შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისტორიები ნაწილი 3


21-01-2017, 02:03
ავტორი ლილუუ
ნანახია 1 245

ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობს, თანდათან ვწერ და გამიხარდება თუ თქვენს აზრს გამოთქვამთ როგორც მოთხრობასთან ისე პერსონაჟებთან დაკავშირებით ^_^ <3




დანიელი მშვიდი სახით წავიდა მაქანისკენ და ლილც უკან მიყვა, ასევე მშვიდად დაიკავეს მანქანაში ადგილი და ნელა დაიძრნენ დანიშნულების ადგილისკენ. ანდრეა გზას უყურებდა და ისე იქცეოდა, თითქოს იქ მის გარდა არავინ იყო. ლილუც თავის მხრივ არ არღვევდა გამეფებულ მყუდროებას, ან რომ დაერღვია რა უნდა ეთქვა?! რამდენიმე წუთის წინ ამ ბიჭმა კინაღამ იმ ორი ბანდიტის დაწყებული საქმე დაასრულა. თუმცა ისე ვერ მოიქცეოდა თითქოს მანქანაში გვერდით არ ეჯდა და მარტოები არ იყვნენ. ნელა მიატრიალა მისკენ თავი და მის უჩვეულო გარეგნობაზე დაფიქრდა. ვერავინ იტყოდა მასზე სიმპათიურიაო, ლამაზს სომ საერთოდ ვერ უწოდებდი, მაგრამ განსხვავებული და მიმზიდველი ნამდვილად იყო. გრძელი სახე, საშუალოზე ოდნავ მაღალი შუბლი, მუქი ფერის კულულები, არც ისე გრძელი, ლამაზი ცხვირი ოდნავ მომრგვალებული, ტუჩებიც ლამაზი ჰქონდა, თუმცა ერთიანობაში მის სახეს ეშხი აკლდა, ისევე როგორც მთლიანად მის გარეგნობას, გამხდარი და ფერმკრთალი იყო, თვალები, თვალები კი ცივი, გაცრეცილი, უფერო ჰქონდა, წყლისფერი სფეროები, ისეთი, ვერაფერს რომ ვერ ამოიკითხავ მათში, რაც უფრო ღრმად ჩახვალ მით უფრო რომ ჩაიძირები...თითები გრძელი, ნაზი და თლილი ჰქოდა, ალბათ, უკრავდა, ყოველ შემთხვევაში ლილუს აეკვიატა ეს ფიქრი.
-მორჩი ჩემს თვალიერებას?_უემოციოდ ჰკითხა გოგონას
-არა, ჯერ ახლა გადავედი ტანსაცმელზე,_არ დაიბნა ლილუ და ღიმილით მიუგო.
-თუ ასე ძალიან გაინტერესებს ჩემი ტანსაცმელი ჩემს ოთახში გეპატიჟები,_სუსტი ღიმილით უპასუხა
-ოჰ.. არ ვაპირებ შენს საძინებელში წამოგყვე,_შეიცხადა ლილუმ
-მე მართლა ტანსაცმლის სანახავად დაგპატიჟე, შენ რა იფიქრე? უი, რა ცუდი გოგო ყოფილხარ,_თეატრალურად ასწია წარბები ზემოთ
-სულ ასეთი იდიოტი ხარ? _კბილებში გამოსცრა
-არა, ხანდახან ვჭამ, კიდევ მძინავს ან შხაპს ვიღებ და ხო, კიდევ, ხან ვსუნთქავ
-ტყუილად თამაშობ მშვიდი ადამიანის როლს, ცოტა ხნის წინ ვნახე რაც ხარ
-მოვედით, გადადი, მადლობა არაა საჭირო, მაგრამ ზრდილობის გამო შეგიძლია მაინც გადამიხადო.
-რატომ ვერ იტან მამაჩემს?
-გადადიხარ?
-კითხვა დაგისვი!
-მეც გითხარი, გადადი!
-მიპასუხე,_ნერვები უკვე პიკზე ჰქონდა ლილუს
-დროს მაკარგვინებ, ძალიან მეზარება ღვედის გახსნა, მანქანიდან გადმოსვლა, მერე შენი კარისა და ღვედის გახსნა და მანქანიდან გადაგდება, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებ,_მშვიდად უთხრა და უფერო თვალები შეანათა თაფლისფერ თვალებში.
-მართლა რა აუტანელი ხარ,_ხმა ძლივს დაიმორჩილა რომ წყნარად ეთქვა
-გმადლობთ, მაგრამ, ეგ უკვე მითხარი, ახლა გადადი, თორემ ხანდახან თავის კონტროლი მიჭირს და წეღან რაც ვთქვი გავაკეთებ,_სუსხიანი ხმით, მკაცრად უთხრა, მისი ღვედი გახსნა და იმდრენად ახლოდან დაუბრიალა თვალები ლილუს მეტყველებისა და მოძრაობის უნარი წაერთვა. ანდრეამ მობეზრებით აატრიალა თვალები, ლამის ზედ გადააწვა გოგონას და კარი გაუღო. ლილუ უკვე ცოფებს ყრიდა, ერთიანად ხურდა, ბიჭს ხელი კრა, სწრაფად გადახტა მანქანიდან და სახლში სირბილით შევიდა. სულმოუთქმელად დალია წყალი და ისტერიული სიცილი აუტყდა. ერთიანად მოეცვა ყველა გრძნობას. როგორ შეიძლება ეს ყინულის ქანდაკება თორნიკესა და ანდრეას ძმა იყოს. ისინი ისეთი ცოცხლები არიან, დანიელი კი თითქოს... ამოიოხრა და საძინებელში ავიდა, ყრუ ტკივილი იგრძნო ფეხის არეში, გამაყუჩებლის მოქმედება თითქმის გასულიყო და ჭრილობა სტკიოდა. ნელა აიარა კიბეები და შხაბის მისაღებად აბაზანაში შევიდა.

ჯაფარიძეების ოჯახი ერთად შეიკრიბა სუფრასთან, გურამი სუფრის თავში იჯდა, გვერდს გაუყრელი მეუღლე კლარა უმშვენებდა, ორივეს სასიამოვნო გარეგნობა ჰქოდა, თუმცა მკაცრი იერი ეტყობოდათ, არისტოკარტული და ამპარტავნული. თვითონ სახლის ასეთივე იყო, ოქრო-ვერცხლსა და სპილოს ძვალში ჩასმული. მათ ოჯახს ფული არასოდრეს აკლდა, რასაც ვერ ვიტყვით ურთიერთგაგებასა და სიყვარულზე. ირაკლი და ლექსო აქეთ იქიდან შემოსხდომოდნენ მაგიდას, ყველა მშვიდად და აუღელვებლად შეექცეოდა სადილს, გარდა უმცროსი ჯაფარიძისა. სალომე ისეთ ხასიათზე იყო, პირში ლუკმა არ ჩაუდია. კოსტასთან ლაპარაკმა და კიდევ ერთხელ ჩხუბმა დაარწმუნა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა, თუმცა რამდენად ეყოფოდა ამის ძალა არ იცოდა. მცდელობას კი წინ არაფერი ედგა. ირაკლიმ შეამჩნია დის უგუნებობა და წარბები შეკრა, იქებ სხვებმაც შეამჩნიეს, მაგრამ მის გარდა არავინ დაინტერესებულა.
-რამე გაწყენინა?_ჩურჩულით კითხა გვერდით მჯდომ დას ირაკლიმ
-რა...ვინ... რო...,_ენა დაება გაოცებულ სალომეს
-იმ გამომძიებელზე გეკითხები, კოსტაზე, გეგონა არ ვიცოდი რომ შეხვდი?
-იმან არაფერი!_ხმამაღლა თქვა სალომემ
-რა ხდება?_და-ძმას შეხედა ლექსომ
-რაღაც უნდა გითხრათ,_ხმის კანკალით ჩაილაპარაკა სალომემ, მოულოდნელად იგრძნო როგორ მოუჭირა ფეხზე ხელი ძმამ, განა ეს გამხნევება იყო? ირაკლი მას გვერდში ედგა? არ იცოდა, ვერ მიხვდა, მაგრამ მხნეობა მოემატა.
-შვილო, რა ხდრება?
-მე შეყვარებული ვარ, ეს კვე იცით, და თქვენი აკრძალვის მიუხედავად არ გამიარა, ამიტომ მე და კოსტა ოფიციალურად...
-შენ გოგო ნორმალური ხარ? რამდენს ბედავ?_ყვირილით გააწყვეტინა ლექსომ და ფეხზე წამოხტა. შეეშინდა, თვალზე ცრემლი მოადგა, მაგრამ კოსტას თბილი ჩახუტება გაახსენდა და ძალა კვლავ მოემატა.
-ნუ მიყვირი, პატარა ბავშვი აღარ ვარ, მიყვარს-მეთქი რადგან ვამბობ, ესე იგი ასეა
-არც იოცნებო, რომ იმ ახვარს გაეკარო, გაიგე?_გაბრაზრებულმა ლექსომ ძლიერად ჩაავლო მკლავში ხელი და სკამიდან ძალით ააყენა
-ლექსო ახლავრე გაუშვი,_ფეხზე ადგა ირაკლიც
-ირაკლი, გაჩუმდი,_ოჯახის უფროსმაც ამოიღო ხმა.
-მამა, ხედავ? ხედავ ვისთან აბამს ჩუმად ურთიერთობას თქვენი ქალიშვილი?_უხეშან შეანჯღრია ლექსომ და
-სალომე, მოეშვი სისულელეებს, შვილო, ის ოჯახის, წარმომავლობისა და სამსახური გამო, რომლითაც შენს ძმას ბევრჯერ შეუქმნა პრობლემა, ვერასოდეს გახდება ჩვენი სიძე,_განაჩენივით თქვა კლარამ
-მე ის მიყვარს, ის კარგი ადამიანია
-გოგო რა გინდა უნდა მომაკვლევინო?!_კბილებში გამოსცრა ლექსომ, ხელს ისე უჭერდა მკლავი გაუბუჟდა და გაულურჯდა.
-მორჩით, გამიშვი, დედა, მამა, მიყვარს-მეთქი და მორჩა, თუ საჭიროა მასთან ერთად აქედანაც წავალ,_იყვირა ლიკამ. კლარა გაავებული ეცა ლექსოს ხელში ჩიტივით მომწყდეულ სალომეს და მთელი ძალით გააწნა სილა, ის იყო მეორეც უნდა დაერტყა, რომ ირაკლიმ ხელი გაუკავა, ლექსოს და ხელიდან გამოსტაცა და გულზე მიიხუტა.
-გაგიჟდით, რას აკეთებთ? არც მე მეხატება კოსტა გულზე, მაგრამ სალომე ქალია, დამოუკიდებელი, გასაგებია? და ხელით აღარასოდეს შეეხოთ,_მკაცრი იყო ირაკლის ხმა. ყველა გაოცებული მიაშტერდა, მათ შორის სალომეც, ირაკლი მხარს უჭერდა? მოდუნდა და ძმის მკლვებში ასლუკუნდა.
-ირაკლი შენ რაღამ გადაგრია?_გაიოცა გურამმა
-დაოჯახებამ,_სიმწრით გაიღიმა ირაკლიმ, გვერდი აუარა ოჯახის წევრებს და დაიკო საძინებელში აიყვანა. თვითონაც უკვირდა თავისი საქციელის, მაგრამ ცხოვრებამ შეცვალა. სალომე ლოგინზე დასვა და დაელოდა სანამ დამშვიდდებოდა. თავადაც უსიყვარულოდ მოიყვანა ცოლი და შეიძლება ითქვას თავს ყველაზე უბედურ კაცად თვლიდა. ახლაც უნდა წასულიყო სახლში, სადაც სითბოთი, ღიმილით და სიყვარულით არავინ ელოდა.
-მადლობა,_ამოისრუტუნა სალომემ
-მე უნდა წავიდე, თავს გაუფრთხილდი, თუ შეგეხო რომელიმე, დამირეკე და მოვალ,_ გაოცებულ დას თავზე აკოცა და წავიდა.სალომე სასწრაფოდ კარს ეცა და გადაკეტა. შემდეგ ლოგინზე დაემხო და მწარედ ატირდა. თავის ბედს დასტიროდა, ირაკლის საქციელმა გული აუჩუყა, მიხვდა მარტო არ იყო და მიხვდა სწორ გზას ადგა. უნებურად აიღო ტრელეფონი და კოსტას მიწერა, თინეიჯერი ბავშვივით მოიქცა, გაეღიმა და ატირდა, უნდოდა ეს კედლები გაენგრია და გარეთ გაქცეულიყო, თუმცა არ ჰქონდა ამდენი გამბედაობა.

გაბრაზებული ლექსო სახლიდან გავარდა, მანქანა ჩქარა დაძრა და კოსტას სახლისკენ გასწია, გაცეცხლებულს ვინმეზე ხომ უნდა ეყარა ჯავრი. დაახლოებით ათ წუთშუ უკვე მისი სახლის კარზე აბრახუნებდა. ბიჭმა კარი გააღო თუ არა გიჟივით ეცა და სახეში დაარტყა, ერთს მეორე დარტყმა მოყვა და მოულოდნელობისგან დაბნეული კოსტა იატაკზე დაეცა, ცხვირიდან სისხლის წამოსვლა რომ იგრძნო მაშინვა მოვიდა გონს, მაგრამ ლექსო მთელი ძალით აწვებოდა ზემოდან.
-ჩემს დას არ გაეკარო შე ახვ**, თორემ დედას მ**, გაიგე?
-ერთხელ მაინც მოიქეცი ადამიანურად, ლექსო,_ზიზღით წარმოთქვა კოსტამ
-ჩემს დასაც ვასწავლი ჭკუას და შენც, შენი დედა ***
კიდევ უნდა დაერტყა, მაგრამ კოსტამ დაასწრო და ძირს გადმოაგდო, ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, მაგრამ კვლავ არაბიძემ გამოიჩინა გონიერება და ლექსო ხელის კვრით მოიშორა. ჯაფარიძეს მიხვდა თავის მხრივ, რომ არც ისე ადვილი იყო ხელჩართულ ჩხუბში კოსტას მორეოდა, ისედაც გვარიანად შეელამაზებინათ ერთმანეთი. საბოლოოდ მაინც დაემუქრა დის შეყვარებულს და სწრაფად წავიდა მანქანისკენ.
კვლავ გაბრაზებული იყო, მაგრამ ამჯერად ნელა მიუყვებოდა გზებს. პარკში მოულოდნელად ნიკასა და ლიკას მოკრა თვალი. ტუჩი ზიზღით დაბრიცა რომ წარმოიდგინა მთელი დღე ერთად შეყვარებული წყვილი. ლიკას გაუშტერა მზერა, ეს გოგო დიდი ხანია იზიდავდა, მაგრამ ვერაფრით მიუახლოვდა. არ იფიქროთ მოსწონდა ან უყვარდა, უბრალოდ როგორც ქალი ისე უნდოდა. დაელოდა სანამ ერთმანეთს არ დაემშვიდობნენ. ნიკამ ტაქსი გააჩერა და ფრთხილი კოცნით დამეშვიდობა სიყვარულს, რაზეც ლექსომ გულის რევის იმიტაცია გააკეთა. ნიკა ფეხით გაუყვა გზას, ლექსო კი ტაქსის აედევნა, გადაასწრო და წინ გაუჩერა მანქანა. ტაქსის მძღოლი საჩხუბრად გადმოვიდა, მაგრამ იარაღიანი ჯაფარიძის დანახვაზე გაშეშდა. ალბათ, უიარაღოც რომ ყოფილიყო მაინც არ შეეწინააღმდეგებოდა. ლექსომ ღიმილით გამოაღო უკანა კარი, შეშინებულ ლიკას ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა, უხეშად ჩაავლო მაჯაში ხელი და მანქანიდან ძალით გადაათრია. ლიკამ ყვირილი დაიწყო, მძღოლს სთხოვდა შველას, მაგრამ კაცი დამნაშავის სახით მობუზული იდგა. ლექსომ იარაღი შეინახა, ორივე ხელით გააკავა გოგო და მანქანისკენ წაათრია, ლიკა ურტყამდა, მაგრამ სუსტი აღნაგობის მასთან რას გახდებოდა. უკანა სავარძელზე დასვა, კარი მიუკეტა და სწრაფად მოწყდა ადგილს. ლიკას გადახტომა უნდოდა, მაგრამ კარი ჩაკეტილი იყო.
-ლექსო რას აკეთებ?
-ისეთს არაფერს რაც არ მოგეწონება,_ღიმილით მიუგო შეშინებულ გოგოს
-ლექსო, რას აპირებ?
-შენს შეყვარებულს ერთი საქმის გაკეთება უნდა დავასწრო
-სახლში მელოდებიან, რომ დავაგვიანებ... იცი ჩემი ძმები რასაც გიზამენ,_ხმის კანკალით ამოილაპარაკა ლიკამ
-ჯერ ერთი შენი ტელეფონი მე მაქვს და უკვე მივწერე რომ მეგობართან რჩები, მეორეც, ალბათ, მართლაც მიზამენ რამეს თუ ეტყვი, თუ არადა მერე შეგვიძლია კიდევ გავიმეოროთ.
ლიკა მანქანის კართან მიიყუჟა და სლუკუნდა. ზედეტად სუსტი იყო იმისთვის, რომ მტკიცე ნებისყოფა შეენარჩუნებინა, ეშინოდა, ძალიან ეშინოდა, ლექსო ყოველთვის ზიზღსა და შიშს იწვევდა მასში, მთელი ტანი გაეყინა, კანკალებდა და არა მარტო სიცივისგან, მასში რაღაც ამოუხსნელის შიში იყო, იცოდა კარგი არაფერი ელოდა, იცოდა ლექსო არ გაახარებდა. ნიკას სახე დაუდგა თვალწინ და ტირილს უმატა. გრძნობდა მომხდარი მხოლოდ ლიკას კი არა, ნიკასაც გაანადგურებდა, მათ სიყვარულს ძირს გამოუთხრიდა.
-მოდი ცოტა გავისეირნოთ, ქალაქს გავცდეთ და მერე შენს ნიკუშას დავურეკოთ
-ნიკასგან რა გინდა,_ამოიკნავლა და ზიზღით შეხედა გამტაცებელს.
-აბა, როგორ გგონია ამ სიამოვნებას გამოვტოვებ? მისი სახე წარმოიდგინე,_ამ სიტყვებზე ხმამაღლა ახარხარდა, ლიკას აღარაფერი უთქვამს, ფანჯრიდან გაიხედა, უკვე გვარიანად შეღამებულიყო. ტკივილი ერთიანად მოსდებოდა მის სხეულს, ყველა უჯრედს სასოწარკვეთით და შიშით ჟღენთავდა და უკანასკნელ იმედს ართმევდა გოგონას.
-მოვედით,_განაჩენივით გაისმა ლექსოს სიტყვები როცა უცნობ ქუჩაზე გაჩერდნენ.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Hei magari iyo dzaan m9mwons da mainteresebs es motxroba. Aba shen ici gelodebiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent