შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება (6)


19-01-2017, 20:40
ავტორი pandukela
ნანახია 3 467

მართლა არ ვიცი ეს რა გრძნობაა... ასეთს არაფერს შევხვედრივარ აქამდე, თითქოს ყველაფერი ერთმანეთში ირევა, და ამ უარყოფითი გრძნობებიდან დადებითს არცებრთი არ წარმოქმნის. წესით მასე უნდა იყოს მათემატიკურად უარყოფითის უარყოფითზე გამრავლებით დადებითს ვიღებთ, მაგრამ ჩემი შემთხვევა სხვაა. პირველად მეზიზღება ჩემი თავი ასე ძალიან, ამ 3 წლის განმავლობაში პირველად გამიჩნდა სურვილი თავი მომეკლა... ისევ, სადმე გადავმხტარიყავი ან უბრალოდ გავმქრალიყავი. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მინდა ახლა ჰარი პოტერის უჩინარი მოსასხამი და ასევე „სიკვდილის დღიური“ (ვინც არ იცის ეს ანიმეა რომლის მიხედვით არსებობს რვეული სადაც შეგიძლია ვინმეს სახელი ჩაწერო და 30 წამში ის კვდება) რომელშიც პირველი ჯონკუკის სახელი აღმოჩნდებოდა...
არც კი ვიცი სად ვარ, უბრალოდ მივრბივარ, შენობას კარგი ხანია გამოვცდი, კოცნის მერე აზრზე მოსვლისას რაც გავაკეთე ის იყო რომ ხელი ვკარი და კიბებზე ვიწყე სირბილი დაბლა. ეხლაც გაუჩერებლად მივრბივარ, ირგვლივ ყველა მე მომჩერებია, და ასევე ბიჭს რომელიც უკან მომზდევს და განწირულად ყვირის ჩემს სახელს, მაგრამ რა თქმა უნდა ამას ყურადღებას არ ვაქცევ. უბრალოდ გავრბივარ. გადასასვლელებზე აქამდე მიმართლებდა, მწვანე იყო მოსიარულეთათვის, მაგრამ აი სად გავები... შორიდან ვხედავ რომ წითელი აინთო, მანქენებმა სვლა დაიწყეს, ტვინი მიყვირის რომ გავჩერდე, მაგრამ ჩემი მამოძრავებელი ორგანოები მე არ მემორჩილება, თავისით მირბის, გადავაბიჯე ტროტოარიდან, მანქანებმა გამაყრუებელი ხმა გამოუშვეს, მე კი არ ვიცი რა ვქნა, ვერ ვჩერდები და აი უცებ...
თვალი რომ გავახილე ვიღაცის მკერდს ვიყავი აკრული, ირგვლივ გაოცებული ხალხი ტრიალებდა, იმ მანქანის მძღოლი რომელმაც კინაღამ დამარტყა, დიდი რაოდენობით უწმაწურ სიტყვებს იძახის, მე კი უბრალოდ სახე მაქვს დამალული ვიღაცის მკერდში ვიცი ეს ვიღაცა ვინც არის, მისი სუნამოს სუნი უკვე ჩემთვის მახსოვრობაში კარგად ჩაჯდა... ჯონკუკი.
მინდა თავი ავწიო და მოვიშორო ეს საზიზღარი არსება, მაგრამ ეხლა ვიგრძენი როგორ დავიღალე ამდენი სირბილით, ფეხებში ძალა დავკარგე და ეხლა კონკუკის ძლიერ მკლავებს რომ არ ვეჭირო ალბათ შუა ქუჩაში ავიპლაკებოდი. უკვე 10 წუთია ასე ვდგავართ, ორივე ვცდილობთ სული მოვითქვათ ამდენი სირბილით, ჯონკუკს ერთი ხელი წელზე აქვს მოხვეული მეორეთი კი ჩემი თავი უჭირავს და ჩემთან ერთად ღრმად სუნთქავს, საწყალი ალბათ კომპანიიდან მომზდევს, მაგრამ ის რომ არა არც მე გამოვიქცეოდი, ამიტომ ღირსია.
როცა სული მოვითვი მოვიშორე ბიჭი და ისევ დავიწყე სიარული, 90 გრადუშით შემოვბრუნდი და ეხლა უბრალოდ თავჩახრილი მივაბიჯებ, ტანზე მუხლებზე დახეული შავი ჯინსი მაცვია და ზემოთ თავისუფალი სტილის მხრებზე დაჭრილი საროჩკა, ხოლო ფეხზე ცოტა მაღაც პლათფორმიანი შანელის კეტები, რომელიც მან თვითონ მაჩუქა როცა კორეაში იყო ჩამოსული დედასთან რაღაც პროექტზე.
ვიგრძენი როგორ ამომიდგა გვერძე ჯონკუკი და ჩემთან ერთად დაიწყო სვლა. აზრზე არ ვარ სად ვართ, არც კი ვიცი კომპანიიდან რა მიმართულებით ვირბინე, პირველად ვარ ქუჩაში ბონსუს გარეშე მარტო და აზრზეც არ ვარ სად. აქ უამრავი მაღაზიები და კაფეებია, მთელი პროსპექტზე ხალხი ირევა, ბავშვები სკოლის ჩანთებით და დიდები ხელიხელ გადახვეულები დადიან, ზოგი მშობელთან ერთად არის, ზოგიც შეყვარებულთან. ირგვლივ მყოფი სიტვაციის თვალიერებიდან ჯონკუკმა გამომიყვანა
-აზრზე არ ვარ სად ვართ - ეხლა შევამჩნიე რომ ისიც დებილივით ათვარიელებდა ქუჩას.
-არც მე ვიცი, უნდა დავრეკოთ - ჯიბეზე მოვიკიდე ხელი, მაგამ სადა ტელეფონი, ახლა გამახსენდა რომ ყველაფერი კაბინეტში დამრჩა. არც ფული მაქვს არც ტელეფონი და ერთ იდიოტთან ერთად ღმერთმა იცის სად ვარ. -შენი ტელეფონი მომეცი - ვიბრძანე და ხელის გული გავუშვირე რომ მოეცა
-არ მაქვს- ამოიბლუკუნა -ყველაფერი ოფისში დავტოვე როცა გამოგეკიდე.- ჯანდაბა მაგარია.
-არც ფული არ გაქ ? - ვკითხე იმედით რომ რაღაცაში მაინც გამოვიყენებდი.
-საფულე მაქვს მაგრამ საკრედიტო ბარათი მაქვს მარტო, ქაღალდის ფული არ მაქ.
-მაგარია, ბანკომატის მოძებნა დაიწყე რომ ფული მოვხსნათ მერე კი ტაქსით წავალთ.
-ხო მაგრამ არა მგონია აქ სადმე ბანკომატი ან ბანკი იყოს. - მართალია... ეს დიდი სავაჭრო ადგილია სადაც ფულით მოდის ხალხი ამიტომ არც ბანკი და არც ბანკომატი არ მოჩანდა.
-ყავა მიყიდე- გამოვუცხადე ჩუმად და გზას გავუყევი პატარა კაფისკენ
-რა? რატო უნდა გიყიდო - შეიცხადია მანაც
-ღმერთო ჭკუა არ გაქ ?- ხელები მკერდთა გადავაჯვარედინე
-ვერ ვხვდები როგორ გადვეხმარება ყავა, ამიხსენი - ნუ დებილი...
-ადრე თუ გვიან ხომ დაიწყებენ ჩვენს ძებნას, როცა აღმოაჩენენ რომ ტელეფონები არ გვაქ ჩვენი კარტების შემოწმებას დაიწყებენ რომ დააფიქსირონ სად ვართ და როცა ნახავენ რომ აქ ფული დახარჯე მიხვდებიან რომ აქ ვიყავით. დავიდა? - ჯონკუკი დებილივით მიყურებდა
-ვაა, ეს როგორ მოიფიქრე?
-მაგას ჭკუა ჭირდება რაც შენ ნამდვილად არ გაქ, ამიტომ წამოდი და ყავა მიყიდე - ისევ შევტრიალდი და ბარში შევედი. ბიჭიც გამომყვა და ერთ მყუდრო კუთხეში დავჯექით. მიმტანმა გოგონამაც შეგვამჩნია და მოგვიახლოვდა.
-გამარჯობა, ერთი ყინულიანი ყავა თუ შეიძლება, შავი და იშაქრო - მივახალე გოგონას, და ეხლა შევამჩნიე რომ თვალებში გულები ჰქონდა
-გამარჯობათ, თქვენ ჩან ჰეილი ხართ არა ?- მე გაუღიმე და თავი დაუქნიე თანხმობის ნიშნად
-მე თქვენი დიდი ფანი ვარ, თქვენ ბოლო დორამა ისეთი საინტერესო იყო...- გოგონა თვალს არ მწყვეტდა
-მადლობა -თავაზიანად გაუღიმე,
-ავტოგრაფი შეიძლება? - მკითხა უცებ და ფურცელი და კალამი გამომიწოდა
-რა თქმა უნდა, ოღონდ ერთი თხოვნა მაქ- სანამ ხელს მოვაწერდი მანამდე გოგონას ავხედე.
-გისმენთ- არ ჩამომრჩა გოგონაც
-არავის არ უთხრათ რომ აქ ვარ კარგი ?- მოსაქრთამად პირდაპირ თვალებში ვუყურებდი გოგონაც წამიერად დამთანხმა. მე მას სახელი ვკითხე და ავტოგრაპიც მივეცი.
-ესეიგი მართალია?- იკითხა როცა ჩემს პირდაპირ მჯდარი ბიჭი შენიშნა -მართლა თხოვდებით?
-თავს შევიკავებ პასუხისგან თუ შეიძლება - ისევ თავაზიანად გავუღიმე გოგონას. მანაც თავი დამიკრა ჯონკუკის შეკვეთა მიიღო და გაიძურწა. მალევე მოგვიტანა ჩვენი შეკვეთილი, მე ყავა ხოლო ჯონკუკს დიდი ნაჭერი ნამცხვარი და ყინულიანი ჩაი.
-ვა ეს რა პოპულარული ყოფილხარ- აღფთოვანებით მომართა ჯონკუკმა
-შენ რა მთვარიდან ჩამოხვედი?
-არა, ვიცოდი რომ პოპულარული იყავი მაგრამ ასეთს არ ველოდი.
-ჯობია მოკეტო და ჭამო- მისი დებილი რეპლიკის დაიგნორება ვცადე
-არ გინდა? გაგყობ- შემომთავაზა მისი დიდი ნაჭერი შოკოლადის ტორტი, რომელიც ძალინ გემრიელად გამოიყურებოდა მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებდი მის ჭამას, მითუმეტეს მისი თევშიდან
-არა მადლობა, მაგაში იმდენი კალორიაა რამდენსაც მე ერთ კვირაში ვიღებ- მწარედ ჩავილაპარაკე და ჩემი ყავა მოვწრუპე.
-მაგიტომაც ხარ ჩხირივით- არც ის დანებდა
-მერედა რა? გოგომ სხეულს უნდა მოუაროს- ამაყად ვთქვი და ნერწყვი მწარედ ჩავყლაპე, ისე გემრიელად გამოიყურება ნამცხვარი რომ ცოტაც და ვიფეთქებ, მან რაღა თქმა უნდა ეს შეამჩნია, ეშმაკურად ჩაიცინა და ტორტზე ზემოდან მოთავსებული შოკოლადიში ამოვლებული მარწყვი გამომიწოდა
-დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა?- გამომწვევად მკითხა, მინდა მაგრამ ვერ დავნებდები.
-არა მადლობთ- კიდევ ერთხელ გავიმეორე და თვალი ავარიდე
-კარგი მაშინ მე შევჭამ- და ისე გამომწვევად მოკბიჩა მარწყვს რომ ცოტაც და ვეცემოდი.
-ახ ვერ გიტან- გამოვცერი და ფეხზე წამოხტი რომ ტვალეტში გავქცეულიყავი.
-საით? - პირ გამოტენილმა მკითხა
-ტვალეტში? ხო არ გამომყვები?- ეს არ უნდა მეთქვა, მან ღეჭვა შეწყვიტა და ეშმაკურად გამომხედა
-და შენ გინდა რომ გამოგყვე? - ჩაილაპარაკა და ქვეტა ტუჩი ენით დაასველა
-რა დონის იდიოტი ხარ ჯოენ ჯონკუკ, არც კი მჯერა რომ გელაპარაკები - იმედგაცრუებულად ჩავილაპარაკე და საპირფარეშოს ძებნას მოვყევი.
რამოდენიმე წუთში დავბრუნდი. ჯონკუკს ჭამა დარულებული ქონდა და ჩაის წრუპვით ტკბებოდა. მეც ისევ დვიკავე ჩემი დაგილი და ქუჩაში დავიწყე ცქერა.
-ეი რას ვაპირებთ?- ეს კითხვა არ მასვენებდა, მაგიტომ დავარღვიე სიჩუმე და ისევ მისკენ გადმოვიტანე მზერა
-შენ თვითონ არ თქვი დაველოდოთ როდის გვიპოვიანო? - კრავის თვალებით ჩაილაპარაკა
-მაგას არ გეკითხები, ქორწილზე რას ვაპირებთ თქო?
-არ ვიცი. შენ რას აპირებ?
-შენს ცოლობას ნამდვილად არა.
-მაშინ რამე უნდა მოვიფიქოთ, როგორ შეიძლბა ამის ჩაშლა?
-არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ის არის რომ ჩვენი მშობლები ძალიან სერიოზულად არინ განწყობილნი ამის მიმართ
-ხო ვიცი- ამოიხვნეშა ბიჭმა -აქამდე მამაჩემს არასდროს უთხოვია ჩემთვის რამე, მაგრამ შენი ცოლად მოყვენა კი არ მთხოვა არამედ მიბრძანა, ესეიგი საქმე ძალინ სერიოზულადა
-მაგას მეც ვხვდები- არ ჩამოვრჩი მეც და ორივე დავდუმდით
-და რა ვქნათ? მე არ მინდა შენი ცოლი მერქვას - ისევ დავარღვიე სიჩუმე
-არც მე მინდა შენნაერი ჯიუტი ცოლი, რამეს მოვიფიქრებთ, თუ ვერადა დავქორწინდებით და მერე გავშორდებით, რა პრობლემა ეგაა- ხმაზე ეტყობოა რომ მასაც არ მოწონდა ეს იდეა, მიტომ აღარ შევეპასუხე.
-და ბიზნეს სამყაროში მართლა ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი გაერთიანება?
-კი, ჩვენი კომპანიები ისედაც ყოველთვის ერთად იყვნენ ჩვენი მშობლების ურთიერთობის გამო მაგრამ ასე არ შეიძლება, ერთმანეთში არაფორალური თანამშრომლობის გამო შეიძლება ორივე კომპანია დაზარალდს ამიტომაც არის საჭირო ჩვენი ქორწინება რომ ერთი ოჯახი გავხდეთ და ჩვენი ქონება ერთ რეესტრში ჩაიწეროს, როგორც ცოლ- ქმრის.- ამ წუთას ასე სერიოზულად რომ ლაპარაკობს მართლაც რომ სიმპათიურია, მისი სახის ყველა ნაკვთი იდიალურია. მისი სავსე დიდი ტუჩები რომელსაც მოვარდისფრო დასდევს, თან როგორი გემრიელია... ჯანდაბა რაზე ვფიქრობ ცოტა თავი გავაქანე რომ აზრზე მოვსულიყავი.
-და თუ ესეთი მნიშვნელოვანია განქორწინებით უფრო მეტი პრობლემა არ შეიქმნება?- ისევ გავაგრძელე კითხვების დასმა
-ჩვენს წინააღმდეგ ბევრი კომპანია ცუდად არის განწყობილი რადგან ბაზარზე უკვე დიდი ხანია ჩვენ გვიჭირავს პირველი ადგილი, რაც შეუცვლელია, ყველა ეძებს საბაბს რომ ჩამოგვაგდონ, ჩასაფრებულები არიან რამე რომ შეგვეშალოს საბოოლოოდ ჩავვარდებით, ამ შეცდომად შიძლება ჩვენი არაფორმალური ურთიერთობა გამოიყენონ ამიტომაც მივედით ამ გადაწყვეტილებამდე. ამიტომ ჯობია ჯერ დავქორწინდეთ და მერე გავშორდეთ ვიდრე საერთოდ არ დავქორწინდეთ.
-ეხლა მივხვდი რატომ ითხოვდ მამაჩემი ამას ასე დაჟინებით- ხმადაბლა ჩავილაპარაკე.
-შენ საერთოდ არაფერი გახსოვს ბავშვობიდან?- ესე უცაბედად თემის შეცვლამ ცოტა დამაბნია.
-ძალიან ცოტა, ჩემი ფსიქოლოგმა გულმოდგინდ იმუშავა ამაზე, ამიტომ ძალიან ცოტა ფრაგმენტი მახსოვს ისიც ბუნდოვნად.
-მოიცა შენ რა შენი ბავშვობა დაგავიწყეს - გამოცებული მომაშტერდა
-ხო, ეგრე გამოდის, არ მაძლევდნენ საშვალებას მასზე მელაპარაკა და როცა ამ თემაზე კითხვებს ვსვამდი ყოველთვის ცვლიდნენ სალაპარაკო თემას - ისეთი დებილი სახით მომშტერებოდა თითქოს დორამის დაძაბული მომენტი იყო მის წინ გადაშლილი - რა იყო, არ ელოდი ასეთი ცხოვრება თუ მექნებოდა?- უხერხულად გავიღიმე, მართლაც როგორი საცოდავი ვარ...
-არა, როგორ უძელებ საერთოდ?- თვალ მოუშორებლად ჩაილაპარაკა.
-არაუშავს, მაგასაც შველიან, დიდი რაოდენობით წამლებით და ანტიდეპრესანტებით- ისევ ჩავიღიმე ისე უხერხულად ვგრძნობდი თავს რომ არ ვიცოდი სად წავსულიყავი. მეტი არაფერი უთქვამს ისევ მიყურებდა და თვალებზე ეწერა რომ ვეცოდებოდი, მართლაც ასეა ძალიან საცოდავი ვარ.
-და შენ ჩემი ნამდვილი სახელი საიდან იცი?- ეხლა გამახსენდა რომ თავიდან მინსუთი მომმართა
-მე.. ბავშვობაში ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით სანამ მე ამერიკაში არ წავედი სასწავლებლად, მაშინ ორივე 9 წლის ვიყავით, მახსოვს ძალიან ბევრი იტირე როცა მივდიოდი. -ჩაეღიმა აშკარად მოგონებებმა გაიელვა მის თავში მე კი არც კი მახსოვს რომ ბავშობაში მეგობარი მყავდა, თან ბიჭი.
-მე კი არ მახსოვს მსგავსი რაღაცები, ახლა ისე მშურს შენი რომ ვერც კი წარმოიდგენ, მეც მინდა მახსოვდეს ბავშვობა, არადა რომ არ გავიხსენო დედაჩემი ფოტოების დათვარიელების უფლებასაც კი არ მაძლებს
-რა გიკრძალავს ?- კინაღამ გადასცდა ბიჭს ჩაი.
-არა, პირდაპირ არ მეუბნენა რომ არ დავათვარიელო, მაგრამ ყველა სურათი რაც სახში იყო დამალული აქვს, თან ისე რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვიპოვე.
-ესეთ რაღაცეებს რატომ აკეთებს- ცოტაც და ჯონკუკი საცოდაობით მოკვდებოდა
-არ ვიცი ალბათ ეშინია რომ ჩემზე კონტროლს დაკარგავს.- ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ძალიან უხერხული იყო. პრივე ფანჯარაში ვიყურებოდით და გარეთ მოსიარულეებს ვაკვირდებოდით.
-ბოდიში...- ჯონკუკმა ისევ ჩაილაპარაკა და მზერა ჩემზე გადმოიტანა
-რისთვის?
-იმისთვის რომ უკითხავად გაკოცე და კიდევ იმისთვის რომ დაგტოვე...
-აჰ -მთლიანად გავწითლდი -არაუშავს ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევდა ჩემითვის პირველი კოცნის წართმევა- ვერ ვხვდები საიდან ამხელა თავდაჯერებულობა და გახსნილობა ამ ბიჭთან
-პირველის? -გაიკვირვა ბოჭმა
-ხო რა იყო? - ეხლა მართლა შემრცხვა
-შენ რა მათლა არ გახსოვს ?- ღიმილით ჩაილაპარაკა
-რა უნდა მახსოვდეს - ახლა უკვე დავინტრიგდი
-კარგი არაფერი... უბრალოდ დაივიწყე - ისევ იგივე ღიმილით მოწრუპა ჩაი.
-რახან დაიწყე დაამთავრე - რისი თქმა უნდა იმით რომ არ მახსოვს
-არაფერი უბრალოდ ვწუხვარ რომ არ გახსოვს.- ის ის იყო პასუცი უნდა გამეცა რომ ვიღაცეების კივიკლა გამაწყვეტინა. ფანები... სკოლის ფორმაში გამოწყობილი გოგონები ჩემსკენ მორბოდნენ და სურათებს იღებდნენ თან ჩემს სახელს ყვიროდნენ რაც უფრო მეტი ხალხის მოგროვების სავაბაბი ხდებოდა. მე დავიბენი ხელები სახეზე ავიფარე, არ ვიცოდი რა მექნა არც მასკა მქონდა არც ქუდი რომ სახე დამემალა, არადა არ ვარ ეხლა სასურათე პოზაში და არც მაკიაჟი მაქვს სათანადო, დედაჩემი მომკლავს ეს რომ ნახოს და თან ჯონკუკი... ჯანდაბა... ფეხზე წამოვდექი რომ გამოვსულიყავი იქიდან მაგრამ უიმედიდ. ხალხი ჩემს გარშემო უფრო მრავლებოდა და ყველა სურათებს ღებდა თან ვერ ვახერხებდი სახის დამალვას... ესეთ მომენტებში ყოველთვის ბონსუა ჩემთან მაგრამ ეხლა სად არის... მარტო ვარ და უამრავი ხალხი გასვლის საშვალებას არ მაძლევს, ცოტაც და ტირილს ავიწყე. უკვე ვგრძნობ როგორ მელევა ძალა ფეხეში ნერვიულბისგან, ხან ერთ მხარე მივდივარ ხარ მეორე მაგრამ ფანები გასვლის საშვალებას არ მაძლევენ. უცებ ჩამობნელდა სახიდან ხელები მოვიშორე და თავზე გადაფარებული შავი ჟაკეტი შევნიშნე რომელიც მთელ სახეს მიმალავდა. მერე კი ხელი რომელმაც მჭიდროდ მომხვია მკლავე და მკერდზე ამიკრა,მეორე ხელით გზა დაათავისფლა და გარეთ გავედით მაგრამ სად უნდა წავიდეთ, წასასლელი არსაც არ არის. ესე ერთმანეთზე მიკრულებმა ვირბინეთ ცოტა ხანი გზას ვერ ვხედავდი. რადგან თავზე შავი მქონდა დაფარებული მხოლოდ მიწა იყო და ჩვენი ფეხები რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებით მირბოდა და ხალხის ხმა რომელიც ნელ ნელა ნელდებოდა. რესკი მოძრაობით ერთ კუთხეში შევუხვიეთ და გავჩერდით. მან კედელზე მიმაკრო და თითებით თავი ამაწევინა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ხშრი სუნთქვით, თვალების ცეცებით მათვარიელებდა, მე კი დებილივით უბრალოდ ვუყურებდი და ცრემლებს ვღვრიდი
-კარგად ხარ? რამე გეტკინა?- მომაყარა და თვალის ცეცებით ჩემი სხლეული აათვარიელა.
- კი.. კარგად ვარ, ჯონკუკ გამიყვანე აქედან გთხოვ - პარატა ბავშვივით მოვთქვამდი და ხელებს მკლავებზე უჭერდი, მან ორი წუთით შეყოვნდა მერე კი გულში ჩამიკრა მაგრად მომეხვია.
-დამშვიდდი, წაგიყვან... არ იტირო ყველაფერი კარგადაა მისნსუ არ იტირო გთხოვ -თავზე კეფაზე ხელს მისმევს რაც ნამდვილად მამშვიდებს. წელზე მოვხვიე ხელები და უფრო მივეკარი. ამის დრო არ იყო ამიტომ მალევე მომიშორა და მოფარებული ჟაკეტის ჩაცმაში დამხმარა. მეც დავემორჩლე და სწაფად ჩავიცვი. მან მოსაცმელის ქუდი დამაფარა და ისევ მოიქცია ჩემი სახე ხელებში.
-დამშვიდდი, ცოტა კიდევ უნდა გავიქცეთ და უკეთეს ადგილას დავიმალოთ კარგი?- მე უბრალოდ თავი დავუქნიე და მკლავებით ცრემლები მოვიწმინდე. მანაც ხელი ჩამკიდა შუბლზე მაკოცა და ისევ გავიქეცით. ხალხი რომელიც იქ ტრიალებდა და გვეძებდა ისევ დაიწყეს ყვირილი და გამოგვეკიდნენ. მეც მონდომებით მივყვებოდი ჯონკუკს რომელიც ხელ ჩაკიდებილი წინ მირბოდა და პატარა ჩიხებში ძვრებოდა რომ ჩამოგვეშორებინა ყველა, მეც მას მივყვებოდი, ორივე მივრბოდით და უკან არც ერთი არ ვიყურებოდით.
ძალინ ცხელა თან ესეთი სქელი ჟაკეტი მაცვია უკვე შუადღეა ალბათ ასე 4 საათი იქნება შუა აგვისტოში, მე და ჯონკუკი გავრბივართ დიდ ქვაფენილიან პროსპექტზე და უკან მოგვზდებს ხალხი რომელიც არადა არ ნებდება. უკვე ძალიან დავიღალე ალბათ ნახევა საათია დავრბივართ. უკანაც ხმამ იკლო, კიდევ რამოდენიმე მისახვევსი შევუხვიეთ და ერთ-ერთ ჩიხში გავჩერდით. მე კიდელს ზურგით ავეკარი ჯონკუკი და წინიდან ამეფარა, გვერძე რამოდენიმე ფოტოაპარატიანმა ბიჭმა ჩაირბინა მაგრამ ვერ დაგვინახეს რადგან ჯონკუკი მთელი სხეულით მფარავდა და მეც მისი დაკუნთული ტანის ქვეშ საერთოდ არ ვჩანდი. ორივე ძვლივ სუნთქავდით. ფეხებს ვეღარ ვიმორჩილებდი ამიტომ მუხლებში ჩავიკეცე და ძირს დავიხარე. იგივე ქნა ჯონკუკმაც და თან ხელს მისმევდა ზურგზე რომ ცოტა დამხმარებოდა სუნთქვის ნორმაში მომეყვანა, თვითონაც ასე იყო მაგრამ ჩემსავით ნამდვილად არ უჭირდა. აი რას შვება ნავარჯიშები სხეული... მან ჟაკეტი მომაშორა რომ უკეთ მესუნთქა, მთლიანად ოფლიანი ვიყავი როგორც ის.
-ჰეი კარგად ხარ? მგონი წავიდნენ... -უკვე დამშვიდებული ხმით მითხრა მან
-კი კარგად ვარ. ეხლა რა უნდა ვქნათ.
-არ ვიცი მოიცადე ვნახავ სად ვართ.- ჩიხიდან გამოვედით და ჯანდაბა სად ვათ? ერთი ვიწრო ქუჩაა სადაც არავის არ არის, მაღალი სახლებია, და პატარა ქუჩის რესტორნები, არც კი ვიცოდი რომ სეულში ესეთი უბნები იყო. ერთ-ერთი რესტორნის თავზე საათი ეკიდა რომელიც თითქმის 5 საათს უჩვენებდა. რამდენი ხანია დავრბივართ ღმერთო. ან ჩვენები სად არიან? საერთოდ გვეძებენ? თავს დაკარგულ კუნძულზე ვგრძნობ.
-მემგონი ჯობია რომელიმე რესტორანში შევიდეთ და ტელეფონი ვითხოვოთ- ისევ ჩამკიდა ხელი ჯონკუკმა და რესტორანში შევედით. აქ დაბალი მაგიდები იყო რომლებსაც გარშემო იატაკზე დამჯდარი ხალხი ისხდა და დიდი მონდომებით შეექცეოდნენ საჭმელს. ჯონკუკი გამყიდველთან მივიდა და ტელეფონი მოთხოვა, მანაც მისცა უფლება დაერეკა. არ ვიცი ვის ელაპარაკა მაგრამ აქაური მისამართი უთხრა და ამოვისუნთქე, როცა ჯონკუკმა შემატყობინა რომ უკვე მოდიან მანქანით.
ნახევარი საათი იქ ვიდექით და ველოდებოდით მანქანას. როგორც იქნე გამოჩნდა შავი, თანამედროვე მანქანა და ამოვისუნთქე. კარები ჯონკუკმა გამიღო უკან და თვითონაც გვერდით მომიჯდა. იქიდან წამოვედით. ისეთი დაღლილი ვიყავი თვალსაც ვერ ვახელდი, მანქანაში გრილოდა რაც ძალინ მსიამოვნებდა, ყველანაირი ფიქრის გარეშე თავი ჯონკუკის მხარს ჩამოვადე და დაძინება გადავწყვიტე, მანაც ხელი გადამხვია მხარზე და უფრო კომფორტულად მომაწყო.
-დაიძინე როცა მივალთ გაგაღვიძებ -ჩამჩურჩულა და შუბლზე მაკოცა, მეც უყუყმანოდ მოვდუნდი და ძილს მივეცი თავი.
*****
ვიცი არასაინტერესო თავი იყო და თან დიდი, მაგრამ შემდეგ თავზე რომ გადავიდე აუცილებლად უნდა დამეწერა მსგავსი ...იმედია არ გამიბრაზდებით
ვისაც აინტერესებს ! ეს არის ვიდეო ნამდვილ joen jungkook-ზე, წინასწარ გაფრთხილებთ კორეელია და მისი შეურაწყოფა არც გაბედოთ :D როგორც გინდათ ისეთი წარმოიდგინეთ ის მაგრამ სინამდვილეში ასეთია ...სინამდვილეში ის მართლა 19 წლისაა და მსოფლიოში ერთ ერთი ძალიან პოპულარული ჯგუფის BTS -ის წევრია.(საძიებო სისტემაში დააკოპირეთ ლინკი და ისე მოძებნეთ სხვანაირად არ ხსნის :( )



№1  offline წევრი D-I-A-N-A

საყვარელო 19 წლის ის კორეაშია ჩვენთან კი 18 წლისაა. და დიდი თავი არა ზოგი ამაზე დიდ თავებს დებს ამიტომ ნუ ღელავ . და ძალინაც საინტერესოა kissing_heart

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Dzalian saintereso iyo momewona es bichi unda davguglo martla imdeia simpatiuria
--------------------
M.D

 


№3 სტუმარი A

Me namdvilad momewona dzalian saintereso iyo... bolos da bolos ragac mainc moaxerxes da heilim saqmrostan mshvidad saubari shedzlo. Tanac mividnen ragac daskvnamde. Mtavaria awi heilim bavshvoba maleve gaixsenos.... aseti tirani deda pirvelad gavige rom psiqologtan ataro da suratebi umalo rata bavshvoba daaviwyo..... male dade ra shemdegi.... veli moutmenlad....

 


№4  offline წევრი (❤marikuna❤)

rac sheizleba male dade shemdegi tavi zallian sainteresoa da damafikrebeli❤

 


№5 სტუმარი Guest გვანცა

აუ გთხოვ 7 თავი დადე ძაან მაინტერესებს რა მოხდება

 


№6 სტუმარი Guest გვანცა

გთხოვ გააგრძელე რა

 


№7  offline წევრი davinna

Ararsebobs BTS? Yeeees <3 dzlivs raaa vgijdbi matze ubralod.. <3 nuuu exla chems pavorits V warmoadgens magram jungkook ro seqsualuri maknaea magas ver gaveqcvit :D istoria dzalian kargia momwons vgijdebiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent