შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 17


1-02-2017, 22:43
ავტორი katiusha
ნანახია 4 282

.... როგორც ამბობენ ყველაფერ ცუდს აუცილებლად მოჰყვება რაღაც კარგი....ყოველი წვიმის შემდეგ ღრუბელი აუცილებლად გადაიყრის და გამოიდარებს, მზე გამოანათებს...ყოველი სიკვდილის შემდეგ ახალი სიცოცხლე დაიბადება... ყველაფერს აქვს დასაწყისიც და ყველაფერს აქვს დასასრული. მათ შორის დარდსაც. ეს ბუნების კანონია და ამას ვერაფერი შეცვლის....
ყოველ შემთხვევაში ამის უკვე დაიჯერა სოფომ. დაიჯერა რომ მის ცხოვრებაში ცუდი ეტაპი დასრულდა, ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდებოდა და ბედნიერება მასაც ეწვია...
რეზიმ რომ მიაკითხა უკვე მზად იყო. პატარა სპორტულ ჩანთაში ჩაეწყო თავის ნივთები და თამუნას ელოდა, რომელსაც ვერაფრით გადაეწყვიტა რა წაეღო და არც ბარგი ჰქონდა ჩალაგებული. ბოლოს სოფოს მობეზრდა მისი ლოდინი და მოთმინება გამოელია.
-დაუჩქარე რააა.
-ოჰ გელოდება უკვე შენი პრინცი ხოო და აღარ გვახსოვს უახლოესი მეგობარი.
-ოო კარგი რაა. ხომ იცი რომ ორივეს გაქვთ თქვენი ადგილი ჩემს გული.
-გაჩერდი ერთი არ შემიძლია ამდენი რომანტიკა.შენ ეს მითხარი ის იდიოტი მართლა არ მოდის?
-არა-თქო რამდენჯერ უნდა გითხრა. მხოლოდ ჩვენ მივდივართ და ზეზვა და მისი შეყვარებული მოვლენ. წავედი მე და გარეთ დაგელოდები. არ გვალოდინო, მალე გამოდი იცოდე.
-წადი ხო გაიქეცი მოგაკითხა შენმა რომეომ. მიაძახა თამუნამ სოფოს, რომელსაც უკვე აღარ ესმოდა მისი. ჩანთიანად კიბეზე ჩარბოდა საყვარელ ადამიანთან შესახვედრად.....
რეზო მანქანის კარებს იყო მიყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა, მალ-მალე დახედავდა საათს და უკვე მოთმინება ელეოდა გოგო რომ აგვიანებდა. ისიც გამოჩნდა. სიგარეტი ძირს დააგდო,. ფეხით გასრისა და მზის სათვალე შუბლზე აიწია რომ უკეთ შეეთვიერებინა გოგო, რომელსაც მოკლე, ღია ფერის ჯინსის შორტები ეცვა. თეთრი კეტები ამოეცვა და მის გრძელ სწორ ფეხებს უფრო მკვეთრად ლამაზს აჩენდა. ტანზე მისი შესაფერისი ღია ფერის მოკლე მკლავიანი ზედა ეცვა.შავი კულულები უწესრგოდ აბურდვოდა ერთმანეთში და გრილი ნიავი უწეწავდა თმას. შავი რეიბანები ცხვირზე დაეკოსებინა, ზურგზე სპორტული ჩანთა მოეკიდებინა. კისერზე კი ქენონის პროფესიონალი ფოტოაპარატი და ნელი ნაბიჯებით და ღიმილით მიდიოდა რეზოსკენ
-ვაუუ. წაუსტვინა ბიჭმა და მობილური მოიმარჯვა რომ მისთვის სურათი გადაეღო. სოფო ადგილზე გაშეშდა.-რას აკეთებ?
-სურათს ვიღებ.ერთი ნორმალური ფოტო ხომ უნდა მქონდეს შენი. აბა ის რა არის იმ დღევანდელ ფოტოებს რომ ვუყურებ კოშმარია.
-მასხარა ხარ.-გაეცინა სოფოს და ახლა მან მოიმარჯვა ფოტოაპარატი.-ისე სიმპატიურად გამოიყურები და ამ სპორტულ ფორმაში რომ არ დაგაფიქსირო ვერ ვაპატიებ ჩემ თავს. თქვა და აპატარი გააჩხაკუნა
-მოიცა თამუნა მოვიდეს და პირველ ერთობლივ ფოტოს ის გადაგვიღებს,- თქვა რეზომ და მასთან მისულ გოგოს ჩაეხუტა. მერე ცხვირი მის თმაში ჩარგო და მისი სუნელი შეისუნთქა.
-მაგიჟებს ეს სუნი და მაგიჟებ შენ,თან წარმოდგენაც არ გაქვს როგორ?
-მე კიდევ შენზე ვგიჟდები,-უთხრა სოფოს, თან პირველად და ასე თამამად. ხელები გაშალა და წელზე შემოხვია, თავისზე ერთი თავით მაღალ ბიჭს ახედა და გაუღიმა. პასუხად რეზომ ცხვირზე აკოცა და მასაც გაეცინა.მაგრამ მერე თამუნას მოჰკრა თვალი და გაოცებულმა გაახედა სოფოც. ისიც გაოგნდა და მერე ორივეს გაეცინათ.
-ეს ასე აპირებს წამოსვლას?
-ალბათ.
-შენ რა ყველაფერი მოგაქვს რაც კი გაქვს?-ჰკითხა.გოგოს რაც კი ჰქონდა ყველაფერი ერთ დიდ ჩემოდანში ჩაეწყო და ძლივს მოაგორებდა.
-ვერ ავარჩიე რა წამომეღო და რა მექნა. უპასუხა შეწუხებული ხმით.
-შენ ტანსაცმელი ვერ შეგირჩევია და შენი შესაფერისი და ქმარს შეარჩევ?-გაეხუმრა რეზო.
-რეზიკუნა შენ რაღაც ძალიან გახარებული და ამჩატებული მეჩვენები დღეს და ხომ არ გინდა უცებ დაგანარცხო დედამიწაზე?-თამუნამ მის წინ დადო ჩემოდანი და დოინჯი შემოიყარა.-არ გაგატან ჩემს დაქალს ცოლად და ეგ იქნება.
-მე და სოფოს ამ თემაზე ჯერ არ გვილაპარაკი ჩემო კარგო, მაგრამ როცა ამას დავგეგმავთ დამიჯერე შენ არ დაგეკითხები. -უპასუხა რეზომ
-გეყოთ ეხლა კინკლაობა თორემ ვაგვიანებთ. -ჩაერია სოფო.-მოვიდა შუადღე
რეზომ დათმო ისევ. ჩემოდანს და სოფოს ჩანთას დასწვდა, საბარგულში მოათავსა. გოგოებიც მანქანაში ელოდნენ. სოფო მის გვერდით იჯდა. ისიც საჭეს მიუჯდა და ნელ-ნელა დაძრა მანქანა ადგილიდან
დიდხანს არ გაგრძელებულა მათი მგზავრობა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ რეზომ მანქანა ანანურში ერთ -ერთ სახლთან გააჩერა. გოგოებმა ფანჯრიდან გაიხედეს და შორიდან შეათვალიერეს სახლი. რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.შორიდან კარგად მოჩანდა წითელი აგურით ნაშენები სამსართულიანი სახლი აივნებით და ფართო ვერანდით.
რეზომ რკინის წიშკარ გააღო და მანქანა ეზოში შეიყვანა. სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილს გააჩერა და გადავიდა.
-მოვედით, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ.
-ძალიან ლამაზია აქაურობა. აუზიც არის ნახე სოფო.-აღფრთოვანებული იყო თამუნა.
-კარგად გავერთობით. დაეთანხმა ისიც.
-ეს ჯერ კიდევ არაფერია.სახლშიც ბევრი გასართობია.
-ის შენი იდიოტი მეგობარი სადაც არ იქნება ყველაგან კარგად გავერთობით. ხომ ნამდვილად არ მოდის?დაეჭვებით ჰკითხა თამუნამ
-არა,-მოკლედ უპასუხა რეზომ და ჩემოდნები მანქანიდან გადმოიღო და სწრაფად გააქანა კიბეებისკენ რომ რამე არ წამოსცდენოდა თავისი ოინის შესახებ. გოგოებიც უკან მიჰყვნენ თან სახლის შესწავლას განაგარძობდნენ.
-აი იქ ჩემი საყვარელი ადგილია. ანიშნა რეზომ მესამე სართულზე.
-იქ რა ხდება?
-იქ ჩემო სოფო გასართობი ოთახია ბილიარდი, სახლის კინოთეატრი. კარაოკე...
-ახლა ვხვდები საიდან იცოდი ის სიმღერა ისე კარგად
-ხშირად ვიკრიბებოდით აქ მეგობრები და ერთად კარგ დროს ვატარებდით, დროთა განმავლობაში კი ყველა სადღაც გაქრა. მეც გადატვირთული რეჟიმი მქონდა უკვე, აღარ ვიყავი თავისუფალი, საქმიანი გავხდი და ასე შემოვრჩით მე დათა ერთმანეთს. დანარჩენები კი თავის გზაზე წავიდნენ.
-ალბათ ასე ჯობდა. ასეთი მეგობრები მაინც არაფერში გამოგადგებოდა. დრომ ყველაფერი და ყველა თავის ადგილზე დააყენა. ისინი დროზე ჩამოგაშორა სანამ რამე ცუდი მოხდებოდა. ჩემგან განსხვავებით. მათი გვერდში დგომა რომ დამჭირდა ყველამ ზურგი შემაქცია მხოლოდ თამუნა დამრჩა. შეიძლება ვთქვა რომ მისი წყალობით მეორედ დავიბადე.
-შეხედე უკვე ყველაფრის ათვისებას ცდილობს.. მაგრამ ისე მინტერესებს საღამოს ის რომ ჩამოვა რას მოიმოქმედებს.
-მეორედ მოსვლა იქნება. გაეცინა სოფოს.
-მე ის მაინტერესებს რატომ არიან ასე?რატომ არ უტყდებიან ერთმანეთი რომ მოსწონთ.?რატომ ჩხუბობენ ძაღლი და კატასავით?ან ჩვენ რატომ არ ვართ ასე?
-ჩვენ დიდები ვართ და იმიტომ ისინი კი ჯერ ისევ ბავშვობაში არიან ჩარჩენილები. გადაიკისკისა სოფომ და პასუხად რეზოსგნა კოცნა მიიღო.
-მეტი ვეღარ მოვითმინე. გაეცინა მასაც...
მალევე დაბინავდნენ. ბექაურმა გოგობს ოთახი აჩვენა და მარტო დატოვა რომ ამობარგებულიყვნენ. მერე ერთი ოთახი ზეზვასთვისაც მომაზადეს. კესო ასე ერქვა მის შეყვერბულს გოგოების ოთახში მოთავსდებოდა. ამასობაში მოსაღამოვდა და მოშივდათ კიდეც. გოგოებმა საჭმლის მომზადება დაიწყეს. თამუნამ პიცა გამოცხო. სოფომ სალათები მოამზადა რეზომ კი ეზოში კოცონი დაანთო მწვადის შესაწვავად. მერე გოგოებმა სუფრა გაშალეს ვერანდაზე. ყვლაფერი მზად ჰქონდათ როცა ეზოში მანქნა შემოვიდა. თამუნამ მაშინვე იცნო ვინც მოვიდა და მტრული მზერა სტყორცნა ჯერ იმ წუთას ეზოდან დაბრუნებულ რეზოს და მერე მეგობარს. სოფომ მხრები აიჩეჩა არაფერი ვიცოდიო.
-აკი არ მოვაო. იკითხა დაბნეულმა. მაგრამ მეტი ვერაფერი მოასწრო.მაშინვე გამოჩნდა დათაც და უკან კესო და ზეზვა ბარგით ხელში.
-გეგონათ არ მოვიდოდით?-გაიკრიჭა დათა და იატაკზე დააგდო ჩანთა. ჯერ სოფოს მიესალმა და გადაკოცნა მერე ძმაკაცს ჩამოართვა ხელი.თამუნასთან შედგა და სერიოზული სახით იკითხა.
-ამ არსებას აქ რა უნდა? აკი არ იქნებაო? თან თითი მისკენ გაიშვირა
-არსებას გაჩვენებ მე შენ. მაშინვე წამოეგო ანკესზე თამუნა.-ეს შენზე უფრო ითქმის.
-ვაიმე ლაპარაკიც შეუძლია. შეხტა სასაცილოდ დათა.-რა საინტერესო რამეა...
-მე ... მე... თამუამ ვერაფერი მოიფიქრა, თვალს მომდგარი ცრემლი შეაჩერა. მობრუნდა და ოთახში გავარდა.
-კარგი რაა, რატომ გააბრაზე?რა გინდოდა?-უსაყვედურა ძმაკაცმა.
-მეტის ღირსია.
-კარგით რაა. რა დაგიშავა ასეთი რომ ასე ექცევი?უკვე მეტისმეტია.
-ეს ჩვენ ვიცით რძალო, არც ერთი არ ჩაერიოთ?
-რძალო?-ერთხმად წარმოსთქვეს რეზომ და სოფომ.
-აუფ ისე გაიკვირვეთ თითქოს რამე უცხო ვთქვი. თითქოს არც ერთმა არ იცით რომ ერთმანეთის იქით გზა არ გაქვთ. დათამ ხელი აუქნია, ჩემოდანს დასწვდა და ისიც ოთახისკენ წავიდა.
-ჰო მაგრამ ეს ხომ... ადრეც....უნდოდა ეთქვა ადრეც ასე იყო მაგრამ არ მეღირსაო და მალევე გაჩუმდა, მიხვდა რომ რეზოს ეწყინებოდა,თან წარსულის გახსენება აღარ უნდოდა. ის სამუდამოდ უნდა დაევიწყებინა.არასოდეს აღარ ეხსენებინა.
-ეჰ დათა, დათა დამაყენებენე ეს ხალხი აქ. გაბრაზდა საკუთარ თავზე მერე რეზო და ზეზვას მიუბრუნდა.
-სოფო კესოს დააბინავებს, ჩვენ კი მწვადი შევწვათ, თორემ მომკლეს მთელი დღე მშიერი.
-წავიდეთ. ზეზვა უკან აედევნა ბექაურს, რომელსაც თავის სამწავდე ეჭირა და ნელი ნაბიჯებით ჩადიოდა კიბეზე.
თამუნა საწოლზე იწვა და ხმას არ იღებდ.ა მოწყენილი იყო და ძლივს იკავებდა თავს, რომ არ ეტირა. ოთახში სოფო და კესო რომ შემოვიდნენ გვერდი იცვალა და თვალები დახუჭა, ვითომ ეძინა. კესოს თავის საწილი აჩვენა და მერე მეგობარს მიუბრუნდა.
-ვიცი არ გძინავს. ჩამოჯდა საწოლზე. მან ხმა არ გასცა.-არ წამოხვალ?ვივახშმოთ?
-არ მინდა.მადა დავკარგე.
-კარგი რაა, ნუ იბუტები, წამოდი თორემ იფიქრებს რომ გაიმარჯვა.
-შენ იცოდი და არ მითხარი რომ მოდიოდა?გადმობრუნდა და საწოლში წამოჯდა ის.
-კი ვიცოდი. და მინდა გითხრა რომ ეს მე და რეზომ მოვაწყეთ. რომ თქვენი კინკლაობისთვის აღარ გვეყურებინა და რამე გაგერკვიათ,მაგრამ როგორც ჩანს აქაც არ აპირებთ უკან დახევას არც ერთი.
-თქვენ ამისთვის მერე მოგთხოვთ პასუხს. იმ ვაჟბატონს კი დღეს სეირს ვაჩვენებ.
მთელ ამ საუბარს ჩუმად უსმენდა კესო, რომელიც მესამე საწოლზე ჩამომჯდარიყო
-შეიძლება რაღაც ვთქვა?
-როგორ არ შეიძლება?ნებართვა რაში გჭირდება. გაეცინა სოფოს.
-მე თქვენთან შედარებით ბავშვი ვარ. თქვენ ჩემზე მეტი რამ გინახავთ ცხოვრებაში. მე აქაუროობასაც არ გავცდენილვარ. მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავი თბილისში, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი, რომ სადაც არ უნდა წახვიდე და ვისაც არ უნდა შეხვდე, ვინც არ უნდა იყო, არასოდეს არავის არაფერი შეეხვეწო ზედმეტად და არც არავის არ დაუხარო თავი. საკუთარ თავზე წინ არავინ არ უნდა დააყენო
გოგოებმა გაოცებულებმა შეხედეს ჯერ ერთმანეთს, მერე კი ამ პატარა გამოუცდელ. ცხრამეტი წლის გოგოს, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებდა, მაგრამ საორცად გონიერი და დინჯი იყო.
-შენ ძალიან კარგი გოგო ხარ კესო და ცხოვრებაში ბევრსაც მიაღწევ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არაფერ შუაში არაა,სიამაყე რა შუაშია როაცა უბრალოდ წესივრად ვერ საუბრობენ ერთმანეთში. არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან და ხომ შეიძლება ცივილიზებულად ილაპარაკონ და მოიქცნენ?
-ეგ კი სოფო, მაგრამ შენ რა იცი რომ მათ შორის არაფერი არაა?იმ შეყვარებული წყვილივით უყურებენ ერთმანეთს სისულელეზე რომ იკამათებენ და მერე შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა ორივეს უჭირს.
-ჩვენ არ ვართ შეყვარებულები. თქვა თამუნამ.
-მომავალი წინ გაქვთ. მე და ზეზვაც ასე ვიყავით, სულ ცდილობდა გავემწარებინე.ხან რას გააკეთებდა და ხან რას, რომ ჩემი ყურდღება მიექცია არადა რა იცოდა რომ უკვე გულში მყავდა მეც ჩავარდნილი. გაეცინა კესოს და ორივე აიყოლია.
გოგოებს საუბარი აღარ დასცალდათ. კარზე რეზომ დააკაკუნა და უთხრა რომ მათ ელოდნენ. ისინიც უკან აედევნენ. თამუნა ბოლოს გამოვიდა. გასვლის წინ სარკეში ჩაიხედა, თმა შეისწორა და საკუთარ თავს გაუღიმა კმაყოფილმა....
ვახშამმა საერთო მხიარულებაში ჩაიარა. თამუნამ და დათამ ამ საღამოს რამდენიმე საათით ზავი დადეს და ერთმანეთის მიმართ კომენტარი არ გაუკეთებიათ. გაიხსენეს მხიარული ამბები. ბავშვობის დროინდელი თუ დიდობის.. ერთი ორი ჭიქაც დალიეს. გოგოებმა თავი შეიკავეს და მხოლოდ რამდენიმე ყლუპით შემოიფარგლენ.
ვახშმის შემდეგ ბიჭები მესამე სართულზე განმარტოვდნენ, გოგოები კი სუფრის ალაგებას შეუდგნენ. საქმეები გაინაწილეს რომ არ გადაღლილიყვნენ. სოფოს წურჭლის დარეცხვა შეხვდა, რაც ასე ძალიან ეზიზღებოდა, მაგრამ უარი ვერ თქვა. ბიჭებმა ბილიარდის თამაში დაიწყეს. ზეზვა უხერხულად გრძნობდა თავს. იქვე შორიახლოს, სავარძელში ჩამოჯდა და მათ თამაშს უყურებდა.
-ზეზვა მანდ რას დამჯდარხარ? მოდი აქეთ.-დაუძახა რეზომ და მუსიკა დაბალ ხმაზე ჩართო. ოთახში ნაზი მელოდია გაისმა.
-მე თამაში არ ვიცი-შერცხვა ბიჭს.-ასეთ რაღაცეებს არ ვარ მიჩვეული...
-ზეზვა მომისმინე. მხარზე ხელი მოხვია ბექაურმა და მაგიდისკენ წაიყვანა.-ჩათვალე რომ შენ ხარ ჩვენი პატარა ძმა.ნუ მოგერიდება ჩვენი და ნურც იმის რომ რაღაც არ იცი.ისწავლი.. გასწავლით.. რა პრობლემაა. ყველა რაღაცას ვსწავლობთ ცხოვრების ბოლომდე..
-აბა რაა ძმაო. ახლავე გასწავლით აქ არ ვართ. გაიჭიმა დათა.
ზეზვასთვის გაკვეთილი რთული არ აღმოჩნდა. წესები გაიგო, მაგრამ დარტყმა ვერაფრით აითვისა, გაუჭირდა. ბიჭები ამხნევებდნენ და აუხსნეს რომ ამას გამოცდილება სჭირდებოდა და ამას დროსთან ერთად მიიღებდა.მალე მობეზრდა მას და მეგობრებს დაუთმო ადგილი.
-აი ახლა ნახავთ ნადვილ თამაშს. კლასს გაჩვენებთ.-ხელები აღმართა დათამ და ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს არენაზე იყო და მაყურებელს ესალმებაო.
-მოდი ნიძლავი დავდოთ და ისე ვითამაშოთ. შესთავაზა რეზომ.
-მშვენიერი აზრია.-დაეთნხმა ისიც.
-თუ მე მოვიგე შენ თამუნას ხმას აღარც გასცემ და შეურაწყოფას აღარ მიაყენებ. აღარ იჩხუბებთ.
-მე არ წავაგებ და ვერც მაგას ეღირსები. იმას მაინც გავამწარებ,.-გაეცინა დათას
-ნუ ხარ ასე ამაყი და საკუთარ თავში დარწმუნებული თორემ ნახავ ერთხელაც ამას მწარედ ინანებ. ეს არაერთხელ მითქვამს შენთვის.
-მოდი ეხლა არ გვინდა ამაზე საუბარი. მითუმეტეს მე თუ მოვიგე ხმას აღარ ამოიღებარც ამაზე და არც შერიგებაზე, სულ რომ დავხოცოთ ერთმანეთი.
-ზედმეტი არ მოგივიდეს იცოდე. გააფრთხილა რეზომ და თამაში დაიწყეს. ისე შევიდნენ ეშხში რომ სულ დაავიწყდათ გოგოები, რომლებიც ქვემოთ ელოდნენ მათ გამოჩენას, ისინი კი საქმით გადაღლილები ამაოდ ელოდნენ მათ. ისე იყვნენ გართულები თამაშში.
-მოვიგეე, ესეც ბოლო ბურთი. შეჰყვირა დათამ და კიის დაეყდნო.
-ფუ შენი დედაც.. გაბრაზდა რეზო და ჯოხი დააგდო.
-ესენი აქ რა დღეში არიან და ჩვენ ტყუილად ველოდებოდით. შემოლაგდნენ ერთმანეთის მიყოლებით გოგოები ოთახში
-უი რამხელა დრო გავიდა, სულ დაგვავიწყდა ისე გავერთეთ თამაშში. დაასწრო ყველას და პასუხი გასცა რეზომ
-მაშინ ჩვენც გავერთობით. თქვა თამუნამ და ლუდის ბოთლები და ჭიქები შეათამაშა ხელში.
-შენ დალევას აპირებ?
-კი და იმედი მაქვს დღეს ნერვებს არ მომიშლი, თორემ თუ დავლევ შენთვის დავლევ და დღეს მწარედ განანებ ყველაფერს თვალები დააბრიალა თამუნამ გაცეცხლებულმა
-დღეს გაპატიებ იმიტომ რომ აი ამაზე ვგიჟდები,- თქვა დთამ და ჭიქას დასწვდა რომ ლუდი ჩამოესხა.სწორედ ამ დროს თამუნაც დაიხარა მაგიდისკენ, ვერ მოზომეს და ერთმანეთს თავებით დაეჯახნენ, თან ისე მტკივნეული იყო ეს რომ ორივემ ხმამაღლა შეჰყვირა და ხელი მტკივანი ადგილებისკენ წაიღეს.
-თავი გაქვს თუ ხე?-შეუღრინა თამუნამ.
-შენ დამეტაკე ჩემი რა ბრალია. გულწრფელად დაიბნა დათა.
ამასობაში გოგოებმა ჩიფსები. მიწის თხილი და კრეკერები მოიტანეს ლუდზე მისაყოლებლად,მაგიდაზე დააწყვეს და ჩამოსხდნენ. თან ისე გააკეთეს რომ სოფო რეზოს მიუჯდა გვერდით, კესო ზეზვას და თამუნას სხვა გზა არ დარჩენოდა ბუზღუნით ჩამოჯდა დათას გვერდით, თან მტკივან ადგილს იზილავდა.
-სპეციალურად მოაწყვეთ ხომ?
-მოისვენე ცოტა ხნით. არ ვიკბინები გოგო
-რომ მოგცე უფლება მიკბენ, ეჭვი არ მეპარება და ამდენს რომ ლაპარაკობ გირჩევნია დამისხა მეც მინდა ლუდი. ბოლოსდაბოლოს მე მოვიტანე.
დათამ ბუზღუნით ჩამოუსხა ლუდი და წინ დაუდგა. თამუნა დასწვდა და ერთი მოყუდებით გამოცალა.
-ეეე ყოჩაღ შენ.ამდენი თუ შეგეძლო არ ვიცოდი.
-აუ დათა უკვე წყობიდან გამოგყავარ და მოდი იქნებ შეწყვიტო ჩემი გამოწვევა. დღეს უბრალოდ სოფოს და რეზოს ვცემ პატივს და მაგიტომ არ გეუბნები არაფერს და იქნებ მიხვდეს შენი ტვინი ამდენს. გაბრაზებულმა უთხრა თამუნამ
-კარგი ხმას არ ამოვიღებ. ხელები ამიწევია.
-სასაცილოები ხართ. ბავშვები ..
-სამაგიეროდ თქვენ ხართ დიდები ჩემო რეზიკუნა...
-ოჰ თამო თამო. შენ რომ ენა არ გქონდეს,- გაეცინა მას...
-ასე ხო არ ვიქნებით. მოდი რამე ფილმს ვუყუროთ?-წამოაყენა იდეა რეზომ
ეს აზრი ყველას მოეწონა და სასაცილო კომედია ჩართეს. დიდ ეკრანზე ერთად უყურებდნენ, თან ლუდს მიირთმევდნენ და მისაყოლებელს აყოლებდნენ. ერთობოდნენ, იცინოდნენ. დრო ისე გაეპარათ და ისე მოვიდა შუაღამე რომ ვერც მიხვდნენ. მერე კესოს ძილი მოერია, თამუნას კი სასმელი. დათას ჩამოადო თავი და ძილმა წაიღო. ვერც ფიქრობდა სად იყო. ყველას ეცინებოდა ჩუმად. დათამ ანიშნა წადით დაიძინეთო და მათაც მარტო დატოვეს . ცოტა ხანს უყურა ბიჭმა მის სახეს. ტელევიზორის სინათლე სახეზე ეეფინებოდა და უფრო სასიამოვნო შესახედს ქმნიდა ეს სიბნელე და მბჟუტავი განათება. მის სახეს აკვირდებოდა. მის ნაკვთებს სწავლობდა., ახლა დააკვირდა და შეამჩნია რომ ტუჩს ზემოთ ღია ყავისფერი ხალი ჰქონდა.ფრთხილად გააცურა ხელის თითები მის სახეზე. ლოყაზე ჩამოუსვა და მიეფერა. გოგო არ შერხეულა ისე ეძინა. ცოტა ხანს ასე იყო. მერე ხელი მოხვია მხარრზე. მკერდზე მიიხუტა, კომფორტულად მოთავსდა და თვითონაც დახუჭა თვალები.....


რეზომ საწოლში იწრიალა, მაგრამ ვერაფრით დაიძინა. ადგა,ჩაივა. ორი თბილი პლედი აირო და გარეთ გავიდა ეზოში.ტელეფონი ამოიღო
-გამო რა ცოტა ხანს გარეთ. ოღონდ თბილად ჩაიცვი. ცივა. მისწერა შეტყობინება სოფოს.
გოგო ახალ ჩაძინებული იყო, მაგრამ მაინც გაიგო ზარის ხმა. ცალი თვალით წაიკითხა მესიჯი და პასუხი დაუბრუნა.
-ღამის ორი საათია არ გეძინება? ის იყო ისევ უნდა ჩასძინებოდა, რომ კვლავ ტელეფონმა შეახსენა თავი.-რომ იცოდე რა ლამაზი ღამეა.გპირდები დიდხანს არ გაგაჩერებ. სოფომ საბოლოოდ დააღწია თავი ძილს. პიჟამოზე თბილი ხალათი მოიცვა. ფეხები ჩუსტებში წაყო და ფრთხილად გავიდა ოთახიდან რომ არავინ გაეღვიძებინა.
რეზო ჰამაკში იყო წამოწოლილი. თბილი პლედი მოეხურა და ნელა ქანაობდა. სოფო მიუახლოვდა და მის წინ გაჩერდა.
-მოდი ჩემთან. წამოჯდა და ნაპირისკენ მიიწია რომ გოგოც ჩამჯდარიყო. გაეღიმა და გვერდით მიუჯდა. ერთი პლედი მუხლებზე გადაიფარეს, მეორე კი ზურგზე და ასე მიეხუტნენ ერთმანეთს. ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ, ხმას არც ერთი არ იღებდა
-ხომ არ გცივა?
-არა რეზი შენს გვერდით კარაგდ ვარ. რა შემამცივნებს.
-ხო გითხარი ლამაზი ღამეა-თქო, ნახე ახედე რა ლამაზია ცა, ვარსკვლავები.
-რეზიიი ნახე ვარსკვლაი ჩამოვარდა. მოდი ჩავიფიქროთ. თვალები დახუჭე.
-შენ ამ ბავშვური რაღაცეების კიდევ გჯერა?-გაეცინა იჭს.
-გაჩუმდი და ჩავიფიქროთ. ოღონდ არ თქვა რა ჩაიფიქრე. როცა ახდება მაშინ გავუმხილოთ ერთმანეთს. აბა ერთი ორი და სამი...
ორივემ თვალები დახუჭა და სურვილი ჩაიფიქრა.
-ყველაზე მთავარი სურვილი, ოცნება და საჩუქარი შენ ხარ ჩემთვის.- უთხრა რეზომ და გოგოს გაყინულ ტუჩებს დაეწაფა. ამ დროს ხომ აქ საშინელი სიცივე იცოდა. ზაფხულის მიუხედავად.
-ამისთვის დამიძახე ხომ?-გაეცინა გოგოს.
-შენ რა გგონია ესაა მთავარი ჩემთვის?ან ამის გარეშე არ არსებობს ქალის და მამაკაცის ურთიერთობა?
-არ ვიცი. ეს შენ უნდა მითხრა.
-რა თქმა უნდა ეს ყველაფერი,კოცნაც ჩახუტებაც, ვნება, სექსი, ყველაფერი თან ახლავს ქალის და მამაკაცის ურთიერთობას. მაგრამ ეს იმ ადამიანთან რომელიც გიყვარს, რომელსაც შენი ცხოვრების მეგზურად თვლი, რომელთანაც გინდა რომ მთელი ცხოვრება გაატარო და შენი სულის ნაწილად აქციო ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე ვიღაც გამვლელთან, ერთჯერად ქალთან ან თუნდაც საყვარელთან. შენ გგონია ქალები მაკლდა ცხოვრებაში ან სექსი?
-არა,პირიქით. მგონია რომ ისინი საკმოდ იყვნენ შენს ცხოვრებაში და მეშინია მათ რიცხვს არ შევუერთდე. ამას ვეღარ გადავიტან გესმის? ვერ გავუძლებ. საბოლოოდ მომკლავ.
-ასე არ მოხდება. არასოდეს ვყოფილვარ იდეალური. საერთოდაც ამ ცხოვრებაში იდეალური არავინაა, მაგრამ იმის განსხვავება კარგად შემიძლია რა მინდა შენგან და რა მინდა ნებისმიერი სხვა ქალისგან.მე შენ მინდიხარ. შენთან ყოფნა მინდა. მინდა ყოველ საღამო თუ არა ხშირად მაინც ვიყო შენთან ასე ჩახუტებული და შენ სურნელს ვგრნობდე. შენით ვტკბებოდე. შენი სული, შენი ხასიათი შევისწავლო და ერთმანეთს უკეთ ვიცნობდეთ.
-მეც მინდა შენი ახლოს გაცნობა. მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე. რა გიყვარს. რა მოგწონს. რას ვერ იტან.. რითი ერთობი არ რითი ხარ გატაცებული....
რეზოს გაეცინა...
-მე აი ამ ქალით ვარ გატაცებული, ვინც ახლა ჩემს გვერდით ზის....იცი პირველად როდის დაგინახე?ან რატომ დავინტერესდი შენით?
-ნწ.. თავი გააქნია ღიმილით სოფომ.
-მე და დათა სასტუმროს ბარში ვიჯექით და ვსაუზმობდით, უცებ კარი გაიღო და დავინახე როგორ შემოვიდა ერთი ანგელოზი, გადაკვეთა მთელი დარბაზი, გაიარა ჩემს წინ და უცნაური სურნელი დატოვა... უცნაური, რომელიც არ გავდა არც გუჩის სუნამოს, არც ნინა რიჩის და არც ნებისმერ სხვა ძვირადღირებულ რომელიმე ბრენდს. მერე მივხვდი რომ ეს არც სუნამო იყო და არც არაფერი. ეს უბრალოდ სოფლის სუნი იყო, სხვადასხვა ხილის, ბოსტნეულის და ყვავილების ერთმანეთში არეული.-რეზოს გაეღიმა....
-მოიცა ეხლა დავფიქრდე ..შენ იყავი ის იდიოტი მაშინ რომ ნერვები მომეშალა?
-იდიოტიო?
-ხო. მე სერიოზული საქმე მქონდა და პრობლემები, გარეთ ხალხი მშიერი იყო და ესენი კიდევ აქ სკდებიან ფულის ტომრები-თქო გავიფიქრე და თქვენსკენ გამოვიხედე..
-აი ეგ მახოსვს. პირველად მაშინ დავინახე შენი თვალები. მასში საშინელი ტკივილი და იმედგაცრუება ამოვიკითხე. თავიდან მეგონა მე ვიყავი მიზეზი იმ ერთი წამის ხმამაღალი სიცილის გამო, მაგრამ მერე მივხვდი რომ ცხოვრებაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი რამეები გქონდა გადატანილი.
-მართლა?ეგ საიდან ან როდის დაასკვენი გენიოსო?
-ზუსტად არ ვიცი როდის. ალბათ მაშინ როცა ეზოში იჯექი ხოლმე და ფიქრობდი. რამდენჯერმე შევამჩნი რომ იტირე კიდეც.
-მითვალთვალებდი?
-რა ვქნა მიზიდავდი ასეთი იდუმალი რომ იყავი. არაფრით არ ჰგავდი სხვა გოგოებს...სხვა ხარ
-რეზიიი მე მეშინია... მომავლის...სწორედ ამის გამო რომ მე სხვებს არ ვგავარ
-რატომ?
-ჩემი პრობლემის გამო... ქალისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დედობაა და მე ამას ვერ შევძლებ.
-ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე. დღეს მედიცინა წინ წავიდა, სასწაულები ხდება. ეს შენ არ გესწავლება. და ყველაფერს გავაკეთებთ რომ შვილი გვყვდეს, თუ არ გამოვა ვიშვილებთ და ეგაა. მე შენ მიყვარხარ... შენ მინდიხარ და შენთან მინდა ყოფნა..
-ბედნიერი ვარ შენ რომ გაგიცანი...იცი თავიდან შენზე გაბრაზებული ვიყავი.. არ ვიცოდი რომ იმ მშენებლობის მეპატრონე იყავი და რომ გავიგე მუშებს ფულს არ აძლევდით და გაანთავისუფლეთ და მერე ის ამბებიც მოხდა. საშინელი წარმოდგენა მქონდა და ახლა მიხარია რომ ასე არ აღმოჩნდა.
-ახლაც მახსოვს და ახლა როცა ვიხსენებ როგორ ივაჟკაცე იმ ნანგრევებში. ახლაც ცუდად ვხდები.. მართლა დღემდე არ მიკითხავს შენთვის რისი ექიმი ხარ.
-მე ორი პროფესია მაქვს მეან-გინეკოლოგი... ჯერ ცხრა თვის განმავლობაში, მუცლადყოფნის პერიოდში ვზრუნავ პატარებზე და მერე ვეხმარები ამქვეყნად მოვლინებაში... ეს საოცრებაა.. სასწაული.. პიველად ბავშვის გულისცემა რომ მოვისმინე სიხარულისგან იატაკს ფეხს ვერ ვაკარებდი... ეს უნდა გამოსცადო, ისე ვერ გაიგებ... ახლაც მახსოვს პირველი მშობიარე... რთული არ იყო...ყველაფერი მალე დასრულდა და საოცრება იყო. გოგო დაიბადა. ჩემს პატივსაცემად სოფო დაარქვა და მერე მოვნათლე კიდეც რომ გაიგო ჩემი პირველი დამოუკიდებელი მშობიარობა იყო....
სოფო აღფღთოვანებული ლაპარაკობდა... თვალები უბრწყინავდა, ვერც კი მიხვდა ისე დაბრუნდა წასულში, წამებში გაირბინა წარსულის კადრებმა მის წინ ...
-არ გენატრება ეს ყველაფერი?ასე ადვილად დათმე?
-შვილის სიკვდილის მერე ვერ შევძელი მუშაობის გაგრძლება, თავს ძალას ვატანდი.სიზმრებში სულ მესიზმრებოდა. უკვე კოშმარები მტანჯავდა. წესივრად ვეღარ ვიძინებდი... რამდენიმე შეცდომა დავუშვი, კიდევ კარგი გამოუწორებელი და საშიში არც ერთი არ იყო. ამიტომ დროულად მივატოვე ყველაფერი და წამოვედი....ახლა მენატრება. შეიძლება ოდესმე დავბრუნდე. არ ვიცი არაფერი არ ვიცი... ერთი თვის უკან იმას ვერც წარმოვიდგენდი რომ დღეს აქ ვიქნებოდი შენს გვერდით, მაგრამ აქ ვარ. ასე რომ არ ვიცი რა იქნება მომავალში... შეიძლება ერთ კვირაში ავდგე და დავბრუნდე ან ერთ წელში.. არაფერი არ ვიცი,,,ახლა მთავარი ისაა რომ დღეს შენს გვერდით ვარ ბედნიერი...
-მე კი შენს გვედრით ვარ ბედნიერი და მიხარია რომ არსებობ...ზოგ ქალს სული აქვს ლამაზი და ეს უნდა დაინახო... ზოგს სხეული და ესეც კარგია. მაგრამ შენ ორივე საკმარისად ლამაზი გაქვს და მე ამით ორმაგად... ასმაგად ბედნიერი ვარ....ბიჭი გოგოს მოეხვია და თვალები დახუჭა


************************
დილით თამუნას კივილმა გააყრუა ყველაფერი. დათას თავი ისე სტკიოდა რომ თვალების გახელაც ეზარებოდა, მაგრამ ისე კიოდა რომ სხვა გზა არ ჰქონდა.
-შენ ლატარიაში მოგიგე?რას შემჭამე სულ ჩემს გვერდით ხარ და ჩემთან გძინავს. პატარა ბალიშს დასტაცა ხელი და თავში უთავაზა ისედაც უძილო დათას.
-ეეე გოგო შენ გაგიჟდი?მე რა დაგიშავე მადლობის მაგიერია?ჩემს მხარზე დაგეძინა და ვიფიქრე არ გავაღვიძო თქო და გათენებამდის ადგილიდან ვერ გავინძერი. სხეული ისე მტკიოდა გამიბუჟდა ყველაფერი. რა გაკივლებს?
თამუნა მაინც არ ცხრებოდა. გაბრაზებულმა დათამ ხელი სტაცა. ორივე ხელი გაუკავა. დივანზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა. ამაზე სულ გადაირია და ფართხალი დაიწყო, მაგრამ ისე ძლიერად ჰყავდა დაჭერილი, არაფერი გამოუვიდა.
-ახალ აღარ ხარ ხომ დიდ გულზე?ახლა რატომ აღარ კივიხარ?
-ხელი გამიშვი შე არაკაცო.
-არასოდეს გესმის. არასოდეს აღარ დამიძახო არაკაცი. არასოდეს აღარ მომაყენო შეურაწყოფა, თორემ უარესს დაგმართებ. ვინ ხარ?საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენა რომ გაქვს და ყველაფრის უფლებას აძლევ თავს? დაუღრლიალა დათამ ისე რომ კედლებმა ლამის ზანზარი დაიწყო. თამუნა შიშისგან მოიკუნტა და საცოდავად ამოიკნავლა.
-გამიშვი მტკივა.
-ახლა გაგიშვებ მაგრამ დრო მოვა და უარესად გეტკინება...ძალიან გეტკინება ისე რომ ინანებ და არ გიშველის სინანული. ნელ-ნელა შეუშვა ხელი და ჩამოჯდა. გოგომ რამდენიმე წამი ასე დაჰყო, მერე კი წამოხტა და ისევ თავის სტიქიაში გადაეშვა. დარჩენილ ლუდს ხელი დასტაცა., დათას დაადგა და თავზე დაასხა მთლიანად.
-ეეე რას აკეთებ? წამოხტა ის.
-ესეც შენ. არ დაუთმო თამუნამ და გაქცევა დააპირა, მაგრამ დათამ გზა მოუჭრა.ხელი დასტაცა. ტომარასავით მოიდგო ზურგზე, არად აგდებდა მის ყვირილს რომ გაეშვა. ასე ჩაუქროლეს აივანზე მჯდარ და ტკბილად მოსაუბრე ბიჭებს და აუზისკენ აიღო გეზი.
-დამსვი.რას აკეთებ?გაგიჟდი?ჯერ დილის ცხრა საათია.ცივი წყალი იქნება, გავცივდები.
-არ მაინტერესებს. შენ თავს დააბრალე, შენ გამომიწვიე.
-გთხოვ დათა. შეეხვეწა თამუნა ამჯერად სერიოზულად.
-უკვე გვიანია ქალბატონო. განაჩენი გამოტანილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ამის დასრულება და ორივე ერთად აღმოჩნდნენ აუზში. აუზი საკმაოდ ღრმა იყო. დათამ ხელები გაუშვა და კიდისკენ გაცურდა. რატომღაც ეგონა თამუნამ ცურვა იცოდა. ჩამოჯდა და ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. უყურებდა და დასცინოდ.
-მიშველე დათა ვიხჩობი... სასაცილოდ აფართხალებდა ხელებს და წყალში ხან ჩაიძირებოდა, ხან თავს ამოყოფდა და სიტყვებს ისროდა.
-რაო რა მითხარიი?... ვერ გავიგე?ბოდიშს მიხდი?... მემასხარავები?... იხრჩობი არა ის... ვეღარ გამაცურებ....
-მიშველე დათა... მართლა ვიხრჩობი.... ესღა მოახერხა ეთქვა. თუმცა ის უკვე ამოსული იყო აუზიდან და უკან მოდიოდა...კიბესთან რომ მივიდა სოფო შეამჩნია.
-სად იყავი?ამ დილაადრიანად იბანავე?
-შენ მეგობარმა გამომიწვია და აუზში ჩავაგდე.-უპასუხა სიცილით დათამ
-რა ქენი? -სახეზე ფერი ეცვალა სოფოს.-სად არის თამუნა?
-აუზში ჩავაგდე და იქ დავტოვე.
-მართალს ამბობ??მოაჯირს დაეყრდნო სოფო.-
-რა მოხდა რა ფერი გაქვს?
-ცურვა არ იცის დაიხრჩობა.. იყვირა სოფომ
-მე მეგონა მეხუმრებოდა.... ღიმილი შეეყინა დათას სახეზე. ელვის სისწრაფით მოტრიალდა და მთელ იძალით გაიქცა აუზისკენ.-თამუნაააა.- იყვირა მთელი ხმით დ აუზში გადაეშვა. სანამ დანარჩენები გონს მოეგნენდა მივიდნენ დათას უკვე უგონო თამუნა ამოყვანილი ჰყავდა წყლიდან და შეზლონგზე დაეწვინა.
-თამო.. თამო გონს მოდი გთხოვ.. თამო გაახილე თავლები... თამოო..
-გამატარე.. მივარდა სოფო და მაშინვე პულსი გაუსინჯა. ამოისუნთქა შვებით ცოცხალი იყო.... მაშინვე ხელოვნური სუნთქვის ჩასატარებლად მოემზადა. გულის მასაჯი გაუკეთა...
-ერთი... ორი... სამი.. მიდი თამო გთხოვ, მიდი ამოისუნთქე....არაფერი მოხდარა .. უბრალოდ შეგაშინა....ერთი ..ორი... სამი....ერთი... ორი.. სამიი...
-რამე რომ მოუვიდეს იცოდე ვერ გადამირჩები.ხომ გაგაფრთხილე? უჩურჩულა რეზომ დათას რომელიც დამნაშავე ბავშვივით ატუზულიყო და გულში ლოცულობდა რომ გადარჩენილიყო.
-ვიცი მაპატიე. ზედმეტი მომივიდა. მაგრამ რას წარმოვიდგენდი....
უცებ თამუნამ ძლიერად ამოისუნთქა და წყალი ამოუშვა პირიდან. გონზე მოვიდა.
-ცოცხალი ხარ,- ჩაეხუტა სოფო, მანაც ძლიერად მოხვია ხელები მეგობარს.-
-საშინელება იყო... ჩამეხუტე გთხოვ....ტირილი დაიწყო მან.
-ოთახში წაგიყვანთ. სულ სველი ხარ, გამოიცვალე. თორემ გაცივდები. ბიჭებო მომეხმარეთ.
მაშინვე დაიძრნენ მისკენ დათა და რეზო.
-შენ არ მომეკარო. აქედან გაეთრიე.-იკივლა მან.
-მაპატიე ვერ წარმოვიდგენდი რომ ცურვა არ გეცოდინებოდა
-არ მჭირდება შენი ბოდიში. არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა. დათამ მაშინვე დატოვა იქაურობა და დარცხვენილი გაუჩინარდა ოთახში. კარი ძლიერად მიხურა და ნერვიულად დაიწყო ოთახში ბოლთის ცემა.
-არ იდიოტი ვარ, ნამდვილი იდიოტი. ეს როგორ დამემართა.რას ვერჩი იმ გოგოს?რამე რომ მოსვლოდა რა მექნა მერე. საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებდი.-სინდისის ქეჯნა ტანჯავდა მას...მერე მაგიდაზე რაც იდო და რაც ხელში მოხვდა ხელი დასტაცა და კედელს მიახეთქა.

საუზმემ მშვიდობიანად ჩაიარა. თამუნა ოთახში დარჩა და დაძინება გადაწყვიტა.არც დათა გამოსულა ოთახიდან. სცხვენოდა მათთან თვალის გასწორების.მშვიდად და წყნარად ისაუზმეს. გოგოებმა სუფრა აალაგეს.დასვრილი ჭურჭელი დარეცხეს და ვერანდაზე დაბრუნდნენ.
-ახლა რა ვქნათ?იქნებ უკან დავბუნდეთ.დუმილი დაარღვია კესომ
-ოო კარგით რაა. ცოტა ხანი დავაცადოთ და აი ნახავ ისევ ძველებურად იქნება ყველაფერი.
-რაღაც არ მგონია სოფო.
-ასეა რეზი ასე. აი ნახე ჩემი ნათქვამი თუ არ ასრულდეს.
-მაშინ მოდი ჩვენ რამით გავერთოთ.
-მართლია ზეზვა . ჩვენ გავისერინოთ. წყალსაცავზე ჩავიდეთ, ეკლესიაში წავიდეთ. გავისერინოთ ბუნებაში, დანარჩენი მერე გადავწყვიტოთ.-თქვა რეზომ
მოსამზადებლად ათი წუთიც არ დასჭირვებიათ. მანქანაში ჩასხდნენ და გეზი ჟინვალის წყალსაცავისკენ აიღეს. თამუნას ეძინა და აღარ გააღვიძეს. არც დათასგან ისმოდა არაფერი...
-იმედია უკან რომ დავბრუნდებით ერთმანეთი არ ეყოლებათ დახოცილები.თქვა სოფომ
-მეორე რაუნდი იწყება.-დაამატა რეზიმ და მის ნათქვამზე ყველას გულიანად გაეცინა...


ექსკურიამ ანანურში წარმატებით ჩაიარა. მოიარაეს და დაათვალიერეს ყველაფერი რაც კი სანახავი იყო. დატკბნენ ჟინვალის წყალსაცავის მიმდებაზე ტერიტორიაზე ულამაზესი ადგილებით. მოილოცეს ეკლესია. გადაიღეს უამრავი ფოტო და ბოლოს მიხვდნენ რომ საშინლად მოშიებოდათ. იქვე წყალსაცავის მიმდებარედ ლამაზი ადგილი შეარჩიეს საჭმელად. ბიჭები მაშინვე შეშის მოსატანად შევიდნენ ტყეში, გოგოები კიდევ ცოტა ხანს დასეირნობდნენ და ფოტოების გადაღებას განაგრძობდნენ. ამასობაში ზეზვამ ცეცხლი ააგიზგიზა. რეზომ სამწვადე შამფურზე წამოაცვა. ცეცხლი რომ ჩანაცრდა ნაკვერჩხალზე შემოაწყო. გოგოებმა მაქანაში მუსიკა ჩართეს. ხმამაღლა აუწიეს და ცეკვა დაიწყეს. მათ შემხედვარე ბიჭებს ეცინებოდათ. ბედნიერი სახეებით შეჰყურებდნენ ორივე ჩუმად და ღმერთს მადლობას უხდიდნენ მათი გაცნობისთვისთვის.
-ეჰ აქედანვე მოგვიწევს შეგუება ამათ სიგიჟეებთან ზეზვა. ამოიოხრა რეზომ და გაეცინა
-მართალი ხარ რეზო რა გვეშველება?
-არ ვიცი. მოგვიწევს მათი გაძლება მთელი ცხოვრება.
-იცი ასეთი სოფო არასოდეს მინახავს. პირველად ვხედავ ასეთ მხიარულს და ბედნიერს. თითქოს გამოცვალეს. სულ სხვაა. ბედნიერებას ასხივებს. ადრე ძალიან მეცოდებოდა რომ ვხედავდი ისე ცუდად იყო. სიცოცხლე აღარ უნდოდა. მისთვის ყოველი დღე სიკვდილის ტოლფასი იყო.ყოველ დილას იმედით იწყებდა, მაგრამ ყოველ საღამოს კვდებოდა. როცა თავის თავთან მარტო რჩებოდა. იმედი ჰქონდა დაკარგული. შენ მას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნე, ხელახლა დაბადებაში დაეხმარე.
-ვიცი ზეზვა ვიცი. მომიყვა რაღაცეები თავის წარსულზე. ყველაფერს გავაკეთებ მისი ბედნიერებისთვის. არაფერს დავიშურებ რომ მის სახეზე ღიმილი არასოდეს წაიშალოს. მინდა სულ იღიმოდეს.მეც სხვანაირი გამხადა მასთან ურთიერთობამ. მეც შევიცვალე.
-იცი და რომ მყოლოდა ვინატრებდი მისნაირი ყოფილიყო.ერთგული, თბილი, მოსიყვარულე. ყველას გასაჭირი გულთან მიაქვს და ყველას ეხმარება ვინც შეიძლება დახმარება სთხოვოს.
ბიჭებს საუბრის გაგრძელება აღარ დასცალდათ. სოფო მიაუხლოვდა და გაბრაზებული სახით წინ დაუდგა ორივეს.
-კიდევ დიდხანს გელოდოთ?
-თქვენ მორჩით ცეკვას?-სიცილით ჰკითხა რეზომ.
-კი და თქვენ გელოდებით.
-აბა გაშალეთ სუფრა და ხუთ წუთში ჩვენც შემოგერთდებით,- შეუძახა ზეზვამ
სოფო უკან გამობრუბდა. კესოს რაღაც უჩურჩულა. ისიც მაშინვე გამოცოცხლა და მანქანის საბარგულისკენ გაჰყვა სოფოს. იქიდან პარკები ამოალაგეს. სუფრა პირდაპირ მინდორზე დააფინეს და ზემოდან სახლდახელოდ მომზადებული ბუტერბროტები, შოთები. კიტრი-პომიდორი და სხვადასხავა ხილი დაალაგეს. ამასობაში ბიჭებმა მწვადები შემოამატეს და ქეიფი გააჩაღეს. პირდაპირ შუა მინდორში ჩამოსხდნენ მოსალხენად.ერტობ სასიმოვნოც იყო ზაფხულის გრილი სიო და ჩრდილში ქეიფი.
-ნეტავ ისინი რას შვებიან?-თქვა სოფომ
-არ ვიცი სოფ. ალბათ სიმშვიდეა რადგან ჯერ არც ერთი არ რეკავს.
-ჩვენ დავურეკოთ რეზო. ბოლოსდაბოლოს ისინიც აქ უნდა იყვნენ.
-მართალი ხარ ზეზვა შენ. ახლავე დავურეკავ. რეზომ მობილურზე დათას ნომერი აკრიფა და დაელოდა სანამ უპასუხებდ.
-ისე სოფო მიკვირს ასე ორი განსხვავებული პიროვნება მეგობრები როგორ ხართ.
-შენ თამუნას კარგად არ იცნობ ზეზვა და ასე ამიტომ ამბობ. სულ სხვანაირია მეც მიკვირს ასე რატომ იქცევა,
-მე ვიტყვი რატომაც.-თქვა კესომ.- დათა მოსწონს და არ იცის როგორ მოიქცეს. როგორ მიახვედროს. როგორ დაიჭიროს თავი და ასე იმიტომ იქცევა რომ თავის იცავს იმედგაცრუებისგან და ტკივილიგან რაც შეიძლება მოუტანოს ამ ურთოიერთობამ
-ასე რატომ ამბობ კესო?რა იცი იქნებ დათასაც მოსწონს?რატომ უნდა მოუტანოს ტკივილი?გაუკვირდა ზეზვას
-ხო მართალი ხარ საყვარელო. არც მე არ ვიცი არც თამომ და ასე რომ ჰგონია იმიტომ იქცევა
-ასეა თუ ისე მალე ვნახავ ორივეს შეცვლილს. ნახავ ერთმანეთზე ისე გადაირევიან ერთ წუთსც ვერ გაძლებენ ერთმანთის გარეშე. უხილავი ძალით ხდება იმ ადამინების გადაბმა. ვისაც ერთმანეთთან შეხვედრა უწერია. ეს ძაფი შეიძლება გაიწელოს. აიბურდოს, მაგრამ არასოდეს გაწყდეს. ისინი მაინც ერთად იქნებიან, გადალახავენ ყველა ქარიშხალს და დაწყნარდებიან. ჩაამთავრა თავის სათქმელი კესომ. პატარა იყო მაგრამ ამხელა აზრები ჰქონდა. ასეთი გონიერი იყო. ყველაზე მეტად მას ესმოდა სიყვარულის და ყველაზე კარგად ის გადმოსცემდა.ყველამ შეაქო . მან დაიმორცხვა. ზეზვამ შეიფერა რომ გვერდით ასეთი გოგო ეყოლებოდა.
-აბა რა ქენი რეზი დაურეკე?
-კი და მალე მოვლენ. უპასუხა მან...
-ცალი თვალით შემახედა იქ რა ხდება. გაეცინა სოფოს....

*************
დათა თავის ოთახში იყო წამოწოლილი და მომხდარზე ფიქრობდა. საერთოდ განვლილ ორ კვირას აანალიზებდა რაც თამუნას შეხვდა და მას შემდეგ მოსვენება აღარ ეღირსა. თავს დამნაშავედ გრძნობდა, ნაწილობრივ მისი ბრალიც იყო გოგოს რომ არ უთმობდა და მის გამოხტომებს იგივეთი პასუხობდა. თუმცა ბოლომდე არ თვლიდა თავს დამნაშავედ. აბა საიდან ეცოდინებოდა რომ თამუნამ ცურვა არ იცოდა? ხომ არ დაესიზმრებოდა? მან გამოწვია და პასუხიც გასცა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად მაინც გადაწყვიტა ბოდიში მოეხადა როცა დაბრუნდებოდნენ. თუმცა მერე გადაიფიქრა და ოთახში დარჩა. იქიდან მხოლოდ მაშინ გამოვიდა როცა კუჭმა შეახსენა თავი. თამამად გამოაღო მაცივარი, იქ ისეთი არაფერი დახვდა რომ შიმშილი დაეკმაყოფილებინა. ნამცხვარი მოიჭრა, ცივი წვენი ჭიქაში ჩამოისხა და ვერანდაზე გამოვიდა.სუფთა გაერზე დაჯდომა ამჯობინა....

თამუნას რომ გაეღვიძა ტელეფონს დახედა მაშინვე. შუადღე მოსულიყო. სოფოს მისთვის შეტყობინება დაეტოვებინა. ერთ ხანს ისევ ლოგინში ინებივრა.თავი სტკიოდა და ამცივნებდა. არადა ზაფხული იყო. თბილი მოსახამი მოისხა და ოთახიდან გამოვიდა. იცოდა მარტო იყო. იფიქრა დათაც მათ წაჰყვებოდა და ისიც თამამად დააბიჯებდა ოთახებში. სამზარეულოში შევიდა.ჩაიდანი შემოდგა გაზქურაზე. მანამდე ნამცხვარი მოიჭრა, თეფშზე დადო. ჭიქაში ცხელი ყავა ჩამოასხა და ვერანდისკენ წავიდა. მასაც სუფთა ჰაერზე ყოფნა მოუნდა. თვალებს არ დაუჯერა როცა იქ დათა დაინახა. ერთ ხანს თავის ოთახში დაბრუნება დააპირა, მაგრამ მერე გადაიფიქრა. სანამ ყოყმანობდა ბიჭმა შეამჩნია და გაუღიმა დაუძახა მოდი ერთად ვისადილოთო და უხეხულად იგრძნო თავი. გარეთ გავიდა. მის წინ დაიკავა ადგილი და თვალებში გამომცდელად მიაშტერდა. ჩუმად სვავდა ყავას.
-ისე როგორ ხარ?-მშვიდად ჰკითხა დათამ
-კარგად.უფრო სწორად თავი მტკივა ცოტა და მამცივნებს, ალბათ ვცივდები.
-გინდა წამალი მოიტანო?
-უკვე დავლიე. მალე იმოქმედებს და გამივლის, მაგრამ მაინც მადლობა შეწუხებისთვის.
-არ ვწუხდები. .. გინდა წვენი მოგიტანო ან რავიცი რამე?
-არა დათა არ არის საჭირო, ნუ წუხდები.დანაშაულის გამოსყიდვას არ გთხოვ. დამშვიდდი და დამაცადე უბრალოდ მშვიდად დავლიო ყავა.
-არ ვცდილობ არაფერს. მითუმეტეს დანაშაულის გამოსყიდვას შეს წინაშე. ამერია სათვალავი უკვე რა ანგარიშია. აღარ ვთამაშობ. სერიოზულად უპასუხა ბიჭმა.-ვაღიარებ მოიგე.
-მე არ მინდოდა.. ამოიკნავლა თამუნამ და გაჩუმდა. არც თავის გამართლება უნდოა და არც დათმობა. რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად იყო, მერე დათამ ვერ მოითმინა და ისევ ჰკითხა
-ასე რატომ იქცევი?
-როგორ?ვერ მივხვდი.
-როგორ და რატომ ცდილობ რომ წყობიდან გამომიყვანო? რატომ ცდილობ გამომიწვიო და გამაბრაზო?რატომ მიქმნი შენზე ისეთ წარმოდგენას თითქოს გატუტუცებული გოგო იყო?
-ისევ გინდა ვიჩხუბოთ?არ გეყო დილანდელი?-წამოეთო თამუნა
-არა უბრალოდ მაინტერესებს მიზეზი გავიგო.თან დილანდელი შენი ბრალი იყო და ნუ მაბრალებ რაღაცეებს.არ მოგბეზრდა ეს ყველაფერი?
-არ გაბრალებ. მაგრამ არც შენ არ მაკლებ. არც შენ არ მითმობ.
-კარგი გასაგებია რომ არ მოგწონვარ. სიმართლე გითხრა არც მე მეხატები გულზე, მაგრამ ხომ შეიძლება ნორმალურად მაინც ვილაპარაკოთ?ცივილიზებული ადამიანებივით?ისე რომ არ ვიჩხუბოთ?ერთმანეთს ნერვები არ მოვუშალოთ?ჩვენი მეგობრების ხათრით მაინც?სოფოს გამო გიტან. თორემ ისე შენ საერთოდ არ ხარ არაფრის ღირსი.
-მეც მათი ხათრით გიტან.-არ ჩამორჩა თამუნა. პასუხად დათას ირონიულად ჩაეცინა.
-აჰა კიდევ. შანსს ხელიდან არ უშვებ. რომ არ მიკბინო. ვიცი რომ იდეალური არ ვარ. ვიცი მეც მომდის შეცდომები. არასოდეს მდომებია რომ იდეალური ვყოფილიყავი. მეც მეშლება რადგან ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ. მიყვრს ქალები. მათთან გართობა. დროს ტარება. მაგრამ შენთან ეს არასოდეს მდომებია. მეტიც სხვანაირად გიყურებდი. შენ კი ?შენ კი რა გააკეთე საერთოდ დამაკარგვინე წარმოდგენა შენზე.. შინაბერა კაპასი.. გაანჩხლებული ქალივით იქცევი. რატომ?რატომ არ მანებებ თავს?
-მე... მეე. დაიბნა თამუნა ისე რომ სიტყვებს ვერ პოულობდა. სინდისის ქეჯნას გრძნობდა რომ ასე აწყენინა ბიჭს. გაბრაზდა საჯუთარ თავზე რომ ბიჭს ისეთი წარმოდგენა შეუქმნა როგორიც არ იყო.მერე უთხრა:
-ვერ ვიტან შენნაირ თავმომწონე, ამაყ ტიპებს, რომელსაც თავი სამყარის მბრძანებელი ჰგონია. რომელიც ფიქრობს რომ ქალი სულელი, შტერი არსებაა და როგორც უნდა ისე გამოიყენებს. გაერთობა მათან და მერე ისე წავა უკან არ მოიხედავს. ქალის ისე უყურებენ როგორც მონადირე მსხვერპლს. მოინადირებენ და მერე წავლენ ისე რომ უკან არ მოიხედავენ.
-რატომ თამო რატო? რატომ ფიქრობ ასე? მე მოგეცი ამის მიზეზი რომ ასე გეფიქრა? მე არასოდეს მდომებია შენი მონადირება. პირიქით შენთან ნორმალური ურთიერთობა მინდოდა.ცუდად არასოდეს მიფიქრია შენზე. პირველად ამდენი წლის მანძილზე შემოგხდე ისე რომ ვიფიქრე ამ გოგოსთან ნორმალური ურთიერთობას ავაწყობ და იქნებ რამე გამოგვივიდეს თქო. მაგრამ ვხვდები რომ საერთოდ არ უნდა მეფიქრა ასე. საერთოდ არ უნდა გაგკარებოდი. მაშინვე უნდა დაემჭირა შენგან შორს თავი, როცა გაგიცანი. მაშინვე შეგატყვე რაც იყავი .სხვანაირი და არ უნდა შემეტოპა.დამეტოვებინე შუა ქუჩაში. ვინ მაძალებდა. რას გამოგეკდე იმ ღამეს? რას ვიტკივებდი აუტკივარ თავს? შენ მაინც უმადური ხარ. საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავ. ინანებ .. ვიცი ამ ყველაფერს ინანებ...ისე ძალიან ინანებ რომ სიმწრისგან ალბათ თითებს დაიჭამ...მოგინდება ყველაფრის გამოსწორება, მაგრამ, ყველაფერი გვიან იქნება. როცა შენს შეცდომას მიხვდები ვეღარაფერს ვეღარ გამოასწორებ.....მე კი ამ დღეს დაველოდები და მაშინ დავტკბები ამ დღით.. დათამ დაასრულა სათქმელი და თითქოს შვებით ამოისუნთქა. უსასრულობას გაუშტერა თვალი და აღარ უყურებდა თამუნას რომელიც გაფითრებული იჯდა.
-მორჩი? სულ ეს იყო? -წამოროშა უცებ.და მაშინვე მიხვდა რომ კიდევ ერთი სისულელე თქვა.
-დაგღუპავს ეგ სიამაყე. ჩაეცინა ბიჭს ირონიულად.-ერთ დროს მეც ასე ვიყავი.და ისე მწარედ დამანარცხეს მიწაზე აზრზე რომ მოვედი უკვე გვიანი იყო სინანული.
-რატომ იმას არ ნანობ რომ პირველი კოცნა მომპარე? რატომ იმას არ ნანობ რომ სულში შემომეჭერი? ამაფორიაქე და ვეღარ ვწყნარდები? იქნებ შენ ხარ ამის მიზეზი ასე რომ ვიქცევი? წამოხტა უცებ თამუნა და დაუყვირა
-რააა? -თვალები გაუფართოვდა დათას. -შენ მართლა არავისთვის გიკოცნია? მეგონა მეხუმრებოდი.
-იდიოტი ხარ ეს როგორ იფიქრე? როგორ შემეძლო ვინმეს მივკარებოდი და მითუმეტეს მეკოცნა როცა გრძნობები არავის მიმართ არ გამაჩნდა. სანამ გაჩნდებოდა მანამდე მტოვებდნენ და მიდიოდნენ ჩემგან .რომ ხვდებოდნენ ჩემთან ვერ გაერთობოდნენ. თამუნამ თვალს მომდგარი ცრემლების შეჩერება ვეღარ შეძლო და ატირდა. მობრუნდა წასვლა დააპირა, -როგორც ჩანს მართლა არაფერი გამგვივა. ან როგორ ვიფიქრე ეს რომ გამოგვივიდოდა. ახლა მხოლოდ იმიტომ ავიტან შენს სიახლოვეს რომ რეზის ვცემ პატივს.
თ ამუნამ ოთახში შესვლა დააპირა, მაგრამ კართან დეწია დათა. თავისკენ მოატრიალა,.
-შეიძლება კი არა ისე მომეწონე მზად ვიყავი ყველაფერი გამეკეთებინა შენთვის. შენ კი.. შენ კი ყველაფერი გააფუჭე შენი გამოხტომებით.. არადა როგრო ვგიჟდები ამ სუნზე ამ თვალებზე. შენს სხეულზე...
თამუნა ბიჭსს მიეკრო ინსტიქტურად და ბოლო ხმაზე ატირდა.
-სუუ ნუ ტირიხარ.... ეფერებოდა თმაზე და ამშვიდებდა. გოგომ წელზე შემოხვია ხელები და ისიც მიეკრო ძლიერად. ვერ გაიგო როგორ გახსნა მობილურზე მოსული შეტყობინება ბიჭმა უცებ სახე გაუნათდა. ხელი გაუშვა და უთხრა.
-მიდი, ჩაიცვი მივდივართ.
-სად მივდივართ?
-რეზიმ მომწერა, ბუნებაში არიან პიკნიკზე და ჩვენ გველოდებიან.
-შენთან ერთად უნდა ჩავჯდე მანქანაში?
-ნუ გეშინია არ შეგჭამ.
-რომ მიკბინო?-ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა თამუნა
-ვერ გავრისკავ შენ ისეთი შხამიანი ხარ მეშინია ვაქცინა რომ ვერ ვიშოვო?-გაუღიმა დათამ გულწრფელად.გაბრაზებულმა თამუნამ ცხვირწინ მოუხურა კარები.
********************
პიკნიზე წასულებს უკვე საკმაოდ მოელხინათ, რამდენიმე ჭიქაც დაელიათ და თავს კარგად გრძნობდნენ. ყველასთვის მოულოდნელი იყო როცა ზეზვამ ფანდური ამოიღო მანქანიდან და ნამდვილი მთიულური სიმღერები შემოსძახა. მას კესოც აჰყვა და კარგი დუეტი გამოუვიდათ. ასე არ უნდაო ახლა სოფომ გამოიდო თავი და ზეზვას სთხოვა რასაც გეტყვი ის დაუკარიო. უჩურჩულა და ბიჭმა მაშინვე შუსრულა სურვილი.
:"ახ ტურფავ, ტურფავ..."შემოსძახა სოფომ. რეზი არ აჰყვა თორემ მანაც კარგად იოდა ეს სიმღერა. რაც დრო გადიოდა უფრო რწმუნდებოდა რომ მათი შეხვედრა ტყუილად არ მომხდარა. ეს ბედს უნოდოდა ასე... ან უფლის ნება იყო.. რაც გინდათ ის დაარქვით მაგრამ კესოს ნათქვამი სწორი გამოდგა. ადრე თუ გვიან არეული გზები მაინც იკვეთება და სწორდება.
სოფომ სიმღერა რომ დაამთავრა სწორედ მაშინ გაჩერდა მანქანა და იქიდან თამუნა და დათა გადმოვიდნენ.წინ გოგო მოდიოდა უკან კი დათა მოყვებოდა.
-თქვენ ცოცხლები ხართ?როგორ მოახერხეთ გადარჩენა?-ყველას დაასწრო რეზიმ
-თქვენ უკვე მოგისწრიათ დალევა და გართობა...გეტყობათ როგორც გედარდებოდით.-წაჰკბინა თამუნამ
-მე არაფერ შუაში ვარ. თქვენ გამოიწვიეთ.-ხელები ასწია დათამ.
-იყავით ეკლესიაში უკვე?
-კი თამო ჩვენ ვიყავით,- უპასუხა კესომ
-წამოდი ჩვენც წავიდეთ სანთლები დავანთოთ და მერე შემოვუერთდეთ.
-კარგი დათა წავიდეთ,-დამთბარი ხმით უთხრა თამუნამ.ისე რომ მასაც გაუკვირდა და დანარჩენებსაც.
-ეს რა იყო?ჰკითხა როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ.
-რა?
-როდის აქეთ დატკბი?
-სოფო ისე მიყურებდა თვალებით მთხოვდა იმედია აღარ იჩხუბებთო და მეც მისთვის გავაკეთე, მზად ვარ ზავი დავდო შენთან.
-მიღებულია, ჩაეღიმა დათას და გულში გაიფიქრა.-ცოტას გაწვალებ და მერე ჩემი გახდები....
სანთლები იყიდეს და ეკლესიაში დაანთეს. გვთისმშობლის ხატის წინ გულმზურვალედ ილოცა თამუნამ. მერე ყველა ხათთნ ჩამოიარა ემთხვია სანთელი დაანთო. მოილოცა. მერე იქაურობის დათვალიერებას შეუდგა. ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი. საოცარი სიმშვიდე დაეუფლა. მერე ზემოთ ავიდა კოშკზე და აქედან გადახედა სილამაზეს რაც მის თვალწინ გადაიშალა. წყალსაცავიდან მომავალმა ნიავმა თავსაბურავი მოსტაცა და თმა აუწეწა. ვერ დაიჭირა. ის გაფრინდა და დათას ჩაუვარდა ხელში. რომელიც იქვე აახლომახლო იდგა და თამუნას ყურებით ტკბებოდა სულ არ აინეტერესებდა არაფერი ირგვლივ. გოგო გულში უვარდებოდა მაგრამ ამას არ აგრძნობინებდა.
თამუნამ შეჰყვირა და თავშალს გაეკიდა. მაგრამ შორს წასვლა არ დასჭირვებია. დათა გამოჩნდა და მას მოჰქონდა. ბიჭი მიაუხლოვდა. წინ დაუდგა. ხელებში მოიქცია და თავზე მოახურა. მხრებზე გადაუწია. შეუსწორა და გაუღიმა.
-ასე უფრო კარგია.
-მადლობა. -უთხრა თამუნამ და საწყის ადგილს დაუბრუნდა. დათა გვერდში ამოუდგა და ისიც უხმოდ გაჰყურებდა.
-ძალიან ლამაზია.-თქვა თამუნამ
-შენც ლამაზი ხარ-უპასუხა ისე რომ გვერდით არ გაუხედავს
-შენ ხომ თქვი აღარაფერს აღარ გეტყვიო
-კი გითხარი მართლაი ხარ. მაგრამ ამჯერად თავს ვერ ვაჯობე
-რატოვ ვჩხუბობთ დათა?რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ ბედნიერები ვიყოთ?
-ბედნიერები?-გაკვირვებით შეხედა ბიჭმა?
-შენ ვერ გაიგე.-უკან დაიხია გოგომ.-ანუ ბედნიერად ვიცხოვროთ მათთან ერთად-თქო მინდოდა მეთქვა.
-იმიტომ რომ შენ ყველაფერს აფუჭებ. მიკვირს პაციენტებთან როგორ მუშაობ.
-ჩემს პაციენტებთან სულ სხვა ვარ. სხვანაირი. ძალიან დამყოლი და თბილი..გაეცინა მას
-ჩემთანაც რომ იყო არ შეიძლება?
-დამარწმუნე მერე რომ ვიყო ასეთი თბილი. შენ ისე ცივად მექცევი...ისე..ისე... სათქმელს ვეღარ მოაბა თავი თამუნამ
-ისე როგორ?
-კარგი წავიდეთ გვიანი ისინი გველოდებიან.მობრუნდა და ქვემოთ დაეშვა. პასუხის გაცემას თავი აარიდა.

საღამოს ექვსივე ეზოში იჯდა კოცონის წინ და სიმინდს წვავდნენ ნაკვერჩხალზე. ყველა წყვილად იჯდა. მხოლოდ თამუნა და დათა იჯდა ერთმანეთის საპირისპიროდ, ერთმანეთისგან არც ისე შორს და ფიქრებს მისცმეოდნენ. სოფო და რეზი ერთმანეთით ტკბებოდნენ.თან ელოდნენ მათ მონაგარს რომელიც მეზობლის ბაღიდან მოიპარეს. ბავშვობა გაიხსენეს.გაიხსენეს სხვადასხვა ამბები. ითამაშეს სხვადასხვა თამაშები. ბოლოს კარაოკეც გამართეს. განსაკუთრებით სასაცილოები იყვნენ თამუნა და დათა რომლებიც შორიდან უბღვერდნენ ერთმანეთს და სიმღერის დროს განსაკუთრებით შეეტყოთ. გვიან დაწვნენ დასაძინებლად.
ორშაბათი დილა გათენდა ადრიანად ადგნენ ყველა რომ სამსახურებისთვის მიეშურებინათ ვინც მუშაობდა. მანამდე კი დანარჩენები მიეყვანათ ახლამდე. უკან ისევ ისე დაბრუნდნენ როგორც მივიდნენ. თამუნამ დილითვე დაიკავა ადგილი რეზის მანქანაში რომ არაფერი ეთქვათ დათასთან ჩაჯექიო. თუმცა იქით უწევდა გული და გულის სიღრმეში ამას ნატრობდა კიდეც. მთლი გზა ხმა არ ამოუღია სოფო და რეზისგნა განსხვავებით რომლებსაცმთელი გზა ენა არ გაუჩერებიათ.
შორიდანვე მოჰკრეს ეზოში მოფუსფუსე მაროს თვალი. წესივრად გაჩერება არც კი აცადეს ბექაურს მანქანიდან გადმოხტნენ და მისკენ გაიქცნენ. ქალმაც თავი დაანება საქმიაბას და მატ შესახვედრად წამოვიდა. გოგოები მოეხვივნენ და თბილად მოიკითხეს. ამასობაში რეზოც მივიდა და მიესალმა.
მომიყვანე ხომ ჩემი გოგოები?-გაეცინა ქალს.-მოვიწყინე მათ გარეშე.
-დაგიბრუნეთ მარო ბებო. მშვიდობიანად საღ-სალამათი და ჯანმრთელები.-გაეცინა მას
-ეწვიც არ მეპარებოდა ამაში რომ გაუფრთხილდებოდი. შემოდით მოშიებულები იქნებით. კარგი გემრიელი წვინიანი მოვამზადე.
-დიდი მადლობა მაგრამ საქმეებზე უნდა წავიდე. მალე სასტუმროს ვხსნით და ახლა ორმაგი ყურადღება სჭირდება მას. იმდენი საქმე დაგროვდა არც კი ვიცი როგორ მოვიცლი სოფოსვის ამ კვირაში.
-შენ მაგაზე არ იდარდო. მიხედე შენ საქმეებს რამეს მოვიფიქრებთ. მე გინახულებ შენ თუ ვერ მოახერხებ მოცლას .-უპასუხა სოფომ და მოეხვია ბიჭს
-მაგრამ კვირის ბოლოს თავისუფალი ვიქნები და დაკარგულ დროს აგინაზღაურებ.-
-კარგი ჩემო სიხარულო.-თვითონაც ვერ მიხვდა ისე წამოსცდა ეს სიტყვებისოფოს. ბიჭის ყურს უცხოდ მოხვდა მაგრამ გაუხარდა და მოეხვია. ლოყაზე აკოცა. მერე ყველას დაემშვიდობა, მანქანის საჭეს მიუჯდა და ნელა დაძრა ადგილიდან.
გზაში ეცინებოდა სოფოს სიტყვებზე. როგორ უთხრა ჩემო სიხარულოო. ასე პირველად მიმართა. ჩაეცინა და გაბადრული სახით შეაყენა მანქანა სასტუმროს ავტოსადგომზე.
-შენ ჩემი სიხარული ხარ ჩაილაპარაკა და მანქანიდან გადავიდა



№1 სტუმარი Nino

Sakmaod didi xania velodebi axal
Tavs da kidev igive?...

 


№2  offline წევრი katiusha

Vici chemo kargo,magram es chemi brali araa saitze es tavebi waishala da vibc ver moaswro wakitxva mattvis davde.gpirdebit axal tavs male davdeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent