შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც... მე შენი არ მჯერა! ll


29-01-2017, 19:29
ავტორი gvanca_kekelia
ნანახია 1 811

*************
დავბრუნდი :დ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი^^ მოგწონთ თუ არ მოგწონთ გთხოოოვთ ყველაფერი დაწერეთ
*************
გონს როცა მოვედი, პალატაში ვიყავი. ამის დედაც! ესღა მაკლდა! ძალიან მინდოდა სიგარეტი,მაგრამ საავამდყოფოში სიგარეტი არავის ექნებოდა. ორი წუთიც არ იყო გასული რომ კარებში ორი სილუეტი დავინახე, თვალები მოვჭუტე უფრო კარგად რომ დამენახა მაგრამ ეს სახეები ჩემთვის უცნობი იყო. ერთ–ერთი სილუეტი მომიახლოვდა.
-გამარჯობათ ქალბატონო ემილი.-მითხრა ძალიან შეშინებული, ბოხი ხმით.
-გამარჯობა... ვერ გიცანით..
-არ მიცნობთ და საიდან მიცნობდით?-ისეთი ღიმილი ჰქონდა, აი, სიტუაციის განმუხტვა რომ უნდა ადამიანს. უცბადვე დაასერიზულა სახე როდესაც დაინახა რომ მე საერთოდ არ მეცინებოდა-ჩემი ბრალია რომ თქვენ ახლა აქ ხართ, ჩემმა შვილმა გაისროლა თოფი, სწორედ იმ ადგილას სადაც თქვენ გაირბინეთ, შველი უნდა მოსულიყო, კიდევ კარგი გამხდარი ბრძანდებით და სწრაფად მირბოდით თორემ... ჩვენ მოგიყვანეთ აქ....
სანამ ამ ყველაფერს ყვებოდა, მეორე სილუეტს თვალს არ ვაშორებდი, ისევ კარებში იდგა ალბათ მოსაწვევს ელოდა, ძალიან „ზდაროვი“ ჩანდა. მამასისმა ანიშნა ახლოს მოდიო, ისიც ზედმეტების გარეშე, ორ წამში მამამისის გვერდით იდგა.
-ეს ჩემი შვილია გაბრიელი...მას სურს რომ ბოდიში მოგიხადოთ.-როცა მიხვდა რომ თავისი შვილი არაფრის თქმა აპირებდა, მხარზე ძლიერად მიარტყა მხარი.ცოტა კი შეტოკდა მაგრამ არ შეიმჩნია...
-ქალბატონო ემილი, ვწუხვარ მომხდარზე, იმედია მაპატიებთ-გამოსცრა კბილებიდან, მხოლოდ ახლაღა დავაკვირდი მისი სახის გამომეტყველებას, ნებისმიერი მტაცებლის სახეზე უარესი თუ არ ყოფილიყო მისი გამოხედვა, არ ვიცი რატომ ბრაზობდა ასე, მაგრამ აშკარად ჩემზე იყო გაცოფებული. მამამისი რომ არა აქვე გამატყავებდა ალბათ.
-არაუშავს, ხდება ხოლმე-ნაძალადევად გავუღიმე, სინამდვილეში უფრო მეშინოდა მისი. ექთანს გავხედე სადღაც 21-25 წლის იქნებოდა, თვალებით ვემუდარებოდი გთხოვ გაიყვანე ესენი აქედან მეთქი. ჩემდა გასაკვირად მიხვდა ჩემ თხოვნას, ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გარეთ გაყარა, პაციენტს დასვენება სჭირდებაო. თვითონაც გარეთ გავიდა, მე კიდევ ვფიქრობდი საიდან მომეგროვებინა 150 000$... ჩემი სახლი 45 000$ად თუ გაიყიდებოდა კიდევ მადლობას ვიტყოდი. ანუ სამსახური უნდა მეშოვა, მაგრამ სად? ან ამ მდგომარეობაში როგორ? ამასობაში ისევ ის საყვარელი ექთანი შემოვიდა.
-მადლობა..
-კარგი რისი მადლობა, ისე იცი ეს მამა-შვილები ვინ არიან?-ჩამოჯდა სავარძელზე რომელიც ჩემი საწოლის გვერდზე მდებარეობდა და ისე დამიწყო ლაპარაკი გეგონება დაქალები ვიყოთ.მკრთალი ღიმილი გადამეფინა სახეზე...
-არა, ვინ არიან?
-აუ შენ რა ჩამორჩენილი ხარ გოგონი ასე არ შეიძლება.-გამიღიმა თავისი სისხლისფერი ტუჩებით-ესენი არიან აი ყველაზე ყველაზე მაგარი მამა-შვილი საქართველოში, აიი ყვეელაზე, ოღონდ მართლა. საერთოდ განსხვავებულები არიან მაგრამ აი მაინც ყოველთვის და ყველგან ერთად არიან, გინდა რამე საქმის გარჩევა იყოს, გინდაც გართობა, ნადირობა, კაცის მოკვლა...-ბოლო სიტყვებზე უცბად გავშრი, თვალები გამიფართოვდა, ექთანმაც შემამჩნია და სიცილი დაიწყო-არა არა მართლა კიარა! მაგალითად მოვიყვანე, რაიყო რატომ შეგეშინდა...-მუცელზე ხელს იდებდა იმის ნიშნად რომ სიცილისგან ცოტაც და მუცელი გაუსკდებოდა.მაგრამ მე ძალაუნებურად გავიღიმე და თვალები მივნაბე იქნებ ახლა მაინც გავიდეს გარეთმეთქი, ეს რა მიხვედრილი ექთანი მყავს მოკლედ რა, იცის რა როდის უნდა გააკეთოს. ჩემ თავთან ისევ მარტო ვრჩები, რაც ძალიან არ მომწონს, სიმართლე რომ გითხრათ მაშინვე გადავწყვიტე თარჯიმნად დამეწყო მუშაობა, ბოლო 6 წელი ხომ გერმანიაში ვიყავი... მოკლედ დავაჭირე ღილაკს და ექთანიც ორ წამში ჩემს პალატაში აღმოჩნდა.
-როდის გამწერენ აქედან? არაფერი მტკივა და ძალიან კარგადაც ვარ
-ეგ ჩემზე არაა დამოკიდებული გოგონა, ახლავე ვკითხავ ექიმს.
-ემილი... ემილი მქვია მე.-ძლივს ვთქვი და თავი გადავაბრუნე.
-კარგი ემილი... მალე მოვალ.-უცბად რაღაც სერიოზული მეჩვენა. მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად მაიბტერესებდა. მართლაც საკმაოდ სწრაფად მოვიდა, გვერდს საკმაოდ სიმპატიური ექიმი უმშვენებდა.
-ემილი... ხომ შეიძლება შენობით გელაპარაკო?-ჩემი თანხმობის შემდეგ განაგრძო-დიდი დაზიანებები არ გაქვს,მხოლოდ ზედაპირული ნაკაწრები გქონდა და ერთი ცოტა არ იყოს ღრმა,სწორედ მაგის გამო ხარ ახლა შენ აქ. რაც მთავარია უკვე კარგად ხარ, მე შენს გაშვებას მაინც ხვალ ვაპირებდი, ყოველი შემთხვევისთვის, მაგრამ თუ გინდა დღესვე გაგწერ.-ამის გაგონება და ჩემი წამოხტომა ერთი იყო, მაგრამ უცბად ტკივილი ვიგრძენი მუცლის არეში, დავიხედე და თურმე რამხელა ნაკერი მადევს! ღმერთო აქამდე რატომ ვერ ვგრძნობდი!“იმიტომ რომ გამაყუჩებელი გაქვს გაკეთებული უტვინო!“ ოოხ ჩემს ალტერ ეგოს არ დავავიწყდი, ძალიან გამახარა.ექიმმა აშკარადა უკმაყოფილო სახით მუცელს შემდეგ ფეხებზე გადაიტანა მზერა და გამომეტყველება აშკარად შეეცვალა, მივხვდი რაშიც იყო საქმე და იმწამსვე გადასაფარებელი გადავიფარე.გიორგიმ(ექიმმა) როდესაც სახეზე შემომხედა შეუჩნევლად ჩაიცინა და პალატიდან სანამ გავიდოდა მითხრა რომ 10-15 წუთში უკვე გარეთ გავიდოდი... ყველაფერი მოვაგვარე, წამოდგომა ვცადე და შევძელი კიდევაც, არც ისე საშინლად მტკიოდა სიარულის დროს როგორც მეგონა მაგრამ მაინც მიჭირდა. დავემშვიდობე ექიმს და გამოვედი გარეთ. კიდევ კარგი საავადმყოფოში ზედმეტი ტანსაცმელები ჰქონდათ. გამოსულს ისეთი გამონაბოლქვის სუნი ტრიალებდა რომ ხველება ამიტყდა, ძალიან ბევრი მანქანა იყო, განსაკუთრებით კი საავადმყოფოს მეორე მხარეს მდგარმა შავმა მანქანამ მიიქცია ჩემი ყურადღება, რომელიც ჩაბურული შუშებით იყო გარშემორტყმული.მძღოლის მხარე ოდნავ იყო ჩამოწეული, მისთვის საკმარისი იყო რომ სიგარეტის ბოლი გარეთ გამოეშვა. მალევე გავიაზრე რომ დაჟინებით ვუყურებდი მას და მე ვერც ვხედავდი ის მე მიყურებდა თუ არა. ტროტუარისაკენ დავიძარი,თვალებით რაიმე ტრანსპორტს ვეძებდი რითითაც შემეძლო წასვლა. როდესაც არცერთი სამარშრუტო მანქანა ვერ ვნახე, გადავწყვიტე ტაქსი გამეჩერებინა.
–ფული?! ფუ შენი ახლა როგორ წავიდე!–ჩემ თავზე ნევები მომეშალა და გაბრაზებული საავადმყოფოსაკენ ავიღე ისევ გეზი მაგრამ შემობრუნებისას იმ მამა–შვილს შევეჩეხე, ისე ექთანი მართალი იყო, სულ ერთად დადიან...
–თქვენ? კიმაგრამ ახლა ხომ საავადმყოფოში უნდა იწვეთ?!–გაკვირვებული და თან ბრაზმორეული ხმით მეუბნება მაგრამ ხმადაბლა.
–ისეთი არაფერი არ მჭირს ბატონო...
–კახა... ბატონოს გარეშე...–მკრთალად გამიღიმა
–კახა, სწორედ ამიტომ გამომწერა ექიმმა. მაგრამ თქვენ რომ არ ყოფილიყავით ახლა გაფიქრებაც კიარ მინდა როგორ ვიქნებოდი.–გულწრფელად გავუღიმე და ჩავეხუტე. შეიძლება ერთი შეხედვით მკაცრი, შეუდრეკელი, გაბრაზებული მოგეჩვენოთ მაგრამ ძალიან თბილი კაცი აღმოჩნდა(ბავშვობიდან მიყვარდა ადამიანის ხასიათების გამოცნობა ერთი ნახვით) რასაც მის შვილზე ვერ ვიტყვი. მისი გამომეტყველება არ იცვლება.
–თქვენც მადლობა, ბატონო...
–გაბრიელი! გაბრიელი ჰქვია.–ბატონმა კახამ დაასწრო თქმა. ალბათ ძალიან გაუხარდა რომ კარგად ვარ და აღარ დასჭირდება ზედმეტად ფულის გადაყრა ვიღაც უცხო ადამიანზე.
–მადლობა ბატონო გაბრიელ...–არაფერი უთქვამს, ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ახლა გაიღიმა, ისიც ვითომ. ისე უნდა ვაღიარო უხდება.–კარგით წავალ მე ახლა. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან დიდი ბოდიში რომ მოგაცდინეთ. კიდევ ერთხელ ჩავეხუტე კახას ხოლო ბატონ გაბრიელს თვალებით დავემშვიდობე.
–სად მიდიხართ?–მკითხა მოხუცმა ძალიან ტკბილი ხმით
–სახლში, უკაცრავად თუ შეგიძლიათ მითხრათ ახლა სად ვიმყოფები?–ცოტა კი მეუხერხულება ამის კითხრვა მაგრამ...
–წამოდი შვილო ჩვენ გაგიყვანთ... უარს არ მივიღებ იცოდე!–გამიცინა და მოხუცისთვს არაშესაფერისი თეთრი კბილები გამოაჩინა.ხოლო გაბრიელმა შესამჩნევად გადაატრიალა თვალები და ხელები გადააჯვარედინა. სერიოზულად... ამ ადამიანს ალერგია აქვს ჩემზე? მოკლედ, ბევრი წუწუნის შემდეგ მაინც დამითანხმა კახამ, ჩემ მარცხნივ კახა, ხოლო მარჯვნივ გაბრიელი... სიარულის დროს ქვევით ყურება ბავშვობიდანვე ჩვევად მქონდა, არც ეს მომენტი იყო გამონაკლისი, მაგრამ ჩემი ფეხების ნაცვლად ბიჭის ფეხებს ვაკვირდებოდი. კარგ „ზმანზე“ იყო... ვერაფერს დაუწუნებდით. ზოგადად ჩემი ფანტაზიის უნარი უსაზღვროა ამიტომ წარმოვიდგინე თუ როგორ სასაცილოდ წამოედება ქვას თავისი მარჯიელებით, დაეხეთქება ძირს და თავის სწორ ცხვირს დაანარცხებს ბეტონს. სიცილს ძლივს ვიკავებდი! ცოტა უცნაურია ამაზე სიცილი არა? რა ვქნა მე სულ მეცინება. უკვე მანქანასთან ვიყავი, კახა საჭესთან იჯდა, გაბრიელი წინ ჯდებოდა მე კი უკან. სანამ ჩაჯდებოდა ჩემ მომღიმარ სახეს გაკვირვებული უყურებდა, ეს ალბათ სამი წამი გაგრძელდებოდა.კარები მოვიჯახუნე თუარა მანქანა მაშინვე მოწყდა ადგილს. არავინ ხმას არ იღებდა, მხოლოდ რადიოს ხმადაბალი ჟღერადობა არღვევდა იმ სიჩუმეს რაც გამეფებულიყო მანქანაში... ასე უსაქმურად ჯდომას ვერ ვიტანდი ამიტომ გადავწყვიტე ისევ მე დამერღვია ეს „იდილია“
–ხშირად დადიხართ სანადიროდ?–მე გაბრიელის სავარძლის უკან ვიჯექი და სავსებით ნათლად ჩანდა მისი თვალები და მისი მწველი მზერა...
–კი, ძალიან გვიყვარს მე და ჩემ შვილს ნადირობა. ეს ჩვენი ერთერთი.... ჰობია, ასე რომ ვთქვათ.–ლოყა გაბერვოდა, იმის ნიშნად რომ იღიმოდა. თან გზას თვალს არ აშორებდა.–შენ, ემილი? შენი ჰობი რა არის?–არც ახლა გამოუხედავს, მაგრამ გაბრიელის მზერას ისევ ვგრძნობდი და ყველანაირად ვცდილობდი რომ იქით მხარეს არ გამეხედა.
–ჩემი ჰობი? ჩემი ჰობი არის ხატვა და სიმღერა. მხოლოდ და მხოლოდ ამ ორით შემოვიფარგლები.–გავჩუმდი თუ არა, მაშინვე გამახსენა თავი სიგარეტის წყურვილმა. ყოველწუთას ვწყევლი იმ დღეს როდესაც ეს წყეული სიგარეტი გავსინჯე! –თქვენიდან რომელიმე ეწევა?–ისე ვთქვი მგონი არც გაუგიათ. კახას სახე შეეცვალა, აღარ გაბუშტვოდა ლოყა, არც მისი კბილები ჩანდნენ. ის გაბრწყინებული თვალები რომლებსაც სარკიდან ნახევრად ვხედავდი, ისინიც აღარ ჩანდნენ. გაბრიელისკენ გავაპარე მზერა, ის უკვე გზას უყურებდა ისევ კოპებშეკრული...ცოტა ხნის შე,დეგ კახამ ხრინწიანი ხმით მიპასუხა–არა... არ ვეწევით... აღარ.–მისი სახე და ხმა აშკარა სევდას გამოხატავდნენ.
–მაპატიეთ, ალბათ ცუდ თემას შევეხე...–დარცხვენილივით ჩავხარე თავი და საზურგეს მივეყუდე... მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი უკვე მისულები ვიყავით და აი! ჩემი მონატრებული ეზო რომელიც სულ ბავშვებით იყო გავსებული, სანამ მანქანა გაჩერდებოდა მანამდე მოვავლე თვალი აქაურობას, ეს ის გარემო აღარ იყო როგორიც მახსოვდა... რაღაც შეიცვალა... ნუ დიდი ყურადღება ამას აღარ მივაქციე. გააჩერა თუ არა კახამ მანქანა მაშინვე მე შემომხედა, მეც მას ვუყურებდი...ძალიან თბილად გამიღიმა–აბა შენ იცი, ჭკვიანად. იმედია ჩვენი შეხვედრის მიზეზი შემდეგზე უკეთესი იქნება.–უფრო მეტად გამიღიმა. მეც გამეღიმა
–უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის! მართლა... არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა. თქვენს ვალში ვარ.–ამღვრეული თვალებით გავხედე კახას შემდეგ კი გაბრიელს სარკიდან.–კარგად ბრძანდებოდეთ.–გავარე კარი და რასაც ქვია სირბილით გავიარე ჩემი საყვარელი ბილიკი, რომლის ბოლოს ჩემი სახლია. შევედი სახლში და თვალებს ვერ ვუჯერებ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent