შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

DAMN (1)


2-02-2017, 23:24
ავტორი Ponio
ნანახია 2 646

-ჯანდაბა, შეგიძლია მოკეტო? - სიცილით ვუყვირი ჩემს საუკეთესო მეგობარს, მარკს, რომელიც თითქმის მთელი შესვენებაა მღერის, ამმ, შესწორება,ყროყინებს.
-ჯორჯ, შენსავით იდიოტი არ ვარ, რომ მთელი დღე უაზროდ ვიჯდე. - მეუბნება და თავში მირტყავს.
-ჰეი, ეს უხეშობაა! შენს ძვირფას, საუკეთესო მეგობარს ნუ ურტყავ! - კვლავ ვიცინი და მეც ვურტყავ.
-სანამ დროა გაჩერდით! - ყვირის ჩემი უფროსი და, ემილი. - კარგით რა, მეცადინეობას ვცდილობთ. - გვეუბნება და ჩვენს კიდევ ერთ საუკეთესო მეგობარზე, ანაზე მიგვანიშნებს.
-აი ჩვენ კი ვცდილობთ, რომ ვიმხიარულოთ და ცხოვრებით დავტკბეთ! გვაცადეთ! - ყვირის მარკი.
-ჰო, შეგიძლიათ სხვა მაგიდასთან დაჯდეთ. - ვამბობ მეც და ვიკრიჭები.
-საზიზღრებო! - ბუზღუნებს ანა და იბუტება. მას კი ჩემი დაც უერთდება.
-აუ, რატომ ხართ გოგოები ასეთი ბუტიები. წინასწარ გაფრთხილებთ, შოკოლადებს არ გიყიდით, ამიტომ შეგიძლიათ მთელი დღეს ასე გაბუტულები იჯდეთ. - ამბობს მარკი, ჩემი და კი ‘უღრენს’.
-ჰო, არც კი იოცნებოთ. საერთოდ, სახლში შეგიძლიათ ფეხით წახვიდეთ, - გოგონების გამწარებას ვცდილობ, - მანქანით აღარ წაგიყვანთ. შეხედეთ საკუთარ თავებს, მსუქნებო, ფეხით გაიარეთ, გახდებით. - ვხითხითებ და მარკსაც ვიყოლიებ სიცილში, მაგრამ გამომეტყველება მაშინვე გვეცვლება, როგორც კი მათ გაცოფებულ სახეებს ვხედავთ. მე და მარკი ერთმანეთს სასოწარკვეთილები ვუყურებთ და ერთხმად ვყვირით.
-RUN! - მაშინვე ვწყდებით ადგილს და კაფეტერიაში სირბილს ვიწყებთ. ვიღაცას ვეჯახები, ზევით სწრაფად ვიყურები და ბიჭს ვხედავ, რომელთანაც, თუ არ ვცდები ეკონომიკის გაკვეთილი მიტარდება. ჰო, ეგ არის. სახელი არ მახსოვს. ჰეჰ, ასე ვთქვათ, გოგოების გულთამპყრობელი. მახსოვს მასზე მთელი ორი წლის განმავლობასი ანა იყო შეყვარებული. ჯანდაბა რა დროს ესაა, მე ხომ ორი გიჟი, გადარეული გოგო მომდევს მოსაკლავად.
-პარდონ! - სწრაფად ვიძახი, ვიკრიჭები და სირბილს ვაგრძელებ. ჯანდაბა, დავიღალე! მე და მარკი ბიჭების გასახდელში შევრბივართ და დასვენებას ვცდილობთ.
-ძროხები!
-გიჟები!
-გავიდეთ რა, მშია. - ვამბობ მე და მარკს კვლავ კაფეტერიისკენ მივათრევ. კაფეტერიაში ფეხს ვაბიჯებთ თუ არა, ორივეს რაღაც ზედ გვახტება, აჰ, ანა და ემილი. რა თქმა უნდა. თავზე გვირტყავენ და შემდეგ ძირს ხტებიან.
-ფუ, მართლა ძროხები ხართ. - ვყვირი გაბრაზებული, მაგრამ ხელებს მაშინვე ჰაერში ვწევ დანებების ნიშნად, როგორც კი მათ სახეებს ვხედავ. ჩვენს მაგიდას ვუბრუნდებით და ჭამას ვაგრძელებთ.
-ჰეი! - დაბნეული და პირგამოტენილი ვიყურები ზევით უცხო ხმის გაგებისას და თვალში ჟღალი თმა მხვდება. ის ბიჭია ცოტა ხნის წინ რომ შევეჯახე.
-ჰეი. - პასუხობს მარკი და უცბად თვალები უბრწყინდება და ბედნიერი მიყურებს. - იცი რა გამხსენდა? ჰელოუ ფრომ ზე აზერ სააიიდ- მეც ბედნიერი სიმღერაში ვყვები და ყროყინს ვიწყებთ, მაგრამ ემილი მირტყავს და მეც ვჩუმდები. მარკიც ჩუმდება და იმ ბიჭს უყურებს, რომელიც სულ დაგვავიწყდა. მასთან კიდევ სხვა ბიჭებიც იდგნენ, სავარაუდოდ მისი მეგობრები და ჩვენ შემოგვყურებდნენ.
-ტაილერ, რამე გინდოდა? - ეკითხება ანა, მე და მარკი გაკვირვებულები შევყურებთ. იცნობს?
-ჰო. დღეს ჯონს წვეულება აქვს, - მის უკან მდგომზე მიგვანიშნებს. - ჰოდა, დაპატიჟებულები ხართ. - ამბობს ბოხი ხმით და ოთხივეს თვალს გვავლებს. ვიშმუშნები, ვერ ვხვდები რატომ.
-ჯორჯ? მარკ? - იმედიანი თვალებით გვიყურებენ ანა და ემილი.
-კარგი. - ამბობს მარკი და ახლა ყველა მე მიყურებს. მეც მხრებს ვიჩეჩ თანხმობის ნიშნად და ბურგერის დიდ ნაწილს ვკბეჩ.
-ერთხელაც იქნება მაგის გამო დაიხრჩობი. ან ამდენი ჭამისგან გასკდები. - თვალებს ატრიალებს ემილი.
-აჰამ. - ვამბობ უხალისოდ, როცა ვაცნობიერებ, რომ შესვენება ხუთ წუთში დამთავრდება. - საზიზღრებო, თქვენს გამო შეიძლება ჭამა ვერ მოვასწრო. - ვბუზღუნებ და კიდევ დიდ ნაწილს ვკბეჩ ბურგერს. ვხედავ როგორ იღიმის და მიყურებს, აი ის, ჟღალთმიანი, მაგრამ ჩემს მზერას როგორც კი ამჩნევს სერიოზულ გამომეტყველებას იბრუნებს. რა უნდა?
-კარგი, ექვს საათზე გელოდებით. - ამბობს მეორე, ქერა ბიჭი.
-შეგიძლიათ ჩვენთან დაჯდეთ. - სიცილით ამბობს ემილი, ბიჭებიც აქ ჯდებიან. მე კი მარკის გამოწვდილ ცალ ყურსასმენს ვიკეთებ და ცეკვას ვიწყებ, ნუ, თუ ცეკვა ჰქვია. ბიჭები საუბარს იწყებენ მე კი ვჭამ და ვუსმენ. შემდეგ ვდგები, ჩანთას ვიღებ და კაფეტერიიდან გავდივარ. მათემატიკის გაკვეთილზე შევდივარ და ჩემს ადგილს ვიკავებ, ფანჯარასთან. გვერდით მარკი მიჯდება, უკან კი ემილი და ანა, როგორც ყოველთვის. გაკვეთილი უაზროდ იწელება. როგორც მთლიანი დღე. გარეთ გავდივართ და მანქანისკენ მივიწევთ. გზად კვლავ ჟღალთმიანი და მისი სამეგობრო გვხვდება. ჟღალთმიანი კვლავ მიყურებს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ და მანქანაში საჭესთან ვჯდები. ყველას სახლში ვარიგებ და მე და ემილი ჩვენი სახლისკენ მივდივართ. კარებში ვაბიჯებ თუ არა განწირული ვყვირი.
-დედა, მშია!
-შენ როდის არ გშია. - სიცილით მეუბნება დედა და ისედაც აჩეჩილ თმას უარესად მირევს, ემილის ლოყაზე კოცნის, შემდეგ კი სამზარეულოში გადის საჭმლის მოსამზადებლად. ვჭამთ, გაკვეთილებს ვამზადებთ, შემდეგ კი, გრეის ანატომიის ყურებას ვიწყებთ. ჯანდაბა, საოცრად მიყვარს ეს სერიალი. უცბად ემილი ყვირილს იწყებს.
-ჯოოოოოოორჯ, ხუთი საათია უკვე!
-მერე?
-წვეულება!
-აა, ჰო, დამავიწყდა, კარგი გაემზადე. - ვამბობ და შხაპის მისაღებად აბაზანაში შევდივარ. გამოვდივარ, შავ მაისურსა და ჯინსს ვიცმევ,ამავე ფერის ვანსებს და ვუალა, მზად ვარ. მგონი ცივა. ზევიდან მუქ მწვანე, კლეჩატ პერანგს ვიცმევ და აი ახლა მართლა მზად ვარ. ემილი საოცრად გამოიყურება, ულამაზესია. ჰმ, როგორ ეტყობა, რომ ჩემი დაა. ანას და მარკს გავუარეთ და ემილის მითითებულ სახლთან გავაჩერე მანქანა.
-მთელი სკოლა დაპატიჟა? - სიცილით ვამბობ.
-როგორც ჩანს.
-მარკ, ნახე რა გოგოები არიან. - წარბებს ეშმაკურად ვათამაშებ და ბიჭს ვუღიმი.
-ამ საღამოს გავერთობით! - იმავე მზერით მიყურებს ისიც. გოგოები თვალებს ატრიალებენ და მანქანიდან გადადიან. მე კი კვლავ ბავშვებით გავსებულ სახლს და ეზოს ვავლებ თვალს. ჰო, ამ საღამოს ნამდვილად გავერთობით.



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Es istoria geebzea?
--------------------
M.D

 


№2  offline წევრი Ponio

mtirala var
Es istoria geebzea?

Ki

 


№3 სტუმარი marirani

Momwoons dzalian <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent