ვიღაცას უყვარდი შენ (თავი 3)
საშინლად წვიმდა...პატარა, მყუდრო სახლში კი რომელშიც მე და სანდრო ვიმყოფებოდით გაცილებით დაუცველად ვგრძნობდი თავს ვიდრე იმ უზარმაზარი სახლის სარდაფი.ალბათ მშვენივრად გავატარებდი ზაფხულს აქ, მშვენიერ სახლში,ულამაზეს გარემოში, რომ არა რამოდენიმე არასასიამოვნო ფაქტი,პირველი:მე გატაცებული ვიყავი,არავინ იცოდა სად ვიყავი და რატომ, მათ შორის არც მე. მეორე: მარტო ვიყავი იმ მამაკაცის გვერდით რომელმაც სულ რამოდენიმე დღის წინ ჩემი "დამცირება" სცადა.რომელსაც ასე ვძულდი და დაუფიქრებლად შეეძლო მოვეკალი.იქ ბექას იმედი მაინც მქონდა,შეეწინააღმდეგებოდა მაინც მეგობარს.ვხვდებოდი მის აზრს სანდრო დიდად ითვალისწინებდა,მაგრამ ამჯერად ბექას იდიაც იყო რომ იმ სახლში ჩვენი გაჩერება სარისკო იყო და მეგობრებმა ერთად გამოიტანეს "ვერდიქტი":მე და სანდრო ქალაქიდან შორს უნდა წავსულიყავით სადაც არავინ მოგვძებნიდა.ახლა კი მართლა გაქრა ყველანაირი იმედი რომ ვინმე მიპოვნიდა,სრულმა პანიკამ მომიცვა.მძულდა სანდრო,ყველაფრის გამო, თანაც მომხდარის შემდეგ თვალსაც კი ვერ ვუსწორებდი, თვითონ თითქოს ჩემს ჯიბრზე უფრო გაბოროტებული მეჩვენებოდა,უკვე ოთხი დღე იყო გასული რაც აქ წამოვედით და თითქმის ვერც კი ვხედავდით ერთმანეთს,მე "ჩემს" ოთახში ვიყავი გამოკეტილი და არაფერი ვიცოდი გარე სამყაროზე,ჩვიდმეტი წლის მანძილზე არასდროს მიტირია იმდენი რამდენიც ამ ბოლო დღეებში.განა სხვა რა დამრჩენოდა? ყოველ წუთს,ყოველ წამს ველოდი რომ სანდრო კარებს შემოაღებდა,ირონიულად გამიღიმებდა,იარაღსმოიმარჯვებდა, მესროდა და საბოლოოდ დაამთავრებდა ჩემს წამებას.გონებაში უკვე მერამდენედ ვხატავდი ამ სცენას. * * * ბნელოდა...ისე ბნელოდა ვერაფერ ვარჩევდი,მხოლოდ ქარის საშინელი წივილი და ჭექა-ქუხილი არღვევდა სიმყუდროვეს,არაფერი დამაიმედებელი მხოლოდ ბურუსი,ძალიან ციოდა, ზაფხული თითქმის მიწურულიყო და შემოდგომის ერთი ჩვეულებრივი ცუდი ამინდი იქნებოდა რომ არა მომხდარი,ვერ ვიჯერებდი რომ გაქცევა მოვახერხე,რომ თავისუფალი მერქვა.არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ვიცოდი თუ არა გზა,როგორ გავაღწევდი ტყიდან, მთავარი ის იყო რომ თავისუფალი ვიყავი.იმდენად დიდი იყო გაქცევის სურვილი რომ არაფრად ვაგდებდი სიცივეს რომელიც ძვალსადარბილში ატანდა,მოკლე ჯინსის შორტი თხელი მაისური ვერ ახერხებდა ჩემს გათბობას. - ჯანდაბა!ჯანდაბა! აქ გზა არ არის! - წამოვიყვირე სასოწარკვეთილმა და ხეს ფეხები დავუშინე,სწორედ იმ ხეს რომელსაც უკვე შვიდჯერ დავარტყი წრე.აღარ შემეძლო,უკვე კანკალს ავეტანე სიცივისა და შიშისგან,სხვა რომ არაფერი უკუნითი სიბნელე საშინლად მოქმედებდა ჩემზე.ისევ ავტირდი ამჯერად ხმით, ვწყევლიდი ჩემს გაჩენას! - მე აუცილებლად მოვკვდები! - ამოვისლუკუნე გულამომჯდარმა და თავი ხეს მივადე.თითქოს მას შეეძლო ჩემი ტკივილის შემსუბუქება - როგორ გაბედე! მოულოდნელობისგან შევხტი,სანდრო იყო,გაცოფებული მომვარდა ხელი მაჯაში ჩამავლო და მანქანაში "ჩამტენა".."ახლა კი ნამდვილად მოვკვდები" გავიფიქრე ფერმიხდილმა და ბედს დავმორჩილდი. - მითხარი! როგორ გაბედე სახლიდან ფეხი გაგედგა?! - ისე დამიღრიალა შემაკანკალა,მკრთალი შუქის მიუხედავად რომელიც მანქანაში იყო კარგად დავინახე ძარღვები ყელზე როგორ დაებერა. ვდუმდი განა რა უნდა მეთქვა? - არაფერს მეტყვი?! - სიბრაზე უფრო და უფრო მატულობდა მის ხმაში - ახლავე გადადი მანქანიდან! კბილებში გამოსცრა გაცეცხლებულმა თან დაამატა -იქნებ რომელიმე მტაცებელმა შეასრულოს ჩემი სამუშაო! აუჩქარებლად გავაღე კარები და სანდრო მანქანაში დავტოვე.ერთხანს დაჯინებით მიცქერდა მთლიან გალუმპულს შემდეგ მანქანა დაქოქა და ადგლიდან მოწყდა. არ გავნძრეულვარ, თვალდახუჭული ერთ ადგილს მივეჯაჭვე და დაველოდე სიკვდილს.თვალწინ გამირბინა წარსულმა,არც ისე დიდი იყო ის მაგრამ საკმარისი რომ ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა ჩემთვის.როდის შეიცვალა ყველაფერი? როდის ჩავვარდი ამ დღეში? ალბათ ამ კითხვებზე პასუხს ვერასდროს გავიგებდი.შვებით ამოვისუნთქე როცა შეხება ვიგრძენი - მორჩა! - ამოვიკნავლე და ამოციებიდან სრულიად დავიცალე გონს მაშინ მოვედი როცა თავი ისევ მანქანაში ამოვყავი სანდროს გვერდით - ეს რატომ გააკეთე? გაოცება ვერ დავმალე,მომხდარმა შოკში ჩამაგდო -შენ რა სიკვდილის არ გეშინია?-ირონიულად შენიშნა. - მეშინია. მეამიტურად დავუქნიე თავი, არ გამომპარვია ჩემმა სიტყვებმა ღიმილი როგორ მოგვარა მის ტუჩებს - საინტერესოა. - რა არის საინტერესო? სიკვდილის მეშინია,მეშინია გაიგე? მეშინია რომ ვეღარ ვნახავ ჩემს მშობლებს და დაიკოს, ჩემს მეგობრებს,კლაელებს,ნათესავებს,ვეღარ გავივლი იმ ქუჩებზე სადაც აქამდე მივლია.სხვა რომ არაფერი არ მინდა ტკივილი მივაყენო იმ ადამიანებს ვისაც ვუყვარვარ! შენ ამას ვერასდროს გაიგებ რადგან არავინ გიყვარს,ვისაც უყვარს არ შეუძლია ასე მოექცეს სხვას. - ემოციებს ვეღარ ვთოკავდი ბრაზმორეული - არ გაბედო ჩემს გრძნობებზე ლაპარაკი!არ გაქვს ამის უფლება! რადგან სწორედ თქვენი ბრალია დღეს რომ ასეთი ვარ! ვიღაცას ვუყვარდი მე! - მე არაფერი დამიშავებია შენთვის - მისმა სიტყვებმა დამაბნია,"თქვენი ბრალია" ნეტა ვის გულისხმობდა? ან ის ვიღაც ვინ იყო ვისაც სანდრო უყვარდა? ვუყურებდი როგორ ძლიერად უჭერდა საჭეს ხელს და თითებს ნერვიულად ათამაშებდა "რამდენი მივლია ფეხით" მხოლოდ ეს გავიფიქრე როცა სახლში შევედით ისე რომ საუბარი არ შეგვიწყვეტია - არ მინდა ამის განხილვა. - მაგრამ მე უფლება მაქვს ვიცოდე რომელი ცოდვისთვის ვისჯები! - ამას არ აქვს მნიშვნელობა. - აქვს! მე უფლება მაქვს,მე მინდა ვიცოდე,უნდა ვიცოდე რა მოხდა ან რა მელოდება,მე არ მინდა სიკვდილი. აცახცახებული და გათოშილი ძლივს ვაბამდი სათქმელს თავს - გამოიცვალე,და ესენი ჩაიცვი.შენი სიკვდილი ჯერ არ მაწყობს. "ჯერ,ჯერ,ჯერ,ჯერ" მიტრიალებდა გონებაში, ანუ ჩემი ბოლო მაინც გადაწყვეტილი იყო,მე აუცილებლად მოვკვდებოდი.ხელი ავიქნია თითქოს აბეზარი ფიქრები თავიდან მოვიშორეო და იქვე საწოლზე გადაფენილ პიჟამა დავწვდი. ვერაფრით შევძელი დაძინება,ამაში საშინელი ჭექა-ქუხილი მიშლიდა ხელს,მთელი ღამე ფიქრში გავატარე ვცდილობდი ფაქტები ერთმანეთისთვის დამეკავშირებინა,ვიხსენებდი სანდროს მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას,"მათ არ ვგავარ","სწორედ თქვენი ბრალია დღეს რომ ასეთი ვარ", "ვიღაცას ვუყვარდი მე".აქედან შეიძლებოდა რაღაც აზრის გამოტანა უამრავი ვერსია განვიხილე მაგრამ ვერცერთი, ვერაფრით დავუკავშირე ჩემს ოჯახს,მითუმეტეს კი საკუთარ თავს. * * * დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა,ზუსტად არ ვიცოდი რა დრო იყო მაგრამ სავარაუდოდ კარგა ხნის გათენებული უნდა ყოფილიყო.ისევ წვიმდა,ცა მოღრუბლულიყო ამინდის ცვლილებას იმ პატარა ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს რომელიც ჩემს ოთახს "ამშვენებდა" თავისი გისოსებითურთ. - დღეს შეგიძლია ოთახიდან გამოხვიდე - სანდრომ ნახევრად შემოაღო კარები - კარგი. - მეც მშვიდად მივუგე,არც მიფიქრია გამომეცვალა,სწორ, გრძელ თმაზე ხელი გადავისვი და პიჟამოთი გავედი მეორე ოთახში,სადაც სანდრო მშვიდად მოკალათებულიყო და დაჟინებით აკვირდებოდა ჩემს ყველა მოძრაობას.მისი შავი თვალები,ო ღმერთო რა შავი თვალები ჰქონია ... - წადი გამოიცვალე! თვალებანთებულმა მხოლოდ ეს მომახალა - კი მაგრამ... - არავითარი მაგრამ! წადი ჩაიცვი თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა.მისი თვალებიდან ისეთი სიძულვილი გამოსჭვაოდა ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა,არ ვიცი რა დამემართა ადგილზე გავქვავდი,თითქოს გავითიშე.გონს სანდროს უხეშმა შეხებამ მომიყვანა,მხრებში უხეშად ჩამავლო ხელი და თავიკენ მიმიზიდა.ისე ახლოს აღმოვჩნდი მასთან,რომ მისი გულისცემა მესმოდა.მთლიანად მას ავეკარი,შემაკანკალა.მეშინოდა მისი,რადგან ვიცოდი მას შეეძლო ჩემთვის რამე დაეშავებინა.სანდრო ჩქარობდა,სწრაფად დააცურებდა ხელებს ჩემს სხეულზე მე კი ვერ ვბედავდი წინააღმდეგობა გამეწია,არვიცი იქნებ არც მქონდა ამის სურვილი? სწრაფად შემახო ტუჩები ტუჩებზე,მთელს ტანში გამცრა,ეს ჩემი პირველი კოცნა იყო,ამიტომ ველოდებოდი მის ყველა მოქმედებას,მაგრამ გონება სწრაფად მოეგო გონს,აუცილებლად უნდა შემეჩერებინა - სანდრო..გთხოვ არ გინდა,შეწყვიტე ჩემი წამება - ძლივს ამოვილუღლუღუ ემოციებისგან დაცლილმა.ნელა ჩამოუშვა ხელები მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა,ისევ ისე ახლოს იდგა ჩემთან - ყველაფერი სამი წლის წინ მოხდა - სანდრომ ცარიელ სივრცეს დაუწყო ყურება,გავიტრუნე რადგან მივხვდი ახლა რაღაც ახალს გავიგებდი,მან კი ლაპარაკი გააგრძელა - ეს ორივესთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, მას ძალიან სტკიოდა გული,მეც არანაკლებ,ჩვენ ხომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი,დაქორწინებას და ბევრი შვილის ყოლას ვგეგმავდით,ის ისეთი კარგი იყო,ზედმეტად კარგიც კი ჩემთვის,ბავშვობიდან ერთად ვიყავით,ყველაფერი ვიცოდი მასზე,მძიმე წუთებში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიდექით.იმ საბედისწერო დღემდე.დღემდე საკუთარ თავს და შენს ოჯახს ვადანაშაულებ! თქვენი ბრალია ასე რომ დამთავრდა ჩვენი ამბავი! მას მერე ვცდილობ სხვა ქალშიც ვნახო რაღაც რაც მიმიზიდავს, შენც გამოგიყენე ახლა ამ წუთას,და იმ ღამითაც იგივეს ვცდილობდი მაგრამ ვერ შევძელი,მის ფონზე თქვენ ყველანი შავ თეთრად ჩანხართ! გონს ვერ მოვეგე,სანდრო გარეტ გიჟივით გავარდა,მას ვიღაც უყვარდა და რა დაემართა მას? ან ჩემი ოჯახი რა შუაში იყო? უკვე ბევრი ფაქტი ვიცოდი მაგრამ ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებდი.რაჩ შეეხებოდა სანდროს მის თვალებში სევდის კვალი პირველად დავინახე,მისმა სიტყვებმა გული საშინლად მატკინა,მან კიდევ ერთხელ დამამცირა სწორედ ამიტომ მეშინოდა ჩემი სახიფათო სურვილების. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.