ისტორიები ნაწილი 7
მთელი ქალაქი მოსალოდნელ წვეულებაზე ლაპარაკობდა. ყიფიანების გვარის მიერ მოწყობილი ეს დღესასწაული ზოგისთვის მართლაც საინტერესო ბიზნეს შეკრება იქნებოდა, ზოგისთვის უბრალოდ გართობის მიზეზი, ზოგისთვის კიდევ ლამაზი და ახალი რამ, რომლის მსგავსი ხშირად არ იმართება მათ ქალაქში, მაგრამ ეს წვეულება ყველასათვის მაინც იმით იყო საინტერესო, რომ იქ იქნებოდნენ ჯაფარიძეები და ახვლედიანები. ყიფიანი ამ ორ ოჯახს შორის ყოველთვის იცავდა ბალანსს, თუმცა რაღაც უხილავი დაძაბულობა ამ ბალანსშიც შეპარულა. ხალხმა ამის მიზეზი არ იცოდა, მაგრამ გუმანით გრძნობდა და დაძაბული ელოდა მათ გარშემო განვითარებულ მოვლენებს. რაც უფრო მაშტაბურად ხდებოდა ამ წვეულების განხილვა ნიკა მით უფრო გაღიზიანებული დადიოდა სახლში და მამასთანაც გაუხშირდა კონფლიქტი. ვერ ეგუებოდა ბიჭი, რომ მისი საყვარელი ქალისათვის ასეთი რამის მკადრებელთან რაიმე სახის ურთიერთობა უნდა დაემყარებინა. ლექსოს ყოველი დანახვისას სურვილი უჩნდებოდა მისულიყო და სიკვდილამდე ეცემა. იცოდა ეს არაფერს შეცვლიდა და ვერც ვერაფერს გამოასწორებდა, მაგრამ თავის გაკონტროლება უჭირდა. ლიკა ცდილობდა მის დამშვიდებას და დაყოლიებას ცივილიზებურად მოქცეულიყვნენ და გამძვინვარებული ნიკას დაწყნარებაც მხოლოდ ამ სუსტ გოგოს შეეძლო. ეს წვეულება უმეტესობისთვის დიდი გამოცდა იქნებოდა. ნიკა თავს უნდა მორეოდა და ლექსოს დანახვაზე თავისებურად არ გაგიჟებულიყო. ლიკასაც თავი ხელში უნდა აეყვანა და ყველაფრის მიუხედავად იკასთვის სანიმუშო მეწყვილე ყოფილიყო. ეკატერინე თავის ერთადერთ მამაკაცს შეხვდრებოდა და დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა, რომ არაფერი შეემჩნია. თავის მხრივ ირაკლი ჯაფარიძესთვისაც მძიმე იქნებოდა მის პირისპირ ყოფნა. ახვლედიანები დაძაბულები იქნებოდნენ ჯაფარიძეების გამო. დიმიტრი ყიფიანი კი ჯიუტად ცდილობდა ეს გარემოებები უგულებელყო და თავის ცოლ, ლელასაც არ უგდებდა ყურს. დაზაბულობა კი ყველასათვის შესამჩნევი ხდებოდა. ლილუ ვარსკვლავივით გაშლილი იწვა ლოგინზე და ჭერს შესცქეროდა. მამამისს ბევრი საქმე ჰქონდა და ან სამსახურში იყო ან თავის კაბინეტში ჩაკეტილი გვიანობამდე მუშაობდა. ცდილობდა ლილუსთვის ყურადღება არ მოეკლო, მაგრამ გოგონა ხედავდა, რომ გიორგო ორად იხლიჩებოდა და გადაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგა, ამიტომ ყველანაირად უწყობდა ხელს და მადლიერი გამომძიებეკიც დამშვიდებული სინდისით განაგრძობდა მუშაობას. უკვე დიდი ხანი იყო გასული რაც დანიელი არ ენახა, არც წამალი მიუღია დ ნერვებო პიკზე ჰქონდა, უჭირდა ემოციების კონტროლი. ბრაზობდა ყველასა და ყველაფერზე, მათ შორის საკუთარ თავზეც. ისე იყუო ფირებში გართული, ვერ შეამჩნია საწოლს მაღალი ფიგურა როგორ მოიუახლოვდა. გონზე იარაღის გაჩხაკუნების ხმამ მოიყვანა. მოულოდნელობისგან წამოიყგვირა და ფეხზე წამოიჭრა. ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული, რომ წინ იარაღმომარჯვებული ორი ტიპი აესვეტა, სახეზე ერთნაირი ირონიული ღიმილი აეკრათ. ლილუმ ერთ-ერთ მათგანში ქერა ამოოცნო, ის, რომელიც თორნიკე ემუქრებოდა მოკვლით. მეორე ბიჭი შედარებით ახალგაზრდა და რიჟა იყო. ლილუს ერთიანად გაეყინა სხეული. უცებ მიხვდა, რომ მათი ძალიან ეშინოდა. არ იცოდა რა უნდა ექნა. სრულიად მარტო იყო. ნეტა სანამ ესროდნენ თუ მოასწრებდა მამისთვის საშველად ეხმო?! -ყვირილი არც გაბედო, თორემ ჩემს დამხმარეს ბატონი გამომძიებლის მოსაკლავად გავაგზავნი,_ თითქოს ფიქრებს მიუხვდაო, გესლიანად ამოილაპარაკა ქერამ. ლილუ კი ცდილობდა სიმტკიცე შრეენარჩუნებინა. -რა გინდათ? -ოო ეს შენი საქმე არაა, შენ ჩვენთან ერთად წამოხვალ, დანარჩენს კი ჩვენ მოვაგვარებთ. ოღონდ ფოკისების გარეშე, თორემ მაშინვე ტვინს გაგიხვრეტ. გასაგებია? -გასაგებია,_ ამოილუღლუღა გოგონამ, იცოდა ისინი ნამდვილად იყვნენ ყველაფერზე წამსვლელები. უნებურად საშინლად მოუნდა ახლა დანიელის სახის დანახვა. მართალია წინა შემთხვევაში ანდრეამ გადაარჩინა, მაგრამ მას მაინც ის წყლისფერი ცივი თვალები უნდოდა დაენახა. -ჭკვიანი გოგო ხარ. ახლა ერთად გავალთ სახლიდან. ისე, რომ მამაშენმა ვერაფერი გაიგოს, მანქანაში ჩვენთან ერთად ჩაჯდები და წავალთ. როგორც კი რაიმე ზედმეტს იზამ, ჩემი მეგობარი უკან დაბრუნდება და მამაშენ ტყვიას შუბლში ისე სწრაფად დაახლის, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებს,_ ნელა, აუღევებლად გააცნო მომავალი გეგმა ქერამ და კარისკენ მიუთითა. ლილუმ სცადა კანკალს არ აყოლოდა და რაიმე უსაფრთხო გეგმა მოეფიქრებინა, თუმცა ახლა ეს შეუძლებლად მიაჩნდა. შესაბამისად, იძულებული იყო იმ ორი ბანდიტის ნებას დაყოლოდა, ჯერ-ჯერობით მაინც. კარისკენ წავიდა და დაბლა სართულზე ჩავიდა. კაცებიც უკან მიყვებოდნენ. ცდილობდა რაც შეიძლება უხმაუროდ გასულიყო სახლიდან. მანქანასთან ოდნავ შეყოვნდა, მაგრამ ზურგზე მობჯენილი იარაღი რომ იგრძნო, კარი გამოაღო და შიგნით ჩაჯდა. რიჟა გვერდით მიუჯდა, ქერა კი საჭესთან დაჯდა და მანქანა დაჯდა. -ამას ინანებთ,_ დაიმუქრა ლილუ -ნუ გვემუქრები, თორემ ისე გაგაქრობთ, შენს გვამსაც ვერ იპოვიან -ეგ ჯერ კიდევ საკითხავია,_ მის სიტყვებზე ტანში გააცია, მგრამ რატომღაც გაჩუმება არ შეეძლო -ან შენი ნებით გაჩუმდები, ან პირს აგიკრავთ. თუმცა, თვალები უნდა აგიხვიოთ,_ რიჟამ თვლები მაგრად შეუკრა და ხელებიც მჭიდროდ გაუკრა. ლილუს სუნთქვა გაუჭირდა, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა ცრემლები არ წამოსვლოდა. -პატარა გოგონას მოერიეთ და გიხარიათ?_ გესლიანად გააგრძელა საუბარი -მოკეტე-მეთქი,_ უყვირა რიჟამ და სილა გააწნა. ლილუმ წამოიყვირა და ინერციით თავი გვერდზე გადაუვარდა. თვალებიდან სიმწრით ცრემლები წამოუვიდა. იგრძნო, რომ ტუჩი გაუსკდა და სისხლი ჩამოუვიდა ნიკაპზე. რიჟამ უხეშად მოატრიალებინა თავი და ცერა თითით სისხლი მოსწმინდა. ლილუ ზიზღით დაიჭყანა და თავი გაითავისუფლა მისი მარწუხებისგან -ის მეორე სად გყავს? შავგრემანი?_ მაინც გააგრძელა გაბრაზებულმა -ოოო, ის შენს მეგობართანაა წასული, ალბათ უკვე გველოდებიან,_ ბოროტად ჩაიცინა საჭესთან ქერამ და გაჩუმდა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ლილუც გაჩუმდა. მის მეგობართან მიდიან? რომელთან? ოღონდ დანიელთან არა რაა. ტვინში ყველაფერი აერია. იმ ამბავთან, რაც ლილუს ამ კრიმინალებთან გადახდა დანიელი არაფერ შუაში იყო. სავარაუდოდ თორნიკეზე ამბობდნენ. ახლა უკვე ცრემლების შეკავებას აღარ ცდილობდა. ცოტაც და ხმამაღლა იბღავლებდა. ამ ბოლო დროს ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი ნერვები უარესად აეშალა და კანკალი დაეწყო. უნდა გაეძლო, როგორმე უნდა დაეხსნა თავი ამ საშინელებისგან. თორნიკემ თვალები სუსტად გაახილა. თავი სტკიოდა, ამიტომ გონზე მოსვლა უჭირდა. უხეშ იატაკზე იწვა, მგონი ბეტონზე. წამოწევა სცადა, მაგრამ ერთხანს გაუჭირდა. თავში აზრების დალაგება უჭირდა. ბოლოს რაც ახსოვს საშინელი ტკივილია თავში. სცადა მიმხვდარიყო რა ხდებოდა. სახლში ბრუნდებოდა, გზაზე ტელეფონში იყურებოდა. მოულოდნელად უკნიდან ვიღაცის მიახლოება იგრძო, თუმცა მიტრტიალებაც ვერ მოასწრო ისე ჩაარტყეს რაღაც მძიმე. მოიტაცეს! განგაშივით გაისმა მის თავში. თვალები გაახილა და ადგომა სცადა. ხელები უკან ჰქონდა შეკრული, ამიტომ მხოლოდ წამოჯდომა მოახერხა. -გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო?_ ნაცნობი ხმა მოესმა და მის წინ შავგრემანმა კაცმა ჩაიმუხლა. იქვე იდგა კიდევ ვიღაც ოცდახუთიოდე წლის ბიჭი და პერიმეტრს ათვალიერებდა. დიდი ბეტონის შენობაში იყვნენ, მაგრამ თორნიკეს წარმოდგენა არ ჰქონდა ეს შენობა სად იდგა. -რა ხდება?_ რაც შეეძლო მტკიცედ კითხა კაცს -ახლა იმ სიტუაციაში არ ხარ, რომ ასე ილაპარაკო. მალე გელა და შენი მეგობარი გოგონა მოვლენ და გაიგებ რაც ხდება,_ უთხრა და ადგა -ვინ ჩემო მეგობარი გოგონა? მიპასუხე! იდიოტო, გამეცი ხმა!_ კიდევ დიდხანს ყვიროდა, მაგრამ პასუხს არავინ აძლევდა. ვერ ხვდებოდა ვინ იგულისხმა იმ კაცმა, მაგრამ დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებია. მალევე მანქანა მოადგათ და იქიდან ქერა და რიჟა გადმოვიდნენ, ასევე გადმოიყვანეს მანქანიდან ხელებშეკრული ლილუ და თვალები აუხსნეს. თორნიკეს გული მოეწურა მისი შემხედვარე. ის გოგო მის გამო გაეხვა შარში და ახლა მისი სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა. ლილუ უხეშად დააგდეს მის გვერდით და ასლუკუნებული გოგოც მაშინვე თორნიკეს აეკრა. -თოკო, რა ხდება?_ უჩურჩულა აკანკალებული ხმით -არ ვიცი, ქუჩაში მოვდიოდი და თავში ჩამარტყეს, მერე აქ აღმვოჩნდი. -მე პირდაპირ ლოგინში დამადგნენ თავს,_ უკმაყოფილოდ ამოიბუზღუნა ლილუმ და მაშინღა დახედა თავის მოჯლე პიჟამოებზე მოცმულ თხელ ხალათსა და ფუმფულა ჩუსტებს. -ნაბიჭვრები, მიიღებენ ამისთვის თავისას!_ კბილებში გამოსცრა და ლილუს გამამხნევებლად გაუღიმა. თუმცა გოგონას ახლა ამაში ეჭვი ძალიან ეპარებოდა. ეკატერინე ჩუმად უსმენდა თავისი ძმისა და მისი შეყვარებულის ლაპარაკს და მის გულში გრძნობების ქარიშხალი ტრიალებდა. ერთდროულად სევდასა და ბრაზს გრძნობდა, სიყვარულსა და სასოწარკვეთას. უნდოდა თავადაც ჰქონოდა შესაძლებლობა ასე მჯდარიყო ირაკლისთან ერთად და სისულელეებზე ელაპარაკა. -ნიკა, მისმინე ნუ იბღვირები იმ წვეულების გამო, ხომ გითხარი, ჩემთვის მთავარია ახლა ერთად ვართ და იმ ინციდენტა ნუღარ გავიხსენებთ. არავინ გეუბნება აპატიე და დაივიწყეო, უბრალოდ ნორმალური ურთიერთობით შემოიფარგლე საქმი ფარგლებში. ჩემი ხათრით მაინც,_ დაიყვავა ლიკამ და გაბუტულ შეყვარებულს ლოყაზე აკოცა. ამაზე გული მოულბა და თანხმობის ნიშნად გაუღიმა. ეკატერინემ ყავა მოიმიზეზა და ცრემლების დასამალად სამზარეულოში გაიქცა. რამდენი წელია ამ ცრემლებს ებრძვის, მაგრამ უძლურია მათ წინააღმდეგ. მისი ერთადერთი წამალი კი მისგან მიუწვდომლად შორსაა. -წვეულებისთვის ყველა დეტალი თითქმის მზადაა,_ ახლდა შემოსულ სამამამთილოს მიუგო ლიკამ და ნიკას მოეხვია. -ყოჩაღი რძალი მყავს მე,_ გაიღიმა დიმიტრიმ -უკვე ჩემზე მეტად გიყვარს ხომ?- ვითომ იეჭვიანა ნიკამ -უკვე შენზე ჭკვიანია მათმა სიცილმა რიმილი მოჰგვარა ეკატერინეს, მაგრამ გული უფრო მტად ატკინა. ეს ხალხი იყო მისი ოჯახი, მაგრამ ისინი მას ვერ გაუგებდნენ. საერთოდ ვერავინ გაუგებდა. არც ერთ მის ნაცნობს არ შეეძლო მისი ამბის გაკიცხვის გარეშე მოსმენა. მას კი უბრალოდ ადამიანი უნდოდა, რონელიც მოუსმენდა, გაუღიმებდა და შემდეგ გულში ჩაიკრავდა. ასეთი არავინ ეგულებოდა და თავს საოცრად მარტო გრძნოდა. ეს სიმარტოვე მარტო ირაკლისთან ყოფისას ივსებოდა, ახლა კი ის ისე მიუწვდომელი ჩანდა.... იოანე და ანდრეა ახვლედიანების სახლის ვერანდაზე ისხდნენ და ყავას სვამდნენ. ლექსოს ჯავრი ჯერ კიდევ ვერ ამოეყარათ ბოლომდე, მაგრამ ის ცემა აკმარეს და ახლოს აღარ გაკარებიან, თუმცა, პატარა მიზეზიც საკმარისი იქნებოდა, რომ მისთვის ჭკუა ესწავლებინათ. იოანე მათი არაბიოლოგიური ძმა იყო, ბავშსვობიდან ერთად იზრდებოდნენ და ლიკას სამი კი არა ოთხსი ძმა ყავდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მისთვის არასოდეს არაფერი აუკრძალავთ. მისი მკაცრი ძმები კი არა საუკეთესო მეგობრები იყვნენ. -რა ჭორიკანა ქალებივით სხედხართ?_ სიცილით გამოვიდა ვერანდაზე დანიელი და გვერდით მიუჯდათ. -ოჰ გვიკადრე ძმაო? _ ბავშვივით იწყინა ანდრეამ -აჰა დაჟე მებუტები -მოკეტე, იცი..._ დაიწყო ანდრეამ, მაგრამ ტელეფონზეზარის ხმამ გააწყვეტინა. -თორნიკეა,_ გაკვირვებულმა შენიშნა და უპასუხა. მალევე სახე გაუფითრდა და ძარღვები დაებერა. ფეხზე გამწარებული წამოხტა და სკამი მოაჯირზე შემოაწყვიტა. ის იყო უნდა ეყვირა, რომ ტელეფონიც გათიშეს. გაფითრებული მიუტრიალდა გაკვირვებაში მყოფ დანიელსა და იოანეს და ერთი მოყუდებით მოსვა ცივი ყავა. -ჰა, ამოღერღე რა ხდება?_ მოუთმენლად უთხრა იოანემ -ბიჭო, იმ ახვრებმა ერთი მუჭა ნარკოტიკის გამო თოკო და ლილუ გაიტაცეს,_ იოანეს უყურებდა ანდრეა და თვალებით შველას სთხოვდა -დამშვიდდი, რამე მოითხოვეს? -კიიი, 5 მილიონი დოლარი, მე მაგათი *** -რა უნდა ვქნათ? ამდენი სად ვიშოვოთ? -არ ვიცი -ვინმეს ვთხოვოთ დახმარება -თუ ვინმეს ჩარევთ ორივეს დავხოცავთო -ფუ ამის *** -მორჩით მოთქმას?!_ იღრიალა ბოლოს დანიელმა -დანი, შენ არაფერი იცი -ხოდა ახლა დასხედით ორივე და მომიყევით,_ სკამებზე მიუთითა ბიჭებს და თავად მსაჯულივით მიეყუდა მოაჯირს და დაელოდა. ცივ სახეზე არაფერი ეწერა, მაგრამ ერთიანად მრისხანებას ასხივებდა. შუბლშეკრული უსმენდა ძმაკაცებს, რომლებიც ერთდროულად ცდილობდნენ მისთვის სიტუაციის ახსნას. ბოლოს როგპრც იქნა მოათავეს ამბავი და ისევ ერთმანეთში განაგრძეს იდეებზე ლაპარაკი. დანილი არ ერეოდა მათ კამათში. თავისი საფიქრალი ჰქონდა. ერთგავარად თავს ადანაშაულებდა ლილუს გატაცებაში. მათი ჩხუბის შემდეგ რამდენჯერმე იყო მასთან, მაგრამ ისე, რომ გოგონას არ დაენახა. ახლა კი ფიქრობდა, რომ ჯობდა დალაპარაკებოდა. თორნიკეზეც დარდობდა. როგორ მოხდა, რომ ვერ შეამჩნია თავისი უმცროსი ძმის პრობლემები. მათ ამდენი რამ გადაუტანიათ და თავად ამ საქმისა არაფერი სცოდნია. უცებ საოცარი ბრაზი იგრძნო და მუშტი მოაჯირს მიარტყა. ბიჭებმა შეხედეს და მათაც ამოიოხრეს. არც ერთს ჰქონდა წარმოდგენა საიდან უნდა ეშოვათ წყალი, თან მეორე დღის საღამომდე, ანუ დაახლოებით 24 საათში. მართალია ახვლედიანებს დიდი ბიზნესი და ქონება ჰქონდათ, მაგრა, მათთვისაც კი შეუძლებელი იყო 5 მილიონი ნაღდი ფულის შოვნა. -ამდენს ვერ იშოვიან,_ შეშფოთებულმა გადაუჩურჩულა თორნიკემ -ხოო, მაგას მეც მივხვდი. -რა უნდა ვქნათ? -გგონია აქედან შევძლებთ გაქცევას? ამაზე ოცნებაც კი არ ღირს -მაინც უნდა ვიღონოთ რაღაც -იქნებ მიხვდნენ და მამაჩემს უთხრან, თუმცა ის მალე მაინც მიხვდება, რომ გავქრი, თუმცა ოფიციალურად ჩვენზე ძებნას ჯერ არ გამოაცხადაბენ, ჯანდაბა, თორნიკე, მეშინია,_ ამოისრუტუნა ლილუმ და ბიჭს მიეხუტა -ხელები რომ გახსნილი მქონდეს, ჩაგეხუტებოდი,_ თავი იმართლასავით ბიჭმა -არაუშავს, უბრალოდ არ დამტოვო მარტო, რამე მოყევი, მიდი -სერიოზულად? -ხოოო, ასე უფრო ადვილია, რომ ამ სიტუაციას გავუძლოთ -ბავშვობაში დანიელი ყოველთვის ჩვენგან განსხვავებული იყო, პრინციპში, ახლაც ასეა, ვერ გაიგებდი რა სწყინდა და რა არა. ხოდა მე ანდრეა და იოანე სულ ვაბრაზებდით. ერთხელ ხის ქოხი ავაგეთ და ეგ არ არ შემოვუშვით. ხოდა გაბრაზდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ღამე, ყველას რომ გვეძინა ადგა და სახლს ყველა ჭანჭიკი სათითაოდ დაუშვა. დილით როცა კვლავ სამივე ავედით იმ სახლში, ჩამოიშალა და საავადმყოფოდან დაბინტულები გამოვედით. იმ დღეს დანიელს მაგრად მოხვდა და მერე ერთი თვე ჩვენი მომვლელი იყო,_ ორივემ გაიღიმა, მაგრამ დანირელის ხსენებაზე ლილუს ნერვებმა უმტყუნა და ატირდა. თორნიკე, რა თქმა უნდა ვერ მიხვდა მისი ტირილის მიზეზს და ამაოდ ცდილობდა ენუგეშებინა. თავადაც რამის იყო ატირებულიყო, მაგრამ ცდილობდა ძლიერი დარჩენილიყო. გიორგი ლილუს მთელ სახლში ეძებდა. მისი ტანსაცმელი და ტელეფონი ხელუხლებელი იდო. გოგონა რომ საღამოთიც არ გამოჩნდა უკვე ანერვიულდა. არ იცოდა სად მოეძებნა. არ იცოდა ამ ქალაქში ლილუ რას და სად აკეთებდა. არ იცოდა ლილუს მეგობრები თუ ყავდა და ვინ იყვენენ ისინი... სასოწარკვეთილმა გააცნობიერა, რომ შვილის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა, რაც ხელს უშლიდა მის მოძებნას. სახლში ჯდომა აღარ შეეძლო, მაგრამ ვერც გარეთ გავიდოდა. ლილუ შეიძლება ნებისმიერ წამს დაბრუნებულიყო. ტელეფონი აიღო და ნაცნობი ნომერი აკრიფა. ნხევარ საათში კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში კოსტა შემოვიდა. -გისმენთ, ბატონო გიორგი, რა მოხდა?_ მიუგო და მის წინ სავარძელში ჩაჯდა -ლილუ დაიკარგა, დილიდან არ მინახავს, მისი ტანსაცმელი და ტელეფონი ხელუხლებელია, ვიცნობ მას და ასე უკითხავად არ გაქრებოდა. ვგრძნობ, რაღავ ჭირს და უნდა მაპოვნინო. იქნებ, დამეხმარო,_ მუდარა გაერია გიორგის ხმაში. -რა თქმა უნდა, ბატონო გიორგი, რა შემიძლია გავაკეთო? -ჩემდა სამწუხაროდ, დღემდე არ ვიცი ლილუ აქ რას აკეთებს, ვისთან მეგობრობს და ასე შემდეგ. ტელეფონით ვერაფერი გავარკვიე. იქნებ რამენაირად გავიგოთ ვინმესთან თუ მეგობრობს. თუ მის მეგობრებს ვიპოვით იქნებ ლილუც ვიპოვო,_ კოსტას ასეთი სასოწარკვეთილი უფროსი არასოდეს ენახა. -იცით, მგონი ვიცი ვისაც იცნობს ამ ქალაქში, არ მინდოდა ეს მე მეთქვა თქვენთვის, მაგრამ... -კოსტა, მორჩი მიკიბ-მოკიბვას, მითხარი. -დანიელს, დანიელ ახვლედიანს იცნობს, ერთად დავინახე და მგონი მთლად მეგობრული ურთიერთობა არ აქვთ. -საიდან დაასკვენი? -ლილუ ხელში ყავდა აყვანილი და ისე მიყავდა, ახლა მთავარი ისაა, რომ ლილუ დანიელ იცნობს,_ მიუგო კოსტამ, რომელსაც რცხვენოდა, რომ უფროსთან ამაზე ლაპარაკი მოუწია. თუმცა მთავარი იყო ლილუ გადაერჩინათ. სხვა შემთხვევაში ამას არ გააკეთებდა. გიორფი წამოდგა, კოსტას დაუბარა აქ დამელოდეო და სანამ ბიჭი რამის თქმას მოასწრებდა გარეთ გავარდა. ბიჭებს ჯერ კიდევ ვერ მოეფიქრებინათ რა ექნათ. ვერაფრით ხვდებოდნენ სად შეიძლებოდა იმ ბანდიტებს ლილუ და თორნიკე წაეყვანათ. უკვე ღამე იყო და ჯერ არაფერი ჰქონდათ გადაწყვეტილი. -თუ დილამდე ვერაფერი მოვიფიქრეთ, იქნებ მამას ვუთხრათ,_იდეა წამოაყენა ანდრეამ -თუ დილამდე სხვა აზრი არ დაგვებადა მეტი გზა არც გვექნება,_ დაეთანხმა იოანე ძმაკაცს. დანიელმა უხმოდ დააქნია თავი. მისი ტვინი გამალებით მუშაობდა და ათას ვარიანტს განიხილავდა. მათი დიალოგი მოსამსახურემ გაწყვიტა. -უკაცრავად, აქ ბატონი გიორგია წერეთელია მოსული, დეტექტივი და ბატონ დანიელთან შეხვედრას ითხოვს,_ მოახსენ და პასუხს დაელოდა. ბიჭებს სახეზე გაკვირვება გამოესახათ. დანიელმა შუბლი შეკრა, მაგრამ თვალები გაუნათდა. -იქნებ ჩვენი ერთ-ერთი გამოსავალი თავისი ფეხით მოვიდა აქ?_ მიუგო ბიჭებს დანიელმა და მოსამსახირეს ანიშნა შემოიყვანეთო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.