეჩავ
-ისე რა მაგარი ისტორია გვექნებოდა არა-თავს ხელზე აყრდნობს და ფრუტუნებს.
-ოჰ ძაან,მოუყვებოდი მერე შვილიშვილებს ერთხელ ბაბუათქვენმა კლუბიდან გალეწილი მთვრალი მიმასვენა სახლში და მერე ორი თვე ნივიჟუს მირტყამდაო,ძალიან რომანტიკულია!-ტაშს ვუკრავ
-გველაძუა!-იდაყვს მკრავს-ისე ნიკოლოზა სადაა რატო არ გეცეკვება?
-რავიცი ნუგზარს დაყვებოდა ბოლოს
-პირველ ღამეს ხარჯთაღრიცხვა აიკარი სახეზე იქნება მოგაქციოს ყურადღება-სიცილში სასმელი სცდება და ხველას იწყებს
-კარგია დაიხრჩვი!-ზურგზე გამეტებით ვურტყამ-წავედი მე,შენს ჯინზე უნდა ვეცეკვო!
ხალხში ვაივაგლახით მივიკვლევ გზას,ესეც ჩვენი სამიზნე!
-ნიკუშა წამო მეცეკვე-პასუხს არც ველოდები ისე ვავლებ ხელს და სხვა წყვილებისკენ მივაპორწიალებ. თმებს უკან ვიყრი და ხელები მისი ყელისკენ მიმაქვს, ხელებს ნაზად მხვევს წელზე და მოძრაობას ვიწყებთ.
-ლამაზად გამოიყურები-მიღიმის ნიკუშა
-ოჰ სად გეჩქარებოდა წვეულების ბოლოს გეთქვა ან ერთი წლის მერე რავიცი-წარბებს ვწკეპ.
-ხვალ თურქეთში მიწევს წასვლა-ყურადღებას არ აქცევს ჩემს სარკაზმს.
-ტერაქტი უნდა მოაწყო თუ რა ხდება?
-ჩუუ ნუ ხუმრობ აქ ეგრე-დამფრთხალი თახვივით მიყურებს-ისეთი არაფერია ბიზნეს შეხვედრა აქვს ნუგზარს და მივყვები
-კარგი გავძლებ უშენოდ ერთ დღეს არ ინერვიულო-ვფრუტუნებ და მუსიკას ტანს ვაყოლებ.
-ხაზარაძეც მოსულა წამოდი მივესალმოთ-თვალებს შემოსასვლელისკენ აცეცებს.
-ვაიმე ნიკოლოზ ერთხელ მაინც შემარგე ცეკვა თორე დაგწევ ლარის კურსივით-ღიმილით ვცრი კბილებიდან,დაფეთებულ მზერას მავლებს და მნებდება,ხოდა ეგრე!

მუსიკა და ჩემი საქმრო ერთდროულად ქრებიან,ბურტყუნით მივიწევ თიკასკენ
-ნამდვილი პარისი და ელენე ხართ ტროადან,არა მისი კუნთების შემყურე აქილევსი უფროა შენ ბრისეისი გამოდიხარ-ქირქილით წევს თითს.
-ზოგჯერ მინდა კატოკით გადაგიარო!-მოწყვეტით ვეშვები სკმაზე და სასმელს ვიღებ. ჭიქას ტუჩიდან იშორებს და რაღაცის სათქმელად პირი უნდა მოაღოს რომ კისკისს ვიწყებ.
-ვაიმე თიკუნა ჯოკერს გავხარ ბეტმენიდან-ტელეფონის ჩამქვრალ ეკრანს წინ ვუფრიალებ გატყაპნილი პომადა რომ დაინახოს.
-ჯანდაბა,სასწრაფოდ საპირფარეშოში!-ცალ ხელს ტუჩებზე იფარებს მეორეს კი მაჯაში მავლებს,ხითხითით მივყვები და კაბის ტოტებს ვიწევ რომ არ წამოვედო.
-ასე ნუ მიმარბენინებ ვინმეს ეგონება გული გერევა-ხელზე ვექაჩები,წამში სწორდება და ხელაფარებული დინჯი ნაბიჯებით აგრძელებს გზას.
სარკეში ჩემს ანარეკლს ვუყურებ,ხომ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ ისე დამრჩეს თმა როგორიც სახლიდან გამოსვლამდე მქონდა,ბურტყუნით ვიშორებ სამაგრებს და თმებს უკან ვიყრი,აშკარად ასე ჯობია
-მეც მინდა ჩალისფერი თმები-ტუჩებს პრუწავს თიკა.
-გახსოვს ფერფლისფერი რომ გინდოდა რა დაგემართა? ხოდა დაეტიე შენს წაბლისფერზე -ცისარტყელასავით მოსიარულე თიკას გახსენებაზე ხელს სიცილით ვიქნევ.
-მაშინ შედეგები სწორად ვერ გავთვალე-თვალებს მიბრიალებს და კარისკენ მიემართება. დარბაზში ჩვენი მაგიდისკენ ვიღებთ გეზს და ორი ნაბიჯიც არ გვაქვს გადადგმული შუქები რომ ქვრება.
-რა ხდება დენის გადასახადი მოჟოშკეს?-ხელზე ვგრძნობ თიკას ფათურს.
-არა გოგო სანთლების ჩაქრობის დროა-მზერა სანთლებით განათებულ გიგანტურ ტორტზე გადამაქვს და შეძახილებს ვყვები.
„გილოცააავთ!“ ქუხს დარბაზი და ბატონი ნუგზარიც მარდად უბერავს სულს,ბოლო სანთელიც ქვრება და ველი როდის დავინახავ გარემოს
-მოიცა ახლა შუქი არ უნდა აანთონ წესით?-ვეჩურჩულები თიკას
-მალე თორე თავი ოთხმოცდაათიანებში მგონია-ბუზღუნებს სასოწარკვეთილი,დარბაზში დაბალი საუბრის და უკმაყოფილო ჩურჩულის ხმები ერთმანეთში ირევა,ჩემთან ახლოს აშკარად ვიღაც ვიღაცას დაეჯახა,მაგრამ ისევ ვერაფერს ვარჩევ. მობილური მაინც არ დამეტოვებინა ჩანთაში.
-ვაიმე შევწუხდი უკვე-ხელზე მოთმინება დაკარგული თიკა მექაჩება. თავს სავარაუდოდ მისკენ ვაბრუნებ რომ ვუთხრა ცოტაც მოიცადე თქო,სახესთან ვიღაცის სუნთქვას ვგრძნობ და სიტყვები ენის წვერზე მიჩერდება,სავარაუდოდ კიდევ ერთი გზააბნეული მიდგას წინ,სასწრაფოდ უნდა გავაფრთხილო კაბაზე არ დამაბიჯოს!
-რა ჯანდაბაა?-მესმის თიკას ხმა და მისი ხელი მშორდება. თავზე შეხებას ვგრძნობ
-ნიკოლოზ?-ვჩურჩულებ და ხელებს ვიღაცის მკვრივ მკერდზე ვაჩერებ,არა ენ ნიკოლოზი ნამდვილად არაა,და არც ქალია! ახლა ვიკივლებ! მხოლოდ ერთი ბგერა ამომდის საცოდავ წაკნავლებასავით,პირსაც და ცხვირსაც სველი ნაჭრის შეხება მიხშობს,ვფართხალებ,ცალი ხელით თავი მაქვს დაჭერილი მეორეთი კი ისევ იმ ნაჭერს მაფარებს,რას შვრება? მგუდავს? რატომ მგუდავს? არა სუნთქვა აშკარად შემიძლია,მაგრამ მძაფრი სუნი ნესტოებს მიწვავს.ხელს მის ხელს ვჭიდებ, მომშორდი! ვგრძნობ როგორ მეცლება ფეხებში ძალა,ფეხებს ხელებიც მიყვება,სხეულს ვეღარ ვიმორჩილებ,რაღაც ძლიერი ახლა წელით მიჭერს მაგრამ სახეზე ისევ ვგრძნობ უკვე გამთბარ ნაჭერს, არეული ხმები ბუნდოვნად ჩამესმის და თვალები მეხუჭება,ჯანდაბა მაგარ შარში ვარ.

გაუგებარი ბგერები ნაწილ-ნაწილ ჩამესმის,მინდა თვალები გავახილო მაგრამ ქუთუთოები საშინლად დამმძიმებია. ბუნდოვანი ბგერები ნელ-ნელა იწყებენ შეკრებას
-მგონი ეღვიძება მძინარე მზეთუნახავს-უკვე მკაფიოდ მესმის ბოხი ხმა,თვალებს ვჭყეტ, ძლიერ სინათლეს ვეჩეხები და წამით ერთმანეთში ქაოსურად ირევა ლანდები,ვახამხამებ,ჰო ახლა უკვე ნათლად ვხედავ ჩემკენ მომზირალ ორ ნიღაბს კიარადა ნიღბიანს.ვაიმე მგონი ისევ დაბრმავება ჯობდა. მუქი თაფლისფერი თვალები დაჟინებით მომშტერებია,მზერა მეორე უფრო ახმახ ფიგურაზე გადამაქვს,მოშვებული ზის ჩემგან ორიოდე მეტრის დაშორებით და არაფრისმთქმელი მზერით მიცქერს. მოდი მე ახლა თვალებს დავხუჭავ და რომ გავახელ ჩემს ოთახში გავიღვიძებ კარგი? ჩანაფიქრს სასწრაფოდ ვასრულებ,რატომ ვხედავ ისევ ამათ? თავში ნელ-ნელა ლაგდება ყველაფერი,ბოლოს როგორც მახსოვს ნუგზარის დაბადების დღეზე ვიყავი,ცეკვა, თიკა, საპირფარეშო,ტორტი,შუქის ჩაქრობა.......არ არსებობს! არა და არა! პირს საკივლელად ვამზადებ
-მმმმმმმმ-მხოლოდ დაგუდული ცხვირისმიერი ბგერები ამომდის,რა სიკვდლი მაქვს აწებებული ტუჩებზე? ჩემს რეაქციაზე აშკარად ხალისობენ ეს მხეცები.
-რაო პრინცესა?-ჩემკენ მოიწევს თაფლისფერთვალებიანი,ისევ ვზმუი და ვიშმუშნები,ახლაღა ვგრძნობ უკან შეკრულ დაბუჟებულ ხელებს.
-ხომ გაგვაფთხილა არ შეეხოთო-აჩერებს ის ახმახი
-შენ ხომ არ აცლი კაცს გართობას -აშკარად უკმაყოფილოა თაფლისფერთვალება.
-უნდა ვუთხრათ რომ გაიღვიძა-რკინის კარს მძიმედ აღებს ახმახი.
-მე რომ დავრჩე არ შეიძლება?-ხითხითებს მეორე
ახლა ვხვდები რას გრძნობდა ჩემი თუთიყუში ხელების ფათურით გალიაში მის დაჭერას გამწარებული რომ ვცდილობდი ხოლმე.კანკალი მივარდება,ვერ ვარჩევ მცივა, მეშინია თუ ორივე ერთად,ფაქტი ერთია-დედა მინდა!
-წამოდი მეთქი- თვალებს აბრიალებს ის ზორბა და ხმაურით კეტავენ კარს. ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებ,რაღაც ტახტისმაგვარზე ვზივარ,ფილმებში რკინის ჟანგიანი საწოლებია ხოლმე,სუფთა ტახტი აშკარად უკეთესი ვარიანტია. მზერა უკვე ფეხებთან ჩაცურებულ პლედზე გადამაქვს,აი ეს მესმის მზრუნველობა,ისე მთლად რომ გაგეშვით არ ვიქნებოდი წინააღმდეგი.ნესტის სუნით და ცემენტის კედლებით თუ ვიმსჯელებთ რაღაც სარდაფისმაგვარში უნდა ვიყო. თითების ამოძრავებს ვცდილობ,ჯანდაბა მარიამ! რეალით შოუში ვარ? აბა სადაა კამერები? ლოყას ცივ კედელზე ვადებ,რა დღეში იქნება ახლა ნანა,თიკა კი სავარაუდოდ ვინმეს ცემას მოასწრებდა უკვე,მოიცა იქნებ თიკაც ჩემ დღეშია? გონებაში თავისით მიტივტივდება წიგნებიდან ნასწავლი მარტივი წესები 1.არ ვაღიზიანებთ გამტაცებლებს 2.არ ვეუბნებით რომ ვიცით ვინ არიან 3.არ ვემუქრებით პოლიციაში ჩივილით 4.ვცდილობთ მაქსიმალ....კარის კრიჭინს ფიქრებიდან გამოვყავარ, მაღალი სილუეტი შემოდის,შეშფოთებულს გადამაქვს მზერა მის სახეზე,წინა ორისგან განსხვავებით ამის ნიღაბს ზოლი ერთიანად აქვს ამოჭრილი და გარკვევით უჩანს ცხვირის დასაწყისი,წარბების ნაწილი და ღამესავით შავი თვალები. რამ გაგაბოროტა ეს ახალგაზრდა ბიჭი? თავს ოდნავ გვერდით ხრის,მაკვირდება და ჩემსკენ მოიწევს,ვგრძნობ როგორ მიხშირდება გულისცემა. ინსტიქტურად ვიჩოჩებ უკან და კედლის კუთხეს მთელი ძალით ვეკრობი.
-ნუ გეშინია-ჩამესმის ბოხი ბარიტონი. ოჰ დაბრძანდი ერთი ჩემს ადგილას,შემოვალაჯებ შავი ნიღბით,გეტყვი იგივეს და ვნახოთ თუ არ შეგეშინდება! წინ ასვეტებულს სახესთან ნელა მოაქვს მარჯვენა ხელი. ლეკვის წკმუტუნის მსგავს ხმას გამოვცემ და თვალებს უფრო ვჭყეტ.
-ახლა ამას მოგხსნი ოღონდ არ იკივლო კარგი?-თავს მიქნევს,ისევ მთელი სხეულით დაძაბული ვზივარ და არ ვინძრევი.
-ამას თანხმობად ჩავთვლი-ასკვნის მოლაპარაკებების ოსტატი და პირიდან წებოვან რაღაცას ფრთხილად მაძრობს. დიდი მადლობა ტუჩები რომ ამახიეთ! ღრმად ვისუნთავ ჰაერს,აშკარად რაღაცის თქმას აპირებს მაგრამ ვასწრებ და მთელი ძალით ვკივი. თვალებს ოდნავ ხუჭავს,ველოდები როდის ამაკრავს ისევ იმ საზიზღარ ლენტს,მაგრამ უბრალოდ დგას და მიყურებს
-მიშველეთ!-ვწივი უფრო გამეტებით. რეაქცია ნული. დგას ხელებგადაჯვარედინებული და თვალს არ მაცილებს.
-დაამთავრე ისტერიკები?-ჩამესმის სრულიად მშვიდი ხმა,რაც ჩემს ენაზე რომ ვთარგმნოთ „რამდენიც გინდა იყროყინე შენს ხმას მამა ღმერთის მეტი ვერავინ გაიგებს მარიამ“-ს ნიშნავს. ახლა ვიტირებ!
-გშია?-ისევ თვითონ იწყებს
-მომიტაცეთ?-კითხვას ხმაჩამწყდარი ვუბრუნებ და ახლაღა ვაცნობიერებ რა უაზრობა წამოვროშე.
-არა გაგიტაცეთ-სიცილნარევი ხმით მპასუხობს გაუცინარი პრინცი.
-რატომ?-ვროშავ შემდეგ ლოგიკურ მაგრამ მაინც უაზრო კითხვას,ოჰ ერთბაშად არ გიპასუხოს სიმართლე მარიამ!
-საქმე არ გვქონდა და ვიფიქრეთ ვინმეს გავიტაცებთ თქო-ხელებს შლის. ვაიმე რა კარგია ვიღაც მაინც რომაა ხუმრობის ხასიათზე. იუმორის გრძნობით აღსავსე კრიმინალები,რა ბედნიერებაა!
-თიკაც აქ გყავთ?-თვალს ისე ვავლებ კედლებს გეგონება რომელიმეში იქნბა თიკუნა ჩაშენებული. გამოხედვაზე ვატყობ გარტყმაში არ უნდა იყოს ვინაა თიკა.
-შენს გარდა არავინ წამოგვიყვანია-მხრებს იჩეჩავს. ოჰ რაღა მიჭირს ვგიჟდები ერთადერთობაზე და განუმეორებლობაზე.ვზივარ მოკუნტული და თავში აზრებს ვერ ვალაგებ,რანაირად უნდა გამოიყვანო ადამიანი ხალხით და ჟურნალისტებით სავსე აგარაკიდან შეუჩნევლად,არა აქ რაღაც ხდება!
-გცივა?-ფიქრებიდან უკვე მეორედ გამოვყავარ არაორდინალურ დამნაშავეს. ახლაღა მახსენდება რომ ჯერ ისევ ვკანკალებ-სხვაგან გაგიყვან ოღონდ ერთი ზედმეტი მოქმედება და ისევ აქ ამოყოფ თავს!-ეს აშკარად სრული სერიოზულობით წარმოთქვა. თავს თანხმობის ნიშნად ვაქნევ. -ანუ?-ნიღბის ჭრილიდან ვამჩნევ აწეულ წარბს
-ანუ აღარ ვიკივლებ და არ გავიქცევი-სასამართლოს ნაფიცმსაჯულივით ვდებ პირობას. ახლა ის დროა ზურგს უკან თითებს ვაჯვარედინებდე თუ რასაც აკეთებენ ტყუილის დროს.ჩემკენ იხრება და ინსტიქტურად ისევ კედელს ვეკრობი.
-უბრალოდ ხელებს გაგითავისუფლებ,შებრუნდი!-თვალებში მაშტერდება. დაახლოებით იმ სისწრაფით ვბრუნდები რა სისწრაფითაც თიკამ აქცია ზურგი თავის სუპერმენს.სუსტი წკაპუნის ხმა მესმის და ხელები ერთმანეთს სცილდება,დაწითლებულ მაჯებს ნერვიულად ვიზელ. მკლავში უხმოდ მავლებს ხელს და კარის გავლით კიბეზე ავდივართ. აშკარად უფრო თბილა და აღარც ნესტის სუნი მცემს. ყავისფერი კარით მოზრდილ ოთახში შევყავარ, ჩვეულებრივ მისაღებს გავს,ჩაშენებული განათებით,სავარაუდოდ მუხის მაგიდით,ფუმფულა ტახტით და ფართო ეკრანიანი ტელევიზორით. ჰო მგონი გასართობად გატაცებაში იყო რაღაც სიმართლის მარცვალი. ახმახი და თაფლისფერთვალებაც აქ ყოფილან,დივანზე მათ მოპირდაპირე მხარეს მსვამს.
-ჭამე!-მიმითითებს დაბალ მაგიდაზე,სწრაფი კვების პროდუქტებს და კრუასანებს თვალს ვავლებ.თუ სწორად ვასკვნი ეს შავთვალება უნდა იყოს ამათი მთავარი ალიბაბასავით და ეს ორნი კიდე ორმოცი ყაჩაღი გამოდიან,ნუ ცოტა უკლიათ ორმოცამდე. ოთახს ვათვალიერებ,არც ერთი ფანჯარა,ანუ რომ რამე იყოს გადახტომითაც ვერ მოვიკლავ თავს.
-აუწიე!-აღფრთოვანებული ყვირის ზორბა და ტელევიზორისკენ ბაღის ბავშვივით იშვერს თითს, მეორე პულტს ავლებს ხელს და ხმას უწევს. რუსთავი ორზე 3 საათიანი კურიერი იწყება,ჯანდაბა ამდენი ხანი ვიყავი გათიშული? ხარის დოზა შემასუნთქინეს კიმარა? რაღაც პოლიტიკური ამბების მერე ეკრანზე ჟურნალისტის გვერდით ნაცნობი შენობის სურათს ვხედავ პოლიციის ყვითელი ლენტით,ოჰ რა უყვართ ყველაფრის გაბუქება,ცოცხალი ვარ მე ჯერ ცოცხალიი!
-ხმაურიანი გატაცება წყნეთიდან,ინციდენტი გუშინ ღამით ვასაძეების აგარაკზე მოხდა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის,ნანა დევდარიანის ქალიშვილი, 22 წლის მარიამ დადიანი ცნობილი ბიზნესმენის ნუგზარ ვასაძის დაბადების დღისათვის მიძღვნილი წვეულებიდან უცნობმა პირებმა გაიტაცეს-მთელი ემოციებით არაკრაკებს წამყვანი და ეკრანზე საკუთარ სახეს ვხედავ. აი ამ წამს ზაალ ურდუმაშვილის,ნათია ჯოჯუას და მთელი რუსთავი ორის პერსონალის ამოწყვეტა მინდა,ამაზე უკეთესი ფოტო ვერ მონახეს? რა არის რას ვგავარ! ვაიმე რაზე ფიქრობ მარიამ?
-მარიამ დადიანი და ნუგზარ ვასაძის ვაჟიშვილი ნიკოლოზ ვასაძე ორი თვეა რაც დაინიშნენ-აგრძელებს წამყვანი-მათი ქორწილი ამა წლის ზაფხულში უნდა შემდგარიყო. ოფიციალური ინფორმაციით გამტაცებლები გამოსასყიდის სახით ათ მილიონ ამერიკულ დოლარს მოითხოვენ,გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება-ჟურნალისტის სიტყვის დამთავრება და ჩემი ისტერიკული სიცილის დაწყება ერთია. სამივე ჩემკენ აბრუნებს თავს,ვცდილობ სული მოვითქვა მაგრამ ვერ ვჩერდები. ათი მილიონი? სერიოზულად? ვაიმე ათ მილიონად მეც მოვიტაცებდი ჩემს თავს. თან დოლარებში მომინდომეს ბიჭებმა
-ფსიქოლოგიური შოკი აქვს-ასკვნის ზორბა და ტელევიზორს რთავს. ერთბაშად ვწყვეტ სიცილს და მთელი ხმით ვყვირი
-გაგიჟდით თქვენ? რა ათი მილიონი? ორი ან სამი რომ გეთქვათ კიდევ ჰო,სად აქვს ნანას ათი მილიონი?-ხელებს გაურკვევლად ვიქნევ.
-დედაშენს არა,მაგრამ შენს სამამამთილოს ორი მადგენი მაინც აქვს,ვნახოთ სარძლოს სიცოცხლისთვის ნახევარი ქონება თუ ეთმობა,მარიამ-სრული სიმშვიდით მპასუხობს ქაჯთა ბელადი. საფეთქლებზე მაგრად ვიჭერ ხელებს და ვცდილობ აზრზე მოვიდე.
-ჭამე!-ბრძანებს ისევ.
-შენ არა ხარ ხო ნორმალური?-თავს მისკენ ვაბრუნებ. არ ვიცი სად ჯანდაბიდან მაქვს ამხელა გამბედაობა მაგრამ ახლა ისეთი გამწარებული ვარ იარაღი რომ მქონდეს სამივე დიდი ხნის გადაშენებულები იქნებოდნენ დინოზავრებივით.
-თუ არ შეჭამ ისევ ძირს დაბრუნდები-ფეხებზეს ხმით მიჭრის. თვალს თვალში ვუყრი,უხხ ნახევრად გამოჩენილ წარბებს გაფიცებ! მზერით კონტაქტში აშკარად მიგებს, კრიჭაშეკრული ვიღებ ჰამბურგერს და ნაძალადევად ვკბეჩ.
-საპირფარეშოში მინდა-პირველკლასელები საახალწლო ზეიმზე ლექსის წაროთქმას რომ იწყებენ ზუსტად ისე ომახიანად გამომდის ნათქვამი. მუქარების დიდოსტატი მანიშნებს ადექიო,ჩემი პლედიანად ზეზე ვიჭრები,მკლავზე ნელა მკიდებს ხელს და კარს აღებს,მოიცა ამ დროს თავზე ტომარას არ აფარებენ ხოლმე? არა მე კი არ ვარ წინააღმდეგი ასე ყოფნის მაგრამ. ნელა მივუყვებით გრძელ დერეფანს,დიდ მოწითალო ხის კარს გვერდს ვუვლით,მარჯვნივ ვუხვევთ და მაჩერებს.
-ხუთი წუთი გაქვს-საკეტს სწევს
-გასაგებია-თვალებს ვატრიალებ და შევდივარ. მაშინვე შიდა საკეტს ვავლებ ხელს და ვატრიალებ. უკან ვბრუნდები,ჯანდაბა! ფილმებში ხომ აქვთ ხოლმე საპირფარეშოებს პატარა ფანჯრები,მერე მთავარი გმირი იქედან ძვრება და ესეც შენი ჰეფი ენდი,აბა ეს რა უბედურებაა? სასოწარკვეთას სუნი რომ ჰქონდეს ამ წამს აუცილებლად ვიგრძნობდი. ონკანის ნიჟარას ვეყდნობი და სარკეში საკუთარ ანარეკლს ვუსწორებ თვალს,უიმე რა არის მარიამ ბალიში აგიფეთქდა? თუმცა სად გქონდა ბალიში! ან ეს თვალები რატო გაქ ციხიდან ახალგამოსული ნარკომანივით. წყალს ხარბად ვისხამ სახეზე
-ჩავარდი?-მესმის კარს მიღმა
-არ ინერვიულო ცოცხალი ვარ-ბუზღუნით ვიმშრალებ სახეს.
-დაუჩქარე ვაკის პარკში არ ხარ-აკაკუნებს.ოჰ არადა როგორ გავს აქაურობა პარკს,განსაკუთრებით ეს უნიტაზი,პირდაპირ სეირნობა მოგინდება. საკეტს ვწევ და თვითონ ვუშვერ მკლავს,თვალებთან წვრილი ნაოჭები უჩნდება,ოხ იცინე რა გენაღვლება!
დაახლოებით ნახევარი საათი მუნჯებივით ვზივართ,ნუ მე ვზივარ თორე ერთი ბოლთას სცემს,მეორე წამდაუწუმ საათს ამოწმებს,მესამე კი გამწარებული ჭამს. უცებ შეთანხმებულებივით დგებიან და გასასვლელად მიემართებიან,სამი მუშკეტერი!
-ტელევიზორი და საჭმელი გაქვს,მალე დავბრუნდებით,ჭკუით იცოდე!-მიბარებს დარტანიანი. ზიზღნარევ მზერას ვაყოლებ,ჭკუით ვიქნები როგორ არა,მტვრებს გადაგიწმენდ და უბორკას გაგიკეთებ კიდე სახლში! როგორც კი კარის ჩაკეტვის ხმა ჩემს სმენას წვდება ფეხზე ვხტები და ოთახის შესწავლას ვიწყებ. ორი კარი,ერთი საიდანაც სარდაფიდან ამოსვლისას შემომიყვანა,მეორე- საიდანაც ამ წუთას გავიდნენ. პირველისკენ ვიღებ გეზს და მთელი ძალით ვეჯაჯგურები, კი მარიამ ღიას დატოვებდნენ როგორ არა,ჭიშკართან ტაქსსაც გამოგიძახებდნენ გაქცევისას რომ არ გაცივდე! ახლა მეორესკენ მივემართები და სახელურს ფრთხილად ვატრიალებ,ჯანდაბა! გაავებული ვუბრუნდები დივანს. არც დანა,არც წვეტიანი საგანი,იარაღად ერთი ტელევიზორს თუ ავიღებ და ვესვრი რისი განხორციელებაც ძალიან მეეჭვება ან ჰამბურგერების ომს თუ მოვაწყობ,რითაც მაქსიმუმ მაისურს თუ დავუსვრი იმ არანორმალურებს და ისევ სარდაფში მიკრავენ თავს. ბურტყუნით ვრთავ ტელევიზორს და კატასავით ვიკუნტები.
მთელი ორი საათი ვუსმენ ჩემი და ნიკოლოზის სიყვარულის ისტორიას,როგორ ვმეგობრობდით ბავშვობიდან,როგორ ვსწავლობდით ერთად მის წასვლამდე საფრანგეთში,როგორ დაბრუნდა და ისევ მოინადირა ჩემი გული და როგორ საოცრად მთხოვა ხელი,ზღაპრები ზღაპრები და კიდევ ზღაპრები! ასეთი რომანტიკული ურთიერთობა თუ გვქონდა მე რატომ არ ვიცოდი? საკუთარ ცხოვრებაზე რამდენი რამის გაგება შეიძლება თურმე ტელევიზორიდან.
სანამ პულტზე უაზროდ ვაწკაპუნებ შესანიშნავი ორეული ბრუნდება,დარტანიანი სად დაკარგეს? ზორბა ცელოფნიდან პიცას და წვენებს იღებს, თაფლისფერთვალება დივანზე მოხერხებულად სკუპდება და ხელით მანიშნებს პულტი მომეციო.
-აიღე-კაი ძმაკაცივით მაწვდის პიცას ახმახი.მეორე კი რუსულ არხზე ფილმს რთავს და წვენს ხსნის. ნიღბები რომ არ ეკეთოთ ისეთი ოჯახური გარემოა ვიღაცას ფეხბურთის საყურებლად შეკრებილი სამეგობრო ვეგონებოდით. ლუკმას ვყლაპავ და თავში კითხვების მთელი ათტომეულის დალაგებას ვცდილობ,რაღაც მაინც ხომ წამოცდებათ. ხმას ვიწმენდ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ.
-მოსიარულე ფულის ტომრებით სავსე დარბაზიდან მაინც და მაინც მე რატომ ამომირჩიეთ?-ვითომ საზოგადოდ ვკითხულობ და წვენს ვწრუპავ. უმანკო თვალებით მოცქირალი ზორბა აშკარად რაღაცის თქმას აპირებს მაგრამ კოლეგა იდაყვს კრავს და ისიც დამნაშავესავით ჩუმდება,არა პრინციპში კია დამნაშავე. უხხ! ენტევეზე მთელი ემოციებით ვუყურებთ ტიტანიკს, ფიცარს ჩაბღაუჭებული დიკაპრიო ვინსლეტს ნელ-ნელა შორდება და მგონი ზორბა ახლა ჩვენს თვალწინ იტირებს. პიცის მომდევნო ნაჭერს ვიღებ და ეკრანს თვალს არ ვაშორებ,ბოლო სცენაა,მოხუცი ქალი თავის სამკაულს ზღვაში აგდებს და თაფლისფერთვალებას რეპლიკაც არ აყოვნებს
-დებილი არაა ახლა ეს?-ამბობს აღშფოთებული.
-რა გაგეგება შენ გრძნობების-საყვედურობს მეტისმეტად სენტიმენტალური ახმახი. მე და თაფლისფერთვალება წამით ერთმანეთს ვუყურებთ, ის მოგუდულ ხარხარს მე კი ბოლო ხმაზე კისკისს ვიწყებ. მსუქანა გაგულისებულ მზერას გვტყორცნის. სულს ძლივს ვითქვამ,ტიტრების დაწყებას ველოდები ისევ მათკენ ვბრუნდები.
-კი მაგრამ ჩემი მოტაცება თუ გინდოდათ ქუჩაში უფრო ადვილი არ იქნებოდა? ან ჩემს სახლთან? რაღა მაინც და მაინც ხალხით სავსე დარბაზი?
-ასე იყო საჭირო-მხრებს იჩეჩავს ზორბა და ჩემს მილიონნახევრიან კითხვების სიას მოკლების მაგივრად კიდევ მილიონნახევარი ემატება.
-მოდითო გ......იმან-აწრიპინებული მობილურიდან თავს იღებს თაფლისფერთვალა და ორ წამში კარისკენ სწრაფად მიაბიჯებენ. ტელევიზორის ეკრანზე დროს ვაკვირდები, მკვეთრად ჩანს 20:58, სასწრაფოდ ვავლებ პულტს ხელს და არხებს რიგრიგობით მოვყვები,აი ისიც,მშობლიური რუსთავი2. რაც მთელი ცხოვრება არ მინახავს საინფორმაციო გამოშვებები ყველა ერთიანად უნდა ავინაზღაურო. ცქმუტვა-ცქმუტვით ვუსმენ უგულავას საქმის განხილვას, თოვლის ბაბუად გადაცმული ტიპის მიერ მაღაზიის გაძარცვის ამბავს და აი ისიც,ეკრანიდან ჩემი სტუდენტობის ფოტო მომჩერებია,ყურებამდე გაკრეჭილი ვიცინი კუსრსდამთავრებულის ფორმით და იმ სასაცილო ქუდით რომლის მისაღებად 4 წელი კონსპექტებზე ტვინს ვასხამდი. ჯანდაბა! შეალევ თორმეტ წელს სკოლას,აქედან ორი წელი ენაგადმოგდებული ტურასავით ირბენ რეპეტიტორებთან, გაივლი ბაკალავრიატს იმ დედააფეთქებულ უნივერსიტეტში ასე ძალიან რომ გინდოდა, მაგისტრატურაზე გაუძლებ ცხოვრებაზე დაბოღმილი ნერვოზიანი ლექტორების ორწლიან ქაქანს,ვაი-ვაგლახით ჩამოაყალიბებ საქველმოქმედო ფონდს რომელიც ყველას ფეხებზე კიდია, აიყვან ფსიქოლოგს თვითონ რომ სამკურნალოა ისეთს,დაინიშნები ბიჭზე რომელზეც ნახევარი თბილისი დიდი სიამოვნებით დაინიშნებოდა და როცა გგონია რომ შენს ნახევრად სრულყოფილ ცხოვრებაში ყველაფერი სტაბილურადაა ანუ გათხოვდები,კურდღელივით მიაყრი რამდენიმე შვილს,მერე გახდები მოსაწყენი ბებრუხანა და ბოლოსდაბოლოს ყვავის ასაკის ჩაკვდები,უცებ გამოჩნდება რომელიღაც იდიოტი,მოგიგდებს ზურგზე და გაგიტაცებს. ჰოდა მშვიდობით ყვავის ასაკო,პროთეზიან თიკასთან ერთად მანი ქაშის ჭამავ და ხელჯოხით სიარულო,შეიძლება ხვალ შუბლში ტყვიადაჭედებული გიპოვონ ლისის ტბასთან ან სადმე ჯურღმულში!
ფიქრებიდან ჟურნალისტის ლაპარაკს გამოვყავარ,რომელიც ვიღაც მოწვეულ ექსპერტ ბაქრაძესთან ერთად გულმოდგინეთ ხსნის როგორ მოახერხეს ჩემი შენობიდან გამოყვანა, ეკრანს სუნთქვაშეკრული ვაჩერდები.
-წვეულების ორგანიზატორების მოთხოვნით დაახლოებით 11 საათსა 15 წუთზე შუქები მთელ დარბაზში უნდა ჩაქმვრალიყო ტორტის შემოტანის ცერემონიისთვის,რეალურად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთელ აგარაკს,რაც ხელოვნურად გამოწვეულმა მოკლე ჩართვამ გამოიწვია-ხსნის შუახნის მამაკაცი და ეკრანზე სავარაუდოდ ვასაძეების აგარაკის გეგმა ჩნდება,ექსპერტი ბაქრაძე წინ დადებული ჭიქიდან წყალს სვამს და აგრძელებს-ხალხში პანიკა მხოლოდ მას შემდეგ ატყდა რაც ეს პროცესი მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა,სავარაუდოდ სწორედ ამ დროს მოხდა მარიამ დადიანის დარბაზიდან ჯერ სამზარეულოში,შემდეგ კი უკანა კარით გაყვანა. ვინაიდან ეს გასასვლელი მხოლოდ მომსახურე პერსონალზე იყო გათვლილი მას მხოლოდ ორი დაცვა იცავდა,ორივე მათგანი მალევე იპოვეს უგონო მდგომარეობაში,ახლა მათი დაკითხვა მიმდინარეობს-საუბარს ამთავრებს მამაკაცი და ხელებგადაჯვარედინებული ელოდება მომდევნო კითხვას. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. აშკარად არ გავს ეს ამბავი ორ დღეში ექსპრონტად მოფიქრებულ გეგმას,ზუსტად იცოდნენ რა,სად და როდის უნდა გაეკეთებინათ.
-გთავაზობთ 8 იანვრის კადრებს-აგრძელებს ფურცლებმომარჯვებული ზაალ ურდუმაშვილი და ამჯერად სახეშეშლილი თიკა ჩანს ლურჯი პიჯაკით,მოიცა? ჰა? არ არსებობს,შოთას მოსაცმელი? შე პატარა გაიძვერავ. კამერების ჩხაკუნში სხვა მოწმეებთან ერთად მასაც ორი პოლიციელი მიაცილებს,რომელიღაც ჟურნალისტი ბოლო ხმაზე მოითხოვს კომენტარის გაკეთებას, გაცეცხლებული თიკა ხელების ფართხუნით იშორებს ყველას და პოლიციის მანქანაში ჯდება.
-ამ დროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნანა დევდარიანი მერიის მიერ მოწყობილ საახალწლო კონცერტზე იმყოფებოდა-აგრძელებს ჟურნალისტი და ახლა ჯერ გაღიმებული დედაჩემის კარდი ჩანს სცენიდან მიმართვისას,შემდეგ კი მისი შეშფოთებული,უძინარი სახე,სავარაუდოდ ეს დღევანდელი ფოტო უნდა იყოს. ჯანდაბა,ისიც არ იციან ცოცხალი ვარ თუ არა,მე კი ვზივარ აქ ფეხი ფეხზე გადადებული და კრუასანებს ვჭამ. საკეტის გადაწევის ხმა მესმის და ინსტიქტურად კარისკენ ვიყურები,მობრძანებულა წინამძღოლი.
-გავიგე რაღაც კითხვები გქონია-წინ მისკუპდება. ოჰ ჩაუსმენიათ უკვე ერთგულ ლეკვებს.
-მე რატომ წამომიყვანეთ და არა ნებისმიერი სხვა?-ყოველგვარი შესავლის გარეშე ვიწყებ.ტელევიზორს ხმას უწევს და კუპრივით შავ თვალებს მანათებს.
-თავიდან სასმელის მოპარვა გვინდოდა და ხელს გამოგაყოლეთ-მხრების ჩეჩვით ისხამს წვენს. ცინიკოსი! გაუთლელი მოძალადე ცინიკოსი!
-არ შეგიძლია სერიოზულად გამცე პასუხი ერთხელ მაინც?-ვგრძნობ ბრაზისგან როგორ ვხურვარ. თავს გვერდით ხრის,ჩემსკენ იწევა და მშვიდობით თავდაჯერებულო მარიამ! ლეკვივით ვიკუნტები დივანზე.
-იმიტომ რომ შენ ხარ ნუგზარ ვასაძის სარძლო და არა სხვა-დინჯად მიხსნის და სავარაუდოდ ჩემი წეღანდელი რეაქციის საპასუხოდ ისევ თავის ადგილს უბრუნდება,მეც ერთიანად ვეშვები.
-და ქუჩაში რატომ არ დამიჭირეთ? უფრო ადვილი არ იქნებოდა?-ამოკნავლებასავით გამომდის შეკითხვა. თვალების კუთხეში ისევ პატარა ნაოჭები უჩნდება
-ბავშვობაშიც ასეთი ცნობისმოყვარე იყავი,მარიამ-პირდაპირ თვალებში მაშტერდება. ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ. რაო? ბავშვობაშიო? ვგრძნობ როგორ მივლის სიცივე თითოეულ უჯრედში. კარგი,ღრმად ვისუნთქოთ და გავიხსენოთ ვის რა ვაწყენინე ბაღში ან მანამდე,არაა ძალიან გრძელი სია გამოდის. რა დავუშავე ფანქარი წავართვი? სისულელეა! უბრალოდ თავგზას მიბნევს. ფიქრები ქაოსურად ირევა ერთმანეთში. დარტანიანი კი ამასობაში წვენით სავსე ჭიქას იღებს და სახისკენ მიაქვს,და ამის ნიღაბს ტუჩების ადგილი ამოჭრილი რომ არ აქვს არაუშავს? მისი ხელის ჰაერში გაშეშება და ჩემი ხარხარი ერთია,ისევ ისტერიკულად ვიცინი და ისევ ვერ ვითქვამ სულს. თავს აქნევს და ჭიქას მაგიდაზე აბრუნებს.
-სარდაფში!-ხელებს გულზე იკრეფს
-მორჩა ვჩუმდები!-პირზე ხელს ვიფარებ და მზერა ისევ ეკრანზე გადამაქვს,კმაყოფილი იღებს პულტს და ხმას უწევს.
-როგორც უკვე ცნობილი გახდა გამოსასყიდის გადახდის ბოლო ვადად გამტაცებლებმა 10 იანვრის ღამის 12 საათი დაასახელეს,წინააღმდგეგ შემთხვევაში ისინი ფონდი „მომავლის გზის“ დამაარსებლის 22 წლის მარიამ დადიანის მოკვლით იმუქრებიან,ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამისნისტრო ჯერ-ჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს-სულმოუთქმელად აყრის ამჯერად იმედის ჟურნალისტი,ადგილს ვეყინები, ეკრანზე ნუგზარის ფოტო ჩნდება და წამყვანიც წარბშეკრული განაგრძობს საუბარს-შეგახსენებთ,რომ რამდენიმე საათის წინ მედიაში გავრცელებულ ანონიმურ წერილში ასევე გარკვევითაა მითითებული რომ უცნობი პირები გამოსასყიდის მიღებას სწორედ ბიზნესმენ ნუგზარ ვასაძისგან მოითხოვენ,ამით ვასრულებთ ქრონიკის სპეციალურ გამოშვებას-ბოლო სიტყვები უკვე ბუნდოვნად ჩამესმის. გონებაში ვითვლი,26 საათი,ესღა დამრჩა,მხოლოდ 26 საათი. თვალებს ჩემს წინ მჯდომს ვუშტერებ,მის მზერაში ვერაფერს ვკითხულობ,უბრალოდ ზის და შავი თვალებით დაკვირვებით მიყურებს,მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო ან რამე დავფშვნა,მაგრამ ვზივარ გაქვავებული და მგონი ვერც ვინძრევი. მეტისმეტად ხმაურიან სიჩუმეს მობილურის წკრიალი არღვევს,ჰო ჩემი ნამდვილად ვერ იქნება
-გისმენ-ნაჩქარევად პასუხობს-არა დღეს აღარ დამჭირდებით...კარგი...მადლობა ბიჭებო.
ისევ უხმოდ ვუყურებ და ისევ ყველაფერი ვერ მაქვს რიგზე თავში.
-ბალიშს და საბანს მოგიტან,დღეს აქ დაიძინებ-ისმის ბრძანებასავით,დგება და კარისკენ მიემართება. საკეტის ხმაზე თითქოს ერთიანად ვფხიზლდები. ახლავე აწიე ერთი ადგილი და რამე მოიფიქრე მარიამ! სწორედ ამას მეტყოდა ახლა თიკა და ერთს მაგრად შემანჯღრევდა. აქ დაიძინებო,ოჰ არა გმადლობთ,თუ ხვალ უნდა მოვკვდე ისევ ფხიზლად ყოფნა მირჩევნია. ვხტები და თვალებს გალიაში დამწყვდეული მხეცივით ვაცეცებ,რა გავაკეთო? რა ჯანდაბა გავაკეთო! ფეხებს ნერვიულად ვაბაკუნებ,ჯანდაბა ეს დასაწვავი ქუსლიანებიც! ვაიმე,ქუსლიანები! სასწრაფოდ ფეხებზე ვიყურები,გადავიფიქრე ამათი გამომგონებლის ევერესტზე გაგზავნა. ნაჩქარევად ვიხდი ორივეს და დაკვირვებით ვათვალიერებ. რამდენი მაქვს იმის შანსი რომ ამის ჩარტყმას მოვახერხებ? სავარაუდოდ 30%,ან ვიყოთ ოპტიმისტები და ჯანდაბას იყოს 50%,და რამხელაა იმის შანსი რომ გაითიშება? ყველაზე დიდი ოპტიმისტიც ვერ გეტყოდა 2%ზე მეტს,ისიც ინფარქტი თუ მოუვა უცებ ან სიცილისგან წაუვა გული-ქირქილებს ჩემი ქვეცნობიერი. რაც არის არის! პლედს ვაგდებ და კართან ვიტუზები,სადაა ამდენ ხანს? მარჯვენა ხელი უკვე შესამჩნევად მიკანკალებს. როგორც იქნა საკეტის ჩხაკუნის ხმა მესმის,ინსტიქტურად სახელურს ვუყურებ. მგონი გულის ფეთქვას და სუნთქვას ერთდოულად ვწყვეტ,კარი იღება. ყველაფერს ფილმის შენელებული კადრივით ვხედავ.ჯერ თეთრეული ჩანს,შემდეგ მაღალი სილუეტი ჩემგან ზურგით ათიოდე სანტიმეტრის მოშორებით ჩერდება,ხელს მთელი ძალით ვუჭერ ფეხსაცმლის წვერს და კეფისკენ ვიქნევ,ბარბაცებს მაგრამ არ იქცევა,რეაქციას აღარ ველოდები,ადგილს ვწყდები და დერეფანში გავრბივარ. ამ წამს იმაზე მეტად მეშინია ვიდრე ამ დილით იმ ორის დანახვისას ან წუხელ როცა სიბნელეში საცოდავად ვფართხალებდი. სმენა მეხშობა და დერეფნის ბოლოს კიბეებზე მთელი სიჩქარით ვეშვები,არსად არ ვუხვევ უბრალოდ პირდაპირ გავრბივარ. ახლა სადღა წავიდე? აქოშინებული ვაჩერებ მზერას დიდ კარზე და მაშინვე მისკენ ვიღებ გეზს,გთხოვ ღიას იყოს,გთხოვ! სახელურს გამწარებული ვეჯაჯგურები,ან მეჩვენება ან მეორე სართულიდან რაღაც ხმა ისმის. კიდევ ერთხელ ვწევ სახელურს და ცივი ჰაერი ერთიანად მეხეთქება. სამიოდე სველ საფეხურს უკან ვიტოვებ და თოვლში ფეხშიშველი მივაბოტებ. უკან მოხედვის დრო არაა,მთვარით განათებული ეზოს ჭიშკრისკენ მიმავალ ფართო ბილიკზე ნათლად ჩანს საბურავების ნაკვალევი,რომელიც ცოტა ხნის წინ უნდა დაეფარათ ფიფქებს. ბილიკზე თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ და თავში ათასი ფიქრი ერთად ტრიალებს. თოვლი? თბილისში წუხელ არ თოვდა,არც წყნეთში. სად ვარ საერთოდ? ან ამ ჭიშკარს რომ გავცდები რა დამხვდება? არ აქვს მნიშვნელობა მთავარია აქედან გავაღწიო. სადღაც შორიდან ყეფის ხმა მესმის,ნელ-ნელა ძლიერდება და ახლოვდება. მუხლამდე თოვლში ფეხები რკინასავით მიმძიმდება,არ გაჩერდე მარიამ! ცოტაც,უბრალოდ იმოძრავე! გაავებული ყეფა უკვე ზურგს უკან მესმის
-ბობი გაჩერდი!-ღრიალებს ვიღაცა. ერთიანად ვტრიალდები და ადგილზე ვქვავდები. დორბლიანი ნაგაზი თვალებანთებული მიღრენს.მორჩა ადამიანს თუ გადავურჩი ამ ორმეტრიან ცუგას ნამდვილად ვეღარ გავექცევი. ხელებს ინსტიქტურად ვიფარებ სახეზე და ნაბიჯს ფრთხილად ვდგამ უკან,ყეფით მომყვება,წინა კბილებს აჩენს და აშკარად საკბენად ემზადება
-ბობი არ შეეხო!-ყვირის უკვე მოახლოვებული შავი სილუეტი,ახლა კი ნამდვილად ვცნობ ხმას,თუ გავითვალისწინებთ რომ რამდენიმე წუთის წინ კეფაში ქუსლიანი ჩავცხე კიდევ კარგადაა. ძაღლი სწრაფად აბრუნებს თავს და წამის მეასედში ახლა უკვე მისკენ გარბის გაავებული ყეფით,ეს რა პატრონის დაგლეჯას აპირებს? ერთ ადგილას მიყინული ვდგავარ და არ ვიცი რა ძალა მაკავებს რომ არ წავიქცე.
-ბობი მე ვარ გაჩერდი!-ღრიალებს ისევ. უკბენს,ნამდვილად უკბენს! გაქცევის მაგივრად სილუეტი ხელს სწევს და ნიღაბს კიარ იხსნის,სახიდან იგლეჯს. უკვე მის წინ ასვეტებული ძაღლი დაპროგრამებულივით ჩერდება და ჩემსკენ მომზირალი ფიგურის ყნოსვას იწყებს,მზერა მასზე გადამაქვს. დამნაშავის სახე დავინახე,მორჩა,თუ „სიესაის“, “მენტალისტს“ და ჯიდიესზე გასულ დანარჩენ კრიმინალურ სერიალებს დავუჯერებთ პოტენციურად უკვე მკვდარი ვარ! სავარაუდოდ 25-26 წლის ბიჭი კრიჭაშეკრული მოემართება ჩემსკენ,ის საზიზღარი ცხოველი კი აუჩქარებლად მოყვება,აღარაფერს აქვს აზრი. უკვე ახლოსაა,მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმას ვახერხებ უკან,სიცივისგან სულ ვკანკალებ. ჩემსკენ მტრულად მომზირალ ორ შავ სფეროს ბოლოჯერ ვუყურებ და დარტყმის მოლოდინში თვალებს მაგრად ვხუჭავ. ლოყის მაგივრად ერთ ხელს წელზე,მეორეს კი ფეხებზე ვგრძნობ,თვალებს ვჭყეტ,უკვე თავდაყირა ვირწევი ჰაერში,წაკივლების მსგავს ბგერებს გამოვცემ
-შენი ხმა აღარ გავიგო-ცრის მკაცრად და მეც სიტყვები ენის წვერზე მეყინება. ოთახის კარს ისე კეტავს ერთი ასოს წარმოთქმასაც ვერ ვბედავ. ისევ მთელი სხეულით ვკანკალებ,კაბა მუხლს ქვემოთ მთლიანად სველია,გათოშილი ფეხები კი საშინლად მეწვის. ჩემსკენ მომზირალი თვლების დანახვაზე კედელს მთელი სხეულით ვეკრობი,დაძარღვულ ხელებს კიდევ უფრო ძაბავს და ჩემსკენ მოემართება,საშინლად გაბრაზებული მიყურებს და უკვე ერთი ნაბიჯიღა აშორებს ჩემგან,თვალებს მაგრად ვხუჭავ და მთელი სხეულით ვეწებები კედელს. არ ვიცი რას ველოდები,დარტყმას,ყვირილს თუ უარესს ,მაგრამ კარგი რომ არაფერი მოხდება ეჭვიც არ მეპარება.
-რას აკეთებ?-მკაცრად ჩამესმის,აშკარად წინ მიდგას. ქუთუთოებს უფრო მაგრად ვაჭერ ერთმანეთზე.
-გაახილე-მიბრძანებს იგივე ტონალობით და მის სუნთქვას უკვე სახეზე ვგრძნობ. ისევ იმ პოზაში ვდგავარ და კბილს კბილზე მაგრად ვაჭერ.
-შენი აზრით რას შვრები,მემალები?-ჯერ კიდევ ცივი მაგრამ შედარებით რბილი ტონით მეუბნება,ნეწყვს მძიმედ ვყლაპავ.
-არა,მეშინია-ვკნავი
-ნიღბიან ტიპს ფეხსაცმელს რომ მირტყამდი არ გეშინოდა და ახლა უნიღბოსი გეშინია?-სიცილი ერევა ხმაში,საერთოდ არ ვარ მხიარულების ხასიათზე! საერთოდ! პირს ისევ ვმუწავ და ვიტრუნები.
-დამშვიდდი არ გეხები,მაგრამ თუ სამ წამში არ გაახელ შეგეხები!-მგონი ეს ულტიმატუმი იყო. თვალებს ნერვოზიანი ბუსავით ვჭყეტ. თითის გაწვდენაზე დაშორებულ სახეზე სავარაუდოდ უკანასკნელი დებილივით ვაშტერდები,ეღიმება. ჯანდაბა,ჩემი ტვინი ახლაღა აღიქვამს რომ ასეთი სიმპათიური დამნაშავე ცხოვრებაში არ უნახავს,მგონი ჰიტ ლეჯერის ჯოკერსაც გადააჭარბა ბეტმენიდან და ტომ ჰიდლსტონის ლოკისაც თორიდან. ვაიმე უფრო საჭირბოროტო თემა ვერ იპოვე საფიქრელად მარიამ?
-დაჯექი და ფეხი არ მოიცვალო!-თითით დივანზე მანიშნებს და კარისკენ იღებს გეზს,მთელი სხეულით ვცახცახებ. ჰო ამათ თუ გადავურჩი ეჭვი მაქვს ფილტვების ანთება მომიღებს ბოლოს. სანამ წინ და უკან ვირწევი და ხელებს გამალებით ვუხახუნებ ერთმანეთს,საკეტის უკვე ნაცნობი ხმა ისმის და ზემოთ აღნიშნული ჯოკერზე სიმპათიური ჯერ ოთახს ავლებს თვალს,სავარაუდოდ რწმუნდება რომ ისევ კართან არ ვარ ატუზული ფეხსაცმელებით ხელში და ჩემსკენ მტკიცედ მოაბიჯებს.
-ჩაივცი-კაპიუშონიან ზედას და რაღაცეებს მაჩეჩებს, გამოწვდილ მინიმუმ 2 ზომით დიდ ნაცრისფერ ზედას პირდაპირ კაბის ზემოდან ვირგებ,სასიამოვნო სუნი აქვს,რაღაც ნაზი სარეცხის ფხვნილის და მამაკაცის სუნამოს სუნი.
-სახლში კაბა არ მომეპოვება,ეს პლედი მოიფარე ან თუ გინდა ჩემს შარვალს გათხოვებ-ტუჩის კუთხეს უტყდება.
-პლედიც მეყოფა-ხელს ვავლებ მაგრამ აღებას არ მაცდის.
-მაგაზე მოხურვას აზრი არ აქვს,სველია,გაცივდები-თავით მანიშნებს კაბის ბოლოზე. მოიცა ამას გონია კაბას გავიხდი და პლედის იმედად ვიტანტალებ? ჰაჰ არც იოცნებოს!
-შენ მაგაზე არ ინერვიულო-ისევ ვექაჩები ნაჭერს. მუხლებამდეც არ მაქვს მიტანილი ხელების სახეზე აფარებას რომ ვასწრებ და ხმამაღლა ვაცემინებ. თვალებს ატრიალებს.
-წამოდი-ფეხზე დგება,ეჭვის თვალით ვუყურებ
-სარდაფში უნდა დამაბრუნო?-საკუთარი შეშფოთებული ხმა უცხოდ ჩამესმის.
-ღირსი კი ხარ,მაგრამ არ გაბრუნებ-მკაცრად მიჭრის და ხელს მკლავში მავლებს.
-სად მიგყავარ?-ფეხები უკან მრჩება.
-ნუ ხარ თაგვივით მშიშარა მარიამ!-ცაზე მეხის გავარდნის ეფექტს ახდენს მისი სიტყვები,დეჟა ვუს თუ რა ჯანდაბას ეძახიან როცა გგონია რომ დიდი ხნის წინათ რაღაც ასეთი უკვე მოხდა? პირს ვაღებ რომ ვკითხო ასეთი რამ ადრეც ხომ არ გითქვამს ჩემთვის თქო და ისევ ვმუწავ,რა სისულელის წამოროშვას აპირებდი მარი? სანამ სადღაც უპატრონო კატასავით მიმაპორწიალებს მის სახეს კიდევ ერთხელ ვაკვირდები,არა აშკარად არ შემხვედრია ადრე,აუცილებლად დამამახსოვრდებოდა.
სანამ თავში პელოპონესის ომი მაქვს გაჩაღებული,ეს ვაჟბატონი მუქი ფერის კარს აღებს და სუსტად განათებულ დიდ ოთახში შევყავარ. უნდა მაწამოს? გემოვნებიანი ავეჯით მოწყობილ ოთახს თვალს ვავლებ,რაღაც თოკებს და საწამებელ ინსტრუმენტებს ვერ ვხედავ,აშკარად აღარ უნდა ვუყურო ამდენ ფილმებს.
-იქ დაჯექი და გაშრი-მიმითითებს აგიზგიზებულ ბუხარზე.
-კარგი-ვბურტყუნებ და ცეცხლთან ახლოს ფუმფულა სავარძლისკენ მივიწევ,დაჯდომისთანავე მთელს სხეულში სითბო მივლის. ისე უკეთესი იქნება შიშიც რომ გივლიდეს მარიამ! გამიგია ასეთ გამოუვალ სიტუაციებში ხალხს აპათია ემართება ანუ ქართულად რომ მოვთარგმნოთ „ფეხებზეს სინდრომი“,ჰოდა მგონი ეგ უნდა მჭირდეს ახლა მეც.
-ტრიუკები აღარ დავინახო იცოდე,ძაღლს მეორედ აღარ გავაჩერებ და იმას რომც გადაურჩე ეზოს მაინც ვერ გაცდები თუ კაბაში ფრთებს არ მალავ რა თქმა უნდა-უდარდელად მიქნევს თითს ზემოთ ხსენებული სინდრომის გამომწვევი. როგორ მინდა მოვკლა! აქვე და ახლავე ჟანა დარკივით დავწვა კოცონზე! კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთზე და მზერა ისევ საკუთარ ხელებზე გადამაქვს,თვით აინშტაინს რომ არ ჰქონია იმდენ კითხვას კიდევ ერთი ემატება და მეც პირს ვაღებ
-ჯერ კიდევ რატომ მიკეთია ნიშნობის ბეჭედი?-ხელს ცხვირწინ ვუფრიალებ,წამით გაკვირვებული მიყურებს,აშკარად ვერ ჩაწვდა აზრს.
-თუ არ გინდა მოიხსენი-მხრებს იჩეჩავს.
-კი არ მაწუხებს ზედმეტად განათლებულო,იმას გეკითხები ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი და სხვა სამკაულები ჯერ კიდევ ჩემთან რატომაა? რანაირი გამტაცებლები ხართ თქვენ?-საკუთარი მამაცური გამოსვლით აღფრთოვანებული თავს ამაყად ვწევ და პირდაპირ თვალებში ვაჩერდები,ჰო მგონი არ იყო მთლად კარგი იდეა,მისი მზერით მონუსხული წამწამებს უაზროდ ვახამხამებ და ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ, აქ დაიმსხვა გულადი მარიამის ძეგლი!
-ფული არ მაინტერესებს-ისე უდარდელად წკეპს წარბებს გეგონება ამ კითხვით შეურაცხყოფაც კი მივაყენე. არა ბიჭოს მე გავიტაცე საკუთარი თავი ათი მილიონის გამო,ჰო თან დოლარის!
-არც იმ ორს აინტერესებთ არა?-მხოლოდ ესღა მომდის თავში.
-არა,მათაც საკმარისად აქვთ-მიჭრის მოკლედ და ისევ სიცილი მივარდება.
-ანუ რა გამოდის,უანგარო გამტაცებელი ხარ? ჰო მე კიდე ინგლისის პრინცესა ვარ დედის ხაზით,მარიამ მეორე-თავს ვაქნევ,სახე უსერიოზულდება.
-ვერაფერს ვერ ხვდები არა?-ხელს იწვდის,დაბალი მაგიდიდან ბოთლს იღებს და ჭიქაში მოოქროსფრო სითხეს ისხამს,სავარაუდოდ ვისკს.
-კი ვხვდები,ათ მილიონზე დახამებული არამზადები ხართ,არაკაცები და მკვლელები!-ვწივი და ბოლოს და ბოლოს მთელი დღის ნაგროვებ ბოღმას გარეთ ვუშვებ,არ ინძევა,მარტო თვალები ენთება და ჭიქაზე მოხვეულ ხელზე ძარღვები შესამჩნევად ებერება.
-ნიკა ვასაძისნაირ ახვარს მიყვები და ჩემი არაკაცობა გიკვირს?-მშვიდ ტონში მაინც ერევა ბრაზი.
-ჩემს საქმროზე ასე ლაპარაკს როგორ ბედავ საერთოდ? ნაძირალა!-მგონი უკვე ცოფებს ვყრი.
-არა რა,არ უნდა ამომეყვანე იმ აუზიდან-ვისკს ერთ ყლუპად სვამს და თავს მოჩვენებითი დანანებით აქნევს. ამ წამს რაღაც მომესმა ხო?
-რეებს ბოდიალობ?-ლამის ვჩურჩულებ ხმაჩამწყდარი
-არ გახსოვს არა?-ტუჩის კუთხეს ტეხს და ჭიქას ისევ ივსებს-გინდა?-მანიშნებს სასმელზე.
-არა და მიპასუხე-მთელი სხეულით ვიძაბები.დაკვრირვებით მიმზერს და თავისი სავარძლის ზურგს ეყრდნობა.
-მაშინ ალბათ ექვსი წლის იქნებოდი ან შვიდის,რაღაც მაინც უნდა გახსოვდეს-ჭიქა ტუჩებთან მიაქვს. მხოლოდ ერთადერთხელ მაგონდება წყალში რომ ჩავვარდი,ნიკოლოზი და ვიღაც ბავშვებიც მახსოვს,მაგრამ ვერაფერით ვიხსენებ ტბა იყო,აუზი თუ რამე სხვა
-ბავშვობაში ერთხელ ჩავვარდი სადღაც,შენ საიდან იცი საერთოდ?-როგორც იქნა ხმის ამოღებას ვბედავ.
-მე ამოგიყვანე-მპასუხობს უემოციოდ,ნანას მონაყოლიდან ისედაც ვიცი ვიღაც ბავშმა რომ გადამარჩინა,ეგ ინციდენტი წლების განმავლობაში იყო განხილვის ობიექტი ყოველ ჯერზე როცა რაღაცას ვიცუღლუტებდი. კარგი მარიამ არ დაიბნე! სულაც არაა გამორიცხული სხვისგან გაეგო.
-არ მჯერა-ვუჭრი მოკლედ
-როგორც გინდა-ჩვეული მშვიდი ტონით მაწყვეტინებს. არა ასეთი პასუხი არ მაწყობს,ახლა წესით უნდა აფოფრილიყო და თავის დაცვა დაეწყო.
-მაშინ მითხარი, იმ აუზში რატომ ჩავხტი?-გამომცდელად ვუყურებ,აი ნიჭიერის ჟიურიში ნიკა გვარამია რომ უმზერს კონკურსანტს და ერთი სული რომ აქვს როდის გაასწორებს მიწასთან ისე.
-არ ჩამხტარხარ,სავარაუდოდ რაღაცას უყურებდი და ჩავარდი,ხომ გითხარი ბავშვობაშიც ცნობისმოყვარე იყავი მეთქი-კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებს სახეზე. რამდენიმე საათის წინ ნათქვამი მისი სიტყვები მახსენდება და ვმუნჯდები. რა ოხრობა ხდება შენს თავს,მარიამ? ახლა ისედაც ალაგ-ალაგ დანაოჭებული ორი გრამი ტვინი საბოლოოდ გადამეწვება. რა გამოდის,ადამიანმა რომელმაც ბავშვობაში გადამარჩინა და რომელზეც ნანა მთელი ოთხი წელი გაფუჭებული მაგნიტოფონივით ყველასთან იმეორებდა „რომ არა გიუნა არ ვიცი რა უბედურება დატრიალდებოდაო“ და თან მკიცხავდა,ახლა ჩემს წინ ზის და მისი ტყვე ვარ? მოიცა, გიუნა? ჯანდაბა,გიუნა. როგორ მძულდა ეს სახელი,სულ ჩემი დატუქსვა მოყვებოდა და იმიტომ! არადა ერთი ძველი წელთაღრიცხვით მეთოთხმეტე საუკუნეში ტუტანჰამონის აღზევება მახსოვდა დეტალურად და მეორე 6 წლის ასაკში ჩემი წყალში ჩახტომის ამბავი,საერთოდ ვის ახსოვს პირველ კლასში რას მოღვაწეობდა გამაგებინეთ ერთი! და წყალში კიდე ვინ არ ჩავარდნილა,ჰო კაი ბოლო გავაზვიადე.
-რა გქვია-საკუთარი ხმა თითქოს შორიდან მესმის.ღმერთო! ამ წამს ეს მართლა მე წამოვროშე? ერთბაშად არ გაგიმხილოს, ცხრა თაობას ჩამოგიწერს კიდე და სახლის ნომერს გიკარნახებს. რა გაჩნდი ამნაირი დეგენერატი მარიამ! თავს გვერდულად ხრის და მაშტერდება,აშკარად უკვირს ჩემი პირდაპირობა ან კითხვა,ან ორივე ერთად, ან ისიც იმას ფიქრობს ვინ მოვიტაცე ეს დებილიო.
-გიორგი-დინჯად მპასუხობს და ჩემს რეაქციას აკვირდება. ის სცენა მახსენდება მამლუქიდან,კეფაზე წითელი ხალი ხომ არა გაქვსო. ვაიმე,რა დროს ეგაა მარიამ!
-კარგი გიორგი,როცა დავბერდები აუცილებლად დავწერ წიგნს „სიცოცხლის გადამრჩენიდან კრიმინალამდე“ ან „როგორ გახდა კარგი ბიჭი ცუდი ბიჭი“,აჰ ხო ახლა გამახსენდა მე ხომ სიბერემდე მიღწევა არ მიწერია,შენი წყალობით-წლის გამოსვლას ვამთავრებ და თავი ოსკარის ნომინაციაზე წარდგენილი ლეონარდო დიკაპრიო მგონია.
-ყოველთვის ბევრი ლაპარაკი გიყვარდა,მარიამ-ჩვეული ტონი და აუღელვებელი გამოხედვა უკვე ჭკუიდან მშლის.
-ერთხელ შევხვდით თექვსმეტი წლის წინ და გგონია კარგად მიცნობ?-მთელ დარჩენილ ირონიას ვაქსოვ.
-სამჯერ-მისწორებს
-რა სამჯერ?
-სამჯერ შეგხვდი,ერთხელ ჩემი წვენიც კი დალიე,მაგრამ ვინაიდან და რადგანაც დედამიწა ყოველთვის შენს ირგვლივ ტრიალებდა არასდროს არ გიცდია ჩემი ან სხვების სახელის დამახსოვრება-სულ ტყუილად მახსენებს რა საძაგელი ბავშვი ვიყავი,ისედაც გადასარევად ვიცი.
-ბავშვობაში სახეების დამახსოვრება მიჭირდა,შენ ყველა გახსოვს ვინც ექვსი წლის ასაკში გაიცანი?-თავს ვიმართლებ.
-არა მაგრამ ვინმეს დახრჩობისგან რომ გადავერჩინე აუცილებლად მემახსოვრებოდა-ნიშნისმოგებით მიკრავს თვალს. ჯანდაბა,დებატებს ვაგებ!
-ალბათ შოკში ვიყავი-გაცისკროვნებული ვაგებებ მომდევნო არგუმენტს.
-ჰო შოკში ნამდვილად იყავი-თავის დაკვრით მეთანხმება-ბოლო ხმაზე სლუკუნებდი
-რას ვშვრებოდი?
-გოგოსავით ტიროდი და ტკიპასავით მეწებებოდი-მხრებს იჩეჩავს,არა ზოგადად გოგოები გოგოსავით ტირიან ხოლმე სახედარო.
მთელი სახე მიხურს.ასეა,არ უნდა ჩაიდინო ადრეულ ასაკში ცოდვები,თორემ რომ გაიზრდები გაგიტაცებს მერე ვიღაც და ყელში ამოგანთხევს ყველა მაიმუნობას. ახლა უკვე არ მიკვირს მართლა რომ ეთქვა ნუ ხარ თაგვივით მშიშარაო,ესეც შენი დეჟა ვუ.
-შენი ძილის დროა-დგება,არა რა დროს ძილია. პროკურორს არ ექნება იმდენი კითხვა მე რომ მაქვს.
-ანუ შენ და ნიკა მეგობრობდით?-ვაიგნორებ მის ნათქვამს.
-ოჯახები მეგობრობდნენ-მიჭრის ცივად და მკლავზე ხელს მკიდებს,მის შეხებაზე მაცახცახებს,იმედია ვერ შეამჩნევდა.
-დამშვიდდი უბრალოდ ოთახში გაბრუნებ-გამხიარულებული დამძახის. ჰო აშკარად შეამჩნია.
-და ოჯახის მეგობარს გინდა ფული გამოძალო?-აღშფოთებას ვერ ვმალავ უკვე დერეფანში მიმავალი.
-გითხარი წარსულში ვმეგობრობდით თქო და ფულის გამოძალვას არც ვაპირებდი-ცალყბად იცინის.
-კი როგორ არა,უბრალოდ დამატებითი მილიონების შოვნა გინდა ხო-სიმწრით მეღიმება.
-გამოსასყიდს არ გადაიხდიან,მარიამ-მშვიდად მატარებს კარში. ტვინი ჯერ კიდევ ცდილობს ნათქვამის გადახარშვას,რაც არც ისე ეფექტურად გამომდის.
-რას გულისხმობ?-ხმა მივარდება
-იმას,რომ ნუგზარი თავის ქონებას არავის გამო არ დათმობს,მარიამ-სრულიად მშვიდად აკვირდება ჩემს რეაქციას. ადგილზე ვიყინები, ერთადერთი მიზეზი რის გამოც მისი ვინაობის გაგების შემდეგ ცოცხალს დამტოვებდა ფული იყო,ამ თანხით თავისუფლად გაქრებოდა ქვეყნიდან,მე კი ისევ ჩემს დაწყევლილ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი. ახლა? ახლა რაღა დააკავებს? ან საერთოდ რა თამაშს თამაშობს.
-თუ თავიდანვე იცოდი რატომ გამიტაცეთ?-ვცდილობ ყელში გაჩხერილი ბურთი გადავაგორო და სასოწარკვეთილმა ბოლო ხმაზე არ ავბღავლდე.
-დაიძინე-ბრძანებას გასცემს და კარს ხურავს. მოიცა,ასე უდაბნოში დაკარგული ბედუინივით ვერ დამტოვებს! არა,არა და არა! ხელებს გამეტებით ვაბრახუნებ კარზე.
-დაბრუნდი!-ვწივი გამწარებული-ახლავე დაბრუნდი და პასუხი გამეცი!
ვიღლები,ხელებთან ერთად ფეხებიც მიმძიმდება. კიდევ ერთხელ ვაბრახუნებ მუშტებს კარზე.დამარცხებულის ნაბიჯებით მივფლარტუნებ დივნამდე და დატოვებულ საბანში ვეხვევი. მთელი სხეული მიდუნდება,სიფხიზლე მარიამ სიფხიზლე! არ უნდა დავიძინო! მთელი დღის ნერვიულობას,თოვლში სირბილს და ფართხალს თავისი გააქვს, კიდევ ერთხელ მაცემინებს და მოღალატე ქუთუთოები საშინლად მიმძიმდება,კარგი დავხუჭავ მაგრამ არ დავიძინებ-პირობას ვდებ საკუთარ თავთან და ფუმფულა ბალიშში ვეფლობი.
ბუნდოვნად ჩამესმის წკაპუნის ხმა,კარია? უკმაყოფილოდ გამოვცემ რაღაც ბგერებს და თვალებს ვიჟღლემ,უფრო გარკვევით მესმის საკეტის თუ რაღაც მსგავსის ჩხაკუნი და ინსტიქტურად ხმის მიმართულებით ვბრუნდები,ჯანდაბა რა ხდება? საყრდენს ვეღარ ვგრძნობ და სადღაც წამის მეასედში დაცემის და ვიღაცის როხროხის ხმები ერთმანეთში ირევა. ჯანდაბა,ზურგი! თვალებს დაფეთებული ვჭყეტ და პირველი რასაც ვხედავ ის მოხარხარე ვირია. რა მოხდა,დივნიდან ჩამოვვარდი? თვალებს ირგვლივ ვაცეცებ,ჰო აშკარად სწორად გამოვიცანი. გაუცინარი პრინცი ახორხოცებული იკეცება,ვაიმე ნეტა მისიკვდილდებოდე! წინ ჩამოყრილ გაბურძგნულ თმებს ხელით ვიწევ და ლანძღვით ვუბრუნდები ჩემს ადგილს.
-საჭმელი მოგიტანე-სულს ძლივს ითქვამს და მოხერხებულად სკუპდება საპირისპირო მხარეს. გონებას ვიკრებ და ვცდილობ გავარკვიო რა დროა,თუ ჩემი დასვენებული სხეულით და მაგიდაზე დადგმული ცხელი ჩაით ვიმსჯელებთ დილა უნდა იყოს.
-საპირფარეშოში უნდა გავიდე-ვხრიალებ და მინოტავრის ლაბირინთივით მოხვეულ საბანს ვიშორებ. უთქმელად მაცილებს დანიშნულების ადგილამდე.
-ხუთი წუთი-მესმის უკვე კარის დაკეტვისას.
-ხუთი წუთი-სახეს ვმანჭავ და ჩემთვის ვაჯავრებ. სარკეში ვიყურები,კიდევ კარგი სადღაც ტყეში რომ არ ვარ თორემ რომელიმე მონადირეს ჩემი თმის გადამკიდე უეჭველი ლომი ვეგონებოდი,ჰოდა მშვიდობით ძვირფასო მარიამ! თითებით ვივარცხნი ოფოფივით აბურძგნულ ღერებს და სანამ ვაჟბატონი რამე რეპლიკას გადმომიგდებდეს მე თვითონ ვაღებ კარს. უხმოდ ვბრუნდებით ნაცნობ ოთახში. დაჯდომისთანავე პულტს ვწვდები და ტელევიზორს ვრთავ,ეკრანის კუთხეში 12:35 ციმციმებს, ამდენ ხანს მეძინა? გონებაში ვითვლი დარჩენილ დროს, 11 საათი და 25 წუთიღა დამრჩა,აჰ უკვე 24.
-აიღე-მაწვდის ბულკებით და რაღაც უცნაური ფორმის ნამცხვრებით სავსე ლანგარს. ხმის ამოღებას ვაპირებ მაგრამ მზერას ეკრანზე ვაჩერებ და ხმას ვუწევ. ნიკოლოზი ჩანს სარფის საბაჟოდან გამომავალი,უკან ჟურნალისტების მთელი ფარა მისდევს,ანუ მაინც წავიდა თურქეთში იმ ბიზნეს შეხვედრაზე? კარგი მარიამ აქ დარჩენით რას გიშველიდა,თავს ვიმსვიდებ და ამჯერად ტელევიზორიდან თვალებჩაწითლებული ნანა შემომცქერის, ნაწტყვეტ-ნაწყვეტ მესმის როგორ ითხოვს ჩემს შვილს ნურაფერს დაუშავებთო. უცებ პულტი ხელიდან მეცლება და ეკრანიც ბნელდება.
-რატომ გამომირთე?-ვბღავი მთელ ხმაზე და ვცდილობ თვალებზე მომდგარი ცრემლები შადრევანივით არ გადმოვუშვა.
-ჭამე-მშვიდად მაიგნორებს. ღმერთო რა ცივსისხლიანია! ჩაით სავსე ჭიქას ვუყურებ და მინდება პირდაპირ სახეში შევასხა,მერე კი...მერე ყველაფერი დავფშვნა რაც ხელში მომხვდება.
-რა გითხარი მარიამ?-ოდნავ წინ იხრება.
-შემეშვი!-ვცრი და ტვინის ჯერ კიდევ ფხიზელი ნაწილი მაიძულებს სარისკო განზრახვაზე ხელი ავიღო. უბრალოდ ვშეშდები და თითებს ერთმანეთს ტკივილამდე ვუჭერ.
-ან ჭამ ან სარდაფში ბრუნდები-მიჭრის მკაცრად
-რაც გინდა ის ქენი,უკვე სულ ერთია-საკუთარი ხმა თვითონაც ძლივს მესმის. ფეხზე დგება და მკლავში მავლებს ხელს,არც ვეწინააღმდეგები,აზრი აღარ აქვს არც კამათს არც ხვეწნას, თავმოყვარეობა მაინც შევინარჩუნო. ჩემს წათრევას რაღაც ძალიან აჭიანურებს,თავს მისკენ ვაბრუნებ,დაჟინებით დამყურებს და როგორც ყოველთვის ვერაფრით ვერ ვხვდები რას ფიქრობს ან რას აპირებს. ხელს მიშვებს და ისევ თავის ადგილს უბრუნდება,ოჰო ამას ნამდვილად არ ველოდი.
-რა გინდა,მარიამ?-ხელებგადაჯვარედინებული მაჩერდება. აჰ თურმე მარტო მე არ ვსვამ უაზრო კითხვებს.
-სახლში მინდა-არ ვაყოვნებ პასუხს. თავს იქნევს.
-ჯერ ვერ გაგიშვებ-აშკარად სერიოზულია. ჯერ? ანუ იმედი არსებობს? სულ მთლად ვიბნევი.
-ამას რატომ აკეთებ,ნიკოლოზისთვის გინდა რამის დაშავება?-პასუხის მოლოდინში ვიკუნტები.
-არასწორ კითხვებს სვამ-თმაზე ნერვიულად ისვამს ხელს.
-აბა ნიკოლოზმა დაგიშავა რამე?-ვამთავრებ და ვიტრუნები,არა სისულელეა,ნიკა და ცუდი საქციელი? ჭიანჭველასაც ვერ დააბიჯებს ფეხს ამისთვის რა უნდა გაეკეთებინა.
-ახლოს ხარ-წარბებს ათამაშებს. თავში აზრები ყვითელი ავტობუსებივით ირევა,ჯანდაბა ვგავარ ახლა მე ექსტრასენსს?
-ნუ მაწვალებ მითხარი რა მოხდა-მოთმინების ფიალა მევსება
-თუ ჭამ მოგიყვები-ესეც გარიგება.
-მპირდები?-დაეჭვებით ვუყურებ
-გპირდები-ტუჩის კუთხე უტყდება. ოჰ რაღა გიჭირს მარიამ, დამნაშავისგან აიღე პირობა. რას ვკარგავ რო. კრუასანს ვიღებ და ნაჩქარევად ვკბეჩ.
-აბა?-ვბრუნდები მისკენ და კრუასანიან ხელს წინ ვუფრიალებ.
-შენმა სასიმამრომ დააშავა-ხელებს კეფაზე იწყობს და მოხერხებულად კალათდება.
-ჯოკერი წააგო და თავანი არ ჩაგაბარა?-მომდევნო ლუკმას ვკბეჩ,სარკაზმით აშკარად უკმაყოფილო აქნევს თავს.
-მამაჩემთან და ორ სხვასთან ერთად დაიწყო ბიზნესი ჯერ კიდევ ცალ-ცალი ფეხსაცმლით რომ დადიოდა მაშინ,ჰოდა მერე ყველა მოტეხა საქმიდან-კმაყოფილი ღიმილით აკვირდება ჩემს რეაქციას,არ დაუჯერო მარიამ! ნუგზარს ბავშვობიდან იცნობ ეს კიდევ გუშინ გამოგეცხადა თან ნიღბით.
-მაშინ რატომ არ უჩივლეს?-არ ვიბნევი
-ოთხმოცდაათიანებში კანონიერად დაწყებული ბიზნესი გინახავს შენ? თვითონაც ჩავარდებოდნენ-მხრებს იჩეჩავს.
-სიმართლესაც რომ ამბობდე ესე იგი მამაშენიც არ ყოფილა ბოლომდე მართალი-ვასკვნი და ახლაღა ვიაზრებ რა უხეშად გამომივიდა.
-იცი შენ სამწლიან ვირულ შრომას წყალში რომ ჩაგიყრიან და უკაპიკოდ დაგტოვებენ რას ნიშნავს? ძმობას რომ ეფიცებოდა სამი ისეთი კაცი თავისი ოჯახებით დაიკიდა ფეხებზე,გესმის საერთოდ? თუმცა რას გიხსნი შენც იმათნაირი ხარ-დანანებით იღიმის და თავს აქნევს.
-კარგი მე არ ვიყო სწორი,არც ნუგზარი,მაგრამ შენ რა გააკეთე? იმის გამბედაობა არ გეყო ნიკოლოზს შეხებოდი და დაბალი ღობე მიპოვე არა?-ვახლი მისი სიტყვებით გაცოფებული.
-შენ გგონია იმ მამიკოს ბიჭს შიშის გამო არ შევეხე?-ხმამაღლა იცინის.
-კი მგონია-უკან არ ვიხევ. მუშტს გამეტებით ურტყამს მაგიდაზე მაგრამ არაფერს მპასუხობს. არა ნუ იცის ხოლმე ეს შუაში დადუმებები ბერძენი ფილოსოფოსივით!
-აბა რატომ წამომიყვანეთ მე?-თავს არ ვანებებ.
-იმიტომ რომ თავისი შვილისთვის შეიძლება გაემეტებინა ის დედააფეთქებული ფული-ჩერდება და ჩამუქებული თვალებით მიყურებს. ქვეტექსტს თვითონ ვალაგებ ტვინში „შენთვის კი ვერ გაიმეტებდა“.
-და ახლა მომკლავთ და შენი აზრით ასე გადაუხდი სამაგიეროს? სინდისის ქენჯვნა გინდა აგრძნობინო? ესაა შენი შურისძიების გენიალური გეგმა?-ვგრძნობ რიგით მესამედ ვვარდები ისტერიკაში.
-ნუგზარი და სინდისის ქენჯვნა?-ცალყბად იცინის-არა პატარავ უარესი,წლობით ნაშენები კარგი ტიპის სახელი სამ დღეში უნდა გავუნდაგურო
-იმის ილუზია გაქვს რომ ხალხი ნუგზარს დაადანაშაულებს?-ხმამაღლა ვიცინი.
-იმის ილუზია მაქვს რომ ხალხი ნუგზარს დასცინებს-მისწორებს და შავ თვალებს მანათებს.
-რა არაკაცი ხარ-ზიზღით ვცრი კბილებს შორის.
-ხო არა? ვინმე ზედმეტად შეგეხო? ან ცუდად მოგმართა? მითხარი რა გავაკეთე არაკაცური-ხელებს კეფაზე იწყობს და უდარდელად უცდის ჩემს პასუხს. ღმერთო,რა თავხედია!
-მოიცა რომ გამიტაცეთ და მოკვლას მიპირებთ ეგ არ ეთვლება?-წარბებს ვწევ.
-და ვინმე დაგემუქრა მოკვლით?-ცინიკურად აწვრილებს თვალებს,ეს დებილია ხო?
-აბა მთელ ქვეყანას მე გამოვუცხადე რამდენიმე საათში ტვინს გამასხმევინებენ მეთქი?-ვწივი მოთმინებიდან გამოსული.
-ეგ იმათ დავემუქრეთ,მე კი გეკითხები პირადად შენ თუ მოისმინე რამე მსგავსი ან ჩემგან ან დანარჩენებისგან-დაწყებითების მასწავლებელივით მიქნევს საჩვენებელ თითს. პირს რამე სარკასტულის სათქმელად ვაღებ მაგრამ გონება სულ ტყუილად ცდილობს მისი ნათქვამის საპირისპიროს დამტკიცებას.
-მოიცა ანუ გამიშვებთ?-ნერწყვს ვყლაპავ და პასუხის მოლოდინში სუნთქვას ვწყვეტ,დუმს. წამი უკვე საუკუნედ მეჩვენება
-არა ეგვიპტეში გაგყიდით მონად-ისევ უდარდელად იწყობს ხელებს კეფაზე. თვალებგაფართოებული ვუყურებ და ვერ ვხვდები ახლა იღადავა თუ მართლა უნდა გამყიდონ. ჯანდაბა!
-გინდა ექსპერიმენტი ჩავატაროთ?-ისევ თვითონ იწყებს.
-რა ექსპერიმენტი?-ხმაში შიში მერევა
-სიყვარულის ძალა გამოვცადოთ-თვალს მიკრავს. მთელი სხეული მეძაბება და წამოსახტომად ვემზადები.
-დამშვიდდი შენი საქმროს სიყვარული ვიგულისხმე-სიცილით აქნევს თავს და მობილურს იღებს. ვწითლდები, რა ჯანადაბა ჩაიფიქრა?
-რას აკეთებ?-ლამის ვჩურჩულებ,ტუჩზე საჩვენებელ თითს იდებს და ვხვდები რომ უნდა გავჩუმდე.
-მე ვარ....კი ბიჭო,მისმინე ნებისმიერი ლომბარდიდან რამე ტელეფონი გამოიტანე,ძველი ჯობს მუშაობდეს ოღონდ.....მერე აგიხსნი...ჰო და ბარათი მჭირდება გაუფორმებელი...რა მნიშვნელობა აქვს ქსელს მთავარია ირეკებოდეს ..ჰო გელოდები-მობილურს კმაყოფილი იშორებს ყურიდან. რა ჯანდაბას შვრება გამაგებინებს ვინმე? ველოდები როდის ჩამიკარკლავს ახსნა-განმარტებას სკოლაში დაგვიანებული ბავშვივით,ჰაჰ შენც არ მომიკვდე. ბატონი გიორგი ბრწყინვალე უსიტყვოდ იღებს პულტს და ტელევიზორს რთავს. კარგი ვითამაშოთ გაჩუმობანა. ხელებს ვაჯვარედინებ და ეკრანს მიშტერებული ვმსჯელობ რა ჩაიფიქრა ამ არანორმალურმა.
მგონი ნახევარი საათია გაბუტული ცოლ-ქმარივით ვზივართ და ზედაც არ მიყურებს,ჩემს ნერვებს ლაპარაკი რომ შეეძლოთ უკვე გინებაზე იქნებოდნენ გადასულები. ფიქრებიდან მობილურის წკრიალს გამოვყავარ,სწრაფად იღებს ტელეფონს
-მოხვედი?....დაბმულია ჩამოდი-ყურმილს კიდებს და წარბებს ათამაშებს. რატომ არ მომწონს ეს სადამ ჰუსეინის ღიმილი მის სახეზე? ორ წუთში კარზე კაკუნი ისმის და ისიც მოწყვეტით დგება. ოთახში მხარბეჭიანი სილუეტი შემოდის,ჰაჰ ზორბა დაბრუნებულა. ნიღბიდან მიცინის და კაი ძმაკაცივით მიწევს ხელს,მეც ვესალმები.
-ყველაფერი მოგიტანე-როხროხებს.
-ძმა ხარ,სამზარეულოში დამელოდე-ცელოფანს ართმევს გიორგი და ჩემსკენ მოდის. ანტიკვარულ მოტოროლაში კარტას დებს და თავისი მობილურიდან რაღაც ნომერს კრეფს.
-აქ მოდი-ხელს მიქნევს
-რა ხდება?-ნელა ვდგები
-მოდი-თვალებს ატრიალებს.მისკენ გაუბედავად ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს. მიახლოვდება და გააზრებასაც ვერ ვასწრებ ისე ვგრძნობ მაჯაში ხელის ჩავლებას,წაკივლებასავით ხმას გამოვცემ და თვალებს უაზროდ ვაცეცებ. კედლის კუთხეში ვარ აკრული,წინ კი თვითონ დგას და გასასვლელს მიღობავს.
-და ზრდილობიანად რომ გეთქვა კედელთან დადექიო არ შეიძლებოდა?-ვხრიალებ გონს მოსული.
-ასე უფრო ეფექტური იყო-ტუჩის კუთხეს ტეხს. სანამ აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ვცდილობ რაღაცაზე აწკაპუნებს და და უკვე სპიკერზე ჩართული მობილურიდან ზარის გასვლის ხმა მესმის.
-როცა გეტყვი მაშინ დაილაპარაკებ-ნაჩქარევად მეუბნება და სანამ რამეს მოვიაზრებდე მარცხენა ხელს პირზე მაფარებს. რა ჯანდაბას აკეთებს საერთოდ?
-ალო..გისმენთ...-მესმის ნაცნობი ხმა. არ არსებობს! ნიკოლოზი? ნიკასთან რატომ რეკავს?
-ნიკოლოზ ვასაძეს ვესაუბრები?-ხმას ისერიოზულებს გიორგი და თვალით მანიშნებს ნუ ფართხალებო.
-დიახ,ვინ ბრძანდებით?თუ ისევ ინტერვიუსთვის რეკავთ, არ ვიძლევი-ხმაში ეჭვი ერევა ნიკას. გიორგი გრძელ თითებს ოდნავ მიშვებს
-დაელაპარაკე-მობილური ჩემს ტუჩებთან მოაქვს.
-ნიკოლოზ...-ისევ მაჩუმებს მისი ხელი.
-მარიამ? მარი სად ხარ-სპიკერიდანაც კი შეშფოთება ეტყობა ნიკას ხმას.
-იცანი? ახლა ხომ ხვდები ვინ ვარ?-აგრძელებს გიორგი.
-კკი კიი...დიახ...-ხრიალებს მოპასუხე,უიმე ნუ გაიბრინჯები ადამიანო ახლა! ხელებს ვურტყამ აფარებულ ხელზე,სახე ახლოს მოაქვს და თვალებს მიბრიალებს,ჰო მგონი ახლა უნდა გავჩერდე. ფართხალს ვწყვეტ და ისიც საუბარს აგძელებს.
-შენთან შეთავაზება მაქვს ნიკუშა-მცირე პაუზას აკეთებს გიორგი-შენი თავი შენი საცოლის სანაცვლოდ!
ნერწყვს გაჭრვებით ვყლაპავ,ამას რატომ აკეთებს? რა ჩაიფიქრა საერთოდ?
-მე... მე... რა გარიგება? იცოდეთ რამეს თუ დაუშავებთ პოლიცია გიპოვით,გაუშვით იცოდე-იმუქრება ხმაჩავარდნილი. ამ წამს ჩემი საქმრო იმ ძაღლს გავს საკუთარი ბუნაგიდან რომ იყეფება სტუმრის დანახვაზე. გიორგი სიცილით აქნევს თავს
-ყ*ეობების ლაპარაკს მოეშვი და კარგად მომისმინე, ადგილს გეტყვი,ერთ საათში მარტო მოდიხარ. მე მარიამს ვუშვებ შენ კი მის მაგივრად მიმყავხარ,გაწყობს?-გიორგის სიტყვის დამთავრება და ჩემი სუნთქვის შეჩერება ერთია. ორივე განაბული ველოდებით პასუხს.
-მე....მე...არ...საიდან უნდა ვიცოდე რომ...მე საერთოდ...მე...-დაბნეული და შეშფოთებული ხმით ნათქვამი სიტყვები არეულად მიყვება ერთმანეთს და ხმა წყდება.
-გამითიშა-ხარხარით მაშორებს ხელს გიორგი-რა სი*ია,გათიშა!
გაშეშებული ვდგავარ და კედელს არ ვშორდები,რა ირონიაა,მგონი ამ წამს ჩემმა საქმრომ დამადო.
-ესეც შენი მარადიული სიყვარული-ტუჩის კუთხე უტყდება ჩემს წინ ასვეტებულ აშკარად კმაყოფილ გიორგის.
-ნაგავო! იცოდი რასაც იტყოდა! ნაძირალავ!-ხელებს გამეტებით ვურტყამ მკერდზე და მინდა მთელი ბოღმა მასზე გადმოვანთხიო.
-ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ დედამიწის ზურგზე!-ვწივი და მთელი ძალით ვეჯაჯგურები.მისი სიმშვიდე კიდევ უფრო მშლის ჭკუიდან.
-არანორმალურო! შეშლილო იდიოტო!-მუშტებს ხან მხარზე ხან მკერდზე ვუბრახუნებ.
-რა ხდება აქ?-კარიდან ჩვენსკენ გიჟივით მორბის ზორბა.
-აცადე,არ შეეხო!-ხელს მისკენ იშვერს გიორგი. კიდევ ერთხელ მთელი ძალით ვურტყამ და ვჩერდები. თითქოს ყველა ემოციისგან ერთდოულად დავიცალე. ისევ მშვიდად დგას და ოდნავ წარბშეკრული მიყურებს.
-წყალი მოუტანე-ბრუნდება ახმახისკენ. აკანკალებულ ხელებს საფეთქლებზე ვიდებ და დივნისკენ მივაბიჯებ. არ ვიცი ასე რამ უფრო გამამწარა, ნიკოლოზის სილაჩრემ თუ იმან რომ ეს სილაჩრე გიორგიმ დაინახა. ან ამდენს რატომ მითმენს საერთოდ. წყლით სავსე ჭიქას უხმოდ მიდებს წინ.
-სასმელი მინდა-ვკნავი-არაყი ან რამე მსგავსი.
-მოვიტან-იღიმება,არ ვიცი რას მიკეთებს მაგრამ მის ღიმილზე სიმწრის სიცილი მივარდება. ზორბა ორივეს გაფართოებული თვალებით გვიყურებს და მეც დავლევო ამატებს.
ვისკით ნახევრად სავსე მესამე ჭიქას ვიყუდებ. საერთოდ რაზე ფიქრობ მარიამ? ზიხარ და ორ კრიმინალთან ერთად სვამ,რომელთაგან ერთ-ერთი კეთილ დინოზავს მეორე კი ჯონი დეპის გარე ბიძაშვილს გავს. გადასარევია! რატომ არ მყავს აქ თიკა.
ახმახი რაღაც მაგარ ლექსს ამთავრებს სამშბლოზე და მეც აღფრთოვანებული ვუჭახუნებ.
-მგონი საკმარისი დალიე-ბოთლისკენ წაღებულ ხელს ჰაერში მიჭერს გიორგი.
-ნუ ხარ მოსაწყენი-ვბუზღუნებ და ახლა მარცხენა ხელს ვიშვერ დასასხამად.
-აცადე სიყვარულის სადღეგრძელო არ დაგვილევია ჯერ-მხარს მიბამს ჩემსავით შეზარხოშებული ზორბა. სახეზე ჩამოყრილ თმებს ისევ მხრებისკენ ვაბრუნებ და გამარჯვებულის სახით ვუყურებ ერთადერთ ფხიზელ ადამიანს ამ ოთახში.
-იცოდე ბოლოა-ღამესავით შავ თვალებს მიბრიალებს და მეც ამაყად ვივსებ ჭიქას. ნახევარიც არ მესმის რას ბლუკუნებს ზორბა მაგრამ აშკარად მაგრადაა ჩამწვარი გრძნობებში.
-ჰოდა სიყვარულს გაუმარჯოს-აი ბოლო სიტყვები კი მკვეთრად მესმის. სათქმელს ამთავრებს და მე მიყურებს,ჰო ახლა ჩემი გამოსვლის დროა
-მე კიდევ საკუთარი თეორია მაქვს სიყვარულზე,რომელიც დღეს აშკარად გაამყარეს- ნაძალადევად ვიღიმი,ზორბა მთელი გულისყურით მისმენს-მოკლედ ამ თეორიის თანახმად მეგობრული,დედა-შვილური და რავიცი ყველანაირი სიყვარული არსებობს იმის გარდა,რას ეძახიან? ჰო ქალვაჟურს. ჰოდა ჩემო ზორბა ამ ჭიქით იმ დანარჩენ სიყვარულებს გაუმარჯოს- სასმელს ბოლომდე ვცლი. ჯანდაბა,ახლა ზორბას ზორბა ხმამაღლა დავუძახე? მისკენ ფრთხილად ვიყურები,მგონი არც მიუქცევია ყურადღება. ცარიელ ჭიქას მაგიდაზე დებს და ჩაფიქრებული იქეთ-აქეთ ლერწმის ხესავით ირწევა,მოკლედ თავის სტიქიაშია.
-ჩემს საძინებლამდე მიგიყვან-სთავაზობს გიორგი.
-მე თვითონ!-თითს დემონსტრაციულად წევს ზორბა-გული არ გაიტეხო მარიამ!-ილია ჭავჭავაძესავით აფრქვევს სიბრძნეს და ბანცალ ბანცალით გადის კარში. მგონი არც ისეთი მთრალი ვარ რომ გავითიშო მაგრამ აშკარად არც ისეთი ფხიზელი ყველაფერი ორად რომ არ მეჩვენებოდეს.
-მოიხურე,გაცივდები-თითს იშვერს ვაჟბატონი ჩემი საბნისკენ და ტელევიზორს აშტერდება,ოჰ მზრუნველი დედა ტერეზა!
-შენ რატომ არ მიდიხარ?-ვბურდღულებ და ფუმფულა საბანში ვიკუნტები.
-შეიძლება ერთი სულიერი ცუდად გახდეს და იმიტომ-წარბს მიწევს და ისევ ეკრანზე გადააქვს მზერა.
-გადასარევია,უფასო მომვლელიც ავიკიდე! მაგისთვის თვეში რვაას ლარს ვუხდით დარიკოს-ვბურდღუნებ და თავს დივნის საზურგეზე ვადებ.

-მარიამ-ჩამესმის ბუნდოვნად.რატომ მირღვევს ისევ ეს ხმა მყუდროებას?
-მარიამ,გაიღვიძე-უფრო ახლოდან მესმის,პრინციპულად არ გავახელ თვალებს! არ მინდა და არ გავიღვიძებ.
-მარიამ,წასვლის დროა-თმაზე ნაზ შეხებას ვგრძნობ და მთელ სხეულში დენის დარტყმასავით მივლის უცნაური შეგრძნება. ცალ თვალს ნაძალადევად ვახელ. ნაცნობი მზერა და ნაცნობი ტუჩის ჩატეხილი კუთხე.
-ჩამეძინა?-სასწრაფოდ ვწევ თავს. რატომ მაქვს პირი საჰარას უდაბნოსავით გამომშრალი? ჯანდაბა,დალევა!
-თითქმის ხუთი საათია გძინავს-საათზე იყურება. წყლის ჭიქას ვავლებ ხელს და სასწრაფოდ ვიყუდებ. ჰო ასე უკეთესია. სანამ ხელებით აბურდულ საბანს ფრთხილად ვიშორებ გონების ახლადგამოფხიზლებულ კუნჭულს ახსენდება რომ ბოლოს როცა ეკრანს შევხედე 6 საათი იყო,მერე სადღაც საათნახევარი ვსვამდით,ო არა! მზერა გიორგიზე გადამაქვს
-უკვე ღამის თორმეტია,არა?-ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ.
-პირველის ნახევარი-დინჯად მისწორებს და ჩამუქებული თვალებით მაშტერდება.
-ახლა...რა უნდა..-სიტყვა შუაში მიწყდება
-ეს ჩაიცვი,გავდივართ-შავ დუტის კურტკას მიწვდის. უხმოდ ვიხდი მის კაპიუშონიან ზედას და კაბაზე დუტს ვიცვამ. ტელევიზორის წინ მიყრილ უკვე დაკაწრულ ქუსლიანებს ფეხზე ვირგებ და მისკენ ვბრუნდები.
არც ფარეხამდე,არც ჭიშკრამდე და არც ახლა არაფერი მაქვს თვალებზე ახვეული,რაც ჩემს ეჭვებს ადასტურებს,ცუდადაა ჩემი საქმე. საქარე მინას მიჩერებული ვუსმენ რადიო ფორტუნას,აქაც იგივე ტრიალებს რაც რადიო „იმედზე“ ნახევარი საათის წინ
-კვლავ უცნობია 22 წლის მარიამ დადიანის მდგომარეობა და ადგილსამყოფელი,შეგახსენებთ რომ გამოსასყიდის მიღების ვადა ზუსტად ერთი საათის წინ ამოიწურა-რაკრაკებს წამყვანი. უკვე აღარ მაქვს რეაქცია გაზეპირებულ ტექსტებზე,დათოვლილ გზას ვუყურებ და იმის სურვილიც არ მიჩნდება ავდგე და გადავხტე,ან ვიკივლო,ან საჭეზე ვურტყა ხელები. რომც მოვახერხო და გავიქცე რას დავუბრუნდე,ჩვეულ ცხოვრებას? უაზროდ გაწელილ წვეულებებს და ნიღაბაწებებულ ღორებს? ძვირფას საქმროს? თუ გადამგდებ სასიმამროს? წკაპუნის ხმა მესმის,როგორც ჩანს ჩემსავით გაღიზიანებულმა გიორგიმ რადიოს არხი შეცვალა. მაშინვე ვცნობ ბუმბოკსის мурашки от неё-ს.
-მთელი გზა ასე უნდა იჯდე?-საქარე მინას თვალს არ აშორებს
-რა გინდა,გიმღერო?-თავს მისკენ ვაბრუნებ
-მადლობთ დაყრუება არ მინდა-ეღიმება და თავს აქნევს.
-კისერი არ მოგძვრეს-ტუჩებს ვპრუწავ
-მგონი გაჩუმებული უფრო მომწონდი-ისევ ღიმილს ვარჩევ ტუჩის კუთხეში.
-შენს თავს დააბრალე-ღვედის წვალებას ვიწყებ
-არ გაინტერესებს სად მიმყავხარ?-მზერა გზიდან ჩემზე გადმოაქვს.
-კი,სად მიგყავარ?-მოუთმენლად ვაყრი
-არ გეტყვი-გამარჯვებულის სახით მიღიმის და ისევ გზას უყურებს.
-ორი წლის ვირო-გაბრაზებული ვახლი
-მაგას ჩოჩორი ქვია-ქირქილით მისწორებს. აშკარად გამხიარულდა ბიჭი,რაღა გვიჭირს. ჯგუფი ყველას „ვეშა ბაბუ“ იწყება და მეც ხმას ბოლომდე ვუწევ. ამაზე უაზრო ტექსტების მნახველი არ ვარ სამაგიეროდ როცა გამტაცებელთან ერთად დებატებში დამარცხებული ზიხარ და ვინ იცის სად ჯანდაბაში მიყავხარ,მშვენიერი მუსიკაა! დაბალ ხმაზე ვყვები
-არ იცი რომ არ ვიცი მეეე, ყოველ დღე საიდან ამოდის მზე,გამაკვირვე,გამახარე, ლამაზი სიტყვები დამაყარეეე
ჩემს ყროყინზე სიცილით კვდება დიდი გიორგი ბრწყინვალე,ის ისაა პირი უნდა მოვაღო რომ აშკარად ბოხი როხროხი მყვება ხმაში
-პატარა ქალო აღარ ხარ მარტო, გარეთ გამოდი ჩაიცვი პალტო, როცა ამოვა მთვარე,ჩაქრება მზეე. იცოდე გოგოო,მიყვარხარ როგორ, ჩემო ფერადი სიზმრების ლოგოო ამაზე მეტი აბა რა მინდა მეე...
-გატეხილი ტაშტივით რომ რახუნებ იცი?-ბოლო ხმაზე ვკისკისებ და მისამღერიც იწყება. ამჯერად ორივე მეცო სოპრანო გაჩუმებულები ვუსმენთ
ვარდები,ვარდები-როგორ შემიყვარდებიიი
ჭადრებიი,ვერხვები-რომ მიყვარხარ ვერ ხვდები და
ვარდები,ვარდებიი-როგორ შემიყვარდები და
ჭადრები,ვერხვები-რომ მიყვარხარ ვერ ხვდები.
დროდადრო ვხედავ როგორ აბრუნებს თავს ჩემსკენ, ასე მგონია ჰაერი დამუხტული ნაწილაკებითაა სავსე, ჰო მგონი ჰალუცინაციები დამეწყო. იდიოტი გული მთელი ხმით ბაგუნებს,ვაიმე რა სიკვდილი გჭირს მარიამ? გახურებულ სახეს ცივ მინას ვადებ და თავს ვაიძულებ მარჯვენა მხარეს არ გავიხედო.
ავტობანის დანახვაზე თვალებს ვჭყეტ და წელში ვიმართები,გაშეშებულ კისერს ძლივს ვასწორებ.
-თბილისში ვბრუნდებით?-თავს გიორგისკენ ვატრიალებ
-ჰო-შავ თვალებს უემოციოდ მანათებს. დიღმის შესასვლელში საახალწლო განათებების ფონზე აბრჭყვიალებულ არმაშენებლის ძეგლს გვერდს ვუვლით,გზიდან უხვევს და ჩაბნელებულ პარკთან კორპუსებიდან თხუთმეტიოდე მეტრში ვჩერდებით,რომ ვიკივლო ალბათ უეჭველი გაიგებს ვინმე. პანელს ვუყურებ, 03:14 აჩვენებს. ფიქრებიდან ხელის შეხებას გამოვყავარ.
-აქედან ტაქსს გაყვები,ფული ქურთუკში გიდევს-თითით ჯიბისკენ მანიშნებს.
-მიშვებ?-აღფრთოვანებულის მაგივრად საკუთარი შეშფოთებული ხმა მესმის.
-შენი აზრით?-წარბს წევს და აგრძელებს-მოკლედ ჯობს ჯერ შენს ძვირფას საქმროს მიაკითხო,დაგარიგებს მამამისი პოლიციას რა და როგორ უნდა უთხრა
-მოიცა ანუ უნდა ჩაგიშვა?-თვალები მიფართოვდება,გაღიმებული მიყურებს.
-როგორც გინდა,სამ საათში აქ აღარ ვიქნები-მხრებს იჩეჩავს.
-ნუგზარმა რომ გაიგოს შენი ვინაობა არც მაგის გეშინია?-ხელებს ვაჯვარედინებ და წარბაწეული ვუყურებ.
-პირველივე დღიდან იცის მე რომ წაგიყვანე,შენ გგონია მაგ სიამოვნებას მოვიკლებდი?-როგორც ყოველთვის ისევ პირდაღებულს და ათასი კითხვით სავსეს მტოვებს.
-მაშინ რატომ არ დაგიჭირეს?-ვლუღლუღებ დაბნეული
-ვერ ჩამიშვებს,თუ მე დამიჭერენ იცის მეზობელი საკანი მისთვისაა გამზადებული ძველი ცოდვებისთვის-ჩამოვარდნილ კულულს ინსტიქტურად ყურს უკან მიწევს. დენის დარტყმასავით მივლის სხეულში მისი შეხება,ვაიმე აზრზე მოდი მარიამ! სწრაფად ვიწევი უკან და ხეებს ვაშტერდები.
-შეგიძლია წახვიდე-არღვევს უხერხულ დუმილს. კარს ნაჩქარევად ვაღებ და ძირს ვხტები. ცივ ჰაერს წამის მეასედში მოვყავარ აზრზე,რა გავაკეთე,დაუმშვიდობებლად წამოვედი? ღმერთო ჩემო,მარიამ, გამტაცებელს თუ არ დაემშვიდობე დიდი ამბავი! ჯანდაბა! სახელურზე მიყინულ ხელს ვამოძრავებ და კარს უკანმოუხედავად ვხურავ. ისევ მივაბიჯებ ზამთრის თბილისში და ისევ მძულს ქუსლიანების გამომგონებელი. უბრალოდ გაცდი ამ დაწყევლილ კორპუსს მარიამ და ტაქსი გააჩერე! ზურგს უკან სწრაფი ნაბიჯების ხმა მესმის და მოწყვეტით ვტრიალდები, ორ წამში მესვეტება ცხვირწინ ნაცნობი ფიგურა.
-რა მოხდა გადაიფიქრე? ისევ უნდა წამიყვანო?-შეშფოთებული ვაყრი და ჩამუქებულ თვალებს ვაშტერდები.
-არა რაღაც დამავიწყდა და გაგიშვებ-ტუჩის კუთხე უტყდება-შენს საქმროს გადაეცი გიორგიმ რაღაც მოგპარა თქო
-რა მოპარე?-ერთიანად ვეშვები და ინსტიქტურად ჩემს ნიშნობის ბეჭედს ვუყურებ,აშკარად ადგილზეა.
-ეს-ხელებს სახეზე მხვევს და სანამ ჩემი ტვინი რამეს მოიაზრებს ტუჩები უკვე გრძნობენ რბილ შეხებას. სუნთქვას ვწყვეტ და ერთადერთი რაც აზრად მომდის ხელების მის მკერდზე დარტყმაა. ოჰ ერთბაშად არ მოგშორდეს მარიამ! სისხლი ჯერ მეყინება მერე კი ხმაურით ეხეთქება არტერიებს,ვერც გულისცემას ვაკონტროლებ,ვერც სუნთქვას,ვერ ვხვდები სამყარო თავზე მენგრევა თუ ჩემს ირგვლივ ტრიალებს.ორ წამში მშორდება ჩვეული გამარჯვებულის ღიმილით,ვდგავარ პირდაღებული, სავარაუდოდ ორასამდე ავარდნილი წნევით და არ ვიცი სახე ავახიო თუ თმები დავაგლიჯო ღერა-ღერა. მარჯვენა ხელს ვშლი და მთელი ძალით ვუქნევ. მე კი მეტკინა ხელისგული და იმედი მაქვს ლოყა ორმაგად ეტკინებოდა.
-მწარე იყო- დახუჭულ თვალებს ისევ ახელს და სიცილით იჟღლემს სახეს
-თავხედო!-ვწვივი და გაცხარებული მივკაკუნებ გზისკენ. ნაგავი,როგორ მაკოცა! ვის გაუბედა! იდიოტი! გაუთლელი! ნაგავსაყრელის ვირთხა!
ვასაძეების სახლამდე ტაქსში მთელ სალანძღავ ლექსიკონს ვცლი და თითქმის დამშვიდებული მივაბიჯებ უკანა შესასვლელისკენ. ჯანდაბა,პოლიცია რომ დამხვდეს? რა ვუთხრა? ხო კარგი მარიამ ისედაც ვიცით რომ არ ჩავუშვებ,უხხ! გორილა! და ნიკოლოზს რაღა ვუთხრა? კარგი დავფიქრდეთ,ისედაც არც ერთი არ ვითხოვდით ერთმანეთისგან სიყვარულს და გრძნობების მორევს, ჰერკულესი რომ არ იყო და მამაცი რაინდი ეგეც ბავშვობიდან მომეხსენებოდა,აბა რა ჯანდაბა გაბრაზებს მარიამ? არ იცნობდი? თუ დანიშვნა გაიძულა ვინმემ? ჭიშკართან დაცვის ორი ბიჭი მეგებება და რაციიდან ნუგზარის ნამძინარევი და თან შეშფოთებული ხმა მესმის ახლავე მოიყვანეთო გასცემს ბრძანებას,ჰო აშკარად არ მელოდა.
-მარიამ,შვილო, კარგად ხარ?-ხელებგაშლილი მორბის ხალათშემოხვეული ნუგზარი.
-კი ბატონო ნუგზარ-ველოდები როდის დაამთავრებს ჩახუტებებს და სცენებს.
-მარი დაბრუნდი?-მისაღებში მხვდება დარცხვენილი ნიკოლოზი და პირდაღებული მიყურებს. ჰო ნიკა ანტალიაში ვიყავი დასასვენებლად წასული,გავირუჯე დავბრუნდი.
-კი-ვუჭრი მოკლედ და მათ წინ ვჯდები. ნუგზარი მოახლეს ცხელი ჩაის და საჭმლის მოტანას ავალებს.
-დიდი დრო არ მაქვს-ვაჩერებ-უბრალოდ უნდა დაგელაპარაკოთ და სახლში წავიდე ნანასთან
-ხო ნანა,ტელეფონს მოვატანინებ-ფაციფუცობს ნუგზარი
-ტაქსიდან დავურეკე უკვე-ვაწყვეტინებ და ღრმად ვისუნთქავ-მოკლედ გამომიშვეს,არაფერი არ დაუშავებიათ.
-შვილო ისე შეგვეშინდა,ფულს რაც შეეხება ვერ შევაგროვეთ-ხმას იწმენდს ნუგზარი-ყველაფერს ვაკეთებდით შენს დასაბრუნებლად და აჰა გაამართლა
აჰ ახლა გამოდის მისი დამსახურებით გამოვუშვივარ არა? კარგი შევამოწმოთ
-მგონი გამტაცებლის სახე დავინახე-თავს ვწევ და სამამამთილოს თვალს თვალში ვუყრი,ვამჩნევ როგორ უწითლდება სახე და თვალებს დაჭრილი მხეცივით აცეცებს
-მარიამ,ჯობს თქვა რომ არაფერი დაგინახავს,შენ ჭკვიანი გოგო ხარ, არ ღირს ასეთების გადაკიდება, ჩვენ მივხედავთ მაგ საქმეს-სულმოუთქმელად ხრიალებს და ნერვიულად დააბიჯებს ჩემს წინ.
-გინდათ დამნაშავე დაუსჯელი დავტოვო? არა სახის ამოცნობას ნამდვილად შევძლებ დარწმუნებული ვარ- თავს ამაყად ვწევ
-გითხარი არაფერს არ მოიმოქმედებ მეთქი-ცხოვრებაში პირველად მიღრიალებს ნუგზარი და მოულოდნელობისგან ადგილზე ვხტები. ესეც შენი მტკიცებულება,თურმე სიმართლეს ამბობდა გიორგი.
-და შენ არაფერს იტყვი?-გამწარებული ვუყურებ ძვირფას საქმროს. გაფითრებული ნიკოლოზი ნელა მიახლოვდება და ხელს მჭიდებს.
-მარი მამაჩემს დავუჯეროთ,უკეთ იცის-ისევ ისე ბლუკუნებს როგორც წუხელ მობილურში-ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება,ხვალ ჟურნალისტებს შევხვდეთ და მერე თუ გინდა სადმე გავემგზავროთ,გახსოვს რომში წასვლა რომ გინდოდა?-ბოლო სიტყვებს ისე ამბობს ვითომ დიდ კომპრომისზე მოდიოდეს,აჰ ჰო რა თქმა უნდა როდის ეცალა საქმიან ნიკოლოზს დროის სატარებლად ჰოდა ახლა პატივს დამდებს და მოიცლის. ხელს ვაშვებინებ და იმის გასაკეთებლად ვემზადები რაც ორი თვის წინ უნდა გამეკეთებინა.
-არ ინერვიულოთ,არ ვაპირებ არავის ჩაშვებას-მშვიდად ვუყურებ მამა-შვილს. ნუგზარს ისევ ძველი სახე უბრუნდება და დამნაშავის ღიმილით აღებს პირს
-შვილო ავნერვიულდი და ზედმეტი მომივიდა
-არაუშავს-არ ვამთავრებინებ. ბოლოჯერ ვავლებ თვალს ლეკვის თვალებით მოცქირალ ნიკოლოზს,არ ვაპირებ მის დადანაშაულებას რამეში მაგრამ ვხვდები ახლა ისევე როგორც ყოველთვის საქმროზე მეტად ძველ მეგობარს ვხედავ მასში,დაბნეულ მშვიდ და გაწონასწორებულ მაგრამ მაინც მამიკოს ბიჭს. გაყინული თითიდან წვალებით ვიხსნი ნიშნობის ბეჭედს და სანაქებო მუხის მაგიდაზე ვდებ.
-მარი რას აკეთებ?-მესმის ზურგს უკან შეშფოთებული ხმა. უკანმოუხედავად ვწევ მარჯვენა ხელს დამშვიდობების ნიშნად,მორჩა,საკმარისია დღეისთვის დრამები.

ძილი, ჭამა, ახსნა-განმარტებები, მობილურის წკრიალი,ისევ ძილი,ჭამა, ზარები,შეკითხვები, ისევ ძილი, მომდევნო დილა, ჯანდაბაში მოსროლილი ტელეფონი,ისევ ძილი. არ ვიცი მერამდენე დღე გამყავს ლუარსაბის და დარეჯანის სტილში,მგონი მეოთხე,არა მეხუთე....
-მარო შეხედე ამ გაუხედნავმა ღორებმა რა დაწერეს-ოთახში წიკვინით აჭრის თიკა.
-თიკუნა ღორებს არ ხედნიან-ბურდღუნით ვრგავ თავს საბანში
-აუ ადექი გოგო ყავას გვიკეთებს დარიკო-ტაიფუნივით მატყდება თავზე თიკას ხელები.
-აუუუ-წუწუნით ვახელ თვალებს და საწოლზე დაყრილ ჟურნალებზე გადამაქვს მზერა-რა არის მთელი ჯიხური გამოზიდე?
-ვაიმე მარიამ მთელი რედაქცია რომ არ გადავწვი მადლობელი დამრჩნენ-კაპასობს თიკა. პირველად ჟურნალი „სარკე“ მხვდება ხელში, 12 იანვრის გამოშვებაა, „როგორ გაწირა ცნობილმა ბიზნესმენმა სასიკვდილოდ საკუთარი სარძლო“-ვკითხულობ გამუქებულ სათაურს ზედ გარეკანზე, მოძველდა ასეთები უკვე. ახლა კვირის პალიტრას ვიღებ,„ფული თუ სული ანუ სადამდე წვდება ქართველი მილიონრების სიძუნწე“, ოჰ ამათ უფრო დამაინტრიგებელი წარწერა გაუკეთებიათ,მითითებულ გვერდზე ვშლი და ნაჩქარევად ვავლებ თვალს ერთგვერდიან ცხრილს,ნუგზარის შემოსავლების და ქონების აღწერა გაუკეთებიათ,ამას დასკვნა მოსდევს „ბიზნესმენმა ნუგზარ ვასაძემ ნახევარი ქონების დათმობას 22 წლის გოგონას გაწირვა ამჯობინა“. მოკლედ უკვე ყოფილი სასიმამრო ლანძღვის ობიექტად იქცა,წარმომიდგენია ცოცხალი რომ არ დავბრუნებულიყავი რაღას დამართებდნენ,ახლა ვხვდები რას გულისხმობდა გიორგი უკეთეს შურისძიებაში,ესეც შენი მიწასთან გასწორება.ამას მოსდევს რაღაც ჭ დონის ყოველდღიური გაზეთის 13 იანვრის გამოშვება-„მარიამ დადიანი შინ დაბრუნდა“.
-მოკლედ პალესტინაში გაგანია ომია,მსოფლიოში გლობალური დათბობა,საქართველოში ლარის კურსი შუმახერის სისწრაფით ვარდება და ამათმა ჩემს მეტი ვერ იშოვეს სალაპარაკო-თვალებს ვატრიალებ.
-ნახე ეს გუშინდელია-„თბილისელების“ 14 იანვრიგამოშვებას მაწვდის თიკა და სრულიად ბეჭდური მედიის წარმომადგენლების ლანძღვას აგრძელებს. ფრუტუნით ვიღებ ჟურნალს,მოკლედ ჭორმა არც ძველით ახალი წელი იცის,არც შობა და არც აღდგომა!
„რატომ აღარ ატარებს მარიამ დადიანი ნიშნობის ბეჭედს,გამტაცებელთა ნამოქმედარი თუ ჩაშლილი ნიშნობა“-წარწერის ქვემოთ ჯერ პოლიციის შენობიდან გამომავალი ჩემი სახე ჩანს,მერე კი მარჯვენა ხელის გადიდებული სურათი. ესე იგი ერთხელ გავადგი დაკითხვაზე ფეხი და იქაც ქეციანი აფთრებივით მოუსწრიათ ჩასაფრება.
-ყავა დავლიოთ და მერე სათითაოდ ამოვწყვიტოთ ყველა ჟურნალისტი-ხელებს ჰაერში ვიქნევ.
-დავხვრიტოთ სულ ყველა!-მხარს მიბამს თიკა და აწკრიალებულ მობილურს უყურებს.
-შოთაა?-მაშინვე ვხვდები
-ვაიმე ისააა-უაზროდ ხტუნავს თიკა და მობილურს საწოლზე აგდებს
-რას შვრები გოგო?-ვწივი სასოწარკვეთილი
-მესამე ზარის წესი გოგო-თვალებს მიბრიალებს. აა ხო
-დღეს პირველად დარეკა?-ტუჩებს ვპრუწავ
-ნწ,მეორედ ანუ მომდევნოზე ვუპასუხებ-თვალს მიკრავს და სამზარეულოსკენ მივფლარტუნებთ. შოთას ზარზე გიორგი მახსენდება,ნუ ხო კაი მე ძაღლის გარბენაზეც,კარის გაღებაზეც, ნაბიჯის გადადგმაზეც და ზოგადად დედამიწის ტრიალზეც რატომღაც გიორგი მახსენდება. სტრესის ბრალია-გამომაქვს დასკვნა და ყავის ჭიქას ხელში ვიღებ.
-დედა ისევ დარეკეს ფონდის საქმეზე,6 საათისთვის უნდათ შეხვედრა-ოთახში შემოდის გაბადრული ნანა
-ყველას ახლა აუტყდა ქველმოქმედება? მაღაზიებში ვაპირებდით გასვლას-ხელებს იქნევს თიკა
-ძალიან კეთილი ხარ თიკუნა-თვალებს ვუბრიალებ და ნანასკენ ვბრუნდები-ისე რომ მცოდნოდა ამით ეშველებოდა ჩემს ფონდს ადრე გავატაცებინებდი ვინმეს თავს-ქირქილით ვწრუპავ ყავას.
-აღარ თქვა დედიკო ეგ-მაგიდაზე აკაკუნებს ნანა
-დედა ხეზე უნდა დააკაკუნო ეგ ქვისაა-ხითხითით ვიშვერ თითს
-და ის რომ მცოდნოდა შოთა მომაკითხავდა გასამხნევებლად და იმის მერე საათივით ავეწყობოდით მე მოგიტაცებდი პირადად-იდაყვს მკრავს თიკა.
-ესე იგი ყველამ იხეირა ჩემს გარდა-ხელებს ჰაერში ვაფრიალებ.
-რეკავს მაროო-კივის თიკუნა და მობილურს ცხვირწინ მიტრიალებს
-მერე უპასუხე ადამიანო-თვალებს ვუქაჩავ. ჩახველების მსგავსს ხმას გამოსცემს და ყურმილს იღებს
-ალო...აჰ შოთა შენ რეკავდი? ჰო ალბათ ჩანთაში მქონდა მობილური...კარგად მადლობა...შენ მიდიხარ?...კარგი დავფიქრდები...-დანაზებული ხმით ამთავრებს წინადადებას და ისევ ველურული თიკა ხდება
-რაო შე აფერისტო?-ხელზე ვექაჩები
-დღეს საახალწლო წვეულებაზე თუ იქნებითო და დავფიქრდებით მეთქი-მიჩიგანის ზოოპარკიდან გამოქცეული კენგურუსავით ხტუნავს.
-წახვალ მერე?-ხელებს მოუთმენლად ვიქნევ
-მაგას კითხვა უნდა? კაბა აარჩიე მივდივართ! შეწინააღმდეგება არც გაბედო-თითს დემონსტრაციულად წევს თიკა.
-როდემდე დაიმალები დედა,წადი-მაგულიანებს ნანაც.
-ვაიმე კარგიით,ჯერ იმ კაცის მისამართი მითხარი ექვსზე რომ უნდა შევხვდე-ვფრუტუნებ დანებების ნიშნად.
-ესაა დედა-ჩანთიდან ფურცელს იღებს
-და რა ქვია-მისამართს ვუყურებ და საძინებლისკენ ვიღებ გეზს.
-ვახტანგ გამყრელიძე,ლევანს დავუძახებ გაგიყვანს-მეძახის სამზარეულოდან.
-მარო ამ წითელ კაბას ხომ მათხოვებ?-კარადასთან მირბენა მოუსწრია თიკას.

-იქ დაგელოდებით-მანქანების გასაჩერებელ ადგილზე მიმითითებს ლევანი.
-კარგი ლევან,დიდი დრო არ უნდა დამჭირდეს-კარს ვაღებ და ბილიკს მივუყვები. ნუ თუ სახლით ვიმსჯელებთ ახალგამომცხვარი ბიზნესმენი არ უნდა იყოს ეს ბატონი ვახტანგი.
-გამარჯობათ-კართან მეგებება შავ-თეთრ ფორმაში გამოწყობილი პუტკუნა ქალი
-გამარჯობა,ბატონ ვახტანგთან ვარ მოსული-ზრდილობიანად ვუღიმი.წამით იბნევა. ჯანდაბა,მისამართი შემეშალა ვითომ?
-აჰ,ბაღში გელოდებათ ბატონი ვახტანგი,მობრძანდით-ღიმილით მიემართება და მეც უკან მივყვები.
-ამ გზას გაყევით,მე ყავას მოგართმევთ ახლავე-ხეებს შორის მიმავალ მოკირწყლულ ქვის ბილიკზე მიმითითებს ფუმფულა.
-კარგი-თავს ვუქნევ და არემარეს თვალს ვავლებ,ბატონ ვახტანგს წიწვოვანი ხეები და მწვანე ბუჩქები ყვარებია და თუ ამ შეხვდერას დავუმატებთ-უსახლკარო ბავშვების დახმარებაც მის სიას უნდა დავამატო. ბილიკი მკვეთრად უხვევს მარცხნივ და მეც ხშირ ბუჩქებს შორის მივაბიჯებ,მარცხნივ ვუხვევ და ზურგით მდგარი სილუეტის დანახვაზე ვჩერდები. ჩემი ზრდილობიანი ღიმილი მთელი თავისი სიდიადით მეყინება სახეზე. არა! მეჩვენება ხო? ჯანდაბა,ჭკუიდან შევიშალე? სილუეტიც არ აყოვნებს და ჩემსკენ ბრუნდება.
-გამარჯობა,მარიამ-ის ნაცნობი მუქი თვალები მიმზერენ ხუთი დღეა თვალიც რომ არსად მომიკრავს. ჰო აშკარად არ მეჩვენება,ან ჯანდაბას მეჩვენებოდეს. ვაიმე ახლავე აზრზე მოდი ტვინო! და ენა დაიმოკლე გულო თუ რაც ხარ მაგ მარცხენა მხარეს!
-გიორგი?-ბრაზილიური სერიალის გმირები რომ პედროს წარმოთქვამენ ზუსტად მასე გამომდის.
-ახლა არ მითხრა არ გამიხარდა შენი ნახვაო-ხელეფს ფართოდ შლის.
-გაგიჟდი შენ? ვახტანგი სადაა?-ვაყრი აღშფოთებული. პასუხად წარბებს წევს და იღიმის. რა თქმა უნდა,არ არსებობს არანაირი ვახტანგი!
-ახლავე დაცვას დავუძახებ!-საჩვენებელი თითს ვუშვერ
-მარიამ,აქ დაცვას მე ვუხდი ხელფასს-სულ ტყუილად ცდილობს ღიმილის შეკავებას. ჯანდაბა მაგდენი კი ვერ მოვტვინე.
-კარგად ბრძანდებოდე-ვახლი და ვბრუნდები.
-მოიცა ქველმოქმედ კაცს მკარგავ?-ქირქილით მომყვება უკან.
-არ ჭირდება ჩემს ფონდს გამტაცებლები და კრიმინალები-ხელების ფრიალით ვტრიალდები მისკენ. ღმერთო ჩემო,ასე ახლოს იყო? ზედ ცხვირწინ მიდგას და რა ერქვა ბერძნულ მითოლოგიაში იმ არსებას თვალებით რომ აქვავებდა ყველას? მოკლედ იმასავით დამყურებს.
-შენ არც გეხმარები მე ბავშვების დახმარება მინდა-მხრებს იჩეჩავს და მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობ. ახლა ნუ გაითხლაშები გონებადაკარგული მარიამ და სახლში მთლად მოკვდი თუ გინდა.
-ჩეკი გამომიგზავნე-ვახლი და ისევ წასასვლელად ვემზადები.
-მარიამ მომისმინე ერთ წუთს-მკლავში ნაზ ჩავლებას ვგრძნობ და ძლიერი ბიძგი მისკენ მაბრუნებს.
-აღარ შემეხო-ვწივი
-მაშინ ველურივით ნუ იქცევი და დამასრულებინე-სახე ახლოს მოაქვს.
-მთელი ქვეყნის საჭორაო თემა გამხადე და ახლა მის უმაღლესობა გიორგის უნდა რომ მოვუსმინო? კი როგორ არა-თავისუფალ ხელს ცხვიწინ ვუფრიალებ
-დაამთავრე გამოსვლა?-მოთმინებით მიყურებს
-კი-ტუჩებს ვპრუწავ
-ჩემი ჯერია. ნიშნობის ბეჭედი სად დაკარგე,მარიამ?-სიგარეტს უკიდებს და თვალებში იმ საზიზღარი თვითკმაყოფილი მზერით მაჩერდება. ჰო ლოგიკურად ამასთან გამტაცებლებმა წამართვეს თქო ვერ ვიტყვი,აშკარად არ წაურთმევია ვაჟბატონს.
-ჯართში ჩავაბარე გიორგი-ხელებს ვაჯვარედინებ
-რაო დაშორდით მარიკუნა?-კვამლს სახეში მაბოლებს
-ჩემზე სტატიების კითხვის მეტი საქმე არ გავს გიუნა?-ირონიაში არ ჩამოვრჩები.
-ენის დამოკლება მოგიხდებოდა-თვალებს აწვრილებს
-შენ გისოსები მოგიხდება-წარბს კმაყოფილი ვწევ
-მერე რატომ არ ჩამსვი?-ტუჩის კუთხეს ტეხს. აი აქ კი გავიჭედე.
-შენი სისულელეების მოსმენას აღარ ვაპირებ,სულ კარგად მეყოლე-ვახლი გაცეცხლებული.
-კარგი მაპატიე, ბოდიში-ისევ მაჯაში მავლებს ხელს.
-მომაშორე ტორები!-თვალებს ვუბრიალებ.
-ვახშამზე გპატიჟებ,ხვალ საღამოს გაწყობს?-ბოლო ნაპასს არტყამს და სიგარეტს პირდაპირ ბილიკზე ისვრის,მხეცი! მოიცა,ახლა რა მითხრა? ვახშამიო? ხმამაღლა ვკისკისებ
-შენ რა გგონია ხუთი დღის წინ საქმროს დავშორდი და დღეს ვიღაც ვიგინდარა არასერიოზულ ვირს რომელსაც მხეცივით ვყავდი სამი დღე გამომწყვდეული პაემანზე გავყვები?-სულს ვითქვამ და მთელ სარკაზმს ვაქსოვ ნათქვამში
-დღეს არა,ხვალ საღამოს თქო და პაემანი კი არა ვახშამი ვახსენე,თუ ძალიან გინდა პაემანი იყოს-ეღიმება. ნაგავი! ამისთვის ვარაკრაკე ამდენი ისევ მე რომ მომშლოდა ნერვები?
-ახლავე გამიშვი-ჩაჭიდებულ ხელზე ვეჯაჯგურები.
-დამთანხმდი და გაგიშვებ-ისევ აუღელვებლად მპასუხობს,როგორ მინდა გაავებული კატა მივასვა სახეზე.
-ერთი ლოგიკური მიზეზი მაინც დამისახელე რატომ უნდა გამოგყვე-თვალებში დაჟინებით ვუყურებ.
-იმიტომ რომ რაღაც მჭირს-სრული სერიოზულობით მპასუხობს.
-ტვინის ანთება გაქ და კვდები? რა ბედნიერებაა!-თავისუფალი ხელით თმებს უკან ვიყრი
-არა-თვალებს ატრიალებს
-აბა ცოფიანმა ძაღლმა გიკბინა და კვდები?-ვაგებებ მომდევნო ვერსიას. თავს უკმაყოფილოდ აქნევს და პირს აღებს
-მგონი სიყვ-ზე რომ იწყება ის რაღაც მჭირს-ამთავრებს და ჩამუქებული თვალებით მაშტერდება. ვგრძნობ როგორ მიხშირდება პულსი და როგორ აწვება სისხლი საფეთქლებს. სუნთქვაც კი მიჭირს. ჯანდაბა,რა გემართება მარიამ? ვდგავარ იდიოტივით და ხმას ვერ ვიღებ,მიდი რამე გველური დაარეხვე,მაინცდამაინც ახლა გამეყინება ტვინის უჯრედები!
-სიყვითლე,მარიამ,სიყვითლეზე გეუბნებოდი,შენ რა იფიქრე?-გაღიმებული ისევ თვითონ იღებს ხმას,ნეტა არ ამოეღო.
-ნამდვილი იდიოტი ხარ!-მარჯვენა ხელს მკერდზე ვურტყამ,ამაზე უარესად ხალისობს
-ჰო კარგი,ერთი ნახვით შეყვითლება არ გაგიგია? ან ის ფილმი რომაა სიყვითლე ყველას უნდა?
-დეგენერატი,ხეპრე და ვირიც,ჰო ვირიც ხარ!-ისევ ვეჯაჯგურები
-არც ის,სიყვითლე ბრმააო? ან ჰოი შეყვითლებულისთვის ჰოი ნათელიც კი ბნელიაო?-უკვე ბოლო ხმაზე ხარხარებს.
-დებილო....გამოთაყვანებულო ერთუჯრედიანო დებილო!-ვწივი ბოლო ხმაზე. ჩუმდება და ანთებული თვალებით მიყურებს,ეს მზერა მეცნობა,კი ნამდვილად მეცნობა!
-მაგაზე არც იფიქრო!-თავს გამაფრთხილებლად ვუქნევ,ტუჩის კუთხე უტყდება და თავისუფალ ხელს თმებში მიცურებს.
-გიორგი-ვასწრებ ამოკივლებას და მისი ტუჩები უკვე მეორედ მაჩუმებს. ისევ თბილია,არა ამას თბილი არ ქვია,უფრო მხურვალე. მთელ სხეულში ჯერ ჟრუანტელი მივლის,შემდეგ სითბო,ამას დენის დარტყმასავით ათასობით მუხტი მოყვება,მერე ისევ სითბო და აჩქარებული გულისცემა. მოვალეობის მოხდის მიზნით ვფართხალებ,მაინც არ მიშვებს. ისევ იმ საშინლად სასიამოვნო სუნს ვგრძნობ მის მოცემულ ზედას რომ ჰქონდა,ტუჩებს კი სიგარეტის თავისებური და კიდევ უცნაურად ტკბილი გემო აქვს,ვისკის და ალუბლის გემო. მგონი სრულიად ვწყდები სამყაროს,მის აჩქარებულ სუნთქვას ისევ ვგრძნობ ლოყაზე და წამის მეასედში მშორდება. სანამ სუნთქვის დარეგულირებას სულ ტყულად ვცდილობ,გული და გონება კი საქართველოს პარლამენტარებივით ჩხუბობენ ვაჟბატონისთვის სილის გაწნა არ გაწნის საკითხზე,გიორგი გაჩუმებული დგას და დაჟინებით მიყურებს. ვხედავ როგორ ცდილობს სახის დალაგებას მაგრამ ტუჩის კუთხეში მაინც ეპარება ღიმილი,ჯანდაბა,ეს რა გამიკეთა? ან საერთოდ რას მიკეთებს? საბოლოოდ ვფხიზლდები და ისევ მარცხენა ლოყაში ვაწნი სილას,მგონი ამ ჯერზე უფრო მწარედ უნდა გამომსვლოდა. გახარებული გონება ჩირლიდერების პომპონებს იქნევს და ათასნაირ სალტოს აკეთებს,გული კი ნათელაშვილივით იმუქრება ჩემი დროც მოვაო. სანამ მისი ბრწყინვალება აზრზე მოვა სწრაფად ვბრუნდები და ბილიკს აჩქარებული ნაბიჯებით მივუყვები,უხხ მაინც როგორ მძულს ეს ქუსლიანები და მისი გამომგონებელი! რატომ არ მომსვლია აქამდე ასეთი რამე? ჯანდაბა,ნიკოლოზისთვის რამდენჯერ მიკოცნია,ამაზე რატომ ვვარდები იზმენებში პირველკლასელივით,რატომ! „ამ ვაჟბატონმა შენი სიყვარულის თეორია ნამსხვრევებად აქცია“-ჭკუაზე არაა გული.
-მარიამ მოიცადე-მემის ზურგს უკან. ნაბიჯებს ვუჩქარებ
-ესე იგი ხვალ შვიდისთვის გამოგიარო?-უკვე ორ ნაბიჯში უნდა იყოს
-ხმას ნუ მცემ-უკანმოუხედავად ვახლი
-კარგი რა,წამომყევი და გადაჭამე ყველაფერი,შური ხომ უნდა იძიო-სიცილი ერევა ხმაში
-შემეშვი თქო-თმას უკან ვიყრი და გზას ვაგრძელებ
-მაშინ მთელი მენიუ შეუკვეთე და არაფერი არ ჭამო-მაინც არ ყრის ფარხმალს,არ გაგეცინოს მარიამ,არ გაგეცინოს!
-არც იოცნებო-უკვე ბილიკის ბოლოს ვუახლოვდები
-ყველაზე ძვირფას პიჯაკს ჩავიცვამ წითელი ღვინო გადამასხი და გამიფუჭე-მაწოდებს მომდევნო გენიალურ იდეას
-არა თქო-მაინც ვაგრძელებ სიარულს და უკვე სიმწრით ვცდილობ სერიოზული სახის შენაჩუნებას.
-მარიამ,თაიგულსაც გიყიდი- ყურთან ძალიან ახლოს მესმის,აშკარად ჩემს უკანაა. წამით ვჩერდები და მოწყვეტით ვბრუნდები მისკენ.
-აბა?-ჩემს წინაა ასვეტებული,ჩვეული ჩატეხილი ტუჩის კუთხით და ჩამუქებული თვალებით მიყურებს,თვალებს ვწკურავ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ
-ვარდები მინდა,წითლები და შენთვისვე აჯობებს კარგი სუნი ქონდეთ!



№1 სტუმარი Guest მაქსიმეს გოგო

ვაიმეე შენიი ნიკი რომ წავიკითხე არ იცი რა დამემართა,პოზიტივით ავივსე <3 გამახარე,გამაბედნიერე <3 წავედიი წავიკითხო ახლა :-დ მიყვარხარ მე შენ ძალიან ძალიან <3 <3

 


№2 სტუმარი Tako98

Visiamovne

 


№3  offline წევრი შამხათი

არაჩვეულებრივი იყო, სასწაული ვინმე ხარ, ასე გემრიელად დაწერილი და წასაკითხი ისტორია დიდი ხანია არ მინახავს. ყოჩაღ! შენი მკითხველი ვხდები!

 


№4 სტუმარი გვანცა))

ორჯერ წავიკითხე სათაური მეთქი ხო არ მეჩვენებათქო მაგრამ შენი ნიკი რომ დავინახე ყველაფერს მიხვდი;დდ
ჯერ ხომ წინა ისტორიაზე გავიგუდე სიცილით მაგრამ ამაზე,უჰჰ გადავბჟირდი რასაცქვია:დდდ
იუმორის გფძნობა გაქ რაღაც არაამქვეყნიური:დდ
შეილება არ იყო რაღაც განსაკუთრებული ეს ისტორია მაგარამ შენებურიაა,
აი ისეთი რომ კითხულობ დაა ღიმილს ვერ იშორებ სახიდან ;დ
ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ
ასე გაგვახარე ცოლმე ❤

 


№5  offline წევრი Ana Imnadze

ესე დასრულდა?

 


№6 სტუმარი Guest Ketu

აი ჯერ წინა ისტორიას ხომ აღფრთოვანებით ვკითხულობდი და ახლა რომ დავინახე შენი ნიკი,მაშინვე კომენტარის დადება მომინდა. აუ დიდი სიამოვნებით გაგიცნობდი :-) პოზიტივი გოგო ხარ რა... ჯერ არ წამიკითხავს ეს :-D რომ წავიკითხავ შეფასებას ცალკე დავწერ :-)

 


№7 სტუმარი Guest girl online

ძაალიან მაგარი ისტორიაა

 


№8  offline წევრი qarishxali

კინაღამ გავიგუდე სიცილით, რა მაგარი რეპლიკები ჰქონდა ყველა სიტყვაზეე...აუუ ბევრი ვიცინე და ვისიამოვნეეეე bowtie

 


№9  offline მოდერი gonegirl

Guest მაქსიმეს გოგო
ვაიმეე შენიი ნიკი რომ წავიკითხე არ იცი რა დამემართა,პოზიტივით ავივსე <3 გამახარე,გამაბედნიერე <3 წავედიი წავიკითხო ახლა :-დ მიყვარხარ მე შენ ძალიან ძალიან <3 <3

მეც ძალიან მიყვარხარ ტკბილოო smile იმედია მოგეწონება kissing_heart
Tako98
Visiamovne

ძალიან მიხარია :)
შამხათი
არაჩვეულებრივი იყო, სასწაული ვინმე ხარ, ასე გემრიელად დაწერილი და წასაკითხი ისტორია დიდი ხანია არ მინახავს. ყოჩაღ! შენი მკითხველი ვხდები!

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა heart_eyes
გვანცა))
ორჯერ წავიკითხე სათაური მეთქი ხო არ მეჩვენებათქო მაგრამ შენი ნიკი რომ დავინახე ყველაფერს მიხვდი;დდ
ჯერ ხომ წინა ისტორიაზე გავიგუდე სიცილით მაგრამ ამაზე,უჰჰ გადავბჟირდი რასაცქვია:დდდ
იუმორის გფძნობა გაქ რაღაც არაამქვეყნიური:დდ
შეილება არ იყო რაღაც განსაკუთრებული ეს ისტორია მაგარამ შენებურიაა,
აი ისეთი რომ კითხულობ დაა ღიმილს ვერ იშორებ სახიდან ;დ
ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ
ასე გაგვახარე ცოლმე ❤

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო heart_eyes
Ana Imnadze
ესე დასრულდა?

კი ანი,ამათ მომავალს თვქენს ფანტაზიას ვანდობ :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№10 სტუმარი A

Vaime ra gemrielad vicine mariamis saqcielebze. Dzalian kargi iyo momewona... dzilis win aseti pozitiuri ganwyoba mchirdeboda.

 


№11  offline მოდერი gonegirl

Guest Ketu
აი ჯერ წინა ისტორიას ხომ აღფრთოვანებით ვკითხულობდი და ახლა რომ დავინახე შენი ნიკი,მაშინვე კომენტარის დადება მომინდა. აუ დიდი სიამოვნებით გაგიცნობდი :-) პოზიტივი გოგო ხარ რა... ჯერ არ წამიკითხავს ეს :-D რომ წავიკითხავ შეფასებას ცალკე დავწერ :-)

დიდი მადლობა საყვარელო იმედია მოგეწონება )
Guest girl online
ძაალიან მაგარი ისტორიაა

დიიდი მადლობა )
qarishxali
კინაღამ გავიგუდე სიცილით, რა მაგარი რეპლიკები ჰქონდა ყველა სიტყვაზეე...აუუ ბევრი ვიცინე და ვისიამოვნეეეე bowtie

ძალიან მიხარია blush

A
Vaime ra gemrielad vicine mariamis saqcielebze. Dzalian kargi iyo momewona... dzilis win aseti pozitiuri ganwyoba mchirdeboda.

მიხარია რომ მოგეწონა bowtie
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№12  offline წევრი Chasing liberty

ვაი დედა რამდენი ვიცინე, არა კი არ ვიცინე ვიხარხარე, კი კარგ ხასიათზე ვიყავი მაგრამ ამან ისე გამახალისა ისტერიულად ვკაკანებდი

 


№13 სტუმარი Guest მაქსიმეს გოგო

აახლა დავამთავრე კითხვა,ძალიან მეწონა,არაჩვეულებრივიი იუმორის გრძნობა გაქვს..ძალიან მინდა შენი კიდევ ახალი ისტორიის წაკითხვა,პირველი ისტორია რამდენჯერ წავიკითხე არ მახსოვს :დ ისე მომეწონა რო არ ვიცი,იმდენი ვიცინეეე :დ მოკლედ რამდენი ვიბოდიალეე :დ ძალიან მომეწონა ეს ისტორია,ტანში ჟრუანტელი მივლიდა კითხვისას..ჩემი ტკბილო ფორთოხალი ხარ <3 მმმ ვგიჟდები შენზე <3 იმედია გაგვანებივრებ ახალი ისტორიით მალე ვერ მოითმენ და ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥ツ♡♡♡♡♡∞∞∞∞∞♥მიყვარხაროოო♥

 


№14 სტუმარი Guest Mariamo

Auuuuu^^^RaMagariaaa^^^^RaKargadDamtavrdaa^^^KideDadeKholmeRaa^^))♥

 


№15  offline წევრი ჭირვეული

გაღიმებულმა, ყურებამდე ახეული ტუჩებით ჩავიკითხე ისტორია და მინდოდა არ დამთავრებულიყო

 


№16  offline მოდერი gonegirl

ნინი პირველი
ვაი დედა რამდენი ვიცინე, არა კი არ ვიცინე ვიხარხარე, კი კარგ ხასიათზე ვიყავი მაგრამ ამან ისე გამახალისა ისტერიულად ვკაკანებდი

ჰაჰ მიხარია საყვარელო blush
Guest მაქსიმეს გოგო
აახლა დავამთავრე კითხვა,ძალიან მეწონა,არაჩვეულებრივიი იუმორის გრძნობა გაქვს..ძალიან მინდა შენი კიდევ ახალი ისტორიის წაკითხვა,პირველი ისტორია რამდენჯერ წავიკითხე არ მახსოვს :დ ისე მომეწონა რო არ ვიცი,იმდენი ვიცინეეე :დ მოკლედ რამდენი ვიბოდიალეე :დ ძალიან მომეწონა ეს ისტორია,ტანში ჟრუანტელი მივლიდა კითხვისას..ჩემი ტკბილო ფორთოხალი ხარ <3 მმმ ვგიჟდები შენზე <3 იმედია გაგვანებივრებ ახალი ისტორიით მალე ვერ მოითმენ და ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥ツ♡♡♡♡♡∞∞∞∞∞♥მიყვარხაროოო♥

კიდევ ერთხელ დიიდი მადლობა ტკბილო kissing_closed_eyes
Guest Mariamo
Auuuuu^^^RaMagariaaa^^^^RaKargadDamtavrdaa^^^KideDadeKholmeRaa^^))♥

იჰ მადლობა ) თებერვალში დავბრუნდები
Chirveuli
გაღიმებულმა, ყურებამდე ახეული ტუჩებით ჩავიკითხე ისტორია და მინდოდა არ დამთავრებულიყო

ძალიან მიხარია relaxed
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№17  offline წევრი M^d G1rl

სათაურითვე გიცანიი :დდდ

 


№18  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ რა ძაან მაგარი იყოოო. აი ასეთი დასასრულები ძაან საინტერესო და სასიამოვნოებია არიან ხოლმე. მიყვარხარ. მეც ერთი სუი მაქ ბონუს თავს როდისდ დადებ და გირჩევნია დიდი იყოს , შენთვისვე იქნება უკეტესი. გელოდები გეჟოოო!!!!!

 


№19 სტუმარი kati

uh,kargi iyo.kargad vixalise.

 


№20 სტუმარი Guest წითელი დრაკონი

ესეთი მაგარი მოთხრობა არასდროს მინახავს ამ საიტზე.
რა გითხრა არ ვიცი
ძალიან დიდი ემოციებით წავიკითხე
არაჩვეულებრივი ხარ

 


№21  offline მოდერი gonegirl

M^d G1rl
სათაურითვე გიცანიი :დდდ

ჩემს გარდა ვინ დაარქმევდა ამას ხო smile
nawkas12345
აუ რა ძაან მაგარი იყოოო. აი ასეთი დასასრულები ძაან საინტერესო და სასიამოვნოებია არიან ხოლმე. მიყვარხარ. მეც ერთი სუი მაქ ბონუს თავს როდისდ დადებ და გირჩევნია დიდი იყოს , შენთვისვე იქნება უკეტესი. გელოდები გეჟოოო!!!!!

მოკლედ რა გიჟიც დაგტოვე ისევ ისეთი გიჟი ხარ,მეც მიყვარხარ ჩიტოოო blush
kati
uh,kargi iyo.kargad vixalise.

ძალიან მიხარია bowtie
Guest წითელი დრაკონი
ესეთი მაგარი მოთხრობა არასდროს მინახავს ამ საიტზე.
რა გითხრა არ ვიცი
ძალიან დიდი ემოციებით წავიკითხე
არაჩვეულებრივი ხარ

დდიიიიიიდი მადლობა შენ blush
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეეეე ღმერთმა ჩემთვის დაგაწერინა ეს ისტორია და დღეს დაგადებინა საიტზე. როგორ მჭირდებოდა ასეთი სასაცილო ,მხიარული, გიჟური გასაგიჯებელი ისტორია. უბრალოდ იმდენი ვიცინე გავაგიჟე ჩემი ქვედა მეზობელი და თუ ამომივარდა ის ბიჭი ნამდვილად გამიტაცებს და მომკლავს.
შენნაირი იუმორის გრძნობა არავის აქვს დედამიწის ზურგზე "დედოფალი" ხარ smile heart_eyes heart_eyes

 


№23  offline მოდერი gonegirl

sameone crazy girl
ვაიმეეეე ღმერთმა ჩემთვის დაგაწერინა ეს ისტორია და დღეს დაგადებინა საიტზე. როგორ მჭირდებოდა ასეთი სასაცილო ,მხიარული, გიჟური გასაგიჯებელი ისტორია. უბრალოდ იმდენი ვიცინე გავაგიჟე ჩემი ქვედა მეზობელი და თუ ამომივარდა ის ბიჭი ნამდვილად გამიტაცებს და მომკლავს.
შენნაირი იუმორის გრძნობა არავის აქვს დედამიწის ზურგზე "დედოფალი" ხარ smile heart_eyes heart_eyes

იიიჰ დიიიდი მადლობა ტკბილო blush თუ ძაან სიმპათიურია ჯინზე არ შეწყვიტო სიცილი smile
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№24  offline მოდერი zia-maria

აი ამად ღირდა აქ შენ ი შემოვარდნა,თუნდაც რამოდენიმე წუთოთ. laughing ასე შემოვარდი ხოლმე და ძალიან გამახარებ.არაჩვეულებრივად კარგი იყო. kissing_heart

 


№25  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Omg es ra iyo? Dzalian momewona cud xasiatze viyavi da exla ukve ise uazrod megimeba ar vici kide minda da imdeia male dadeb
--------------------
M.D

 


№26 სტუმარი Guest katerina

ამდენი კაი ხანია არ მიცინია, აი ზუსტად იმდენი ხანი, რამდენი ხნის წინაც წინა ისტორია დაასრულე.
შენი ისტორია თუ გამომიკეთებდა ხასიათს.
იმდენად პოზიტიური ხარ, საცოდაობაა რომ ისტორიების წერის გარდა სხვა საქმეც გაქვს.
შენ უნდა იჯდე და წერო!
რაც შეეხება დასასრულს, ასეთ ისტორიას ზუსტად ასეთი დასასრული მოუხდებოდა, დაჩოქების, ტყუპებზე ორსულობის და 25 წლის შემდეგ რა მოხდებოდა-ს გარეშე.
იდეალურია ისტორიაც და იდეალური ხარ შენც! <3 <3 <3

 


№27 სტუმარი Guest Tusi

Kargi iyo momecona ogond erti shenishvna maqvs Chemo kargo simamri ki ara mamamtilia scori getyoba daojaxebuli ar unda iyo

 


№28  offline აქტიური მკითხველი neneusi

სასწაულია!!!!!! <3 ჯერ "მე, შენ და ცუდი ბიჭები" რა იყო... შოკი...ნუ ეხლა ის ისეთი მოთხრობა დაწერე , რომ ვერავინ ვერასდროს გადაუჯოკრავს, მაგრამ ესეც რასაც ქვია გადასარევია! როგორ გამოგდის ყველაფერი კარგი ვერ ვხვდები!!!!! იმედია მალე განაგრძობ წერას . შენი ისტორია , რომ დავინახე კინაღამ გავაფრინე თან შენი ჩვეული იუმორი აქაც არ გვტოვებს....ძალიან მაგარია!!! ყოჩაღ!!

 


№29  offline წევრი taia21

Magari iyo rac mtavaria banaluri ar iyo da vixarxar

 


№30 სტუმარი Guest თინათინი

უფ კარგი იყო, კარგი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent