გაბრიელ ლიპარტელიანი! (6)
გაბრიელ ლიპარტელიანი (6) თავი 6 საშინელი დაძაბულობა იყო გამეფებული, ამინდიც კი შემზარავად ზუზუნებდა... ალბათ გაბრიელის გამო ტიროდა... დემეტრე ლიპარტელიანს მგლის ფერი ედო სახეზე... უამრავი ტანჯვა და სისხლისღვრა გამოიარა, მაგრამ ასე არასდროს არ შერყეულა, როგორც ახლა... ერთმა შეცდომამ მთსავით კაცი გაანადგურა, მოსპო და მიწასთან გაასწორა... ფეხქვეშ გაითელა მთელი ცხოვრების ნაკოწიწები სიმშვიდე, მძვინვარე ლომს ჰგავდა... რუსეთიდანაც კი მოიწვია ექიმთა დაჯგუფება, მაგრამ მისი შვილი სადღაც, კარს იქეთ , მწოლიარე, აპარატს შეერთებული გადარჩენისთვის იბრძოდა... ვერ უყურებდა საკუთარი ცოლის ჩამქვრალ თვალებს და იმედ დაკარგულ შვილებს... მათ ყოველთვის დამოუკიდებლობისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ის შორიდან იდგა და უყურებდა თითოეულ მათ ნაბიჯს, როცა უჭირდათ არსაიდან გამოჩნდებოდა და შვილებს სწორ გზას უჩვენებდა. ეხლა უსუსურია, არ იცის რა გააკეთოს, ვის მოსწმინდოს თვალზე ცრემლი, როგორ დააყენოს შერყეული ოჯახი ფეხზე... დანიელი და დამიანი მწოლიარე ძმას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ... პარალელურ რეჟიმში ცდილობენ ყველაფრის გარკვევას და მომხდარის სწორად გაანალიზებას... მაშო, რთული თემაა, გოგონა სულიერ კავშირში იყო ძმასთან, მისი სუნთქვის ხმა, რომ არ ესმოდა თვითონაც არ სუნთქავდა, არ ჭამდა, მოსიარულე გვამი იყო, ბაჩოც ვერ შველოდა... ყველაზე მხიარული და ცანცარა სანდრო იმდენად მკაცრი, იმდენად ყრიდა ნაპერწკლებს თვალებიდან აუცილებლად დაგწვავდა მასთან ახლოს რომ დამდგარიყავი... ყველაფერს აკეთებდა, მხოლოდ ის იყო საღ აზრზე, ის ცდილობდა ფეხზე წამოეყენებინა ლიპარტელიანების საგვარეულო.... * * * ავალიანები შვილის კარგად ყოფნით ბედნიერები იყვნენ, მაგრამ როცა რაღაც კარგადაა, ამ დროს სხვა პრობლემა იჩენს თავს. ამ პრობლემას ''ბავშვი '' ჰქვია... საგონებელში არიან ჩავარდნილნი ოჯახის თითოეული წევრი... ლილე, გოგონა, რომელიც არასდროს არავის დალაპარაკებია, არასდროს არავისთვის არ შეუხედავს თვალებში და ძმებისთვის საქმე არასდროს გაურთულებია, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა და წარმოუდგენელი იყო მისი ამგვარი ქცევა... ნინო მეორედ მოსვლას უფრო დაიჯერებდა, ვიდრე საკუთარი შვილის , ლილეს ორსულობას... ყველაფერი ნათელი ხდებოდა... ,,ამიტომ დატოვა მან თბილისი''- ნინოს ფიქრებში მხოლოდ ეს ოთხი სიტყვა დაძრწოდა... ,,შენი შვილი საკმარისად არ გენდობა''- კვლავ არ წყვეტდა ფიქრებში ალტერეგროს შესახილები და ბასრი კომენტარები კორიანტელს აყენებდნენ და ქალს შინაგანად აგიჟებდნენ... ვაჩე და რიჩი განადგურებულები იყვნენ, დის ამგავრი საქციელით , მაგრამ მათში მეტამორფოზი მოხდა, თითქოს ახალი სიცოცხლის არსებობა, როდესაც შეიტყვეს ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა, მაგრამ თუ ისინი ოდესმე საკუთარი დისთვის ხმას უწევდნენ ახლა ამას არ გააკეთებდნენ, ახლა მას გვერდით დაუდგებოდნენ... კონსტანტინე ავალიანი კი იმდენად გაცხარებული იყო, ალბათ საკუთარი შვილს საკუთარი ხელით მოკლავდა... ,,ნეტავ მომკვდარიყო, ასეთი სირცხვილი როგორ მაჭამა''-ეს აზრი მის ფიქრებს მოსვენებას არ აძლევდა... მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ ბედავდა. საკუთარ შვილს წირავდა... რისთვის?! პატარა არსება რომ ცხოვრობს მასში?! ,,სადაა ღმერთო სამართალი''... სამართალს მთის ტრადიციაში ვერ იპოვი.... წარმოიდგენდით ორი გვარის ერთ ჭერქვეშ ყოფნას?, რა თქმა უნდა არა... თითქოსდა ეს საბედისწერო შემთხვევა მათ შორის დროებითი მანდილის ჩამგდები იყო. საშინელი სანახავი იყო ჟურნალისტების უაზრო სიტყვების კორიანტელი ჟურნალის ფურცლებზე და დაუზუზტებელი ინფორმაცია რომელიც ყვითელი პრესის ფურცლებს არაფრისთვის იკავებდა, მაგრამ არავის ჰქონდა თავი ეს ფაქტი რომ მიეჩქმალათ. ყველაფერს ფული არ შველის სამწუხაროდ... * * * ამ ტანჯვაში სამი დღე მიიწურა, აღარავინ ადამიანს აღარ ჰგავდა, ყველა სრულიად სახეცვლილნი იყვნენ... ადრე თუ მათ შორის სიტყვებს ვერ გაიგონებდით, ახლა ერთმანეთს ამხნევებდა ორი გვარი, თითქოს და ძველი მეგობრობა გარეთ გამოსვლას ლამობს, კონსტანტინეს და დემეტრეს გულში არსებული ძველი, ჯერ კიდევ აკვნიდან დაწყებული მეგობრობა ფრთების შესხმას ცდილობს. ერთმანეთს თანაგრძნობით უმზერდნენ და ამხნევებდნენ. შვილებიც... ყველა ერთად იძიებს იმ ავარიის შესახებ... რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ, როდესაც ექსპერტიზიდან პასუხი მოიტანეს ყველამ ერთად შეიტყო, რომ სამუხრუჭე ხუნდები გადაჭრილი აღმოჩნდა ბასრი საგნით, რაც განძრახ მკვლელობას უსვამდა ხაზს. რიჩი, ვაჩე, დანიელი და დამიანი ერთად მოქმედებდა. წარმოიდგენდით... ოო, როგორი ირონიულია ეს ცხოვრება... ქვეყნის ერთ ბოლოში რომ იყო, ისე უცებ აღმოგაჩენს დასაწყისში, რომ გააზრებას ვერ მოასწრებ. საავადმყოფოს ფანჯარასთან იდგა დიდი დემეტრე, როდესაც ნაცნონი, ტკივილით გაჟღენთილი ხმა მოესმა... -შენი ბიჭი ძლიერია, აუცილებლად გადარჩება! სიმტკიცე იგრძნობოდა მის ხმაში, ბავშვობაშიც ასე იყო, ყოველთვის გვერდით ედგა დემეტრეს... ერთხელ ისე იჩხუბეს, რომ რამდენიმე კვირა ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ, შემდეგ დემეტრემ იჩხუბა თანასოფლელ ბიჭებთან ერთად და გვარიანად მოხვდა მასაც, როდესაც კოსტამ ეს შეიგყო, ყველა მათგანი სასტიკად სცემა. დემეტრეს კი ხისგან გამოთლილი ცხენი აჩუქა, ზუსტად ისეთი, როგორიც მას სურდა. ასე შერიგდნენ... ნუთუ ახლა უშველის ხის ცხენი ამ დავიდარაბას?!.. -უკვე აღარაფერი ვიცი კოსწია! მხოლოდ ასე , მხოლოდ ის უმოკლებდა სახელს მეგობარს... სიმწრით გაეცინა კონსტანტინეს, განა დემეტრემ გაანალიზა მის ბაგეებს უნებურად რა წამოსცდა, როდესაც თქვა თვითონაც მწარედ ჩაიცინა, შემდეგ ავალიანს გულახდილად ჩაეღიმა თვალწინ დაუდგა მათი ურყევი მეგობრობა და ცხოვრებაში პირვლად მის თავში გაისმა ფრაზა:-,, რამ შეარყია ჩვენი მეგობრობა?!'' , ხოლო დემეტრემ, პასუხად მანაც ბავშვობის დროინდელი შემოკლებული სახელი დაუბრუნა... -დემე , როდის აქეთ ხარ ასე სუსტი?!... ოჯახს სჭირდები! მეტი დამაჯერობლობისათვის ჰოლში მჯდომ მგლოვიარე ხალხს შეხედა და თვალებით მათზე ანიშნა...-იცი როდის დაინგრევა კერა?!როცა მას საძირკველი გამოეცლება, ამ შემთხვევაში შენ ხარ მათი საძირკველი! იყავი ძლიერი და მიეცი მათ მაგალითი.. ეს სიტყვები თქვა და გასასვლელში გაუჩინარდა. -ყოველთვის კარგი მრჩეველი იყავი კოსწია.. ღრმად ჩაიღიმა და თითქოს ახალი ძალებით შეუდგა ოჯახისთვის სულის შთაბერვას... * * * -თქვენი გოგონა კარგადაა, ბავშვიც შესანიშნავად გრძნობს თავს. შეგიძლიათ ინახულოთ, 509-ე პალატაშია, ოღონდ ძალიან გთხოვთ ნუ გადაღლით ჯერ კიდევ სუსტად არიან... ყველა ძალიან გახარებული იყო ამ ამბით. ნინო პიველი შევარდა შვილის მოსანახულებლად... ნამდვილად არ ელოდა ისეთ სანახაობას, როგორიც შიგნით დახვდა... გაფერმკრთალებული, ლოყებჩაცვენილი, გალურჯებულ ტუჩებიანი გოგონა იწვა, ჩაყვითლებული და ჩავარდნილი თვალის უპეებით, უამრავი ნაკერით... -ჩემო გოგონავ ეს რა გჭირს?! დედას უღიმღამოდ შეხედა, მსუბუქად გაუღიმა და ისევ ერთ წერტილს გაუსწორა თვალები... -დედას სიხარულო, დამელაპარაკე ლილე... უკვე ცრემლები სახის კანს უსველებდა... გტკივა რამე? საყვარელო რა გჭირს? -გული მტკივა! დედა ყველაფერი მტკივა! მარტო ყოფნა მინდა! დამტოვე თუ შეიძლება! მათაც უთხარი რომ კარგად ვარ!.. სვენებ- სვენებით ამოილაპარაკა ლილემ და თავი საპირისპირო მხარეს გაატრიალა... -კი მაგრამ ჩემო ლამაზო რა მოხდა დედი ასეთი, რა გჭირს... ასეთი ნერვიულობა არ შეიძლება შენს მდგომარეობაში... -ამაზე უარეს მდგომარეობაში ვერასოდეს ვერ ჩავარდები და ეს ყველაფერი თქვენი ბრალია, თქვენი დაუსრულებელი სისხლის ღვრის ბრალია... ლილეს რაც შეეძლო ბოლო ხმაზე დაიკივლა და ცრემლები წამოუვიდა... -ლილე! ბავშვს არ ავნო რამე, ლილე! -რა ბავშვს?! დედა რა ბავშვზე მელაპრაკები?!..სულ გაგიჟდით? უკვე საწოლზე ვეღარ ჩერდებოდა მხოლოდ ტკივილი აკავებდა... -ორსულად ხარ, რა?! შენ არ იცოდი?!.. ლილე, მისი სახელი ქალმა სინანულით ამოილაპარაკა -დამტოვე ძალიან გთხოვ ცუდად ვარ! -ექიმს დავუძახო ჩემო ლამაზო?! შვილს სახეზე მიეფერა, მან კი უხეშად მოიშორა მისი ხელი.. -არავინ არ მჭირდება , არავინ არ შემოუშვა უთხარი დაღლილია- თქო -კარგი შვილო... უარესად დამძიმებული გამოვიდა პ ქალი შვილის პალატიდან და ნაკავებმა ცრემლებმა ამოხეთქეს... შიგნით კი განადგურებული ლილე იყო...,, შვილი მეყოლება'' - მხოლოდ ეს ფიქრები უტრიალებდა თავში ლილეს... ინსტიქტურად ხელი მუცლისკენ წაიღო და ჯერ არ წამოზრდილ ბავშვს მოეფერა... ,, უკვე მიყვარხარ'' ცრემლები ჩაუდგა თვალებში.. ,,ჩემი და გაბრიელის შვილი''..მხოლოდ ამ სიტყვებს ჩურჩულებდა... ინსტიქტურად წარსულის დღეები ფიქრებში ამოტივტიბდნენ, ყოველი ლამაზი წამი გაახსენდა გაბრიელთან გატარებული, უნებურად ჩაეღიმა, თუმცა ეს ღიმილი მალევე მწარე ჩაცინებამ შეცვალა...მას მიზანი გაუჩნდა, მისთვის ცხოვრების ახალი გეგმა დაისახა და რა? რატომ არ იკითხა გაბრიელი? მისთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა... და ამიტომ... * * * უკვე ერთი კვირა მიიწურა, ლილეს დღეს წერდნენ... გაინტერესებთ როგორ ჩაიარა მამა-შვილის შეხვედრამ? არც შეხვედრილან, არც ძმები, მაინც ვერ აპატიეს დას ეს გადადგმული ნაბიჯი, გამოძიებას რაც შეეხება წინ არ წაწეულა, მთავარი პაიკი სიკვდილს ებრძვის, იმდენად ჩახლართულია ყველაფერი, იმდენი კვანძია, მხოლოდ გაბრიელი თუ გახსნის, ის კი არადა არ ჩქარობს.. ვერც გავლენიანი პირების ჩარევამ ვერ ჰქნა ვერაფერი.. ერთ საღამოს რიჩი და ვაჩე დის პალატის კარების წინ იდგნენ, როდესაც მათმა მეგობარმა, მათემ დარეკა, ძმები ისე გაცხარდნენ ხმამაღალი ყვირილით ღაღადებდნენ ავარიის დეტალებს და შიგა და შიგ უწმაწურ სიტყვებსაც არ აკლებდნენ.. ლილემ ყველაფერი გაიგონა და გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ უფრო დარწმუნდა.... -გილოცავ კონსტანტინე შვილის გამოჯანმრთელებას.. დემეტრემ ძალები მოიკრიბა და ავალიანს მიულოცა , სრულიად გულრწფელი იყო მისი ეს სიტყვები... -გაიხარე, ყვეკაფერი კარგად იქნება დემეტრე! მხარზე ხელი დაჰკრა, შემდეგ ნინოს შეხედა და უთხრა -მე მანქანაში დაგელოდებით, ლილეს მოწესრიგებაში დაეხმარე... შემდეგ შვილებს შეხედა და ავალიანების ოჯახის მამაკაცებმა საავადმყოფო დატოვეს... ნინო კი პალატის კარებში გაუჩინარდა.. ქეთევანს დემეტრეს მხარზე ჰქონდა თავი ჩამოდებული და ქვითინებდა... დანიელი და დამიანი გამოძიებაში იყვნენ ჩაფლულნი, სანდროც მათთან ერთად იყო, ვინ, სად, ან რაზე აღარ დარბოდნენ, ბაჩო კი მაშოს დაწყნარებას უნდებოდა და საყვარელ ქალს ბოლომდე გვერდით ედგა... გაბრიელის პალატიდან ექიმთა დაჯგუფება გამოვიდა და უფროსი ლიპარტელიანისკენ დაიძრა... -საღამო მშვიდობისა, თქვენი ვაჟი გონს მოვიდა, ჯერ კიდევ დილით, არ გითხარით, იმიტომ რომ არ ველოდით ასეთ შედეგს, გილოცავთ ყველაფერი საშიში უკან დავტოვეთ და ნკსალოდნენ საშიშროებას სრულიად აღარ ველით.. შვების ამოსუნთქვის ხმა გაისმა, მაშოს კივილი მთელს საავადმყოფოში ისმოდა... -გესმის ბაჩო, გადარჩებაო,გესმის გონს მოვიდა... -ექიმო შეიძლება შევიდეთ, ძალიან გთხოვთ... -კი, მაგრამ გთხოვთ ნუ გადაღლით... კისკისებდა და ხტუნვა-ხტუნვით ეხუტებოდა ბაჩოს... -დედა შევალ რა, ჯერ მე შევალ, გთხოვ... -კარგი მაშო! დემეტრეს თვალები ისევ აინთნენ, ბაჩომ ეს შესანიშნავი ამბავი ბიჭებს შეატყობინა, მაშო კი კუსკუსით ს შევიდა ძმის პალატაში... არც აქ არსებული სურათი არ განსხვავდებოდა ლილეს სურათისგან... -ჰეი დაგვიბრუნდი მახინჯო? მაშო სიხარულით მიეგება ძმას და მისი ეს ცუდად ყოფნობა არ შეიმჩნია, ამაში ყოველთვის მაგარი იყო... -ბაჭია, ხმაც კი ნაომარს მიუგავდა, აბა რა იქნება ამდენი ოპერაცია გადაიტანა... -მომენატრე გაბო. ძმის საწოლთან ჩამოჯდა და გაბოს ხელი თავისაში მოიქცია -მეც მენატრებოდი პატარავ... -როგორ ხარ?! -შენ ის მითხარი ლილე როგორაა.. ხომ კარგადაა, მაშო! -კი, კი კარგადაა გაბო, დღეს წერენ... -უნდა ვნახო! აუცილებლად უნდა ვნახო! და ხელებიდან ათასგვარი მილების მოშორბა დაიწყო.. -ჰეი! გაგიჟდი?! მერე ნახ! ახლახანს მოხვედი გონს, რას აკეთებ, მაინც შერჩენოდა გაბოს ძალა... -მაშო უნდა დამეხმარო რომ როგორმე მის პალატაში მოვხვდე -შენ კარგად ხარ?! გუკწრფელად გაიკვირვა... ავალიანების ამალამ რომ გაიგოს სვანეთში, რომ ერთად, ერთ ჭერ ქვეშ იყავით და შესაძლოა ერთ ლოგინშიც...გგონია საავადმყოფოდან ცოცხალი გახვალ?! ერთ სიკვდილს კი გადაურჩი, მაგრამ მეორეს ვეღარ გადაუღჩები! -მაგარი ფეხებზე რა! ჩემთან ხარ თუ არა?! იცი რომ მაინც გავაკეთებ! -ჯანდაბას შენი თავი გაბრიელ ლიპარტელიანო თავიდანვე ჩამითრიე. -აი მაგიტომ მიყვარხარ... -კარგი მე ინვალიდის ეტლს ჩუმად მოვიტან და იმით გაგიყვან... გაბრიელმა რაღაცნაირი თვალებით შეხედა... -ვგავავარ ახლა მე ინვალიდს? -ჯანდაბა შენს თავს! აბა ამხელა კაცს რა გათრევს, რომ გაიშხლართე ამდენი ხანი საოპერაციო მაგიდაზე მოსავალ აღებული კაცივით, რა გეგონა სიარულს ასე ადვილად შეძლებდი?!... -გაეთრიე მაშინ და დროზე მოიტანე რომ წასვლამდე მივუსწრო! -ღმერთო მაღალო ამას ტვინი მიეცი და მე ბაჩოს ხელის თხოვნა.. მაშომ ჩაიცინა და დერეფანში გაყო თავი.. კაციშვილის ჭაჭანება რომ არ იყო ჩუმად შემოაგორა კედეთან მიდგმული ეტლი და გაბრიელს შიგ ჩაჯდომაში დაეხმარა... -რა სიმძიმე ხარ შე მუტრუკო, წესით ოპერაციების დროს სუსტდებიან და შენ ღორივით გახდი?! -მაშო სულ ასე მკვდარი კი არ ვიქნები, მოვცოცხლდები და კისრის მოგრეხვას პირველი შენიდან დავიწყებ -გამაკანკალა, ხო რას ამბობ...ისე ეს სკამი და შენ ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილები.. გაბომ დას უჩქმიტა -მეტკინა იდიოტო...მოვიდა ფერზე ოღონდ ლილეს სახელი უხსენე.. -მაშო! -კარგი ვჩუმდები.. ძმის ამ ბავშვურობაზე ჩაიხითხითა...ვითომ არ იცოდა რამე...ჭორიკანა გოგოა ძალიან... ჩუმად მიაგორებდა ეტლს და როდესაც 509-ე პალატის წინ გაჩერდა გაბოს დახედა, რაღაც ანიშნა და მასში თანხმობა რომ ამოიკითხა კარებზე დააკაკუნა... კარები ნინომ გააღო, ჯერ გაოცებულმა შეხედა მაშოს, შემდეგ ეტლში მჯდომ გაბრიელს, ბოლოს შვილისკენ გაიხედა და კითხვის ნიშნის სახე მიიღო.. სანამ გაბრიელი რამეს იკითხავდა ან იტყოდა ისევ მაშომ დაიწყო სხარტად საუბარი... -ამ, თქვენი შვილის მონახულება უნდოდა ქალბატონო ნინო. როგორაა უნდა გაიგოს...თავს დამნაშავედ თვლის და არ უნდა ეს დარდი, რომ გაჰყვეს... ამიტომ ბოდიშის მოხდა უნდა პირადად... -ამ, კარგი... ქალი დაიბნა, გაბრიელი კარებში შეატარა ხოლო თვითონ მაშოსთან ერთად პალატის გარეთ გამოვიდა... შიგნით კი საშინელი დაძაბულობა გამეფდა... -ლილე ჩემო სიცოცხლე... ლილემ ხმის გაგონებაზე თვალები გაბრიელს მიაპყრო, მისი ამ მდგომარეობაში დანახვამ გულში არასასიამოვნოდ გაჰკრა და მწვავე ტკივილიც იგრძნო, ფეხზე მდგომი შებარბაცდა და ლოგინის მოაჯირს დაეყრდნო... -ლილე კარგად ხარ?! შეშფოთებულმა გაბრიელმა ეტლი მიაგორა მასთან და მისი სიფრიფანა თითები ხელში მოიქცია და ნაზად აკოცა -მაპატიე ასე რონ გატკინე ჩემო სიცოცხლე... ხელზე სისველე იგრძნო, დიახ, ტიროდა გაბრიელ ლიპარტელიანი, ლილეს ტკივილი ტკიოდა, ის ტკიოდა მის ტკივილს ლილე ერქვა, რას არ მისცემდა ოღონდ საყვარელი ქალი ამ მდგომარეობაში არ დაენახა.. ლილემ დენდარტყმულივით ხელი უკან გასწია, იცოდა ეს რომ გაგრძლეებულიყო გადაწყვეტილებას შეცვლიდა.. გაბრიელმა გაკვირვებულმა ახედა -რას აკეთებ რატომ არ მელაპარაკები?! -წადი! -ვერ გავიგე? მართლაც ვერ გაიგო ასე ცივად და უხეშად რატომ იქცეოდა... -გაეთრიე!ახლა უკვე საგრძნობლად მოუმატა ხმას-თვალით არ დამენახვო.. -რა ჯანდაბაა ლილე! არც გაბრიელმა დააკლო ღრიალი.. -შენი ბრალია ამ დღეში რომ ვარ! ს შენი და ჩემი ოჯახის დაუსრულებელი სისხლის ღვრით.. აღარ მინდა მომამავალში ასე გაგრძელდეს, ასეთ მომავალი არ მჭირდება! ლილე ბღაოდა, თან ტიროდა... ,,არ მინდა ჩემი შვილი შიშში გავზარდო'' -ეს სიტყვები ჩუმად , გაბრიელს რომ არ გაეგო ისე ამოიჩურჩულა და კარებისკენ გაიქცა, სახელური ჩამოსწია და სანამ კარებს იქეთ მიიმალებოდა, გაშტერებულ გაბრიელს უკანასკნელად ჩახედა თვალებში... -შენ მკვლელი ხარ , მე კი მკვლელთან ვერ ვიქნები... საბოლოოდ გაანადგურა ამ სიტყვებით გაბრიელი და პალატა ელვის სისწრაფით დატოვა. კარებთან ნინო და მაშო იდგნენ გაოცებულები იყვნენ ლილეს გამოვარდნით... -წავედით დედა! ბატონი კონსტანტინე დიდიხანია გველოდება.. ეს თქვა და მისი ლანდი მიიმალა.. გაბრიელი შუაგულ ოთახში ლილეს სურნელში გაბრუებული ამ ქვეყანას გამოთიშული იყო, მაშოს ხმამ გამოაფხიზლა .. -გაბრიელ რა მოხდა ასე კატასავით რატომ გამოიქცა...გაკვირვებული თვალებით უყურებდა მაშო... -დამშორდა.. მხოლოდ ეს ერთი სიტყვა თქვა და ეტლი გააგორა. ოო, რამდენ ტკივილს იტევდა ეს ერთი სიტყვა?!.. ერთმა სიტყვამ გადმოსცა მთელი მისი მწუხარება და ნაღველი. -როგორ თუ დაგშორდა.. -ხო დამშორდა! ბოლო ხმაზე დაიყვირა ეს სიტყვები და მაშო შიშისგან შეხტა...ამ დეროს კი უკვე პალატაში იყვნენ...-დამეხმარე დავწვე..მაშო ძმას მიეხმარა და გასასვლელისკენ დაიძრა... -მაპატიე რომ გიყვირე... ზურგს უკან გაბრიელის სინანულ შერეული ხმა დაეწია.. -არც მწყენია გაბო მოუხედავად დატოვა გაბრიელი თავის პალატაში, ლოგინზე მწოლიარე, ხელმეორედ მკვდარი... ისეთი მტკივნეული არაფერია როგორიც სიყვარული... გაბრიელი? ის სრულიად გაურკვევლობაში მყოფი აშტერდებოდა ერთ წერტილს და მხოლოდ ეს წინადადება უტრიალებდა თავში ,, შენ მკვლელი ხარ''.. დამსხვრეული გული... გათელილი გრძნობები.... გაბოროტებული გაბრიელი.... და მერწმუნეთ ახლა გაბო მართლაც ცივსიახლიანი მკვლელივით ბევრი ადამიანის სისხლს დაღვრის... ბრძოლის დაწყების სუნი მცემს.... ოო ამ ნაწილში მთელი ჩემი სული და გული ჩავდე, იმედი მაქვს მართლა მოგეწონებათ, რაც შემეძლო მაქსიმალურად ვცადე კითხვის დროს ყველა ის გრძნობა გაცოცხლდეს რითიც დატვირთულია. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი... პ.ს სიყვარულით Sad Writer_ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.