შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის ნათება (თავი 1)


29-01-2017, 21:24
ავტორი Nae Paeng
ნანახია 2 234

‘’ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დგება საოცნებო წუთი და როცა ეს წუთები მთავრდება, გული არ უნდა დაგწყდეს.’’ - დიდი ხნის მანძლზე სწორედ ეს სიტყვები გახლდათ ჩემი ცხოვრების კრედო, მანამ სანამ არ გამოჩნდა ადამიანი, რომლემაც ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეცვალა. ვისურვებდი შემეძლოს გიამბოთ ამბავი სიყვარულის ისტორიის შესახებ, რომელსაც ბდნიერი დასასრული აქვს მაგრამ ჩემი სიყვაულის ისტორია სულ სხვაგვარია. ვფიქრობ,რომ ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი, თუ როგორ უნდა მოვყვეთ სამწუხარო ისტორიები , შეგვიძლია ისე მოვყვეთ, როგორც ფილებსა და რომანტიულ ნოველებშია, სადაც არაფერი ხდება ისეთი ცუდი რომელსაც ბოდიშის მოხდა და ლამაზი სიტყვები ვერ გამოასწორებს, დამიჯერეთ ეს ვერსია მეც ძალიან მომწონს ,მაგრამ ეს უბრალოდ ფანტაზიაა,რომელიც ფილმებსა და რომანტიულ ნოველებში ხდება და იქვე რჩება, რეალური ისტორიები ბევრად უფრო უსამართო და სამწუხაროა:
თავი 1: მე , როგორც ცრემლების ანგელოზი.
სევდა ყველასათვის ნაცნობი განცდაა, დარდი, ეს თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია მაგრამ,თუ დაუსრულებელი სულიერი ტანჯვის სახე მიიღო, ასეთ შემთხვევაში აშკარაა, რომ სევდამ ადგილი მელანქოლიას დაუთმო. ჩემი სახელია ქესილია ,ამ სახელის მნიშნელობა ცრემლების ანგელოზთან ასოცირდება . ვარ 16 წლის თინეიჯერი და მაქვს მელანქოლიის მწვავე ფორმები. ეს უკანასკნელი, ტემპერამენტის ერთ-ერთი სახეობაა. მელანქოლიისადმი მიდრეკილი ადამიანები, უმეტესად სევდიან განწყობაზე არიან. მიუხედავად ჩემი ხასიათის ტემპერამენტისა ვიყავი ადამიანი რომელიც, ცდილობდა ყველაში და ყველაფერში კარგი დაენახა, ადამიანი რომელსაც ბევრი რამის პატიება შეეძლო, სხვისი ბედნიერებისთვის კი საკუთარი გაეწირა. ეს ამბავი ივნისის დასასრულს დაიწყო. როცა ჩემი ფეისბუქის ექაუნთზე მისი წერილი დაჯდა:
-გამარჯობა!
-გაგიმაჯოს
-როგორ ხარ?
-კარგად გმაადლობ. თავად ?
-უკვე ძალიან კარგად.
-ახლა რა შეიცვალა?
-ძალიან ბევრი რამ.
-უკეთესობისკენ თუ უარეობისკენ?
-უკეთესობისკენ.
-ძალიან კარგი...
-შენი გაცნობა მინდა,თუ შეიძლება.
-აბა ახლა რას ვაკეთებთ?
-არა , მე შეხვედრა ვიგულისხმე.
-ერთმანეთს არც კი ვინობთ, იქნებ გიჟი ხარ.
-შეიძლება, შენ ადგილას არ გავრისკავდი.
გამეცინა და სახეზე ხელები ავიფარე, როცა გავიაზრე რა სისულელე მივწერე.
- კარგი, შევხვდეთ.
- როდის?
- ამ დღეეში.
- ზუსტად უნდა მითხრა.
- შეგატყობინებ.
მისი პროფილი დავათვალიერე, ვაღიარებ, მომეწონა მაგრამ, ეს არაფერს ცვლიდა, მაინც ვყოყმანობ მასთან შეხვედრაზე. სიმართლე გითხრათ სახლიდან არც მინდა გასვლა, სკოლაც ხომ სულ რამდენიმე დღს წინ დასრულდა .დიდი ხანია სკოლა, ჩემს ცხოვრებაში დიდ, შავ ხვრელად იქცა.გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ქვეყანაში ბავშვთა მიმართ ძალადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია განსაკუთრებით კი სკოლებში, სულაც არ არის გასაკვირი რომ ბულინგის მსხვერპლი გახდე. ცხოვრებაში თითოეულ ჩვენთაგანს, ერთხელ მაინც გვექნებოდა მზგავსი პრეცენდენტი საკუთარ ცხოვრებაში და ასეა თუ ისე ვიცით როგორია იყო იმ ადამინის ადგილას ვისაც ჩვენს თვალწინ ამცირებენ. მეც არა ერთხელ მოვმხვდარვარ მსგავს სიტუაციაში,სრულიად უაზრო მიზეზების გამო. სწორედ მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად თავს ვიკავებდი გარეთ გასვლისაგან.
დღეები ერთი მეორის მიყოლებით გადიოდა,ამ დროის მანძილზე მე და დანი ძალიან დავახლოვდით.ის არაჩვეულებრივი ადამიანი აღოჩნდა,ჩვენს თავსებადობაში ეჭვი აღარ მეპარებოდა.არ ვიცი რატომ, მგრამ მასში იყო რაღაც, რაც თავს დაცულად მაგრძნობიდებდა,სოწრედ ამიტომ გადვწყიტე მასთან შეხვედრა არა რამდენიმე დღეში როგორც ამას ადრე ვაპირებდი, არამედ ერთ თვეში .მთელი ეს დრო იმისათვის დამჭრდა,რომ ერთმანეთი უკეთ შეგვეცნო და შეხვედრისას უხერხულობის მომენტი არ ყოფილიყო,არ გაგვიჭრდებოდა ერთმანეთთან შეთავსება.მიუხედავად მისი ბუზღუნისა და ყოყმანისა მოვახერხე დრო ერთ თვის მანძლზე გამეჭმა მაგრამ, უკვე მის ბუზღუნს ჩემი გულის ძახილიც დაემატა, ამ ერთი თვის მანძილზე მეც ისევე მომინდა მასთან შეხვედრა, ჩახუტება და რეალური საუბრები,რომ მეტის მოთმენის აუცილებლუას ვერ ვხედავდი და ამის სურვილიც აღარ მქონდა,მე დავთანხმდი.შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მასზე ფიქრებმა და ონცებებმა შემიპყრო.აგვისტოს მშვიდი ღამის ბნელი ცა მრავალი მოელვარე ვარსკვლავით იყო მოჭედილი და ყოველივე ეს ისეთ სანახაობას ჰქმნიდა თითქოს, ცაში უამრავი მოციმციმე ფრანი დაფარფატებდა. აღმოსავლეთიდან სასიამოვნო ნიავი უბერავდა, რომელიც ჩემს აბრეშუმივით ნაზ კანს უზადო სისათუთით ელამუნებოდა .მობილურის მძაფრი გამოსხივბა თვალებს მტკენდა, მაგრამ ეს სულაც არ მადარდებდა რადგან ოცნებებში დაკარგულმა რეალურ სამყაროსთან კავშრი გავწყვიტე.ოცნებებშ სადაც მე და დანიელი უკვე ერთად ვიყავით და ის ჩემი იდეალების აბსოლიტური რეალობა იყო.შემდეგ თვალები გავახილე და მხოლოდ იმედგაცურება დამრჩა.იმედგაცრუება ამ ოცნების არარეალურობისა. ხო იმედგაცრუება, და იმედი,იმედი ხვალინდელი დღისა. ძალიან ვღელავდი , არ ვიცოდი მოვეწონებოდი თუ არა,არც ის ვიცოდი ჩემი მოლოდინები და იმედები გამართლდებოდა თუ არა მიუხედავად ამისა ცხოვრებაშ პირველად მივილტვოდი ჩემი ოცნების ასრულებისაკენ. ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი დანიზე როგორც სხვა ადამიანებზე მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული მასშიც.
როგორც ჩანდა მასაც ძალიან უნდოდა ჩემი ნახვა რადგან ჩვენი შეხვედრის ინიციატივა სწორედ მან გამოთქვა პირველმა, მიუხედავად იმისა რომ უარზე ვიყავი მან მაინც მოახერხა ჩემი დარწმუნება და შეხვედრაზე დამითანხმა. და მშვიდი ღამის ფონზე, ჩამთვლიმა.
დილით მზის სასიამოვნო სხივებმა ღრმა ძილისგან გამომაღვიძეს.გარეთ სარწეველაზე ჩამძნებია.საჩქაროდ ოთახშ შევირბინე,საათს დავხედე თერთმეტი შესრულებულიყო.კომპიუტერი ჩავრთე და დანის გამოტოვებული შეტყობინებები გავხსენი,დილამშვიდობისა მისურვა და მომიკითხა,მეც იგივეთი ვუპასუხე და კომპიუტერის გვერდით დაკიდებული ნახევარ თვარის ფორმის თეთრ ჩუქურთმებიან სარკეს გავხედე.როცა საკუთარი თავი სარკეში დავინხე,გავიფიქრე : -,,დღეისთვის ბევრი გვაქვს სამუშაო''.
უეცრად რაღაც ძალიან ფაქიზი და თბილი შემეხო ფეხზე,ეს ჩემი კატა იყო, ლუციფერი.ჩემი კატა სხვებს არ ჰგავდა ,ძალიან უყვარდა როცა ჩემს კალთაში იძინებდა მაგრამ თუ შემატყობდა რომ ხასიათზე არ ვიყავი იქვე დაბლა ფეხებთან მომიწვებოდა და ჩათვლემდა ხოლმე.ამას გარდა მე და ლუციფერი ერთმანეთს ძალიან ვგავდით ორივეს ძალიან გვიყვარდა სიმშვიდე და ძილი , ალბათ ისიც კომფორტულად გრნობდა ჩემთან ერთად თავს და სწორედ ამიტომ ვუყვარდი ასე ძალიან. ყურება დამიწყო, მივხვდი რომ შიოდა და მისთვის განკუთვნილი საჭმელი სამზარეულოდან გამოვიტანე.სადაც დედა დამხვდა,რომელიც სამზარეულოს ფანჯარასთან ბოლთას სცემდა და პარალელურად სიგარეტს ეწეოდა.შესვლისას სევდიანად მაგრამ მაინც თბილად მომესალმა და მკითხა;
-როგორ გეძნა,პატარა?
-გარეთ ჩამძნებია,სარწეველაში მაგრამ თბილოდა და არც არაფერს შევუწუხებივარ.-მინდოდა გამეგო,შეამჩნია თუ არა ჩემი ოთახში არ ყოფნა.-როგორც ჩანს გუშინ დამღლელი დღე გგქონდა,მიუხედავად იმისა,რომ წუხელ ძალიან გვიან ჩამეძინა შენ სახლში მოსული მაინ არ იყავი.
-ხო...ბანკშ დატვირთლი დღე გგვქონდა და თანამშრომლებმა განტვირთვა გადავწყვიტეთ დამღლელი კვირის შემდეგ.-ძალიან ცუდი მატყუარა იყო.ეს სახეზე ეტყობოდა.
-კარგი,აუზზე მაგვიანდება უნდა წავიდე.მიყვარხარ.
-მეც.-სევდიანი თვალებით იატაკს დააშტერდა.

ოთახშ შევბრუნდი პირსახოცის ასაღებად მაგრამ,უეცრად ტელეფონი აწკრიალდა,ანასტასია მირეკავდა მეც ავიღე და გავაბით საათნახევრიანი საუბარი .
-ტასუნა როგორ ხარ ?(ვუთხარი მე)
-კარგად დაო ,შენ როგორ ხარ?
-არამიშავს...
-ხომ არ გაგაღვიძე?
-არა .(ჩავიხითხითე)
ანასტასიამ იცოდა ჩემს დღვანდელ გეგმაზე და იმასაც ხვდებდა,რომ ძალიან ვღელავდი და ამიტომაც ცდილობდა გავემხნევებინე. მოვუყევი ზოგადად ჩემს განცდებზე, თუ რის ჩაცმას ვაპირებდი და როგორ წარმომედგინა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა.როგორც ყოველთვის მასთან საუბარმა დამამშვიდა.დამემშვიდობა და ზარი გაწყვიტა.ისევ საათს შევხედე 12:30 გამხდარიყო და საჩქაროდ სააბაზანოშ შევირბინე გრძელი დერეფნის გავლით.გრძელი ,XXL მაისურიდან ამოვძვერი და ჯაკუზიში ჩავწექი.მე ისევ ვფიქრობდი ამ საღამოს დაგეგმილ შეხვედრაზე,როგორი შეიძლებოდა იგი ყოფულიყო და წარმოვიდგინე როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პაემანი ,რომელიც მე არასდროს მქონია. სასწრაფოდ ვიბანავე,ოთახში დავბრუნდი, ნახევრად მშრალმა ტანსაცმელი ჩავიცვი მანქნის გასაღებს დავსტაცე ხელი და საცურაო აუზზე წავედი. ძალიან მიყვარს წყალი ცურვა და მასთან დაკავშირებით ყველაფერი ,ძალიან პატარა ასაკიდან შემიყვანეს ცურვაზე და პატარობიდან ვიცი . ცარიელ დარბაზში სრულ სიმშვიდეს დაესადგურებინა. იქაურობა მთლიანად თეთრი მოელვარე მეტლახის ფილებით იყო გაწყობილი შუაში კი დიდი ზაფხულის ცასავით ცისფერი აუზი რომელშიც ანგელოზის სკუკპტურიდან გადმოსროლილი წყალი ჩანჩქერივით ჩადიოდია მასსში. გამოვიცვალე და წყალში ჩავედი,თითოეული ნაბიჯი სიმშვიდის გრძნობას მიღვივებდა, წყალში ჩასვლისას ,ჩემი ფიქრები გზაში გაიფანტნენ,სრულიად მშვიდად ვიყავი არაფერი მადარდებდა .დრო ძალიან სწრაფად გავიდა მას შემდეგ რაც აქ მოვედი,მაგრამ ეს ამად ღირდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მეორედ დავიბადე, ბავშვური სილაღე დამიბრუნდა და სახეზე უზარმაზარი ღიმილი გადამეფინა. თითქოს მთელი ოთახი დავიკავე, უშელებელი გავხდი.მშვიდად შევედი გასახდელ ოთახში და გამოვიცვალე, ტელეფონს დავხედე, 5:30 იყო. შევცბი, სახლში უნდა დავბრუნებულიყავი და უნდა მოვწესრიგებულიყავი,არ მინოდა პირველივე პაემანზე დამეგვიანებინა, ამიტომ ნაბიჯებს ავუჩქარე და სწრაფად გავემართე მანქანისკენ. სახლში ზუსტად 7 წუთში დავბრუნდი როდესაც ნორმალური სიჩქარით 15 წუთი მჭირდება,მიკვირს ჯარიმას როგორ არ გამოვკარი ხელი მაგრამ როგორც ჩანს ძალიან გამიამრთლა.სახლი ცარიელი დამხვდა, არავინ იყო რაც მახარებდა. ლუციფერი მომეგება, ხელში ავიყვანე და ძლიერად მივიხუტე გულზე ,გვესიამოვნა. ოთახში შევედი და ლოგინზე დავენარცხე.
მზე ჩავიდა. ცოტა აგრილდა და ბუნების სასიამოვნო სიმშვიდეს მერცხლების ჭიკჭიკი არღვევდა. ტელეფონმა დარეკა , უცხო ნომერი იყო,დიდხანს არ მიყოყმანია და ავიღე (მივხვდი რომ დანი იყო).
-ბატონო?!
-როგორ ხარ?
-მადლობა კარგად. შენ?
-არამიშავს.
რამდენიმე წამით ორივე გავჩუმდით,მერე ისევ განაგრძო:
-მიცანი?
-კი. გიცანი, დანი.
-როგორ? (გაეცინა და ამავდროულად ესიამოვნა)
არ მინდოდა გამოვტყდომოდი, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ჩემს ტელეფონზე დედაჩემისა და უახლოვესი მეგობრების გარდა არვის არ დაურეკავს, ამიტომ შევიფერე და ვუთხარი:
-ვიგრძენი.
(გულიანად გაეცინა)
-რომელ საათზე მოგაკითხო?
-7-ისთვის
-ანუ 7 ზე?!
-დიახ. შეხვედრამდე.
რამდენიმე წამი დადუმდა და მერე განაგრძო :
-შეხვედრამდე.
ვერ აღიღწერთ ემოციები როგორი სიმძლავრით მომაწვა. ენდორფინის სიჭარბეს განვიცდიდი სულელივით ვიცინოდი და დავხტოდი. მისი ხრინწიანი მაგრამ მაინც უზადოდ სასიამოვნო და დამაჯერებელი ხმა, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა გამუდმებიდ ყურში ჩამესმოდა, ვგრძნობდი ჩემი გულის ცემა უფრო და უფრო , რომ ხშირდებოდა.
სულ არ შემიმჩნევია 6:31 წუთი ისე გახდა. წამოვვარდი და კარადისკენ მივირბინე. ჩემი ოთახი ისე გამოიყურება, თითქოს ტანსაცმლით სავსე ბომბის აფეთქების ეპიცენტრია.სასოწარკვეთის მორევმა ჩამითრია. სამოსს გამალებით ვიცვამდი და ვიხდიდი, საძინებელში ადგილი არ დარჩენილა,ტანსაცმელს რომ რ დაეფარა. ზოლიან, ვიწრო შარვალს დავაკვირდი. ჩემი სიგამხთრის გამო, განიერი გამოდგა.ამოვიოქრე.
-რა ჯანდაბ ჩავიცვა?!
მოულოდნლად, შეკითხვა გამიჩნდა: რას ჩავიცმევდი მხოლიდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული? იატაკზე დახვავებული ტანსაცმლისკენ გადავიხარე და გროვიდან ლურჯიფერის ტანზე მოყვანილი ჯინსი ამოვაძვრინე. სარკეში ჩახედვისას დავრწმუნდი, შარვალი იდეალურად მადგა.ჩემს შავ მაღალ ყელინ კონვერსებსა და ჰოლოგრამიან მაისურს იდეალურად შევუხამე.
ახლშეძენილ თავდაჯერრბულობას ვკარგავ.რა მოხდება, თუ არ მოვა? იქნებ ყველაფერი ხუმრობა იყო?თუ ჩახუტებისას წავბორძიკდი? ეს კითხვები თავიდან ვერ ამოვიგდე სანამ ფანჯრიდან მანაქნის სიგნალის ხმა არ მომესმა. გავიხედე და მისი ბზინავი,შავი "შევროლეს" მარკის მანქანა დავინახე.
სახლიდან გამოვედი, მანქანიდან გადმოვიდა და შემომეგება. რაც უფრო მიახლოვდებოდა, მით უფრო ლამაზი ჩანდა. მუქმა ყავისფერი თვალები აქვს და ღიმილის დროს ანცად უელავს. მისი მომაჯადოვებელი ღიმილი თავბრუს მახვევდა. მის გვერდით თავი უცნაურად და მსუბუქად ვიგრძენი. თითქოს ბუმბულივით ვარ და ნებისმიერ წამს გავფრინდები.
მომეხვია.მთელი არსებით მისკენ მიმიზიდა,მეც მივენდე ,ფეხის წვერებზე წამოვიწიე დათავი მხარზე ჩამოვადე.რამდენიმე წუთი ასე გაგრძელდა, მერე მკითხა
-როგორ ხარ
(გამიღიმა და თავბრუ დამახვია) ენა დამება.
-კარ...კარგად. შენ?
ძლივს აღმომხდა პირიდან.
-არაჩვეულებრივად. წავიდეთ?
-სად მივდივართ?
ვეცადე უდარდელდ მეკითხა მაგრამ ხმა გამებზარა.
-სანაპიროზე.
თავი დავუქნიე და მანქანაში ჩავსხედით.
დაღამდა, მუქ ლურჯი ცაზეა მილიონობით მოკაშკაშე ვარსკვლავი გამოჩნდა. ცარიელ ქუჩაში მხოლოდ ჩვენ მივდიოდით. ცალი ხელით ჩემს ხელს ჩაეჭიდა , გული ამიჩქარდა არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. ვიგრძენი როგორ მიწვავდა სახეს მისი დაჟინებული მზერა მაგრამ არ გამიხედავს , სულ პირადაპირ ვიყურებოდი . სიჩუმის დასარღვევად მკითხა:
-რაზე ფიქრობ?
-ჩვენზე.
-რას ფიქრობ ჩვენზე?
-მგონია, რომ ძალიან ვჩქარობთ...
ჩემი ხელი მისიდან ნაზად დააძვრინა და მუხლზე დაიდო.
-ეს არ მიგულისხმია...სწორად გამიგე, მე არ მაქვს გამოცდილება მსგავს ურთიერთობსა და სიტუაციაში.
-ნუ ღელავ,ყველაფერი კარგად იქნება. მე უბრალოდ ძალიან მინდოდა შენთან შეხვედრა,დიდი ხანია შენზე ვფიქრობ...მიხარია, რომ შეხვედრაზე დამთანხმდი .
მისმა სიტყვებმა გული გამითბო და ალმური მომედო.გავუღიმე და ჩემი ჯინსის გაცრეცლ ნაწილს დავუწყე თამაში.
მანქანა გაჩერდა და ორივე ერთდროულად გადმოვედით. დანი წინ გამიძღვა. მოწმენდილი,ლურჯი ცის ფონზე ფერთა გამა ისეთივე ლამაზია,როგორც შემოდგომის ფოთოლცვენა.ბილიკებს მაღლა მივუყვებოდით, სანამ წინ ზღივს ულამაზესი პეიზჟი არ გადაგვეშალა. პეიზაჟი იმდენად ლამაზი იყო , რომ სული და გონება აფრენისა და ამ ულამაზეს ფერთა გამაში შერწყმისაკენ მილტვოდა . ზღვას, მზის ნახევარი უკვე გადაესანსლა თითქოს მისი მარადიული წყვდიადის განათებას მისით აპირებსო, ტალღებზე მზით განათებული ბილიკი გამოჩნდა, ბილიკი რომელსაც მზისკენ მიჰყავდი თითქოს გვიხმობს, გვიხმობს რადგან დავეხმაროთ ძრვისგან თავის დასაღწევად მაგრამ, როგორც ყოველი ღამე, ზღვამ ისევ გაიმარჯვა და მზე მის წყვდიადში ჩაიკარგა მომდევნო დილამდე, მზეც ისევე ჩაესვენა და დაიკარგა ზღვის კოსმიურად ლურჯ და შეყვარებული ადამიანის გულისცემასავით მბორგავ ტალღებში როგორც მე ვიკარგებოდი ხოლმე დენის ღიმილში. უაზროდ დიდხანს შემიძლია ამ ულამაზესი პეიზაჟის აღწერა მაგრამ ამ ხიბლიდან და ბურუსიდან,რომელიც ჩემში ამ სილამაზემ გამოიწვია დანიმ გამომაფხიზლა.
-მესმის,რომ ამ ყველაფერმა მოგხიბლა თავდაპირველად ზუსტად იგივე გავლენა მოახდინა ჩემზეც,მაგრამ უნდა ვიჩქაროთ გველოდებიან. ხელი ჩამკიდა და სწრაფი სვლით ერთ-ერთი შენობისკენ გაემართა.ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ჩვენ უეცრად ცარიელი რესტორნის დარბაზში აღვმოჩნდით.მან გადმომხედა და გამიღმა,ალბათ ჩემმა გაოცებამ დააკმაყოფილა,შემდეგ წელზე ხელი შემომხვია და ლიფტში შემიყვანა,საიდანაც ჩვენ ულამაზეს ტერასაზე ავღოჩნდით.გარშემო რომანტიული განწყობა იყო.იქაურობა მრავალი მოციმციმე სანთლითა და წითელი ფერის ორნამენტებით იყო მორთლი,ულამაზესი ყვავილები გარშემოს ამშვენებდნენ და
ღამის ბნელი ცა რომელსაც მოკაშკაშე ვალრსკვლავები ანათებდა უზადოდ ლამაზად ეხამებოდა აქაურობას.პირიდან მხოლოდ ერთი სიტყვა აღმომხდა
-ულამაზესია.
გაეცინა და კმაყოფილი სახით მითხრა -ყველაფერი შენთვის.
ტერასის შუა გულში მდგარ მაგიდასთან მივედით და დავსხედით.
-ეს ყველაფერი... გასაოცარია მაგრამ, როგორ ?-გაკვირვებულმა, სასიამოვნოდ გაოცებულმა და დაბნეულმა ვკითხე.
-მთავარია მოგწონს, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.-გაიღიმა. გაიღიმა და დამადუმა ნუთუ ყოველთვის ასე იქნება, მისი ერთი ღიმილი და მე უსიტყვო, გაქვავებულ არსებად ვიქცევი მის თვალწინ, მინდოდა მეთქვა, რომ ეს არ იყო დამაკმაყოფილებელი პასუხი მაგრამ, ის ისე იღმიოდა არ მინდოდა ამ ყველაფრის გაფუჭება ამიტომაც დავდუმდი ერთი წამით თვალი მაგიდას მოვავლე, მარტივი შესამჩნევი იყო კერძები, რომლებიც ჩემს ცხოვებაში არასდროს მინახავს მაგრამ, ამ საღამოს მათ დაგემოვნებას არ ვაპირებდი ამიტომაც მზერა ისევ მის ღიმილზე გადავიტანე და მეც ძალაუნებურად გამეღიმა.
-ანგელოზი.-მოულოდნელად წამოიძახა მან და მეც მომენტალურად გავიხედე უკან მაგრამ, იქ არავინ იყო გადაიხარხარა.-უკან არა, წინ, ჩემს წინ ზის ანგელოზი, კიდევ ერთხელ გაიღიმე ძალიან გთხოვ.-დავიმორცხვე და ისევ გამეღიმა არა ძალით არამედ ჭეშმარიტად.-არავის უთქვამს შენთვის რომ ანგელოზზს გავხარ? ანგელოზზს რომელსაც ფრდები მოჰპარეს და ამ მიწებზე უმოწყალოდ დატოვეს, გაიმეტეს მაგრამ, მას მისი სილამაზე, თავდაპირველი უბიწობა, სინაზე, გრაცია მაინც შერჩა.-მინდოდა დამეჯერებინა მაგრამ...
-აბუქებ, ძალიან სასიამოვნოა ამ ყოველივეს შენგან გაგება მაგრამ, არ შემიძლია ამ ყველაფრის რეალურად აღქმა.-გავიღუღიმე არ მინდოდა უხეშად გამომსვლოდა.
-შეიძლება შენ შენი თავისთვის არ იყო იდეალური მაგრამ, თუ კი ოდესმე ვინმე მთხოვს იდეალიზმის ვიზუალიზაციას ჩემი უპირობო მაგალითი იქნები შენ, შენ როგორც ჩემი ანგელოზი.-გაიღიმა, ოღონდ ისე აღარ როგორც ადრე, ეს ღიმილი სხვებს არ ჰგავდა აღარ გავუქვავებივარ დავუდუმებივარ, პირიქით ლაპარაკი მომანდომა რადგან ის იმდენად რეალური იყო, რომ მე ეს ყოველივე დავიჯერე, დავიჯერე რომ ვინმესთვის და განსაკუთრებიტ დანისნაირი ადამიანისთვის შეიძლება ვიყო იდეალური .
-მადლობა, ვერც კი წარმოიდგენ როგორი ფასეულია ეს სიტყვები ჩემთვის.
-შენ კი იმას ვერ წარმოიდგენ როგორი ფასეული ხარ ჩემთვის.-მის ღიმილს ჩემი მოჰყვა რამოდენიმე წუთი მდუმარედ, ერთმანეთის სრულყოფილებით გაოცებულები შევცქეროდით ერთმანეთს ბოლოს დუმილი ისევ მან დაარღვია:
-იცი, რას ნიშნავს ,,გარდამტეხი ჭუთი’’?-დანიმ ძმკითხა.თავი გავიქნიე.
-ფილმის დასაწყისშ მთავარ გმირს რაღაც ისეთი რომ ემართება,რაც მთელ მის ცხოვრებას თავიდან ბოლომდე ცვლის.-დანიმ თავი დახარა,თითქოს რცხვენოდა.-ვფიქრობ,რომ შენ იგივე როლი გერგო ჩემს ცხოვრებაშ.
-რას გულისხმობ?-მისი ნათქვამის სავარაუდო ქვეტექსტის დაჯერებას ვერ ვბედავდი.
-იმის თქმა მინდა,რომ შესაძლოა, ეს რაღაცის დასაწყისი აღმოჩნდეს. -ჩუმად ვისხედით.
-ვფიქრობ, რომ ჩემი გარდამტეხი წუთი სწორედ შენ ხარ,-მოკრძალებულად გავუღმედა და მაშინვე ალმური მომედო. თავი ისე ბედნიერად ვიგრძენი,რომ სხეულის უჯრედები,თიქოს,მოციმციმე ვარსკვლავებად გადაიქცა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Momwons istoria. Magram cota arabunebrivad mechveneba tu rasac ambobs martla grdznobs miinimum xo unda uchirdes magaze laparaki. Ase rom cudi winatgrdznoba maq

 


№2  offline მოდერი Eleniko13

artificial.
საშინლად ხელოვნური
ნაწერია, ისეთი, ლამაზ სიტყვებს
სადღაც ღრმად რომ
ეძებენ და მთელი თავიც ასეთი
არარეალური იყო.
არ დავიწყებ ახსნას, რატომ და როგორ,
მაგრამ ასეა და ძალით ჩავიკითხე.
არ აწყენდა უფრო მეტი
ბუნებრივობა, დამიჯერე.
სუბიექტურად შეფასება მთხოვეს და
მე წარმოდგენაც არ მაქვს,
საერთოდ როგორ უნდა შეგაფასო და
მოდი, თვითონ მიხვდი
რისი თქმაც მინდა, კარგი? ასე უკეთესია
ჩემთვისაც და შენთვისაც.
მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა
რომ, თითქოს რაღაც მომენტს
ელი, აი, ძალიან მალე
რომ გინდა იმის დაწერა და იქამდე
ყველაფერს ასე სწრაფად
რომ წერ და არც აქცევ ყურადღებას,
რამდენად დიდ მორალურ
ზიანს აყენებ შენს
საწყალ, დაჩაგრულ პერსონაჟებს
რომელსაც ამოსუნთქვას არ აცლი, ისე
აცნობ, აყვარებ, აშინებ, ატკენ...
ნუ, მოკლედ, ახლა
ძალიან ვცდილობ რბილად და
კარგად შეგაფასო,
ბათ აბსოლუთლი ნასინგ, აღარ
შემიძლია და
აბა, წარმატებები:)))
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3 სტუმარი Guest თათა

საინტერესო ისტორიაა.სიამოვნებით წავიკითხავ მომდვნო თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent