1.სალომეა-ცეცხლი
პირველ რიგში:ისტორიაში მთავარი გმირების ცხოვრება გამოგონილ ქალაქში ვითარდება, შესაბამისად აქ არც რომელიმე ქვეყანას ვახსენებ და არც პერსონაჟების ეროვნებას. სულ სამი ნაწილია, თითოში რამდენი თავი იქნება ვერ გეტყვით. * * * გოგონა მეტისმეტად დაბნეული მიშტერებოდა ფურცლებს, რომლებმაც მისი მომავალის შესახებ აუწყეს. ახლა უკვე მუნსითის( ანუ პატარა ქალაქ-სახელმწიფოს) ყველაზე პრესტიჟული(და სიმართლე , რომ ითქვას ერთადერთი) უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მის გვერდში მდგარ ჩალისფერთმიან გოგოს სახეზე უკმაყოფილება ეხატა და შუბლშეკრული კითხულობდა თეთრ ქაღალდებს. გოგონას კი თვალთ დაუბნელდა და მხოლოდ საკუთარ სახელსრა მოჰკრა თვალი. მსხვილი , ბეჭდური, შავი ასოებით წაეწერათ: სალომე სილვერი. იყო კი ნამდვილდა სალომე? ქალაქშიც და ოჯახშიც ყველა სალის ეძახდა, არასოდეს უგრძვნია თავი სხვა ვინმედ. სალომეს მამის მშობლები აქ დაახლოებით ოცდაათი წლის წინ ჩამოვიდნენ, მაშინ მამა ასაკით მასზე პატარა იქნებოდა, იმის მერე ქალაქიდან ცხვირი არც გაუყვია, დედას კი ადგილობრივი წინაპრები ჰყავდა . მამისაგან განსხვავებით მისი გვარი განსაკუთრებულს არაფერს არ ნიშნავდა და თავისი ჩვეულებრივობით ძალიან ამაყობდა. მამა თუ სილვერობას არ ჩავთვლით დედასავით ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა ერთ ჩვეულებრივ ქალაქში. მათ ყველანაირი სიახლე აშინებდათ. საკუთარ შვილს სალომე მხოლოდ ბებიის საპატივსაცემოდ დაარქვეს, თორემ დღესდღეობით აქ სალომე კიარა ვიღაც ჩვეულებრივი გოგო იდგებოდა , ყველაზე გავრცელებული სახელით. სალის ბავშვობიდან ცააგონებდნენ , რომ სკოლა უმაღლეს ქულებზე უნდა დაემთავრებინა, ამ უნივერსიტეტში ჩაებარებინდა და გათხოვილიყო. სალის თითქოს მოსწონდა ეს ყველაფერი, მას შეეძლო თან ემუშავა კიდეც, რატომ უნდა წასულიყო ქალაქიდან როცა აქ ყველაფერი ჰქონდა? ყველაფერი გარდა თავისუფლებისა. მაგრამ ზოდიაქოთი მშვილდოსანს ყოველთვის იზიდავდა თავგადასავლები, მოსწონდა საფრთხის შეგრძნება და ძარღვებში ადრენალინი. მისტერ და მისის სილვერებს ყოველთვის ძალით მიათრევდა სამოგზაუროდ, ისინი კი მუდმივად უკან ექაჩებოდნენ და დიდი დიდი ქალაქის შემოგარენიდან მუნსითის ცენტრში წაეყვანათ. სალი თითქოს ნაპერწკალი იყო, რომელსაც სურდა მობრიალე კოცონად გადაქცეულიყო. მაგრამ რატომღაც ნაპერწკლად დარჩენას ურჩევდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრს ფიქრობდა, მერე კი უბრალოდ ბედს შეეგუა. ახლა კი ხელში საკუტარი აწმყო და შესაძლოა მომავალიც ხელში ეჭირა და ნახშირივიტ შავ ასოებს ღია თაფლისფერად დაშტრიხული მწვანე თვალებით და ყორნისფერი წარბების ჭმუხვნით კითხულობდა. ჩალისფერთავამ ამოიოხრა. სალი გამოფხიზლდა და მისკენ მიბრუნდა. ქერას ნესი ერქვა, დიდი ჭორიკანა ვინმე, თუმცა სალის კლასელი ბრძანდებოდა და შესაბამისად ერთად დიდ დროს ატარებდნენ . სწორი ნაკვთები , ცისფერი თვალები, აპრეხილი ცხვირი და კარგი აღნაგობა ჰქონდა. ზომაზე მეტად გამხდრადარი კი იყო მაგრამ თვალშისაცემი გარეგნობა ჰქონდა. გულის სიღრმეში ვერ იტანდა სალის, მის საოცარ სილამაზეს რომელსაც ბოღმისაგან სიმახინჯედ უთვლიდა, ეზიზღებოდა სალის კანი, მზეს , რომ ლამაზად იკიდებდა მაშინ როცა თვითონ გოჭივით იხრუკებოდა. სძულდა ყველაზე ჭკვიანი გოგოს გვერდით ვერავინ , რომ ვერ ამჩნევდა. -აბა როგორაა საქმე ?-სალიმ ფრთხილად ჰკითხა, მასაც მშვენივრად მოეხსენებოდა ნესის ორგულობის ამბავი , ამიტომ ცდილობდა (გულში ლოცულობდა კიდეც) რომ ნესიც მოცვედრილიყო უნივერსიტეტში და მის შესაძულებლად ახალი მიზეზი არ გასჩენოდა. - ქალაქის ცენტრტან ახლოს მდებარე კოლეჟში მოვხვდი, საექთნო კუსრება და ფარმაციაზე შენ? -მუნსითის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციოლოგიურზე.-ძლივს ამოღერღა სალიმ, ნესის მტრული მზერა ცოცხლად ანახშირებდა. -არ მეგონა თუ მანდ მოხვდებოდი, -გესლიანა უთხრა ნესიმ, თან ყვითელი კულული ყურს უკან გადაიწია.- რთულია მაგ უნივერსიტეტში ჩარიცხვა, მიკვირს მე არაფერი გამომივიდა შენ როგორ შეძელი? ჩემზე უკეთესად გააკეთე რამე/ - მივხვდი საითაც უმიზნებ ნესი, მე არავინ მომიქრთამია ნუ ღელავ, მგონი 12 წელი მშვენივრად ხედავდი ჩემს შესაძლებლობებს, ისიც იცი , რომ შენზე ათი თავით ჭკვიანი ვარ.- სალიმ თვითონაც მხარს უკან გადაიყარა მუქი წაბლისფერი თმა . ისედაც მიხვდა , რომ ეს მათი „მეგობრობი“ დასასრული იყო ამიტომ ქარაგმებით საუბარს შეეშვა და პირდაპირ თქვა ყველაფერი. -ნახვამდის.-დაამატა და სახლის გზას გაუდგა. უხაროდა, მუნსითის უნივერსიტეტში ისწავლიდა და თავისი სახლიდან წავიდოდა. იქ სადაც სალი ცხოვრობდა გარემო უფრო მწვანე იყო და აქაურები „სოფელს“ ეძახდნენ. სილვერებს მისთვის რამდენიც არ უნდა ეჩიჩინათ გარეუბანიაო მაინც სოფელი იყო. ძალიან უყვარდა ტავისი სახლი და გიჟდებოდა კიდეც სოფელზე, თუმცა დამოუკიდებლად ცხოვრება სხვა იყო. მერე გაიზრა რას ნიშნავდა მუნსითის ცენტრში, იმ სახლში ცხოვრება რომელიც მისმა დედ-მამამ დიდი ხნის წინ შეიძინა და ერთი დღეც არ გაუტარებიათ იმ კედლებს შორის. ახალი ეტაპი იწყებოდა მის ცხოვრებაში, მშობლების მიერ გათხრილი კალაპოტიდან გადაუხვევდა, ნამდვილ მეგობრებს გაიჩენდა. მერე რა რომ საზღვარგარეთ სწავლა უნდოდა? მუნსითი წესიერად ნანახი არც კი ჰქონდა. სახლის კარი გაღიმებულმა შეაღო და სწორედ მაშინ მოესმა მტვრევის ხმა. გაშრა. მეცხრამეტე წელია ალისას და ჯოშ ჩხუბს უსმენს, მათი „იდეალური“ ოჯახი მუდივად ცხარედ კამათობს, ზოგჯერ ყვირიან კიდეც, დაშორებით მაინც არ შორდებიან. სალის ღიმილი სახეზე შეეყინა. მამაისის ნასროლი ჭიქა დაიმსხვარა და იატაკზე ათას ნაწილად გაიფანტა. თითქოს სალომეც დაიმსხვრა. რაღაცამ შიგნით ძლიერად უბიძგა და მიწას დაანარცხა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. შეცდა. სინამდვილეში ის უნივერსიტეტიც გათხრილ კალაპოტში დინებისკენ მოუწოდებდა. გზიდან უნდა გადაეხვია თორემ დაიხრჩობოდა, ეს სულელი, ფუქსავატი ხალხი დაახრჩობდა. მოულოდნელად ალაპარაკდა. - ერთწლიან შესვენებას ვითხოვ, მუნსითიში ერთი წელი ვიცხოვრებ, ფულს ყოველ კვირა გამომიგზავნით, მერე კი სწავლას გავაგრძელებ. ისეთმა დაფეთებულებმა შეხედეს კაცი იფიქრებდა ჟირაფმა დაილაპარაკაო. -რაა?-ბოლოს გამოფხიზლდნენ. -რაც გაიგე დედა, მინდა იმ ქალაქის ყოველი ქუჩა გავიცნო, ამდენი წელი თქვენ სურვილებს ვასრულებდი, ახლა მე უნდა შემისრულოთ. ჩემთან ვალში ხართ.-ოლიმპიური სიმშვიდიტ გამოთქვამდა თითოეულ სიტყვას. მერე კიბის საფეხურზე ფეხი შედგა და სანამ შეაჩერებდნენ თავის ოთახს მიაშურა. * * * -შეეშვი ჯოშ , ერთი წელი დიდი არაფერია, ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობის დალაგებას მოვახერხებთ, თანაც შეიძლება ერთ თვეში უკან დაგვიბრუნდეს.- იმედიანად ჩაილაპარაკა ქალმა. -კარგი. * * * ჩემოდნით ხელში , წყნარ უბანში მიაბიჯებდა და აი ისიც დაინახა. მწვანეში ჩაფლული, ერთსართულიანი ქვის პაწაწინა სახლი. გარშემო რამდენიმე დაბალი კორპუსი და ასეთივე სახლები ედგა. მოეწონა. კარი ჭრიალით შეაღო. ცისფარდ შეღებილი კედლები მოათვალიერა და გაეღიმა. სალომე თავის სახლში იყო. ნაპერწკალი თანდათან ღვივდებოდა. * * * მთელი დღე უაზროდ იხეტიალა, ჯერ სახატავი მასალა შეიძინა მერე კი ქუჩებში აღმა-დაღმა ბოდიალს მოჰყვა. ოცნებობდა ცოტა ხანში მიწის (ან უფრო სწორედ ასფალტის) ყოველ მონაკვეთზე განსაკუთრებული ტკბილ-მწარე მოგონებები შეეგრძნო. * * * თანდათან მოსაღამოვდა, უკვე სახლში წასვლას ფიქრობდა როცა იისფერი, ლუჯი, წითელი და მწვანე ნახატებით აჭრელებული კედელი დაინახა. ფერები და ნახატები ძალიან მოეწონა, მათ თვალიერებაში ვიწრო შუკაშიი შეუხვია, იქვე ერთი ლოთი გემრიელად ფშვინავდა. სალიმ გვერდი აუქცია და ისევ კედელს დაუყვა, ამასობაში გაშლილ ადგილას გავიდა. ცარიელი ფართო ქუჩა იყო. შუაში კოცონი დაენთოთ, ცეცხლის შუქზე მოხატული კედლები იდუმალი და უფრო ლამაზი ჩანდა. კოცონის გარშემო სამი კაცი იჯდა. ორი ბიჭი და ერთი გოგო. გოგო წამოდგა. -ეი, გამარჯობა.-მიესალმა სალის. -სალამი.-უთხრა სალიმ და უფრო ახლოს მივიდა. გოგოს შავი თმა და ცისფერი თვალები საოცრად უხდბოდა. პატარა ტანნის იყო, ლამაზი სახით და ოდნავ მრუდე ფეხით, თუმცა ეს მის ინდივიდუალურ სილამაზეს უფრო მეტ ხიბლდ სძენდა. -მე ევა ვარ.-გოგომ ხელი მეგობრულად გაუწოდა. -სალომეა.-დაუფიქრებლად წამოროშა და უცებ მიხვდა,რამდენად მოსწონდა ეს სახელი. ის უკვე აღარ იყო სალომე ან სალი, სალომეად გარდაქმნილიყო. -მოდი აქ!-დაუძახა ქერა , მაღალმა ბიჭმა და ხელი მეგობრულად დაუქნია. მეორე ბუჭი ჩუმად იჯდა. უკმაყოფილება დაეტყო და სალომეას გაჭოლი მზერა მაიპყრო გაუბედავად დაჯდა მიწაზე. -ეს ჩემი შეყვარებულია, დანიელ სტოუნი, დედამ და მამამ ექვსი წლის წინ იშვილეს თუმცა ბოლოს ერთმანეთი შეგვიყვარდა. ეს კიდევ ჩემი ძმაა, ცნობილი უჟმური დამიანე რობერტსი.-მხიარულად ჩაილაპარაკა ევამ სალომეას უნებურა კალენები დაუდგა თვალწინ, ეცადა ეს აზრი მოეშორებინა. -სასიამოვნოა.-დაიკნავლა და ისევ კედლებს შეხედა. -ეგ ჩვენი ნახატებია, მოგწონს? -ძალიან. -შენც ხატავ?-ჩაერთო დანიელი. -ცოტას.- სალომეამ დაიმორცხვა. -თუ გინდა აქ მოდი და დახატე ხოლმე.-შესთავაზა ევამ. -რავიცი... -უხერხულად შეიშმუნდა. -არ მოგერიდოს.-ღიმილით უთხრა დანიელმა. -ვიფიქრებ.-ღიმილითვე მიუგო სალომეამ. * * * რობერტსები და სტოუნი სალომეას ყოველდღიურობად იქცენ. ერთი კვირის განმავლობაში ყველა დღეს ერთად ატარებდნენ. გაახსენდა როგორ იტანჯებოდა ნენსის გამო, მისი ახალი მეგობრები მართლაც საუკეთესოები იყვნენ. თავიდან მხოლოდ ხატვიტ და საღამოს შეხვედრებიტ შემოიფარგლებოდნენ , მერე უკვე კაფეშიც დაიწყეს ერტად სიარული. დამიანე ცოტა სითყვაძუნწი იყო და ხანდახან გოგონას ტვალებიტ ჭამდა, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ ზოგჟერ ძალიან თბილად ექცეოდა სალომეას. ევასა და დანიელისნაირი კარგი ადამიანები კი დედამიწაზე არ არსებობდნენ. * * * სალომეა და ევა ცივ ნაყინიან ყავას სვამდნენ, ორივეს ოდნავ ძველმოდური დიდი, შავი სათვალეები ეკეთათ და ვინტაჟური სტილის სარაფანები ეცვათ. სალომეა დიდი ინტერესით დაჰყურებდა თავის ბატინკებს, აგვისტო იწურებოდა, მზე კი ძველებურად ძლიერად აცხუნებდათ თავზე. -სალომეა!-ხმამაღლა სკოლის ზარივით დაიწკრიალა ევამ. სხეზე ჩრდილებმა გადაურბინეს, სალიმ გაიფიქრა რამე იდეა მოუვიდოდაო. - -მოდი ჩვენთან იცხოვრე !-ევას გაბრწყინებულმა სახემ სალომე მიახვედრა არ ხუმრობსო. -რაა?-ენაც კი დაება. -მიდი რა!-საწყლად დაიკრუსუნა ევამ.-რაიყო მანიაკები გგონივართ? -არა,-ჩაეცინა გოგოს. -ერთი წელი ტავისუფალი ხარ დაგავიწყდა? -კი მაგრამ... -რა მაგრამ?-თვალები გააკვესა ევამ. „შენ და დანიელი საუკეთესოები ხართ მაგრამ იმ ვაჟბატონს არ მოეწონება“ გონებში დაასრულა სალომეამ. -კარგი ჰო თანახმა ვარ.-წამოიძახა და იგრძნო როგორ აბრიალდა ჩირაღდანივით. p.s ოპაა მე დავბრუნდი. ახალი და საინტერესო ისტორიით. ველი თქვენს შეფასეებებს. ჩამქოლეთ თუ საჭიროა. ძალიან გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.