say you love me
სიყვარული ეს დიდი ამოუცნობი ფენომენია რომელსაც განსაზღვრული განმარტება და მნიშვნელობა არ აქ, ასე ხდება ცხოვრებაში როდესაც ვინმე შეყვარებულია მუცელში პეპლებს გრძნობს, ბედნიერია და სურს რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდეს. ნატალია ყიფშიძის ისტორიაც სრულიად მოულოდნელად და გაუაზრებლად დაიწყო. მას სულ სჯეროდა რომ სადღაც მისგან შორს თუ ახლოს მისი სიყვარული არსებობდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები ნატალიამ წარმატებით ჩააბარა. -ვიკა შედეგები ნახე? - გახარებულმა დაურეკა ბავშვობის მეგობარ ვიკა ავალიანს . ეს ორი არაერთი ბიჩის ჩალურჯებული თვალის მიზეზი გამხდარა. - კიი ვნახე , ჯავახიშვილი 70 % შენ რა ქენი სად მოხვდი? - თავისუფალში 100% გრანტით. ნატალია, ვიკა და მათი სადაქალო შეთანხმებულები იყვნენ რომ შედეგების გაგების შემდეგ ბათუმში წავიდოდნენ და მთელი წლის დამღლელი სწავლის პროცესისგან განიტვირთებოდნენ. გოგონები ნატალია, ვიკა, სალო, თიკა და ნინია მეორე დღესვე ბათუმში წავიდნენ. მათი სამეგობრო წრე ხუთი გოგოსა და სამი ბიჭისაგან შედგებოდა. ისინი ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ. ამ შემთხვევაში გოგონებმა სანდრო, დემე და ნიკუშა გააფრთხილეს რომ ბათუმში მარტო წავიდოდნენ. მართალია ბიჭებს თავიდან ეს იდეა არ მოწონდათ ,თქვენ იქ მარტო კარგს არაფერს არ იზამთო. თუმცა გოგონებმა საბოლოოდ თავიანთ გაიტანეს. ბათუმი - მზე , ზღვა, გართობა , უახლოესი სადაქალო წრე, წარმატებით ჩაბარებული გამოცდები. რა არის ამაზე მეტი ბედნიერებისთვის საჭირო მალე გავიგებთ. გოგონები ნინიას სახლში დაბინავდნენ, საცურაო კოსწუმები ჩაიცვეს და სანაპიროზე გასასვლელად მოემზადნენ. მთელი დგე სანაპიროზე გაატარეს , ირუჯებოდნენ და საღამოს გეგმებს აწყობდნენ. საბოლოოდ საღამოს ბარში წასვლა და დალევა გადაწყვიტეს. გოგონები სახლში იყვნენ და ემზადებოდნენ. - ნატალია შენ იასამნისფერ კაბას თ არ იცვამ მათხოვე რა . -უთხრა თიკამ -არა და გათხოვებ უთხრა და კიბეებიდან კაბა გადაუგდო თიკას . როგორც იქნა წასასვლელად მოემზადნენ. ვიკას მანქანა სახლში დატოვეს და ბარში ტაქსით წავიდნენ. გოგონებმა ბევრი სასმელი შეუკვეთს. მალევე ნინიას არაჩვეულებრივი იდეა მოუვიდა. -აუ აი ეხლა ძალიან მაგარი რაღაც მოვიფიქრე. -გახარებულმა წამოიძახა. - აუუ რააა? თქვი . უთხრა ვიკამ. - მოდი სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ. - ეე მაგარია. სიხარულით შეხვდა ნატალია ნინიას ამ იდეას. გოგონემდა ბოთლი დაატრიალეს და პირველი სალო ამოვიდა. -სიმართლე თ მოქმედება. - გამომცდელი მზერა მიაპყრეს. -მოდი ჯერ სიმართლე იყოს. - ეე კაი მოდი გვითხარი ერეკლე რომ აქ იყოს შეურიგდებოდი? - აუ კიი . თქვა თვალებგაბრწყინებულმა. სალოს ამ პასუხს ოვაციებით შეხვდნენ. -ვაგრძელებთ. თქვა ვიკამ. შემდეგ ჯერზე ნატალია ამოვიდა. - აბა ნატა სიმართლე თუ მოქმედება? - მოდი მოქმედება იყოს. გოგონებმა ტაში დაუკრეს ნატას ამ თამამ გადაწყვეტილებას. - ნატა ბარში მყოფი ბიჭებიდან რომელიმესთან მიდი და ნომერი გამოართვი . თქვა სალომ. - აუ მეღადავები? - ასეთ დაუნდობლობასაც არ ელოდა. - კაი ბიჭი შენ აირჩიე. ერთგარ დათმობაზე წავიდნენ გოგოები. ნატალიამ ბარს თვალი მოავლო და საბოლოოდ არჩვენი მარტო მჯდომ ტელეფონზე მოლაპარაკე ბიჭზე გააკეთა. ერთი ჩაისუნთქა და მასთნ მივიდა ..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.