შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Rainbow (6)


19-01-2017, 00:22
ავტორი Nude
ნანახია 1 618

(6)
,,სამზარეულოს ინციდენტის’’ შემდეგ არ ვიცი, ალბათ, 4, ან 5 დღე გავიდა. მაქსიმე, სულ უფრო და უფრო ხშირად სტუმრობდა ნაკანების სახლს, თანაც ძირითადად სულ იმ დროს ამთხვევდა, როცა თავისი ძმა და რძალი სახლში არ იყვნენ. ნერვებს უშლიდა მისი ყველა ქმედება ნიტას, მაგრამ მეორე მხრივ გული საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა. ბოლო დონემდე უცემდა, როცა მაქსიმეს დაინახავდა სადმე შორი-ახლოს და ახლა, წარმოიდგინეთ, რა ემართებოდა, როცა ზედმეტად ახლოსაც კი იყო კაცი მასთან.
ამას ვერაფერს უხერხებდა.
ერთია ის რომ გსიამოვნებს, მამაკაცისგან წამოსული იმპულსები, მაგრამ მეორეა როცა თავს ახსენებ, რომ არაა! მაქსიმე ნაკანი, ნიტასთვის არაა. ასე ფიქრობს თავად უშიკიშვილი.
დღეს ის ,,ბედნიერი’’ დღეა, როცა ნიტა არ ელის მაქსიმეს. უკვე არ ელოდება, რადგან ახლა, ის დროა, როცა მარიტა და დემეტრე მოდიან სახლში. რა კარგია პარასკევი! სახლში მივა და იმ დრომდე იძინებს, რა დრომდეც თვითონ მოუნდება. არხეინად გადაწვა თავისი ფიქრებით კმაყოფილმა და გაბადრულმა ჩაუკრა თვალი გაკვირვებულ გაბრიელს.
- რა კარგ ხასიათზე ხარ, ნიტა. - გაიღიმა აღფრთოვანებულმა ბავშვა და დივანზე მწოლიარეს ზედ დაახტა.
- ჰო, კარგ ხასიათზე ვარ! - თავის კანტურით გაუღიმა ზევიდან დაჩერებულს და წელზე ხელები მოხვია.
- ბიძაჩემი რომ მოდის იმიტომ? - გახარებულმა წამოიძახა და უცბად წამოფრენილ ნიტას გაკვირვებულმა შეხედა.
- მაქსიმე, მოდის? - გულამოვარდნილმა ჰკითხა.
- ჰო. - თავი სწრაფად დაუქნია და კითხვის ნიშნით სავსე თვალები მიანათა.
ახლა, რა უნდა ქნას?! დამშვიდდი, ნიტა, დამშვიდდი! - თავს სიმშვიდისკენ მოუწოდა უშიკიშვილმა. ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, მარიტამ რომ დაურეკა, კორპუსთან ვარ და რამე ხომ არ ამოვიტანოო. ესე იგი, აღარ უნდა შეეშინდეს მაქსიმესთან მარტო დარჩენის. სიმართლე რომ გითხრათ, მგონი სიამოვნებს კიდეც მამაკაცის ვნებით ანთებული თვალები, თუმცა...
დათოსთან ურთიერთობა არც მაინცდამაინც მოსწონს. არა, შეიძლება ითქვას რომ მოსწონს, მაგრამ მათ ურთიერთობას ის მუხტი აკლია, რასაც მაქსიმესგან გრძნობს ყოველ წამს. არაფრით არ ადრის ნიტა ამ ორ მამაკაცს ერთმანეთს და ამით არ გამოაქვს დასკვნები. მაქსიმეზე ვერც კი ფიქრობს. არ შეუძლია და იმიტომ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც. აი, დავითი კი... ხანდახანა აღიზიანებს კიდეც მისი ქცევები, ზედმეტად ოფიციალური და ბანალური. ისე უყურებს ნიტას, დროდადრო თავი გოგონას სამუზეუმო ექსპონატი ჰგონია. ისეთი სიფრთხილით ექცევა, თითქოს ფაიფურის თოჯინა იყოს. სასტიკად ნერვებს უშლის ეს ყოველივე. ზოგიერთი, შეიძლება გაოცდეს ამის გამო, მაგრამ რა ქნას ნიტამ? ვერ ეგუება. რისხვით ევსება თვალები, როცა დავითის მსგავს ქმედებებს იჭერს. სიფრთხილეც არის და სიფრთხილეც, ისე. ზედმეტი არაფერი ვარგა.
- ნიტა, ნიტაა. - სადღაც შორიდან მოესმა გაბრიელის ხმა და წამში გამოფხიზლდა.
თურმე, როგორ შეიტყუებს ფიქრებმა. ვერც კი გაიაზრა, რამდენი ხანი იყო ასე ჩაფიქრებული.
- დედა მოვიდა, მე კი კარებს ვერ გავაღებ. - მხრები მოწყენილმა დაუშვა დაბლა და ძუნძულით აედევნა ჯერ კიდევ აგოანიში მყოფ ძიძას და პატარა ხელი ჩაავლო ხელზე. ღიმილით დახედა ბავშვს და სახლის კაი ძლივს გააღო. ზოგადადაც ასე იყო, ყოველთვის უჭირდა რკინის კარებების გაღება, როგორი საკეტიც არ უნდა იყოს.
- ვაიმე, ამომძვრა სული, როგორ ცხელა. - ხვნეშით შემოვიდა მარიტა და ჩანთა საკიდზე დაკიდა. ფეხსაცმელები გაიხადა და სააბაზანოსაც შემოუარა.
- შეჭამ? - გასძახა ნინისთან მყოფს და მოწყენილმა შეხედა დაღლილ-დაქანცულს.
ესმის მისი. ახლა იმდენად არა, მაგრამ იყო დრო, როცა გაბრიელიცასე აძრობდა სიქას. მაგ დროის გახსენებისას, ყოველთვის უჭირს ღიმილის დაფარვა. ის მომენტები და სიტუაციები, რაც მას და პატარა ნაკანს აქვს გადატანილი, ძალიან იშვიათია. იშვიათი სიყვარულია, იმიტომ რომ თავიდანვე თუ არა, მერე მაინც გრძნობდა, როგორ უყვარდა გაბრიელს ნიტა.
- აუუ, ძალიან მშია, მაგრამ ახლა დემეტრე და მაქსიმეც მოვლენ მალე და ბარემ იმათთან ერთად დავსხდეთ მე და შენ.
სწრაფად დაიძაბა, ეს თუ არის დაძაბვა... გაოცებულმა დახედა თავის მკლავებს, რომელზეც ბუსუსების არბია დაქროდა და თითები ნაზი მოძრაობით აისვ-დაისვა დასამალად.
ღიმილით ამოხედა მარიტამ და თვალი ეშმაკურად ჩაუკრა.
- მარიტა... - წყრომით შეხედა გოგონას და მის პირდაპირ ფეხმორთხმით დაჯდა მაღალ სკამზე.
- რა? - ვითომ გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები.
- ხომ იცი, რომ... - ხელების სრესვით დაიწყო, მაგრამ გააწყვეტინა მარიტამ.
- ვიცი! შენ დავითი გყავს! - გამოაჯავრა ნიტას. - მაგრამ ვერ ვხვდები, - დაუმატა უცბად, ვიდრე ნიტა შეაწყვეტინებდა და გააპროტესტებდა, - რა გინდა, მაგ კაცთან? ადამიანი, არც კი გიზიდავს.
- ეგრე არ არის! - მაინც არ დათმო.
- აბა, როგორ არის? მე არაფერს გაძალებ, უბრალოდ ვხვდები, რომ დავითის მიმართ გრძნობები არ გაგაჩნია, იოტის ოდენაც კი. ვერც იმას ვხვდები, თავს რატომ იტანჯავ მასთან ყოფნით. - მხრები აიჩეჩა უკმაყოფილობ და გამჭოლი მზერა ესროლა ნიტას.
- მიზიდავს, სწორედაც რომ ძალიან მიზიდავს დავითი! - ჯიბრით ჩაილაპარაკა და მარიტას ირონიული სიცილით დაიმსახურა.
- მაგას შენ თავს ატყუებ, მე, თუ დავითს?!
- არც შენ, არც ჩემს თავს და არც დავითს. მე მართლა მომწონს ეს კაცი, როგორც არ უნდა აღიქვამდე შენ. - დაბეჯითებით ჩაილაპარაკა და ისე შეხედა, პირდაპირ უთხრა, ამაზე ლაპარაკი აღარ მსურსო.
საკმაოდ მალე დაახლოვდნენ მარიტა და ნიტა. ახლა, ძალიან კარგად არიან, ძალიან! იმაზე მეტად, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ერთმანეთის ყველაფერი გაიგეს და ბოლოს ნიტამ ისიც მოუყვა, თუ როგორ გაიცნო დავითი, შემდეგ კი რა ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.
არ ვიცი, რატო... ნიტამაც კი არ იცის, რატომ ატყებს თავის თავს. გონება ვერ ბედავს ხმის ამოღებას, თორემ გულმა უკვე დიდი ხანია შეიტყო, რომ დავითი მისთვის არაა და მასთან ერთად ბედნიერი ვერ იქნება. უბრალოდ, არ უნდა აღიაროს, რომ მაქსიმეს მიმართ, სულ, სულ პატარა ლტოლვას მაინც განიცდის. არ უნდა და იმიტომ! კიდევ, იმიტომ რომ ძალიან აფრთხობს მამაკაცის ასეთი თავხედური რეპლიკები. ასეთი შემთხვევა ჯერ ცხოვრებაში არ ჰქონია და არ იცის, როგორ უნდა გაუმკლავდეს ამას. როგორ უნდა მოიგერიოს მაქსიმესგან წამოსული უსაზღვრო ვნება.
ფიქრებში ისევ იმდენად გაერთო, რომ ვერც გაიგო, როგორ შემოვიდნენ ძმები ნაკანები სახლში. გახურებული ლოყა ცივ, მინის მაგიდას დაადო და სიამოვნებისგან ამოიხვნეშა. არა, აუცილებლად უნდა წავიდეს აუზზე, თორემ გრძნობს, დიდ ხანს ვერ გაქაჩავს. ამოიბუგება!
- ჩემზე ფიქრობ?
ისევ ძალიან ახლოს იგრძნო მამაკაცის სიტყვები და სუნთქვა. წამის მეასედში წამოფრინდა ფეხზე და გულზე ხელ მიდებულმა რისხვით გახედა კაცს. უნდოდა, რამე ეთქვა, მაგრამ რამდენიმე წუთი ხმა ვერ ამოიღო. ასე გახევებული იდგა და თვალებდაჭყეტილი აცეცებდა მზერას ხან აქეთ, ხან იქით.
- მაქსიმე, რატომ მიხეთქავ გულს? - ცოტა არ იყოს და ნაწყენმა ჩაილაპარაკა.
ამ ბოლო დროს შეამჩნია, რომ ზომაზე მეტად წყინს კაცის ცინიზმი, თუმცა ის დრო, რაც მაქსიმეს იცნობს, სულ ასეთი იყო, რა უკვირს? უბრალოდ, უნდა, არ უნდა, მაინც წყინს. თავის-და უნებურად. ეს ყველაფერი კი აკომპლექსებს, მაგრამ... თან მოსწონს და თან არა!
- რა ჩემი ბრალია, შენ რომ ყველაფერზე გული გისკდება და ცდილობ ამით მკლავებში ჩამივარდე?
- მე ვცდილობ? - ლამის შეყვირა გაოგნებულმა და საჩვენებელი თითი მკერდთან მიიდო.
- ჰო! - უთხრა გამომწვევად და ნიტას თითს თვალი გააყოლა, შემდეგ კი კმაყოფილმა გაუღიმა.
- ანუ? მაგით რისი თქმა გინდა? - წარბაწეულმა შეხედა.
- არაფრის. - უდარდელად აიჩეჩა მხრები და ძალიან ახლოს მივიდა გოგონასთან.
ყბებზე ცერა და საჩვენებელი თითი ოდნავ მოუჭირა, მერე კი თავი ააწევინა. ნელ-ნელა მიიწევდა ნიტას სახისკენ და ლამის იყო გული წასვლოდა ამის გამო გოგონას. ტუჩები ტუჩთან ძალიან ახლოს მიიტანა მაქსიმემ. სიმწრით დააჭირა უშიკიშვილმა ქუთუთოები ერთმანეთს და ხელებით ჩააფრინდა კაცის მკლავებს. გაკვირვებულმა ნაკანმა კოპებ შეკრულმა დახედა და თითებზე ნაზად მოკიდა ხელი, შემდეგ კი დაბლა ჩამოაწევინა.
- მშვიიდად, მშვიიდაად! - გამაღიზიანებლად ჩასჩურჩულა და ნიტასაც მოშორდა.
- როგორ ვერ გიტან! - მიაძახა კარებში გასულს და გაგულისებულმა დაისვა მტევნებზე თითები.
- გავიგე, სხვათაშორის! - კარებში თავი შემოყო გაბრაზებულმა მაქსიმემ.
- ძალიან კარგი! - საშინლად დაიბნა, მაგრამ არ შეიმჩნია, შეეცადა მაინც.
- წამოდი, წამოდი. - დაცინვით შეათვალიერა ნიტა მამაკაცმა და თვალებით ანიშნა, გამომყევიო.
თავჩაღუნული აედევნა ისე, როგორც გაბრიელმა იცის ხოლმე და თავის საქციელზე ოდნავ ჩაიღიმა. საერთოდ, რა ჰქვია ამ გრძნობას, რასაც ნიტა განიცდის? წარმოდგენა არ აქვს.
- რას შვრებოდნენ დღეს? - ინტერესით იკითხა შვილები დემეტრემ.
- კარგად იქცეოდნენ, რა თქმა უნდა.
- აუ, მამა, იცი დღეს მე და ნიტამ დამალობანა და წეროები ვითამაშეთ ბევრჯერ! - აღფრთოვანებული თვალებით მოიჭრა გაბრიელი მათთან და გაცისკროვნებულმა გაიღიმა.
- ჩენც გაბრიელის ჭკუის ხარ. - ირონიული სახით მიჩოჩდა ნიტასთან მაქსიმე, თან ჩუმად უჩურჩულა.
ისე ახლოს იყო მამაკაცი, მისი ტუჩები აფორიაქებული გოგონას ყურს ოდნავ ეხებოდა. წამით მინაბა სიამოვნებისგან თვალები ნიტამ, მაგრამ მერე, როცა გაიზარდა, თუ სად იყო, თვალები წამის მეასედში ჭყიტა. გვერდზე სწრაფად უჩქმიტა და გაბრაზებულმა შეხედა. თვითონაც გაუკვირდა თავისი ჟესტი, მაგრამ ყველაზე მეტად იმის ეშინოდა, ან ახლა წამომიხტება, ან ახლაო, მაგრამ მისდა გასაკვირად არაფერი მოუმოქმედებია. ან, კი... აბა, რა ეგონა ნიტას, ამხელა კაცი წამოუხტებოდა და რამეს ეტყოდა?! ხანდახან, ძალიან სისულელეებს ფიქრობს ეს გოგო.
- რით დავიმსახურე? - ვითომ გაიკვირვა და კიდევ უფრო მიჩოჩდა მისკენ. ლამის კალთაში ჩაუხტა.
- მაქსიმე! - გაოცებული წამოხტა ფეხზე, როცა კაცმა თითები ნიტას ხერხებალზე აასრიალა.
დამფრთალმა შეხედა ჯერ კაცს და მერე იქ მყოფებს გადახედა. მაშინვე აეფარკლა ლოყები. გახურებულ, სირცვილისგან აწითლებულ ლოყებზე მუდამ ყინულივით ცივი ხელბი აიფარა და ისევ დაჯდა სკამზე.
არა, მაინც რამდენს უბედავს მაქსიმე?! ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია. შეიძლება, არც არაფერი არ არის ისეთი, მაგრამ ნიტასნაირი გამოუცდელისთვის, ესეც კი ნიშნავს რაღაცას. სავსებით ბუნებრივია ასეთი რეაქცია. არასდროს ჰქონია მსგავსი შემთხვევა, მეტიც, ისეთი ნაზი, თუ როგორ ავხსნა... მოკლედ, ისეთია, ამაზე არც კი უფიქრია და ახლა, ასე პირდაპირ მივარდნა...
- წავალ, რა, მარიტა, მე. - თვალი ვერ გაუსწორა სირცხვილისგან მეგობარს და თავისი აღსაზრდელების დედას.
ფეხზე წამოდგა და ფართხა-ფურთხით მოუყარა თავი საკუთარ ნივთებს და მისაღებიდან აორთქლდა ლამის.
- კარგი, რა. - უცბად აეკიდა მარიტაც. - რას უსმენ და უყურებ მაქსიმეს, ეგ, ეგრე გაგამწარებს სულ. ნუ მიაქცევ ყურადღებას.
- არა, წავალ, თან დავითიც მელოდება მგონი უკვე და სირცხვილია.
ამას კი ამბობდა, მაგრამ რაც არ უნდა ცუდი იყოს, სულ არ აინტერესებდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავითი და მისი ლოდინი. უბრალოდ, არ ახსოვდა. ახლა, საფიქრალი ისედაც ძალიან ბევრი ჰქონდა, კიდევ რომ არ დამატებოდა ზემოდან კიდევ ერთი.
- გთხოვ, არ გეწყინოს, მაგრამ საშინლად მაცოფებს! - ბოლოს, ვერ მოითმინა და ბრაზით დააკვესა თვალები.
- ხოდა, მაგასაც ეს უნდა! - არანაკლებ გაბრაზებული იყო მარიტაც.
- მარიტა, დაგვტოვე! - სწრაფად შემოვიდა მაქსიმე და მკაცრად, თუმცა ხმადაბლა გასცა ბრძანება.
თვალებით შეევედრა ნიტა, მარტო არ დამტოვო ამასთანო, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა გოგონა. მხრები აიჩეჩა და თვალი გამამხნევებელი ღიმილით ჩაუკრა. თვალებში არ უნდოდა და ვერც ბედავდა შეხედვას. მასში დაბუდებული ვნებით სავსე ჭინკები ჭკუის დაკარგვამდე აღიზიანებდა.
- ვინ გელოდება დაბლა?! - წარბაწეულმა ჰკითხა და მის გვერდით, კედელს მიეყდრნო, ისე რომ მათი მხრები ეხებოდნენ ერთმანეთს.
- არ არის ეგ შენი საქმე და არ ვარ ვალდებული რამე გითხრა. - უნდოდა, საშინლად უნდოდა ხმა მკაცრი ჰქონოდა, მაგრამ საბოლოოდ, ოდნავ მკაცრიც ვერ გამოუვიდა.
- ბატონო?! - ისე შეიცხადა, გეგონებათ რამე არასწორი ეთქვას ნიტას.
- რა? - დაბნეულმა აიჩეჩა მხრები, თავიდან ვერ გაანალიზა, რამ გამოიწვია ასეთი მძაფრი რეაქცია. - მოიცადე! - გაშლილი ხელი ჰაერში ასწია. - მე, შენ, რატომ უნდა ჩაგაყენო საქმის კურსში?!
ცოტა ხანი გაბრაზებულმა, ძარღვებდაბერილმა უყურა ანთებული თვალებით, მერე მოეშვა და მარიტას გასძახა, ნიტას გავაცილებ და მოვალო. ისე შეხედა მაქსიმემ, რაღაცის სათქმელად დაღებილი პირი წამში დაახურინა, თან არანაირი სურვილი ჰქონდა ცოლ-ქმარის თანდასწრებით რაიმე გაერჩია. რაღაცნაირად ერიდებოდა. სადარბაზოში გავიდნენ თუ არა უცბად შემოუტრიალდა ნიტა.
- არც გაბედო!
- გავბედავ და მერე როგორ?! - კბილების ღრჭიალით გაუღიმა და თავის ხელებში ფრიალით აღმოჩნდა უცბად ნიტა.
ინსტიქტურად დაიყვირა გოგონამ და ასევე ინსტიქტურად მოექცა მისი მკლავები მაქსიმეს დაბერილ ყელზე. უნდოდა შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მთელს სხეულში დავლილი სიამოვნების ჟრუანტელი ნებას არ აძლევდა ამისას. უნდოდა, როგორ არ უნდოდა რომ ეყვირა, ეჩხუბა, ოღონდ ფეხქვეშ საყრდენი ეგრძნო, მაგრამ ერთი სიტყვაც კი ვერ თქვა. უბრალოდ, ვერ შეძლო. ვერ.
პიქირით, განაბულმა მიადო გულზე თავიდა თვალები დახუჭა. ახლა, მიხვდა, მხოლოდ ახლა, რომ ამ წამს ყველაზე მეტად მაქსიმესთან მსგავსი სიახლოვე სჭირდებოდა. თვითონაც არ იცის, რატომ, უბრალოდ ეს სურვილი რამდენიმე დღეა შიგნიდან ღრღნის და ამოფრქვევას ცდილობს. თავის შეკავება ყოველთვის კარგად გამოსდიონა ნიტას, მაგრამ ახლა, იმასაც დააკვირდა რომ აღარ გამოსდის.
სითბო რომ იგრნო, მაშინვე გაუფართოვდა თვალის გუგები. ახლა, რა, არაფერს ეტყვის?! ,,ღმერთო ჩემო!’’ აფართხალებულ გულზე მთელი ძალით მიიჭირა თითები და კონცენტრაციას შეეცადა. მაქსიმეს ყოველი გამოხდვა, მთლიანად მასში და მის არსებაში იწვევს გადატრიალებას. სხვანაირად არ შეუძლია, მიუხედავად თავის თავდან ბრძოლისა... ჭიდილისა...
- მაქსიმე, ეს... - სხვა ვერაფერი თქვა.
თითქოს ყველა სიტყვა, ერთი მეორეს მიყოლებით გაქრნენ ნიტას გონებიდან.
კაცმა დულიმით გამოხედა და ანიშნა რომ უსმენდა.
- რას... - ჩაახველა. პირი საკმარისზე მეტად ჰქონდა გამშრალი. - რას ვშვრებით? - დაბნეულმა შეხედა კაცს და აცახცახებულ მუხლებზე ხელები დაიწყო.
- სახლში მიმყავხარ. - უბრალოდ აიჩეჩა მხრები.
- კი, მაგრამ დავითი?
არადა, რომ იცოდეთ როგორ არ აინტერესებდა დავითი და საერთოდ არავინ. იმ მომენტში, მხოლოდ მაქსიმესთან ყოფნა უნდოდა, რაც შეიძლება დიდ ხანს. როცა კაცის თბილი, არა, ცხელი ხელი იგრძნო წელზე და მერე ყელზე ტუჩები.
- მაქსიმე... - მივარდნილი ხმით, ჩურჩულით უთხრა.
ამღვრეული ჰქონდა კაცს თვალები.
- არაფერი თქვა! - ისევ ისეთი სიმკაცრით უპასუხა, მაგრამ ამ სიმკაცრეშიც იგრძნო და შეამჩნია თბილი ნოტები.
გაბადრულმა შეხედა წამით ნიტამ, მერე კი გულზე თავი ღიმილით მიადო.



№1  offline მოდერი bibo

dideba shen gamochenassssa vasha:*ori dgea marwyvis jemo geli alubaloo rogor momeewona axali Tavi ver warmoidgen utkbileso utbileso murabav saocreba xarrro

 


№2 სტუმარი გვანცა))

აქ უნდა გაგეწყვიტა ეხლა შენ,კაი რა..
კარგიაა მაგრამ არ მყოფნისს ;დ

 


№3 სტუმარი makukuna

აი, ყოჩაღ მაქსიმე. მასე მოუხდება ნიტას, აეჭვიანებს ვითომ ბიჭს. რა დავითი, რის დავითი. კაცი გარიგებით, ასჯერ ზომავს და წონის. მიდი მაქსიმე, ჩვენ შენს გვერდით გვიგულე kissing_heart

 


№4  offline მოდერი Nude

ძალიან დიდი მადლობა! უზომოდ მიყვარხართ მე თქვენ❤️
--------------------
bailey

 


№5 სტუმარი Mtvareula

Vaimee! Axla wavikitxe yvela tavi! Ukargesia <3
Ai dzalian, dzalian kargia.
Nita kargi gogoa <3 Momwons. Magram am davits ras gadaekida? :d aseti ...vit maqsime hyavs.
Ar shemidzlia davitisnairi kacebi. Cota sigije da moulodneloba schirdeba adamians.
Ai, Maqsimeze vgijdebi <3. Nu, sheidzleba cota zedmetad mkacria, magram ne mainc momwoons ^^
Istoria shinaarsobrivad da weris stilit dzalian dzalian kargia da momwons <3.
Ise, erti aseti istoria iyo aq adre, saxeli ar maxsovs, magram igive siujeti iyo. Gamaxsenda amas rom vkitxulobdi.

Mokled, velodebi shemdeg tavs moutmenlad <3.
Ukargesi xaar sheen <3 <3 <3.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent