შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივიწყებული ანგელოზები (სრულად)


29-01-2017, 22:28
ავტორი sandroo
ნანახია 2 590

1935 წელი იყო, როდესაც ალექსანდრე გავიცანი. საშუალო სიმაღლის, ქერა თმებითა და ლურჯი, ზღვისფერი თვალებით... სოფელში მასზე ლამაზი თვალები არავის არ ჰქონდა. მართალია ერთ სოფელში ვცხოვრობდით, ერთ სკოლაში დავდიოდით, მაგრამ მას არ ვიცნობდი, იმ მშვენიერ დღემდე, როდესაც სოფლის გოგონები ტყეში, კენკრის საკრეფად ვიყავით წასულნი... მოულოდნელად მე გოგონებს ჩამოვრჩი და იმ გზას ავუყევი რომელსაც არ უნდა ავყოლოდი... კარგი კენკრა იყო და აბა როგორ დავტოვებდი? მართალია ყველას ეშინოდა იქ წასვლა, ეგონათ რომ ავი სულები ბინადრობდნენ, მაგრამ მე მაინც წავედი, პატარაობიდანვე უშიშარი ვიყავი (ისე ვამაყობ თითქოს რამე კარგი მოეტანოს)... უცებ შემომაღამდა, სახლში წასვლა რომ დავაპირე მივხვდი რომ სადღაც ჩემთვის უცნობ ადგილას ვიყავი, ადგილას სადაც თქთქოს ადამიანს ფეხი არც კი დაუდგამსო, ლამაზი ადგილი იყო, ყოველი მხრიდან მარადმწვანე ხეებითა და ბუჩქებით გარშემორტყმული, მაგრამ ცოტა არიყოს შემეშინდა, ეს იყო პირველი მაგრამ არა უკანასკნელი შიში რაც გამოვიარე და რასაც ამ ნაწარმოებში წაიკითხავთ... უცებ ტურების ყმუილის ხმაც კი მომესმა, მინდოდა თავი დამერწმუნებინა რომ ეს უბრალოდ ჰალუცინაცია იყო მაგრამ თვითონაც ვხვდებოდი რომ თავს ასე ვერ მოვიტყუებდი... რაღა უნდა მექნა, ჩემი ინტუიცია ჩავრთე ამ თავსატეხში და დავადექი გზას რომელიც არ ვიცოდი საით მიდიოდა... ბოლოს მივხვდი რომ ასე უაზროდ ხეტიალს აზრი არ ჰქონდა და გადავწყვიტე ყველაზე მაღალი ხე მენახა, რომელზეც ასვლას და გადმოხედვას შევძლებდი, იქნებ დამენახა მაინც ჩემი სოფელი... როგორც იქნა რამოდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ ვიპოვე მაღალი ხეც, მასზე ასვლა ვცადე, ავედი კიდეც, ხის წვეროზე როცა აღმოვჩნდი არემარე მივათვალ-მოვათვალიერე, მაგრამ სოფელი არსად ჩანდა, მხოლოს ხეების უსასრულო, თვალუწვდენელი ჯარი ჩამწკრივებულიყო ყოველი მხრიდან, ვუყურებდი ხეებს და ვფიქრობდი მათ ხომ იციან საითაც უნდა წავიდე, მათ ხომ იციან სახლის გზა? იქნებ ვკითხო რომელიმეს და მიპასუხოს კიდეც? როგორ შეუძლიათ იცოდნენ ამდენი და ერთ ადგილას იდგნენ? მოულოდნელად ჩემი ფიქრები ტოტების ტკაცუნმა გაფანტა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მანამ სანამ მიწაზე არ აღმოვჩნდი... უცებ საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მთელი სხეული მტკიოდა, შემდეგ ამ ტკივილმა მარჯვენა ხელზე გადავიდა, იმდენად მტკივნეული იყო რომ ვიტირე კიდეც, სავარაუდოდ ხელი მქონდა მოტეხილი... რა ბედისირონიაა, ავღმოჩნდი უკაცრიელ ტყეში, სრულიად მარტო, გადმოვვარდი ხიდან, მოვიტეხე ხელი რომელსაც შემდგომში რა ბედი ეწევა არც კი ვიცი... თუ გასასვლელი გზა ორი კვირის მანძილზე ვერ ვიპოვე ხელის ამპუტაცია იქნება საჭირო, რადგან ძალიან რთული მოტეხილობა ჩანს, ამიტომაც უნდა ვიჩქარო... მაგრამ ეს ოხერი ტკივილი ფიქრის საშუალებასაც კი არ მაძლევს წამოდგომას ვცდილობ მაგრამ ფეხებიც მტკივა, უბრალო დაჭიმულობა იქნება, წამიერი ტკევილიც და... წამოდგომა შემიძლია. მთვარეს თუ დავაკვირდებით ღამის 10 საათი უნდა იყოს, საკმაოდ გვიანია, ალბათ სახლში ნერვიულობენ და არამხოლოდ სახლში, ალბათ მთელი სოფელი მე მეძებს... ერთისმხრივ ეს ფაქტი სასიამოვნოც არის... როცა ყველა შენ გეძებს, შენს გამო კილომეტრობით მანძილს დადიან, ეშმაკურად მეღიმება ამის გაფიქრებაზე მაგრამ ამის დრო არ არის... ჟაკეტი შემოვიხიე და ვცდილობ ხელი შევიხვიო, ესეც ასე! მზად არის. დიდი ლაშქრობაც იწყება! საკმაოდ პოზიტიურად ვარ იმისდა მიუხედავად რაც თავს გადამხვდა. ვღიღინებ და ჩემთვის ლამაზად, გზას მივიკვლევ, დაახლოებით ერთი საათი გავიდოდა რაც ასე დავდივარ, უშედეგოდ... ცოტა დავიღალე და გადავწყვიტე სადმე ჩამოვჯდე, კიდევ კარგი წყალი მაინც წამოვიღე, საკვებად კენკრას და ველურ წაბლს გამოვიყენებ. მინდორზე წამოვწექი და ვარსკვლავებს დავუწყე ცქერა, მილიარდობით მოციმციმე ვარსკვლავს, ბებიაჩემი მეუბნებოდა „როდესაც ადამიანი კვდება, ვარსკვლავად გადაიქცევაო“, მეც მჯეროდა, მჯეროდა რომ თუ ოდესმე მოვკვდებოდი, მეც ვარსკვლავად გადავიქცევოდი, მეც ვიციმციმებდი იმ მილიარდობით მივიწყებული სულების მსგავსად, ისინი ანგელოზები არიან, მივიწყებული ანგელოზები, რომლებიც უკვე აღარავის ახსოვს, როდესაც ვფიქრდები რომ მეც მოვკვდები და მეც მათ მსგავსად, ყველას დავავიწყდები შიში მიპყრობს, მეშინია რომ უცებ, ამდენხნიანი უმიზეზო ციმციმის გამო ღმერთმა ჩემი ჩაქრობა არ მოინდომოს... როცა ჩვენი ბავშვური ფიქრების წინაშე მდგარი ვარსკვლავების მოკრძალებულ ციმციმს ვუცქერ მაშინღა ვხვდები, რომ მათ დიადი ფიქრები აქვთ, ღრმა და მშვიდი სუნთქვა. ისინი ჩვენზე ჭკვიანები არიან, რადგან ჩვენ აღარ ვუსმენთ მათ, აღარ გვახსოვს ისინი, ყველა ხომ საბოლოო ჯამში მივიწყებულ ანგელოზებად გადაიქცევიან... მე ვისწავლე როგორ ვუსმინო ვარსკვლავებს და სწორედ ამიტომ აღარ მსურს ვიქცე ვარსკვლავად, მე აღარ მსურს ვიყო ვინმე სხვა, გარდა საკუთარი თავისა...
დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე ასე ჩუმად ვიწექი და ვფიქრობდი, შემდეგ ავდექი და გადავწყვიტე გზა გამეგრძელებინა, უცებ შორიახლოს რაღაცის ხმა შემომესმა,რაღაც მიახლოვდებოდა, რაღაც დიდი უნდა ყოფილიყო, დათვი! ალბათ დათვია! სასწრაფოდ გავიქეცი, გავრბოდი, გავრბოდი და არ ვიცოდი სად?! უცებ რაღაცას ფეხი წამოვკარი და ქვას თავი დავარტყი, გავითიშე... რა იყო ის? რა არსება იყო ის რაც მომსდევდა?!...
********************************************************************************
დილით გამეღვიძა, თავთან ვიღაც მედგა, კარგად ვერ დავინახე ვინ იყო, მხოლოდ სილუეტებს ვარჩევდი, სავარაუდოდ დედაჩემი უნდა ყოფილიყო, შუბლიდან სისხლის ლაქას მიწმენდდა... უცებ შეშინებული წამოვვარდი...
-სად ვარ?
-სახლში ხარ გვანცა, სახლში.
-მაშ, სად ვიყავი? ან, ან ვინ მომიყვანა სახლში?
-ტყეში გათიშული გიპოვეს, ალექსანდრე ხომიცი, თაყაიშვილების ვაჟიშვილი, აი იმან გიპოვა და მოგიყვანა.
-ალექსანდრემ? -გაოცებული წამოვვარდი საწოლიდან.
-მშვიდად, მშვიდად, დაშავებული ხარ, შენთვის ზედმეტი მოძრაობა არ შეიძლება.
-სად არის?
-ვინ? ალექსანდრე?
-დიახ, ალექსანდრე.
-აქვეა, მამაშენთან ერთად, მთელი ღამე არ მოგშორებია...
რა უცნაურია, ადამიანი რომელიც ფაქტიურად საერთოდ არ მიცნობს მთელი ღამე ჩემს გვერდით იჯდა და გაათენა... უცებ კარის ჭრიალის ხმა შემოისმა და ალექსანდრე გამოჩნდა...
-გამარჯობა, თავს კარგად გრძნობ?
-გმადლობ, არამიშავს... _დაღლილი ხმით ვუპასუხე....
-როგორც ვხვდები ჩემი აქ ყოფნის აუცილებლობა ათარ არის, მე წავალ...
-აარაა, ნუ წახვალ... _ღმერთო ჩემო რა სულელი ვარ, ეს რატომ ვუთხარი...
-ნუ ღელავ, მოგინახულებ ხოლმე... _მიპასუხა მომღიმარი სახით...
-მაშ რა გაეწყობა, ნახვამდის...
-თავს გაუფრთხილდი.
-კარგი, ხო და კიდევ, გმადლობ, რომ გადამარჩინე...
პასუხი აღარ გაუცია, უბრალოდ გამიღიმა და კარი გაიხურა.
ამ მდგომარეობაში სამი დღის მანძილზე ვიყავი, საწოლიდან ადგომა მიჭირდა, ალექსანდრეც ყოველდღე მნახულობდა, მესაუბრებოდა, მამხიარულებდა... ისეთი სასიამოვნო იყო მის გვერდით ყოფნა, ვვოცნებობდი ნეტავ ეს დღე არ დასრულდეს-მეთქი, ნეტავი სულ მის გვერდით ვყოფილიყავი... საკუთარი თავის მეც კი მიკვირს, რა მემართება? რატომ მინდა რომ სულ მასთან ერთად ვიყო? ნუთუ შემიყვარდა? არა, რა სისულელეა, მე და სიყვარული? უბრალოდ კარგი მოსაუბრეა, კარგად ხუმრობს, ლამაზი თვალები აქვს და საყვარელია, მეტი არაფერი... ჯანდაბა, საბოლოოდ მაინც სიყვარულისკენ მივყავარ ამ ყველაფერს, სხვა ახსნას ვერ მოვუძებნი. ნეტავი ის რას ფიქრობს ჩემზე? მას თუ მოვწონვარ? იქნებ პირდაპირ ვკითხო? არა, არა ცუდი აზრია, რას იფიქრებს, თავი ქვას დაარტყა და სულ გაგიჟდაო.
დილის 7 საათი იყო როცა გამეღვიძა, საწოლში ვერ გავძელი და ავდექი, გამიჭირდა მაგარამ მაინც მოვახერხე... გარეთ გავედი, რა სასიამოვნოა, სუფთა ჰაერი, ჩიტების გალობა, გადავწყვიტე ძროხები საბალახოდ წამეყვანა... უცებ ალექსანდრე გამოჩნდა...
-ჰეი, შენ უკვე გამოჯანმრთელდი?
-როგორც ხედავ კი...
-საით გაგიწევია?
-საქონელი საბალახოდ უნდა გავიყვანო, შენ სად მიდიხარ?
-შენთან მოვდიოდი, უნდა მენახე თავს როგორ გრძნობდი... მეც გამოგყვები...
-სად? საძოვარზე? რა სასაცილოა, შენ და ძროხები? როდისმერე?
-დღეიდან... კარგი მიზეზია შენს სანახავად და თან ვნერვიულობ კიდევ არ დაიკარგო.
-ჩემს სანახავად? რა უცნაურია, როდიდან გახდი ასეთი ყურადღებიანი ჩემს მიმართ?
-კარგი, მგონი დროა წავიდეთ.
მესიამოვნა როდესაც მისი სიტყვები გავიგე „კარგი მიზეზია შენს სანახავად“. ნუთუ მასაც შევუყვარდი? ნეტავ იგივეს გრძნობს ჩემს მიმართ რასაც მე? მე ხომ ის მიყვარს. ასე მარტივად ჯერ არავინ შემყვარებია.
უცებ სიჩუმე ჩამოწვა, ალექსანდრე ჩემსკენ მოტრიალდა და მითხრა:
-როგორც გავიგე შეყვარებული არ გყოლია...
გაკვირვებული შევხედე, რაში აინტერესებდა მას ჩემი სიყვარულის ამბავი?
-არა, არ მყავს, მაგრამ რაში გაინტერესებს?
-ისე უბრალოდ, დავაზუსტე...
-დააზუსტე?
დიახ...
უცებ წამიერად ორივენი გავშეშდით, მან მომიახლოვდა, იმდენად ახლოს მოვიდა რომ მისი გულისცემა და სუნთქვაც კი მესმოდა... უეცრად, მისი ტუჩის ბაგეები მომიახლოვა და ჩემსას შეახო, მან მე მაკოცა, წარმოუდგენელია, მაკოცა... მე აღარ შევწინააღმდეგებივარ, მესიამოვნა მისი ტკბილი ტუჩების ჩემსაზე შეხება, წელზე ხელი შემომხვია, ჟაკეტი შემიხსნა, შემდეგ ის მოხვდა რაც წესით არ უნდა მომხდარიყო, ეს წესით დიდ შეცდომად უნდა ჩამეთვალა, ალექსანდრეზე უნდა გავბრაზებულიყავი, მან ჩემი გულუბრყვილობით ისარგებლა, მაგრამ არ შემეძლო, არ შემეძლო მასზე გაბრაზება... ის იყო ადამიანი რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობდი, თითქოს მე ის მიცავდა... მოულოდნელად ვიღაც გამოჩნდა, ვიღაც გვიყურებდა, შემდეგ ჩვენსკენ ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა, უფრო და უფრო გვიახლოვდებოდა.
-ღმერთო ჩემო ის არის! _ამოვილუღლუღე შეშინებულმა...
-ვინ ის? გვანცა რა ხდება? ვინ არის?!
****************************************************************************************************
-მამაჩემმა დაგვინახა, ჩვენსკენ მოდის, ალბათ მომკლავს...
-დამშვიდდი, ვერაფერს ვერ გიზამს.
მამამ მოგვიახლოვდა, ალექსანდრესთვის ზედაც არ შეუხედავს, მოვიდა და სახეში გამარტყა.
-შენ ჩემი შვილი აღარ ხარ, შენ ჭავჭავაძეების გვარს აღარ ატარებ!
-მამა, ყველაფერს აგიხსნი, გთხოვ, ძალიან გთხოვ...
-ნუ მთხოვ, ან საერთოდ რას მთხოვ?! მთხოვ რომ დავივიწყო ის ყველაფერი რაც დავინახე?! ან კიდევ, ამ ცხვირმოუხოცავ ლაწირაკს დამიხედეთ! მოუნდა გართობა! გამოიყენა საწყალი გოგო! მანაც დასთანხმდა და მორჩა! შენ გგონია ამას უყვარხარ? ჯერ სიყვარული რა არის ის არიცის, გათამამებული, განებივრებული ! ყველასთან გამოუვიდა და შენც გამოგკრა კბილი, მერე შენ რა ქენი? ადექი და დიდი სიხარულით ჩაუგორდი კალთაში! შენ გვარის შემარცხვენელო შენა!...
-მამა გთხოვ, ამას ნუ ამბობ, მე ხომ მას ვუყვარვარ! ნუთუ არ გესმის?! რატომ არ გესმის?! თუმცა შენ როგორ უნდა გაიგო?! შენთვის ხომ მთავარი ოჯახის ღირსებაა, შენ ხომ პირველ ადგილზე შენს გვარს აყენებ, ბოლოს კი შენს ერთადერთ შვილს! რომელიც არ გინდოდა რომ გაჩენილიყო, რადგან იცოდი რომ გოგო დაიბადებოდა... შენ ხომ ღირსეული გვარის გამაგრძელებელი გჭირდებოდა რომელსაც მამაშენის სახელს დაარქმევდი, მე რაღაში ვვარგივარ? ერთი სულელი და ვიგინდარა გოგო ვარ რომელმაც 17 წლის ასაკში იმრუშა! მე ხომ გვარი შეგირცხვინე! წამოდი, წამოდი და სოფლის მოედანზე დამაყენე, ყველამ ქვები დაიჭირეთ და ჩამქოლეთ, თუ გინდათ ვირზე უკუღმა შემსვით და ტალახი მესროლეთ, ან შუბლში ტყვია დამახალეთ! ამით ხომ გვარის ღირსებას დაიბრუნებთ?! შემდეგ მშვიდად დაბრუნდით სახლში და ეცადე ახლა მაიც ბიჭი გამოგივიდეს!
მამაჩემი გაუნძრევლად იდგა და მისმენდა, სახე გადათეთრებული ჰქონდა, ალექსანდრე გაკვირვებით მიყურებდა, არ იცოდა რა ექნა... მე კი თვალცრემლიანი და ხელებ აკანკალებული ვიდექი, ლამის წავქცეულიყავი...
-მაშ ეგრე არა?! ესეიგი უყვარხარ! მაშინ მოგკიდოს ხელი და სადაც უნდა იქ წაგათრიოს! ყვარებია თურმე ბიჭს! ცოლად მოგიყვანოს! აბა ვნახოთ როგორც უყვარხარ!
უცებ ყველა დადუმდა, ქარიც კი აღარ ქროდა თითქოს დედამიწამ იგრძნო რაც ხდებოდა და ყველაფერი დაადუმაო! ამჯერად მხოლოდ მე და მამაჩემი კიარა, მთელი სამყარო ელოდებოდა ალექსანდრეს პასუხს, მაგრამ ის ხმას არ იღებდა...
-აი როგორც ყვარებიხარ! შენზე ამოსდიოდა თურმე მზე და მთვარე!
-ალექსანდრე! ხომ გიყვარვარ? თქვი რამე ალექსანდრე, უთხარი რომ გიყვარვარ! უთხარი რომ ცოლად მომიყვან!
ისევ დუმილი, ახლა ალექსანდრე არაფრისმთქმელი სახით მიყურებდა, მას იმ დღეს ხმა არ ამოუღია, იდგა და მხოლოდ მიყურებდა...
-ახლავე წამოეთრიე სახლში! _დაარღვია სიჩუმე მამაჩემმა...
არ მინდოდა წამოსვლა, მინდოდა ალექსანდრეს სიტყვები გამეგო, მინდოდა მომესმინა თუ როგორ იტყოდა „მზად ვარ, მზად ვარ გვანცა ცოლად მოვიყვანო“... მაგრამ მას არაფერი არ უთქვამს... მამამ ხელი ჩამავლო და ძალით წამათრია... მე ყვირილი მოვრთე:
-უთხარი ალექსანდრე! უთხარი რომ გიყვარვარ!
თანდათანობით ჩემი ხმა იკარგებოდა, ძალა მეცლებოდა, მანამ ვუყურებდი ალექსანდრეს სანამ ის პატარა წერტილად არ იქცა... მთელი კვირის მანძილზე ჩემს ოთახში ვიყავი და სულ ვიმეორებდი: „უთხარი ალექსანდრე! უთხარი რომ გიყვარვარ!“... ამ ამბავის შესახებ მხოლოდ მე, მამამ და ალექსანდრემ ვიცოდით, ხო და კიდევ, იცოდნენ ხეებმაც, ხეებმა რომლებმაც ჩვენი საუბარი მოისმინეს... აი თურმე საიდან იციან ამდენი, ისინი ჩვენ გვისმენენ, უძრავად დგანან და გვისმენენ...
**************
ერთ დღეს ეზოდან ახალგაზრდა მამაკაცის ყვირილის შემომესმა, ოთახის ფანჯრიდან გავიხედე, ის ალექსანდრე იყო, მამაჩემს ეძახდა...
-გოდერძი ძია, გოდერძი ძია!!! _გაჰყვიროდა ბოლო ხმაზე... მამაჩემიც გავიდა...
-რა გინდა შენ შეცდომთ გაჩენილო შენა?!
-მზადა ვარ გოდერძი ძია! მზად ვარ გვანცა ცოლად მოვიყვანო! მე ის მიყვარს გოდერძი ძია!
უცებ ვიღაც ქალის ყვირილის ხმამ გამაღვიძა, „ეს სიზმარი ყოფილა“-გავიფიქრე მე...
მანჯარაში გავიხედე, ნინელი დეიდა ყვიროდა, ალექსანდრეს დედა...
-მიშველეეთ! არიქა მიშველეთ ხალხოოო! _გაჰკიოდა ბოლო ხმაზე და მდინარისკენ გარბოდა... ეს მდინარე წელიწადის ამ დროს, შემოდგომაზე ძლიერ ადიდდება ხოლმე, ამიტომაც იქ მისვლა ძალზედ სახიფათო იყო... გამიკვირდა რა უნდოდა იქ ნინელი დეიდას... სასწრაფოდ ჩავიცვი ფეხზე და გარეთ გავვარდი. ხალხიც იქითკენ მიექანებოდა, დიდი თუ პატარა, ყველა რაღაცას ჩურჩულებდა, მხოლოდ ორ სიტყვას მოვკარი ყური: „დამხრჩვალა საწყალი“. მდინარესთან მივედი ხალხი მოგროვილიყო, როგორღაც შევაღწიე ბრბოში. ნინელი დეიდა დავინახე, მიწაზე დამჯდარიყო და კალთაში ვიღაცის თავი ედო, „არა ეს რაღაც შეცდომაა, ეს სიზმარია, ის ხომ... შეუძლებელია“-ვფიქრობდი მე... ნინელი დეიდას კალთაში ალექსანდრეს თავი ედო, ალექსანდრესაც თვალები გახელილი ჰქონდა და ცას უყურებდა, თან თითქოს იღიმებოდაო ისეთი სახე ჰქონდა... ნინელი დეიდა სახეზე ეფერებოდა და კოცნიდა, თან მწარედ მოსთქვამდა:
-ჩემო ნაბოლარა, დედას სიხარულო, ეს რა დღე გამითენდა, შენ ხომ ჯერ პატარა იყავი, დამტოვეთ შენც და მამაშენმაც...
თვალებზე ბინდი გადამეკრა, მუხლები ჩამეკეცა და მიწაზე დავეცი, აცრემლებული თვალებით ნინელი დეიდამ შემომხედა, თითქოს რაღაცას მთხოვდა, თითქოს მეძაღდა კიდეც, მაგრამ მე მხოლოდ მისი პირის მოძრაობა დავინახე, ხმა აღარ გამიგია... უცებ ალექსანდრეს მკერდზე რაღაც შევნიშნე, რაღაც ქონდა ამოკაწრული, ბოლოს ძლივს ამოვიკითხე, მას ჩემი სახელი ეწერა, მკერდზე ჩემი სახელი ჰქონდა ამოკაწრული... „გვანცა მიყვარხარ“.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

გული დამეწვა რა.ცუდია მისი სიყვარული რომ არ დაიცვა და ამისთვის ნებისყოფა არ ეყო.პატარა ისტორია იყო,მაგრამ თავისი სათქმელი თქვა.მართლა ძალიან მომეწონა
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი sandroo

La-Na
გული დამეწვა რა.ცუდია მისი სიყვარული რომ არ დაიცვა და ამისთვის ნებისყოფა არ ეყო.პატარა ისტორია იყო,მაგრამ თავისი სათქმელი თქვა.მართლა ძალიან მომეწონა

ძალიან დიდი მადლობა <3 გპირდები წინ უფრო დიდი რამ გელოდება ^_^ უფრო დიდი მასშტაბებით და ახალი ისტორიებით <3

 


№3 სტუმარი Guest ბარბარე

ცუდად არ წერ მაგრამ არ იყო კარგი ისტორია ნაჩქარევად იყო დაწერილი და რაღაც აკლდა.. ემოცია.. გრძნობა.. დალაგება..

 


№4  offline წევრი sandroo

Guest ბარბარე
ცუდად არ წერ მაგრამ არ იყო კარგი ისტორია ნაჩქარევად იყო დაწერილი და რაღაც აკლდა.. ემოცია.. გრძნობა.. დალაგება..

მადლობა <3 შემდეგში გავითვალისწინებ ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent