შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი გრძნობები(7)


3-02-2017, 11:42
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 14 126

-გისმენ ! გისმენ დიდი ყურადღებით და იმედია ისეტ რამეს არ მეტყვი რომ აუქციონზე გასაყიდი მონა მეგონოს თავი. ხო და თუ შეიძლება მოკლედ და თან გარკვევით- ვშორდები, მადლობა ღმერთს რაღაც მოვახერხე. ვუსხლტები და ვისკის მორიგ ჭიქას ვსვამ. სხეულში ჟრუანტელი მივლის . არ ჯდება , ახლა უკვე ზურგიდა მიახლოვდება, არ მეხება მაგრამ ვგრძნობ სულ მილიმეტრები აშორებს ჩემამდე მისი სუნთქვა ზურგზე მეფრქვევა . შემდეგ ტავს წევს და ყურთან აქვს ტუჩები,ზუსტად ყურთან რომ დაილაპარაკებს თანვე კანზე შემეხება და ვხვდები რომ მეც ამ წამს ველი ... უთავმოყვარეო არსების ტყავში შესვლას ვგრძნობ, სულ არ მაწუხებს ეს ამბავი .
-საყვარლობას გთავაზობ... -ისეთი ხმით მეუბნება სულ რომ მკვლელობას მთავაზობდეს უარს ვერ ეტყვი. ტუჩები მეხსნება რომ სუნთქვა შევძლო ,მაგრამ მაინც ვერ ვსუნთქავ ნორმალურად რადგან საუბარს აგრძელებს- საიდუმლო საყვარელი , მხოლოდ ჩვენ ორ შორის დარჩება და სხვა ვერასდროს ვერავინ გაიგებს. ყოველგვარი წესის გარეშე, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე...მხოლოდ მე და შენ ,მხოლოდ სახლში და სხვაგან არსად. ყველაფერი სხვა ისევ ისე დარჩება როგორც შევთანხმდით ...ძალიან მარტივია , როგორც თქვი ვაკეთებთ იმას რაც გვინდა , არ ვეძებთ სულელურ ახსნებს და არ ვირთულებთ ცხოვრებას - მეუბნება არაადამიანურად მიმზიდველი ხმით და ტუჩებს ყელზე მაწებებს. მგონია რომ მთელი სხეული ნაწილებად მეშლება, სადღაც ვიკარგები საიდანაც გასასვლელი არ ჩანს და უბრალოდ ცხოვრებას ვწყვეტ. მის მახეში გაბმული, სრულიად გათიშული ვარ სამყაროსგან .მხოლოდ ის არის და არ მაძლევს გონზე მოსვლის უფლებას
იმას ვახერხებ რომ მკლავებში ვწვდები და ჩემკენვაბრუნებ. უკვე თვალებში ვუყურებ, იქ საერთოდ ვერ ვხედავ ყოყმანს, დარწმუნებულია იმაში რასაც მთავაზობს. სრულიად დარწმუნებულია და ძალიან მშვიდად მიყურებს
-ვიცი რომ გიკვირს... ისიც ვიცი რომ ამის წარმოდგენის უფლებას არ აძლევდი თავს ,მაგრამ ყველაფერი ძალიან მარტივია ,უბრალოდ აღიარე საკუთარ თავთან რომ გიზიდავ როგორც ქალი და ჩემთან სექს. გინდა - უკვე წინიდან მეკვრის და თვალებით მაბრუებს, ლოყაზე მკოცნის- აღიარე რომ ახლაც ,ამ უბრალო კოცნით გაგიჟებ
არ ვპასუხობ,სადღაც ტვინის უკანასკნელ საღ ნაწილს ვპოულობ და გონს მოვდივარ. მაქსიმალური სიმშვიდით ვშორდები,რაც კი შეიძლება გამომევლინა და ჭიქას ვიღებ ,ახლა ეს თუ გამაგრიელბცოტას თორემ სხეულიც მეწვის და გონებაც მდიუღს.
ქალბატონს ჰგონია რომ ამ უეცარი , ექსტრემალური და გიჟური შემოთავაზებით რომელიც აშკარად მომხიბლელი უნდ აყოფილიყო ჩემთვის და ისარგებლა კიდეც ჩემი დაბნეულობით, მმართავს. თვალებს ვაწვრილებ და ამჯერად მე ვუახლოვდები ,მაგრამ არ ვეხები ზემოდან დავცქერი აშკარად ისე მოქმდებს ჩემი მზერა როგორც მინდა ,წითლდება
-მეტი კონკრეტიკისთვის, შემდეგ გაურკვევლობა რომ არ მოხდეს ხაზგასმას გავაკეთებ იმ ფაქტის რომ შენ გინდა გაგჟი.ო ორმაგი სიამოვნება მივიღოთ ამით და სრულიად გავმიჯნოთ ჩვენი ცხოვრებიდან ის დრო რასაც ერთად გავატარებთ - ჩემი სიტყვები აშკარად არ მოეწონა, ლამაზად შეფუთული რომ მეთქვა უკეთესი იქნებოდა მისთვის ,მაგრამ ვერ მივართვი .ხომ არ გააცნია გრძნობები ხოდა ეგ ზუსტად ჟიმაო...
-რა თქმა უნდა...
-ანუ როცა შენთან არ ვიქნები თავისუფლებას მანიჭებ და ვისთანაც მინდა და როცა მინდა მაშინ ვიქნები?- ხომ ვიცი რასაც მეტყვის ,მაგრამ მისი გაბრაზებული სახის ყურება ძალას მმატებს და ვრწმუნები ,რომ ახლაც ფუთავს თავის სურვილს
-რა თქმა უნდა არა!
-აბა თავისუფლებაში რას გულისხმობდი თავისუფალ სექ..? თუ ერთგულება მმართებს, როდემდე გაგრძელდება ჩვენი სექსუალური აღვირახსნილობა მანამ სანამ არ მოგბეზრდება შენი გარყვნილი ფანტაზიების ამასრულებელი თოჯინა? - ხმაში ბრაზი ჭარბობს და ძარღვები მებერება . ლაპარაკთან ერთად ფირსაც ვიწყდები გაასმაგებულად და ახლა შეიძლება მოვკლა ეს ქალი ასე რომ მიყურებს იმის გამო
-არა ..მანამ სანამ არ შეგიყვარდება ვინმე .რისთვისაც სექს.. არ არის საჭირო !
-სიყვარული შენ რა გგონია... შენთან როცა ვიქნები პარალელურად ვირაც გოგოს ვეფლირტაო შევხვდე მიყვარდეს და ლიჟბი არ გავჟიმ.. ხო?
-როცა გამოჩნდება გოგო რომელთან ფლირტიც მოგინდება ყველაფერი დასრულდება ... მაშინ დაასრულებ როცა აღარ მოგინდები, ახლა კმაყოფილი ხარ პასუხით?- დაიყვირა და თვალები უფრო აენთო
-სრულებით... - მშვიდად გავუღიმე და ისევ გავსწორდი- კითხვა ნომერი ორი ... როგორ აპირებ ყველასთვის დამალვას... ჩემთან ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს ვინმე..შენ კი სახლიდან რომ გამოდიხარ დროს ითვლიან დედაშენის ფინიები .ასეთი ამბები არ იმალება მარიამ !
-უბრალოდ გონიერებაა საჭირო და სხვა არაფერი ! მაგაზე მე ვიზრუნებ შენთვის ხომ ისედაც სულერთია გაიგებენ თუ არა ,ეგ ჩემი პრობლემაა
-შეგახსენებ რომ უკვე დიდი ხანია შენი პრობლემები მეც მაწუხებენ...მითუმეტეს უკვე მთელი საქართველო გიცნობს იმდენჯერ დაიწერა ჟურნალ-გაზეთებშ შენზე , შენი უმწიკლო რეპუტაციის შელახვა არ მაწყობს !
-იმიტომ არ ვარ სხვასთან რომ არ გავრცელდეს ეს ინფორმაცია
-აჰ! ანუ ისე ხარ გაგიჟებული ლიჟბი ვინმეს ჩაუგორდე? ვინმე ერთგული ყმა გენახა ვინც ისედაც ოცნებობს შენზე ყოველ ღამით - ისევ უახლოვდები, სახე ახლოს მიმაქვს და გაბრაზებულს ყვირილამდე სულ ცოტა მიკლია-ქვედა ყბა ეჭიმება,კბილებს ერთმანეთზე აჭერს და სანამ მისი დაკვირვებით ვარ გართული მთელი ძალით მირტყავს სახეში ხელს . გეფიცებით შემაქანა ისე დამარტყა. ლოყის წვაზე ხომ არაფერს ვამბობ. მოღრეცილი თავი გავასწორე როგორღაც და ბეჭდისგან გახეთქილ ტუჩზე ხელი მოვისვი სისხლი რომ მომეწმინა,ვერ ვიტან ამ გემოს...
-ისე ნუ მელაპარაკები თითქოს კახპა ვიყო რომელსაც შენი გამოჭერა უნდა !
-რა ვთქვი ისეთი..>შენ ხომ მხოლოდ ჩემთან დაწოლის სურვილი გაქვს , გაინტერესებ ...გინდა ერთადერთ ადგილასაც მაკონტროლო სადაც აქამდე ვერ მწვდებოდი! მაგრამ ის გავიწყდება რომ სრულიად გამოუცდელი ხარ...სრულიად უცოდინარი ,პატარა მარიამი რომელსაც შიშველი რომ დავენახო დარწმუნებული ვარ ერთი საათი იყვირებს თვალებდახუჭული- გაავებული ვაჯახებ კედელს და ხელებს ვუჭერ- ვერ ვიტან რომ მირტყამ! - ნიკაპზე ხელს ვუჭერ ,თვალებში მიყურებს ისევ ლომია... ოღონდ მე აღარ ვარ შველი და მე ძუ ლომად ვიქეცი!
-კითხვები აღარ გაქვს?- იცინის ,წარბს მაღლა სწევს და მშვიდად თავსდება ჩემ მკლავებში .ჰმ ,ეს არ მომწონს რატომ არ გიჟდება !
-არა არარ! უბრალოდ ზედა კითხვებს გარკვეული დაზუსტებები სჭირდება...გზადაგზა განვიხილოთ ახლა კი პირდაპირ ერთ საათიან კივილზე გადავიდეთ შემდეგ სექს.. რომ გაადვიდლეს- მშვიდად ვეუბნები ხელებს ვაშორებ და ხელს იმ სიჩქარით ვაცურებ ჩარვლისკენ რომ ჩემი გაჩერება შეძლოს, თვალებში ვუყურებ მას კი სულ არ აინტერესებს ჩემი თვალები, ხელებს აკვირდება და ზუსტად დროულად მავლებს მკლავებში - რა ხდება?ნუ გეშინია ხმა არ გადის აქედან შეგიძლია იყვირო
-აქ არ ვაპირებ შენთან ყოფნას...
-უკაცრავად?
-აქ ყოფნა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე ლოგიკური პასუხია... არ მეგონა ამის განმარტება თუ მომიხდებოდა
-ლოგიკა გამიქრა მგონი...
-ბინა მზადდება ჩვენთვის სადაც შევხვდებით
-რომ მოვალ მედდის ფორმას ჩავიცვამ და პირდაპირ გოგონა გამოძახებით ვიქნები ... ან ბიჭი გამოძახებით და ტყავის შარვლით მოვალ ერთიხ ელის მოსმით რომ იხდება აი ისეთს !
-რა შუაშია... ნუთუ ვერ ხვდები აქ თუ მოვედი შენი მეზობებიც გაიგებენ, ძმაკაცებიც და ყველა საერთოდ . რაც მთავარ შეთანხმებას არღვევს და კიდევ სულ არ ვაპირებ იმ საწოლში წოლას სადაც ათობით ქალთან იყავი ... მითუმეტეს ამ საშინელ აბაზანაში შესვლას და საერთოდაც ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ რომ სიამოვნების მიღება მინდა რაც აქ შეუძლებელი იქნება
-აჰაა ანუ მხოლოდ ჩემგან არ გინდათსიამოვნება... ავეჯს და ინტერიერს იწუნებთ. ვერ დაგეთანხმები ყველა ზედაპირი დატესტილი მაქვს გამძლეა და მოხერხებული ! რაც შეეხება საწოლს შემიძლია სულ არ დაგაწვინო !
-შენ მეზობლებს რას უზამ ან იმ შენზე შეყვარებულ სულელ გოგოს აუხვევ თვალებს? არ მინდა უცებ მოვვარდე და გავვარდე ისე თიტქოს ვსაუბრობ და მორჩა! თანაც გამძახება რა შუაშია მეც ხომ მივალ იქ არა? ისედაც ვაპირებდი შენთვის სახლის ყიდვას ...თუ გახსოვს გითხარი აქ რომ მოვედი პირველად იმ დღეს და
-მეც გაგეცი პასუხი და ძალიან გთხოვ ისეთ რამეებს ნუ იტყვი რაც მე მაგრძNობინებს თავს კახპად და გადავიფიქრებ მომენტალურად
-გადაიფიქრებ? შენ რა ამ კითხვებს იმიტომ მისვამ რომ არ მთანხმდები?
-რა თქმა უნდა აბა რატომ... მე ხომ გრძნობები არ გამაჩნია და სანამ გააზრებულად ,სიამოვნებისთვის გვექნება სექს.. ხომ უნდა ვიცოდე რა მელის . რადგან შენ გარდა ალტერნატივა სულ მაქვს არა0ერთი თან
-ღმერთო რა ცინიკოსი ხარ... არასდროს შეწყვეტ ამ სულელური ქცევით ჩემი ანკესზე წამოგების მცდელობას?
-თუ ვერ ხვდები გეტყვი რომ ანკესზე წამოგებული ხარ იმდენად რომ სხვა ანკესისკენაც მიგიწევს გული...გული რა ეს - ხელი ფეხებს შორის შევუცურე და მაშინვე მოახდინა რეაგირება მისმა სხეულმა -კაბა მიშლის ხელს იცი? მაგრამ არაუშავს
-გაწიე ხელი...
-იყოს არ ვწუხდები..ხომ რაზე გავჩერდით? კიდევ მაინტერესებდა რაღაც -მეორე ხელი საჯდომზე მოვუჭირე -ა ხომ გამახსენდა იმ ანკესს ...ზემოთ ნახსენებ ანკესს ეს ადგილიც ელის ვგონებ
-სულ რომ გადავიდე ჭკუიდან აქ მაინც არ მექნება შენთან სექს..
-მერე ვინ გითხრა რომ მე ვაპირებდი ... სხვაზე ვერაფერზე ფიქრობ დავიჯერო?- ხელებს ვაშორებ და აღშფოთებას სიე ვახდენ- ისევ დამავიწყდა რისი კითხვა მინდოდა ... ა ხო ჩვენი შეხვედრა როგორ მოხდება, სად გავიგე და დრო საინტერესოა. კვრიაში ერთხელ გინდებით, თვეში ერთხელ თუ არაპროგნოზირებადი შინაგანი ქალღმერთი გყავს
ნერვები ეწყვიტება ამ ჩემი უხეში საუბრის გამო,მაგრამ არადა არ იხევს უკან. ჯანდაბა! ამას მართლა ჰგონია რომ ამ ყველაფერს უბრალოდ ლტოლვის გამო იტანს? სულ გაგიჟდა ? სადააქ თავმოყვარეობა მტკვარში მოისროლა და იმ ჭუჭყმა შთანთქა რაც იქაა?
-თუ გინდა რომ მართლა თოჯინას დაემსგავსო დღეებს დაგინიშნავ...არ მაქვს პრობლემა .ზოგადად კი ამის დაგეგმვას არ ვაპირებდი - უკვე ჩემ ნერვზე უკრავს და მიღიმის. - როგორმე მიგახვედრებ როდის მომინდები ... - ჩემკენ იწევს და ისეთი ხმით მეუბნება მისია რ ვიცი და მე რომ ამ წამსაც მინდა მისი კოცნა ეგ ზუსტად ვიცი-კიდევ არის კითხვა?
-არა! შეგიძლია წახვდიე..ნუ ხელშეკრულება თუ არ გაქვს რაზეც ხელს მოგიწერ. ხვალ სამსახურში მოვალ . ახლა ძალიან მეძინება, საუბარმა ცოტა დამღალა. ამაღამვე დავიწყებდით,მაგრამ ჩემ სახლს ერჩი ასე რომ იმ შენს აპარტამენტში გნახავ. იმედი მაქვს ხვალ სამსახურში საერთოდ არ შევეხებით ამ თემას... უკვე მერამდენედ ვალაგებ ამ ნივთებს რა უბედურებაა...
-ხვალამდე- ლოყაზე მკოცნის და მიდის.
მაგარია,ჩემი საყვარლობა უნდა და ლოყაზე კოცნით მემშვიდობება.
დამეძინება ვითომ?
რაღაც ძალიან მეეჭვება დაძინება შევძლო...
ეს რა ჯანდაბა იყო!
რა გააკეთა!
რა ვუთხარი... რას ჩავდივარ საერთოდ ! ეს ნორმალურია?
არც ჩემი გრძNობაა ნორმალური !
ამ ფორმით თუ უნდა ჩემთან ყოფნა, კარგი იყოს ასე!
სამაგიეროდ მე წარვმართავ მომავალში ყველაფერს! ახლა მაინც შევძლებ სამსახურში ნორმალურად ყოფნას და შემდეგ... შემდეგ მოვიფიქრებ მისი დამშვიდების გზას...
კომპანიაში შესვლა ასე არასდროს გამჭრვებია,თითქოს თუ შევაბიჯებდი საკუთარ თავს გამოვკეტავდი რაღაც იდუმალ გალიაში რომელის საკეტი მარიამსაც კი არ აქვს...
შენობის წინ ვიდექი ,მანქანაზე მიყრდნობილი ნაცნობი კაკუნის ხმა რომ გავიგე ,შემდეგ მისი სურნელი ვიგრძენი და მისი ხმაც გავიგე
-ასეთი მშიშარა არ მეგონე... იმედებს მიცრუებ
-შენ ხომ იდუალურობისკენ სწრაფვა გიზიდავს... იმედებს თუ გიცრუებ რაღატომ აკეთებ ამ ყველაფერს
-საკუთარი თავის გამო ... შენი არაიდეალურობაა სწორედ ჩემთვის იდეალური - ისე მიდის არც შემიხედავს, ახლა მიმავალს ვუყურებ მშვიდად მიაბიჯებს, საოცრად მომხიბვლელად, მხრებში გაამრთული. დარწმუნებულია რომ დავთანხმდები , იცის როგორ მოქმედებს ჩემზე, იცის რამხელა გავლენა აქვს და ის მართალია.
აი ახლაც , გაუაზრებლად მივყვები უკან .მასთან ერთად შევდივარ ლიფტში , ამ პატარა სივრცეს მთლიანად იკავებს მისი სურნელი და ახლავე შემიძლია ვუთხრა რას მმართებს...
არაფერს ამბობს, მშვიდად სუნთქავს არც კი ღელავს, ასეთი დარწმუნებული მგონი არსდროს ყოფილა. თუმცა ერთადერთი რაც აღელვებს და ანერვიულებს ,აფორიაქებს და თავ გზას ურევს რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ,მე ვარ.
ერთნაირ სიტუაციაში ვართ, მეც ნაკლებად მაქვს სისუსტეები და ეს ქალი აშკარად ერთ-ერთი მათგანია .
იქნებ ასე ჯობს...
ჯანდაბა რეებს ვაკეთებ, ვფიქრობ და როგორ ვიქცევი საერთოდ!
ახლა მელანდება ყველაგან მისი თვალები და მასთან რომ დავწვე ოდესმე მოვშორდები? მომინდება საერთოდ სხვისკენ გახედვა და მითუმეტეს ვინმეს შეყვარებაზე ვიფიქრებ?
თვითონ რას გააკეთებს ათასი თაყვანისმცემლიდან ერთს ამოირჩევს ბოლოს და ჩემთან დახელოვნებული მისი გახდება ბოლომდე?
სუნთქვა მეკვრის...ამის გააზრება ჭკუიდან მშლის/. ლიფტი შერდება ,კარი იღება მე კი ვერ ვიძვრი. მარიამი გადის და ჩერდება, მერე უკან ბრუნდება და მიყურებს
-დემეტრე კარგად ხარ?
-დიახ ,ქალბატონო- ხმაც კი შეცვლილი მაქვს. სწრაფად გავდივარ და პირდაპირ ჩემ კაბინეტში შევდივარ.
თაის დღეს გამოცდა აქვს და ვიცი რომ შუადღემდე არ იქნება....
საქმე არ მაქვს. უბრალოდ ვზივარ კაბინეტში და ვფიქრობ.მარიამი გასულია რაღაც თათბირი ჰქონდა ჩანიშნული,შემდეგ მშენებლობაზე უნდა წავსულიყავით და დავტოვე კიდეც კაბინეტი. ლიფტთან გაჩერდა და დამელოდა.
-ჩემთან ერთად წამოდი... დღეს სხვა საქმე არ გვაქვს . ღამით წვეულებაზე ვართ მიწვეულები .იმედია კომპანიონობას გამიწევ- ლიფტიდან გასვლის შემდეგ დაიწყო საუბარი,მიდიოდა და ჩუმად ,მშიდად მესაუბრებოდა ისე რომ არც მიყურებდა. მანქანის კარი გაუღო მძღოლმა და ისიც ჩაჯდა. მის გვერდით დავჯექი და საზურგეს მივეყრდენი= აბა ? წამოხვალ?
-რა წვეულებაა
-ჩვენი კომპნიონის განებივრებული გოგონა ჩამოდის საქართველოში და გვეპატიჟებიან...
-რომელი კომპანიონის
-გიგაურის ...
-სოფო ბრუნდება? - როგორც კი გამახსენდა ვინ იყო გიგაურის ქალიშვილი მაშინვე წამოვიძახე გაოგნებულმა.
-იცნობ? რა თქმა უნდა შენ ხომ ყველას იცნობ - აი ახლა კი ნამდვილად მიყურებდა, თან გაბრაზებული,არა გაცეცხლებული . ახლოს მოიწია მძღოლს რომ არ შეემჩნია და გაღიმებულმა მითხრა- ეგეც შენი საყვარელი იყო?
-არ მეგონა ყოფილების სიას თუ მომთხოვდი !
-დემეტრე!
-სამსახურში ვართ მარიამ ,არავითარი პირადი საქმეები.
-კარგიი ... იყოს ასე .ჩემივე სიტყვებს იყენებ
-წვეულება სად იმართება რესტორანში თუ სახლში
-რესტორანში
-რამდენი ხანია არ ვყოფილვარ ... ცუდია სახლში რომ არ იმართება
მარიამმა ისევ დააპირა რაღაცის თქმა მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
მშენებლობაზე ვიყავით , არქიტექტორს შევხვდით, მშენებელს და ყველაფერი გავარკვიეთ. რადგან პრობლემა არ იყო სახლში წავედი.
ლამის წყალში ჩამეძინა , წინა ღამის და საერტოდ ბოლო დღეების დაღლილობამ და უძილბამ იმოქმედა.
რამდენიმე საათი გათიშულს მეძინა, რომ გავიღვიძე უკვე წასვლის დრო იყო. დაგვიანებულიც კი ვიყავი ,მაგრამ არაფერი დაშავდებოდა .
მუქ ლურჯ პიჯაკსა და სარვალზე შევარჩიე არჩევანი. თეთრი პერანგი და კლასიკური ფეხსაცმელი. ჰალსტუხი ან ბაბთა არ გამიკეთებია . გარეთ ისევ ციოდა , შავი მანტო ჩავიცვი და სახლი დავტოვე.
სოფო გიგაური ...
დიდი დრო გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან... საინტერესოა რა რეაქცია ექნება ჩემი დანახვისას . ალბათ არც ელის ჩემს იქ გამოჩენას. ვერც წარმოიდგენს რომ იმ გადაპრანჭულ ხალხთან ერთად მეც ვიქნები ,ერთი შეხედვით მათსავით გამოწყობილი ,მაგრამ მაინდ დემეტრე მხეიძე.
რესტორნის დიდი დარბაზი ხალხით იყო სავსე. სხვადასხვა მაგდიასთან იყვნენ გადანაწილებულები, ხელში სხვადასხვა სასმელი ეჭირათ,ქალები მომხიბვლელად იღიმოდნენ, კეკლუცობდნენ, კაცები მათკენ აპარებდენნ მალულ მზერას. ზოგიც საქმეზე საუბრობდა, ზოგიც ერთმანეთს ბოღმიან მზერას სტყორცნიდა და ერთი სული ჰქონდა როდის გაეხვეოდა შარში. შემოპარული პაპარაცები სკანდალს ელოდნენ, თუმცა მოწეული ჟურნალისტებიც შევნიშნე, ფოტოგრაფები სტურმებს აფიქსირებდნენ. როგორც ჩანს ქალბატონი გიგაურის გამოსვლამ ფურორი უნდა მაოხდინოს ,ამიტომ გვიან მოვა მისი აღმატებულება.
მარიამი მალევე შევნიშნე , ჩვენ ერთ-ერთ კომპანონთან ერთად იდგა მისი მეულისა და ქალიშილის გარემოცვაში. ნიკოლოზი ლიზასთან ერთად დავინახე და იქეთ წავედი. მარიამის სახეს ვხედავდი მხოლოდ ისიც პროფილში ბატონი მალხაზი ეფარებოდა ვერც მან დამინახა.
-საღამომშვიდობის...
-დაგაგვიანდა
-თქვენს მსგავსად პუნქტუალურობით არ გამოვირჩევი ბატონო ნიკოლოზ
-გეყოთ რა...- ლიზამ თქვა და ლოყაზე მაკოცა- გავიგე დაბრუნებულხარ ისევ ბოს... ვერ შორდები მარიამს?
-ისევე როგორც შენ ლუციფერს- ღიმილით ვეუბნები და მაშინვე უვარდება ენა
-საზიზღარი ბიჭ ხარ
-და მაინც გიყვარვარ- თვალი ჩავუკარი მშვდიად და ოფიციანტს შამპანიური გამოვართვი - თავად ქალბატონი როდის გამოცხადდება ნეტავ
-არ ვიცი..ველით ყველანი. იცნობ შენ? მე აქამდე არაფერი მსმენია მასზე .არ ცანდა როგორც ჩანს ფოტოგრაფებთან- ლიზა აშკარად დაინტერესებული იყო.ნიკოლოზი კი ისე მიყურებდა უბრალოდ აინტერესებდა მეც ვიცნობდი თუ არა
-შენ სად გაიცანი ნიკოლოზ... შავბნელი საქმეების კეთების დროს ? -ჩუმად ვუთხარი,რეაქცია არ ჰქონია . მშვიდად გაომხედა
-დაახლოვებით.
-რომელთა სიაშია მტრების თუ მეგობრების
-სასიამოვნო მოგონებებთან დაკავშირებული ნაცნობია
-საინტერესოა ...
-რას განიხილავთ ასე მონდომებით...- მარიამის ხმა გავიგე მაშინვე გავხედე. პირდაპირ მე მიყურებდა და თვალები ისე ჰქონდა ანთებული სუნთქვა ისევ დამავიწყდა. საოცრად გამოიყურებოდა ,როგორც ყოველთვის ,მაგრამ მისი ზმერა არ იყო ისეთივე როგორიც სხვა წვეულებებზე, უბრალოდ ლამაზი არ იყო ,მშვენიერი იყო . ისე მიყურებდა რამდენიმე წამში დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემ გამო გამოიყურებოდა ასე. მისი იდუმალი სიკეკლუცე, ღიმლი, დამაბნეველი მზერა და სულისშემხუთველი შეხება მანამ მაგიჟებდა სანამ გიგაური არ გამოჩნდა.
ყველამ მასზე გადაიტანა ყურადღება. ოვაციებით შეეგებნენ, აღმოჩნდა რომ უკვე სერიოზული ქალბატონი სოფია გიგაური მშობლიური ქონების მართვას აპირებდა. სერიოზული , საქმიანი მისალმების შემდეგ ხალხს აერია.
მომაჯადოებელი სილამაზის მქონე სოფიოს ვუყურებდი და მახსენდებოდა როგორი იყო ათი წლის წინ ...ან მეტი ზუსტად არ მახსოვს პირველად როდის ვნახე. ბოლო შეხვედრა იმდენად ცუდ მოგონებად დამრჩა მის შესახებ ყველაფერი გავაქრეთ გონებიდან. ყოველ შემთხვევაში ვცდილობდით მის დავიწყებას, ახლა კი არ ვიცი რა მოხდება .
მასზე დაკვირვება ხელზე მარიამის მოჭერილმა თიტებმა მომიყვანა, ისე ჩამასო ფრჩხილები კანში ცოტაც და სისხლი წამოვიდოდა. მას მივაპყარი მზერა, მიყურებდა იმ მზერით როცა მგონია რომ ჩემი მოკვლა შეუძლია. ხელს ისე ვატრიალებ რომ მე ვიქცევ მის თითებს მუჭში და ცერა თითს ნაზად ვუსვამ ხელის ზურგზე. ეს არ შველის ისევ ისე მიყურებს... მგონი გარეთ რომ გავალ სიბნელეში შემიტყუებს და დანით ამკუწავს .
ვერაფერს მეუბნება რადგან მარტონი არ ვართ და შეამჩნევენ. უკვე თუ არ მიხვდა ბატონი ნიკოლოზი რამეს. თუმცა ეგ რამეს ვერ ხვდება საერთოდ? კიდევ კარგი არ მაინტერესებს .
ხელს მიშვებს და წითელ ღვინოს სვამს. მხოლოდ ერთ ყლუპს , წვეთი ტუჩზე ედება და ენის წვერით თითქმის შეუმჩნევლად იწმენს, იმ წამს კი ჩემი სისხლი ძარრვებში დუღილს იწყებს ,მალე აორთქლდება მგონი.
საუბარში გართული უკან ვიხევ და გაუცნობიერებლად ვეჩეხები გიგაურს.
მზერა ეყინება, ღიმილი შორდება და რამდენიმე წამი გაშეშებული მიყურებს. შემდგე გონს მოდის და უსიტყვოდ მზერა ჩემ მაგიდასთან შეკრებილებზე აგდააქვს.
ღელავს,მაგრამ ემოციის დაფარვას ცდილობს. არ გამოსდის მთლად კარგად. მალე იძრენს თავს და მიდის . მანამდე კი მანიშნებს რომ გავყვე , მასთან საუბარზე ნამდვილად არ ვიტყვი უარს ამდენი ხნის შემდეგ .
შამპანიურის ჭიქას ვცლი და იქეთ მივდივარ საითაც ქალბატონი გიგაური გაუჩინარდა რამდენიმე წუთის წინ.
რაღაც ოთახში ვყოფ თავს ,იქ მხოლოდ სოფოა ,რომელიც ზურგით დგას კარისკენ და აშკარად ღელავს. მაშინვე ბრუნდება როგორც კი შევდივარ და ამღვრეული თვალებით მიყურებს. ამჯერად ვერ იმოქმედებს ჩემზე
-ქალბატონო სოფია ... მოხარული ვარ თქვენი კვლავ ხილვით
-დემეტრე... - ჩამწყდარი ხმით ამბობს და ჩემკენ მოდის . გვერდს ვუვლი და ფანჯრისკენ მვიდივარ
-გამაკვირვე! არ მეგონა თუ დაბრუნდებოდი ოდესმე ...
-ვეღარ გავუძელი... ჯოჯოხეთი იყო ეს წლები. თქვენს გარეშე ... მეგონა გავგიჟდებოდი
-დარწმუნებული ვარ გენატრებოდით. განსაკუთრებით ცოტნე გენატრებოდა ხომ? რომელიც გაანადგურე . მე და გიორგიც მოგენატრეთ მეგობრებად რომ გვიხსენიედბი და ჩვენც შენთვის ყველაფრისთვის მზად ვიყავით. შენ ხო ჩვენი ცოტნეს ცხოვრების ქალად მიგვაჩნდი - მეგონა შევძელი ბრაზის გაქრობა, მეგონა ასე აღარ მეზიზრებოდა.მაგრამ ვერ შევძელი, რომ ვერ შევიზიზღე იმიტომ მტკივა ისევ მისი ნახვა
-თქვენც ვერ მაპატიეთ? მეც ვერ ვაპატიე საკუთარ თავს - თვალებს იატაკს უშტერებს და შემდეგ ისევ მე მიყურებს. ნაცრისფერი თვალები მთლიანად დანისლული აქვს -ვიცი აღარაფერი იქნება ძველებურად ,მაგრამ მინდა რომ თქვენი პატიება მაინც დავიმსახურო .
-პატიება? დიდი ხანია გაპატიეთ .მართალი ხარ ისე აღარაფერი იქნება. ძალიან გთხოვ ცოტნეს ცხოვრებაში ნუ გამოჩნდები , ისედაც გაიგებს რომ დაბრუნდი ,მაგრამ მასთან მიახლოებული არ გნახო გესმის? არ დავუშვებ კიდევ ერთხელ დაინნგრიოს ცხოვრება შენ გამო
-დემეტრე მე ... მე არ მინდა
-არ მაინტერესებს რა გინდა. უბრალოდ თავი შორს დაიჭირე მისგან. ჩემთვის კი სულერთია... უბრალოდ ნაცნობი ხარ წარსულიდან
როგორც კი ვუთხარი მაშინვე ზურგი ვაქციე და კარისკენ წავედი. მხოლოდ სახელურზე შეხება მოვახერხე
-ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს... აქ ვერ გეტყვი .გთხოვ სადმე შევხვდეთ
-ჩემთან მოდი... მისამართი არ შემიცვლია...
დარბაზში დავბრუნდი . ვერ ვისვენებდი, არ მეგონა ასე თუ იმოქმედებდა. მარიამმა სეამჩნია რა თქმა უნდა, ჩემი გასვლაც ,აღელვებაც და ყველა ჩემ ჩასუნტქვას ითვლიდა მგონი. სოფიო ჩვენთან აღარ გამოჩენილა, დარბაზის მეორე მხარეს იყო და რამდენჯერმე გამომხედა მხოლოდ.
-უნდა წავიდე ... რამე პრობლემა ხომ არ იქნება
-მიბრძანდი ,გზა ხსნილია - ისე თქვა არც შემოუხედავს. ლიზიკოს და ნიკოლოზს დავემშვიდობე და წავედი. სახლში ვიყავი და ველოდი როდის გამოჩნდებოდა. ვიფიქრე ცოტნესთან დამერეკა და მეთქვა დღესვე მეთქვა რომ დაბრუნდა, მაგრამ მაინტერესებდა რა ჰქონდა სათქმელი. კარგად მახსოვს როგორ იყო ცოტნე ბოლოს მისი ანხვისას..აღარ მინდა ისევ განმეორდეს ...
ცოტაც და ინათებდა...
ფანჯარასთან ვიჯექი და ღამის თბილისს გავყურებდი. მხოლდო რამდენჯერმე დააკაკუნა აკრზე და მივხვდი რომ ის იყო.
სწრაფად გავაღე კარი და მის ნისლისფერ თვალებსაც წავაწყდი. უხმოდ შემოვიდა,ისევ ისე ეცვა როგორც ადრე დახეული ჯინსი, ორი ზომით დიდი მოსაცმელი რომლის კაპიუშონიც თავზე ჰქონდა წამოფარებული .
-იმედი მაქვს თავის მართლებას არ შეუდგები ... ეგ ცოტნესთანაც არ გაჭრის .ძალიან გთხოვ პირდაპირ მითხარი რისი თქმაც გსურს . მეეჭვება კიდევ მომინდეს შენთან საუბარი ...
ოთახში დავდიოდი. მინდოდა სასმელი ამეღო ადგილზე რომ გამაქვავა მისმა სიტყვებმა
-შვილი გვყავს... ვაჟი . შვიდი წლის გახდება მალე
ძლივს მოვახერხე უკან შებრუნება, ზურგით იდგა ისევ და ტიროდა .მხრები უთრთოდა და უხმოდ ტიროდა
-მოსკოვში რომ წავედი ... დოზა გადავამეტე საშინლად ვიყავი . ვერ შევძელი თავის დანებება. მეზობელმა მიპოვა ,კლინიკაში მითხრეს რომ ფეხმძიმედ ვიყავი . ორი თვის იყო უკვე ნაყოფი -ლაპრაკობდა და ტიროდა- მითხრეს ნარკომანის შვილი ავადმყოფი იქნებაო ,მარტო ხარ და არავინ დაგეხმარება მის გაზრდაში აბორტი გაიკეთეო ,მაგრამ ვერ მოვკალი ჩვენი შვილი ვერ გავიმეტე... მთელი ხუთი თვე შიშში გავატარე. მეგონა რომ რომელიმე კიდური არ ექნებოდა, ბრმა იქნებოდა, რაიმე დაავადებით ხეიბარი, ან სულაც მკვდარი დაიბადებოდა. ექიმთან მისვლის მეშინოდა ,მეგონა რომ საშინელებას მეტყოდა და შევიშლებოდი. ექოსკოპიის ფოტო არ მაქვს...მხოლოდ ანალიზებს ვიკეთებდი და წამლებს ვსვამდი . ერთდროულად ვებრძოდი ნარკოდამოკიდებულებას და ვიბრძოდი ბავშვის გადასარჩენად... ღმერთმა არ გამწირა და არ ვიცი რით დავიმსახურე ,მაგრამ შვიდთვიანი ჩემი ბიჭიც კი დიდი მებრძოლი გამოდგა. ჩემგან განსხვავებით პირველივე წამიდან იბრძვის...მინდოდა ცამოსვლა... როგორც კი გამოჯანმრთელდა, როგორც კი ძალა მოიკრიბა.მაგრამ მეშინოდა რომ წამართმევდა ... ახლაც მეშინია ,მაგრამ მეტი აღარ შემიძლია როცა მამას ახსენებს როცა ვხედავ როგორ წუხს როცა სხვა ბავშვებს ხედავს მამებთან ერტად როცა ისმენს მეგობრებიდან ისტორიებს აღარ ვიცი რა ვუთხრა,როგორ მოვატყუო. მის გამო მზად ვარ ყველაფერი ავიტანო..მისი ბედნიერებისთვის
-სად არის! სად არის ბავშვი სოფიო... აქააა? საქართველოშია უკვე?
-არა ჯერ არა... მე მე ჯერ უნდა გამერკვია ყველაფერი. უნდა დავრწმუნებულიყავი რომ ჟურნალისტები ვერ გაიგებდნენ. არავინ იცის რომ ჩემი შვილია- ცრემლები შეიმშრალა ,თვალები ცაწიტლებული ჰქონდა მაკიაჟი სულ მთლად მოშორდა, ხელები მის მკლავებზე მქონდა მოჭერილი და კიდევ შოკირებული ვიყავი. ჩემ გადარეულ ძმაკაცს შვილი ჰყავდა, იმ გიჟს , ჩემ გადარეულ ცოტნეს ვაჟი ჰყავდა ...
-როდის ეტყვი ცოტნეს... ამდენ ხანს მთელი შვიდი წელი მის გარეშე იყო. არ იცოდა რომ სადღაც რუსეთში მისი შვილი იზრდებოდა შენ საერთოდ ხვდები რა გაუკეთე? თიტქოს ის არ იყო საკმარისი იმ ნაბიჭვართან რომ ურალატე . მისი შვილს დააშორე იცი როგორ იყო? მეგონა ვერ გადაიტანდა მეგონა ძმაკაცს დავკარგავდი ლამის შევიშალეთ ყველანი . შენ კიდე იქ მარტო იყავი... ამ ყველაფერს იტანდი და იმდენი ვერ მოიფიქრე რომ ჩვენთვის დაგერეკა
-დამიჯერებდი? მიპასუხე შენთან რომ დამერეკა და მეთქვა ფეხმძიმედ ვარ დამეხმარე-თქო რას გააკეთებდი დაიჯერებდი რომ ცოტნეს ბავშვს ვატარებდი ?
ვერაფერი ვთქვი. მოვშორდი და უკან დავიხიე. ნერვიულობისგან თმაზე ვისვამდი ხელს მერე კეფაზე მივიჭირე და ვუყურებდი .რა თქმა უნდა არ დავუჯერებდი
-არა...არ დაგიჯერებდი ,მაგრამ მაინც დაგეხმარებოდი . ხომ იცი რომ დაგეხმარებოდი
-არ დამეხმარებოდი დემეტრე. მართალია სენი მეგობარი ვიყავი ,მაგრამ შენც გიღალატე. მოგატყუე ჩვენ მეგობრობასაც ვუღალატე. ჩვენ და -ძმობას ვუღალატე მარტო ცოტნეს კი არა ალბატ ეს ყველაფერი უნდა გამომევლო... ღმერთმა არ გამწირა ბრძოლისთვის მიზეზი მომცა. მეც და ჩემმა ბიჭმაც ვიბრძოლეთ და დღეს ყველაფერი კარგადაა .მხოლოდ როცა მასთან ვარ, როცა ვშორდები ყველაფერი ისევ წარსულში ბრუნდება და ცხოვრებას ვწყვეტ...ჯოჯოხეთია თქვენ გარეშე. ცოტნეს გარეშე ვერ ვარსებობს ... სუნთქვაც კი მიჭირს . სვიდი წელია მშვდიად არ მიძინია იცი? ყოველ ღამით მსიზმრება მის იმედგაცრუებულ ჩამქრალ თვალებს ვხედავ და მგონია რომ მოვკვდები. ვდგები და ცემ ბიჭთან მივდივარ. ვეხვევი და ყველაფერი მავიწყდება ...
-როდის ეტყვი ცოტნეს- მხოლდო ჩემი მეგობარი მაღელვებს, ეგოისტურად მხოლოდ მასზე ვფიქრობ. მის ადგილას რომ წარმოვიდგენ თავს... ბოლომდე არც კი შემიძლია გააზრება რა შეიძლება გააკეთოს როცა ამ ამბავს გაიგებს
შეიძლება საშნელი ადამიანი ვარ ,გულცივი და ბოროტი რომ სოფოს მდგომარეობა არ მაღელვებს ,მაგრამ ასეთი ვარ არ შემიძლია ღალატის პატიება. ტყუილის და იმედგაცრუების. -არ ვიცი... ალბათ როცა გაბრიელი ჩამოვა . ბავშვს პირდაპირ ვერ ვეტყვი გაიცანი ესაა მაამაშენი ამდენი ხანი რომ ელოდი-თქო ? ის ბავშვია და ვერ გაიგებს. ცოტნეს რომ ვეტყვი ვიცი გაგიჟდება და შეიძლება მაშინვე მივარდეს ბავშვთან ამას ვერ დავუშვებ
-გაგიჯდება? შენი აზრიც რა რეაქცია შეიზლება ჰქონდეს. იმაზ ეიფიქრებს როგორ ვუთხრა ბავშვსო?
-ვიცი და მართალიცაა ..მაგრამ
-ხვალვე თუ არ ეტყვი სიმართლეს გეფიცები არც ერთ წამს მოვიცდი ახლავე წავალ მასთან და სიმართლეს ვეტყვი ! ყველაფერს გესმის? არ ვაპირებ ცოტნეს ეს ამბავი დავუმალო
-ვეტყვი... ორ საათში ჩამოვა გაბრიელი ..დავხვდები და შემდეგ შევხვდები. მინდა რომ შენც მასთან იყო და დამეხმარო... თუ არ დაამსვდიებ სისულელეს ჩაიდენს,მე ვერ გადავიტან გაბრიელის დაკარგვას
-რა გინდა რომ გავაკეთო,ვუთხრა დაელოდოს წლობით რომ შენ შეაგუო ბავვსი მამამისის ვინაობას?
-არა..უბრალოდ
-კარგი ... რა თქმა უნდა იქ ვიქნები
-მადლობა... ვიცოდი რომ დამეხმარებოდი.
ისევ იფარებს კაპიშონს და გადის. უკან მივყვები.კარი ღიაა არაფერი მესმის მე ხომ მივხურე თან ამ დროს ვინ უნდა ყოფილიყო . ყურადღებას არ ვაქცევ, სოფო მიდის მე კი ვწვები. რამდენიმე საათი გაუნძრევლად ვიწექი და ველოდი გათენებას.
შემდეგ ცოტნესთან წავედი. რა თქმა უნდა გიორგიც იქ იყო ჩემი ნახვა გაუკვირდათ
-ამ დროს რა გინდა აქ სიცოცხლე?- მაშინვე გამეკრიჭა ცოტნე და სახლში შემიშვა - მოგენატრეთ ხო? სამსახურს რო აცდენ მარიამი არ გაბრაზდება?
-რაღაც საქმე მაქვს და მაგიტომ მოვედი...
-რა ხდება შე ჩემა -ამჯერად გიორგი მიდგება წინდ ა თვალებში მიყურებს- რამე პრობლემაა? რა სახე გაქ ბიჭო მოკვდა ვინმე?
-ცოტნე... ახლა ვიღაც მოვა და ჯანდაბა ! ვერ გთხოვ მშვდიად შეხვდე ვერც იმას გთხოვ რომ ბოლომდე მოუსმინო ,უბრალოდ არ ვიცი ...უბრალოდ გთხოვ სისულელე არ ჩადინო გევედრები ჩვენი ხათრით მაინც ნუ დაუბრუნდები ძველ დროს
-რა ჯანდაბა გეტაკა მხეიძე ! რა სიზმარი ანხე ასეთი - ვიცი რომ ხვდებოდა რასაც ვეუბნებოდი, მაგრამ არ ტყდებოდა
კარი რომ გაიღო და სახლში სოფიო შემოვიდა წონასწორობა დაკარგა. გიორგიც გაშეშებული უყურებდა, მაგრამ მათი ნახვა იმდენად ამაღელვებელი იყო ძლივს მოვეგე გონს. გიორგი სწრაფად გავიყვანე და მარტო დავტოვე
-იმას აქ რა უნდა.. რა უნდა რისთვის დაბრუნდა. ახლა რაღა უნდა... ცოტნეს გააგიჯებს...ისევ გააგიჟებს დავიღუპებით
-დამშვიდდი...
-როდის ნახე..როდის დაბრუდნა
-წუხელ ...არ ვიცი ზუსტად როდის ჩამოვიდა.
-რატომ მოიყვანე აქ...რატომ მოუშვი საერთოდ ჩვენ ხო შევთანხმდით
-შვილი ჰყავთ გიორგი...ბიჭ ჰყავთ. ცოტნესგან ჰყავს... გუშინ მითხრა და კიდევ ვერ ვაზროვნებ
-რაა? ბავშვი ცოტნესი? მართლა ცოტნესია ტო ..შვილი ჰყავთ -გიორგი ძლივს იღებდა ხმას. ორივე შევკრთით მისაღებიდან მსხვრევის ხმა რომ გავიგეტ, რასაც ცოტნეს ყვირილი მოჰყვა .ისიც არ ვიცოდი მქონდ ათუ არა ჩარევის უფლება, გავჩერდი ,რადგან ვიცოდი არაფერს დაუშავებდა.
-ბავშვი ტო... შვილი ჰყავს იმ გიჟს? სადაა - გიორგიმ სულა რ მიაქცია ყვირილს ყურადღება ეგ უფროა მაგის წივილ კივილს მიჩვეული . ამდენი წელია ერთად ცხოვრობენ -ნახვა მინდა
-ვნახავთ... ახლა მთავარია ცოტნე დამშვიდდეს როგორმე .არ ვიცი ზუსტად სოფიო რას აპირებს
წყალი დავლიე და სკამზე ჩამოვჯექი. დიდი ხანი საუბრობდნენ, არ ვიცი რას და როგორ . მხოლდო მაშინ წამოვდექი ცოტნე რომ გამოვიდა ჩაწითლებული თვალებით, იმ გამწარებულ ,დაჭრილ ცხოველს ჰგავდა როგორიც დიდი ხნის წინ ვნახე. ასეთს ნამდვილად იშვიათად ვხედავდი ჩემ ძმაკაცს...
-რას მიყურებთ... არ მოდიხართ? მარტო ამ ქალტან ერთად არსად წავალ მასთანს ალაპარაკო არაფერი მაქვს მეტი
უკან გავყევი აბა რა მექნა. სოფო გათიშლი მიაბიჯებდა, მანქანაში ჩაჯდა ჩვენც გავყევით.
სხვა სახლთან მივედით,როგორც ჩანს აქ მხოლდო დედა შვილი აპირებდა ცხოვრებას.
მანქანიდან რომ გადავედით ცოტნეს გავხედე ფერდაკარგული ძლივს მიაბიჯებდა, სოფოც იმავე მდგომარეობაში იყო. მე და გიორგი უკან მივყვებოდით. სახლში შევედი და სესასვლელიდან ვუყურებდი კიბეზე მორბენალ პატარა ცოტნეს ,ძალიან დიდი სიცქარით გამოიქცა დედა რომ დაინახა
-დეეეეე სად ხარ ამდენ ხანს? აქ რისთვის წამოვედით შენ თუ არ იქნებოდი - ზუსტად ისე ჩხუბობდა როგორც ცოტნე იმავე ტემბრით და სიანცით.
-აქ ვარ დე ... -ბავშვს ეხვევა და კოცნის . ბატონს ყურადღება ცოტნეზე გადააქვს და ქვემოდან აკვირდება მოჭუტული თვალებით, მალე გაბრაზდა და ცოტნესკენ დაიძრა. მის წინ დადგა ძალიან ახლოს და მეგონა დაარტყამდა ისე შეხედა
-სოფისთან რას აკეთებ? ვინ ხარ ?
ინსტიქტურად მომგვარა ღიმილი პატარა ბიჭის ეჭვიანობამ. ცოტნე ჩაიცუცქა და აკანკალებული ხელი სახეზე შეახო.ბიჭი წამსვე გახტა გვერძე და გული გამიჩერდა
-არ შემეხო! მიპასუხე ვინაა დედა ეს კაცი და რა უნდა ჩვენ სახლში. მე ხო გითხარი არავინ დავინახო შენ გვერდით მამას გარდა-თქო .ეს კი არც დაცვას ჰგავს, არც მზარეულს და არც მძღოლს ყველა გვყავს უკვე !
ცოტნე გაშეშდა, თვალები სულ ჩაუქრა, ხელები დაეჭიმა მუხლებზე იდგა ბავშის წინ მუჭებით იატაკზე დაყრდნობილი თავი დაბლა ჰქონდა დახრილი ,უსუსურების შეგრძნება მქონდა, არ შემეძლო არაფრის გაკეთება. გიორგი კედელზე მიყრდნობილი იდგა და ცოტა აკლდა ტირილამდე. მუჭი მიარტყა კედელს და კბილები მაგრად დაჭირა ერთმანეთს თავი რომ შეეკავებინა.
-დე ... დე აბა კარგად დააკვირდი დე არავის გახსენებს? იცნობ დე ჩვენ მისი ფოტოები გვაქ -ჩამწყდარი დასუსტებული ხმით ეუბნებოდა და თვალებიდან წამოსულ ცრემლებს წამსვე აქრობდა . ბავშვი რამდენიმე წამს უყურებდა სოფოს მერე უკან მიბრუნდა ისევ სიბრაზე სეპარული უყურებდა ცოტნეს მერე პატარა ხელები ლოყებზე მიადო და თვალებში უყურებდა
-შენ ჩემი მამა ხარ? -ამ სიტყვებში იხმელა ემოცია იყო ყველას სულამდე მიაღწია, ყველა შეგვძრა. სოფო კედელთან ჩაიკეცა პირზე ხელები აიფარა და აქვითინდა.
რამდენიმე წამში ცოტნე და გაბრიელი ჩახუტებულები იდგენენ. იატაკზე დაშვებული მის მკლავებში მოქცეული ბავშვი სულ მთლად დამალა მკლავებში. მერე დიდხანს კოცნიდა და ეფერებოდა. ჩემი ცოტნეს ხალისი დავინახე და გავთავისუფლდი. სწრაფად წამოდგა და ბავშვი ხელში აიყვანა. გულზე ჰყავდა მიხუტებული და ისე დაჰყურებდა სოფიოს. ველოდი რომ ეტყოდა მივდივართო ,მაგრამ არ უთქვამს . ჩვენკენ შემობრუნდა და თვალები დაგვიბრიალა
-რას მიყურებთ ტო არ გაიცნობთ ჩემ ბიჭს?
სამი უგულო ეგოისტი პატარას დავტრიალებდით თავს, გავიცანით ვაკოცეთ და არცერტს გაგვხსენებია სოფო რომელიც არც კი შერხეულა ადგილიდან. სამ კაცს რომლებსაც კარგი კაცები გვგონია თავ იმ პატარა წერტილმა გვაჯობა. უცებ დაგვისხლტა და დედასთან მივიდა
-სოფი რატომ ტირი ? მე არ გიბრაზდები ხომ იცი ? სულ გაგიწითლდა თვალები ნუ ტირი ვერ ვიტან ხომ იცი
-არარ ვიტირებ დე.. აი მორჩა ! მორჩა - უცებ წამოდგა თვალები შეიმშრალა და ბავშვს ჩაეხუტა. ცოტნეს უყურებდა დამფრთხალი ის კი ისე უცქერდა თითქოს უბრალოდ ქვას უყურებდა უსულოს და არაფრისმომცემს.
-გაბრო მე და სოფიას სალაპარაკო გვაქვს და შენ გიორგისთან და დემესთან დარჩი ცოტა ხნით კარგი?
-არა! -ეს ბავში გამაგიჟებს, მამამის გარეგნულად იმდენად არ ჰგავს მაგრამ ხასიათი რომ აქვს ზუსტი ეგ ფაქტია ყველა მოძრაობით ჩანს ...- თუ აპირებ იმის თქმას რომ გაბრაზებული ხარ და შენთან უნდა წამოვიდე არ მაინტერესებს! მე არ ვარ დედაჩემზე გაბრაზებული სამაგიეროდ!
-აი სად მიფუჭებს საქმეს ჩემი ხასიათი ! დარწმუნებული ვარ აზრს არ შეიცვლი
-არა!
-კარგი... და იქნებ ცოტა ხნით მაინც გადმოხვიდე ჩემთან. ნუთუ სულ არ გინდა ვილაპარაკოთ,იცი რამდენი კითხვა მაქვს? შენ არაფერი გაინტერესებს ჩემზე
-ისედაც ვიცი ყველაფერი ... დედა მიყვებოდა რა გიყვარს ,როგორი ხასიათი გაქვს .უბრალოდ შეცვლილი ხარ ფიზიკურად წვერში და გადაპარსულ თავში ვერ გიცანი
-მე რომ არაფერი ვიცი? იცი მე არ ვიცოდი და
-ვიცი რომ არ იცოდი ჩემ შესახებ. ეგეც მითხრა დედამ ... ტყუილად არჩევ სიტყვებს თითქმის ყველაფერი ვიცი იმ დონეზე რისი გაგებაც შემიძლია. ვიცი რომ დედაზე გაბრაზებული ხარ და როგორც დედა ამბობს არ აპატირებ. მაგრამ მე არ მაინტერესებს ეგ ხომ ხვდები არა?
-და მაინც არ წამოხვალ ჩემთან?- სიცილს ვერ იკავებს ცოტნე და მაგრად კოცნის ლოყაზე- აქ ვერ გავჩერდები ,გთხოვ
-მართლა ჩემსავით მიყურებ... -გაიცინა პატარა ცოტნიკომ და სოფოს გახედა - წავიდე?
-როგორც გინდა... ხომ მოხვალ ისევ
-რა თქმა უნდა
არა ეს ბავშვი ნამდვილად არ ჰგავს ბოლომდე მამამისს ცოტნეს სად აქვს ამდენი ჭკუა. გიორგის ვუყურებ რომელიც იცინის და დარწმუნებული ვარ ამშინვე დაიწყებს როგორც კი გავალთ.
-მამამისზე ჭკვიანია ტო - ბურდღუნებს და მხარზე ხელს მარტყამს
-მაგას ვფიქრობდი ზუსტად- ისევ მეცინება და ვუყურებ როგორ მიდის მამა შვილი კარისკენ. გიორგი სოფოს უყურებს. მასაც ის გრძნობა აწუხებს რაც მე, თავს ვერ იკავებს და მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ მთელი ძალით ეხვევა
-ჯანდაბა .... ჯანდაბა არ შემიძლია ! მარტო ამ ბავშვის გაჩენის გამო გირიგდები იცოდე ! ეუბნება ბურდღუნით და ისევ ატირებულ სოფიას კოცნის- ჩვენც ცუდები ვართ..მიგატოვეთ ,მაგრამ ყველას გვაქ მეორე შანსი ხომ?
-ნწ... ამრტო მე ვარ დამნაშავე- თავს აქნევს და ისევ ეხვევა
რა თქმა უნდა მეც ვერ მოვდივარ ქიედან ისე რომ სოფოს ჩვენი იმედი არ ჰქონდეს . არ ვიცი რამდენად დავამშვიდე, არც ის ვიცი როგორ ვაპატიე. ვერაფერს გეტყვით,ალბათ შეძლებაა რ შემიძლია იმა დამიანების ვინც მიყვარს.
რა თქმა უნდა სახლში ვეჭერბით მამა-შვილს. სულა რ მაინტერესესბ რომ ისინი უნდ აიყვნენ განმარტოებულები, არ ვაპირებ ამ ბავშვისგან შრს ვიყო.თანაც მე რო მოვუყვები მამამისსზე ამბებს იმდენს ვინ მოყვება.
მთელი დღე და ღამე ვუყურებდი ორ ცოტნეს, დამატებულ გადარეულ გიორგის და რა თქმა უნდა მეც გავგიჟდი. რას ვაკეთებდით მთელი დღე არ ვიცი, იმდენი ტკბილეული, სწრაფი კვების გემრიელობა საჭმელები ვჭამეტ საუბრისას და მოვსვარეთ ყველაფერი . ვციინეთ ვიგიჟეთ დავიხეთ ტავზე ყველაფერი. ბოლოს იმ გიჟ ბავშვს რომ გავეკიდეთ დამალობანას თამაშის დროს კარი გაიღო და დაჩი შემოვიდა.
-რა ჯანდაბა ხდება აქ... ეს პატარა ვინ არის?-ბავში რომ დიანახა ღრიალი შეწყვიტა და უცებ ჩაიმუხლა
-ვისია აბა თუ გამოიცნობ
-მე რ ავიცი ბიჭო !
-რას მოვესწარით ხედავ? ამან რაღაც არ იცის?სად დაიკარგე ამდენ ხანს ინფორაციას არ გაწვდიდნენ?
-აუ გიორგი რას ლაყბობ ... პატარა კაცო არ მეტყვი ვინ ხარ?
-გაბრიელი ვარ სოფო გიგაურის და ცოტნეს შვილი
-რა...- სიტყვა ვეღრა თქვა წელში გასწორდა და მოგვაჩერდა
-რა იყო ბიჭო არ მგავს? ნახე როგორ გიყურებს მამას კაცია ეს - ხელში აიტაცა ბავშვი და ჩაკოცნა - მერე მაგრად მიიხუტა ყოველ ჯერზე მეგონა რომ აღარ გაუშვებდა .ვიცოდი ამ მხიარულების მიღმა დიდი ტკივილი იმალებოდა სახელად სოფო...
სახლში გვიან დავბრუნდი, გადავწყვიტეთ მამა-შვილი ახლა მაინც დაგვეტოვებინა მარტო. სახლის კარი ღია დამხვდა. არ ვიცოდი ვინ იყო მაგრამ დიდად არ მადარდებდა,მოსაკლავად არავინ იქნებოდა ნამდვილად.
-ქალბატონო მარიამ? რა სიურპრიზია...ძალიან მოუხშირეთ ცემთან ღამით სტუმრობას ამ ბოლო დროს .გასაღები როდის მოგეცით ხომ ვერ მეტყვით და იმასაც ხომ არ დააყოლებთ ასეთი განადგურებული სახე რატომ გაქვს,...ვინმე მოკვდა?
-რატომ არ მითხარი გიგაურთან ასეთი ახლო კავშირი თუ გქონდა- მიყურებდა გათიშული,სრულიად გამოფიტული. მეგონა რომ ეს სიმშიდე დიდი ამოფრქვევით დასრულდებოდა
-რატომ უნდა მეტქვა ვერ ვხვდები.ყველა ჩემ მეგობარზე ხომ არ მოგიყვები მარიამ ამას ჩვენი არცერთი ურთიერთობის სახე მავალებს
-მეგობრის? ყველა მეგობრისგან გყავს შვილი?- აი ხომ ვამბობ იფეტქებსთქო ისე წამოფრინდა და მოისროლა ჭიქა ...მოიცა ვინ გყავსო?
-რა?
-თავს რატომ ისულელებ ვერ ვხდები გავიგონე...წუხელ აქ ვიყავი და გავიგე როგორ გითხრა შვილი მყავსო ... როგორ მიატოვე ,როგორ არ იპოვე ასეტი მნიშვნელოვანი თუ იყო
-გეყოფა ! თუ ღმერთი გწამს .არაა ჩემი შვილი ...ბოლომდე მოგესმინა თუ გვისმენდი ბარემ რა უბედურებაა რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს . რა უფლება გაქვს საერთოდ მართლა ისე მექცევი როგორც მონას... არაა ის ბავში ჩემი სვილი ცოტნეს შვილია... სოფო კი ჩემი მეგობარი იყო ერთ დროს .მათი ურტიერთობის გარჩევას არ ვაპირებ- უცებ დავუყვირე გაბრაზებულმა და ხელები გავუკავე- დარტყმა არც გაბედო. რა დღეში ხარ მარიამ...
-გიკვირს? აბა მე რას გეუბნები არ გეუბნები რომ შენ ჩემ ცხოვრებას თავდაყირა აყენებ? რაქამდე დავეშვი ღმერთო
-კაი დამშვიდდი ... გაპატიებ. განგებ ხომ არ გვისმენდი .მერე გაბრაზდი და გავარდი ... დალევ?
-არ ბრაზდები? წეხან რა გაყივრებდა აბა
-ასე არ ვყვირი მე სულ? პირველად გესმის? სისულელეებზე ჩხუბის ხასიათზე არ ვარ ზედეტად ემოციური დღეები მქონდა.ს აერთოდაც მეძინება,შხაპის მიღება მინდა, დასვენება მინდა და ვინმე ფიქრობს ჩემზე?- ბოთლი ავიღე და მივიყუდე. კიდე არ ვფიქრობ ბევრს მომხდარზე თორე შევიშლებოდი. მთავარია რომ ყველაფერი რიგზეა და ბავშვი ჰყავს ცოტნეს... ჯანმრთელი და მაგარი ბიჭი.-ხვალ გნახავ ხო? გამოვასწორებ დღევანდელ გაცენას
არ შემეძლო მარიამთან ლაპარაკი, სააბაზანოში შევიკეტე . წყალი გადავივლე და საძინებელში დავბრუნდი . მეორე გაოცება კი არა მეათასეა უკვე გავგიჟდები მალე ... ჩემ საწოლში იწვა მშვიდად ჩემი მაისურით და მელოდა .თან თიტებს იწვალებდა,რომ შევედი პატარა ბავშვივით ამომხედა. სისულელეების საუბრის ნერვი არ მქონდა,არ გამიბრაზებია და უბრალოდ დავწექი. ჩემკენ მოვიზიდე თავი მის ყელში ჩავმალე და ვაკოცე
-ამ თეთრეულზე ვიღაც გოგოსთან მქონდა სექს.. არაუშავს ხო? - მაინც ვერ მოვისვენე .წამსვე წამოიწია
-ფუ როგორ ვერ გიტან რომ იცოდე
-ვგიჟდები რომ ბრაზდები. მოდი აქ გეხუმრე...
-საზიზღარი ხარ...საშინელი
-ვიცი... და შენ სულ ცუდი ბიჭები გიზიდავდნენ?
-მარტო შენ მიზიდავ... რა კრიტერიუმსაც აკმაყოფილებ ყველაფრით
-ჰმმ როგორ მიმაღლებ თვითშეფასებას რომ იცოდე
-ისე ხომ რას ამბობ არ გაქვს საერთოდ...გეძნებოდა მგონი შენ ... არავინ ფიქრობს ჩემზეო თავიც შემაცოდე
-შეგეცოდე დედოფალო? ღმერთო რა კეთილი ხართ- მეღიმება და ისევ მის ყელს ვუხახუნებ ცხვირს.მიყვარს ეს მისი ყელი და რა ვქნა...
-დაიძინებ თუ წავიდე...
-ვჩუმდები ..
ისე ტკბილად დამეძინა ბოლოს ასე როდის მოხდა არც მახსოვს...
დილით რომ გავიღვიძე უშედეგოდ ვეძებდი საწოლში ხელებით მარიამს, რადგან ასკარად დიდი ხნის დატოვებული ჰქონდა ჩემი ბინა.
წინა დღეს მომხდარი ფაქტები ერტიანად დავაწყვე გონებაში და გამეღიმა მერე კი სიცილი ამიტყდა ისე მახარებს ის ფაქტი რომ ჩემ გადარეულ ძმაკაცს შვილი ჰყავს,თან როგორი საოცარი ბიჭია...
ქალბატონმა მარიამმა ჩემთან დიაძინა და რომ ჰკითხო მხოლოდ სექს. უნდა ჩემთან და გრძნობა არ აქვს.
მგონი დღეს დათანხმებისთვის შესანიშნავი დღეა ...
პირველ მისვლასთან შედარებით შენობაში მხიარულ განწყობაზე მყოფი შევდივარ . ლიფტში მარიამს ვხედავ სწრაფად ვაჩერებ თითქმის დახურულ კარს და მის გვერდით ვგდები. სამწუხაროდ მარტო არ არის ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელია კიდევ მათთან ერთად. უბრალოდ ვუყურებ , მგონი ჩემი მზერა მისთვის მეტყველია. თვალები წამში უელავს ტუჩებს ერთმანეთზე წამით უხახუნებს და დილის აფორიაქებას პირნატლად ასრულებს. როგორც კი მივდივართ კაბინეტისკენ მაშინვე ვეგებები თაის ამიტომ ქალბატონს ყურადღებას ვეღარ ვაქცევ მასთან ვიღაც შედის და მთელი დღე ასე გრძელდება.
თათბირი გვქონდა სანამ შევიდოდით პირველი გავატარე და სწორედ ამ დროს ჩავჩურჩულე ყურში
-შემოთავაზება მიღებულია,მზად ვარ ნებისმიერ დროს დავიწყო მოქმედება
წამით ყოვნდება, მაგრამ არ იხედება, ისევ აგრძელებს გზას და ძალიან მშვიდად უსმენს თათბირზე განხილულ პრეზენტაციას . მხოლოდ დაჟინებულ ზმერას ვგრძნობ და მეეჭვება ახლა ამ თათბირზე ფიქრობდეს. კაბინეტიდან მშვიდად გავდივარ და ჩემ ოთახში ვბრუნდები ნივთების ასაღებას.
ბინაში ისე ვბრუნდები მისგან ვერაფერს ვიგებ. ღამით შეტყობინებას ვიღებ მარიამისგან. მისამართს მწერს სიცილს ვერ ვიკავებ
-დაიწყო ქალბატონო ... ძლივს ჩემი დროც მოვიდა .რა შარში ხარ რომ იცოდე გაიქცეოდი აქედან - სწრაფად ვიცვამ ჯინსს და პერანგს, ტყავის ქურთუკს ვიღებ და მანქანაში ჩაჯდომამდე ვიცვამ.
მიკვირს მარიამი კორპუსი ნამდვილად არ არის...
ჭკვიანური სვლაა საკუთარ კორპუსში რომ გამოეყენებინა ბინა ამის შესახებ ყველა შეიტყობდა .
მანქანას ვაჩერებ სადგომზე და მშვიდად შევდივარ ლიფტში . ბოლო სართულზე ავდივარ და მითითებულ კარზე ზარს ვრეკავ. მალევე მესმის მისი ნაბიჯების ხმა, ამ ფეხსაცმლის მოშორება ისევ ვერ მოვახერხე პირდაპირ ტვინში ურტყამს ხმა.
კარს აღებს,რას მივცემდი ახლა სექსუალურ თეთრეულში გამოწყობილი რომ მხვდებოდეს.უკეთ გავერტობოდი ,მაგრამ ჯანდაბას იყოს ასე ...
ბინა კი არა მთელი სართული ჰქონია შეძენილი ქალბატონს, როგორც ვიმედოვნე ნამდვილი ლუქსია...
ისეთი ტემპერატურაა სახლში ქურთუკში მცხელა, შესვლისთანავე ვიხდი და მისაღების უზარმაზარ დივანზე ვდებ
-თქვენი გემოვნებით მოხიბლული ვარ . აქ ძილი ნამდვილად არ მოუნდება კაცს - აქამდე უკან მომყვებოდა ახლა მისკენ შევბრუნდი და თვალებში ჩავხედე . ღმერთო რანაირი ქალია თვითონ შემომთავაზა და ახლა ისე მიყურებს მგონია რომ მის მოკვლას ვაპირებ. - არ დამათვალიერებინებთ? ხომ უნდა ვიცოდე რა სვლები უნა გავაკეთო თქვენთან ერთად რომ არ დავიმტვრე , ზედაპირებიც უნდა შევისწავლო
-დემეტრე...
-რა ... -გაოცებული ვუყურებ- არ დავათვალიერო? დივანი ნამდვილად კარგია ლამაზი, რბილი, დიდი და მოსახერხებელი . გვერდს ვუვლი ოთახს და ისევ შემოსასვლელში გავდივარ იქედან სამზარეულოში ვხვდები იმხელა სამზარეულოა თითქოს ნომერი პირველი მზარეულია და აქ დაიწყებს საოცრებების შექმნას. ცენტრში განთავსებულ მასიურ მაგიდაზე თითებს მივასრიალებ სიარულის დროს . უცებ ვბრუნდები წელზე მომენტალურად ვხვევ ხელს და მაგიდაზე ვსვამ. მსუბუქად წამოიკივლა და ხელები მკერდზე მომაბჯინა,თვალები გაუფართოვდა და ბაგეები გაეხსნა სუნთქვა მაინც ვერ შეძლო რადგან სწრაფად მივუახლოვდი მის ყელს, შემდეგ გავჩერდი ისე რომ არც ვეხებოდი და თან ჩემი სუნთქვა კანს უხორკლიდა. ერთ ხელს ყელზე მეორეს თეძოზე ვხვევ და მაგიდაზე ვაწვენ კაბა თავისთავად ეკეცება ფეხებს შორის ვექცევი და ზემოდან დავცქერი რამე თუ არ ვუთხარი სუნთქვის ამდენ ხანს შეწყვეტა კარგს არაფერს აუწყებს -მაგიდაც ძალიან კარგია... სამზარეულოში ცვლილებებს არ ვითხოვ - მშვიდად ვეუბნები,თუმცა ხმაში ხრინწი მომმატებია. არც ისე მარტივია ,როგორც ჩანს ... კაბის გასწორებასაც ვახერხებ ფეხებზე ხელის ჩამოსრიალებით და იატაკზეც დგას . მეგონა რამეს მაინც მეტყოდა...ეს ცუდია აშკარად უპირატესობას ვგრძნობ -საძინებელის ჯერია მგონი- წელზე ხელს ვხვევ უკვე ჩემ გვერდით მოაბიჯებს. აქამდე თუ არ სუნთქავდა ახლა მგონი არითმია აქვს და სუნთქვაც გაუხშირდა. მისი გამოუცდელობა ასე თუ გამახარებდა არ მეგონა, საერთოდ არ ვიცოდი ამ ამბავს ამხელა მნიშვნელობას თუ ვანიჭებდი კმაყოფილებას რომ შევეპყარი...
სიმართლე გითხრათ საძნებელმა ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა. სამეფო საძნებელს ჰგავდა და სიცილი ევრ შევიკავე
-ახლა გასაგებია ჩემ საწოლს რომ იწუნებდი... შენ გემოვნებაში ამასთან ერთად ჩემი საწოლი ნამდვილად არ ჩაჯდებოდა- აქ სააბაზანოა ალბათ ხო? ალბათ ამ ოთახის ზომისაა- კარ გავაღე და ჩემი სიტყვებიც გამართლდა. მთელი ჩემი ბინის ზომის სააბაზანოა .ეს ყველაფერი ცუდად მხდის..ვერ ვიტან ამდენ ფუფუნებას ...
საწოლის წინ ტყავის გრძელ სკამზე ეშვება და ისე მიყურებს არ ვიცი სასოწარკვეთილია,გაბრაზებულია თუ იმედგაცრუებული . მე გაბრაზებული უფრო მაწყობს,მაგრამ არა რაღაც სხვა ამბავია
-ვფიქრობ...გამუდმებით ვფიქრობ და ვერ ვხვდები ოდესმე თუ შეწყვეტ ჩემ წამებას. მოგიშორებდი , ნებას მოგცემდი წასვლის ,მაგრამ ეგ უფრო მაწამებს მანადგურებს და როცა ახლოს არ ხარ მეტად მეფიქრება შენზე აღარ ვიცი უკვე რა ჯანდაბა გავაკეთო ან საერთოდ რა გინდა ჩემგან ... როდემდე გააგრძელებ ან მე როდემდე შევძლებ გაძლებას
ისე მიყურებს სუნთქვა მეკვრის , პატარა ბავშვს ჰგავს მეამიტს და დაუცველს მე ვინ ვარ ამ დროს არც კი ვიცი ...
მასთან წამში ვჩნები, მის წინ მუხლებზე ვდგები და ხელს ვხვევ. ქვემოთ სრიალებს და მეხვევა ,თმაზე ხელს ვუსვამ და საფეთქელზე ვკოცნი
-აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო თავი კარგად რომ იგრძნო... სრულიად ავირიე მარიამ .ვეღარ ვიგებ როგორ მოგექცე როგორც ამაყ ქედმაღალ ქალს რომელსაც რქები უნდა მოვამტვრიო, როგორც სექსუალურ ქალს რომელიც სიამოვნებისგან შევშალო, როგორც ბავშვს რომელსაც საკუთარი თავის პოვნა სურს , თუ უბრალოდ მარიამს რომელსაც სიმშვიდე სურს ამ ბოლო შემთხევაში ვერ ვიგებ რა მოგანიჭებს სიმშვიდეს ჩემგან შორს ყოფნა თუ იმდენად ახლოს რომ მთლიანად შენს არსებაში შემოვიჭრა...მითხარი ,უბრალოდ მითხარი რა გავაკეთო ერთდროულად როგორ ვიყო შენი მრჩეველი, დაცვა, მეგობარი,უბრალოდ მსმენელი, მეტოქე და გრძნობასმოკლებული სექსუალური პარტნიორი ,როგორ წარმოგიდგენია მიპასუხე
ლოყაზე ვეფერებოდი ,მიყურებდა დამრგვალებული შავი სფეროებით რომელშიც დიდი რაოდენობით სითბო იღვრებოდა ,შეუჩერებლად იღვრებოდა და მეც მთლიანად მავსებდა .
-როცა საჭირო იქნება ქედიმომახრევინე, როცა საჭირო იქნება სიმშვიდე მაჩუქე და მომექეცი ისე როგორც ბავშოობადაკარგულ ქალს და უბრალოდ სიამოვნებისგან გამაგიჟე რომ სხვა ყველაფერი დამავიწყდეს და ამ ერთი სურვილის ასრულებით სხვებიც შეასრულო
- მივენდოთ ინსტიქტს და ვიმოქმედოთ სურვილების მიხედვით? - თითებს ნაზად დავატარებ მის სახეზე შემდეგ თმას ყურს უკან ვუწევ დათიტებსაც თმის მიმართულებით ვაცურებ , ერთ ხელს ყელზე ვუპოვე ბინა მაშინვე მოდუნდა ,თვალები მინაბა და იმ წამს სრულიად არ ჰგავდა მიწიერ არსებას, რაღაც არამიწიერი, ზეციური ქმნილება იყო რომლის შეხებაც შემეძლო
თანხმობის ნიშნად მხოლოდ დუმილი მხვდა წილად, თვალები გაახილა მისი მბრწყინავი სფეროები და მთლიანად შთანთქა დემეტრე მხეიძე...
ჩემ წინ იდგა ,იმდენად ახლოს რომ სუნთქვას საერთო გვქონდა. წამის წინ თიტების მიერ გავლილ გზას ტუჩებით მივუყვებოდი და ყოველ შეხებაზე საოცარ მუხტს ვგრძნობდი რომელიც ერთროულად მართმევდა ძალას და მმატებდა. მისი კანის შეხება ჯერ ტუჩებზე მიკიდებდა ცეცხლს შემდეგ მტელს სხეულს გადაეცემოდა წამის მეასედში და ერთ წამში უკვე ცეცხლის ალში გახვეული ვიყავი , ბურუსში საიდანაც თავის დაღწევა არცერთს შეგვეძლო.
ჩემ მკლავებში მოქცეული, გაუნძრევლად იდგა ხელისგულები მკერდზე ჰქონდა მობჯენილი და თითოეულ ჩემ შეხებას ისე იმახსოვრებდა თითქოს უკანასკნელი იყო. ყელზე ისე გადავედი მის ღვინისფერ ტუჩებს არ შევხებივარ, ასე საოცრად რომ თრთოდნენ და ელოდნენ ჩემ შეხებას .
თითოეულ ჩემ შეხებას მიჰყვებოდა, თავი გვერდით გადახარა უკეთ რომ მეკოცნა . მსუბუქი კვნესა წასკდა როცა კანი ტუჩებს შორის მოვიქციე და შემდეგ სველი კოცნის კვალი დავუტოვე ...
-ხვალ სამსახურში შევხვდებით - ყურტან ვუტოვებ კოცნის კვალს და ვქრები.
დარწმუნებული ვარ ხვალ გაცოფებული იქნება ,მაგრამ გადაიტანს....
სამსახურში რომ შევდივარ მგონია რომ გადავრჩი ,არც ლიფტში შემხვედრია,არც დერეფანში,კაბინეტშიც არააო თაიმ .მშიდად შევედი ოთახში და საქმეში ჩაფლულს არც გამხსენებია კარგა ხანს მარიამის არსებობა.რომ გავიხედე მისი ოთახისკენ იქ არ იყო. შესვენებაზე წასახემსებლად გავედი უკან რომ დავბრუნდი კარიც არ მქონდა მიხურული ჩემ წინ რომ გაჩნდა. ინსტუქტურად ავეკარი კარს. იმდენად ახლოს იდგა გავითიშე , უფრო ამეკრა სხეულზე ხელები ყელზე მომხვია შემდეგ საყელოსკენ ჩაასრიალა და უცებ მოუჭირა
-ქალბატონო მარიამ... რას მივაწერო თქვენი აქ ხილვა?- მის ხელს ვუყურებ და ხელის წელზე შემოხვევას ვაპირებ თეძოთი რომ მეჯახება და იმდენად მეკვრის რომ სიტყვის წარმოთქმას ვერ ვახერხებ
არ მპასუხობს, არაფერს ამბობს ისე იხრება ჩემი ყელისკენ თითქოს სისხლი უნდა ამომწოვოს. სისხლის რა გითხრათ მაგრამ ჩემ კანს ნამდვილად არ ინდობს. მე თუ ნაზად ვკოცნიდი და ამას ამბორი უფრო ერქვა თვითონ ისე მკოცნის მგონია რომ ჩემ შეჭმას აპირებს ეს მხოლოდ ორი წუთი თორემ თმაში რომ მიცურებს ერთ ხელს და ბოლოებზე მიჭერს თან მკბენს და ისე მწოვს კანს სადღაც შიგნით მეც ვკვნესი
-ასე არ შეიძლება ქალბატონო მარიამ... - იმის თქმაც მინდოდა სამსახურში ვართთქო მაგრამ თმაზე მომქაჩა და მერე ისე მაკოცა ბურუსში ჩავიკარგე. ერთიანად მისით მოცული ვიყავი ირგვლივ მხოლოდ მისგან წამოსულ მუხტს, ტემპერატურას და გამაბრუებელ სურნელს აღვიქვამდი. რომელიც თანდათან გაქრა, რომ მიმოვიხედე ოთახში აღარ იყო. მშვდიად მიიწევდა თავისი მაგიდისკენ, თიტები ზედაპირზე გადაატარ დაჯდომამდე გამომხედა ყელზე მოისვა ხელი და ისე გამიცინა აშკარა ანგარისწორების მსხვერპლი ვიყავი.
ამდენს ვერ გავუძლებ აშკარად ორმხრივად ვზარალდები...
მაგიდამდე მივდივარ და სავარძელზე ვვარდები კი არ ვჯდები. მისი მოგერიება შეუძლებელია, მისი სურვილის გადაფარვა არ შემიძლია. თვალებს ვხუჭავ და რამდენიმე წუთი გადის თუ საათი არც კი ვიცი,. როგორღაც ვფხიზლდები და საქმეს ვუბრუნდები. სულ ცოტაღა იყო დარჩენილი.შემდეგ პიჯაკი ავიღე და კაბინეტიდან გავედი. მარიამი უკვე დერეფანში იყო,თაის საბუთები მივაწოდე მაგიდისკენ ვიყავი გადახრილი უცებ რომ ამომხედა
-ბოს ყელზე რაღაც გაქვთ-უცებ წამოიწია და მერე დაფეთებული დაჯდა- ისა არაფერი ... უბრალოდ თუ შეიკრავთ საყელოს ბოლომდე კარგი იქნება - ღიმილს ვერ იკავებს და ტუჩებს მაგრად კუმავს. ჯანდაბა!
-გმადლობ რჩევისთვის... - ვუღიმი და მარიამისკენ მივდივარ, აშკარად გაიგო მაგრამ გამომეტყველებაც კი არ შეუცვლია. ვირაცას ესაუბრება. გვერდს ვუვლი და ლიფტში შევდივარ,ისინიც მოდიან.
მარიამი ჩემ წინ დგება და უკან კიდევ დგამს რამდნეიმე ნაბიჯს როცა ერთი ადამიანი შემოდის ლიფტში . რა ცუდ თამაშს თამაშობ მარიამ მე ასე არ მოვქცეულვარ ,ეს სასტიკი თამაშია.
გასვლისთანავე შეუმჩნევლად ვეუბნები „ ამ საღამოს მოხვალ და დაწყებულს გავაგრძელებთ“
ნიშნისმოგებით მიღიმის, წამით მიყურებს მხოლოდ და სხეულის საოცარი მიხვრა-მოხვრით მიდის მანქანისკენ.ლეო კარს უღებს მშვიდად ჯდება და მიდის.
მე ამდენი ხანივიდექი და ვუყურებდი? ჯანდაბა დემეტრე! რამ გამოგაშტერა ასე...
სახლში მივდივარ, ცოტნესთან უნდა მივსულიყავი. პატარა ბატონიც იქ იყო და წესით კარგად უნდ აგამეტარებინა დრო .მე კი ვერ მოვისვენე მარიამის ნახვის სურვილი მკლავდა. მის გახსენებაზე ერტდოულად მეწოდა ყელზე კანი და ტუჩები. მისი შეხბეისგან გამოწვეული სიამოვნება მახსენდებოდა და ისე ღრმად ვსუნტქავდი მეც მიკვრიდა როგორ არ მისკდებოდა ფილტვები
-რა ჯანდაბა გეტაკა დღეს . გული გაწუხებს თუ რა ჩასუნტქვებს მიკეთებ აქ
-შენ ის კითხე ყელი რატომ აქვს ასე ჩასინიაკებული- გიორგი უცებ მიწევს ზედის ყელს.სად შეხედა ! - უუუ ფისოსთან იყავი წუხელ?
-ფისო კი არა ვამპირი ყოფილა ... - ხარხარებს ცოტნე და გიორგის ჰყვება.
-თქვენღა მაკლდით რა ... დაღლილი ავრ უნდა წავიდე
-დარწმუნებულები ვართ რომ დაღლილი იქნები... ვერ შეგაჩერებთ უბრალოდ
ხელს მიქნევს ორივე. ბავშვს ვკოცნი და ჩემი ბინის ნაცვლად მასთან მივდივარ. ჯერ ადრეა, საშინლად მინდა რამე დავლიო ან ვჭამო ,მაგრამ არაფერია. დრო მქონდა ამიტომ წავედი და რაღაცეები ვიყიდე. დრო მაინც ვერ გავიყვანე, ცოტაც და დავურეკავდი . არ მოვიდა ,გავიდა ორი საათი, სამი ,ოთხი გახდა ღამის ორი,დილის ოთხი და არ მოვიდა.
გაცოფებული წავედი სამსახურში. ლიფტში შემხვდა, მშვიდად შემოაბიჯა და ჩემ გვერდით დადგა.ისე მომესალმა თითქოს აქაც არაფერი
-გუშ...
-სამსახურში ვართ შეგახსენებ- წარბს მაღლა სწევს ირონიულად მიღიმის და ლიფტის კარიც იღება. რა თქმა უნდა მაშინვე გადის და კაბინეტისკენ მიემართება.
არ ვაპირებ სამსახურში მასთან მაიხლოებას. როგორღაც ვახერხებ და სახლში მშვიდად ვბრუნდები.
საკუთარი მაცივარი დაცარიელებული მქონდა და სხვის მაცივრებს ვავსებდი. მარკეტშ ჩავედი და პარკებით დატვირტული ვბრუნდებოდი სადარბაზოსთან სალომე რომ შემხვდა.თითქოს მერე გამახსენდა მისი და ცოტნეს ურთიერთობა. ნეტავ უთხრა ცოტნემ გაბრიელის შესახებ? საერთოდ როდემდე გაგრძელდება მათი ურთიერთობა სიიც არ ვიცი,ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა რომ ცოტნესთვის ცხოვრებაში ერთადერთი ქალი სოფიო იყო არის და ვფიქრობ მომავალშიც იქნება.
სახლში გავატარე დარჩენილი დრო. ძლივს ერთი საღამო დავისვენე. მარიამზე აკვიატებულ ფიქრებს თუ არ ჩავთვლით.
მეორე დღეს აშკარად ჩემ სვლას ელოდა,მაგრამ ვერ მივართვი. სამსახურში მასთან მიახლოებას ნამდვილად არ ვაპირებ ვთქვი და შევასრულებ კიდეც.სანამ შემიძლია
საღამოს მომწერა და წავედი . ბინის კარი გასაღებით გავაღე ამჯერად. ქალბატონი ღვინის ჭიქით იჯდა მისაღებში .სიმღერა იყო ჩართული და სიმშვიდის შეგრძნებას უმძაფრებდა ქალბატონს.
ღვინის ჭიქა ხელიდან ავაცალე და მოვსვი წითელი სითხე რომელიც მარიამის ტუჩებზე ტოვებდნენ კვალს წამის წინ.
-ამჯერად როდის წახვალ ისევ ყელზე გაჩერდები თუ ქვემოთ გადაინაცვლებ წინასწარ რომ ვიცოდე
-რა ამრტივად უყურებ ამ საქმეს... სრულყოფილ სექსამდე დახვეწა გჭირდება. ნელ-ნელა შეგაჩვევ მერე გული რომ არ გაგისკდეს სიამოვნებისგან
-რა მომაბეზრებელი ხარ ...
-ნერვების მომშლელი აღარ ვარ?
-ასე ნუ მიყურებ ძალიან გთხოვ...
-კოცნამდე გაფორიაქებ ქალბატონო მარიამ? სხვათაშორის ჩემი ყელი საშინელ მდგომაროებაშია
-შემიძლია სამკურნალო პრეპარატი ვიშოვო- ეშმაკურად მიღიმის და თითებს ყელზე მახებს ზუსტად იმ ადგილას სადაც ჩალურჯება მაქვს- შენ ნამუშევარს აშკარად სჯობს
-მე ასე ვერ გაგიმეტეთ ტქვენო არმატებულებავ თქვენ კი სულ არ შეგეცოდეთ თან ერთი კი არა ორია
-საბრალო ... როგორ გაუძელი მიკვირს- თითები ყელიდან თმაზე გადააქვს ,კარგი რა ისე არ მყოფნიდა ?
-სახლიდან როგორ იპარები არ მეტყვი?
-არ ვიპარები ახლა იქ ვარ და მშვიდად მძინავს ... - დივნიდან დგება და მკლავზე ხელს მკიდებს- წამომყევი
-იმედია ჩემ შეცდენას არ აპირებ...მზად არ ვარ ჯერ
-დაგელოდები ...სანამ მზად იქნები- ისეთივე ტონით მეუბნება როგორც მე ვუთხარი და ორივეს გვეცინება
-არ ველოდი თქვენგან მსგავს პასუხს
-ვცდილობ ვისწავლო რამე მაინც -ბოლოს დააყოლა და საძინებელში შევიდა- ირონიით გაჟღენთილ იუმორს მაინც შევისწავლი . სხვას არაფერს მანდობ და რა გზაა
-როგორც იქნა აღიარე რომ სწავლა გინდა და ახლა მაინც მიხვდები რომ საფეხურებს უნდა აუყვე ... ეს რა არის... - გარდერობში რომ შევიდა და კაცის პერანგების ,შარვლების და სხვადასხვა ნივთების განყოფილება რომ დავინახე სულ დამეკარგა საუბრის სურვილი
-ძალიან გთხოვ ნუ გაბრაზდები... ასე ხომ არ ირბენ სულ ტანსაცმელი დაგჭირდება .ორივეს დაგვჭირდება
-ვის აყიდინე ესენი
-დ;იზაინერს... მე ვინც მიგზავნის ტანსაცმელს...
-შესანიშნავია...
-აბა რა გინდოდა მე მევლო მაღაზიებში? მე ჩემ ტანსაცმელს არ ვყიდულობდი ამერიკაში და საქართველოშ ვიშოპინგებ შენი აზრით?
-საერთოდ არ გამაჩნია აზრი ამ ტემასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს ჩემი ბარატიდან მოიხსნა თანხა
-ასე ძალიან თუ გინდა არ არის პრობლემა შენი ბარათიდან მოიხსნება თანხა... ჩემი ტანსაცმლის თანხასაც მივამატებ შენ თუ მშვდიად იქნები
-არც კი იფიქრო . საყვარლებს საჩუქრებს არ ვუკეთებ ! იმის გარდა რასაც საწოლში ვუკეთებ რა თქმა უნდა
-ვინაიდან ჩემთან საწოლში უბრალოდ გძინავს ისიც რამდნეიმე საათით ამ საჩუქარს მივიღებ-ისევ მპასუხობს ,მაჩუმებს ირონიული ღიმილით და თვალებში მიყურებს-იმედია პრობლემა არ გექნება
-არაა მაინც არ ვაპირებ შენ საშინელ კაკუნა ფეხსაცმელში ფულის დახარჯვას- ხელს ვხვევ წელზე და მონატრებულ სხეულს მკლავებში ვიქცევ . კარადისკენ მიმყავს უკანსვლით,შემდეგ ნელა ვიხრები ქვემოთ ისე რომ მის სხეულს მივუყვები ხელებით ფეხსაცმელთან ვჩერდები სწრაფად ვხდი და შორს ვისვრი ,სწრაფად ვსწორდები და სხეულზე ვეკვრი- ვერ ვიტან შენს ფეხსაცმელებს !
-სამაგიეროდ მე მიყვარს ფეხი შემი და ფეხსაცმელიც ისეთი იქნება როგორიც მინდა
-შენი? რატომაა შენი !
-რას სულელობ ... - ძლივს ამოთქვა ისედაც ცუდად იყო უკვე ჩემი სიახლოვით . უკვე მკერდამდე მწვდება და ქვემოდან მიყურებს ხელები ისევ მის თეძოებზე მაქვს მოჭერილი , ნელა მივასრიელებ ქვემოთ თან ვუჭერ და კოცნით მივუყვები ყელიდან ქვემოთ. კაბას არ ვხდი ზემოდან ვკოცნი და მუცელთან ვჩერდები ,სუნთები ისე აქვს დაჭიმული სუნთქვის შეკავების გამო მეღიმება-დემეტრე...
-იმ ფეხსაცმლის მოსასორებლად მზად ვარ პირველად შენი ფეხები მივისაკუთრო ყელის შემდეგ - ვეუბნები შესაშური მშვიდი ხმით, როგორ ვახერხებ ამას ნეტავ მაცოდინა. ხელს კაბის ქვეშ ვაცურებ რატომ აცვია ამსიგრძე კაბა რა უბედურებაა ახლა უფრო არ წვალდება ამხელა გზას რომ გადის ჩემი ხელები ? სიცივეს რა ვუთხარი თორემ ეს კოლგოტები ხო არ იარსებებდნენ .სწრაფად ვაცურებ თითებს სათავეში საჯდომს მთლიანად ვფარავ და ნელა ვხდი -ვერც ამათ ვიტან ...დაიმახსოვრე! ყველაფერის ცოდნაა დღეს საჭირო - აშკარად ზედმეტად ვმოქმედებ,არადა რა გავაკეთე ისეთი ისე ნელა ვხდი თითქოს ძიძა ვიყო ... უკვე სიშველ კანზე დავაცურებ თიტებს. ბარძაყებს ისევ გარეთა მხრიდან ვეხები ტუჩებს წვივის შიგნითა ზედაპირზე ვახებ ,წამში ცდილობს ფეხების შეერთებას, მაბრაზებს - ცუდი მოსწავლე ნუ იქნები ასე უცებ თუ მოგინდა ფეხების შეკვრა ხომ ჩაიშალა მთელი მეცადინეობა- ხელს ვუჭერ ბარძაყზე და ქვემოდან ვუყურებ . სულ წითელი აქვს ღაწვები და ქვედა ტუჩზე კბილი აქვს ჩაჭერილი
-დემეტრე ..შეწყვიტე გთხოვ
-რა მალე ნებდები მარიამ..ეს როგორ გავიგო იქნებ და რას ვუმიზნებ- ისევ ვშორდები და ვუყურებ ხელებს კი ისევ ფეხზე ვტოვებ , კაბას ვკეცავ და ისე ვტოვებ რომ საცვალს სულ ოდნავ ფარავს
-ჯანდაბა, შეწყვიტე!
-საიდან ამდენი ბრაზი ... ნწ ნწ ნწ ნერვებს ინადგურებთ ქალბატონო - რა ლამაზი ფეხები აქვს , ძალიან თეთრი კანი, ჩამოსხმული ფეხები. მუხლისთავებს ვუკოცნი და ვგრზნობ ნელ-ნელა როგორ იწყებს კანკალს .როგორც კი ბარძაყის შიგნითა მხარეს ვაკრავ ტუჩებს და კანს ვწოვ ტუჩზე კბენა ვეღარ შველის და გაურკვეველ ბგერებს წამით ისვრის .თითებს ფეხს არ ვაშორებ საცვლამდე მივაღიქე მაგრამ მხოლოდ ზოლს ვეხები და თითს წრიულად ვატარებ . სწრაფად თუ არ მოვშორდი ნამდვილად ჩავშლი გეგმას და მე გავეხვევი მახეში. საკუთარ თამაშში ჩემივე სვლით წაგებას არ ვაპირებ.
წელზე ვხვევ ხელს და უკვე გაწითლებულ ლოყებს ვუკოცნი, თან კაბას ვუსწორებ. ისე ნელა გამომდის აშკარად მეტყობა რომ მეც არ მინდა . ჯანდაბა მალე დავიფერფლები, ეს ქალი ჩემიწირავს, მაგრამ რას ვერჩი საკუთარ თავს არ ვწირავ? ემოცია და ჯანდაბა შენ დემეტრე მხეიძე. ღმერთო რა გემრიელია... საოცარი არომატი აქვს ყელთან როდის აღმოვჩნდი ან ხმამაღლა რატომ ვუთხარი ამ ჩამწყდარი ხმით „გემრიელო“ ენას რომ ვერ ვაკავებ ვერანაირი საქმით მაგის გამოა სიტყვები რომ მასწრებს.
-ვინაიდან თითქმის ნახევარი სხეული უკვე ათვისებულია კულმინაციასაც მალე მივაღწევთ ...ახლა თქვენის ნებართვით ღვინოს დავუბრუნდები დღეს უფროსმა ძალიან დამქანცა სამსახურში - ვშორდები, კი არ ვშორდები გავრბივარ ჩვეულებრივად. რა დონემდე დავეშვი საცოდავი ვარ რა...
ჯერ მიყურებს... შემდეგ უკვე საძნებელში გასული რომ შევბრუნდიდ ა ზურგი ვაქციე არ ვიცი ასე სწრაფად როგორ გაჩნდა მაგრამ ხელზე მომიჩიქა და ისე შემაბრუნა თავისკენ გონს ვერ მოვედი.
-მარიამ...
-ხომ იცი ჩემ გაგიჟებას არავის ვპატიობ ... - მეუბნება ვნებისგან ანტებული თვალებით მიყურებს, უკვე ცუდად ვარ . ყელზე მოხვეული ხელებით თავისკენ მექაჩება და წამის მეასედში იმ საოცარი ბაგეების შეხებას ვგრძნობ ამდენი ხანია რომ ვეტრფი. ორივეს გვაკანკალებს, ასე ერთი კოცნით როგორ შეუძლია მთლიანი არსება მოიცვას. უბრალოდ ჩემ ქვედა ტუჩს ეხება მისი ტუჩების გემო ბაგეებზე მეფრქვევა და ყველაფერს ჯანდაბაში ვაგზავნი. ხელებს ვხვევ თმაში ხელს ვუცურებ და ჯერ ზედა ტუჩზე ვკოცნი შემდეგ ქვედაზე. ნაზად ვიწყებ მიუხედავად იმისა რომ შიგნით ლავა მეფრქვევა და მისი ტუჩების კბენა მინდება . ღრმა კვნესა ხდება მკერდიდან ,თითებს თმაში მავლებს და თვიტონ მკბენს ქვედა ტუჩზე შემდეგ მკოცნის .მე კი მტანჯველად ნელა ვსწავლობ მის ბაგეებს მინდა ხანგრძლივად გაგრძელდეს ეს შეგრძნება,არ მინდა რომ მოვშორდე. ენას პირში ვუცურებ და მის ენას ვპოულობ, წამით კრთება ,კვნესის და თმებზე უფრო მიჭერს . სრულიად ვიშლები , ჭკუიდან გადავდივარ...არ მინდა რომ მოვშორდე არ მინდა ,მაგრამ მიწევს რადგან მალე სუნთქვას ვეღარ შევძლებ .ქვედა ტუჩს ტუჩებს შორის ვიქცევ ვკოცნი და ჩემკენ ვწევ .შემდეგ ვშორდები . ამღვრეულ თვალებში ვუყურებ, წარმომიდგენია ჩემ მზერაში რას ხედავს .ორივე ღრმად ვსუნთქავთ , ხელებს წელისკენ მივაცურებ ის კი ისევ არ მისვებს ხელს . მინდა ისევ ვაკოცო, ისევ დაუსრულებლად. ჯანდაბა ! სწორედ ამის მეშინოდა! ახლა თავს ვეღარ შევიკავებ.
-გაკვეთილი მესამე ... საკმაოდ რთული -ვსწავლობთ კოცნას - ვხავი საწყლად ჩავარდნილი ხმით დივანზე ვეშვები მარიამთან ერთად და სანამ გონზე მოვა კოცნას ვიწყებ. ამჯერად ნაზად მოპყრობას ნამდვილად ვერ ვახერხებ,არც მინდა, არც გამომივა და საერთოდ ვერ ვფიქრობ უბრალოდ შეურაცხადი ვარ იმ წამს. მისი ეს გამოუცდელი კოცნაც კი მაგიჟებს, ემოციას აყოლილი კოცნა .პირველი კოცნა ,რომელიც ჩემია .მხოლოდ ჩემია ეგოისტი ვხდები , პირველად ვხდები ქალის დასაკუთრებით შეპყრობილი. ამჯერად თავად წყვეტს კოცნას,თმაში მქაჩავს თავს უკან მაწევინებს და ყელს მიკოცნის. ვნებით შეპყრობილი ამორძალი ხდება ...ჩემი ალქაჯის მეტამორფოზა. არეული თმიდან სარჭს ვხსნი ხელს უფრო მოხერხებულად ვაცურებ და ამჯერად მე ვაწევინებ თავს უკან ,წელზე შემოხვეული ფეხებს მიჭერს. ხელზე ვიწვენ და ყელიდან მკერდისკენ მივიწევ , კაბის ჭრილიდან მომზირალ ადგილს ვუკოცნი და ცხვირს ვუხახუნებ - ჭკუიდან გადამიყვანე, მაინც მოახერხე - ვლუღლუღებ და სხეულზე ვიკრავ. თვალებში ვუყურებ ,კოცნას არ ვანებებ თავს უკან ვწევ .საჩვენებელ და შუა თითს დასიებულ, დაწითლებულ ქვედა ტუჩზე ვატარებ
-მოვკვდები დემეტრე- არეული ხმით მეუბნება , კვნესას უფრო ჰგავსმისი სიტყვები .მთელი სხეულით მითხოვს,ვუნდივარ ისე როგორც მე . მეღიმება ,ვუყურებ და არ ვიცი რა ჯანდაბად მეღიმება . საოცარი გრძნობა მაქვს რაღაც ნაზი და ამაღელვებელი... რაც აღემატება მისი მთლიანად დაუფლების სურვილს ჩემ გონებაში... -დემეტრეე- ხელებს პერანგის შიგნით აცურებს ღილების გახსნას იწყებს.
სწრაფად ვსვამ სავარძელში და კარისკენ მივდივარ
-ორი გაკვეთილი აითვისეთ ნაწილობრივ ქალბატონო მარიამ... ახლა კი მომიტევეთ. ხვალ მნიშვნელოვანი დღეა კომპანიაში . შეგიძლიათ ჩემზე ფიქრი შეწყვიტოთ.ამაღამ სხვა სიზმარს მაინც ვერ ნახავთ- ვუღიმი,თალს ვუკრავ და სახლს ვტოვებ. გარეთ გამოსულს გრილი სიო მეტაკება სახეში და როგორღაც ჩასუნთქვას ვახერხებ. ერთ წამს ვფიქრობ რომ სწრაფად დავბრუნდე და დაწყებული გავაგრძელო.,ერთ წამს არა მაგას დიდხანს და ბევრჯერ ვფიქრობდი. ბოლოს მაინც სახლში აღმოვჩნდი, ჩემ საწოლზე გართხმული,განადგურებული და გაუბედურებული . ბალიშს მოვეხვიე, იმ საოცარი ქალის ნაცვლად და დავიძინე.
მეორე დღეს კახეთში წასვლა გადაწყვიტა. მშენებლობის შესამოწმებლად და კორექტივების შესატანად. მძღოლმა წაგვიყვანა რადგან საღამოსვე უნდა დავბრუნებულიყავით. მარტის პირველი კვირა იწურებოდა და წვიმიანი ამინდი იყო
-რა საჭირო იყო ასე დაუგეგმავი ვიზიტი კახეთში
-მაინტერესებს როგორ ასრულებენ საქმეს... თანაც ზამთრის ცივმა ამინდებმა შეაფერხათ.მინდა მომავალ რთველამდე დასრულებული იყოს ყველაფერი
-ზაფხულში დასრულდება დარწმუნებული ვარ...
-ფლორისტსაც უნდა შევხვდე ...ბაღში სხვადასხვა ყვავილის განლაგებაზე კონსულტაციას გამიწევს და ამის მიხედვითაც შევცვლით რაღაც-რაღაცეებს. არ ვიცი იქ როგორი ყვავილები გაიხარებს ტროპიკული და რაღაც სათუთად მსოასვლელი არ მინდა .
-ვიცი ფლორისტის შესახებ... მე არ ვიპოვნე?
-ხო მავიწყდება რომ ყველაფერს შენ აკეთებ- საშინლად ცივი იყო ქალბატონი, გაბრაზებამ არ გადაუარა დავიჯერო? რატომ მიკვირს ნეტავ შეიძლება იმასაც ფიქრობს უკვე რომ ვეთამაშები და საერთოდ არ მიზიდავს რეალურად . ბოლოს ჩემში ეჭვსაც შეიტანს და საკუთარი ხელით გავინადგურებ თავს.
რაღაცას მეუბნებოდა , მე კი გაშტერებული ვუყურებდი
-დემეტრე მისმენ?
-მაპატიე... ჩავფიქრდი.რას ამბობდი?
-მინდა მოურავსაც შევხვდე და გავიგო რამე ხომ არ სჭირდებათ .
-ახლა იწყებს ფოთლების და კვირტების გაკეთებას .ჯერ არაფერი დასჭირდება ...მუშები თავისუფლები იქნებიან
-სახლს მგონი მალე დაასრულებენ და დიზაინერი მინდა იპოვო ბაღი სანამ დასრულდება მინდა სახლში დარჩენა შემეძლოს ...
-ვიპოვე უკვე ... მანდ წერია .საერთოდ არ წაგიითხავს? რისთვის მაწვალებინებ თაის ტყუილად მაინც თუ მე უნდა გავაკონტროლო ყველა
-ყველამ თავისი საქმე უნდა შეასრულოს და იმიტომ ! შენი საქმე ესაა მგონი რომ ჩემი პირველი თანაშემწე იყო და მე არ მიწევდეს მუშების და ხელოსნების პოვნა . რამე მეშლება?
-არა ქალბატონო ...როგორ გეკადრებათ .მომიტევეთ ზედმეტი მომივიდა - მშვიდად ვეუბნები და გზას ვუყურებ. უკვე აღარ წვიმს აქეთ კარგი ამინდია ...
-ხვალ საოფია მოდის კომპანიაში . უნდა ჩვენი პროექტი შევაჯამოთ და ყველაფერს ეცნობა...
-ვიცი ...
-რა თქმა უნდა იცი ....
-რამე გინდა მკითხო?
-არა!
-კარგი ,როგორც გინდა
სახლში მისვლის შემდეგ განკარგულებების გაცემის გარდა არაფერი გაუკეთებია. ამ დროს მინდება სადმე სორს წავიდე მისგან,რადგან ვერ ვიტან ასეთ მარიამს . ისევ ალქაჯი ხდება ამ დროს და მე ცუდად ვხდები...
დაცოფა ყველა მშვიდი მოზომილი ტონით... შემდეგ სახლს გადახედა, ის საცოდავი მუშები მაინცადამაინც მაშინ ისვენებდნენ. ერთი ბოთლი ღვინო ედგათ ძეხვთან და პურთან ერთად და სწორედ ამ დროს შევედით ჩვენ . წარმოიდგინეთ როგორ გაცოფდა ქალბატონი, მუშებმა აღარ იცოდნენ თავი როგორ ემართლებინათ .
როგორც იქნა დავტოვეთ სახლი და ეზოშ გამოვედით, ვიცოდი ახლა მე შემომიტევდა
-ვინ არიან ესენი ! მე შენ კომპანიასთან ხელშეკრულება გთხოვე თუ რიგით მუშებთან. ამათ რა უნდა გამიკეთონ რა იციან საერთოდ . ტყუილად უნდა გადავუხადო ფული ლოთებს? ვიღაც ვიგინდარა უმაქნის ,ლოთებს
-ტონი აკონტროლე ! კონცერტს ნუ მართავ და მეორეც აქ არაფერია ისეთი გასაკეთებელი რასაც ისინი ვერ გააკეთებენ. ქუჩაში არ მიპოვნია ისინი , ლოთებიც არ არიან. შენ უბრალოდ არ იცი რას ნიშნავს მთელი დღე ამ ყინვაში კედლების ლესვა, შენება და ცემეტნების თრევა წინ და უკან . რა დაინახე ისეთი,ისვენებდნენ .ერთი ლიტრა ღვინო მითხარი ოც კაცს როგორ დაათრობდა. უბრალოდ ერთ ჭიქას დალევდნენ გათბებოდნენ და შეუდგებოდნენ საქმეს. არც იფიქრო მაგათი გაშვება და მილიონერი კაცის ამათზე მეტად საწყალი მუშების დაქირავება რომელთაც დიდი ცოდნა კი არ აქვთ უბრალოდ ლამაზი ფორმები აცვიათ და მათი შრომის შემდეგ უფროსი იჯიბავს ფულს. სახლში კი ყველას ელოდება ოჯახი რომელთაც შესაძლოა საერთოდაც შია ახლა . რატო ზოგავენ ფულს და იქ ნაირ-ნაირ საჭმელს რატო არ ჭამენ შენი აზრით. ჩვენ ხო საკმარის ფულს ვაძლევთ... შიათ ,მაგრამ ფულს მაინც ზოგავენ სახლში თუნდაც ასი ლარით მეტი რომ მიიტანონ შენ კიდე ისე ლანძღავ და ასწორებ მიწასთან, ამცირებ თითქოს ქურდობით შოულობდნენ ფულს ან კიდევ ვინმეს კლავდნენ!
საუბრის დროს ხმას ვერ ვუწევდი და ყელზე ძარღვები დამეჭიმა. მეგონა მალე დავიყვირებდი ,მაგრამ მოვახერხე მშვიდად დასრულება.
-რა ვქნა ბოდიში ხომ არ მოვუხადო და ვუთხრა რომ კიდევ ერთ ბოთლ ღვინოს მივუტან რადგან 20 კაცს 1 ლიტრი არ ეყოფა... გეფიცები რამე რომ არ მომეწონოს თავიდან გააკეთებინებ ყველაფერს სხვას და სექტემბერში მაინც მზად დამხვდება სახლი ,თორემ იცი რასაც ვუკეთებ უმაქნისებს!
წარბიც არ შეუხრია , ძალიან მშვიდად მომიგო თავისი ტახტრევანიდან რომელიც არ ჩანს თორემ ამ დროს იქ ზის ზუსტად და თავი სამყაროს მბრძანებელი ჰგონია. არაფერი ადამიანური არაა მასში ამ დროს და ზუსტად ის უგულო არსებაა ,რომელზეც საუბრობს, ამ დროს ნამდვილად ნატალიას შვილია...
ფლორისტს ესაუბრა . მცენარეები კატალოგიდან აარჩია და ყველა მათგანისთვის საჭირო არეალი განსაზღვრეს. შემდეგ ბატონ მერაბს გააცნო და მშვიდად წავიდა მანქანისკენ , რადგან მოურავის ნახვა ვერ შევძელით არ იმყოფებოდა სოფელში.
მერაბი პროფესიონალი იყო ამ საქმეში რადგან იმდენად გრანდიოზული იყო მისი ეზოს გეგმა უბრალოდ სხვა ვერავინ შევარჩიე.
ხმა არ ამოუღია, სიტყვა არ დაუძრავს. მეც გაბრაზებული ვიჯექი და ბიჭებს ვუთანხმებდი საღამოს გეგმებს. იმდენი ხანია არ დამილევია და არ მილაპარაკია შეიძლება მალე შევიშალო.
მარიამსაც დაურეკა ვიღაცამ,კარგა ხანს არ პასუხობდა
-გისმენ .... არა კახეთიდან მოვდივარ. რამე გჭირდება? ... დაიწყე ისევ? კარგი რა თქმა უნდა მჯერა . შევხვდები რა პრობლემაა .... ჩემთან რატომ ,აჰ სხვაგან ვერ დამელაპარაკება? რა მორიდებულია პირდაპირ ვგიჟდები ... არ მეყოფა ! სახლში ვიქნები და მობრძანდეს ... ტახტრევანს დავახვედრებ და ზედ ჩამოვუჯდები შიშველი გინდა? აასე დავხვდე?! არ ვყვირი დედა დიდი ხანია აღარ ვყვირი უკვე შენი სისულელეების გამო . მას მერე რაც შენმა ბიჭმა სასიკვდილოდ გამიმეტა და კინაღამ შეიწირა ერთი ადამიანის ცხოვრება ! - როგორც კი გათიშა ისე მოისროლა სავარძელზე მობილური ინსტიქტურად დავხედე ...
არაფერი მიკითხავს, თუ დავჭირდები თავად მეტყვის არ მოერიდება დარწმუნებული ვარ.
სახლში მთავარ მოსამსახურესთან დარეკა ვახშამი მოამზადეთ სტუმარს ველოდებიო მხოლდო ეს უთხრა და შემდეგ ჩუმად იჯდა ,არც კი შეტოკებულა.
პირველად რა თქმა უნდა მე დამტოვეს კორპუსთან დავემშვიდობე და ბინაში ავედი.
წყალი გადავივლე, ცოტა წავუძინე და ცოტნიკოსთან წავედი. იმედია რამე საჭმელს დამახვედრებენ თორე გული წამივა მალე...
ბავშვი სოფიოსთან იყო და ცოტნეს აშკარად ენატრებოდა. ბევრი ვისაუბრეთ მის სამომავლო გეგმებზე ,გიორგის ახალ გოგოზე და ბოლოს გიომ მიაყოლა
-სალომესთან რას შვები
-რა უნდა ვქნა..რა კითხვებით მოძრაობ ისე იქნება ყველაფერი როგორც ადრე. ჩვენ ურთიერთობაში გაბრიელის არსებობა არაფერს ცვლის. სოფოზე მკითხა ...
-მოუყევი?
-არა ! უბრალოდ ვუთხარი რომ მიყვარდა თან ძალაინ ...
-გიყვარდა?
-ხომ იცით რომ ყველაფრის პატიება შემეძლო მისთვის რალატის გარდა... მის გვერდით ვიყავი ,მან კი მომატყუა და იმ ნაბიჭვართან წავიდა
-რეალურად არ უღალატებია... -გიორგიმ შეაპარა ,მაგრამ მაშინვე იფეთქა
-აბა რა გააკეთა მიპასუხე... როგორ დავივიწყო იმ ნაბიწვარის მკლავებში მოქცეული ჩემი ქალი ! თქვენ ვერ მიხვდებით რა ვიგრძენი მაშინ ... დამიჯერეთ სულ არ ჰქონდა მნიშვნელობა კაიფში იყო ... წამლის გამო გააკეთა, ვერ აზროვნებდა თუ საერთოდ გათიშული იყო .მასთან რომ მივიდა იცოდა რაც ელოდა ...მე არ მითხრა , შეეშინდა რომ გავბრაზდებოდი და სამაგიეროდ იმას ჩაუწვა საწოში - გაცოფებული ყვიროდა და სადღაც მოისროლა სკამი - დედას შევ... ჩემი ბრალია თავიდანვე ხომ ვიცოდი რაც იყო
-რა იყო ... ერთი ცხოვრება არეული გოგო რომელმაც სწორი გზა დაკარგა და დახმარება სჭირდებოდა.
-მერე ...მერე არ დავეხმარე დემეტრე? არ ვეხმარებოდი? ყველა ჩვენ არ ვიყავით მასთან? ლომკის დროს რომ მაკვდებოდა ხელში შენი ხელით არ გაუკეთე? ისე ნუ მელაპარაკები თითქოს შენ არ გქონდეს ჩვენთან ერთად გადატანილი ის ყველაფერი. სულ რომ არ ვყვარებოდი ... მაინც ხომ არ ვტოვებდით მასთან ხომ ვიყავით . ახლა რატომ ამართლებთ ვერ ვიგებ, რა გინდათ ჩემგან ვთქვა რომ ისევ მიყვარს ვერ ამოვიგდე თავიდან და ახლა რადგან შვილი გვყავს ყველაფერი გავამარტივო და ვაპტიო?
-ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გვინდა რომ შეცდომისთვის ...იმ ყველაფრისთვის საკმამაოდ დიდხანს იტანჯებოდა და პასუხიც აგო
-შეიძლება... მაგრამ მასთან ყოფნას მაინც ვერ შევძლებ. მისი ყოველი დანახვისას გამახსენდება ის კადრი ....ასე შევიშლები!
-გირჩევნია საკუთარი დაარწმუნო რომ გძულს ვიდრე აღიარო რომ ისევ გიყვარს... რა ტქმა უნდ ამარტივი გამოსავალია!
-დემეტრეე შენგან განსხვავებით ლმობიერებით რომ არ გამოვირჩევი იცი და შენც კარგად იცი რომ ჩემ ადგილას არ აპატიებდი
-მაშინ ,შიდი წლის წინ არ ვაპატიებდი... უბრალოდ ვერ ვაპატიებდი .მაგრამ ისევ რომ მყვარებოდა , ჩემ საყვარელ ქალს ამდენი რამ რომ გამოევლო და დამენახა ისევ როგორ ვუყვარვარ
-რა სიყვარულზე მელაპარაკები თუ ღმერთი გწამ..რომ ვყვარებოდი არ მიღალატებდა
-მისი დანაშაული მხოლოდ სისუსტე იყო... სწორედ მაგიტომ გახდა ნარკოდამოკიდებული და ამ ავადმყოფობამ დაუბინდა გონება. იმის თქმა რომ არ უყვარდი სისულელა ხომ იცი- გიორგიმ უთხრა და ხელზე დაქაჩა- დაჯექი თუ ღმერთი გწამს მომწყდა კისერი...რა გაყვირებს ნეტა ვიცოდე
-იმის მაგივრად რომ დამეხმაროთ დამშვიდებაში უარესად მაგიჟებთ...
-სახლიდან გაგვყრი ფისო?
-აუ თუ ძმა ხარ ... შემეშვით ახლა... ხვალ გცალიათ?
-მე სულ მცალია ფისო ხო იცი ...
-მეც მოვიცლი არაა პრობლემა ... რა ხდება
-გაბრიელის ოთახი მინდა მოვამზადო და მარტო ხო იცი ვერაფერს გავაკეთებ.
-ჩვენი კრეატიული რომ არ ხარ ვიცით...
-სამაგიეროთ თქვენ ხართ ...
-რა თქმა უნდა ფისოოო ხვალ დავლაშქროთ სავაჭრო ცენტრი ..მაგ გადარეულ ბავშვს მაგარ ოთახს მოვუწყობთ. ისე მონათლული არის ? შენი პირველი შილი მე არ უნდა მომენათლა ფისო?
-იმდენი რამე მაინტერესებდა ეგ გამახსენდებდოა შენი აზრით? ისე ჯვარი არ ეკეთა არ ვიცი შეიძლება მონათლულია და უბრალოდ ჯვარს არ ატარებს...
-ნუ შემჭამე გიორგი... მოგანათლინებ მეორე ბავშვს
-მეორეს გამკეთებელი მეეჭვება რო იყო და მომიწევს ისევ ამ დებილის ბავშვის ნათლიობა- უცებ გადმომწვდა და კიდეც მივახატე სახეზე ბალიში- ჩემო ვეფხუნია რამ გაგაბრაზა? ჩემი პრუტუნიააა
-შენ თავში მანახა ნეტა რა ჯანდაბა გაქ შიგ
-რომელ თავს გულისხმობ გააჩნია ...
-ამოგიკერავ პირს ერთხელაც იქნება
-თქვენი ჩხუბი თუ მიშველის ახლა მე- ახარხარდა ცოტნე და დივანზე გაგორდა- როგორ დავიღალე ... ერთი დღეა არ მინახავს. ასჯერ დავურეკე და მაინც მენატრება
-შენ კი არა მე მენატრება ტო... შენი მეორე ვარიანტია . გარეგნულად კიდე კაი სულ შენ არ გგავს თორე გაუწამდებდოა ბავშვს ცხოვრება ასე ტრაკ...სახე რო ჰქონდეს -უცებ მიახალა გიორგიმ და ახარხარდა. მერე ვირაცამ დაურეკა და უცებ გაჩუმდა - დიახ მილედიიი ... საყვარელთან ვარ სად ვიქნები ... ორი ნაშა მყავს აგდებული ისეთი რომლით დავიწყო არ ვიცი ერთი ისე მიყურებს მგონი იქეთ მიხმ.რს და მეორე აშკარად მნებდება- ხელი გადაუსვა ცოტნეს ტავზე და ამოირუტუნა. არ ვიცი ვის ელაპარაკება ,მაგრამ რაღაც სასწაული რომ უთხრა იქედან ფაქტია.ისე უცებ შეეცვალა სახე ,თვალები გაუფართოვდა ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და მერე მობილურს დახედა
-რა იყო ბიჭო რა გითხრა ასეთი..
-ვინ იყო ვაფშე
-ჩემზე გიჟია ს შვ... ვიყო მაგას ვერ გავიმმეორებ რაც მითხრა- სასმელი გადაკრა და მერე გაეცინა- გიჟია ... ნამდვილი გიჟია
-ის ნაშა იყო რო ყვებოდი?
-მერე სად გითხარი ნაშაათქო ... არაფერი გვქონია
-და მუღამზე მოხვედი?
-რა თქმა უნდა... მაგან რა იცის მე რა შემიძლია. ჩემზე დიდი გიჟი არ დადის დედამიწაზე
-ოჰ რა საინტერესო ვიღაც ყოფილა... გაგვაცანი მერე
-რო გავიცნობ მე გაგაცნობ მერე და უპასუხე ამ ტელეფონს აფეთქდა...- უცებ მესროლა მობილური . მარიამი მირეკავდა და გავედი
-გისმენ
-სად ხარ ამდენ ხანს რამდენჯერ დაგირეკე იცი?
-რა ხდება...
-შეტყობინება არ გინახავს?
-რა ხდება თუ მეტყვით გავიგებ შეტყობინებაში რა ეწერა
-მე კიდე გელოდები სამი საათია .. ახლა შეგიძლია აღარ მოხვიდე !
-სტუმარს არ ელოდით დღეს? მარიამ...-უკვე გათიშლი ჰქონდა მობილური. ღამის ორი საათი იყო . იმდენად ბევრი მქონდა დალეული სულ არ მინდოდა სადმე წასვლა სახლის გარდა. ერთ საათში რომ გამოვედი ცოტნეს აპარტამენტიდან წესით ჩემ ბინაშ უნდა მივსულიყავი და როგორ მივედი მარიამთან არც ვიცი. ალბათ იქ არ იქნებოდა ...მაგრამ მაინც მივედი. კარი რომ გავაღე სახლში ცარიელი დამხვდა, საძინებელში გავედი.სიჩუმე იყო და ვიფიქრე რომ მართლაც წასული იყო. ბინაში გასვლის თავი ნამდვილად არ მქონდა ისედაც ვერ ვიტან მთვრალი რომ ვჯდები საჭესთან თან ახლა უფრო მომეკიდა სასმელი . პერანგი გავიხადე შარვალი და ფეხსაცმელიც მივაყოლე და სააბაზანოსკენ წავედი . კარი რომ გავაღე ადგილზე მივეყინე ,ერთიანად დამიარა ცხელმა ტალღამ სხეულში და ყველა უჯრედი ერთიანად შეკუმშა . ჩემი დედოფალი იდგა უთხელეს, უმოკლეს პენუარში გამოწყობილი სარკის წინ როგორც ჩანს კბილებს იწმენდდა ხელში ჯაგრისი ეჭირა და თავის ადგილას აბრუნებდა. კარისკენ შეშინებულმა გამოიხედა ,მე რომ დამინახა ამოისუნთქა და მერე წარბები შეკრა.რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და წინ ამესვეტა
-გაბრაზებული ვარ...მთელი დღეა მაგიჟებ და უნდ...- საერთოდ არ მაინტერესებდა რის თქმას აპირებდა,მხოლოდ მის სხეულს ვამჩნევდი,საოცრად სექსუალურს და გონებისდამბინდველს, მის გემრიელ ტუჩებზე შევაჩერე მზერა და შემდეგ უბრალოდ სწრაფად ავიკარი სხეულზე მაშინვე ჟინმორეული ვეძგერე მის ფუმფულა ბაგეებს და უკანსვლით დავტოვე სააბაზანო. იქვე კედელზე ავაკარი ჯერ კიდევ გასეშებული მარიამი და ხელი წელიდან ხერხემალზე ავაყოლე ,გაშლილ თმაში შევუცურე და მოვქაჩე . ისევ ისე დაუდევრად მყვებოდა, თვალებმინაბული სიამოვნებისგან გაგიჟებული ჩემ თმებს ჩააფრინდა ტუჩზე ისე მიკბინა სისხლის გემო ვიგრძენი მერე ენის წვერი გადამისვა იგივე ადგილას და შემდეგ ჩემი ენაც იპოვა. არ ველოდი ღიმილი შეეპარა ჩემს ბაგეებს ... მგონი უარესად დამათრო ...როგორ მიმიყვანა საწოლამდე არ ვიცი , საერტოდ თუ გადავაადგილდებოდი ვერ გავიაზრე . მხოლოდ მაშინ მივხვდი ამას ხელი რომ მკრა მკერდზე და უზარმაზარ საწოლზე დამაგდო .თითქმის არ მომშორები უკვე ზემოდან მომექცა და ჩემი ძლივს მოსუშებული ყელი თავიდან დაკბინა. მერე მკერდზე დამაწყო ხელები და ზემოდან დამაცქერდა
-თუ სვამდი რატომ არ მითხარი რომ დაგირეკე ! - ღრმა სუნტქვას ამოაყოლა და წინ ჩამოყრილი თმა ზურგზე გადაიყარა. მუცელზე მაჯდა და ვნებიანი მზერით მიყურებდა,თან ბრაზი ისევ არ ჰქონდა გამქრალი
-ნასვამს მოსვლა თუ მეკრძალება და ასეთი არ გინდივარ შემიძლია წავიდე
-როდის მოგბეზრდება ცინიკოსობა- ისევ დაიხარა და ამჯერად ლავიწზე მაკოცა ხელებს მკერდიდან პრესისკენ მიასრიალებდა შემდეგ წელზე გაჩერდა და იგივე გზის გავლა კოცნით დაიწყო რაც მე შემიწირავდა უკვე ისადაც საკმარისად აღგზნებული ვიყავი ყველა ფაქტორიდან გამომდინარე და სწრაფად გადავსვი გვერდით . უკვე პანტერას მზერა მომაპყრო
-მთვრალსაც ვერ გაცდუნებ დავიჯერო?
-მთვრალს თავბრუსხვევა მაწუხებს თორე ისევ ისე ვაზროვნებ ...
-ანუ გააზრებულად არ გიზიდავ?
-მეხუმრები ხო? ყველაფერი მიდგას როგორც კი შემოგხედე იმ წამიდან -ისევ მოვიზიდე ჩემკენ და ვაკოცე - ჭკუიდან გადაგყავარ მარიამ ...
-არ გეტყობა ჭკუიდან გადასულის არაფერი...ჩემგან განსხვავებით -მომშორდა და ბალიშზე დადო თავი ,საბანი დაიფარა და თვალები დახუჭა -დილამდე ვრჩები... ჰგონიათ რომ შეხვედრაზე ვარ .დილით სამსახურში უნდა წამიყვანო -აი ჩემი ემოციური ქალბატონი...
მეორე დღეს ცოტნესთან და გიორგისთან ერტად ვატარებ.გაბრიელის ოთახის მომზადებამ კარგად ჩაიარა. ყველაფერი ვიყიდეთ , მეორე დღეს ხელოსნებს გააკეთებინებდა შპალერს და ავეჯსაც მოიტანდნენ. მგონი უნდა მოწონებოდა პატარა ყაჩაღს...იმდენი სათამაშო ვუყიდეთ გიორგი რომ არ მოშორდება ვიცი... მეტი ჭკუა კი არ აქვს ბავშვს რომ ხედავს გიჟდება ისიც.
საღამოს სოფოსთან წავედით. ცოტნემ დაიჟინა ქვენც წამომყევითო,თითქოს ეშინოდა მასთან და ბავშვთან მარტო დარჩენის. კარი სოფომ გაგვიღო ცოტნე არც მისალმებია ისე აუარა გვერდი და ბავშვისკენ წავიდა.
-როგორ ხარ?
-კარგად თქვენ?-მსუბუქად გაგვიღიმა და ხელით მისაღებისკენ გვანიშნა- რომ იცოდა მოხვიდოდით მთელი დღე მოუსვენრად იყო...
-ჩვენც - გიომ გაიცინა და გაბრიელისკენ წავიდა- ჩემ ძმას სალამი ...
-გიორგი ბიძიაა
-ვაიმე რა ბიძია ... მამაშენმა ადრე გაგ... მამაშენია ახალგაზრდა იმას კი არ ნისნავს რო ბიძია უნდა დამიძახო მე ნორჩი ვარ ჯერ ... - უცებ შეიცხადა
-კარგი ნუ გეშინია გოგოებთან არ დაგიძახებ ბიძიაას.... შეიძლება მამა უფრო
-ვაიმე სად დაგვენძრა დემეტრეე ორი ცოტნე გვინდოდა ახლა ჩვენ? თან ეს დებილ მამამისს სულ არ ჰგავს უფრო განვითარებულია
-გაჩუმდი თორე ამოგგლეჯ ენაას- ცოტნემ გაღიმებულმა უთხრა და ბავშვი ფეხზე დაისვა. დიდხანს კოცნიდა .წინ მჯდომ სოფოს არც კი უყურებდა,სამაგიეროდ ის უცქერდა მამა შვილს გაშეშებული და თვალსაც არ ახამხამებდა. გიორგის გავხედე ისიც ამ სურათს უცქერდა
-სოფო იმედია არ გვიწყენ ერთი გოგო უნდა ვნახო უეჭველი და უნდა წავიდე...
-მე კი მარიამი უნდა ვნახო დღეს შეხვედრაზე რომ არ ვიყავი უნდა მომიყვეს რა მოხდა
ორივე ერთდროულად წამოვდექით. ცოტნემ მკვლელი მზერა გვტყორცნა ჩვენ სინქრონში გავუცინეთ დავემშვიდობეთ დედა შვილს და წამოვედით.
-მომკალი თუ გინდა და მაინც მგონია რომ ეს ორი ერთად უნდა იყოს. ყველაფრის მიუხედავად მაინც ისე უყურებენ ერთმანეთს ...
-დრო გვიჩვენებს ყველაფერს...
გიორგი თავისი მანქანით წავიდა მე კი ბინაში ავედი. მარიამი არ იყო,შეიძლება არც მოვიდეს. შხაპი მივიღე ,სპორტული შარვალი და მაისური ჩავიცვი. მშიოდა ვახშამი მოვამზადე და ტელევიზორის წინ დავჯექი . კარი გაიღო და მალე ისიც გამოჩნდა. დაქანცული გამომეტყველება ჰქონდა.ჩანთა იატაკზე დააგდო ,ფეხსაცმელი იქვე გაიხადა და ჩემკენ წამოვიდა
-რა ხდება დედოფალო?
-დავიღალე... ძალიან დავიღალე.ყველაფერმა დამღალა - ჩამიჯდა და ჩამეხუტა.
-არ მომიყვები ჩემს არყოფნაში რა მოხდა ასეთი სამსახურში?
-სამსახურში არაფერი...სოფო იყო ყველაფერმა კარგად ჩაიარა. -თავი არ აუწევია ჩემი მხრიდან ისე ლაპარაკობდა.თვალებიც დახუჭული ჰქონდა .
-აბა რა მოხდა?
-როცა მშვიდად მინდა ყოფნა მაშინ რატომ ხდება ყველაფერი უბედურება ჩემ თავს- წამოიწია ოდნავ და მისი ამღვრეული თვალები რომ დავინახე აღარ ვიცოდი რა ხდებოდა
-მარიამ არ მეტყვი ბოლოს და ბოლ...
-ნატალია თხოვდება... თავის ერთ-ერთ გამორჩეულ საყვარელს მიჰყვება რომელთანაც წლებია აქვს ურთიერთბა. იმ კაცმა ამ ხნის განმავლობაში ორი ქორწინება დაასრულა ,ყველა ჯერზე ამასთან გამორბოდა და საერთოდ რატომ არის ეს ქალი ამდენად ამაზრზენი ჩემთვის ვერ ამიხსნი? რატომ მირევს გულს მისი ქცევა..უკვე ატანა აღარ შემიძლია. რომ ვიხსენებ რამდენი ვინმე ჰყავდა ...რომ მახსენდება მისი ცოდვები რაც ჩაუდენია ...მე რაც ვიცი და რაც არ ვიცი იმის წარმოდგენაც არ მინდა. მის გამო დაიტანჯა მამაჩემი, მის გამო მოკვდა ელენა. ჩემ ძმას მთელი ცხოვრება აერია... მე კი საერთოდ რატომ გამაცინა ვერ ვხვდები ... რა უნდოდა ამით ღმერთს -უცებ წამოდგა და ოთახში სიარული დაიწყო- მეზიზღება მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ნაგვის ბუნკერია
-დამშვიდდი იქნებ ასე სჯობს კიდეც... თავისი ცხოვრება ექნება და შენ გაგათავისუფლებს
-ასე გგონია? რა ცუდად იცნობ ნატალიას.ეგ ქალი არასდროს შემეშვება იმიტომ რომ ვერ მიტანს... ბედნიერი რომ ვიყო ოდესმე გაგიჟდება... მიხეილის გამო ვერ მიტანს მე მხოლოდ პრობლემად ვექეცი მაინც ვერ ჩაიგდო ხელში მამაჩემი და მეც სარგებელი ვერ მოვუტანე . ახლა ყველაფერს აკეთებს რომ რობოტად დავრჩე ცხოვრების ბოლომდე. ეგოისტურად არ უნდა რომ მას ვაჯობო და ცხოვრებაში ბედნიერება ვიპოვო... მინდა გავქრე...ყველაფერს მოვშორდე საერთოდ ყველა და ყველაფერი გაქრეს არაფერი მინდა საერთოდ არაფერი . დღეს ვეჩხუბე... ისეთი რაღაცეები მითხრა არარც კი მახსოვს ,ჭკუიდან გადამიყვანა მთელ სახლში ისმოდა ჩემი ხმა .გაბრაზებულმა ლეპტოპი ისე მოვისროლე ნაწილებად დაიშალა. -ხელი თავზე ედო და ღრმად სუნტქავდა, თვალები ცრემლებით აევსო,მალე გადმოლახეს ჯებირები და სახეზე იწყეს დენა- არ მინდა ეს სპექტაკლი...დავიღალე ძალიან დავიღალე
-შემომხედე ...მარიამ - თავი ავაწევინე და ცრემლები შევუმშრალე.მისი ამღვრეული თვალების დანახვამ ყველაფერი დამავიწყა. უბრალოდ მის ათრთოლებულ ტუჩებს შევეხე. ძალიან ნაზად ვკოცნიდი. შემდეგ მაგრად ჩავეხუტე,თავზე ვაკოცე .მანაც მომხვია წელზე ხელები და თავი მკერდზე მომადო- მანამ ვერ გათავისუფლდები სანამ არ დააღწევ თავს ნატალიას კლანჭებს.შენ ხომ ძლიერი ქალი ხარ,ძალიან ძლიერი და საკუთარი თავის რწმენა უნდა გქონდეს. ზოგჯერ მგონია რომ რეალურად საკუთარ თავს ვერ აფასებ. პატარა გოგონა ცხოვრობს შენში,კომპლექსიანი,მშიშარა და ჩუმი -თავზე ვეფერებოდი და ვკოცნიდი ... ის კი მშვიდად იდგა ,მალე სრულიად მოდუნდა და გაიყუჩა. ხელში ავიყვანე და საძინებლისკენ წავედი.ჩემ მკლავებში მოქცეული ისეთი უსური ჩანდა,იმდენად დაუცველი რომ შეუძლებელია ცუდზე გეფიქრა .მისი ყველა ცუდი ქცევა , უარყოფითი მხარე ქრებოდა და წამოიერად ხდებოდა ყველაზე წმინდა და ნატიფი .თითქოს შეუხებელი იყო...
ჩემს მკლავებში მოქცეული იწვა, არაფერს ამბობდა მშვიდად სუნთქავდა და თითებს ჩემს თითებზე დაატარებდა შემდეგ ხელისგულზე გადავიდა და ძარღვებს მიუყვებოდა თითებით
-ერთადერთი ხარ ვინც მამშვიდებს... ასე უბრალოდ . სენ რომ არ ყოფილიყავი რაიმე ძლიერი დამამშიდებელი დამწირდებოდა რომელიც უბრალოდ დამაძინებდა და ფიქრსაც ვერ შევძლებდი- ჩუმად ჩურჩულებს და ჩემ ხელზე თითებით თამაშს აგრძელებს
-მზად ვარ გემსახუროთ დედოფალო -მეღიმება და ვკოცნი- რას აპირებ...
-როგორც ჩემი ერთადერთ და პერსონალურ მრჩეველს დაგიჯერებ ამჯერადაც და ამერიკაში ჩემი სტუმრობის განმავლობასი ყველაფერს დავასრულებ... ახალი წელი ხომ უნდა დამეწყო ახალი ცხოვრებით
-დაიწყე კიდეც... სოფელში რომ გაძელი ერთი კვირა პირვლი ნაბიჯი ეგ იყო. შემდეგ ყველაზე მსუყე კერძამდე მოგიყვანა მეორე ნაბიჯმა ხელში რომ ჩამიგდე მაგით... ახლა კი სანამ მე გაგცევ დიდ გოგოდ დედიკოსგან უნდა დაიხსნა თავი და დამოუკიდებელი დედოფალი გახდე
-წამომყვები ამერიკაში/- ამომხედა თვალებდაწვრილებულმა და უფსკრულში ჩავარდნა რომ ეთხოვა იმ წამს იქაც გავყვებოდი
-ჩემს დედოფალს თუ ასე სურს... როგორ გავბედავ შეწინააღმდეგებას-ლოყაზე ვეფერები , იღიმის და მკოცნის.მერე ისევ უბრუნდება თავის პოზას და აგრძელებს ჩემ ხელზე თამაშს . მის წვრილ ლამაზ თითებს ხელში ვიქცევ და ვკოცნი - ჩემი დედოფალი ძალიან გემრიელია -ხელისგულზე ვაწებებ ტუჩებს , ის კი უფრო ფართოდ იღიმის -ჩემი დედოფალი საოცრად ლამაზია ...მაშინაც კი როცა მეჩხუბება და განსაკუთრებით მიმზიდველი როცა შავი ირისები ჩემი შეხებისას უბრჭყვიალებს
-უდავოა რომ ქალის გაბრუება ლამაზი სიტყვებით გამოგდის - ყელში მკოცნის და ტუჩებთან მიტანილ ხელისგულს ლოყაზე მიაცოცებს შემდეგ კი თმაში ხლართავს
- მაბრაზებ! - სწრაფად ვექცევი ზემოდან და გაბრაზებულ გამომეტყველებას ვიღებ- გგონია რომ უბრალოდ დაზეპირებულ სიტყვებს ვამბობ?
-არა უბრალოდ თვალთმაქცობ
-მართლა გგონია რომ გატყუებ? ცნობისთვის ზედმეტ სიტყვებს არცერთ ქალს ვეუბნები ! არცერთ ქალთან მძინავს უბრალოდ და არასდროს ვთვალთმაქცობ - ბრაზი მიპყრობს მთელ სხეულს ივლის და სისხლს მიდუღებს. -როდის მიხვდები რომ ყველაფერი ყალბი არ არის შენ ირგვლივ ...ყოველ შემთხვევაში მე არა !
სწრაფად ვდგები და საწოლს ვშორდები. უკან მომყვება და ჩემ წინ დგება
-მოიცადე გთხოვ... ასე არ მინდოდა , უბრალოდ
-უბრალოდ ვერ ხვდები რომ ჩემთვის უბრალოდ რობოტია რ ხარ მარიამ..ჩემთვის არ ხარ უგულო ცივი არსება. მე ვხედავ შენ ნამდვილ სახეს
-ვიცი... ვიცი და მაპატიე ...გთხოოოვ არ მინდა რომ გაბრაზდე ,არ მინდა რომ წახვიდე-ისე მიყურებს მგონია რომ საცაა იტირებს . სინანულს ვხედავ ,ჩემკენ დამფრთხალი იწევს და ხელებს ყელზე მხვევს - დემეტრეეე
ვერ ვუძლებ... არ შემიძლია ვერც ვუბრაზდები როგორ ახერხებს ამას . უბრალოდ მთელი ძალით ვხვევ ხელს და ათრთოლებულ ტუჩებს ვუკოცნი. მთელი მოზღვავებული ძალით, სურვილით ყოველგვარი თავშეკავების გარეშე ვაგემოვნებ მის ტუჩებს სხეულზე მჭიდროდ ვიკრავ იმდენად რომ მისი გულმკერდის მოძრაობას ვგრძნობ ...
-როგორ შეგიძლია ასეთი იყო - მთელ სახეს ვუკოცნი გაბრუებული ვარ სრულიად გათიშული მისი კოცნა ... მისი შეხება ყველაზე უცნაურ მდგომარეობაში მამყოფებს, გონება მეთიშება. რაც არასდროს არცერთ ქალთან დამმართნია ...
-როგორი ...
-ასეთი ...
-ასეთი?- ეცინება და ქვედა ტუჩზე წამით კბილებს აჭერს
-ჩემ ტუჩებს ნუ ეხები ... - პატარა სულელი ბავსვივით ვეუბნები და ისევ ვკოცნი-მხოლოდ ჩემია ... ჯერ-ჯერობით სანამ შენ მეფეს იპოვი დედოფალო - ამ სიტყვებს რომ ვეუბნები მართლა არ მჯერა მაგის,მაგრამ მაინც ვამბობ
-იყოს შენი...არ მაქვს პრობლემა. იმედია ცოტა ხნით მაინც იქნება ეს ტუჩები ჩემი- ცერა თითს ქვედა ტუჩზე მახებს და მიღიმის-ვიფიქრე და მივხვდი რომ სისულელეა შენთვის ერთგულების თხოვნა... გათავისუფლებ შეგიძლია
-დავიმახსოვრებ ...მაგრამ მე არ გაძლევ თავისუფლებას- ხელში ავიყვანე და მხარზე გავიდე- დღეს რამე მიირთვით მილედი?როგორი მსუბუქი ხართ
-რა ..რა სად დემეტრეეე
-გადახრილ მდგომარეობაში თქვენი საჯდომი უფრო მომწონს ..მიზიდავს კიდეც - ხელს ვუჭერ და წამსი კვნესას აყოლებს
-დემეტრეეე-უკვე სამზარეულოს მაგიდაზე ვსვამ და სუნთქვააჩქარებულს ვუყურებ
-რამე გინდოდათ დედოფალო?
-მე ...მე ისა მე არ საღამოს არ ვჭამ...საღამოს კი არა ღამით ,შუაღამით
-მე რომ მკბენთ ღამით მაშინ დიეტაზე არ ხართ? განა ჩემზე ტკბილს და მსუყეს რამეს ვიპოვით მენიუში?
-ვერა მაგრამ- ისე მეთანხმება თვალს არ მაშორებს... მართლები არიან რა ჩემ თაფლისფერ თვალებს ყველაფერი შეუძლია..სიცილს ვერ ვიკავებ ,მასინვე ფხიზლდება და მირტყამს
-საზიზღარი ხარ..როგორ დამცინი სულ
-სამაგიეროს ნუ გადამიხდი გევედრები... ისედაც დაძაბული დღე მქონდა - უცებ ვეუბნები და ჩემკენ ვიზიდავ- შემიძლია გამოვისყიდო
-გამოისყიდის ბიჭი... ამიშლის ვნებებს და მერე გაქრება
-წუწუნა სულ სხვანაირი ხხდები ... შენი გუშინდელი ალქაჯობის გამოვლინება რომ მახსენდება წუწუნა აშკარად უფრო მომწონხარ
- მაგ საკიხთან დაკავშირებით
- კარგი მაპატიე... არაფერს ვამბობ არ უნდა მეხსენებინა. მესმის,მთელი ცხოვრება ამ წარმოდგენით გაატარე და ახლა ვერ გახდები სხვანაირი ... - ხილი გამოვიღე და ასორტის მომწადება დავიწყე
-როგორც ჩანს მართალი იყავი... მე კი შევცდი
-შეცდომების აღიარებაც გვისწავლია...რა ჭკვიანი გოგო ხარ ღმერთო -ლოყაზე ვკოცნი და ვაშლის ნაჭერს პირში ვუდებ- ხომ გიყვარს?
-გამასუქებ ...
-ფუმფულა გოგონები რომ მომწონს არ მითქვამს?- ხველა აუტყდა,ასე სერიზულად გამომივიდა?
-კარგი რა...
-რა ... ასეთი გამხდარი რომ ხარ მაგიტომ არ მიზიდავ ბოლომდე
-ღმერთო ჩემო რა ცუდი ბიჭი ხარ...საზიზღარი ..როგორ ,როგორ ხუმრობ ასე
-არ ვხუმრობ
-დემეტრეე
-უნდა გასუქდე სხვა გზა არ გაქ ... თუ გინდივარ რა თქმა უნდა
-აუ გავგიჟდები ახლა გეყოს...
-მე მეგონა უკვე აფრენდი ... არა?
-დემეტრეეეე
-„დემეტრეეეე“-მაშინვე დავცინე და წარბები შეკრა. აღარ მელაპარაკებოდა. სალათი მოვამზადე , ნამცხვარი დავჭერი წვენი გავაკეთე და მაგიდაზე დავაწყვე ყველაფერი . ქალბატონი ისევ იქ იჯდა და მიყურებდა რომ დავჯექი ხელი მოვხვიე და ჩემ მუხლებზე გადმოვსვი -ხელი გამიშვი ...
-ნწ... არავითარ შემთხვევაში
-მე არ მშია და შენ ასე ვერ შეჭამ
-შენ ნუ ინერვიულებ მაგაზე. წვენი დალიე გემრიელია
მალე ატიტინდა, კომფორტულად დაჯდა ერთი ხელი მხარზე დამადო და ჩემი ხილიც ისე უცებ შეჭამა დამტოვა ხახამშრალი.
იმ ღამით პირდაპირი მნიშნელობით ჩემზე ეძინა. ხელები ჰქონდა მოხვეული და მშვიდად თვლემდა. როგორრაც მეც დამეძინა ...დილით სამსახურში წავედით. რაღაც საქმეები გვქონდა შემდეგ კი ამერიკაში გასამგზავრებლად მზადება დავიწყეთ. მარიამისგან განსხვავებით ბევრი არაფერი ჩამიდია ის კი ოთხი ჩემოდნით გამოხადდა,ნუ უკან მოჰყვებოდა დაცვის ბიჭები ჩემოდნებით.
ფრენა საშინლად მღლიდა ,მაგრამ ამჯერად მარიამთან საუბარში გავატარე მთელი დრო . ნუ ძილს თუ არ ჩავთვლით...
ნიუ-იორკში ერთ- ერთ სასტუმროში უკვე დაჯავშნილი იყო ჩემთვის ოთახი. გადავწყვიტეთ ნატალიკოს ჩემი იქ ყოფნის შესახებ არ შეეტყო . მარიამი სახლში წავიდა მე კი ნომერში მოვეწყვე. სულ რაღაც მეორედ ვიყავი ამ საოცარ ქალაქში და იმედი მაქვს ამჯერად მაინც მოვახერხებ დასვენებას. ჩემი ლუქსი სასტუმროს ბოლო სართულზე იყო საოცარი ხედი იშლებოდა ჩემ თვალწინ.აივანზე რომ გავედი ვეღარც მოვწყვიტე მზერა ღამის ქალაქს...
ქალბატონმა დაიგვიანა,მაგრამ ვერ ვუკავშირდებოდი. მითხრა როგორც კი მოვახერხებ მოვალო. დაღლილობამ მძლია და ჩამეძინა. არ ვიცი როდის მოვიდა ,მაგრამ დილით ჩემ მკლავებსი მოქცეულს ეძინა,ზურგიდან ვეკვროდი და მის თმაში მქონდა სახე ჩამალული. გაწევა რომ ვცადე გადმობრუნდა და სხეულზე ამეკრა, ამოიკრუტუნა და ყელში მაკოცა
-დავიძინოთ რა გთხოოოვ...მინდა გამოვიძინო.
-უარს ვერ გეტყვით დედოფალო ...
როდის გავიღვიზეთ არ ვიცი. რა დრო იყო ვერც ეგ გავიგე.. ჩვენი დროის გამო ვერ სევეჩვიე იქაურ დროს. მარიამმა დამასწრო გაღვზებაც და მოწესრიგებაც,მერე კოცნით გამაღვიძა ყურზე ისე მიკბინა არ შემეძლო საწოლზე რომ არ დამეგდო
-ცუღლუტობთ დედოფალო
-არ გინდა გავისეირნოთ?
-მოვწესრიგდები და წავიდეთ...
-ხომ ხარ ადრე ნამყოფი
-საქმიანი ვიზიტით და ნორმალურად ვერაფერი ვნახე
-ექსკურსია ჩემზეაა
-არ მომიყვები როგორ ჩაიაა შეხვედრამ?- სააბაზანოდან დავუძახე არაფერი უთქვამს. რომ გავედი აივანზე იყო-აბა?
-წავედით...
საღამომდე ვსეირნობდით...
ნამდვილად სასიმოვნო იყო მარიამთან ერთად ქალაქში ხეტიალი.
ბოლოს თავის საყვარელ რესტორანში ვივახშმეთ და სასტუმროში დავბრუნდით. ნატალია არც კი უხსენებია და მეც აღარ გავახსენე.
-დარჩები?
-ცოტა ხნით...შემდეგ სახლში უნდა დავბრუნდე.
აივანზე დავსხედით ...
-ერთი კვირა უნდა დავრჩეთ ..უკვე ქორწილისთვის ემზადებიან და წასვლა არ ღირს. ვეტყვი რომ შენც ჩამოხვედი თანაც აქ საქმიანი შეხვედრაც გვაქვს და ამ ერთ კვირაში იმ საქმესაც მივხედოთ
-ასე უცებ ქორწინდებიან?
-დამიჯერე ერთი კვირა სრულიად საკმარისი იქნება მილიონების დასახარჯად და წლის ქორწილის მოსამზადებლად. გაოცდები ისეთ საოცრებას მოაწყობს ყველა დეტალი გათვალისწინებული ექნება ისიც კი ფოტოგრაფს და ჟურნალისტებს რამდენ წამში ერთხელ უნდ აგაუღიმოს, რა რაკურსითუნდა დადგეს რომ ფოტო კარგი გამოვიდეს .რომელ საათზე რა მუსიკას დაუკრავენ სპეციალურად მოწვეული მომღერლები... საოცარი სანახაობა იქნება
-ეჭვი არ მეპარება
ორივეს გაგვეცინა...
-ვერ წარმოიდგენ რამე რომ აირიოს ელემენტარულიც კი როგორ გაგიჟდება
-ახლა სად არის ...თქვენთან?
-არაა, უკვე მასთანაა გადასული.
-დარწმუნებული ხარ რომ არ უყვარს?
-არ ვიცი ... ვერასდროს ვიგებ მის ნამდვილ ემოციას დარწმუნებით. აი ის კაცი კი ნამდბილად აღმერთებს. რომ შეხედავ ხვდები რომ ჭკუას კარგავს, ესეც მთელი ცხოვრებაა მართავს
-ცოლები ჰყავდაო ხომ მითხარი
-ეგ იმიტომ რომ ეცადა დავიწყებას, დედა იშორებდა .მაგრამ როგორც კი მოუნდებოდა მასთან იმ წამსვე ადგილზე იყო ბატონი მათე
-ქართველია?
-არ მითქვამს? ქართველია ხო უბრალოდ დიდი ხანია თიტქმის მთელი ცხოვრებაა აქაა .მეორე ქორწინებიდან გოგო ჰყავს... ის ბედნიერი არასდროს ერევა მათი ოჯახის საქმეში. საერთოდ ძალიან ცოტა ვინმე იცნობს .არასდროს დადის მდიდრულ წვეულებებზე. ცხოვრობს ისე როგორც მოეწურვება და ვერავინ აკონტროლებს., დედას ძალიან გააბრაზებს გული მიგრძნობს ნატალი შეიშლება
-ოჰოო საინტერესოა
-ნამდვილად... იმ პატარა გოგოს რომ ვხედავდი მშურდა ზოგჯერ .მაგრამ მის სითავხედესაც ის ჰქონდა ახსნათ რომ რთული ცხოვრება ჰქონდა,მუდამ არეული და ამიტომ აჯანყება მოაწყო...მირეკავს უნდა წავიდე... ხვალ შევხვდებით - სწრაფად მკოცნის და წასვლას აპირებს. უცებ რომ ვიზიდავ და სანამ სუნტქვა არ მეკვრის მანამ ვკოცნი
-ახლა შეგიძლია წახვიდე...
-ცდები..ახლა აღარ შემიძლია წავიდე- თავს სიცილით აქნევს და ისევ მკოცნის...ოო ისე მკოცნის მკლავს და შემდეგ ქრება- აღიარე რომ კარგიი მოსწავლე ვარ -მსიი ხმა მესმის და ოთახიდან ქრება...
ეს ქალი შემიწირავს...
დარჩენილი დღეები მათთან ვიყავი. საქმესაც ვაგვარებდით და შიგადაშიგ ნატალის საქორწილო სამზადისს ვავლებდი თვალს. ნამდვილად დიდი გასართობი იყო ... მარტო მისი გაბრაზებული გამომეტყველება ღირდა ჩემი დანახვისას რომ ჰქონდა. ორი დღე მის საქმროს ვერ შევხვდი.ერთ დღესაც კი ორივე ერთად მოვიდნენ ,უნდა ვაღიარო რომ შეხედავდი პირველად იფიქრებდი რომ საოცრად უხდებოდნენ ერთმანეთს ეს ორი საოცარი გარეგნობის ადმაინი რომელიც 40 წელს გადაცილებული იყვნენ ,მაგრამ ვერაფრით დაამტკიცებდი ამას თუ პირადობას არშეამოწმებდი... ნამდვილად მარტივი მისახვედრი იყო რომ ბატონი მათე ნატალიას აღმერთებდა და მის გამო ყველაფერს გააკეთებდა. მე თუ მკითხავთ არც ნატალია იყო გულგრილი, ვერ ვიტყვი რომ წრფელი სიყვარულით იმ ერტადერთით განუმეორებლით უყვარდა ,მაგრამ მხოლოდ ანგარება არ იყო ... მათე სასიამოვნო მოსაუბრე და კარგია დამიანი ჩანდა. მარიამის მიმართ დიდ სითბოს იჩენდა და ეს სულაც არ იყო ხელოვნური...
ქორწილის დღეც დადგა....
ქორწილს მათეს სასახლეში იხდიდნენ .
ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავი და მეფური იყო ან გაგიჟდებოდი ან იქედან გაქცევა მოგინდებოდა. მე თავიდან გაქცევას ვაპირებდი ,მაგრამ მარიამი რომ დავინახე მერე მერე უბრალოდ სუნთქვაც შევწყვიტე...
ყოველ ჯერზე მგონია რომ ამაზე მეტად ვერ მომეწონება, რომ უფრო შთამბეჭდავი ვერ იქნება, რომ შეუძლებელია მეტად იბრწყინოს რადგან ყოველ ჯერზე ციურ ვარსკვლავს ჰგავს. მიუწვდომელს და დიდებულს.
შეუძლებელია არ გააღმერთო...
შეუძლებელია არ მოგხიბლოს მისმა საოცარმა მოძრაობის მანერამ ერთდროულად ამაყი, გრაციოზული, ქალური, სექსუალური და ნაზი რომ არის....
უბრალოდ ვერ უყურებ თვალებში,რადგან მისი მზერა ერთიანად გშთანთქავს, გიზიდავს და ღრმად იკარგები,იმდენად ღრმად რომ გგონია მის სულს ხედავ საკუთართან ერთად ...
მისი ღიმილის დანახვა თუ შეძელი უკვე ამქვეყნად აღარ ხარ... სადღაც მაღლა ცაში ხარ და გინდა რომ მის წვრილ წელზე ხელი შეაცურო და ისიც გვერდით გყავდეს,მაგრად მიიკრა მკერდზე და მანამ დაუკოცნო ღვინისფერი ბაგეები სანამ გულისცემა არ შეწყდება.
თვალის დახამხამება არ გინდა ,რადგან შიში გიპყრობს რომ რამდენიმე წამს ვეღარ დაინახავ...
ვგიჟდებიი? არა უკვე გამაგიჟა. უკვე დამიმონა, მთელი არსებით მივეჯაჭვე და შეუძლებელია თავი დავიხსნა. მთელი სხეული მეწვის, ხელები მიხურს მინდა მივიდე , მოვეხვიო და მთელი სიველურით დავუკოცნო ტუჩები ,რომ როგორმე დაგროვილი ემოცია გადმოვცე . ხელები მექავება ისე მინდა შევეხო მის თითოეულ უჯრედს, გრძელ კისერს, ლამაზ მხრებს, ლავიწყებს, მკერდს ,წელს სხეულს თვალს ვერ ვაშორებ...ნაკლის პოვნა მინდა მაგრამ სრულყოფილება დგას ჩემ წინ. ზუსტად ჩემს წინაა და თვალებანთებული მიყურებს, ჭიქა ღვინო ტუჩთან მიაქვს სვამს ისე რომ თვალს არ მაშორებს.მგონი ვეღარ ვსუნთქავ, ხელისგულები მენამება ისე ახლოსაა ,იმდენად ახლოს რომ ერთი მოძრაობით შემიძლია მოვიქციო მკლავებში ,მაგრამ არ შემიძლია . იმდენად მიმზიდველად მიყურებს,იმხელა ვნებას ვხედავ მის თვალებში , ხვდება რასაც ვგრძნობ,იცის როგორ მინდა ...იცის რასაც მმართებს და კმაყოფილების ზენიტშია,მაგრამ ეს არ მადარდებს
-დემეტრეეე ... დემე სუნთქვას თუ არ დაიწყებ დაგკარგავ სამუდამოდ და ნუ გამწირავ -მაცდურად მიღიმის და შეუმჩნევლად ასობს კბილებს ქვედა ტუჩს.
ვერაფერს ვეუბნები..ახლა ისეთი ხმა მექნება ჯობს გავჩუმდე. სიმრერა მშველის, ვიყენებ მისი სეხების შანსს , მის მარჯვენას ჩემ მარცხენა ხელში ვიქცევ ნაზად ვუჭერ თითებს და ესეც კი ელექტრონების ნაკადს უშვებს ჩემ სხეულში. ვერაფერზე ვფიქრობ უბრალოდ მინდა მისი სეხება ვიგრძნო,მისი სურნელი, მისი სიახლოვით გამოწვეული სითბო . ერთ ხელს მის თითებში ვხლართავ ,მეორეს წელზე ვხვევ და მელოდიას ვყვებით... უფრო ჩვენი გულისცემა გვესმოდა ვიდრე სიმღერა და მის ტემპს ვყვებოდით ...
დამეფიცება რომ მსგავსი ემოციით არასდროს მიცეკვია. თითქოს სხეულით ვსაუბრობდით , როცა დატრიალდა და ხელები ყელზე მომხვია იმდენად ახლოს იყო ცოტაც და ვაკოცებდი. ცხვირით ვეხებოდი მის ცხვირს, სწრაფად შეაბრუნა თავი და ლოყაზე შემეხო
-დემეტრე ...
-ვიცი ,მაპატიე -ვიაზრებ რომ ყურადღების ცენტრში ვართ,მაგრამ მაინც არ მინდა ვინმეს გავხედო მის გარდა. სიმღერა სრულდება სანამ ხელს ვუშვებ მანამ მკოცნის ყელსი და ისე მიდის თითქოს უბრალოდ ვიცეკვეთ.
ჩემ ადგილს ვუბრუნდები , ღვინის ჭიქას ვცლი და ღრმად ვისუნტქავ ჰაერს. ხრიალის ხმა მესმის ჩასუნთქვისას .მთელი სხეული დაჭიმული მაქვს ხელები მეწვის . ცოტაც და ვმშვიდდებოდი ნიკოლოზის თვალები რომ შემეჩეხნენ. ჩემ მაგიდასთან იდგა და მიყურებდა დინჯად
-რაც მალე გაიაზრებ ქმედებას მით უკეთესი ყველასთვის- მეუბნება და სვამს
არაფერს ვამბობ. მარიამი აღარ მოდის, შორიდან ვუყურებ და ვკვდები,ყოველი წამი ჯოჯოხეთად იქცევა და ცეცხლის ალში ვეხვევი...
რამდენიმე ცეკვას სხვებთანაც ასრულებს...
ხალხში ირევა, საუბრობს მშვიდად თავის ტყავშია. ირგვლივ ყველას თავბრუს ახვევს.
მისი კაბაც კი გიწვევს. გამომწვევი არ არის და სწორედ ეს გიზიდავს. ტანზე გამოყვანილი დეკოლტე კაბა აცვია მუხლს ქვემოთ გაშლილი „ქალთევზა“ ბორდოსფერი კაბა,მისი შავი თვალები; და ყორისფერი თმა საოცარ სინთეზს ქმნის...გინდება მისი საოცარი სხეული ამ ნაჭრისგან გაათავისუფლო ...
ერთდროულად ვბრაზობდი და კმაყოფილების სეგრძნება მქონდა ,როცა მამაკაცების მზერას ვამჩნევდი. მათ ღიმილს, მზერას, საუბრის დროს უეცარ გაშტერებას ... მათი ფიქრების ამოცნობა სისხლს მიყინავდა, ის ფაქტი რომ ეს ქალი მხოლოდ ჩემი იყო,მხოლოდ ჩემთან უნდოდა და სწორედ მე შემეზლო მისი სრულიად დაუფლება ეგოისტურ თვითკმაყოფილებას მგვრიდა...
საოცარი შეგრძნებაა,როცა ქალღმერთს რომელსაც ყველა ეთაყვანება მხოლოდ შენ გწყალობს.
რამდენჯერმე შეეჩეხა ჩვენი მზერა ერთმანეთს და ვგრძნობდი რომ მასაც აღარ შეეძლო დარჩენა. ის კი დედოფლის შვილი იყო და ასე მალე რომ დაეტოვებინა ქორწილი ყველა მასზე ისაუბრებდა. მე კი არ ვაპირებდი ამ სილამაზის ცქერა რამდენიმე წუთიტაც რომ დამეკლო.
მარიამის ცქერით გართული უკვე მესამე ჭიქას ვსვამდი , საერთოდ ვერ გავიგე როგორ გამოჩნდა ლანა ...ლანა ჩემი წარსულის თითქმის ბავშვობის „მეგობარი“ . ხელი რომ მომხვია ხელზე და ლოყაზე ვნებიანად მაკოცა მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რამდენიმე წამი ვუყურებდი საერთოდ არ მადარდებდა იმ წამს ვინ იყო ის ვერც ვცნობდი
-არ მითხრა რომ ვერ მიცანი... ნუთუ ასე შევიცვალე უნივერსიტეტის შემდეგ
-ლანა...
-მადლობა ღმერთს გამიხსენე თორემ ვიფიქრებდი რომ თავი კარგად ვერ დაგამახსოვრე - ისე მიღიმის იმ წამს მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნება მიჩნდება ,რადგან ვხვდები მისი მზერის და საერთოდ ამ საუბრის მიზეზს.
-ნაცნობებს არ ვივიწყებ...შეცვლილი კი ნამდვილად ხარ . აქ საიდან მოხვდი?
-გავთხოვდი საყვარელო... -თითზე წამოცმული ბეჭედი შეათამაშა და გამიღიმა- ჩემი ქმარი კი თითქმის ყველა ღონისძიებაზეა მიწვეული ასე რომ არ მაკლდება გასართობები... შენ ის მითხარი როგორ ხარ? რა ხდება შენს ცხოვრებაში ახალი და მნისვნელოვანი
-გილოცავ ,გათხოვებას...
-უუჰ გმადლობთ...- ისე ამბობს სულ ოდნავადაც არ ცდილობს ერთგული ქალის როლი ითამაშოს. ეს უკვე გულისამრევია ჩემთვის , ლანას ვერასდროს ვუგებდი უბრალო ურთიერთობაში ,ისე როგორც ანუკის ან სხვა რომელიმე ჩემ მეგობარ ქალს. ის უბრალოდ საწოლში ახდენდა საოცრებებს და სხვა ურთრთობა არც მას სურდა და მე ხომ მითუმეტეს. ახლა უფრო დაქალებულია,მეტად დახვეწილი და მიმზიდველი.- რომელ სასტუმროში ხარ გაჩერებული? თუ შევძლებ იქნებ გესტუმრო
-დარწმუნებული ვარ დროს ვერ გამონახავ..რომც გამონახო მე ვარ დაკავებული !
-გასაგებია... ვიღაც გყავს? საინტერესოა ასე როგორ შეგზღუდა ? არ მჯერა - იღიმის ,მაგრამ ინტერესი კლავს. თითქოს გაოცებულია და უსიამოვნება აწერია სახეზე ასკარად არაა გახარებული ამ ფაქტით რომ უარს ვეუბნები.
-გათხოვილ ქალებს რომ არ ვეხები კარგად იცი..
-კარგი რა...
-მიხარია რომ კარგად ხარ , ისეთი კაცი იშოვე როგორიც გაწყობდა - ეღიმება და ისე მიყურებს უკვე თვალებით მჭამს, სულ ასეთი მზერა ჰქონდა. ეს არ შეცვლილა მასში ნამდვილად
-კარგიი მგონი ჩემი წასვლის დროა ... თუ მოგინდეს სასტუმროს ნომრის გამხელა დამიკავშირდი- საიდანღაც ბარათს აჩენს და ხელში მიდებს, ლოყაზე მკოცნის ისევ და მიდის. პომადის კვალს ვიშორებ სახიდან და ხელში მოქცეულ ქაღალდს ვჭმუჭნი. სასმელის კიდევ ერთ ყლუპს ვსვამ და ვგრძნობ რომ ვიღაც მიყურებს, ეს ვიღაც კი მარიამია . დარწმუნებული ვარ არ გამორჩენია ლანას ვიზიტის არცერტი დეტალი...
შუაღამეა...უკვე სრულდება ქორწილი. ეს მეფური ქორწილიც მიუახლოვდა დასასრულს. მარიამი ისევ ბიჭების გარემოცვაშია ძირითადად ყველა მასთან ფლირტითაა გართული, ზოგი მზერით ,ზოგიც საუბრით ახერხებს ამას.მარიამის ჩაცინებები, ზოგჯერ შეწუხებული გამომეტყველება და შემდეგ ჩემზე მოპყრობილი მზერა რომლითაც მახვედრებს რომ ბრაზობს. მისი ეს მზერა ისევ მაბრუნებს ქარცეცხლში ...




ვიცი საშინელი გოგო ვარ შეიძლება ძალიან სულელურად ვაგრძელებ არც ემოციურია არც სახალისო და საერთოდ ვბოდავ ,მაგრამ უკვე დაწერილი მქონდა ეს ნაწილი და ბოლოა რასაც ვდებ. მეგონა დასრულებას მოვასწრებდი მაგრამ ვერ ვახერხებ ამიტომ აქ ვჩერდები დროებით და შემდეგ მთლიანად ან ორ ნაწილად დავდებ დანარჩენს . ალბათ ორ ან სამ კვირაში დაგიბრუნდებით თებერვლის ბოლოს უკვე დასრულებული მექნება ისტორია გპირდებით. მაპატიეთ ასე ცუდად რომ ვიქცევი ვიცი არ უნდა დამეწყო, არც ვაპირებდი მაგრამ ვერ გავუძელი და ახლა შუა გზაში გტოვებთ
მიყვარხართ ძალიან



№1  offline წევრი Mariammmo

არც სულელურია, არც უემოციო და არც არაფერს არ ბოდავ, მაგრამ ორი/სამი კვირა? კარგი რაა :(

 


№2  offline წევრი Indigo

ღმერთო რა მოიცდის... :(((
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№3  offline წევრი ჭირვეული

სასწაული გოგო ხარ!! დაგელოდება მკითხველი, შეუძლებელია შენზე გაბრაზება, ოქრო ხარ ბაჯაღლო!!

 


№4 სტუმარი Guest Liza

Sashineli gogo xar shen! :D pirvel rigshi imitom rom amden xans unda gvalodino da meorec imitom rom salutar tavs ver apaseb. Emociuric aris, saxalisoc da ise chamitria rom am tavis molodinshi verc davidzine normalurad :D :D

 


№5  offline წევრი M^d G1rl

დავიწყოთ იქიდან რომ არც საშინელი გოგოხარ, არც სულელურად გრძელდება, ძალიან ემოციურიც (განსაკუთრებით ცოტნეს და გაბრიელის შეხვედრაზე ვიტირე თვალების წვამდე) და სახალისოცაა, და საერთოდ საიდან მოგაქვს რომ ბოდავ??

სოფოც შემიყვარდა და ვიცი რომ ბოლოს ცოტნესთან ერთად იქნება^^
"გიორგის გოგო" მაინტერესებს რაღაც სასწაულად :დდ
ნიკოლოზზე და ლიზაზე უბრალოდ ვგიჟდები^^
მგონი სანდრო და ლილე ჰო? :დდ
ბოლოსდაბოლოს გამოუტყდნენ რა ერთმანეთს დემე და მარიამი დავიწვი მაგათი ცოდვით :დდ მარა აიი ყველაზე მაგარი წყვილი გამოგდის ყველანაირად^^

ასე მიყოლებით რომ დადე კი მივხვდი ან სრულდება ან გვემშვიდობება_თქო(( მარა ჰოიცი როგორ ვგიჟდები შენზე სასწაული გოგო ხარ და ვიცი რომ გრანდიოზულად აიი შენნაირად დაამთავრებ❤
მოკლედ გემშვიდობები თებერვლის ბოლომდე ტკბილო❤((

პ.ს. სიცხე მაქვს და თუ ძაან ვიბოდიალე ბოდიშიი :დდ

 


№6  offline წევრი mavnebeli

შემეხმიანე როდესაც დაამთავრებ. არ დაივოწყო

 


№7  offline წევრი Everything

მეხუმრებით??

 


№8 სტუმარი tiko

vaimee ver gavdzleb sami kviraa :-( ese ar gagbimetoooo :-*

 


№9 სტუმარი :(

რაქამდე, კიდე 2-3 ისეთი სიტყვა იყო, წნევა დამივარდა :დ
ძალიან კარგი გოგო ხარ და ასეთებს იმიტომ გიწერ, რომ უფრო დახვეწილი მ წ ე რ ა ლ ი გახდე

 


№10 სტუმარი Guest nita

umagresi gogo xar shen.sulmoutkmelad velodebi tebervlis bolos :-)

 


№11  offline აქტიური მკითხველი Aria Loreli

ძალიან კარგი იყო ნუ ცუდია რომ ასე დაგაგვიანდება მაგრამ მოვიცდი <3

 


№12  offline წევრი aNuGi

გული გამისკდება ახლა!
რამდენიო?
მომეჩვენა ხო?
ბოროტი ხუმრობა იყო ეს,
გვატყუებ და დილით დადებ, ხო? არა? კაი, ჩემით გავალ :( pensive
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№13  offline წევრი chemibichi

vaime ai ar viciravtqva gasagijebeli tavia winac shoki iyo magram ar movelodi ro ese ganavitarebdi yovel shemtxvevashi momwons sheni winamotxrobebisgan gabsxvavdeba❤

 


№14 სტუმარი kati

Ra kargi iyo ori tavi rom damxvda ertad,magram tebervlis bolomde codoebi vart cry

 


№15  offline წევრი eto-elene

უმაგრესი იყო უამრავი ემოცით შოკი ისტორია იყო :) მაგრამ ის უკვე ცუდია რომ ორი კვირა ვერ დადებ :( მაგრამ შევეცდები მოვითმინო შემდეგ თავამდე და იმედია შევძლებ :) აბა შენ იცი წარმატებები ძან მაგარი გოგო ხარ :*

 


№16  offline წევრი თეონა.უ

არა რა ჩვენზეც ხომ უნდა იფიქროო? არ დაგვტოვო ამდენი ხანი ამ ისტორიის გარეშე რა გთხოვ

 


№17  offline წევრი თაია

Vitireb axla...
Ver mpvitmine da mainc daviwye kitxva.
Dzalian, dzalian magari gogo xar shen da vgijdebi shenze ♥
Gelodebi ♥

 


№18  offline აქტიური მკითხველი La-Na

წარმატებები საყვარელო შენს საქმეებში და მთელი გულით გელი.ძალიან სახალისოც იყო,ემოციურიც და სულაც არ ბოდავ.ასე გააგრძელე ჩემო შოკოლადი.
--------------------
ლანა

 


№19  offline წევრი LonnDa Bedianidze

სხვებზეც დაწერე რაა

 


№20 სტუმარი Guest nasia

Vaime dges ar dadeb? Vegar vitmen ukve umagresiiiii xar shenc da sheni yvela istoriac♡♡♡♡♡♡♡

 


№21  offline წევრი Glassy Dreamer

რას ამბობ გოგო? შენს ისტორიებზე ისედაც ვაფანატებდი და არც ესაა გამონაკლისი. პირიქით საშინლად მომწონს ❤❤❤ საერთოდ მიყვარს შენი ყველა ისტორია

 


№22  offline აქტიური მკითხველი lalita

აეეე კარგი რა მარიამ აასე როგორ შეიძლება, რა გაძლებს ამდენი ხანი როცა ასე გელოდებით .
ძალიან მომწონს ისტორია და მალე დაგვიბრუნდი თუ შეძლებ.

 


№23  offline წევრი tushi

როგორც ყოველთვის (სხვა ისტორიების მსგავსად) ემოციური წასაკითხია ❤ მიყვარს შენი ყველა ისტორია ძალიაან heart_eyes იმედია დიდი ხანი არ გვალოდინებ და როგორც სხვა ისტორიების შემთხვევაშია ყველა წყვილის ისტორიას ცალ-ცალკე შემოგვთავაზებ ( რისიც დიდი იმედი მაქვს ) laughing laughing kissing_heart ❤❤❤=

 


№24  offline წევრი ნინა1997

თუ შეგიძლიათ პირველი და მეორე თავები თავიდან დადეთ არ იხსნება :)

 


№25  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

მაოცებ მაკვირვებ მაგიჟებ მარიამ smiley heart_eyes ყველა მოთხრობა ხომ თითქმის ერთმანეთზე უკეთესია heart_eyes მაგრამ ეს საოოცრებბა გამოდის heart_eyes ვუაიმეე იმედი მაქვს მათე და სალომე შერიგდებიან laughing აიი ნიკოლოზიი და ლიზიი დამაკლდნენნნნ laughing აიი ნიკოლოზის და მარიამის სცენებიც მაკლია laughing აიი საოცრებაა დემეტრე მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს bowtie heart_eyes

 


№26  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუჰ ამდენხანს რა მოიცდის :( წარმატებებიი <3 კარგია მე ვგიჟდები შენს ისტორიებზეეე <3 საოცრება ხაარ <3

 


№27 სტუმარი Guest Tatuka20

Auuu ra gadzlebs sami kviraaaaa :(((((((((((dzaan magariaaa♡♡♡♡♡

 


№28 სტუმარი Guest ....

მარიამ არ გეწყინოს მაგრამ დემეტრეს და ჩვენი ალქაჯის ამბავი ცოტა სისულელე გახადე ისევ ისე ჯობდა ეჩხუბათ გაბუტულიყვნენ ესე რაგაცნაირად თითქოს აღარაა ისეთი მხიარული ... არ გეწყინოს მაგრამ ერთადერთი ისტორიაა შენიდან რომლის მთავარი გმირების საქციელი გააბანალურე..... არც მარიამის ეს საქციელი მომეწონა საყვარლობა რომ შესთავაზა.

 


№29 სტუმარი სტუმარი მარი

heart_eyes
chemibichi
vaime ai ar viciravtqva gasagijebeli tavia winac shoki iyo magram ar movelodi ro ese ganavitarebdi yovel shemtxvevashi momwons sheni winamotxrobebisgan gabsxvavdeba❤

 


№30  offline წევრი კალლ აია

ვაი ვუი ვვვიუუუუ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent