მე ასეც მიყვარხარ (თავი 4 და 5)
შუბლზე მაკოცა და სამზარეულოდან გავიდა. -მოიცა ლუკა!.. -დავეწიე და დავუძახე როცა ის მისაღებ ოთახში შედიოდა -გისმენ ნინნ! -თბილად მომმართა და ტახტზე ჩამოჯდა. -არა არაფერი. -ზედმეტი კითხვების დასმისგან თავი შევიკავე და დაბნეული ვიდექი. -ნინა იცოდე შენი სახლი გადაიწვება!!! -სიცილით გამაფრთხილა მესხმა... -ვაიმე... -წამოვიყვირე და ისევ სამზარეულოში შევვარდი... ცეცხლწაკიდებული ტაფა რომ დავინახე "გული ფეხებში ჩამივარდა" -ლუკა!!! -განწირული ხმით დავუძახე და კედელთან ავიტუზე მის შემოსვლის მოლოდინში. -ნინა!!! -შეშინებული შემოვარდა და ჩემთან გამოიქცა. -რამე მოიმოქმედე რა... -პატარა ბავშვივით ავწუწუნდი. მაშინვე შიშველი ხელებით აიტაცა ტაფა, ნიჟარაში ჩააგდო და წყალი მოუშვა. მერე კი ჩემსკენ წამოვიდა. -დაშავდი?! რამე დაიწვი?! -ღელავდა ლუკა... და ნერვიულად მისვამდა კითხვებს. -კარგად ვარ... -დავამშვიდე მე. -შეხედე... -ჩემი ხელი აიღო და გულის მხარეს დამადებინა... -გესმის?! აი ასე მიცემდა ზუსტად გული როცა ჩემთვალწინ ავარიის დროს კინაღამ... მოდი ასე ნუღარ შემაშინებ ხოლმე რა. ვეღარ გაუძლებს ჩემი გული ამდენს!... -ამოისუნთქა მან. -ნუ ღელავ. ხომ გითხარი კარგად ვარ მეთქი... -კიდევ ერთხელ დავარწმუნე. -მოდი ჩემთან! -ეს თქვა, თავისკენ მიმიზიდა და გულში ჩამიკრა, ხელები მომხვია. არ მიცდია რომ მოვშორებოდი. უბრალოდ მეც ჩავეხუტე... მის გულის ცემას მკვეთრად ვგრძნობდი. -დამელოდები რომ ისევ შევწვა კარტოფილი?! -ვკითხე როცა ერთმანეთს მოვშორდით. -მოდი ეხლა ჩვენ კაფეში წავიდეთ კარგი?! სხვათაშორის ეს დილითვე მქონდა გათვალისწინებული, აქ რომ მოვედი. -ნიჟარასთან მივიდა და წყალი დაკეტა. -მოდი, ყოველთვის, როცა სადილის გაკეთებას დააპირებ უბრალოდ დამირეკე კარგი?! არ მინდა რამე დაგემართოს. -თქვა და გაიღიმა. -მე საერთოდ არ ვარ ასეთი მოუხერხებელი როგორიც დღეს მნახე!!! -გაბუტულმა ვთქვი. -უბრალოდ დავიბენი. - ზურგი შევაქციე მას. -წამოდი წავიდეთ კარგი?! -მისკენ შემატრიალა და სამზარეულოდან გამიყვანა -მოვემზადები და გავიდეთ... -კარგი... -გამიღიმა მან. -შენ დაჯექი. მე ოთახში შევალ. -ნაზი ღიმილით ვუპასუხე. -რათქმაუნდა! -დამეთანხმა მესხი. მე კი ოთახისკენ უკან სვლით წავედი და ერთმანეთს ღიმილიანი სახეებით შევცქეროდით. სანამ ოთახს არ მივუახლოვდი და კარი არ ჩავკეტე მანამდე ჩვენი მზერა ერთმანეთს არ მოშორებია. კარის მიხურვა და ლუკას თვალის ჩაკვრა ერთი იყო... კაბა ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მისაღებში გავედი. მისაღებში რაა... ლუკასთან! -მეგონა გოგოები 2 საათი ემზადებოდნენ ხოლმე... -ზურგით იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. და კარის ხმაზე შემოტრიალდა. -ნინა! -პირი დააღო მან -რა ლამაზი ხარ! -გაოგნდა ლუკა. არადა აქ გასაოგნებელი არაფერი იყო. -წავედით! -მივმართე მას, ტელევიზორი გამოვრთე და კოჭლობით გავედი სახლიდან. -ფეხი ისევ გტკივა?! -დიდი ინტერესით მკითხა ლუკამ როცა ჩემს უკან მოდიოდა. -კი ოღონდ ცოტა. -შეუტრიალებლად ვუთხარი და გზა განვაგრძე. მანქანაში ისე ჩავჯექი რომ ლუკას თავაზიანობის გამომჟღავნება არ ვაცადე. შკარად უნდოდა ჩემთვის კარის გაღება დაესწრო -რომელ კაფეში მივდივართ?! -ვკითხე მოულოდნელად როცა მანქანა დაქოქა. -აი შენ რომ დადიხარ ხოლმე. -ღიმილით მიპასუხა. -შენ რა იცი მე სად დავდივარ -საყვედურით მივმართე -ერთი ორჯერ დაგინახე... -ჩაიხითხითა მან ----------------------------------------------------- კაფეში როგორც კი მივედით სკამი თავაზიანად გამომიწია და დასაჯდომად მიმითითა. თვითონ კი რათქმაუნდა ჩემს პირდაპირ დაჯდა -რას შეუკვეთავთ?! -ვერც კი დავინახე ჩვენს მაგიდასთან მოსული მიმტანი, რომელსაც ეტყობოდა რომ ლუკა მოეწონა -გოგონას დავუთმობ! -ჩემზე მიუთითა ლუკამ -მე... არ მშია. -მორცხვად ვუთხარი -ნინა! -ბრძანებით მომმართა მან. -კარგი ჰო... ქათმის სალათი თუ შეიძლება. და წვენი... -ყველაზე პირველი რაც გამახსენდა ის ვთქვი -და წვენი რომელი?! -ჩამაცივდა მიმტანი, ამ კითხვისთვის პასუხი მზად არ მქონდა ამიტომ დავიბენი -სულერთია... -ამოვღერღე ბოლოს. -და თქვენ?! -ეშმაკური ღიმილით გახედა გოგონამ ლუკას. ახალგაზრდა იყო ეტყობოდა. -მეც იგივე რაც მან აარჩია. -თქვა მესხმა. მიმტანმა ისევ გაიღიმა და წავიდა. -ლუკა რას აკეთებ?! -გაკვირვებულმა ვკითხე გოგანას წასვლის შემდეგ. -რას ვაკეთებ?! -გაიკვირვა მანაც. -ამ გოგოს აშკარად მოეწონე, დაა ცოტა უხეშობა ხომ არ გამოგდის ასე ცივად რომ ელაპარაკე?! -გოგო შენ მე მართლა ისეთი ხო არ გგონივარ?!!! -მეჩხუბა ლუკამ. -მე ერთი მომწონს, ერთი მიყვარს და მის თვალებზე ვგიჟდები. არ ვაპირებ ვინმე სხვას ვეფლირტავო. -დარწმუნებით ამიხსნა მან. -და რა თვალები აქვს ასეთი იმ გოგოს. და შენ ხომ თქვი შეყვარებული არ მყავსო?! -ცალი წარბის აწევით ვუთხარი -არც მყავს. მაგრამ მეყოლება! -თქვა და ჩემსკენ გადმოიწია. თავით ცალ ხელს დაეყრდნო. მეორე ხელი კი მაგიდაზე ედო და მე გაშტერებული შემომცქეროდა -რამე მოხდა ლუკა?! -გავუღიმე მე. -ვტკბები და მაცადე... -რით ტკბები?! -გამომცდელად შევხედე... -შენით! -სწრაფად თქვა და ასევე სწრაფადვე წინ წამოიწია, ტუჩზე მაკოცა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ცოტაც და გული წამივიდოდა. ყველაზე ნაკლებად ლუკას ამ ქმედებას ველოდებოდი. ცივი ტუჩები ჩემსას რომ შეეხო ცუდად გავხდი. ნუთუ ეს საჭირო იყო?! ესე ძალიან უნდა მომწონებოდა ერთწამიანი კოცნა?! მიმტანი მოგვიახლოვდა და სალათი დაგვიდო. მხოლოდ ახლა გამოვფხიზლდი და ზღაპრული ფიქრებიდან გამოვიპარე. გოგონა დამწუხრებული წავიდა. ეტყობოდა რომ კოცნა დაინახა. -რას აკეთებ ლუკა?! -ნაკლებად გაოცებით ვკითხე. -ახლა რაღა დავაშავე? როდის მოვექეცი იმ გოგოს ცუდად!... -ჩაიბურტყუნა მან. -ეს რა იყო... -ტუჩზე თითით ვანიშნე. -ის, რაც უნდა ყოფილიყო. -ეშმაკურად ჩაიცინა მან და ისევ თვალი ჩამიკრა. ღმერთო ეს თვალის ჩაკვრა ამ ბიჭს უკვე ჩვევაში აქვს გადაზრდილი... როდის უნდა მოეშვას ჩემი გულის აჩქარებას?! რომ კითხოთ არ უნდა რომ ცუდად გავხდე და შევაშინო... სალათი სწრაფად შევჭამე. კაფეში ყოფნის დროს ლუკა უმეტესწილად მე შემომცქეროდა და იღიმოდა. არც სალათი უჭამია და არც წვენი დაულევია. გადახდაში არ შევჯიბრებივარ და კაფიდანაც მალე გამოვედით... **************************************************************************** როგორც კი მანქანაში ჩავსხედით ნინამ მაშინვე ლაპარაკი გააგრძელა... -დედა როგორ გყავს?! -იმედიანად მკითხა -სანამ შენთან მოვიდოდი დილით მასთან ვიყავი და მითხრა რომ მშვენივრად გრძნობს თავს. ძალიან მახარებს ეს. -ვუთხარი და ვაგრძნობინე რომ ბედნიერი ვიყავი. -ძალიან კარგია... -იცი დედა როგორ მიყვარს?! -გავხედე ნინას და ვუთხარი... -ვერ გადავიტან ის რომ არ მყავდეს. მის გარეშე ალბათ ვერ ვიცოცხლებ. ის რომ ჩემს გვერდით არ ყოფილიყო ჩემი ცხოვრების საშინელ წუთებში ალბათ ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. დედა რომ მეხმარებოდა ისე არავინ დამხმარებია. დედა რომ მანუგეშებდა ისე არავინ... -ვთქვი და ჩემს ლოყაზე დიდი მარილიანი ბურთი ჩამოგორდა... -მესმის შენი. -თითქოს დამამშვიდა. -ბოლო დღეებია ყოველ მისვლაზე მეუბნება რომ კარგადაა და არაფერი სტკივა... იცი ეს როგორ მაბედნიერებს?! ამდენი ხნის განმავლობაში გუშინ ალბათ პირველად მეძინა. სიმართლე რომ გითხრა ვფიქრობ ყველაფერი ისე კარგად რომ იყოს როგორც საჭიროა ექიმი მეტყოდარომ დედას ჯანმრთელობა უკეთესობისკენ მიდის. მაგრამ მე მაინც დედასი მჯერა. ის ძალიან ახალგაზრდაა სიცოცხლისთვის და ის ჩემთვის იცოცხლებს!!! -ბოლო წინადადება ისე მკაცრად ვთქვი თითქოს ვინმეს ვეჩხუბებოდი. -დედა ჩემი საუკეთესო მეგობარია... -ვუთხარი და მეორე ცრემლიც ჩამომიგორდა... -ყველაფერი კარგად იქნება... -მითხრა და ხელის ნაზი მოძრაობით ცრემლი შეაშრო. -იმედია -ვთქვი და მის ხელს ვაკოცე. -ლუკა დამიჯერე! ყოველთვის შეგიძლია მენდო და გული დარდისგან გაითავისუფლო. მე სულ მოგისმენ... მართალია შენ როგორც გგონია მოუხერხებელი, უყურადღებო და დაბნეული ვარ, მაგრამ შეგიძლია ყველაფერი მომიყვე და დარწმუნდე რომ ყველა სიტყვა ჩემთან დარჩება... -ნინას ამ სიტყვებმა ისე გამამხნევა როგორც არასდროს. -რაკარგი ადამიანი ხარ ნინა! -თბილი თვალებით გავხედე, მან კი გამიღიმა. -ის ბიჭი ისევ გემტერება?! -მოულოდნელად წამოჭრა საკითხი ნინამ ამ თემაზე... -ვინ ბიჭი?! -გაკვირვებულმა შევხედე. -რომ დაგჭრეს... -მოკლედ ამიხსნა მან. -ჰმ... დვალი!... -თვალების გადატრიალებით ვთქვი და ვაგრძნობინე როგორ არ მიყვარდა ამ თემაზე ლაპარაკი. -მომიყევი! -ინტერესით მკითხა. მაინც ჩამაცივდა და თითქოს სმენად იქცა. -ამ ბიჭთან ვმეგობრობდით მე, ახვლედიანი და გელოვანი... -დავიწყე მე. -ოღონდ ცოტახნით. სულ რაღაც სამი წელი ვმეგობრობდით -უმნიშვნელოდ ვუთხარი და განვაგრძე. -ამ სამი წლის შემდეგ ერთი გოგოს ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, რომელიც მე საერთოდ არ მყავდა ნანახი და წარმოდგენაც კი არ მქონდა მასზე მიუხედავად იმისა რომ ძმაკაცის საცოლე იყო. ქორწილი დაგეგმეს უკვე და ამ გოგომ გამოაცხადა ლუკა მესხი მიყვარსო... არადა ხომ გითხარი არც კი ვიცოდი ვინ იყო. რათქმაუნდა დვალი გაბრაზდა. ერთხელაც თავზე დამადგა და დანა მითავაზა... არ გავამწვავე ეს ყველაფერი და არ ვუჩივლე. მინდოდა ყველაფერი მშვიდობიანი გზით მომეგვარებინა. თურმე მამაჩვენებიც მეგობრობდნენ. ბიზნესი ჰქონდათ და პრობლემები შეექმნათ. უკამათიათ და ამ კამათის დროს დვალის მამა წაქცეულია. გულის შეტევით გარდაიცვალა. ამაზეც გამწარებულია. და ჩვენ გვაბრალებს მამის სიკვდილს. აი ასეთი სახიფათო ვინმეა ეს დვალი. არც ნომერი ვიცი მისი და არც მისამართი. მინდა ოდესღაც შემხვდეს სადმე, თუნდაც შემთხვევით და მოლაპარაკების გზით გადავჭრა მთელი კომფლიქტი... -როცა ამას ვუყვებოდი ნინას, მე გზაზე ვიყურებოდი ის კი მე მიყურებდა. -კიმაგრამ შენ საიდან იცოდი ამ ბიჭზე და ჩემს დაჭრაზე...-გამახსენდა ბოლოს -ქალაქი პატარაა ლუკა! -ჩაეცინა მას... რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ყველა გიცნობს... -სხვათაშორის არც თუ ისე სასიამოვნოა იმ ფაქტის გახსენება რომ ყველა მიცნობს. -ცალი წარბის აწევით ვუთხარი. -რას ვიზავთ უნდა გაუძლო... -ისევ გაიცინა. მე კი ნაზად ყურთან თმა გაავუსწორე. *** მისი შეხებები გულს მიჩქარებდა. როცა მეხებოდა გზას ვუყურებდი მაგრამ ცუდად გახდომისგან ამით თავს ვერ ვიძვრენდი. "შოკია ეს ბიჭი! უბრალოდ სასწაულია!!!" -ჩემს თავს ვუთხარი გონებაში და ლუკას შევხედე. -რა ლამაზი ხარ არა?! -დამატყვევებელი მზერით შემომხედა, თითქოს რაიმეთი ტკბებოდა. მაგრამ უკვე ცნობილი იყო რით. არ ვფიქრობდი იმაზე თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მისი ასეთი ქცევები... კოცნა, ჩახუტება, შუბლზე კოცნა, ნერვიულობა... "მე ასეც მიყვარხარ!" ან ეს ფრაზა... არ მინდა ამ ფრაზას ჩავეძიო და დავფიქრდე რა შეიძლება იყოს სიმართლე. -მეკითხები თუ რიტორიკულ შეკითხვას მისვამ?! -სიცილით მივუბრუნდი და არც მიცდია ამ სიცილის შეკავება რადგან ყველანაირად მინდოდა მისთვის მეგრძნობინებინა რომ მასთან ყოფნის დროს სულ მხიარული ვიყავი... -რიტორიკულ შეკითხვას გისვამ... -დამტკიცებით მითხრა. -შენი თმა... შენი თვალები... -ამოისუნთქა. -რა ხარ ასეთი საოცრება!!! -მოუსვენრად თქვა ბოლოს. -რაზე ოცნებობ ლუკა?! -ვკითხე მოულოდნელად. -შენზე! -სწრაფად მიპასუხა... -ლუკა მისმინე! ჩვენი ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს... -მშვიდად ვუთხარი. -და რატომ?! -მოწყენილად მითხრა. ალბათ ეგონა ურთიერთობის დამთავრებას ვაპირებდი. -უნდა გავარკვიოთ ლუკა... -ნაღვლიანად ვუპასუხე. -კარგი გისმენ... -შეშინებულმა მიპასუხა. -რას ნიშნავს ეს... -რა! -უმნიშვნელოდ მომმართა. -მოდი განვიხილოთ კოცნა, თბილად მოქცევა, ჩახუტება, შუბლზე კოცნა და ბოლოს ფრაზა "მე ასეც მიყვარხარ!" -დავუწყე ახსნა. -... -ბოლო ხმაზე გადაიხარხარა ლუკამ! -რატომ დამცინიი!!! -ბუზღუნით შევბრუნდი მისკენ. -... -არ წყვეტდა მესხი სიცილს... -ლუკა ეხლა იცოდე მანქანიდან გადავალ! -დავუყვირე მე. -კარგი ხო... -ხელზე ხელი ნაზად დამადო და ისე გამაჩერა...მე კი უბრალოდ ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში -მაშინ ამიხსენი ლუკა... ასე ვერ გავჩერდები. ნუთუ ჩვენ შორის რამე ხდება და მე გამომრჩა. -ჩამეცინა. -არა თუ რამე ხდება და მე ვერ ვხვდ... -მიყვარხარ! -შემაწყვეტინა ლუკა მესხმა. -რა თქვი?! -1 წუთის მერე ვუთხარი. -მიყვარხარ ნინა ჩოხელ! -მე არც მიყურებდა ისე მელაპარაკებოდა. მე კი მთელი მზერა მისკენ მქონდა მიმართული და ამ სიტყვებისგან გაშეშებული ვიყავი. -და ლუკა ჩვენ ხომ მხოლოდ 3 დღეა რაც ერთმანეთს ვიცნობთ... -ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ეს შენც კარგად იცი... მე ტელევიზიიდან და შეენ... -ჩაფიქრდა. -ქალაქი პატარააო და -სიცილით დაამატა ლუკამ. მეც გულიანად გამეცინა. -ანუ გიყვარვარ?! -ეჭვით ვკითხე ლუკას. რადგან იმის დამტკიცება მინდოდა რომ ეს არც ჩემი სიზმარი და არც ჩემი ზღაპრული ფიქრები არ იყო. მინდოდა დამეჯერებინა რომ რასაც ვხედავდი და რაც მესმოდა რეალობა იყო. -მართლა მიყვარხარ ნინა! -ჩემს დაჯერებას ცდილობდა. -დარწმუნებული ხარ?! -იმედიანი სახით ვკითხე. სიმართლე რომ ვთქვათ დადებითი პასუხის მოლოდინი მქონდა. -სრულიად!... -დაამტკიცა მან და გზისკენ გაიხედა. -შენს პასუხს დაველოდო?! თუ გინდა, რომ ახლავე გავწყვიტოთ ურთიერთობა... -მხოლოდ 3 დღეა... და კარგად არც მიცნობ. -სევდიანად ვუთხარი. -მე ამ სამ დღეში რა კარგად გაგიცანი იციი?! ვიცი რომელ კაფეში დადიხარ. ვიცი რრა საჭმელი გიყვარს ყველაზე ძალიან... ვიცი რომ შამპანიურს ძალიან ნელა სვამ... დავაკვირდი შენს ჯდომის მანერას. გამოვიცანი შენი საყვარელი ფერი, საყვარელი ყვავილი, საყვარელი მუსიკა... ვიცი რომ მხოლოდ საზამთროს საღეჭი რეზინი გიყვარს... შევამჩნიე რომ ლაპარაკის დროს ადამიანს ყოველთვის თვალებში უყურებ... ჩანთას როგორ იჭერ ეგეც ვიცი! შენი საყვარელი სუნამოც კი ვიცი... -იმედიანად მიყვებოდა ლუკა და მე გაკვირვებული ვუსმენდი. ამდენი რამ მგონი მეც კი არ ვიცოდი ჩემს თავზე. -სიყვარულს რატომ სანზღვრავ იმის მიხედვით თუ რამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს? არ მიცნობ?! გამიცნობ... მალე უფრო დავახლოვდებით დამიჯერე. ვიცი რომ არც შენ ხარ ჩემს მიმართ ცივად. გრძნობები შენც გაქვს... -დარწმუნებით ლაპარაკობდა ის. -არ ვიცი ლუკა!... რაღაცას ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცი რას... -თავს შეგაყვარებ ნინა! -სწრაფად მითხრა. -... -ხმა ვეღარ ამოვიღე. -დღეს სად ხარ წასასვლელი?! დღის ნებისმიერ მომენტში დამირეკე და მაშინვე შენთან გავჩნდები... -სასწრაფოდ შეცვალა თემა და ღიმილით მითხრა. მინდოდა სიყვარულზე კიდევ დიდი ხანი გველაპარაკა რადგან ვიცოდი მიყვარდა ეს ბიჭი. უბრალოდ ვცდილობდი არ მეჩქარა. -ანისთან წამიყვან?! -მოურიდებლად და სიცილით ვკითხე. -რათქმაუნდა... -თვალი ჩამიკრა მან. -6 ზე ჩემ სახლთან იყავი. -ვუთხარი და მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე რადგან მანქანა უკვე ჩემს სახლთან იდგა. -კარგი ნინა! -მანქანას მოუარა და კარის გაღება დამასწრო. -არაა საჭირო. -მორცხვად დავხარე თავი. -კარამდე მიგაცილებ და მე დედასთან წავალ საავადმყოფოში... 6 ის ნახევარზე აქ ვარ! -კაპიტნის ჟესტით მომცა პირობა და სახლის კარი გამიღო. -კარგად ნინა! -მითხრა და უკან სვლის დაწყებას აპირებდა როცა სწრაფად ვაკოცე ლოყაზე და კარიც სწრაფად მივხურე. ****************************************************************************** მაგიდასთან ვიჯექი და სტატიას ვწერდი. კონცენტრაციას ვერ ვახდენდი რადგან მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებდა თავში... "6 ის ნახევარზე შენთან ვარ". სულ საათს ვუყურებდი. ჯერ მხოლოდ სამი წინადადება მქონდა დაწერილი. ზღაპრული ფიქრებისას დრო იმდენად მალე გასულა რომ 6 ის 25 წუთი დადგა. წამოვხტი და კართან დავდექი. მის დაკაკუნებას ველოდებოდი. ვიცოდი რომ წუთი-წუთზე უნდა მოსულიყო. ფანჯრიდან დავინახე რომ ლუკას მანქანა ჩემს ეზოს უახლოვდებოდა. კართან მივირბინე და სახელურს მოვკიდე ხელი. გაღება გადავწყვიტე მაგრამ უცბად დავფიქრდი და მივხვდი რომ სულელური საქციელია სამი დღის გაცნობილ ბიჭთან ასე რომ ცანცარებ და სულელივით დახტიხარ. სიმშვიდე შევინარჩუნე და ტახტზე ჩამოვჯექი. უცბად კარზე კაკუნი გაისმა. ყველანაირად ვეადე წყნარად მივსულიყავი და კარიც უმნიშვნელოდ გამეღო -ნინა! -მომმართა ღიმილით როცა გავაღე... -ლუკა შემოდი. -ვუთხარი და მიუსალმებლად შემოვტრიალდი. მაგიდასთან მივედი, ტელეფონი ავიღე და ანის ნომერი ავკრიფე. -ხო ნინა. -სწრაფად მიპასუხა -გავემზადები ეხლა და შენთან წამოვალ... პრობლემა ხო არაა რამე?! -არა რა პრობლემა -გაუკვირდა მას -მალე გაემზადე და მოდი... გელოდებიი! -კარგი ანი გკოცნი! -ვუთხარი და სწრაფად გავთიშე ტელეფონი -ლუკა ოთახში შევალ გავემზადები და მალე გავიდეთ კარგი?! -კარგი მე აქ დაგელოდები... -თქვა და ჩამოჯდა. ოთახში შევედი და კარი ჩავკეტე ისე თითქოს ვინმე შემომივარდებოდა... -ეს შენ დახატე ნინა?! -დამიძახა მან. როცა უკვე გამოცვლა დავიწყე. -რა... -გოგო და ბიჭი! -მის სახეს ვერ ვხედავდი მაგრამ ხმაზეც კი ეტყობოდა რომ იღიმოდა. -კი მე დავხატე. დაახლოებით სამი დღის წინ. საქმე რო არ მქონდა... -მშვენიერია! -აღტაცებულმა შესძახა ლუკამ. წითელი მაისური ჩავიცვი, რომლის მკლავის სიგრძეც მკლავამდე მოშვებულად აღწევდა. წელთანაც მოშვებული იყო.... შავი "მოტკეცილი" ქვედაბოლო. რომელიც მუხლის ზემოთ დაახლოებით ათ სანტიმეტრზე იყო. ფეხზე კი უბრალოდ შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. თმა გავიშალე და ლუკასთან ვავედი. -რა ხარ ასეთი საოცრება -თქვა როცა კარის ხმა გაიგო, ფეხზე წამოდგა და გაოცებისგან პირი გააღო. -წავედით ლუკა! -მივმართე და კარისკენ კოჭლობით წავედი, რადგან ფეხზე ტკივილმა შემომიტია. -ფეხი ძალიან გტკივა?! -დარდიანად მკითხა. -არა. რამდენჯერ უნდა გითხრა. -უმნიშვნელოდ ვუთხარი -სულ ცოტათი... უბრალოდ სიარული მიჭირს. -გინდა ექიმთან წაგიყვანო?! -გადაწყვიტა უცბად -არა ლუკა. არაა საჭირო. უბრალოდ წავიდეთ. -კარი გავაღე და მისი მანქანისკენ წავედი. -ხვალ ხომ გცალია?! -იმედიანად შემომხედა, როცა მანქანა დაქოქა. -სამსახურის მერე კი და მანამდე არა. -და როდის ამთავრებ სამსახურს?! -3 ზე ტეელევიზიასთან იყავი რა მოკლედ -გავუღიმე. -კარგი მაშინ დამპირდი, რომ საღამომდე ჩემთან ერთად იქნები... -გპირდები! -არც კი დავფიქრებულვარ ისე ვუთხარი მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ეს მინდოდა. -ჰოდა ძალიან კარგი... -ჩემსკენ გადმოიხარა და ღვედი შემიკრა... -საავადმყოფოში იყავი ხომ?! -თემა შევცვალე -კიი დედა ვნახე -ბედნიერმა მითხრა და შემომხედა. -მერე როგორაა?! -მეც ღიმილით ვკითხე -ისევ ისე... ამბობს რომ კარგად. მეც იმედი მაქვს რომ ასეა... -ძალიან მიხარია! -მშვიდად მივმართე -მეც!... -თქვა და ცაზე მიმოფანტული ღრუბლები საქარე მინის ქვემოდან შეათვალიერა. ამის მერე მთელი გზის განმავლობაშ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს ისე მივედით ანის სახლთან მანქანიდან გადმოვედით, ეზო გავიარეთ და კართან მივედით. -აუ ეხლა გაგიჟდება ანი რომ გაიგებს რაც დამემართა! -ფრთხილად ვთქვი და ლუკას ხელი მოვკიდე. დავეყრდენი რომ ფეხსაცმელი გამესწორებინა. კარზე დავაკაკუნე და კარის გაღებას დაველოდე. უცბად ლუკამ ხელში ამიტაცა და მის მკლავებში ისე მომაქცია ვერც კი გავაანალიზე. -ლუკა დამსვიი! -წავიბუზღუნე და სიცილი ამიტყდა. ლუკასაც გაეცინა და ასე გიჟებივით ვიცინოდით სანამ ანიმ კარი არ გააღო. -დამსვი! -მკაცრად ვუთხარი მაგრამ მაინც ჩავიხითხითე. შემდეგ ორივე სერიოზული სახით დავდექით და განცვიფრებულ ანის შევცქეროდით. ველოდი ანი როდის გააღებდა პირს და გვეტყოდა შემოდითო რადგან ძალიან მინდოდა ამ უხერხული სიტუაციისგან თავი დამეღწია -მობრძანდით! -ოფიციალური ტონით მოგვმართა და ეტყობოდა და მის ხმაში სიბრაზე გარეულიყო. -როგორ ხარ?! -ცალი მხრით გადავეხვიე მას და ვატოს და ფრთხილად და მორიდებულად წავედი ტახტისკენ. -ნინა! -შეიცხადა ვატომ -რა მოხდა?! -ჩემი ჭრილობებიდან და შეხვეული ფეხიდან გამომდინარე გადაწყვიტა ეკითხა. -წავიქეცი... -ყალბი ღიმილით ვთქვი. -მეც წავქცეულვარ მაგრამ ასეთი ჭრილობები არ მქონია შუბლზე, მუხლზე, მკლავზე, ხელზე და შეხვეული ფეხითაც არ დავდიოდი. -ცალი წარბის აწევით თქვა ანიმ. ოღონდ ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს. ხელები გადააჯვარედინა და მკაცრად დადგა. -ამიხსნით რა ხდება?! -იკითხა ვატომ. -წამოდი ერთი შენ ჩემს ოთახში... -ამხედ დამხედა ანიმ და ისე მითხრა მერე კი ჩემს პასუხსაც არ დაელოდა ისე წავიდა კიბისკენ. -ლუკა აგიხსნის -ვატოს ვუთხარი და ანის გავყევი. ------------------------------------------------------- -ახსნას დაიწყებ და დაგელოდო თუ მე დავიწყო?! -ამ სიტყვების დროს ანის ერთხელაც კი არ გაუღიმია მიუხედავად იმისა რომ სულ გაღიმებულს ვხედავდი. -რა აგიხსნა... -დაბნეულმა ვკითხე და თავი მორცხვად დავხარე. თავს მართლაც რომ დამნაშავედ ვგრძნობდი. -რა უნდა ამიხსნა და ეგ ნაკერები და ჭრილობები, შეხვეული ფეხი... და ლუკა მესხი!!! -მკაცრი ტონით მომმართა და ლოგინზე გაბუტული ჩამოჯდა. -ავარიაში მოვყევი... -რაა?! -უცბად შეიცხადა მაგრამ მიხვდა რომ გაბრაზებული სახე უნდა მიეღო და მალევე შეჩერდა -ჰმმ... -ჩაიბურტყუნა მან. -და ახლა უნდა ვიგებდე ამას?! -დამიყვირა მან და ცოტაც და ატირდებოდა. -გუშინ... -დავიწყე ახსნა. -აქედან რომ წავედი დიდ სატვირთოს შევეჯახე. ჩემი მანქანა სულ დაიმსხვრა. მერე აღმოჩნდა რომ ჩემს უკან ლუკა მოდიოდა და როცა ავარია დაინახა უბრალოდ გვერდს ხომ არ ამივლიდა?! საავადმყოფოში წამიყვანა და ექიმს გამასინჯა. სერიოზული არაფერი მომსვლია. უბრალოდ ფეხი გახდა შესახვევი და ცოტა სიარული მიჭირს. ეს ჭრილობები კი შუშის გამო მაქვს. გამეჭრა და გამიკერეს... საშიში არაფერია! -დავარწმუნე ის -მართლა?! -სევდიანი ხმა ჰქონდა მას. -ხომ არ მატყუებ ნინა?! და აქამდე რატომ არ მითხარი?! -მკაცრი გამომეტყველება მიიღო უცბად მან. -ორსულად ხარ ანი! არ მინდოდა გენერვიულა და მუცელი მოგშლოდა... მართლა არაფერი მომხდარა სერიოზული. -და ლუკა?! ლუკა მესხი?! -ისევ გაამკაცრა ტონი. -აი ლუკასთან კი საქმე მართლაც რომ სერიოზულადაა... ავარიის შემდეგ ყველგან მანქანით დავყავარ და თავს უზრუნველად მაგრძნობინებს. დილით ჩემთან იყო მოსული კაფეში წავიდეთო. კარტოფილს ვწვავდი და მასთან ლაპარაკში დამავიწყდა რომ დაიწვებოდა. უცბად ტაფას ცეცხლი წაეკიდა. ის სამზარეულოში შემოვარდა და "გადამარჩინა"... მერე კი ჩამეხუტა. და შუბლზე მაკოცა... -რამაგარია! -გაოცდა ანი. -ახლა ისეთი რაღაც უნდა გითხრა ძალიან გთხოვ დაჯექი ან წონასწორობა შეინარჩუნე. ეცადე გული არ წაგივიდეს!... -კარგი გისმენ! -ეშმაკურად ჩაიხითხითა მან და მიხვდა რომ რაღაც ძალიან გასაოცარი უნდა მეთქვა მისთვის. სმენად იქცა -მაკოცა!... მიყვარხარო მითხრა!... -ანიმ თვალები გააფართოვა -რაო?! -გაოგნდა ის... -მოდი ჯერ ერთი ფაქტი ამიხსენი და მერე მეორე -ნერვიულად და მოუსვენრად მითხრა და ჩემს ახსნა-განმარტებებს დაელოდა. -კაფეში ვისხედით. მიმტანი ეპრანჭებოდა, ის კი უბრალოდ მაგიდას დაყრდნობოდა და მე მიყურებდა. რომ ვუთხარი რას აკეთებ თქო მითხრა მაცადე შენით ვტკბებიო. შემდეგ წამოიწია და ტუჩზე მაკოცა. მანქანაში რომ ვისხედით და იქიდან რომ მოვდიოდით ყველაფრის ახსნა მოვთხოვე. მიყვარხარო მითხრა!... სამი დღის მიუხედავად ძალიან კარგად გიცნობო და მიყვარხარო. ჩემგანაც მოითხოვა პასუხი მაგრამ ვუთხარი რომ ზუსტად არ ვიცი რას ვფიქრობ და რას ვგრძნობ მის მიმართ... -და რას გრძნობ?! -მკითხა ისე თითქოს არ მოელოდა ჩემგან კონკრეტული და მოკლე პასუხის გაცემას. -მიყვარს! -სწრაფად და დაუფიქრებლად ვუთხარი. მეც კი არ მოველოდი ჩემს ასეთ პასუხს. -დარწმუნებული ხარ?! -გახარებულმა შესძახა ანიმ. -კი! -დამტკიცებით ვუთხარი... -და რაღას ელოდები?! -მოუთმენლად მკითხა -იმას რომ ჯერ მხოლოდ სამი დღეა რაც ვიცნობ და აჩქარებას არ ვაპირებ! -მკაცრად ვთქვი... -ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასწაულია შენ რომ ვინმე შეგიყვარდა. თანაც ლუკა მესხი! -ჩაიხითხითა ანიმ და ჩამეხუტა. -მეც არ მოველოდი ამას ანი! -მეც ჩავეხუტე და სიხარულის ცრემლებით ვტიროდით ორივე... ------------------------------------------------------- მისაღებში ლუკასთან და ვატოსთან ჩავედით... -მე რა ამბები გავიგეე! -ეშმაკურად თქვა ვატომ და ლუკას მხარზე ხელი დაჰკრა. -რა ამბები?! -ტუჩი მოვიკვნიტე და მორცხვად ვიკითხე. თან ღიმილის შეკავებას ვცდილობდი -ის რომ შენ და ლუკა... -ვატო! -შეაწყვეტინა ანიმ -ამის განხილვის დრო ჯერ არაა! მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ! -მკაცრად თქვა ანიმ მაგრამ ბოლოს მაინც ჩაეცინა. -ანი! -წავიბუზღუნე -კარგი მოდი ვისადილოთ. უგემრიელესი სალათი მოვამზადე და მინდა რომ თქვენ ორმა გამისინჯოთ. სადილის დროს ლუკა ისევ ჩემს პირდაპირ დაჯდა და ყოველ წამს შემომცქეროდა. -მოეშვით ერთმანეთის ყურებას. ამით მერეც დატკბებით. ახლა კი მიირთვით -თქვა ვატომ და ჩაიცინა. -ჩვენ... -ჩვენ ვმეგობრობთ! -შევაწყვეტინე ლუკას და სწრაფად ვთქვი. -სვათაშორის მეგობრები ერთმანეთს ასე არ უჟუჟუნებენ თვალებს... -ეშმაკურად თქვა ანიმ და ვატოს გახედა. -აი ამიტომ მიყვარს ჩემი ცოლი რა!... გენიოსია!!! -ბედნიერად თქვა და ანის შუბლზე აკოცა. ************************************************************************** მეორე დღეს 7 საათზე გავიღვიძე, შხაპი მივიღე და მაშინვე სამსახურში გავვარდი. ტაქსში ჩავჯექი და მხოლოდ მაშინ გამახსენდა რომ ლუკას უნდა გამოევლო... ალბათ მანამდეც რომ გამხსენებოდა არ დავთანხმდებოდი. იმიტომ რომ შეგნებული ადამიანი ვარ და კარგად ვხვდები როგორი უხერხულია 4 დღის გაცნობილ ადამიანს ყოველთვის და ყველგან ისე რომ დაყავხარ, თითქოს მძღოლი იყოს... თანაც როცა იცი რომ ამ ბიჭს უყვარხარ და შენზე ოცნებობს. -გისმენთ! -ვუპასუხე ტელეფონს როცა ლუკამ დარეკა -რატო "თ"... -ჩაეცინა მას. -გამარჯობა ლუკა! -უცბად მივესალმე -ძალიან დიდი ბოდიში. გვიან გამეღვიძა და ადრე ვერ მოვედი. 10 წუთში შენს სახლთან ვარ -აღელვებულვა მითხრა მესხმა -არა ლუკა მე უკვე სამსახურში მივდივარ. ტაქსში ვზივარ. ისედაც არ უნდა შეწუხებულიყავი. არაა საჭირო... -როგორ არაა. ვალდებული ვარ! -დაამტკიცა მან. -არ ხარ ლუკა ვალდებული! -მკაცრად ვუთხარი -რომელზე გამოგიარო?! -სამზე... -სწრაფად ვუპასუხე და მერე გამახსენდა რომ დრო არ უნდა დამესახელეებინა. რადგან მის შეწუხებას აღარ ვაპირებდი. -სამზე ტელევიზიასთან ვარ. -კარგი... -თბილი ხმით ვუთხარი -გკოცნი... -თქვა და გათიშა. *** ვიცი! ვიცი რომ მასაც ვუყვარვარ! ვიცი რომ ნინა ჩოხელს ისე ვუყვარვარ, როგორც მე მიყვარს ის! მერე რა რომ ასეთი ცოტახანია ერთმანეთს ვიცნობთ. ჩვენ ხომ ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით... რომც არ ვიცოდეთ მაინც გვიყვარს ერთმანეთი! როგორ ავხსნა ჩემი სიყვარული მის მიმართ არც კი ვიციი... უბრალოდ როცა ვხედავ გული მიჩქარდება, სუნთქვა მიხშირდება როცა ვეხები, ღამე სულ ნინა მესიზმრება. სულ მასზე ვფიქრობ და სულ ბედნიერი ვარ როცა ვხედავ. განა რა საოცრებაა ასეთი!!! მასზე ფიქრით ვიძინებ და მასზე ფიქრით ვიღვიძებ. ჩემს ფიქრებს ნინა ჰქვია. ის ჩემი ზღაპარია. ზღაპარი და ოცნება. ზღაპარი, რომელიც რეალურია და ოცნება, რომელიც უნდა ახდეს!!!... *** მთელი დღის განმავლობაში სამსახურში გაფანტული ვიყავი რადგან ვიცი რომ მე ლუკა მესხს ვუყვარვარ. ნაწილობრივ მინდა რომ ვიცოდე ეს ფაქტი და ნაწილობრივ არა. არ მინდა იმიტომ, რომ ვფიქრობ ზედმეტ ინფორმაციას ვფლობ და ეს საჭირო არაა. და მინდა იმიტომ, რომ ლუკა მესხი მეც მიყვარს. 3 საათი შესრულდა თუ არა გარეთ გავვარდი. გზაში სვლა შევანელე, რადგანაც მე ვარ 24 წლის სერიოზული ადამიანი და არა გოგო, რომელიც ბიჭის თვალწინ ცანცარებს. ტელევიზიიდან როგორც კი გავედი კართან შავ ჯიპთან მდგომი ბიჭი შევნიშნე, რომელიც სიგარეტს ეწეროდა და ხელში ორი ცხელი "ლატე" ეჭირა. -როგორ ხარ?! -გამიღიმა და ფრთხილად გადამკოცნა. -არამიშავს... -ვუთხარი ხმადაბლა. -შენ?! -ვუპასუხე რამოდენიმე წამის შემდეგ, ლუკას "ლატე" გამოვართვი და მანქანაში ისე ჩავჯექი, რომ მას კარის გაღება არ ვაცალე. საჭეს გაკვირვებული მიუჯდა. ალბათ ეგონა რომ უფრო თბილად შევხვდებოდი. -აბა საით?! -შემომხედა და მანქანა დაქოქა. -საითაც გენებოთ! -სერიოზული სახით მივუგე და წინა საქარე მინის ქვემოდან ლურჯ ცაზე გაფანტულ ქათქათა ღრუბლებს ავხედე. შემდეგ მივხვდი, რომ მზე, რომელიც ანათებდა ძალიან მწვავდა. ვიგრძენი რომ ყელზე შემოხვეული ნაცრისფერი შარფი არ მსიამოვნებდა და სასწრაფოდ მოვიხსენი. მესხს გავხედე და შევამჩნიე რომ ოდნავ გაღიმებული სახით შემომცქეროდა. -?! -ისეთი სახით შევხედე რომ მეტყობოდა, პასუხებს მოვითხოვდი მისი გამომეტყველების შესახებ. -რატო ასე ოფიციალურად ნინა ჩოხელ?! -გაურკვეველი მზერით იყურებოდა გზისკენ. -რამე მოხდა?! რამე დავაშავე და გამომრჩა?! -დაამატა სწრაფად. -უბრალოდ არ ვარ ხასიათზე ლუკა! სამსახურში გადავიღალე... გთხოვ წავიდეთ. -იმედია არ ხარ წინააღმდეგი კაფეში რომ წავიდეთ... -მკითხა და ისევ გზას გაჰყურებდა. -არა! -სწრაფად ვუპასუხე. -არა არ ხარ წინააღმდეგი თუ არა, არ წავიდეთ?! -ჩაეცინა მას. -არა არ ვარ წინააღმდეგი -გავუღიმე მე. -ძალიან კარგი -თქვა და რამოდენიმე წამი მე შემომცქეროდა. -ფრთხილად! -წამოვიყვირე როცა ლუკამ ჩემს ყურებაში წინ გაჩერებული მანქანები და წითლად ანთებული შუქნიშანი ვერ შენიშნა და იმდენად სწრაფად დაამუხრუჭა რომ კინაღამ თავი დავარტყი. -მაპატიე! -შეშინებულმა შემომხედა. -კარგი... -ვთქვი და თმა გავისწორე. -რამე იტკინე?! -აღელდა ის. -არაფერი დამშავებია. უბრლაოდ ძალიან გთხოვ ფრთხილად იარე და კაფემდე მშვიდობით მიმიყვანე... -იმედიანი გამომეტყველებით გავხედე. ის კი თვალებში დამნაშავესავით მიყურებდა... -ლუკა! -დაჟინებით ვუთხარი და ხელით გზისსკენ ვანიშნე როცა შევამჩნიე შუქნიშანზე მწვანე ანთებულიყო და ჩვენ წინ მდგომი მანქანები დაძრულან... -მაპატიე! -დაბალი ხმით მითხრა და სწრაფად გააგრძელა გზა. -რაღაც დაბნეული ჩანხარ ლუკა... -შენ რომ ჩემთან ხარ მაგიტომ... -გვერდულად გამიღიმა. -ანუ წავიდე?! -გამეცინა მე -სად უნდა წახვიდე გოგო. უბრალოდ ულამაზესი და საოცრება, რომ ხარ ვტკბები და შენზე ფიქრებში გართული ვიბნევი. -თქვა და შავი "რეიბანები" მოიგო. -ხოდა ნუ ფიქრობ ჩემზე. -ამაყი ღიმილით მივმართე, თავი დავიფასე და მხრებში გავსწორდი. მსიამოვნებდა მისი ასეთი სიტყვები. -აბა ამის გარეშე არ შემიძლია. -ნაზად მიპასუხა და გვერდულად გამიღიმა. --------------------------------------------------------------------------- კაფეში შესვლისას კარი გამიღო. რომ დავსხედით ისევ ის მიმტანი გოგო მოვიდა მაშინ ლუკა რომ მოეწონა. -რას მიირთმევთ?! -გახედა გოგონამ ლუკას და მომხიბვლელად გაუღიმა. -რაღათქმაუნდა გოგონას არჩევანს ვეყრდნობი... -იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და თვალებში შემომხედა -პიცას დავაგემოვნებდი... -ვთქვი და მხრები ავიჩეჩე. -და კიდევ წვენი... ატმის. -დავამატე უცბად და ლუკას გავხედე. -თქვენი სახელი?! -მიმართა ლუკამ მიმტან გოგონას. -ლანა! -აღფრთოვანებულმა წარმოთქვა გოგონამ, იმის იმედით რომ ეგონა ეს ბიჭი ეპრანჭებოდა. -ლანა... ორი პიცა და ორი ატმის წვენი თუ შეიძლება. -ცალყბად გაიღიმა მაგრამ ლანას კი არა მე მიყურებდა. -ახლავე! -შეტრიალდა გოგონა. -ქათმის სალათიც... -ვუთხარი ფრთხილად. -ქათმის სალათიცო ლანა! -დაუძახა ლუკამ. ცოტაარიყოს ვღიზიანდებოდი რადგან მეგონა მართლა ეპრანჭებოდა მას. -რათქმაუნდა. -ღიმილით თქვა გოგონამ და შეკვეთილის მოსატანად წავიდა. -დესერტსაც მიირთმევ ხო ბოლოს?! -მშვიდად მითხა. -ალბათ. -ცივად ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე. -გაწყენინე რამე?! -ცალი წარბის აწევით მკითხა და თავი დახარა. -არაფერი... -ისევ ცივად მივუგე და შუშის მიღმა, ქუჩაში ვიყურებოდი. -არ მესიამოვნა ლანას რომ ეპრანჭებოდი და თვალებს "უჟუჟუნებდი" -უცბად და ბუზღუნით ვუთხარი. ლუკამ მომხიბვლელად გადაიხარხარა და სათვალე მოიხსნა. -რა გაცინებს?! -მკაცრად ვკითხე -გოგო ხო იცი რაც ვარ არა?! ხო იცი ვინც მიყვარს. რა საჭიროა ეს ეჭვიანობა. -ცალყბად გამიღიმა, წინ გადმოიხარა და ყურთან თმა ნაზად გადამიწია. -ვინ გითხრა რომ ვეჭვიანობ... -ისევ წავიბუზღუნე -თვალებზე გეტყობა ნიინ... -უბრალოდ არ მიყვარს როცა ჩემს თვალწინ ბიჭი სხვას ეპრანჭება. -გავითვალისწინებ გოგონი! -თქვა და მადლობაც კი არ გადაუხადა ლანას, რომელმაც შეკვეთა მოიტანა. -მადლობა! -მივუგე მიმტანს და სწრაფად დავიწყე პიცის ჭამა. -მიყვარხარ! -თქვა ლუკამ და ატმის წვენი მოსვა. -რაღაც არ მახსოვს ჩვენი შეთანხმება, რომ გქონდა უფლება მუდმივად გაგემეორებინა ეს... -პირგამოტენილმა ვუპასუხე და უცბად ჩამეცინა. -ეს ჩემი პირადი უფლებაა... -გამიღიმა მესხმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.