შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Loving A Bad Boy (ნაწილი 10)


21-01-2017, 17:15
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 702

24.
სიყვარული უცნაური გრძნობაა. მას ვერ ვხედავთ, არც სუნი აქვს, არც ფერი, არც ფორმა. მაგრამ მას ვგრძნობთ. ის ჩვენ სხეულში აღწევს და მთლიან სულს თავის ტავში ახვევს. ის ჩვენ გვაბედიერებს და ამავე დროს გვაუბედურებს. სიყვარული უცნაური გრძნობაა, ემოცია რომელსაც ალბათ მე ვერასოდეს ვერ ავხსნი.
ყველას გვყვარებია, არა? გვიგრძვნია ეს გასაოცარი გრძნობა, როდესაც შენი გულის პატრონს ხედავ და ტანში სასიამოვნოდ გაჟრუალებს, გული გიჩქარდება და ათასჯერ უფრო სწრაფად იწყებს ფეთქვას და შენ გარშემო ყვალაფერი ქრება მის გარდა. მაგრამ თუ მას შენ არ უყვარხარ ამ გრძნობებთან ერთად საშინელი ტკივილი მოდის, რომელიც შენ გულს მილიონ პატარა ნაწილებად გლეჯს და ანაწევრებს.
და მაინც რა უცნაური გრძნობაა არა სიყვარული? ის ჩვენ გავედნერებს და ამავე დროს საუკუნო ტკივილს გვაძლევს. და მაინც ჩვენ მისთვის ვიბრძვით და ვკვდებით. ჩვენ თავს ვწირავთ იმისთვის რომ ეს გრძნობა გადავარჩინოთ. რა უცნაურია სიყვარული. ის ჩემთვის ალბატ ვერასდროს ვერ იქნება გასაგები და ამას არც მოვითხოვ. იმისთვის რომ სიყვარულის არსი გესმოდეს, ზედმეტად დიდხანს უნდა იყო მარტო.
და მაინც რა არის ის გრძნობა, რომელსაც დრო ინდობს? მაგრამ ინდობს კი დრო სიყვარულს? იფარებს კი ის მას თავისი კალთის ქვეშ?
თვალებს ვხუჭავ და წერას ვამთავრებ. არ ვიცი რატომ დავიწყე ამ ყველაფრის წერა, მაგრამ ვიიც რომ ამ წამს მე მხოლოდ ეს მჭირდება. უნდა გავიგო რას ვაკეთებ და რაც ვაკუთებ ამ სამყაროს. მინდა გავიგო რა უნდა გავაკეთო და რა არა.
-ლილუუუ. -ნიკუშა ოთახში შემორის და ჩემთან მოდის, მე კი სუსტად ვუღიმი. -ითამეშებ ჩემთან ერთად? -მეკითხება, უფრო მიბრძანებს და მიღიმის, მაგრამ მე თავს ვაქნევ.
-დღეს არ შემიძლია. -ვპასუხობ ნელა და ისიც თავს მიქნევს, გაბრაზებული. კარებს იხურავს ზურგსუკან და და ისე გადის ოთახიდან, მე კი მისი მიმართულებით ვიყურები.
-ჯანდაბა. -ვდუდღუნებ ჩემთვის და მუსიკების თვალიერებას ვიწყებ. არც კი ვიცი რა ჯობია რომ ჩავრთო. ძალიან უცნაურ ხასიათზე ვარ. ბოლოს არჩევანს ერთ სიმღერაზე ვაჩერებ, რომელიც რატომღაც ყოველ ჯერზე მაღიმებს. თითქოს არაფერია ისეთი, მაგრამ ამავე დროს ის თითქოს ასევე რაღაცეებზე მაფიქრებს.
ვიღიმი და LOUDspeaker-In This World-ს ვრთავ და ვიღიმი. მეღიმება უმიზეზოდ, მაგრამ მაინც მეღიმება. თითქოს სიმღერას ჩემ თავს ვუკავშირებ. როცა იძახის I wanna sail the world სუნთქვა მეკვრება და ცრემლი მადგება. იმისდამიუხედავად რომ ძალიან ბევრი ადგილი მაქვს ნანახი, და იმის და მიუხედავად რომ ძალიან ბევრი თავგადასავალიც მქონია, მე მაინც არაფერი არ მაქვს ნანახი. მინდა რომ ეს სამყარო ვნახო, ისეთი როგორიც არის. მინდა რომ დავტკბე თითოეული ასპექტით ამ ცხოვრების.
ამის მაგივრად კი მე მხოლოდ ვვარსებობ. არაფერს არ ვაკეთებ და მათ პირდაპირ ბრძანებებს ვემორჩილები. მე ვკლავ. ოღონდ ლეგალურად. იცით მკვლელობაზე უარესი რა არის? ის რომ შენ კანონიერად კლავ. ის რომ ადამიანი რა მიზნითაც, როდისაც და როგორაც არ უნდა მოკლა, ამაზე პასუხს არ აგებ. გპატიობენ და სხვა მკვლელობისთვის გამზადებენ. იცით ასევე რა არის ცუდი? ის რომ შენ ამას ეჩვევი და ბოლოს მოგწონს კიდევაც. ბოლოს უკვე თვითონ ელოდები როდის მგცემენ ფაილს ვინმეს მოსაკლავად.
-დავიღალე! -ვდუდღუნებ და თვალებს მაგრად ვხუჭავ. ისევ იმ ნაწერზე ვფიქრობ და ჩემ წინ შრეკის სახე ჩნდება, მეღიმება და გული ტკივილით მევსება. ნუთუ მისთვის ეს ყველაფერი არაფერს არ ნიშნავდა? ნუთუ ის უბრალოდ ერთობოდა?
თავს ვაქნევ და უაზრო ფიქრებისგან ვთავისუფლდები. რა აზრი აქვს ამ ფიქრებს? ისინი მე მაინც ვერ მიშველიან. თვალებს ვახელ და იმ წიგნს ვიღებ, რომლსაც უკვე დიდი ხანია ვკითხულობ.
ორჰან ფამუქი-მდუმარე სახლი
რომ დავფიქრდეთ დიდი ვერაფერი წიგნია, მაგრამ უფრო ღრმად რომ დავუფიქრდეთ იქ ყველა პრობლემაა წამოჭრილი, რომელიც არა მარტო მუსლიმურ თურქეთში არამედ აქ, დღევადელ საქართველოშიც ადვილი სანახავია. თაობებს შორის ჭიდილი, აზრთა სხვადასხვაობა, სოციალური ფენების მკვეთრი განსხვავება და ზიზღი ერთმანეთის მიმართ. უპასუხო სიყვარული, და წასვლის სურვილი. რელიგია და ათეიზმი. როცა ამ წიგნს ვკითხულობ, ძნელია წარმოვიდგინო რომ ეს რეალობა არ არის და მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. ამ წიგნში იმდენად კარგად არის ადამიანის ბუნება წარმოჩენილი რომ ხანდანხან მგონია წიგნის მაგივრად თვითონ ინ ადამიანს ვკითხულობ. ყველაზე მეტად კი ერთი ფრაზა მომეწონა. ფრაზა რომელიც თითქოს ჩემთვის იყო განკუთვნილი.

"რეჯეფ, ნუ გეშინია, მოწყვიტე სამოთხის ხეზე ვაშლი. მაშინ შეიძლება ტკივილით იგრიხებოდე, მაგრამ მაინც თავისუფალი იყო. როცა ყველა თავისუფალი იქნება, ჭეშმარიტ სამოთხეს ამქვეყნად ააშენებ." - ორჰან ფამუქი, მდუმარე სახლი.

როცა ეს ნაწილი წავიკითხე ისეთი გრძნობა მქონდა თითქს პასუხი ვიცოდი. თითქოს ვიცოდი რისი გაკეთებაც მინდა. ვიცი რომ მე მინდა რომ თავისუფალი ვიყო და ამის მისაღწევად სხვადასხვა გზა უნდა ვიპოვო. ვიცი რომ არ უნდა დავნებდე, ჩემი თავისუფლა საშინელი ტკივილის მომტანიც რომ იყოს მე მისთვის უნდა ვიბრძოლო.
ტელეფონის ზარი ფიქრებიდან მაფხიზლებს და ისე ვპასუხობ რომ არც კი ვუყურებ ვინ რეკავს.
-ლილე! -ლაშას გაბრაზებული ხმა ტელეფონიდან მესმის და წარმოვიდგენ როგორ იბღვირება. -რას აკეთებ შენი აზრით?
-დავიღალე. -ვპასუხობ ამოოხვრიდ და ვიცი რომ ყველაფრისთვის შემიძლია თავის დანებება ამის გარდა. მკვლელობა უკვე ისედაც ჩემშია გამჯდარი.
-ასე ადვილად ვერ წახვალ, ისინი მოსაკლავად მოგადგებიან. -მეუბნება ჩუმი ხმით და ვიცი რომ სევდიანია. -თან ჯერ ათი წელი უნდა ემსახურო, მერე უკვე შენი ასარჩევია წახვალ თუ დარჩები.
-ვიცი. -ჩუმად ვპსუხობ. მაგრამ ეს ათი წელიც ძალიან დიდი დროა ჩემთვის. მარტო ამ ექვს თვეში იმდენი ფული გამოვიმუშავე რომ ჩემ საშვილოშვილოს ეყოფა. -მაგრამ ათი წელი ვერ გავძლებ.
-ხო იცი რომ შეგიძლია დრო შეამცირო, ამისთვის კი ბევრი დავალების შესრულება მოგიწევს. -ამოოხვა მესმის და მე ცრემლებს ვყლაპავ. -გაქცევით კი დროს ვერ შეიმსუბუქებ.
-ვიცი, ხვალე მოვალ. -ვიძახი ჩუმად და ტელეფონს ვთიშავ. მე ასე ადვილად ვერ გავიქცევი, მე ბრძოლა მომიწევს. ბრძოლა თავისუფლებისთვის. ბრძოლა იმისთვის რისიც მწამს.
-ნიკუშა! -ვეძახი და ისიც იმ წამსვე ჩემ ოთახში ჩნდება, ვუღიმი და ისიც ღიმილით მპასუხობს. -თამაში კიდევ გინდა? -თავს მიქნევს და თავისი სათამაშო ოთახისკენ მიმათრევს.
იქნებ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც მე მგონია?


25.
დ ა მ ი ა ნ ე
სიყვარული უცნაური გრძონბაა. ის ჩვენ შიგნიდან გვჭამს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ გვიყვარს იმის და მიუხედავად იმ ერთადერთს ვუყვარვართ თუ არა. ჩვენ ვიტანჯებით, მაგრამ მაინც გვიყვარს. ეს კი ერთ კითხვას მიჩენს. რომელი უფრო ძლიერი გრძნობაა, სიყვარული თუ სიძულვილი? ორივე ერთიდაიმავე ძალით იბრძვიან პირველობისთვის, მაგრამ ვერ თანხმდებიან. ორივე ერთმანეთზე ძლიერია. ორივე თანაბარია.
-მოდიხარ? -მეკითხება მიშო და თავს ვუქნევ. მე მზად ვარ. არ ვიცი რატომ მივდივარ ან ამას რატომ ვაკეთებ, მაგრამ ვიცი რომ სხვა გზა აღარ მაქვს.
-მზად ვარ. -სარკეში ვიყურები და ჩემ თავს ვათვალიერებ. ჩაჩაჩული ჯინსები, შავი მაიკა და ზევიდან კაპიშონიანი ჟაკეტი. -სხვები სად არიან?
-ლუკა და თოკო უკვე მივიდნენ. -მპასუხობს მიშო მხრების ჩეჩვით. -გეგა და ლეოც მალე მივლენ და ბექა ვერ მოდის. -თავს ვუქნევ. მესმის, ვიცი რომ ბექას ამ საქმიდან გასვლა უნდა. თან ეს მას არც კი ეხება. არც მინდა რომ წამოვიდეს.
-წავედით? -თავს მიქნევს და სახლიდან გავდივართ. ჩემთვის კარგად ნაცნობ ქუჩებს ვაკვირდები და ვოღაცეებს მისალმების ნიშნად თავს ვუქნევ. ჩემ ქუჩებს ვუყურებ და ნელი ნაბიჯებით მივუყვები.
-შენი აზრით სწორად ვიქცევით? -კითხულობს მიშო და ისე რომ პასუხს არც ელოდება ლაპარაკს აგრძელებს. -შენი აზრით დემეტრე გაჩერდება? მე არ მგონია მასე. ის ფაქტიც რომ თითქმის ყველა მოკვდა, მოკლეს არ გვშველის. -აგრძელებს ლაპარაკს და თან დაფიქრებული სახით იყურება. -აბა დაფიქრდი... დემეტრემ ყვეაფერი იცოდა ჩვენზე, მაშინ როცა ჩვენ გადასარჩენად ის კაპიშონიანი მოვიდა. მას მერე არცერთ ჩხუბზე აღარ გვინახავს. მას შემდეგ ჩვენ გოგოებს დავშორდით.
-რას გულისხმობ? -გაკვირვებული ვიყურები მისკენ და ვცდილობ გავიგო რისი თვქმა უნდა. რომელი გოგო შეძლებდა იმათ ცემას? ჩვენ ვერ შევძელით, ისინი კი ჩვენზე სუსტები არიან.
-იმას რომ გოგოებმა იცოდნენ კაპიშონიანი ვინ იყო, იქნებ საერთოდ მაგათი მეგობარია. -იძახის დაფიქრებით მიშო. -შეიძლება ყველასი არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ლილე რაღაცნაირად დაკავშირებულია მასთან.
გაკვირვებული ვუყურებ და ვერ ვხვდები საიდან მოიტანა ასეთი აბსურდული იდეა. მაგრამ რომ ვუფიქრდები, ის მართალია. ყველაფერი ისე ემთხვევა რომ... შეიძლება ლილე მართლაც იყოს რამენაირად დაკავშირებული 'უსახო სიკვდილთან'. მაგრამ როგორ? რანაირად? და რაც ყველაზე მთავარია რატომ?!

***
დემეტრეს პირისპირ ვდგვარ და სიბრაზისგან ვკანკალებ. ხელებს ვმუშტავ და ვშლი, მაგრამ ეს მაინც არ მშველის. ვიცი რომ კიდევ ცოტაც და ავფეთქდები.
-არ გირჩევთ მასე გაგრძელებას. -იძახის დემეტრე გესლიანი ხმით და იღიმება, გველისებრი ღიმილით. -თორემ დაშავდება ის ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, დამიანე. -მეუბენა და თავის მეგობრებთან ერთად უკან მტოვებს და მიდის. მის სილუეტს ვუყურებ და ჩემს უძლურობაზე ვბრაზდები. მე ვერაფერს ვერ ვაკეთებ, რადგან მაგ შემთხვევაში ის ყველას მოკლავს ვინც კი ჩემთვის მნიშვნელოვანია.
-დამშვიდდი. -მეუბნება ჩუმი ხმით ლეო და მხარზე ხელს მიჭერს. -ის შენს პროვოცირებას ცდილობს. გირჩევნია გაჩერდე და დაწყნარდე. -თავს ვუქნევ და მუშტს ვშლი. ლეო მართალია, ჯოია დავწყნარდე.
უმჯობესია თუ დავწყნარდები.

****
დ ე მ ე ტ რ ე
დამიანეს და მის მეგობრებს უკან ვიტოვებთ და სიარულს ვაგრძელებთ. ერთადერთი რაც სააგენტომ მასწავლა, ის არის როგორ უნდა მოვკლა ისე რომ ვერ დამიჭირონ. ამ წამსაც იგივე მევალება, ოღონდ ახლა მინდა რომ გამომიჭირონ.
ჩემი ახალი სამიზნე კი ლილეა. რატმღაც ძალიან მეცნობა, მაგრამ ხელის დადება არ შემიძლია. ვიღიმი მაგრამ ასევე ვერ ვიღიმი. ვიცი რომ მომიწევს იმის ოკვლა, და ამის პირდაპირ ეთერში ჩვენება პოლიციის განყოფილებაში, ისე რომ დამიანემ დაინახოს და დაიტანჯოს. პოლიციას კი არაფრის გაკეთების საშუალება არ ექნებათ.
მე ხომ კანონიერი მკვლელი ვარ.
ნერვები მეშლება ამის გაკეთება რომ მიწევს. მაგრამ მე ჩემი დიდ ხნიანი მისია მაქვს შესასრულებელი. ამისთვის კი უდანაშაულო ადამიანი უნდა მოვკლა. როცა გადავრეკე იმის გასარკვევად თუ რა უნდა გამეკეთებინა ამის გამო, მითხრეს რომ ქვეყნის გადასარჩენად ერთის სიცოცხლის გაწირვა ღირდა.
მე მთვარობისთვის ვკლავ, და ამით ვეხმარები ჩემს ქვეყანას. 'უსახო სიკვდილიც' იგივეს აკეთებს. ვიცი რომ მალე მასაც ჩემსავით მიცემენ ასეთ დავალებას, სადაც მას აუცილებლად მოუწევს ლილესავით უდანაშაულო ადამიანის მოკვლა, რომელსაც სისხლი ალბათ არასდროს არ აქვს ნანახი. მე კი მომიწევს ის ვაწამო და შემდეგ მტკივნეულად გამოვასალმო სიცოცხლეს. მინდა მე ეს თუ არა.
და მაინც სიყვარულის ბრალია ეს ყველაფერი. დამიანე მასზე მიჯაჭვული რომ არ ყოფილიყო ეს არ მოხდებოდა. დამიანეს რომ არ შეყვარებოდა, მე არ მომიწევდა მისი მოკვლა. ვიცი რომ ამის შემდეგ მას ჩემი მოკვლა მოუნდება, ვიცი რომ შურისძიება ენდომება, მაგრამ ლილეს სიკვდილი ჩემი ბრალი არ იქნება. ის მე არ შემყვარებია. ჩემი საქმის გამო, დამიანეს კი თავისი საქმის გამო სიყვარულის უფლება არ გვაქვს. სიყვარული ჩვენთვის სისუსტეა. ისე სასაცილოა. დამიანე ბნელ მხარეზეა, მე იდეაში ნათელ. ის ბოროტების ხარეზეა, მე სიკეთის. ის ცდილობს გადაარჩინოს მე კი ვკლავ.
და მაინც რამხელა ირონია დევს არა ამაში? კეთილი კლავს, მაშინ როცა ბოროტი იცავს. ეს კი სიყვარულის ბრალია. სიყვარულის, რომელიც ხალხს ცვლის და აუძულებს ბოროტს კეთილი გახდეს. ხოლო კეთილს ის სუსტად ხდის. მე ის მასუსტებს და ვიცი რომ 'უსახო სიკვდილიც' ჩემნაირად არის. ისიც იგივე უფროსობის დავალებით კლავს, იგივე გრძნობები აწუხებს და იგივენაირად ფიქრობს სიყვარულზე.
ჩვენთვის, სიკვდილის ბავშვებისთვის, სიყვარული სისუსტეა.

-დემეტრე. -გიო მეძახის და მისკენ ვიხედები. თითები კიდევ მომტვრეული აქვს და ვერ ხმარობს. დაკვირვებით მაკვირდება და თითქოს ჩემ შესწავლას ცდილობს. ამათ მართლა ვთვლი ჩემ მეგობრებად, და მაინც მე ბოლოსში მათი მოკვლაც მომიწევს. -მართლა ვაპირებთ იმ გოგოს მოტაცებას და მოკვას?
-სხვა გზა არ გვაქვს. -ვიძახი და თავს ვაქნევ. -დიდმა ბოსმა დაგვავალა პირდაპირ. -გიოს სახე უქვავდება დიდი ბოსის მოსმენის დროს. -თუ ის კაპიშონიანი არ მოკლავს მას მანამდე სანამ ჩვენ იმ გოგოს მოკვლა მოგვიწევს, მაშინ სხვა გზა არ გვექნება. იმ გოგოს კი ზეგ წავიყვანთ. ამიტომ კაპიშონიანს მხოლოდ 24 საათი აქვს, ცოტა მეტი თუ არა.
გიო თავს მიქნევს და ხმას აღარ იღებს. ვიცი რომ კაპიშონიანი დიდი ბოსის მოსაკლავად არ მოვა, ეს მე უნდა გავაკეთო, სამი თვის შემდეგ. ამიტომ მე სხვა გზა არ მექნება. მე ლილეს მოკვლა მომიწევს.

----------
გამარჯობათ ^^
ბოდიშით რნ=ომ ხშირად ვეღარ ვდებ ხოლმე, მაგრამ ამ ისტორიას მალე დავამთავრებ. და სანამ წინასწარ გაბრაზდებით, გეტყვით რომ მეეჭვება ლილე მოვკლა, უბრალოდ მისი სიკვდილი ამ შემთხვევაში არასწორი მგონია.
იმედია მოგეწონებათ ^^



№1 სტუმარი kusa123

Kargia

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ubralod ar mesmis rato moakvlevinebs tavs profesionali killeri imito ro tavi ar gasces? arc mifiqria rom lile mokvdeboda.

ის ბოროტების ხარეზეა, მე სიკეთის. ის ცდილობს გადაარჩინოს მე კი ვკლავ.
და მაინც რამხელა ირონია დევს არა ამაში? კეთილი კლავს, მაშინ როცა ბოროტი იცავს. ეს კი სიყვარულის ბრალია. სიყვარულის, რომელიც ხალხს ცვლის და აუძულებს ბოროტს კეთილი გახდეს. ხოლო კეთილს ის სუსტად ხდის. მე ის მასუსტებს და ვიცი რომ 'უსახო სიკვდილიც' ჩემნაირად არის. Amaze gavgijdi genialuri sityvebia.


Zogadad dzaan m9nwons es motxroba gartymitac ver warmomedgina rom aseti ganvitareba eqneboda, da me e s monwons. Zogjer cota mdzime wasakitxia da dialogebi ki odnav ams7buqebeb\. Miyvars dialogebi am motxrobis ratqmaunda. Imitom rom yoveltvis azriani da emociuria.

Aba shen ici warmatebebi. Moutbenlad veli shemdegs!!!

 


№3  offline წევრი deep

ცატა დიდი თავები დადე.ნუ მე ვისზე რას ვამბობ მაგრამ მაინც :დდ ამ მოთხრობაზე ვაბოდებ
გამარკვიე ლილე და დამიანე ერთად არ იქნებიან?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent