შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის 13 (თავი 20 და 21)


19-01-2017, 21:16
ავტორი ნანიკო_ნანო
ნანახია 1 781

ერთი თვე ისე გავიდა ფეხი ერთხელაც არ ჩამიდგამს თბილისში. ვცხოვრობ აქ და თავს ვიტყუებ რომ მშველის. მომწონს, მიყვარს აქაურობა მაგრამ არ მშველის... თებერვლის ბოლო დღეა და თოვლი ნელნელა დნება არემარეზე. ამ თვის ცივი სუსხი მაინც შემორჩენია გარემოს.
საღამოა, 6 საათი. დაჩი ბუხარს მინთებს. მაღაზიიდან ადრე წამოვედით, ხალხი რომ აღარ შემოდიოდა. მე რაფაზე ფეხებით ვდგავარ და დაორთქლილ ფანჯრებს ვწმენდდ. ჩემი და კორინთელის დიალოგი სხვადასხვა თემაზე წარიმართება ხოლმე მთელი აქ ყოფნის განმავლობაში.
-დაჩი გაცივდა შენი ჩაი! -თბილად მივაწვდინე ჩემი ხმა მის სმენას.
-ჯერ არ ამინთია. -დაღლილმა გამომხედა.
-დაანებე თავი. მაინც არ ცივა ისე... მოდი დალიე! -ფანჯარაზე დარჩენილ დაორთქლილ შუშას ნაჭერი გადავუსვი და სწრაფად ჩამოვხტი. ის უკვე დივანზე დამჯდარა და ნაკლებად ცხელ ჩაის შეექცეოდა. დივნის წინ მდგომ შუშის მაგიდისკენ იყო წინ წაწეული და შემომცქეროდა. გვერდით მიუჯექი და ჩემთვის განკუთვნილი ჩაი სწრაფად მოვსვი
-ხვალ 25 წლის ხდები! -ბედნიერად გაიღიმა, თითქოს მისი დაბადების დღე ყოფილიყოს.
-ვიცი. -წამით გავუღიმე და ჩაი ნაღვლიანად გადავკარი
-არ გიხარია?! -მოიღუშა
-უკვე კაი ხანია! -ვუთხარი, მოხერხებულად მივეყუდე საზურგეს და ფეხი ფეხზე გადავიდე.
-ცუდია...
-მოდი ხვალ არ წავიდეთ მაღაზიაში და მაგრად გავერთოთ. -ისედაც ვერ წავალთ... თან ვერც გავერთობით. -მოიწყინა -თბილისში მივდივარ ხვალ!
-რაა?! -მეტად მოულოდნელი იყო ეს წინადადება ჩემთვის. მარტო ყოფნის შემეშინდა თან დაჩის წასვლაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა -სამუდამოდ?! -უარყოფითი პასუხის მოლოდინში ვკითხე
-არა რა სამუდამოდ. ჩემი და ხომ იცი, ანა. ხვალ დაგეგმილი მშობიარობაა და უნდა რომ მასთან ვიყო. ერთ ორ დღეში ჩამოვალ! შენ არ მოიწყინო... -ცალი მხრით გადამეხვია
-კარგი მაშინ იდეა მაქვს. -სწრაფად წამოვხტი და როიალის უკან მდგომ კარადასთან მივირბინე. სამი ბოთლი გამოვიღე და დაჩის წინ დავდექი.
-გადადგი ეგ ჩაი! მაინც გაცივდა.
-რას აკეთებ?! -მოულოდნელი იყო ჩემი ქმედება მისთვის
-ღვინო, არაყი, კონიაკი! -სამივე ბოთლი მის წინ მდგომ მაგიდაზე თანმიმდევრობით დავალაგე. -დღეს, მე და შენ ვსვამთ! -ბრძანებას უფრო გავდა ვიდრე თხოვნას ან კითხვას
-აჰაჰ... -გადაიხარხარა მან. -სერიოზულად ქეთო?! -სიცილს ვერ იკავებდა
-აბა არასერიოზულად?! -ეშმაკურად ჩავუღიმე და არყის, ღვინის და კონიაკის ჭიქების მოსატანად გავემართე. სამივე კოლექცია რუსეთიდან იყო გამოგზავნილი.
-მე ღვინოს და კონიაკს დავლევ. არაყის ატანა არ მაქვს. -თქვა და ხელები მოისრისა თითქოს ემზადებოდა
-მე ღვინოს და არაყს. -ცუდად მათრობს კონიაკი. ცუდად მოქმედებს. ჩემთავს ვეღარ ვცნობ ხოლმე
-არ ვიცოდი თუ გიყვარდა დალევა -ჩაეცინა
-არადა მაგრად "მევასება". მსმელი არ გეგონო. უბრალოდ მაგრად მშველის რთულ სიტუაციებში. ხვალ ვერ გავერთობით რადგან შენ აქ არ იქნები მაგრამ დღეს ბოლომდე! -მტკიცედ წარმოვთქვი და მის პირდაპირ მდგომი მაგიდის უკან, დივანზე ჩამოვჯექი და ფეხები გადავაჯვარედინე.
-დარწმუნებული ხარ რომ დღეს დავლევთ?! -კიდევ ერთხელ ფრთხილად მკითხა
-რატომ არ უნდა ვიყო -ყველაზე მეტად ახლა დალევა მინდოდა და გადაფიქრებას არ ვაპირებდი
-მერე არ ინანო პახმელიაზე რომ იქნები ხვალ...
-რა უნდა ვინანო! თან მე პახმელიაზე არ ვარ ხოლმე. არ ვთვრები როცა ვსვამ. უფროსწორად ვერ ვთვრები. ადვილად ვიტან. ოღონდ სასმელსაც გააჩნია. ვითენთები და კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე უბრალოდ.
-მერე მაგას რა ჯობია. -დასალევად მოემზადა
-ვიწყებთ! -ვუთხარი და ჭიქები გავავსე.
-ოღონდ ძალიან არ აურიო. ბევრიც არ დალიო, არ გაწყინოს! -გამაფრთხილა მან
-მე არ ვიცი ხოლმე ეგრე
-ესეიგი რა გამოდის, დღეს ავღნიშნავთ შენ დაბადების დღეს... -თქვა და ორივემ ღვინის ჭიქა გადავკარით
-დიახ! -კარგი ხასიათი შემეტყო. -ოღონდ სადღეგრძელოები არ გვინდა რა, კაი? უბრალოდ დავლიოთ!
-ჰოო, არც მე მიყვარს სადღეგრძელოები..
მესამე ჭიქამდე მივედით ღვინოზე.
-გაგვიმარჯოს! -ჭიქა აწია მისაჭახუნებლად
-გაგვიმარჯოს! -მივუჭახუნე და სწრაფად დავლიეთ.
-ისე რა ჯიგრობაა. -მასაც შევატყვე მხიარულება -ოქროს დაბადების დღე მაშინ გქონდა 1 წლის რომ გახდი... -გადაიხარხარა
-მაგაზე მეც ვღადაობ ხოლმე -სიცილში ავყევი -შენ იშვიათად სვამ? -ინტერესით ვკითხე
-მეც შენსავით ვარ. ტკივილი როცა მაწვება მაშინ. მშობლებისა და ცოლის დაკარგვის მერე ხშირად მიწევს ჩემთავთან მარტო დარჩენა და ცუდად ყოფნა... -დაღონდა მაგრამ სასმელმა მაინც იმოქმედა მის ხასიათზე
-მესმის შენი. -ჭიქა ავუვსე -ისე დღეს რამე სისულელეები არ ვაკეთო შემაჩერე ხოლმე -ჩავიხითხითე
-გავაკონტროლებ შენ ქცევებს გპირდები! -როგორც ჩანს დაცხა და ჟაკეტი გვერდით მიაგდო.
-აუუ რაღაც მოვიფიქრე. ამ ჭიქაზე შევეჯიბროთ, ვინ უფრო სწრაფად დალევს.
-კარგი. ერთი, ორი, სამი!
-გაჯობე! -წამოვიყვირე როცა ჭიქა მასზე სწრაფად დავდე მაგიდაზე
-ნუ ეშმაკობ. ადრე დაიწყე! -სიცილით გამიბრაზდა
-აღიარე რომ წააგე. -გამარჯვებულის იმიჯი შევიფერე და ისე გავუღიმე
-კარგი ხო... -დანებდა ის
-არაყზე გადავდივარ -ბოთლი გავხსენი
-მე კონიაკზე. -მანაც გახსნა ბოლთლი.
-მოდი იცი რა ვქნათ? -წინ წავიჭერი ისევ
-შენ ახალ ახალ შემოთავაზებებში გამოირჩევი! -როგორ მომწონს ის სიტუაცია რომ დაჩის მხოლოდ და მხოლოდ მაგარ მეგობრად მივიჩნევ
-ამაღამ აქ დარჩი. ცოტასღა დავლევთ ეხლა და მერე აღარ. დავსხდებით ფილმებს ვუყურებთ, შევჭამთ და გავერთობით რა. ინტერნეტიც მაქვს... მიდი რა, გთხოვ! -ვემუდარებოდი როცა დავინახე რომ ყოყმანობდა -ჩემიდაბადების დღეა ბოლოსდაბოლოს. გთხოოვ! -არ ვჩერდებოდი -ხვალ მიდიხარ თან..
-კარგი ხო! -დამთანხმდა -ოღონდ არ უნდა დავუშვათ რომ ღამე კიდევ დავლიოთ. არ მინდა ხვალ თავის ტკივილისგან ავარიაში მოვყვე.
-არც მე ვაპირებ ამის გაკეთებას!
კიდევ სამი ჭიქა არაყი. სიმართლე იქნება თუ ვიტყვი რომ უკვე დავთვერი. 12 ის ნახევარი გახდა. ვიცინოდით, ვხარხარებდით და დროებით დალევა შევწყვიტეთ. დივანზე ვისხედით და ტელევიზორს შევყურებდით. ფილმს ვუყურებდით: "ცხოვრება ისეთი, როგორიც სინამდვილეშია"
-იცი სულ მომწონდა ეს მსახიობი, ჯოშ დუჰამელი. -მთელი საათის განმავლობაში ერთხელაც არაფერი გვითქვამს. აწითლებული და ახურებული ლოყებით ვისხედით ორივენი. ალბათ რა სასაცილოები ვართ...
-იცი სულ მომწონდა ეს მსახიობი, ჯოშ დუჰამელი. -მაინცდამაინც მე დავარღვიე სიჩუმე -მაჩაბელი მახსენდება მას რომ ვუყურებ. ყველა ფილმი ნანახი მაქვს ამ ბიჭის მონაწილეობით.
-ჰო... მე ეს გოგო მევასება, როგორც მსახიობი. ქეთრინ ჰეილი ქვია თუ არ ვცდები! -ხმა ჩახლეჩოდა დალევისგან
-იმ სერიალშიც თამაშობს, მე რომ ვუყურებ. ეს ფილმიც როგორ მიყვარს იცი? -თვალები მიბრწყინავდა. ვერ დავთვლი უკვე მერამდენედ ვუყურებ -ვუთხარი და თავი მის მხარს დავადე
-მეც ძალიან მომწონს! -ტელევიზორისკენ პულტი მიმართა და ხმას აუწია
-აუ კონიაკი მინდა! -წარმოვთქვი უცბად და მაგიდისკენ წავიწიე
-ხომ თქვი ცუდად მოქმედებსო -გაახსენდა ჩემი ნათქვამი
-2 ჭიქა რას მიზავს... -ვუთხარი და ორივე ჭიქა სწრაფად გადავკარი.
-მეტი აღარ დალიო. ხო ხედავ არც მე ვსვამ. ცუდად არ გახდე რა... -ბოთლებს სახურავი მოუჭირა. როგორ მომწონს მისი ასეთი მზრუნველობა ჩემს მიმართ.
-აღარ ვსვამ. -თითქოს პირობა მივეცი და საზურგეს ისევ მივეყუდე. ტელეფონი ავიღე და ჩემდაუნებური ქმედებით ნომერი გავააქტიურე. ვეღარ გავუძელი და სმსების კითხვა მომინდა.
მაჩაბელისგან მოსული სმს ის ხმამ უცბად გული შემიკუმშა და სული შემიხუთა. ტელეფონი ისევე სწრაფი ტემპით აწკრიალდა როგორც ჩემი გულის ცემა აჩქარდა. სანამ სმსს გავხსნიდი ფეხზე ავდექი და დივანს მოვშორდი. მინიმალური დარჩენილი სიფხიზლის შენარჩუნება ვცადე რომ თვალები კარგად გამეხილა და ზუსტად წამეკითხა მისი მონაწერი.
"-ახვლედიანო, მიყვარხარ მე შენ! გეფიცები შეგეშვი. დაგანებე თავი, დამიჯერე... მაგრამ უბრალოდ ფაქტს ავღნიშნავ იმის თქმით რომ ვგიჟდები შენს არსებობაზე. მომენატრე!"
გავიყინე და გავშრი. ტელეფონი ხელში მეჭირა. გაშეშებული ვიდექი, გაუნძრევლად. ანთებულ ეკრანს დავყურებდი გაშტერებული. კორინთელის მზერა ვიგრძენი ჩემკენ მომართული. ეკრანი ჩაქვრა და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი. მაშინღა გავიაზრე რა ხდებოდა ჩემს თავს.
-ქეთო! -მომმართა, როცა ჩემი განცვიფრებული სახე დაინახა და წამოდგომა დააპირა
-დაჩი! -ვეღარ მოვთოკე ემოციები და ცრემლებისგან დაცლა მომიწია. ავქვითინდი მთელი გულითა და სულით. სწრაფად მომმვარდა და ჩამეხუტა. დამშვიდებას არ ცდილობდა უბრალოდ უნდოდა მეგრძნო მისი გვერდში დგომა.
ვეხუტებოდი დაჩი კორინთელს და მთელ სითბოს შევიგრძნობდი მისგან. მიკრობილი ვყავდი და ჩემი ცრემლები მის შავ "საროჩკაზე" ისე ეცემოდა როგორც ფოთლიდან ახალ ნაწვიმარზე წვეთები იწყებდნენ ცვენას.
ჩემი სევდისაგან გამოწვეული მისი მთრთოლავი ხმა ყურში ნაზად ჩამესმოდა, ჩურჩულით. ტელეფონი გამომართვა და სმს წაიკითხა.
-როგორი დამღლელი, მტანჯველი და საშინელებაა ეს სიყვარული! -თავი ავწიე მისი მკერდიდან და ამოვღერღე. ცრემლების ნაკადს დაყოველ წვეთს თავს ვუყრიდი და დროებით ვცდილობდი დინების შეჩერებას
-აბა ამ ყველაფრის გარეშე სიყვარული ბანალურია ქეთო! ბანალური სიყვარული კიდე, სიყვარულია?!
ეს ის გრძნობაა შენს გვერდით რომ დგას და მაინც უზომოდ რომ გენატრება. ისე, თითქოს მისი არსებობა არ გყოფნის. ეს ის გრძნობაა, როცა ხედავ მას, შენი თვალები შეიგრძნობს მაგრამ მაინც ძალიან გწყურია მისი ყურება. ეხები, მაგრამ უფრო მეტად ცდილობ მისი სხეულის შეგრძნობასა და აღქმას. სიყვარულია, როცა უსმენ მის ნათქვამ თითოეულ სიტყვას მაგრამ მაინც არაა საკმარისი. გინდა გაიგო მისი ხმა უფრო და უფრო დიდი ხნით. გინდა რომ მისი წარმოთქმული ბგერების ჟღერადობა არა და არ შეწყდეს! შენ რომ მისი არსებობა გიხარია ეგაა სწორედ სიყვარული! მეც ეგრე არ მიყვარდა ჩემი ცოლი? ახლა არ ვართ ერთად. უფროსწორად ვერ ვართ... ის ზეცაშია, მე კი აქ დავიარები, მაგრამ მაინც ხომ უზომოდ გვიყვარს ერთმანეთი. იცი რომ სიყვარულს მაშინ აფასებენ როცა ძალიან გვიანია. შენ რა, მაჩაბელის ტანჯვისგან გამოწვეულ სიკვდილს ელოდები? ამის მერე აპირებ მის დაფასებას?! წადი და შეურიგდი იმ ბიჭს.დააფასე მისი სიყვარული!წამოდი მე წაგიყვან თბილისში, ჩემი ხელით დავაკაკუნებ მისი სახლის კარზე. იმ ბიჭის წინ დაგაყენებ და საბოლოოდ მიგახვედრებ, თუ როგორ ძალიან გიყვარს ის! როგორ ძალიან გინდა მასთან, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად ბევრს ნიშნავს ის შენთვის!-უფრო ძლიერად მიმიხუტა კორინთელმა და შუბლზე ცივი ტუჩები შემახო... ჩემი ტელეფონის კლავიატურაზე რაღაც აკრიფა მისაწერად და მე დამანახა
"-მეც!" -მივწერო? -მკითხა.
დავაკვირდი ამ სიტყვას და გადავწყვიტე:
-მიწერე! -ჩემი ეს ნათქვამი სიტყვა გაცნობიერებულად იყო წარმოთქმული თუ გაუცნობიერებლად, მნიშვნელობა არ ჰქონდა რადგან ეს მინდოდა.
-"-ახვლედიანო, მიყვარხარ მე შენ! გეფიცები შეგეშვი. დაგანებე თავი, დამიჯერე... მაგრამ უბრალოდ ფაქტს ავღნიშნავ იმის თქმით რომ ვგიჟდები შენს არსებობაზე. მომენატრე!"
-"მეც!" -კიდევ ერთხელ დავხედე ამ დიალოგს და თითქოს ჩემს ძარღვებში სისხლის მიმოქცევა შეწყდა.
-ახლა კი თვალებზე ცრემლები შეიშრე რადგან 12ს ერთი წუთით გადაცდა და მინდა გითხრა რომ დაბადების დღეს გილოცავ! -მომმართაკორინთელმა და ყურთან თმა გადამიწია.
************************************************************
***
ქეთისთან დაკავშირება არც მიცდია იმ სმსის შემდეგ. არ იყო საჭირო. კანონისავითაა დაწერილი რომ არ მიპასუხებს. თანაც დავპირდი რომ შევეშვი და ყოველ წამს რეკვა უაზრობაა. თუ პატივს ვცემ მას და ასე ძალიან მიყვარს, უნდა მოვიქცე ისე როგორც მას სურს.
სახლში მარტო მყოფი დივანზე ვიყავი წამოწოლილი და ლუდის ბოთლებს მიყოლებით ვცლიდი. სამი ჭიქა არაყიც ჩავცალე.თან ტანში მაჟრიალებდა. ცოტნეს და ლაშას გამიზნულად არ დავურეკე ჩემთან რომ ყოფილიყვნენ. ამჯერად სულ მარტო ყოფნა ვარჩიე. მარტოს მინდოდა ჩემ თავთან გამკლავება. სხვანაირად არც შეიძლება... ''მეც''-ეს სიტყვა რას უკავშირდებოდა ან საერთოდ რა ასპექტშია ნათქვამი ვერ ვხვდები. ჭერს გავყურებ და ათასჯერ მაინც დავცქერი ტელეფონის სნთებულ ეკრანს.
უცბად მომაწვა გულისა და სულის ტკივილი. ყველაფერმა ერთად შემომიტია. გაღებული ფანჯრიდან შემოსული სუსხიც კი არ მყინავდა იმდენად ვიყავი გაბრუებული. უზომოდ მცხელოდა და ტანშიც დიდ მხურვალებას ვგრძნობდი. მოუსვენრობა მაღიზიანებდა.
ამ საღამოს რაღაც გადავწყვიტე. ფეხზე წამოვდექი, ქურთუკი შემოვიცვი და სახლიდან გავედი. მანქანისკენ მივემართებოდი მაგრამ საერთოდ არ იყო ჩემი ქმედებები გაუაზრებელი. მშვენივრად ვიცი რასაც ვაკეთებ. ნაბიჯებს ვდგამ, ოღონდ ისე არ ვიქცევი თითქოს ჩემთავს არ ვეკუთნოდე. ლაშას ეზოში მანქანა გავაჩერე და კარი მარიამმა გააღო
-დემე! -გაუკვირდა ჩემი დანახვა
-ხომშვიდობაა ძმაო -გაოცდა ლაშაც და კარისკენ წამოვიდა.
-ვიცი გვიანია აქ არ უნდა ვიყო. გეძინათ და გაგაღვიძეთ ხო?! -ამისდამიუხედავად აქ მოსვლა არც მინანია
-არა ტელევიზორს ვუყურებდით. ხომ იცი გვიან ვიძინებთ ხოლმე. არ იტყვი რა ხდება? -მოუთმენლობა იპყრობდა.შემიპატიჟეს და დივნისკენ ხელით მანიშნეს
-მოკლედ სასწრაფოდ მჭირდება სვანეთში, ქეთის სახლის ზუსტი მისამაეთი. სასწრაფოდ!
-რამე მოხდა თუ სიყვარულმა შემოგიტია -მხარზე ხელი დამკრა და თვალები გაუბრწყინდა ლაშას როცა ჩემი სიტყვები გაიგო.
-უნდა წამოვიყვანო იქიდან. თუნდაც მთელი არსებით შევძულდე რომ პირობას არ ვასრულებ და თავს არ ვანებებ. თბილისში უნდა ჩამოვიყვანო. აქ უნდა დავაბრუნო! -მტკიცედ ვთქვი და მარიამს ფურცელი გავუწოდე.
-მართლა აპირებ სვანეთში წასვლას? -უზომოდ გაუხარდა მარიამს.
-ჩანაფიქრს და გეგმას ყოველთვის ჩანხორციელებ ხომ იცი.
-და გზა რომ ძალიან გრძელია? დიდი დრო დაგჭირდება იქ ჩასასვლელად.
-სულ ფეხებზე არ ? მივდივარ და მორჩა. ხვალ დილით გამთენიისას გავდივარ. სულ რომ ძალით წამოყვანა დამჭირდეს, წამოვიყვან! -ღრმად ჩავისუნთქე ისეთი ემოცია მომაწვა როცა ვიფიქრე რომ შეიძლება არ წამომყოლოდა.
-მთვრალი ხარ ბიჭო?! -ახლოს მოიწია ლაშა, რომ უფრო კარგად გაეგო თავის კითხვაზე პასუხი
-არა რა სისულელეა. ლუდი მაქვს უბრალოდ დალეული -თვალები გადავატრიალე
-ბევრი ლუდი! -წარბი აწია მან -და არა მარტო ლუდი. რა გითხარი მე შენ, არაყი აღარ დალიო თქო. დაგეშლება ეგ ღვიძლი მაგდენი დალევისას. -მხრებში ხელი ჩამავლო და შემანჯღრია. ისე თითქოს რამეს შემაგნებინებდა
-ქეთი რომ ჩამოვა აღარ დავლევ -მხიარულად წარმოვთქვი
-ზედმეტი არ მოგივიდეს ბიჭო. სულ არ შეაზიზღო აქ ჩამოსვლა. არ გააბრაზო რომ ჩახვალ. თან დაბადების დღე აქვს ხო იცი -მიბრძანა მან
-კი, ვიცი!
-აი აქ ცხოვრობს -მისამართი დაწერა მარიამმა და გამომიწოდა.
-ჯერ კარგად გამოფხიზლდი და ისე წადი. გინდა გამოგყვე? -ჩემზე უფრო ზრუნავს ლაშა თუ ქეთიზე ვერ ვხვდები
- კაი ძმაო რა გჭირს. არ მაქვს იმდენი დალეული რომ მთვრალის წოდებას ვიმსახურებდე -წარბები ავზიდე
-მართალი ხარ. ლოთის წოდებას უფრო იმსახურებ შენ. -ირონიულად თქვა და მხარზე ხელი დამკრა
-აი ხვალ ან ზეგ ქეთი რომ უკვე ამ ადგილას იდგება მერე ნახეთ თქვენ...
-დემეტრე იცოდე, მთვრალზე თუ გაქვს ეს გადაწყვწტილება მიღებული და მერე ამას ცუდი შედეგები მოყვება, სასმელს კი არა შენთავსაც ვეღარ იცნობ. სამკურნალოდ დაგაწვენ და იქამდე არ წამოგიყვან იქიდან სანამ სმას თავს არ დაანებებ. -თითის ქნევით მელაპარაკებოდა
-კაი ხო...
-დილით თუ შეატყობ რო ცუდად ხარ ფეხი არ გაადგა სახლიდან -მზრუნველობა უფრო ქვია ამას თუ ბრძანებლობა ძნელი გაასარკვევია
-კაი ძმაო რაგჭირს. იმდენი არ დამილევია რო ცუდად გავხდე. კარგად გამოვფხიზლდები და დილით საღ გონებაზე გავალ სახლიდან..
-ჰო კაი. თურამეა ხო იცი ვისაც უნდა დაურეკო
-თვით ლაშა არაბულს -გავიკრიჭე. მადლობა გადავუხადე და სახლიდან გამოსვლა დავაპირე
-რა დღეშია ეს ბიჭი... ქეთო მალე თუ არ ჩამოვა ეს არ იქნება კარგად. -მარიამს მიმართავდა ლაშა
-ეხლა ხო კარგადაა რასამბობ. -დააყოლა მარიამმა
-ჩამოვიყვან მეთქი! -ღიმილით, წარბშეკრულმა შევუბღვირე და წავედი.
***
მთელი ღამე ტელევიზორს ვუყურებდით მე და დაჩი. იმის მერე ერთი ჭიქაც კი არ დაგვილევია. ძველ ამბებს ვყვებოდით. ცუდსაც და კარგსაც..მერე ვიცინოდით. გვეგონა ვათენებდით მაგრამ მაიმც ჩაგვეძინა.დილით შვიდზე გადავიდა თავის სახლში რომ წასასვლელად გზადებულიყო. მე წესივრად გამოფხიზლებული არ ვიყავი, რომ.ისევ ჩამეძინა. თვალები უბრალოდ დავხუჭე და მაშინვე ოცნებებში წავედი. 9 საათი იქნებოდა მისი მანქანის ძრავის ხმამ რომ გამაღვიძა. ჩემს ეზოში გამოუტარებია. როგორც ჩანს ისე არ აპირებს წასვლას რომ არ დამემშვიდობოს.
კარზე არ დაუკაკუნებია მაგრამ ვიცოდი რომ ჩემი ნახვა სურდა. სწრაფად გავედი გარეთ. თმა მქონდა აწეწილი და ლოყები აწითლებული. მოკლედ სხვა ნამდვილად იფიქრებდა რომ ლოთი ვარ..
-გაგაღვიძე ქეთო? -მანქანიდან გადმოვიდა ის
-მაინც ვაპირებდი გაღვიძებას. როდემდე უნდა მძინებოდა -გავუღიმე
-თავი გტკივა? -დალევის თემას შეეხო
-ძალიან ცოტათი. კარგად გამოვიძინე და გამოვფხიზლდი უკვე
-იმიტო გტკივა რო ბოლოს ის ორი ჭიქა კონიაკი დააყოლე. მე მაგდროს აღარ დამილევია და იმიტომაც არ მტკივა.
-ზუსტადაც. -სიცილით დავეთანხმე მას.
-მიდიხარ ესეიგი უკვე... -დავღონდი
-ჰო. 12 სკენ იქ უნდა ვიყო. სახლშიც შევივლი რაღაცეებს დავდებ და მერე ჩემ დას და სიძეს გავუვლი. საავადმყოფოში წავიყვან.
-კაი მაშინ კარგად. ახლოს მივედი და გადავკოცნე. ისიც თბილად დამემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა.
-არ მოიწყინო შენ... ზეგ ან მასზეგ აქ ვარ. რომ დავბრუნდები დემეტრესთან შერიგებული დამხვდი-გამიღიმა. შუშა ჩამოწია რომ დავენახე.
-დროებით! -ხელი დავუქნიე, მანქანა კი ჩემი ეზოდან გავიდა.
სახლში შევედი და სიცარიელე ვიგრძენი. სხვა თუ არაფერი დაჩი მაინც მავსებდა. შხაპი მივიღე და მოვწესრიგდი. საჭმელი მოვამზადე და მისაღებში გავიტანე. ტელევიზორის საყურებლად მოვკალათდი. გუშინდელი ბოთლები და ჭიქები გვერდით მივაჩოჩე. მეზარებოდა გარეცხვა და დროებით გადავდე ეს საქმე. ჩემი დაბადების დღე კი არანაირ გავლენას არ ახდენდა ჩემზე და აქ მყოფ სიტუაციაზე.
***
5 ის ნახევარზე გამეღვიძა დილით სრულიად ფხიზელს. სწრაფად მოვემზადე და სვანეთისკენ გავემართე.
დაახლოებით 10 საათი ვიმგზავრე სვანეთამდე.ათ-ათ წუთს ვჩერდებოდი ხოლმე შიგადაშიგ.ბენზინისთვის გაჩერებაც რამდენჯერმე მომიწია. ზუსტ მისამართზე მისასვლელად ნახევარი საათი დამჭირდა.
კითხვა-კითხვით იმ ადგილას მივედი, მარიამმა რომ მიმასწავლა. გარეთ ყველგან ბავშვები თაშობდნენ. თბილად ეცვათ და ბურთიც რამდენჯერმე გაარტყეს ჩემს მანქანას. გასაბრაზებლად ნამდვილად არ ღირდა უბრალოდ ვუღიმოდი და სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი.მანქანა ეზოში შევაჩერე და გადმოვედი. ირგვლივ ყველაფერი მესიამოვნა. მარტის დაწყება ეტყობოდა აქაურობას... სვანეთში ბევრჯერ ვყოფილვარ მაგრამ ამ დგილას არა. ისეთი გარემოა ქეთოს ადგილას მეც კი წამოვიდოდი აქ. ცოტაც და მის საქციელს გავამართლებ.
მზის სხივებს ჩემი მანქანის შუშა ირეკლავს და პირდაპირ მე მაწვდის, თვალებზე. ისეთი ჰაერია, ოდნავი სუსხი და სითბო ერთმანეთს რომ შეერევა და მერე ერთიანად რომ გედება სხეულზე.
ერთი გრძელი, ცოტათი ქვიანი გზაა და ნაპირების გაყოლებაზე რამოდენიმე სახლი დგას. ზოგს ერთი სართული მაგრამ დიდი სივრცე აქვს. ზოგს კი ორი სართული ამშვენებს.დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ ადგილას. ჯერ საათს დავხედე.სამის ნახევარი ხდებოდა. ფურცელი მოვიმარჯვე და აქ დაწერილის მიხედვით ახვლედიანების სახლი მარცხნივ, რიგით მეოთხე ორსართულიანი უნდა ყოფილიყო.ფეხით მივედი აქამდე და ეზოში შევედი.
ხალხის სვანური კილო ყურში მხვდება და მეც სვანობა მინდება!
ქეთის მანქანა წინა ეზოში ვერ შევნიშნე და ვიფიქრე სახლის უკან ექნებოდა დაყენებული. ჭიშკარი არ ქონდა არცერთ სახლს. უბრალოდ შემოღობილი იყო და შესასვლელი ადგილი ამოჭრილი ჰქონდა. აქ ისეთი სიმკაცრეა ვერც ვერავინ გაბედავს სახლში შეპარვას და ვინმეს გაძარცვას. იმიტომაც არის ნდობის გამომხატველი გარემო.
კართან მივედი. ჯერ მიმოვიხედე გარეთ ხომ არ იყო ქეთი, მერე კი როგორც იქნა დავაკაკუნე.იმედი თანდათან მიცრუვდებოდა როცა წამები გადიოდა ის კი ჯერაც არ აღებდა. ოდნავ შიშმაც კი შემიპყრო. კაკუნის სიძლიერეს ვუმატებდი. რამდენჯერმე ყურიც კი მივადე კარს რომ რამის ხმა გამეგო მაგრამ უშედეგოდ. არაფრის ხმა არ გამოდიოდა. ფანჯრებთანაც დავდექი რომ სინათლე დამენახა ან ვიბმესთვის თვალი მომეკრა. კაკუნს ვაგრძელებდი მაგრამ ისევ არაფერი...
-ხო მშვიდობა გაქვს შვილო?! -გზიდან გამომძახა დაახლოებით 45 ან 50 წლის ქალმა რომელსაც გვერდით ორი მოზარდი გოგო და სავარაუდოდ ქმარი ედგა. გოგოები ტყუპები იქნებოდნენ ისე გავდნენ ერთმანეთს. სადღაც 15 წლისანი
-ახვლედიანს ვეძებ! -მივხვდი რომ სახელის თქმას აზრი არ ჰქონდა და გვარზე გადავედი. ყველა კუთხეში ხომ ასეა. გვარებით ცნობენ ხალხს.
-ახვლედიანს?! ქეთოს? -დიდი გაკვირვება შევნიშნე ქალის გვერდით მდგომ კაცზე რომელიც ჩემკენ მოიწევდა.
-დიახ, ქეთოს! -მესიამოვნა ასე რომ მოიხსენიეს. -თუ სწორად მომასწავლეს აქ უნდა ცხოვრობდეს.
-შვილო ეს ახვლედიანების სახლია, მაგრამ ისინი აქ უკვე ორ წელზე მეტია არ ყოფილან. მას შემდეგ რაც რეზოს მამა, ავთო გარდაიცვალა. მერე ქეთოს დედ-მამის, რეზოს და თამარის ჩარდაცვალების ამბავიც გავიგეთ. -მწუხარებით ლაპარაკობდა მათზე
-ანუ ამ სახლში ქეთო არაა?! -შიშმა და გაოცებამ შემიპყრო მე.
-არა. დიდიხანია არ გვინახავს. როგორც ვიცით თბილისში ცხოვრობს. ახალი სახლი აქვს.
-და აქ, სვანეთში სხვა სახლი არ აქვთ? არ შეიძლება სადმე ვიპოვო?
-არა შვილო, არა! შენ ვინ ხარ მისი? რამე ხომ არ მოხდა? რატომ ეძებ? -დაინტერესდა ქალი
-მე დემეტრე ვარ მისი მეგობარი. სოფელში მივდივარო იმდღეს თქვა და ვიფიქრე აქ ჩამოვიდა. ისე ჩამოვაკითხე. -ტყუილის თქმა მომიწია. აბა ხომ არ ვიტყოდი შევაწუხე, ვეღარ მიტანდა და აქ გამოიქცა თქო. ბოლოსდაბოლოს მანიაკის შთაბეჭდილებას ხომ არ დავტოვებდი მათზე.
-აქ რომ ჩამოსულიყო, მთელ სოფელს გვეცოდინებოდა. -გამიღიმა მან.
-მის ოჯახს კარგად იცნობდით? სხვა სოფელი არ აქვთ? -ვცდილობდი გამომეკვლია ადგილი სადაც შეიძლებოდა რომ მეპოვნა
-ჩვენთან არ უხსენებიათ ყოველშემთხვევაში.-აქ მცხოვრები ხალხი ჩემს ირგვლივ შემოიკრიბა. არ ყოფილან ისეთი მკაცრნი, როგორიც ჩანდნენ.
-ახლა რა ვქნა! -ჩემთვის ჩავილაპარაკე მაგრამ მათაც გაიგეს.
-დაგეხმარებოდით შვილო, მაგრამ არ შეგვიძლია. ამ სახლის გზა აღარ ახსოვს. ერთხელ არ მოსულა იმის მერე..-ნაღვლიანად თქვა ქალმა. როგორც ჩანს ნაწყენი იყო ქეთიზე.
-ანუ ერთხელაც არ შეგინიშნავთ ამ ადგილას. -ყველაფრის დაზუსტებას ვცდილობდი. არაფერი არ უნდა გამომრჩენოდა.
-არა. -თავი გააქნიეს მათ.
რა ყურადღებიანი ხალხია
-კარგით მაშინ წავალ მე... -კიდევ ერთხელ შევავლე იქაურობას თვალი და შორიახლოს გაჩერებული ჩემი მანქანისკენ გავემართე. -დიდი მადლობა! -თბილად გავძახე იქ შეკრებილ ხალხს.
-მშვიდობით იარე! -მათი მზრუნველი ხმა ზურგს უკან მომწვდა. საჭეს მივუჯექი და მანქანა დავძარი.
***
ამ დაბადების დღემაც ისევე ჩაიარა როგორც წინა ორმა. არაფერი განსაკუთრებული... 4 საათამდე უბრალოდ ვიჯექი. როგორ შემეტყო მეგობრების გარეშე არსებობა. დაჩი ორი დღით წავიდა და ამ ორ დღესაც უაზრო წუთები მელის. შეიძლება ვაღიარო რომ თბილისი მენატრება? ჰო..ასეა. თბილისი კი არა იქაური სიტუაცია მენატრება. ვაღიარებ რომ ის სმს რომელიც დემეტრეს მივწერე მართალია.
ჩემი სახლის ჭიშკარი აჭრიალდა.
-ქეთო! ქეთო... -მოუთმენლად დაიძახა დაჩიმ
-რაიყო?! რა ხდება... -შიშმა ამიტანა და გარეთ სწრაფად გავედი. -შემოდი!
-ვ.. ვერა, ვერ შემოვალ მეჩქარება. უნდა დაგემშვიდობო! -სულ ძლივს ითქვამდა.
-რაა? რატომ მემშვიდობები?! -შევიცხადე
-ჩემა დამ იმშობიარა. ბიჭი ეყოლათ. მშობიარობის შემდეგ დიდი პრობლემები შეექმნა და ოპერაციას უკეთებენ. ბევრი ფულია საჭირო. რაღაც ნაწილი მაქვს მაგრამ...
-მე მოგცემ ახლავე.
-არა ქეთო, მაღაზიას ვყიდი. ბიძაჩემთანჩამოვედი და უკვე მოვაგვარეთ. აქამდეც უნდოდა ერთ მეზობელს ეგ მაღაზია, ჰოდა სწრაფად ვიშოვე ფული.
-ბარათზე მაქვს ფული. დიდი დანაზოგია. გაგატან და რამდენიც გინდა აიღე. მე მაინც არ მჭირდება. მაღაზიაც დაგრჩება... -დიდი მწუხარება განვიცადე ამ ამბის გაგებისას.
-არა ქეთი ადრე თუ გვიან მაინც ვაპირებდი გაყიდვას. მე მაგისთვის აღარ მცხელა, ბიძაჩემი კიდე ვერ მიხედავს.
-და კარგად იქნება შენი და? -თვალზე ლამის ცრემლი მომადგა.
-ექიმმა თქვა რომ ზუსტად ამ ოპერაციას თუ გაუკეთებდნენ კარგად გახდებოდა და პრობლემა მოგვარდებოდა. ამაზე კიდე დაზღვევა არ მოქმედებს..ამიტომ სასწრაფო იყო. ეხლა უნდა წავიდე. -სახე მოეღუშა მას
-როგორ მომენატრები... აქ აღარ მოხვალ ხო?
-არა ქეთო, არა! -თქვა და ძლიერად ჩამეხუტა.- მეც მომენატრები.
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის! -ჩემი ცრემლი მის ქურთუკზე დაეშვა
-რისი მადლობა... კარგი ნუ ტირი, თორე მეც ამეტირება. ხო იცი ბავშვივით ვარ. -ხმა შეუსუსტდა. თითქოს მართლა ტირილს იწყებდა.
-ხო დამირეკავ ხოლმე? -კი არ ვთხოვდი, მოვითხოვდი
-აბა რას ვიზავ! რაკარგი ხარ ნეტა იცოდე. -წასვლა ნამდვილად არ უნდოდა.
-შენი დის ამბავსაც გამაგებინებ ხო?
-აუცილებლად! -სიმტკიცეს ცდილობდა
-შენ რომ არ ყოფილიყავი აქ მარტო ვერ გავძლებდი
-იმ ბიჭს მალე შეურიგდი თორე მოგძებნი და ძალით შეგარიგებ იცოდე! -სიცილით დამემუქრა
-კარგი კარგი... იმასაც ხო გააჩნია მოვლენები როგორ განვითარდება არა?!
-არ გააჩნია! შეურიგდი! ეხლა წავედი მე.. ხო და კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს! -შუბლზე თბილად მაკოცა
-აბა კარგად! დიდი მადლობა. ფრთხილად იარე და წარმატებებს გისურვებ. ხო იცი რაც არ უნდა დაგჭირდეს შენთან ვარ! -გავამხნევე. დავემშვიდობე და მოვშორდი
-ნახვამდის! -თქვა და ჭიშკრიდან გავიდა.
-ნახვამდის დაჩი! -მივაძახე და სახლში შევედი.
მივხვდი რომ საბოლოოდ დავცარიელდი. დაჩის ისე მივეჩვიე მის გარეშე რა ვაკეთო არც კი ვიცი
***
იმედგაცრუებული დავბრუნდი. მხოლოდ ერთხელ თუ შევისვენე ისიც ბენზინისთვის. ქეთის მოძებნის მცდელობის შეწყვეტა არც მიფიქრია. 11 ხდებოდა თბილისამდე რომ ჩამოვედი. ბოლოს აკრეფილ ნომერზე დავრეკე
-არაა ქეთო სვანეთში! -მივმართე ლაშას
-რასქვია?! აბა სადაა... -გაოცდა ისიც. უფროსწორად ამას განცვიფრება უფრო ეწოდებოდა.
-იქაურებმა მითხრეს ორ წელზე მეტია აქ ფეხი არ ჩამოუდგამსო. წარმოდგენაც არ აქვთ სად უნდა იყოს.
-რამე ხო არ დაემართა? ან საერთოდ ხო კარგადაა! -შეწუხდა
-მე მირეკავდა ხოლმე! -მარიამის ხმა გავიგე. როგორც ჩანს ხმამაღალზე აქვს ჩართული
-მერე ჩვენ რატო არ გვეუბნებოდი -გაუკვირდა ლაშას.
-ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს ხო იცით. უბრალოდ ვიცი რომ სვანეთშია
-ბოლოს როდის დაგირეკა? -ვკითხე ინტერესით
-ორი კვირის წინ!
-ანუ არც შენ გეუბნება სიმართლეს... -დაასკვნა ლაშამ.
-ისე დღეს დაბადების დღე აქვს და დაერეკა მაინც. მივულოცავდით. -დაღონდა მარიამი
-რა სულელია ღმერთოჩემო!
-კაი წავედი მე! -მოუსვენრობამ შემიპყრო
-სად მიდიხარ? რას აპირებ ამ შუაღამისას თავს რამე არ მოუწიო! -ხმის მოწვდენას ცდილობდა მაგრამ დსრწმუნებული იყო რომ პასუხის გაუცემლად გავთიშავდი და ასეც მოვიქეცი.
მაშინვე ქეთის ძველი სახლისკენ გავემართე. მის მეზობლად ნანა რომ ცხოვრობს იმასთან მივედი
-გამარჯობა ნანა დეიდა, ხომ არ გაგაღვიძეთ? -ფრთხილად ვკითხე მას.
-არა, ცოტახანში ვაპირებდი. შემოდი დემეტრე როგორ ხარ შვილო.. -თბილად შემომეგება
-არა ნანა დეიდა არ მცალია. რაღაც საქმე მაქვს. ქეთევანი არ გინახავთ ხო? -იმიტომ მოვიხსენიე ასე რომ მას მოსწონდა.
-ახალი წლის მერე არ მოსულა. ხო მშვიდობაა? ცუდადაა?! -ეს ქალი ისევ ისეთია. უცბად იცის აღელვება და ანერვიულება
-არა უბრალოდ ძალიან გთხოვთ. თუ ოდნავ მაინც გიყვარვართ და პატივს მცემთ მითხარით სად შეიძლება ქეთის სახლი ჰქონდეს სვანეთის გარდა..-ვემუდარე მას
-მოიცადე... -ჩაფიქრდა ის.
-იქნებ გაიხსენოთ. მჭირდება ძალიან
-კახეთში! -უცბად წამოიძახა მან. კახეთში აქვს სახლი. საათნახევრის სავალია თუ ჩვეულებრივი სიჩქარით წახვალ.
-დარწმუნებული ხართ? ან კახეთში რაუნდა... -ნამდვილად გამიკვირდა. -ის ხომ სვანია.
-თამარი იყო კახელი. ქეთევანის დედა... იქ ჰქონდათ სახლი და ბებია ცხოვრობდა. ძალიან იშვიათად ჩადიოდნენ და არმგონია ახლაც იქ იყოს. ფურცელზე დაგიწერ თუ გინდა
-კიი აუცილებლად. დიდი მადლობა
რამოდენიმე წამის მერე მკითხა რა ხდებოდა და ფურცელიც გამომიწოდა.
-არაფერი არ ხდება უბრალოდ მისი ნახვა მინდა
-კიდევ არ შეგრიგებია არა?! -ჩაეცინა მას
-გამებუტა... კარგით ნანა დეიდა დიდი მადლობა. -გადავეხვიე და წამოვედი. მანქანაში ჩავჯექი და მთელი სისწრაფით კახეთისკენ დავაწექი.
მალევე მივაგენი სახლს, რომელშიც სავარაუდოდ ის იყო. გარედანვე შევამჩნიე რომ შუქი იყო ანთებული. მანქანა გარეთ გავაღე და ჭიშკარზე გადავძვერი. ჩაკეტილი ჰქონდა. როგორც ჩანს არაა სვანეთივით სანდო ეს ადგილი არაფრის რომ არ გეშინოდეს.
ეზოში შემოვედი და ქეთის ხელი შევატყე იქაურობას. გულზე მომხვდა და თითქოს სული გამითბა. ყვავილები დაერგა ვიღაცას. ქეთოს საყვარელი ყვავილები...
პირდაპირ კართან მივედი. სიგარეტის ღერით ხელში... ნაფაზი დავარტყი და მძიმედ დავაკაკუნე. მოულოდნელობისგან გული საგულედან ამომივარდა
***
ტელევიზორის ყურებაში ჩამძინებია მაგრამ შიშმა გამაღვიძა. ვიღაც აკაკუნებდა და აკაკუნებდა. თან ამ შუაღამისას. ჭიშკარი ჩაკეტილია ამიტომ წესით ვერავინ შემოვიდოდა. სამზარეულიში გავედი და დანა მოვიმარჯვე რადგან კარის მიღმა მდგომი ადამიანი რომლის სილუეტითაც თუ ვიმსჯელებთ ბიჭი იყო... უფრო და უფრო აბრახუნებდა ხელს.
ფრთხილად გამოვაღე კარი და ადგილზევე გავშრი. მთელი სხეულით მივეყინე იატაკს. ქანდაკებასავით გავშეშდი. დემეტრე მაჩაბელი სიგარეტის ღერს ხელში ისრესდა სახე სიმწრისგან აწითლებოდა. თვალები გაახილა, შემომხედა და ერთი ეს აღმოხდა -ღმერთოჩემო, ქეთო!''. მძიმედ ამოისუნთქა და კარს ხელი ჩაავლო. თითქოს ცუდად გახდა და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა.
-დემე!.. -არანაირად არ მაღელვებდა რომ შემოკლებით,თუნდაც მოფერებით მივმართე.უბრალოდ დავდნი იმის გაცნობიერებით რომ ის ახლა ჩემს წინ დგას!
მისი სურნელი ზღურბლს აბიჯებს და ჩემს გულს კიდევ ერთხელ ათრობს!



№1 სტუმარი Guest Blabla

Me18 tavi ver vnaxe da shegidzlia damilinko?

 


№2 სტუმარი Guest ანნა

როგორ მოსწონს ეს ისტორია ❤ მოუთმენლად ველოდები შემდეგს

 


№3 სტუმარი Noembris13

Imediamapatiebrowinatavebzeardamikomebiainternetiarmqondadaa...vecdebirsamivese
mocia"chavatio":des istoria chemicxovrebisnawilia<3saswaulianamdvili<3meyvelafreba<3magijebr<3d
anervebimeshlebasakutartavzerodamaswresshefasebadawinatavebzeasaferidamikomebia
<3gmertokorintelirasicocxlea<3shevcdimisdaxasiatebashi<3:(raborotixarc
ol-shviliromoukali:dmachabeliariyvelaferichemisicocxlea<3chemicxovrebaa<3
qetinueqcevaasetoreshemomakvdeba:dmariams,lashas,dachis,demes,qetisrogorsheudzl
iatasetikasgebiiyon?<3siyvarulebiarian :d <3(gadabmuladratovwermixvdebiimedia)saswauliistoriasaswaulitavebitdasaswauli
avtorit<3chemiagmafrenaa<3shenigadmocemisnichishenifantaziadashesadzleblo
bebisrulyofilebaxarunaklogaucnobladromiyvarxaryoveljerzem20ebvervxvdebirogorshe
idzlebaasetinichi15wlisbavshvsgaachndesaraamqveyniuradmagarixarN1xararviciaisit
yvebsvervpoulobudidesemociebsiwvevsesistoriadaeiforiashi"magdeb"miuxe
davadimisromvervitanamsityvebsSHOKIPIKIPANIKAA<3redbulisravimarameesistoria&
quot;mafrtianebs"<3dzalianareuladvwerdabodishiraamiyvarxar<3

 


№4  offline წევრი ნანიკო_ნანო

Noembris13
Imediamapatiebrowinatavebzeardamikomebiainternetiarmqondadaa...vecdebirsamivese
mocia"chavatio":des istoria chemicxovrebisnawilia<3saswaulianamdvili<3meyvelafreba<3magijebr<3d
anervebimeshlebasakutartavzerodamaswresshefasebadawinatavebzeasaferidamikomebia
<3gmertokorintelirasicocxlea<3shevcdimisdaxasiatebashi<3:(raborotixarc
ol-shviliromoukali:dmachabeliariyvelaferichemisicocxlea<3chemicxovrebaa<3
qetinueqcevaasetoreshemomakvdeba:dmariams,lashas,dachis,demes,qetisrogorsheudzl
iatasetikasgebiiyon?<3siyvarulebiarian :d <3(gadabmuladratovwermixvdebiimedia)saswauliistoriasaswaulitavebitdasaswauli
avtorit<3chemiagmafrenaa<3shenigadmocemisnichishenifantaziadashesadzleblo
bebisrulyofilebaxarunaklogaucnobladromiyvarxaryoveljerzem20ebvervxvdebirogorshe
idzlebaasetinichi15wlisbavshvsgaachndesaraamqveyniuradmagarixarN1xararviciaisit
yvebsvervpoulobudidesemociebsiwvevsesistoriadaeiforiashi"magdeb"miuxe
davadimisromvervitanamsityvebsSHOKIPIKIPANIKAA<3redbulisravimarameesistoria&
quot;mafrtianebs"<3dzalianareuladvwerdabodishiraamiyvarxar<3

მეე შენი კომენტარები მაგიჟებს! <3 უფრო დიდი სიხარულით ვდებ ხოლმე, როცა ვიცი რომ შენ კომენტარს წავიკითხავ <3 მადლობის მეტი არაფერი მეთქმის <3 <3 ძალიან მიყვარხარ შენც და შენი კომენტარებიც <3 მეფრენინებით <3 <3 უიიი ისე უფროსწორად რომ ვთქვათ ჯერ 15 წლისაც არ ვარ ;დდ მარტში ვხდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent