შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბრიელ ლიპარტელიანი! (5)


19-01-2017, 22:33
ავტორი Sad Writer
ნანახია 2 774

გაბრიელ ლიპარტელიანი! (5)
თავი 5

იმ დღის შემდეგ თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა, ალბათ მალე ადიდდებოდა მდინარე და ჯებირებს გადმოლახავდა... საოცარი დილა დაიწყო ლილესთვის...სუსტი ფეხები ზეწარზე აასრილია, გაიზმორა და თეთრ რბილ ხალიჩას შეახო ფეხის თითები... ფანჯარასთან მივიდა და კვლავ დარწმუნდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში...
კარებისკენ დაიძრა და კიბეებზე ჩაფარფატდა..
-მმმ რა სასიამოვნო სურნელია...
სიამოვნებისგან ჩაიღიმა და სამზარეულოში მოფუსფუსე გაბოს ყურადღებით დააკვირდა...
-საინტერესოა?! ბატონმა გაბრიელმა მზარეულობაც იცის? და საყვარლად ჩაიღიმა, მასაც ლოყები ეჩვრიტებოდა ღიმილის დროს.. საოცარი სანახავო იყო ამოდენა კაცი როგორ მოხერხებულად ატრიალებდა ომლეტებს... ,,ეჰ სიყვარულო ძალსა შენსა რას არ გაგაკეთებინებს'' ერთი ჭიქა წყალიც არ აქვს მიტანილი საკუთარი დისთვის, და ახლა კარგი დიასახლისივით ტრიალებს ბიჭი და კარგ გემრიოლებებსაც ამზადებს... ---აბა მივირთვათ, ნაზად შეეხო ლილეს ტუჩებს და ჯერ ქვედა, შემდეგ ზედა ტუჩი დაუკოცნა, შემდეგ ორივეს ეამბორა და მეტი არ გინდა საუკეთესო დღის დაწყებისთვის... მშვიდად ისაუბრეს , უამრავი თემა განიხილეს ,თუმცა რაღაცატომ არცერთი არ ეხებოდა ოჯახს, არც ავალიანებს და არც ლიპარტელიანებს....ეს ის თემა იყო, რომელის შეხებაც დიდ ტკივილს მოუტანდა ორივე მხარეს, მაგრამ რაღაცატომ არცერთი არ ცდილობდა რომელიმესთვის გული ეტკინა... ლილეს გულში შიში, სიყვარული, იმედგაცრუება,სინანული, ყველაფერი ერთად ირეოდა, იცოდა მისი ამ საქციელით საკუთარ ოჯახს ღალატობდა, მაგრამ მერწმუნეთ ხალხო როცა სიყვარული თქვენი გულის კარებს შემოაღებს მშობლების და ზოგადი შეხედულებები უკანა პლანზე იწევს და ფრთებს ასხავ იმ გრძნობას რომელიც ნაჭუჭიდან გამოსვლას ლამობს...
-დღეს საღამოს რას ვგეგმავთ გაბო?
ოოო, რა განსხვავებულად წარმოთქვამს მამაკაცის სახელს გოგონას ბაგეები...
-ალბათ დღეს ლამარიის მონასტერს მოვინახულებთ, შემდეგ კი ორივე ჩვენთაგანი უნდა დავბრუნდეთ უკან...
ლილეს თვალებში ცრემლები ჩაუდგა, ის ფაქტიც კი ზარავდა, რომ ქალაქში დაბრუნებული ყველაფერი ისე არ იქნებოდა, როგორც უნდა ყოფილიყო... ის და გაბრიელი ერთმანეთს ხშირად ვეღარ ნახავდნენ.. ვერ შეიგრძნობდა მამაკაცს და მისი ჩაძირული თვალების ყურებით ვერ დატკბებოდა.. კი, ასეა, ლილეს გაბრიელი მთელ მსოფლიოს ურჩევნია, მერე რა რომ აკრძალულია, მერე რა რომ მისი შეხედვა ეკრძალება, მზად არის საკუთარი გრძნობების , სიყვარულის და მომავლის გადასარჩენად გასროლილ ტყვიასაც კი გადაუდგეს წინ...გაბრიელმა შეამჩნია მისი სახის მიმიკების შეცვლა და მიხვდა რაც აწუხებდა..
-ჰეი პატარავ, მასთან მივიდა, მისი სახე ხელებში მოიქცია, გოგონამ ცრემლები ვერ შეიკავა და სახე ცრემლებით დაენამა...-ვიცი პატარავ რაზეც ფიქრობ, რაც გაწუხებს მაგრამ ვგავარ ისეთ ადამიანს ვისაც ვინმესი, ან რაიმის ეშინია.. სულ ფეხებზე შენი ოჯახის და შენი ძმების შეხედულება... ვერავინ ვერასდროს ვერ დამიშლის რა გავაკეთო და რა არა... მე მხოლოდ შენგან გვერდით დგომას და ძლიერებას მოვითხოვ, არ მინდა რამე დაგაძალო გაგიგებ ყველაფერს , მაგრამ თუ შენ ჩემს გვერდით იდგები არასდროს შეგეშინდეს , ჩემი გჯეროდეს... როდესაც ეს სიტყვები დაამთავრა გაბო გოგონას ბააგეებს ნაზად შეეხო, ლილემაც საპასუხოდ აკოცა.. ფრთხილად მოშორდა, თავი გვერძე გადახარა და საყვარლად ჩაიღიმა
-ეს თანხმობას ნიშნავს? თან გაბოს გოგოს მორცხვობაზე ეცინებოდა...
-ჰეი! ნუ დამცინი! საყვარლად კრა მუჯლუგუნი მხარში..
-მეტკინა ველურო ფისო, ბრჭყალები გაქვს დასაჭრელი
-ვინ არის ველური , ამხელა კაცი ხარ.. მე რას გიზავდი..
-შენ მე ბებერი მიწოდე.. გაბრომ სიფრიფანა სხეული ხელში აიტაცა და ღუტუნი დაუწყო
-დამსვი ცუდად ვარ, ნუ მიღუტუნებ, მოვკვდები გაბრიელ და შენი ბრალი იქნება... ძლივს წარმოთქვამდა სიტყვებს.. გაბო შეეშვა, გემრიელად ჩაკოცნა და გოგონას სწრაფად მოშორდა და გარეთ გავიდა...
-უნამუსო, უსირცხვილო, მოვარდება გაკოცებს და მერე ქარიშხალივით გაიქცევა.. მე შენ განახებ როგორ უნდა ჩემს ნერვებზე დაკვრა..

* * *
საღამო იყო. გაბრიელი ისევ არ ჩანდა დილანდელი შემთხვევის შემდეგ აღარ გამოჩენილა.. გოგონა უკვე ნერვიულობას იწყებდა..
-სად ჯანდაბაში ხარ გაბრიელ!
უცებ კარები გაიღო და ლილემ წამიერად მოკრა თვალი მამაკაცს და მთელი ძალით ჩაეხუტა..
-როგორ მანერვიულე, მეგონა რამე თუ დაგემართა, ან რამე თუ მოხდა...
-ჰეი, კარგად ვარ პატარა, ნუ ტირი
სიფრიფანა სხეული მის მკლავებში ჩაიმალა და მისით ტკობობას განაგრძობდა...
-ლამაზო რაღაც მინდა განახო წამოხვალ?
ფრთხილად მოშორდა ლილეს და სიფრთხილე შეპარული ხმით დაიწყო საუბარი...
-კარგი მაგრამ მეტჯერ ასე აღარ მომექცე კარგი?
-კარგი ჩემო პატარა... წავედით სიხარულო.. გოგონას მისი ჟაკეტი შემოაცვა და სახლიდან გავიდნენ..
-სად მივდივართ გაბო?!
-ერთი ადგილი მინდა განახო
-ხვალ რომ გენახვებინა, გვიანია უკვე..
-ნუ გეშინია , მალე მივალთ... -ამ ადგილას მაშინ მოვდიოდი, როდესაც განმარტოება მინდოდა, ბაბუამ ამიგო ეს სახლი, ხატვა მიყვარდა და აქ განვმარტოვდებოდი ხოლმე და ჩემს სამყაროს ვიქმნიდი...
-ძალიან ლამაზია გოგონა მწვანეში ჩაფლულ პატარა ქოხს უყურებდა, რომელსაც სავსე მთვარის შუქი ანათებდა და სასიამოვნო ესთეტიკას ქმნიდა.. ეზოდან დიდბეწვიანი ძაღლი გამოიქცა და გაბოს შეახტა...
-ეს შენი ძაღლია? ლილე ძაღლთან ჩაიცუცქა და მისი მოფერება დაიწყოო.. -ვინ უვლის ამ ძაღლს აქ?
- ლამარიის მონასტერში რომ ბერია მას ჰყავს ხოლმე და ის ზრდის, როდესაც აქ ამოვდივარ მე მომყავს.. სწორედ აქ ვიყავი დღეს მთელი დღე..წამოდი სახლში შევიდეთ არ გაცივდე.. გოგონამ ხის კარები შეაღო და იატაკზე ვიწრო ბილიკად წითელი ვარდის ფურცლები ეყარა... სიხარულისგან პირზე აიფარა ხელები და ვარდის ფურცლების ბილიკს გაუყვა და პატარა გაშლილ ოთახში მოხვდა, სადაც ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, შეშის ტკაცუნი ულამაზეს ელფერს სძენდა იქაურობას.. ბუხრის წინ ბალიშები ეფინა , ორ პატარა პლედთან ერთად, გვერდით მაგიდაზე კი ღვინის ორი ჭიქა იყო, წითელი ღვინით შევსილი..
-მოგწონს, მამაკაცი გოგონასგან ელოდა შეფასებას, არასდროს ყოფილა რომანტიული, მისთვის ეს ყველაფერი უცხო იყო და ნამდვილად ნერვიულობდა, მოეწონებოდა თუ არა.
-საოცარია ყველაფერი...
თვალის კუთეში ჩამოცურებული ცრემლი შეუმჩნევლად მოიწმინდა და დარწმუნდა რომ გაბრიელი მისი ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული იყო და იქნებოდა... ბიჭმა ერთი ჭიქა თვითონ მოიქცია გრძელ თითებში მეორე კი გოგონას მისცა..
-ამ ჭიქით იმ ბედის ვარსკვლავს გაუმარჯოს , რომელმაც მე და შენ ერთმანეთთან დაგვაკავშირა..
-გამუარჯოს ...
ორივემ ცოტა მოსვა და ერთმანეთის თვალებში გადაიკარგნენ... უყურებდნენ და ცდილობდნენ შიგნით არსებული გრძნობის ამოცნობას და შესწავლას... გაბო ცერა თითით გოგონას ლოყაზე ჩამოვარდნილ კულულს შეეხო და ყურს უკან გადაუწია.. თითებით სახის ნაკვთები დალაშქრა.. ცერა თითი ბაგეებს გადაუსვა და ამ ყველაფერს თვალებმოუშორებლად აკეთებდა, ლილემ ღრმად სუნთქვა დაიწყო, ბაგეები ერთმანეთს დააშორა ... გაბო თითებით ყელს ჩაუყვა და იქ შეჩერდა... გოგონას ლავიწზე არსებულ ნამგლისებური მთვარის ნიშანს კარგად დააკვირდა, შემდეგ დაიხარა და აკოცა... შემდეგ ტუჩებს შეეხნენ გაბრიელის ბააგები და ეს ორი ერთ მთლიანად ნაწილად გადაიქცა.. მამაკაცის თითები სიფრიფანა სხეულს მატერიას აშორებდა და უკვე გონება ებინდებოდა..
-თუ გინდა ამას ნუ გავაკეთებთ.. გაბრიელმა ფრთხილი ხმით დაიწყო საუბარი, მისი ხმა ვნებებით იყო გაჟღენთილი და წყუროდა გოგონას სხეული
-მინდა ეს გავაკეთოთ... ალბათ ამ სიტყვების გაგონება სურდა მამაკაცს.. ის მის საქმიანობას დაუბრუნდა და ახლა გოგონას სხეული თავიდან ბოლომდე შეიგრძნო... იყო ტკივილი, სიხარული, სიამაყის განცდა, ბედნიერება, და რაც მთვარია უსაზღვრო სიამოვნება იყო.. ახლა ის და გაბრიელი ერთ დიდ მთლიანობად გადაიქცნენ...
-მიყვარხარ ლილე ავალიანო!
-მი სალმატ გაბრიელ ლიპარტელიანო!
ბიჭს გოგონას სიტყვებზე ჩაეღიმა და ბედიერებით აივსო.. ორი ოფლისგან დაცვარული სხეული ბუხრის წინ იწვა და ცეცხლის ნათებისთვის თვალები გაეშტერებინათ... მათი სიყვარულიც ცეცხლს გავდა , დანთება რთულია, მაგრამ თუ დაანთე გიზგიზს დაიწყებს და მისი სიმხურვალე დაგწვავს, სწორედ ასე იყო ორივესთვის... ახლა მათ საერთო მიზნები გაუჩნდათ... ლილეს შიშველი სხეული ბიჭის სხეულზე იწვა და მის გულისცემას უსმენდა შემდეგ ამ სასიამოვნო ცემის ხმაზე ჩაეძინა, გაბრიელი კიდევ დიდხანს დარაჯობდა ლილეს მშვიდ აუღელვებელ ძილს .. ფიქრობდა ყველაფერზე რა როგორ მოხდებოდა, მის გეგმაში მისდაუნებურად ლილეც გაჩნდა, შეძლებდა კი მისი სიცოცხლის დაცვას... ჭადრაკის ერთ მხარე ავალიანები იყვნენ, მეორე მხარეს კი დუბაიში გაჩენილი მტრები, რომლებიც გაბრიელს დასდევდნენ... შეძლებდა კი მარტო ყველაფრის გამკლავებას... გოგონას სხეულს დახედა, თავზე აკოცა და ისიც მორფეოსის სამყაროში გადაეშვა....

* * *
ყველაფერი მშვიდად იყო, იმდენად მშვიდად, რომ ცხოვრება კარგად დაწერილი ფილმი გეგონებოდათ, საუკეთესო რეჟისორის გადაღებით...
ლილემ და გაბრიელმა დაბრუნება გადაწყვიტეს, უკვე დრო იყო თავიანთ ოჯახს დაბრუნებოდა ორივე მხარე, გაბრო გეგმას მიჰყვებლდა ლილეს კი უნივერსიტეტში უნდა გაეგრძელებინა სწავლა რომ საუკეთესო ქირურგი დამდგარიყო და ხალხის სიცოცხლე გადაერჩინა..
-ლილე მზად ხარ?
-კი გაბრიელ წავიდეთ...
უკანასკნელად გახედა ლილემ სახლს, სადაც თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, სადაც პრინციპებს დაუპირისპირდა, სადაც მისთვის თავგადარჩენის ინსტიქტმა გაიღვიძა , ისწავლა ბრძოლა, ისწავლა როგორ გახდე ძლიერი, რა გააკეთოს ამ ყველაფრისთვის და როგორ მოიქცეს... გაიზარდა, მზად იყო დადგომოდა წინ ყველა პრობლემას და ამისთვის ბრძოლას აპირებდა...
მანქანაში ჩასხდნენ და თბილისის მიმართულებით გზას დაადგნენ...
-რატომ ხარ მოწყენილი.. გაბობ მანქანაში გამეფებული სიწყნარე დაარღვია ,და მისი ამომავალი მზის ჩამქვრალი თვალები ვერ აიტანა
-ალბათ იმიტომ რომ ეს სახლი უამრავ მოგონებას დამიტოვებს...
-მართალია ჩემო ლამაზო, ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი წარსულშიც და ახლაც, აქ გავატარე და ბედნიერი ვარ ამით, მაგრამ აიცილებლად ყველაფერი კარგად იქნება... გოგონას ალბათ ეს სჭირდებოდა, სიყვარულის თვალებით გადახედა გაბოს და ახალი სირთულეების შესახვედრად მოემზადა....

* * *
ვაჩე თბილისში დაბრუნდა, საგრძნობლად გამოკეთებული იყო, ჭრილობაც აღარ ჰქონდა და თავსაც მშვენივრად გრძნობდა.. საშინლად იყო გაგულისებული. ნეტავ რა მოხდა ასეთი გაგიჟებული, რომ შეანგრია სახლის კარები...
-ვაჩე შვილო დაბრუნდი?
-კი დედა როგორ ხარ..
დედას მოესიყვარულა, შემდეგ კი მამის კაბინეტში შევიდა და ისიც მოინახულა
-ლილე არ დაბრუნებულა კიდევ?
-დარეკა რომ დღეს ჩამოვა ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება.. კოსნსანტინემ შვილს გაწონასწორებული ხმით მოახსენა რაც მისი არყოფნობის დროს აქ ხდებოდა და მისი დის ამბავიც უთხრა.. ვაჩეს ჩაეღიმა და შემდეგ თავის ოთახს მიაშურა...
-მაცადე შე ასპიტო თუ არ გიპოვო და არ გაგიმწარო სიცოცხლე მე ვაჩე ავალიანი არ ვიყო... თავის თავს ელაპარაკებოდა როცა რიჩიმ შემოაღო კარები...
-მართალი ყოფილა ტყუპებზე რომ იძახდნენ ერთმანეთის ტკივილი ტკივათ და ერთმანეთის ბედნიერება უხარიათო..
- რა ნაგავი ხარ რიჩი კარებში იდექი და მისმენდი ხო.. საყვარლად ჩაიხითხითა და ძმას გადაეხვიაა..
-ჰა აბა ვინაა ის ასპიტი. რომ თათხავ სამოცდაათი წლის ბებერივით...
-ერთი ალქაჩია გზა აებნა და ჩემს სახლში ამოყო თავი, სიცოცხლე გამიმწარა, ის რამდენიმე დღე კაცი ლანდს დამასგავსა, საკუთარ სახლში ვეღარ დავდიოდი...
რიჩი საწოლზე იყო გადაწოლილი და ბოლო ხმაზე იცინოდაა ... კონსტანტინე მეუღლითურთ ღია კარებთან იდგა და შვილების სილაღეს უყურებდნენ.. ამ დროს ისინი არა სისხლის ამღებები, არამედ ჩვეულებრივი ბიჭები იყვნენ ლაღი ცხოვრებით... ნოსტალგია მოაწვა და მალე დატოვა იქაურობა, ხოლო დედა შვილების სიცილს შეუერთდა...
-რაო ვაჩუნა დედიკო ქალმა შენი გული დაილპრო
-დედა კარგი რა პატარა ბიჭი ხომ არ ვარ
-შენ სულ ჩემი პატარა ხარ ჩემო ბიჭო... შვილს მოეფერა შემდეგ მეორეს და ორივე ვაჟი მარტო დატოვა...



* * *
უკვე დიდი გზა გამოევლოთ ლილეს და გაბრიელს... მალე მეესტიის გზასაც დაადგებოდნენ..
-გაბო სარკეში გაიხედე რა, ჯერ კიდევ უშგულიდან მგონი ჩვენ მოგყვებიან ეს მანქნები..
-ვიცი პატარავ შენ არ ინერვიულო.. გაბრომ გაზს მოუმატა და სწრაფად მიაქროლებდა მანქანას... მათაც არ დააყოვნეს და ისინიც აედევნენ ორი პორშეს ემბლემიანი მანქანა მოსდევდა.. გაბრიელი ცდილიბდა კვალის არევას, მაგრამ ეს რთული იყო..
- გაბო მეშინია ლილე უკვე პანიკაში იყო
-ჰეი პატარავ ჩემი ხომ გესმის ეცადე მშვიდად იყო არაგერი მოხდება კარგიი... დამშვიდდი ჩემო პატარავ.. მამაკაცი არანაკლებ ნერვიულობდა , განა იმიტომ რომ რამის ეშინოდა, მის გოგოს რომ ამდენ ზიანს აყენებდა ის აგრძნობინებდა თავს არაკაცად....
-ცოტა შეანელე რა გთხოვ
-კარგი ლილე
მუხრუჭებს აჭერს ფეხს, მაგრამ მანქანა შეტოკებასაც არ აკეთებს , არ ჩერდება, რამდენჯერმე გაიმეორა მაგრამ ისევ არ ჩერდება..
-გაბრიელ რა ხდება გოგონა მიხვდა საქმე რომ რაღაცაში იყო- გაბო!
-დაიმახსოვრე რომ ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.. მთელს ქვეყანას მირჩევნიხარ.. მიყვარხარ ლილე.. მანქანა მოსახვევში შედის, გაბო საჭეს ვერ იმორჩილებს, რამდენიმე ბრუნს ჰაერში აკეთებს და დაშვების შემდეგ ხეს ასკდება მძღოლის მხარით... შემდეგ კი ყველაფერი მოძრაობას წყვეტს... უბრალოდ ყველაფერი შავდება...
პორშეს ფირმის მანქანები ჩერდება... შავებში ჩაცმული მამაკაცი გადმოდის მანქანას უყურებს შემდეგ ტელეფონს იღებს და რეკავს...
-დადეშქელიანს გადაეცით რომ ლიპარტელიანი მკვდარია... შემთხვევით მოყვა ავარიაში... ირონიას არ იშურებს
ტელეფონს კიდებს, მანქანში ბრუნდება და იქაურობას შორდება..

* * *
-დღეს გაბობ დარეკა მოვდივარო.. ლილე აღტაცებული იყო მისი ძმის ჩამოსვლის გეგმით... ყველა მისაღებში იჯდა და ხმაგამორთული ტელევიზორის თანხლებით მხიარულობდნენ.. ამ დროს კარები გაიღო და ქარბორბოლასავით შემოფრინდა გოგონა, რომელიც დანიელს ჩაუხტა კალთაში
-არ მოგენატრე შე ნაგავო?
-ლიკუნა ჩემი სიცოცხლე ხარ, ლამაზო როდის ჩამოხვედი... სიხარულით შეხვდნენ მათი დეიდაშვილის ჩამოსვლას, რომელიც ნამდვილად ექსცენტრული იყო და ისეთი მწარე ენა ჰქონდა ქვას მოკლავდა..
-სად იყავი? მაშიკო მონატრებულ დეიდაშვილს ეხვეოდა..
-მუცოში ვიყავი, მართალი ყოფილან მთის ხალხი მართლაც ხისთავიანები არიან..
უკმაყოფილოდ დაიწყო ლაპარაკი და ყველა აიყოლია სიცილში, უცებ კი ყველაფერი ქეთევანის კივილმა გადაფარა, რომელიც გაშტერებული მისჩერებოდა ტელევიზორს..
-ჩემი შვილი... ეს ამოთქვა და გონება დაკარგა... ყველა შეშფოთებული იყო ტელევიზორს მიშტერებოდნენ და მომხდარ ავარიას უყურებდნენ, ძმებმა გაბოს მანქანა ამოიცვნეს და ყველაფერი თავზე დაეცათ... სასწრაფოდ დაიშალნენ.. ყველა სადღაც რეკავდა და გაცხარებულები ლაპარაკობდნენ ტელეფონზე ... შემდეგ კი სავადმყოფოში წავიდნენ... ორი საკაცეზე დაწვენილი უგრძნობი სხეული სასწრაფოთ ქირურგიულ განყოფილებაში შეიყვანეს... ყველა ჟვანიას კლინიკაში იყო, არ დააყოვნა კარების გაღებამ და ავალიანების ამალაც გამოჩნდა... სახეწაშლილი სახეები , თავზე დანგრეული იმპერია და ფეხქვეშ გათელილი ყველაფერი, ორივე გვარი ერთმა ტკივილმა გააერთიანა, მაგრამ ვაჩე დამიანს მივარდა და კედელზე მიამხო
-რა ჯანდაბა უნდოდა ჩემს დას შენი -ძმის მანქანაში, თქვენი დაგეგმილია იყო ხომ ყველაფერი.. არ გაცოცხლებთ მას რომ რამე დაემართოს სათითაოდ ამოგხოცავთ დანიელი სრულიად ბინდში მყოფი ვერ იაზრებდა რა ხდებოდა, ვაჩე კი მამის ნათქვამმა მკაცრმა სიტყვებმა დააოკა... საოცარი დაძაბულობა იყო, ადრე ასე ერთ ჭერქვეშ ვერცერთ მხარეს ვერ ნახავდი, მეტიც ქეთევანმა ნინოს ჭიქა ყავაც კი მიაწოდა ... ქალური სოლიდარობა გამოუცხადა, იცოდა რასაც განიცდიდა.. ფული ხომ ჯოჯოხეთს ანათებს, მაგრამ სიცოცხლეს ვერ გადაარჩენს... დაძაბული წუთები, უიმედო თვალები, ექიმების ჯგუფი.. კარების გაღება და ისევ დაკეტვა და უაზრობაში განვლილი ცხრა საათი, დაუსრულებელი ოპერაცია განადგირებული საახეები... ალბათ საჭირო იყო სიკვდილის წინ დადგომა, ეს ორი მხარე რომ ასე ერთად გვენახა.. არავის შესწევდა იმის ძალა რომ ერთმანეთი გაელანძღათ და ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ... უცებ კარები იღება და ექიმი გამოდის..
ყველა მას მისცვივდა...
-როგორაა ჩემიდა! სასოწარკვეთილება იგრძნობა რიჩის ხმაში
-იცოცხლებს ჩემი ძმა? უიმედობა იგრძნობა
-გოგონა კარგადაა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.. ხელი აქვს მოტეხილი , მსუბუქი ტვინის შერყევა და მცირედი დაჟეჟილობები , კიდევ კარგი ბავშვი კარგადაა და ორივეს სიცოცხლე შევინარჩუნეთ... ხელახალი თავზე დამხობა და გაფუჭებული ფირივით მოტრიალე კადრები... ,, ბავშვი'' მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ტრიალებდა ავალიანების საგვარეულოში...
-ხოლო მამაკაცს რაც შეეხება ყველაფერი რთულადაა, არ ვიცით როგორ გაუძლებს მისი ორგანიზმი.. შესაძლოა ყველაფერი ან ძალიან კარგად დამთავრდეს ან ძალიან ცუდად... ჩვენ ყველაფერს ვიზავთ... დამიანი აფთარივით ეტაკა ექიმს და ყვირილი დაუწყო
-იცი ორი ვარიანტი კი არ არაებობს, ერთი ვარიანტი არსებობს და ისიც ასე იქნება ყველაფერი ძალიან კარგად უნდა მოხდეს... რაც შეგიძლიათ გააკეთეთ... ძლივს მოაშორე დანიელმა .. ექიმმა ხალათი შეისწორა და კვლავ ოპერაციაზე დაბრუნდა... კიდევ უსაშველოდ გაწელილი დრო...


იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემო ტკბილებო... ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი გამოთქვათ კომენტარებში და მითხრათ რას ფიქრობთ... ძალიან მიყვარხართ

პ.ს. Sad Writer_ი



№1  offline აქტიური მკითხველი neneusi

ძალიან კარგია <3 აბა ველოდები შემდეგ თავს და ამდენი აღარ მალოდინო რაა!!! გთხოოოოვ.

 


№2  offline წევრი isterichka123

dzian magaria ase gagrdzlee da nu dagviandb

 


არ ვიცი რა ვთქვა ძააან მაგარი მოთხრობაა დაა როო დამსვააა დაა მითხრა თავიდან წაიკიტხეოო ატასჯერ წავიკთხავვ ძალიან მაგრი მწერალიი ხარრრ...მალე დადე ხოლმე თორე ვეღარ ვითმენნ
kissing_heart

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო ასე უცებ დაფეხმძიმება?ნუ სხვა მხრივ კარგი იყო.იმედია ჩვენი ბიჭი გადარჩება და ავალიანებს კი ჩვენი გოგო გადაურჩება.წარმომიდგენია რა ამბები ატყდება,მითუმეტეს რომ გაიგებენ ფეხმძიმედ ვისგანაა
--------------------
ლანა

 


№5  offline მოდერი bibo

მომწონს მომწონს მომწონს მომწონს ვაიმე არ დაშორო არ მოკლა თორე შენ გაუყვები მაგ გზას ლუბალო იცოე მრწყვის ჯემო ველი ახლ ხა დიდზე დიდ თავს მარწყვის ჯემო

 


№6  offline წევრი aNuGi

კარგია, ძალიან კარგად წერ!
უბრალოდ 2 კვირა მაინც უნდა გავიდეს რომ ფეხმძიმობის შესახებ გაიგონ და სწორი ფორმაა "მი სი მალატ", ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი!
წარმატებები!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№7  offline წევრი Sad Writer

ხისთავიანი სვანი
არ ვიცი რა ვთქვა ძააან მაგარი მოთხრობაა დაა როო დამსვააა დაა მითხრა თავიდან წაიკიტხეოო ატასჯერ წავიკთხავვ ძალიან მაგრი მწერალიი ხარრრ...მალე დადე ხოლმე თორე ვეღარ ვითმენნ
kissing_heart

Didi madloba aseti gulrwfelobistvis ... dzalian gamaxare da ukve miyvarxar :-* chemi yvela mkitxveli sigijemde miyvars

La-Na
ოო ასე უცებ დაფეხმძიმება?ნუ სხვა მხრივ კარგი იყო.იმედია ჩვენი ბიჭი გადარჩება და ავალიანებს კი ჩვენი გოგო გადაურჩება.წარმომიდგენია რა ამბები ატყდება,მითუმეტეს რომ გაიგებენ ფეხმძიმედ ვისგანაა

Isini momxdaridan meore dges ar wamosulan, ragac periodi gavida ubralod ar chavtvale sachirod damekonkretebina... sxva mxriv didi madloba chemo.mudmivo mkitxvelo :-*

bibo
მომწონს მომწონს მომწონს მომწონს ვაიმე არ დაშორო არ მოკლა თორე შენ გაუყვები მაგ გზას ლუბალო იცოე მრწყვის ჯემო ველი ახლ ხა დიდზე დიდ თავს მარწყვის ჯემო

Xooo ar vici or cecxlahua var , ar vici ra vqna ori varianti maqvs erti dzalian cudi da erti dzalian kargi, dzalian cydisken vixrebi da jer ar maqvs gadawyvetili

aNuGi
კარგია, ძალიან კარგად წერ!
უბრალოდ 2 კვირა მაინც უნდა გავიდეს რომ ფეხმძიმობის შესახებ გაიგონ და სწორი ფორმაა "მი სი მალატ", ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი!
წარმატებები!

Sayvarelo da shokolado iq ramdenime dge gavidaa ubralod agar chavtvale sachirod damewera, xo rac sheexeba svanuri enas me tviton svani var da siyvarulis bevrnairi versiaa gavrcelebuli ... sxvadasxvanairad warmotqvamen da magashi nu damadanashauleb ... miyvarxar dzalian

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე რას ქვია ცუდისკენ იხრები?გული გამისკდება იცოდე.ხო ჯობდა დაგეკონკრეტებია და გაურკვევლობა არ იქნებოდა,ისე ჩანს რომ მეორე დღეს წამოვიდნენ.არ მოკლა რა,პირიქით ამათ უნდა შეარიგონ ეს ორი გვარი რა გთხოოოოოოოოოვ
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent