შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიღაცას უყვარდი შენ (თავი 1)


1-02-2017, 21:06
ავტორი Baterfly
ნანახია 1 768

შიშის სურნელი...დიახ,ზუსტად ამ სურნელს მოეცვა ის ბნელი,ნესტიანი ოთახი რომელშიც მე ვიმყოფებოდი,და მიზეზიც კი არ ვიცოდი რატომ."ჩემგან რა უნდათ?!" გამოდმებით ერთსა და იმავეს ვიმეორებდი და აცრემლებულ ლურჯ თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი.
- რა გინდათ ჩემგან?! - მთელი ხმით დავიყვირე და კარებს დავეჯაჯგურე, როცა მივხვდი რომ ყოველივე ეს ამაო იყო ღონემიხდილი კედელს ავეკარი და ნელნენა დავეშვი იატაკზე.ირგვლივ უკუნითი სიჩუმე გემეფებულიყო რაც მეტად მაფრთხობდა,კანკალმა ამიტანა.ვერაფერს ვხვდებოდი რა მინდოდა აქ? ნუთუ ეს ყოველივე სიზმარი იყო? და მე უბრალოდ ჩემს თბილ საწოლში ვიწექი, ისე როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ მდგომარეობაში და ვცდილობდი საკუთარი თავი დამერწმუნებინა რომ ეს უბრალო კოშმარი იყო.რომ გამეღვიძებოდა,ვისაუზმებდი,გამოვეწყობოდი და სკოლის გზას დავადგებოდი,და რაც მთავარია საყვარელ მშობლებს მხურვალე კოცნით დავასაჩუქრებდი.ყველაფერი თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა მაგრამ მწარედ შევცდი! ჩემი ბოლო იმედიც გადაიწურა როცა თვალები კარებიდან შემოვარდნილმა სინათლემ მომჭრა და ჩემს წინ მაღალი,ოდნავ წვერწამოზრდილი, მამაკაცი აისვეტა.
- ვინ ხარ და აქ რას ვაკეთებ?!ახლავე გამიშვით აქედან! ეს გაუგებრობაა! მე აქ არ უნდა ვიყო-შევეცადე შიში დამემალა და შეტევაზე გადავსულიყავი,სწრაფად მივაყარე კითხვები. საუკეთესო თავდაცვა ხომ თავდასხმაა? ამომიტივდა გონებაში საყვარელი ფრაზა
- ამას არ აქვს მნიშვნელობა-ისე მშვიდად და უემოციოდ მითხრა რომ ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ჩემი მოთმინებისა.- მანიაკო! ახლავე გამიშვი აქედან! რომელი სააუკუნეა? გიჩივლებ ამას არ შეგარჩენთ, არც შენ და არც შენს თანამზრახველებს! წამოვიკივლე გაწიწმატებულმა.ჩემს წინ მდგარ სილუეტს ხელი ვკარი და სინათლეს მივყევი- აქედან ვერსად გახვალ!- ისე დაიყვირა ჩემმა პოტენციურმა "მკვლელმა" ადგილზე გავშეშდი, მან კი ხელი მაჯაში წამავლო და ისე მაგრად მომიჭირა,ტკივილისაგან კვნესა აღმომხდა- მამაჩემს ვეტყვი ყველაფერს! - პატარა ბავშვივით ამოვისლუკუნე სასოწარკვეთილმა იმის გააზრების შემდეგ რაც ყველა იმედი იმის შესახებ რომ აქ შემთხვევით მოვხვდი და თავისუფლად შემეძლო წავსულიყავი, სადღაც გაქრა. ისტერიკულმა სიცილმა უფრო დამაფრთხო რომელმაც ბნელი ოთახი მოიცვა,სავარაუდოდ კი სარდაფი
- რამე ვთქვი სასაცილო?! ახლავე გამიშვი თორემ მაინც გვიპოვნიან და ... - და რა? - მიუხედავად სიბნელისა მაინც ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას- დაგიჭერენ! ციხეში ამოგალპობენ, არასრულწლოვანის გატაცებისთვის! მე კი სახლში დამაბრუნებენ! შენ გგონია ასე ადვილად გამოძვრები? იცი ციხეში რას გიზამენ? იქედან ცოცხალი ვერ გამოხვალ, ან სულაც გაწამებენ ან გაგატყავებენ! იცი რას ვფიქრობ? უკანასკნელი ზემოთ ხსენებულის ღირსი ხარ ნამდვილად!
- აზარტში შესული გონებაში ვხატავდი მისი წამების სცენას.რაც სიამოვნებას მანიჭებდა.- გეყოფა ყბედობა! გითხარი აქედან ვერსად გახვალთქო და ასეც იქნება!- გველივით დაისისინა, მისმა სიტყვებმა ყველანაირი იმედი ჩაკლა ჩემში- აქ მე არ უნდა ვიყო, გეშლებით ვიღაცაში! სასოწარკვეთილმა შევეცადე მისთვის ამეხსნა რომ მე ის არ ვიყავი ვინც უნდა გაეტაცებინათ, რადგან ამის მიზეზი არ არსებობდა, ის რომ ვინმეს ისე მოვწონდი რომ ჩემი მოტაცება უნდოდა თავიდანვე გამოვრიცხე.იქნებ ფულის გამოძალვა უნდათ მამაჩემისთვის? ეს ყველაზე რეალური ვარიანტი იყო - შენ სწორედ ის ხარ ვინც აქ უნდა იყოს! ხმადაბალი მაგრამ კატეგორიული იყო მისი სიტყვები- კი მაგრამ რატომ? რა დავაშავე? გამიშვით გთხოვთ მე არ ვიმსახურებ აქ ყოფნას, თუ თანხა გინდათ აუცილებლად მოგცემთ ოღონდ გამიშვით! არავის არაფერს ვეტყვი გეფიცებით. - შენი ფული არავის სჭირდება! მე სამართალს ვეძებ. ბოლო ხმაზე დაიყვირა ხელი იხეშად მკრა და გარეთ გიჟივით გავარდა მაგრამ კარების დაკეტვა არ დავიწყებია...
- ეს რა შარში ხარ ვიკა! აქ უნდა დაამთავრო შენი ცხოვრება! ამ სარდაფში! რატომ ღმერთო რატომ! განწირულმა წამოვიყვირე და კარებს რაც ძალა და ღონე მქონდა მუშტების რტყმა დავუწყე დათ ცხარე ცრემლებით ვტიროდი ჩემს უიღბლობას.- მომკლავენ აუცილებლად მომკლავენ, მიტუმეტეს თუ ფული არ სჭირდებათ სხვა რა უნდათ ჩემგან? რომელი იდიოტი გამოკეტავდა საყვარელ გოგოს ბნელ, ნესტიან სარდაფში და იმ ცხოველს შემოუშვებდა მასთან?უამრავი კითხვა მქონდა, პასუხი კი არცერთი....



...
ბავშვებო ვინაიდან და რადგანაც უპასუხისმგებლოდ ვეპყრობოდი ჩემთგის ძვირფას ისტორიებსა და შექმნილი უამრავი გვერდი პაროლის დავიწყების გამო დავკარგე ((მინდა ჩემს ყველა ისტორიას აქ მოვუყარო თავი,დაუსრულებელი ისტორიები კი საბოლოოდ დავასრულო ძალიან მიყვარხართ და დარწმუნებული ვარ საბოლოოდ დავიმკვიდრებ ადგილს როგორც ბათერფლაი



№1 სტუმარი lile

Raagac saintereso chans

 


№2 სტუმარი Anu kaa

კარგია ცუდი არაა

 


№3 სტუმარი Guest Mariamo

DzaaaaanPataraTavia :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent