შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაჯერე სიყვარული


30-01-2017, 04:22
ავტორი salisaliko123
ნანახია 2 637

1997 წლის 21 აგვისტოს დაიბადა ერთი ულამაზესი გოგონა , რომელიც ბავშობიდან ძალზედ განსხვავდებოდა სხვა დანარჩენებისგან.
მისი გამორჩეულობა რა თქმა უნდა , ყველაფერში გამოიხატებოდა, როგორც მის ხასიათში ასევე გარეგნობაში. ერთი შეხედვით ყველაფრით ჩვეულებრივი გოგონა იყო, რომელსაც შეეძლო ოცნება და ფიქრი სიყვარულით აღსასვსე. მას ჰქონდა ულამაზესი შავი თმა , ყავისფერი თვალები , როლმის ჩრილი ძალზედ ვიწროვდებოდა მისი ულამაზესი ღიმილის დროს, აი მისი ტუჩები კი უზომოდ მიმზიდველი იყო , რომლის შეხედვის დროს არავინ რჩებოდა უკმაყოფილო.
რა თქმა უნდა აუცილებელია მისი ოჯახის გაცნობაც. მას ჰყავდა მშობლები და ასევე მშვენიერი უფროსი და. დედით ხევსური მამით კი მთიული, შეიძლება ასეთი შეჯვარება ბევრისთვის წარმოუდგენელი იყოს, თუ როგორ უნდა იყოს ასეთი სისხლის პატრონი ასეთი ნაზი და მშვენიერი.
მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ ემილი ბავშობიდანვე არავის ტოვებდა თავისი სილამაზით გულგრილს.
ბავშვობა , როგორც ყველას მასაც დაუვიწყარი ჰქონდა , რადგან თავიდან იგი თითქმის ვერცერთ გოგონასთან ვერ ამყარებდა კონტაქტს მითუმეტეს მეგობრულს. ეს ყველაფერი კი იმიტომ , რომ მისთვის უცხო იყო გაპრანჭვა ან ნებისმიერი გოგოშკური თემა.
ახლობლობდა უამრავ ბიჭთან , რომელთაც ალბათ თავს შესწირავდა, რადგან ზუსტად ამ ბიჭების ხასითი და ცხოვრება ჯდებოდა მასში.
ყოველთვის ნატრულობდა ბიჭი ყოფილიყო , რომელსაც მამამისის დახმარებით და სწავლებით ერქმეოდა სახელი , რომლითაც ქუჩაში ნებისმიერს შეაშინებდა ან პირიქით.
თავიდან გაიზარდა სულ ჩვეულებრივ ოჯახში , რომელიც ტკბებოდა დედ-მამის სიყვარულით , მაგრამ გაიზარდა და დასვა ის კითხვები რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება.
ემილის ბავშობიდან უნდოდა ჰყოლოდა მამა , რომელიც იცხოვრებდა ქურდული გაგებით და საქმე ექნებოდა უშუალოდ ქურდებთან.მისი ეს ოცნება კი რა თქმა უნდა ახდა, მან გაიგო რომ მამა მართლაც ჰყოლია ქურდული გაგების, რომელსაც საკმაოდ სახელოვანი სახელი ჰქონდა.
ამ ყოველივეს შემდეგ კი შეიცვალა ყველაფერი. დაიწყო ქუჩური ცხოვრება , შეიცვალა სტილი რა თქმა უნდა ეს ყოველივე მის ხასიათში იჯდა.
ურთიერთობა ააწყო უამრავ ადამიანთან რომელთა გვერძე დაყენება მას ყოველთვის ეამაყებოდა. გაიჩინა დაქალები , ასევე უამრავი ძმაკაცი, რომლებიც ნებისმიერი ჩხუბის დროს დაყვებოდნენ თან.
ერთ მშვენიერ დღეს კი , როდესაც ემილი და თავისი ე.წ ‘’სასტავი,, უბანში აბირჯავებდნენ
ჰორიზონტზე გამოჩნდა ერთი მშვენიერი ყმაწვილი , რომელიც თავს იწონებდა თავისი ახოვანი შავგვრემანი ტანით , მშვენიერი მწვანე თვალებით და სხეულზე უამრავი ტატუთი.
რა თქმა უნდა , ეს არც ემილისთვის არ ყოფილა უინტერესო, არა იმიტომ რომ ეს მშევენიერი ბიჭი უბრალოდ ნებისმიერ გოგოს ჭკუიდან გადაიყვანდა, არამედ იმიტომ რომ ამ ბიჭს თითქმის მთელი უბანი სიხარულით და მოკითხვით შეხვდა.
ემილის სუსტი წერტილი ბავშობიდან ის იყო , რომ არ უყვარდა როცა ნებისმიერი ადამიანი მას ყურადღებას აკლებდა და სწორედ ეს მოხდა ამ ბიჭის გამოჩენის შემდეგ.
ყველაფერი შეიცვალა , ემილიმ პირველივე დღიდან აითვალწუნა ახალი გადმოსული ბიჭი.
თუ აქამდე იგი აკონტროლებდა უბანს , რომელშიც არცერთ უცხოს არ აძლევდა უბრალოდ გავლის და ბლატაობის უფლებას გამოჩნდა ახალი სასტავი , რომელთა გაცნობას და დაახლოვებას არც კი გეგმავდა.
მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ შეიცვალა უამრავი რამ , ემილიმ ახალ გადმოსულ ბიჭზე გაარკვია ყველაფერი მისი ძმაკაცების წყალობით , რომლებიც თურმე ისევე ახლო ურთიერთობაში იყვნენ ამ ბიჭთან, როგორც მასთან.
-ვინ არიის ვაფშეე ? საიდან მოვიდაა? რას აკეთებს ჩემ უბანშიი ? (ემილი ამ დროს გაცოფებული იყო რადგან კარგავდა ნელ-ნელა გავლენას , რომელსაც ამ დროის მანძილზე ამყარებდა)
- ვინ არის ? ვანო დოლიძე ახალი ჩამოსულია თბილისში, დედამისთან ცხოვრობდა საბერძნეთში რამოდენიმე წელი . არავინ იცოდა მიზეზიი თუ რატომ წავიდა. ახლა კი ჩამოვიდა მამამისთან, რომელიც სულ ცოტახნის წინ გადმოვიდა შენ უბანში დაჯე იცნობ კიდეც. ყავს ორი ძმა , რომლებიც აქვე ახლოს ცხოვრობენ.
-თუ იცი მალე ბრუნდება საბერძნეთში?
-ვანოზე არავინ არასდროს არაფერი იცის ჩემო ემილი. (სიჩუმის შემდეგ კი ) შეგიძლია დაუახლოვდე მართლაც კარგი ბიჭია.
-ჰაჰა... მე მივიდე და დავუახლოვდეეე ? აქეთ მობრძანდეს და გამაცნოს საკუთარი თავი თუ უნდა ჩემ უბანში ტანტალი .!
ემილის უხაროდა, რომ ეს ყველაფერი ზაფხულში ხდებოდა და იგი დიდ ყურადღებას აქცევდა თავის სასტავს და უბანს. იგი სულ რაღაც 17 წლის იყო , როდესაც ეს ყოველივე მოხდა. იგი არ კარგავდა იმედს, რომ ვანოს მალე მოუწევდა წასვლა და თბილისის დატოვება.
გულში კი ყველაფერი სხვანაირად იყო, როდესაც ემილის ერთ-ერთმა დაქალმა ამ სიმპატიურ და ახოვან ბიჩს თვალი დაადგა. ემილის ამის შემდეგ ძლიერი სურვილი ჰქონდა გაეცნო თუ ვინ იყო ასეთი ეს ვანო დოლიძე.
ერთ დღესაც კი, როდესაც უბანში გავიდა და დღე ჩვეულებრივად გადიოდა ემილიმ გადაწყვიტა ერთ-ერთი მეგობრის სკეიტით ეკატავა , რომელზეც იგი ძალზედ კარგად დგებოდა.
ამ დროს კი ჩაიარა თვით ვანო დოლიძემ , რომელმაც ეს ყოველივე უყურადღებოდ არ დატოვა....



№1  offline წევრი snoopy

ქურდული ცხოვრება და ქურდული გაგება. ვააააიჰ... ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent