შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინა 53 8-9 თავები


3-02-2017, 23:35
ავტორი martoshen
ნანახია 2 365

მთელი შესვენების მანძილზე მუხლები მიკანკალებდა და გული ამოვარდნას მქონდა. სანდროს მამა ადგილიდან ვერ ინძრეოდა და ისე იყო დაძაბული ერთ წერტილს ვერ აშორებდა თვალს.საპირფარეშოში შევედი და სიგარეტს ნერვიულად ვაბოლებდი. უკან დაბრუნებულს კი ჟურნალისტებით სავსე დამხვდა დერეფანი და იძულებული გავხდი კომენტარი გამეკეთებინა
- თქვენი აზრით მათი ბანკის ანგარიში იმის გარანტია რომ ბატონი სანდრო ამ დანაშაულს არ ჩაიდენდა? მოისმა კითხვა
- გარანტიებს არა მაგრამ ფაქტებს მალე ყველა იხილავთ ცივად მოვიშორე ყველა და დარბაზში შევედი პატარა მონოლოგის შემდეგ სანდროს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს უამრავი ადამიანი გაწბილებული დარჩა თუმცა სანდროს ნათესავების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა თავად კი ხელი შუბლთან მიიტანა და შორიდან თვალი ჩამიკრა რამოდენიმე საათის შემდეგ სრულიად უდანაშაულომ ციხის კედლები დატოვა და ყველას ვინც კარებთან ველოდებოდით თბილად მოგვინახულა
- მე არ ვიცი შენ ვინ ხარ ჩემთვის
- ნუ აჭარბებ ვსაუბრობდით მანქანაში
- არაფერს არ აჭარბებს ლელე შვილო არც კი ვიცი რა გავაკეთო რაც გითხარი ძალაშია იცოდე
- უფრო რომ არ მაწყენინოთ ახლა წავალ და ცოტას დავისვენებ ბატონო პაატა
- არა რა ძან გთხოვ არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ მაგრამ ჩემთან მოდიხარ დედაჩემი გელოდება
- სანდრო ყველანი ძალიან დავიღალეთ შენ განსაკუთრებით და სხვადროს იყოს
- პროტესტი არ მიიღება ხელი მაგრად ჩამჭიდა და მძღოლს და წინ მჯდომ მამას ხელით ანიშნა წადიო
- ლელეს ვუთხარი რომ რასაც მოისურვებდა ყველაფერს მივცემდი მთელს ჩემს ქონებას გადავუფორმებ შენ რომ იქ არ გაგიშვა
- მართლა ყველაზე კარგი ხარ ლელე
- ძალიან გთხოვთ ამაზე არ ვილაპარაკოთ მე ჩემი გასამრჯელო უკვე წინა შემთხვევის დროს ავიღე და თუ კიდევ ამ თემას შევეხებით მე საერთოდ აღარ მახსენოთ
- კარგი ესე იყოს მაგრამ იცოდე სულ შენს გვერდით მიგულე ლელე ხელი ხელზე დამადო სანდრომ და მალევე მომაშორა
უზარმაზარი სახლის კარი მოახლემ გაგვიღო და ორ წუთში სამზარეულოდან გამხდარი შავთმიანი ულამაზესი ქალბატონი გამოვიდა ჯერ მონატრებულ შვილს ჩაეკრა და იმდენი კოცნა შემშურდა თავის ქმარი მარჯვენა ხელით გადაწია და მზერა მომაპყრო
- ისე სწრაფად ჩამეხუტა გონს ვერ მოვედი
- შენ ჩვენი ანგელოზი ხარ დედიკო რით გადაგიხადო მადლობა არ ვიცი. იქ მომიკლავდნენ შვილს
- მთავარია ყველაფერი დამთავრდა დამშვიდდით
ცოტა ყველა დაწყნარდა და მეც წასასვლელად გავემზადე
- ძალიან გემრიელი ყავა იყო და ასეთი მიღებისთვის დიდი მადლობა მიხარია რომ გაგიცანით მაკა დეიდა
- მადლობა შენ და იცოდე კიდევ გვესტუმრე ხვალ საღამოს წვეულებას მოვაწყობ ამ ამბის აღსანიშნავად და იცოდე აუცილებლად მოდი არ მაწყენინო
- კარგით ნახვამდის
- მე გავაცილებ დედა გამომყვა სანდროც
- მართლა დიდი მადლობა
- ეს ჩემი მოვალეობაა არაფერი ისეთი არ გამიკეთებია
- შენ საფრთხეში ჩაიგდე თავი ლელე
- მე არავისი მეშინია ეხლა წავალ თუ შეიძლება
- მძღოლს გაყევი
- კარგი დიდი მადლობა და დროებით

სახლში შევედი თუ არა ფეხები მკვლელი ფეხსაცმლისგან გავინთავისუფლე და სასწრაფოდ მივწექი ამ ალიაქოთში სულ გადამავიწყდა გეგაც და ბავშვებიც. წამში ნინისთან დავრეკე და რამდენიმე ხანში როგორც იქნა მიპასუხა
- ლელე გოგო ვთამაშობდით და ვერ გავიგე
- გამოგივლი და წამოვიყვან მალე ნიინ ბოდიში რაა
- გოგო წყნეთში ვართ ჩვენ და მიდი ჩამო ქეთო დეიდაც აქაა თან ტანსაცმლის წასაღებად რომ მოვედით წამოგვყვა
- აუ დაგღალეს ხო?
- არა რა დამღალეს გოგო პირიქით დედაჩემი აღარ გვიშვებს და შენც გელოდება
- ისეთი დაღლილი ვარ ეხლა მოვედი
- გიყურეთ ტელევიზორში და ულამაზესი ხარ იცოდე
- ნიინ ძალიან მიყვარხარ შენ რო არ მყავდე რა მეშველებოდა
- გყავარ და ვერც დამკარგავ მიდი ეხლა დაისვენე მეც კარადაში ვარ იქიდან გელაპააკები
- რა ?? რა გინდა მანდ
- დამალობანას ვთამაშობთ წავედიი ღიმილი მომეფინა სახეზე და ძალიან მომინდა მათთან მაგრამ ისე ვიყავი დაღლილი პულტი ძლივს ავიღე და ტელევიზორი ჩავრთე ყველა ისევ მომხდარს განიხილავდა და რაღაც ფილმი ძლივს ვიპოვე არც ვიცი როგორ ჩამეძინა კარზე გაბმულმა ზარმა მომიყვანა გონს უცებ წამოვხტი და ორანჟერეაში გეგა შემხვდა ყვავილებს რწყავდა მეორე კართან მივედი და შავებში გამოწყობილი კაცი შემრჩა ხელში
- ქალბატონი ლელე ბრძანდებით?
- დიახ გახლავართ
- ეს თქვენთან გამომატნეს დიდი ყუთი ყვავილები და კონვერტი ერთიანად გამომიწოდა და გაბრუნდა კარი მივიხურე და კონვერტი იქვე გავხსენი თვალები შბლზე ამივიდა როცა ამდენი ფული დავინახე და თან ძალიან გავბრაზდი კარი სწრაფად გავაღე და უკვე მანქანასთან მისული მძღოლი გავაჩერე
- ეს თუ შეიძლება უკან დააბრუნეთ
-მაგრამ ...
-არავითარი მაგრამ გთხოვთ დააუბრუნეთ სანდროს
- კარგით ქალბატონო.
გაბმული ზარის შემდეგ სანდროს ხმაც ჩამესმა
- ხომ გითხარი არაფერი მინდათქო უხერხულად რატომ მაგრძნობინებ თავს ?
- ლელე მისმინე..
- არ მოგისმენ მე დავალებულად ვგრძნობდი თავს და მომეცი საშუალება ეს გრძნობა თავიდან მოვიშორო. ნუ მაიძულებ მოპატიჟებაზეც უარი გითხრათ
- კარგი მეტი აღარ განმეორდება მაგრამ აუცილებლად მოდი გთხოვ
- დროებით სანდრო შედარებით დამშვიდებულმა სადარბაზოს კარი შევაღე და ყუთს და ყვავილებს დავწვდი რომელიც იქ აღარ იდო სადაც დავტოვე გეგა მშვიდად განაგრძობდა თავის საქმიანობას და ისე იქცეოდა თითქოს იქ არც ვიყავი. ძალიან მინდოდა რამე მეთქვა თუმცა სიამაყემ მძლია და სახლში ხელდამშვენებული შევედი კარი დემონსტრაციულად მივიჯახუნე და ყუთი გავხსენი სისხლისფერი გრძელი კაბა ყუთიდან ამოვაძვრინე და ულამაზესი ფეხსაცმელი და ჩანთაც გამოჩნდა სასიამოვნოდ გაოცებულმა მივაშურე საძინებელს და ხვალინდელი დღის მოლოდინში ჩამეძინა.
დილა ჩემდა გასაკვირად ხალისით დავიწყე პატარა წვეულება არ მაწყენდა ამდენი ხნის შემდეგ საათს რომ დავხედე პირველს გადასცდენოდა და კინაღამ გულმა დამარტყა აბაზანაში დიდი ხანი გავატარე და ნინუცასაც დავურეკე რომელიც სულ არ ჩქარობდა ჩამოსვლას. გემრიელად ვისაუზმე აივანზე ყავა მივირთვი ყვავილებს მოვუარე და სალონში წავედი.
შვიდი საათისთვის უკვე სანდროს სახლთან გავაჩერე მანქანა მოშიშვლებულ ზურგზე კაშნე მოვიხვიე და მალე კარიც გაიღო. სასიამოვნო მუსიკა და ულამაზესი გარემო იყო არაფრით გავდა საჭმლით ჩაზნექილ მაგიდებს და აყალმაყალსროგორც ქართულ დღეობებზე გვჩვევია ხოლმე. სანდრომ დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა და გაოცებული სახით მითხრა
- ნუთუ მოვკვდი და სამოთხეში ვარ
- ჭრის ხოლმე?
- ბატონო?
- სხვებთან ჭრის ხოლმეთქო? მსგავსი კომპლიმენტები
- ხშირ შემთხვევაში კი მაგრამ იცოდე ყველას არ ვეუბნები
- ასეთი თავდაჯერებული რომ ხარ ბატონო სანდრო ამიტომ ეხვევი მუდმივ შარში
- შენ მყავხარ და იმიტომ
- ნუ სულელობ
- ამხელა კაცს რა სულელობას მაბრალებ
- უკანასკნელი რაც დაგაბრალეს ბრილიანტის მოპარვა იყო და მგონი ჩემი ბრალდებები ჯობს
ეს რომ ვთქვი ისე ხმამაღლა გაიცინა ყველამ ჩვენ შემოგვხედა მე კი სირცვილით სად დავმალულიყავი არ ვიცოდი
- ამიტომ ვგიჟდები შენზე
- სანდრო გთხოვ არ გინდა
- კიდევ ამიტომ რომ არ მკითხე რატომო და მეორე იმიტომ რომ ასეთი საოცარი ხარ ხან სერიოზული ხანაც ბავშური ვიცი ვიღაც გყავს მაგრამ იცი შენ ჩემი გრძნობების შესახებ
- არ მინდა ასეთ თემებზე საუბარი გთხოვ ნუ მაიძულებ წავიდე და მაკა დეიდას ვაწყენინო
- კარგი კარგი ჩუმად ვარ ისევ ღიმილი აიკრო სახეზე
- კარგი წვეულებაა ვცადე თემა შემეცვალა
- კიი ჟურნალისტები რომ არ იყვნენ
- შენი ცხოვრების წესია ასეთი სანდრო
-უი ცხოვრებაზე გამახსენდა შენთან სერიოზული სამქე მაქვს
- გისმენ
- აქ ხმაურია წამოდი მამას კაბინეტში შევიდეთ

- მოკლედ რადგან ყველაფერზე უარს ამბობ მინდა ამერიკაში შემოგთავაზო სამსახური ერთ-ერთ პირველ საადვოკატო ბიუროში არ გეგონოს რამე ჩაგიწყო მინდა ცხოვრებაში ბევრს მიაღწიო და ისიც ვიცი არ მომმცემ უფლებას ეს ბოლომდე მე გავაკეთო ასე რომ მე უბრალოდ გთავაზობ წინადადებას რომელზეც იმედია უარს არ მეტყვი
- მე ბავშვები მყავს სანდრო
- რათქმაუნდა მათთან ერთად გიწვევ ლელე
- უაზრობაა საბუთების მოწესრიგებას დიდი დრო სჭირდება
- არ სჭირდება თუ მე და შენ ხელს მოვაწერთ
- რააა??
- რათქმაუნდა ფორმალურად ლელე ეხლა ნუ მეტყვი პასუხს იფიქრე ამააზე
- ვიცი უკვე პასუხი და მგონი შენც იცი სანდრო
- კარგი გავიდეთ ეხლა მე მაინც დაგელოდები
კიდევ ორი სამი საათი ხალხთან საუბარში გავიდა და მალე სახლი დავტოვე მანქანაში რომ ჩავედი ნინუცამ მესიჯი მომწერა
- თქვენი სურათებით ყველაფერი აჭრელებულია რა ხდება ლე?
ლინკზე რომ გადავედი ჩემი და სანდროს ფოტო იდო როცა კაბინეტში შევდიოდით მაშინ გადაეღო ვიღაცას და სათაურის დანახვაზე ბრაზით კინაღამ გავსკდი
ადვოკატმა და სანდრომ განმარტოება ისურვეს
- ეს რა არის ?? ვინ დაწერა ეს სისულელე
გამწარებული ვურტყავდი საჭეს ხელს მომდევნო რამდენიმე წუთი დამშვიდებას მოვანდომე და ყველაზე ახლომდებარე ბარში დასალევად წავედი მთელი ამ დროის დაგროვილი ბოღმა სასმელს გავაყოლე და ალბათ დილის ოთხ საათზე ტაქსისტს ფული გადავუხადე, ძლივს ავიზლაზნე კიბეებზე წითელი კაბის შლეიფი ავიკეცე და კარს გასაღები მოვარგე ორანჟერეა სრულად ჩაბნელებული დამხვდა და ვარაუდით გავუყევი ჩემი ბინის კარს ერთ წამში შუქი აინთო და დიდ სხეულს მკერდზე ავეკარი უნდა მეკივლა ხელი რომ ამაფარა
- შენ რა გაგიჟდი გული გამისკდა გეგა
- გული მაშინ რატომ არ გაგისკდა ვიღაც კაცს ოთახში რომ გაყევი
- დაუკვირდი რეებს მეუბნები და გამატარე
- შენ დაუკვირდი რეებს აკეთებ და მერე მელაპარაკე
- შენ არ გეხება ჩემი ცხოვრება ასეც რომ იყოს აღარ ვართ მე და შენ ერთად დამთავრებულია ყველაფერი
- რა მალე გიპოვია ჩემი შემცვლელი
ეს რომ მითხრა თავი ვეღარ შევიკავე და გავარტყი სიტყვაც აღარ უთქვამს გაგიჟებული შევარდა სახლში და გაცეცხლებული დამტოვა მეც
გათენდა თუ არა სანდროსთან დავრეკე
- მსოფლიოში ყველაზე საოცარ ქალს ვუმენ და დილამშვიდობისა
- შენ რაა გუშინდელი სტატია არ ნახე ?
- ვნახეე
- მერე? ასე მშვიდად ხარ?
- აბა რა არის სანერვიულო აღარსად აღარ გამოჩნდება მოვაგვარე
- მოკლედ სანდრო ძალაშია შენი გუშინდელი წინადადება?
- დამცინი?
- არა გეკითხები
- თანახმა ხარ?
- კი
- საღამოს გამოგივლი
- კარგი დროებით
საუბარი დავასრულე და მალევე ტყუპები და ნინუცა დაბრუნდნენ
- ლელეე მოგვენატრეე
- მორჩა პაწუკებოო აღარ მოგანატრებთ თავს და კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის
- რა ამბავიი ?? აყაყანდნენ ორივე
- ამერიკაში მივდივართ
- რაა?? წყალი გადასცდა ნინუცას და იმხელა ხმაზე იკივლა ბავშვების ყაყანსაც კი გადააჭარბა
- მიდით დასხედით და ისაუზმეთ თქვეენ
- სანდრომ შემომთავაზა ხელი მოვაწეროთ და წავიდეთო სამსახურს მახვედრებს და სერიოზული წინსვლაა ეგ ხო იციი ბავშვებსაც ძალიან წაადგებათ. უკვე დავთანხმდი მაგრამ მითხარი სწორად ვიქცევი?
- რომ ვიეგოისტო და გითხრა არათქო არ მინდა კარგი იქნება რათქმაუნდა შენი და პატარების მომავლისთვის მაგრამ პატარებს დედას გარეშე წაიყვან?
- მინდობილობა მე მაქვს ეს პრობლემა არაა მე სხვა რამეები უფრო მაფიქრებს
- გეგეჭკორი?
თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე
- ლელე მომისმინე ისევ ზუსტად ამ ურთიერთობისთვის ჯობს წახვიდე იქიდან რომ ჩამოხვალ მერე ისეთ ადგილას დაიწყებ მუშაობას ორს კი არა ცხრა ბავშვს შეუქმნი მომავალს და მერე ფეხზე რომ მყარად დადგები შენს პირადსაც აიწყობ
- არ ვიცი ასეთ სწორ რჩევას ჩემს თავსაც ვერ მივცემდი მიყვარხარ ნინუც
- მეეც
- რას ჭორაობთ გოგოებოო
- ამასობაში ქეთო დეიდაც მოსულააა ჩავეხუტე მომღიმარ ქალბატონს
-ქეთო ამას ისე შეუყვარდი ამერიკაში მოგყვება
-ვაიმეე არ მკითხო არ ვიცი როგორ გავძლო უთქვენოდ
-არ მოგიწევს უჩვენოდ გაძლება
- დამცინიხარ ლელე
- არა მართლა მოვდივართ
- ვაიმეე რა კარგიააა , ვაიმეე როგორ გამახარეეთ წამოიყვირა უცებ
სულ მალე საბაც მოვიდა და ყველა ორანჟერეაში შეიკრიბნენ ბავშვების ჩათვლით ბევრს საუბრობდნენ და მხიარულებდნენ მე კი რათმაუნდა არ შევუერთდი. კარზე ზარი რომ გავიგე გავედი და გიორგი აღმოჩნდა ყვავილებით ხელში ყველას მიესალმა და სახლისკენ გავუძეხი. რომ შესძლებოდა გეგას ალბათ იმ ყვავილებს თვალებით დაწვავდა შეძლებისდაგვარად დავაიგნორე მისი გაცეცხლებული მზერა და დაძარღვული ხელები რომლითაც ყავის ფინჯანი ეჭირა და ლამის იყო გაეხეთქა
- ყავას დალევ სანდრო?
- დიდი დრო არ მაქვს ლელე უნდა წავიდე ასე რომ სწრაფად მომეცი სამივეს საბუთები ჩვენ ხვალ მოვაწეროთ ხელი დ ყველაფერი ერთ კვირაში იქნება მზად და როცა მეტყვი მაშინ წავიდეთ
- კარგი
- მაოცებ მოკლეთ
- რატომ ?გავუწოდე საბუთები
- არ გაიკვირვე ასე მალე რომ ვქორწინდებით
- ეს ყველაფერი მხოლოდ საჭიროებაა და არა სურვილი სანდრო სიყვარულის და ნამდვილი ქორწიებისას ნერვიულობენ ხოლმე და არა ასეთ დროს
- კარგი დაივიწყე რაც გითხარი . ახლა წავალ და კაბას დილით მოგიტანენ
- არაფერი მინდა მხოლოდ ხელს მოვაწერთ და მორჩა ძალიან გთხოვ არ მაწყენინო
- კარგი დროებით ლამაზო გავიდა და მეც კარამდე მივაცილე
- ლელე არ შემოგვიერთდები ? მკითხა საბამ
- არაა ბევრი სამუშაო მაქვს სამწუხაროდ
- ეს მხოლოდ განმარტოებებზე დადის დაიგესლა გეგა და გამანადგურებელი მზერაც მიიღო
- მოდიი დაჯექიი რაა გთხოოვ წამავლო ხელი ნინუცამ და მის გვერდით დავჯექი
გეგა ბავშვებს ეთამაშებოდა და თითქოს არც გვისმენდა
- საბუთები წაიღო??
- კი და ხელს ხვალ ვაწერთ
თითქოს წამით გაიყინა ბატონი გეგეჭკორი ღიმილი სახიდან გაუქრა ,ბავშვებთან საუბარი შეწყვიტა წამოდგა ხელი ჩამავლო ამაყენა და სწრაფად შემიყვანა სახლში
-შენ რა სულ გააფრინე ბავშვები რას იფიქრებენ ვიკითხე კარის მიკეტვისთანავე
-ახლა გაგახსენდა ბავშვები როცა ვიღაც უცხოს ხელს უწერ ?
- ეს ყველაფერი შენ აღარ გეხება და შეიგნე გეგა
- რატო აკეთებ ამას ლელე ამიხსენი რატო ანგრევ ჩვენს ურთიერთობას ?რისთვის ფულისთვის? დაასრულა წინადადება და ახლა უკვე საძინებლის კარიც მიიკეტა
- სანამ კიდევ უფრო მეტ სისულელეს იტყვი მე გავალ
- ვერსად ვერ გახვალ ხელებს შორის მომიქცია და თვალებში ჩამაშტერდა. მიპასუხე მეთქი რატომ აწერ ხელს
- ამერიკაში წასასვლელად ასეა საჭირო
უარესად დაეჭიმა კისერი და გამწარებულმა ხელი კედელს ისეთი ძალით მიარტყა ბზარი წამში გაჩნდა მას კი სახე საერთოდ არ შეცვლია. გაშეშებული და შეშინებული ვიდექი კართან ატუზული და ვხვდებოდი რომ გული უარესად ვატკინე ხელი ნატკენ ხელზე მოვკიდე მან კი ცივად გამაშვებინა და კარი გამოგლიჯა
- წადი
- მომისმინე ორივესთვის ესეა საჭირო
- ჩქარა გადი ოთახიდან ლელე
ზურგი ვაქციე და მისი ოთახიდან გასავლელამდე ძლივს მივედი კართან ცრემლები მოვიწმინდე და გავედი საბედნიეროდ ყველა სახლში დამხვდნენ შესულები მეც რამდენიმე წუთში მისაღებში ვიჯექი და ვუყურებდი როგორ ეთამაშებოდნენ ნინუცა და საბა ტყუპებს დანარჩენი არაფერი მესმოდა გულმა ფეთქვა შეწყვიტა და მისი გამწარებული სახის მეტზე ვერაფერზე მეფიქრებოდა ისე დამათენდა თავზე ვერც კი გავიგე მალე მძღოლმა მომაკითხა და ჩვეულებრივი ყოველდღიური ტანისამოსით შევხვდი ჩემს "ქორწილს"
-მორჩა უკვე ცოლქმარი ვართ და ორ სამ დღეში წავალთ
-ლელეე ?? გესმიის??
- კი კიი გავიგე
- არ ავღნიშნოთ?
- ძალიან გთხოვ სახლში მიმიყვანე რატომღაც თავი ძალიან ამტკივდა
- გინდა ექიმთან წავიდეთ ლამაზო
- სანდრო ძალინ გთხოვ ისე ნუ იქცევი თითქოს მართლა...
- კარგი მაპატიე სახლში წაგიყვან

ბავშვები ბაღიდან ჯერაც არ იყვნენ დაბრუნებულები სახლში მივედი და ჩემს ოთახს შევაფარე თავი. ერთი მხრივ სიყვარულისთვის უნდა მებრძოლა და არ მეფიქრა გეგას დედის სიტყვებზე მეორე მხრივ ჩემი კომპლექსები უნდა დამემარცხებინა და იმდენისთვის მიმეღწია აღარ შემშინებოდა საკუთარი ურთიერთობების დიდ გაურკვევლობაში აღმოვჩნდი და ვეღარ გავერკვიე რა იყო სწორი ამ ფიქრებმა ძალიან მალე დამღალა და ჩამეძინა.

-ლელეე ადექიიი რაა ღამე ვეღარ დაიძინებ
- ნიინიი დიდიხანია მოხვედი?
- არა ათი წუთია
-რომელი საათია ? ძლივს გავახილე თვალები
-შვიდი დაიწყო
-ვაიმეე ბავშები დამავიწყდა ექვსზე უნდა გამომეყვანა
- შენი აზრით მე იქ დავტოვებდიი მოვიყვანე და მოვედი
- ვაიმე შენ რომ არ მყავდე ისევ დავეხეთქე საწოლზე
-კარებში ეს ვიპოვე პატარა ყუთი გამომიწოდა
- რა არის არ იტყვი??
- ბილეთები და ყვავილია
- ისე სიყვარულს რა ვუთხარი თორემ მშვენიერი ბიჭია ეს სანდრო
- ნინოოო
- ვაიმეე ნინოს რო მეუბნები ესეიგი უნდა გავიქცე
- კიდე ერთხელ თუ გაიმეორებ ასეთ სისულელეს კი
-როდის მიფრინავ
- ზეგ დილით
- ასე მალე?? კინაღამ დამაყრუა
- კიი
- ეს მეხუთე ვისიაა
- ქეთო დეიდასი
- მართლა ძალიან კეთილი ბიჭია
-გაჩუმდები თუ დაგეხმარო
- ვაიმე რა უნდა ვქნა რო ვერ გნახავ ხოლმე
- საბა გაგრთობს
- ეგ კიი
მომდევნო დღეც დიდ მზადებაში და სირბილში გავატარე ისე რომ წამით არსად არ შემხვედრია და გული ლამის იყო გამსკდომოდა მთელი ღამე ვერ დავიძინე ფრენა დილის 10 ზე იყო და თავზე ისე დამათენდავერც გავიგე სულ ველოდი რომ კარზე ზარს დარეკავდა მაგრამ ამაოდ. დილით შვიდზე ყველანი ფეხზე იყვნენ და ბოლო დეტალებს აგვარებდნენ ყავით ხელში რობოტივით ვმოძრაობდი მძღოლმაც მალე ამოგვაკითხა და ბარგი ჩაგვატანინა.უკვე ყველა ქვევით იყო მე კი სახლის კარი ჩავკეტე და ბოლო პატარა ზუგჩანთა გადავიკიდე წამით ორანჟერეას თვალი მოვავლე და "მეზობლის" კარიც აჩხაკუნდა გული ისე ამიჩქარდა თითქოს სამი საათი ვირბინე თუმცა ალბათ ამაზე ურესს ვერაფერს დავინახავდი

თვალებს მოწოლილი ცრემლები ხელის გულით მოვიწმინდე და ძლივს ვიკითხე
- გეგა სადაა ლიკა
- სძინავს შენ რა მართლა გადადიხარ
რათქმაუნდა პასუხი აღარ გავეცი და უკანასკნელად მოვიკეტე ორანჟერიის კარი კიბეები გეგას ყველაზე საყვარელ ყვავილებთან ჩავიარე ზევით ავიხედე და დავინახე როგორ მიყურებდა და მერე ფარდა დაიხურა მერე იყო დიდი დამღლელი მგზავრობა ბავშების და ქეთოს ბედნიეი სახეები და ჩემი დასიებული თვალები სარკეში
- ლელე ასე როდემდე უნდა იყო ეცადე ყველაფერი დაივიწყო თავს ნუ იტანჯავ
- სანდრო ძალიან გთხოვ არ მინდა ამაზე საუბარი
- მინდა ყველაფერი დაივიწყო არ იმსახურებ ასე ყოფნას
- შენ რა არასდროს გყვარებია??
- შენამდე არავინ
- ძალიან გთხოვ მოვრჩეთ სანდრო
- ის იტანჯება ვინც შეყვარებას ასწრებს ლელე
- მე შენთვის იმედი არასდროს მომიცია
- ორიდან ერთს ყოველთვის მეტად უყვარს
- ჩვენ არ ვარსებობთ გაიგე
-ყავა მოგიტანე არ დალევ?
- არა უკვე დავლიე მადლობა

ხანგძლივი ფრენის შემდეგ ფილტვები უცხო ქვეყნის ნესტიანი ჰაერით გამევსო და მალევე შევაბიჯე ახალ ცხოვრებაში სადააც ვიცოდი გამიჭირდებოდა თუმცა მომიწევდა ყველაფრის ნულიდან დაწყება. ქეთოს შვილებთან და შვილიშვილებთან შეხვედრა ისეთი თბილი იყო გული მეასედ ამიჩუყდა. სანდრომ მალევე წაგვიყვანა თავის სახლში და ყველას თავის ოთახები გვაჩვენა
- ბავშვები ჩემთან დაიძინებენ არაა საჭირო ამდენი ოთახის გამოყოფა სანდრო
- ლელე პატარები ხომ არ არიან თვითონ ვკითხოთ როგორ ურჩევნიათ
- ცალკე გვინდააა წამოიყვირეს შეთქმულებივით
- ერთი ამათ უყურე
- კარგი ქალბატონო და ბატონო წაბრძანდით დაისვენეთ სანამ თქვენი და არ დაგვხოცავს გადაიხარხარა და ჩემს ოთახში შემიძღვა
- ეს შენი საკუთრებაა და როგორც გინდა ისე გამოიყენებ ქალბატონო ლელე. სწავლა ორ დღეში დაგეწყება და მერე როცა მოისურვებ სამსახური დაიწყე
- დიდი მადლობა ერთი სული მაქვს დავიწყო ძალიან ვნერვიულობ
- მჯერა ყველაფერი გამოგივა. ეხლა გავალ შენ დაისვენე
მარტო რომ დავრჩი ოთახში პირველ რიგში მცენარეს მოვუძებნე ადგილი და გამახსენდა ჩვენი ერთად გატარებული ყოველი წუთი გული ისე მტკიოდა როგორც არასდროს თუმცა იმასაც ვერ ვუარყოფდი რომ ყველაფერი რასაც ასე ვუფრთხილდებოდი ჩემითვე დავანგრიე.
თვეები ისე გავიდა არაფერი მის შესახებ არ მსმენია მუშაობაც დავიწყე და სწავლასაც დიდ დროს ვუთმობდი პატარები სანდროს დახმარებით ძალიან კარგად შეეგუვნენ ყველაფერს ახალს. ქეთო დეიდამ ისევ არ მიგვატოვა და სულ ჩვენთან იყო ძიძის ამპულაში. ნინუცას ყოველდღე ველაპარაკებოდი თუმცა ჩემი კატეგორიული მოთხოვნით სიტყვასაც კი არ ძრავდა გეგაზე.ბოლო ახალია ამბავი რაც გავიგე ის იყო რომ ჩემმა დეიდაშვილმა ცოლად ლენკა მოიყვანადა საცხოვრებლად კი რუსეთში გადავიდნენ ლენკას დედასთან. მე კი რათქმაუნდა ქორწილს ვერ დავესწარი.
- ამ რამდენიმე თვეში უკვე იმდენჯერ ვინატრე მანდ ყოფნა
-ხოდა ჩამოდი შენც დაისვენებ და ჩვეენც
- შენ ის მითხარი ლიკა როგორაა
- ჩვენი თანამშრომელი გოგო ??
- ხოო
- ეგ რამ გაგახსენა გეხვეწები
- რავიცი გამახსენდა როგორაა
- გათხოვდა შენ რო წახვედი ორ კვირაში
ამის გაგონებაზე კინაღამ გონება დავკარგე და უფროსმაც დამიძახაა
- კარგი ნინუც წავედი მეძახიან
- კარგი მეც ვიძინებ უკვე ძაან გვიანია აქ.
სწრაფად დავკეტე ლეპტოპი და მივხვდი რომ გეგა გეგეჭკორმა შური იძია
ძლივს დავიმშვიდე თავი და უფროსის კაბინეტის კარი შევაღე
- გისმენთ ბატონო ჯონ
- პირდაპირ საქმეზე გადავალ ლელე ჩემი უფროსი ასისტენტი სამსახურიდან მიდის და მინდა ეს თანამდებობდა შენ შემოგთავაზო თუ რათქმაუნდა ამის სურვილი გექნება
- რაა ? დიდი სიამოვნებით ძალიან დიდი მადლობა რომ მე ამირჩიეთ იმედებს არ გაგიცრუებთ გპირდებით
- დღეს შენს განყოფილებაში მოაგვარე ყველაფერი შემდეგი კვირიდან კი აქ გელოდები
კარი გამოვიხურე და სიამაყე და სიხარული ერთად ვიგრძენი ეს ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი იყო რომელიც გადავდგი მინდოდა მეყვირა და მეხტუნავა სიხარულისგან. ემოციებისგან მჭირდებოდა დაცლა თუმცა წამში სიცარიელე შემომეპარა და გამახსენდა რომ ჩემს სიხარულს ვერავის გავუზიარებდი. არ მყავდა მამა და მისი საფლავიდანაც კი უდიდესი მანძილი მაშორებდა არც დედა რომელმაც სხვა არჩევანი გააკეთა ცხოვრებაში არც მეგობარი მყავდა გვერდით და მითუმეტეს საყვარელი ადამიანი. სახლში დაღლილმა ემოციურად და ფიზიკურად დაცლილმა შევაბიჯე და ჩემი ოთახის კარის გაღებისთანავე ბრჭყვიალები შემეყარა სახეში
-რა ხდებაა ვიკითხე გაოცებულმა
- რა ლამაზი დღეა რა ნათელი მზეა იმიტომ რომ დღეს ლელესიტოს დაბადებისდღეაა
- ვაიმეე ბავშვებოო გახსოვდაათ?
- ჩვენ ყველას გვახსოვდა შენ დაგავიწყდა ლამაზო
- სანდრო შენი მოწყობილია ეს ყველაფერი ?
- ყველაფერი არაა
- ლელე სწრაფად ჩააქრე სანთლები და გავჭრათ რაა ძალინ გთხოვ
- მსუნაგებო თორმეტს გადასცდა უკვე რადროს ტორტია
ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად სანდრომ და ბავშვებმა ღამის მიუხედავად მაინც დააგემოვნეს ტორტი ამასობაში დასაძინებლად მოვემზადე და გამახსენდა დაპირება რომელიც გეგამ მომცა და მითხრა რომ ამ დღეს არასდროს დამავიწყებდა ისე მინდოდა დროის უკან დაბრუნება თუმცა სურვილი სურვილად რჩებოდა და ფაქტი ფაქტად მე აღმოვჩნდი ადამიანი რომლის გამოც საყვარელმა მამაკაცმა უარი თქვა გერმანიაში სამსახურზე მე კი ეგოისტურად დავთანხმდი აქ წამოსვლას ფიქრები კარზე კაკუნმა გამაწყვეტინა
- მოდიი
- ლელე შეიძლება ?
- მოდი სანდრო ძალიან დიდი მადლობა არ იყო ასეთი ამბები საჭირო
- ნუ სულელობ და ეს ყუთი გამომართვი
- ეს რა არის ?
-ჩემი საჩუქარია
-ამას ვერ გამოგართმევ სანდრო
- ჯერ არ გაგიხსნია ლელე
- ტიფანის ყუთში არამგონია რაიმე თუნდაც ჩემი ნახევარი წლის ხელფასზე ნაკლები ფასის მქონე იდოს ასე რომ ძალიან გთხოვ
- ფასს და ბრენდს რა მნიშვნელობა აქვს ლელე ვიცი რაზეც ფიქრობ. ეს არანაირ ვალდებულებას არ გაკისრებს უკვე შევიგნე რომ არაფერი გამოგვივა უბრალოდ ჩვენი მეგობრობის ნიშნად მინდა გაჩუქო
ყუთში მართლაც ძალიან ძვირფასი საყურეები და სამაჯური იდო შემრცხვა მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა. მეორე დილით ყველა მოლოცვას თბილად ვუპასუხე და ძველ სამსახურში ახლა უკვე ახალი თანამდებობით დავბრუნდი საქმე და ხელფასი გამიორმაგდა და ყველა მონატრებას უამრავ ქაღალდში ვკარგავდი არაფერი ახალი არასდროს არ ხდებოდა და დღეები ისე მალე გავიდა ვერც მივხვდი თითქმის ერთი წელი შესრულდებოდა ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნის და უფროსმა კიდევ ერთი ძალიან დიდი საფეხურით წინ წაწევა შემომთავაზა მოსაფიქრებლად მთელი ზაფხული მქონდა.
სახლში რომ მივედი ყველანი სავახშმოდ ისხდნენ
- ქეთო დეიდა ეს რა გემრიელობები გაგვიკეთე
- როგორც ყოველთვის ხელებზე აკოცა სანდრომ ~
- ბავშვებო რა ხდებოდა ბაღში?
- შემდეგ წელს უკვე სკოლაში მივდივართ და ჩვენ არ გვინდა ბაღის დასრულება ლელე
- სკოლა უფრო მაგარიათქო ვეუბნები და არ მიჯერებენ ლამაზო ჩაგვერთო სანდროც
- შენსკენ რა ხდებოდა შვილო ?
- უიი დირექტორის პოსტი შემომთავაზეს ოღონდ სხვა ფილიალში
- რა მაგარი ხარ ხომ ხედავ
- სანდრო იმედია ამაში შენი ხელი არ ურევია
- გეფიცები არაფერ შუაში ვარ ახარხარდა ვაჟბატონი ნუ აფასებ შენს შესაძლებლობებს ასე მცირედ
სამზარეულო ერთად მივალაგეთ მე და ქეთომ და როგორც ყოველ საღამოს კომპიუტერს მივუსხედით
- მცირე პაუზის შემდეგ როგორც იქნა ნინუცას წკრიალა ხმა სახლს მოეფინა
- აბა რას შვები რა ჩაიცვი გუშინ
- რა ჩავიცვი კი არა წარმოდგენა არ გაქვს რა მოხდა ყველა კბილი უჩანდა ისე იცინოდა ახალგაღვიძებული ნინი
-რა მოხდაა შვილოო გუშინს მერე მაგაზე ვფქიქრობთ მე და ლელე
ხმა არ ამოუღია მაგრამ ბეჭდიანი თითი რომ დავინახეთ მე დაქეთომ ერთმანეთს ჩავეკარით და ქორწილიაო ვიიკივლეთ
- თხოვდები მეგობაროო? უკნიდან მოგვადგა სანდროც
- თურმე ეს იყო სიურპრიზი სანდროოო
- კიდევ კარგი თქვი თორე ამ ორმა გუშინ გაგითიშეს თუ არა ათასი ვარიანტი განიხილეს
- შენ როდის უნდა გვაღირსო
- ჯერ ეს ერთი ცოლი მოვიშორო და იმ მეორესაც მალე მოვიყვან
- ამის იუმორი ნიუიორკს აცოცხლებს
- შენ ის თქვი როდისაა ქორწილი ივნისის დასაწყისში
- რაღა დარჩა ნინუც
- ისღა დარჩა ბილეთების ძებნა დაიწყო
- დედაშენმა რაო შევცვალე თემა
- წარმოიდგინე იცოდა და არაფერს მეუბნეოდა
კარგა ხნის საუბრის შემდეგ გავთიშეთ ჩვენ გვეძინებოდა ნინუცას კი სამსახურში ეჩქარებოდა მას შემდეგ ისევ ორი დღე გავიდა შაბათი დღე იყო და ბავშვები სასეირნოდ გავიყვანე
- ლელე დედიკოსთან როდის მივდივართ
- უკვე ერთი სული გაქვთ გამექცეთ ხო?
- ისე გვაინტერესებს ლელე შენთავსფიცავარ წამოენთო ანდრია
- გეხუმრები სულელო დღეს უნდა აეღო სანდროს ბილეთები და საღამოს გავარკვევთ
- ეხლა რომ დაურეკო
- ეხლა შეყვარებულთან ერთადაა და სირცხვილია მერე ვკითხოთ ვსაუბრობდით უკანა გზაზე
სახლში რომ მოვედით ისეთი დაღლილი ვიყავი სწრაფად წავედი ჩემს ოთახში და საწოლზე კონვერტი დამხვდა რომელშიც ხუთი ბილეთი იდო ქეთოსი და ბავშვების და ჩვენი
ქვევიდან ტყუპების კივილის ხმა რომ გავიგე მივხვდი სანდრო მოვიდა და ჩავედი ეს რა არის სანდრო ? რომ დამინახა ორივე ძირს დასვა და მომიახლოვდა
- ბილეთებია ლე
- გავიგე მაგრამ ჩემი ბილეთიცაა და რატომ?
-მეგობარს ხომ ვერ მიატოვებ ? თან მე ჩემს მშობლებსაც ვნახავ
- სანდრო სამსახური?
- მოვაგვარე უკვე ჯერ კიდევ ორი დღე გაქვს რასაც მოასრებ დაასრულე რასაც არა არაუშავს
- ხომ გთხოვე ნურასდროს ნუ გამომაყენებინებ შენს სახელქთო
-ლელეე უკვე წელიწადზე მეტია იქ მუშაობ და სიტყვაც არავისთვის მითქვამს ისიც კი არავინ იცის ჩემი ცოლი რომ გქვია ეს ერთი სიტყვა არაფერს შეცვლის დამშვიდდი
- ძალიან დიდი მადლობაა მგონი ამდენი წლის მანძილზე პირველად ჩავეხუტე სანდროს და მივხვდი ძალიან გავაოცე. ჩვენი რეისი ორ დღეში იყო და ის საქმე რაც ორ კვირაში უნდა დამესრულებინა ორ დღეში დავასრულე პატარები რამდენიმე დღის შემდეგ მიდიოდნენ ჩვენ კი პირველებს მოგვიწია სახლის დატოვება უგრძელესი გზის შემდეეგ ყველაზე საყვარელი და ყველაზე თბილი თბილისის მზემ მომაგება სხივები არავინ იცოდა რომ ჩამოვდიოდით და პირველი რაც გავაკეთე ის იყო რომ მამას საფლავზე ავედი არც გამკვირვებია რომ მოვლილი და მოწესრიგებული დამხვდა.მალევე სანდრომ ნინუცას სახლთან მიმიყვანა და თვითონაც მონატრებულ მშობლებთან წავიდა
- კარის გაღება და კივილი ერთი იყო ისე შემომაფრინდა თითქოს შეყვარებულები ვიყავით და ერთმანეთს დიდხანს არ გავუშვებდით რომ არა ნინის დედა რომელიც არანაკლებ მენატრებოდა ორი საათის შემდეგაც ისეთივე აფორიაქებულები ვიყავით და ნელნელა აღვიქვამდით რომ ერთმანეთის სახეს ეკრანის მაგივრად პირისპირ ვუყურებდით და სიგიჟემდე გვიხაროდა
- არ მჯერა რომ ჩამოხვედი ლელე
- გიჩქმიტო??
- არა ჩემით დავიჯერებ
- ქორწილამდე ძაან ცოტა დარჩა და აბა მოყევი რა გეგმები გაქვს
- ყველაფერი მოვაგვარეთ ერთადერთი კაბა დამრჩა
- რაც ყველაზე მთავარია
- შენ გელოდებოდი
- რა იცოდი რო ჩამოვიდოდი
- მე და სანდრომ მოვილაპარაკეთ
-მოსაკლავიი ხარ რააა
- კარგიი რა საცაა უნდა გავთხოვდე და ეხლა მკლაავ??
-ისე ეგ ბიჭი გიჟდება შენზე დედიკო ჩვენს საუბარს ნინის დედაც შემოუერთდა
- არა რას ამბობ შეყვარებული ყავს უკვე
- ამდენი ხანი გავიდა და რა არ გააკეთა შენთვის
- დავხურეთ ეგ გვერდი უკვე ჩვენ იცის რომ არანაირი შანსი არ აქვს
- ისევ მისი ერთგული ხარ დედიკო? მომიცაცუნა მხარზე ხელი
- კი ალბათ
- რომ წახვედი ? მაინც გიყვარს?
-მიყვარს ერთგული ვარ ერთი გული მაქვს მიყვარდა და მიყვარს
- ვაიმეე არ ამატიროო რაა ლელეე
- რა გატირებს გოგო შენ ის თქვი კაბაზე როდის წავიდეთ
- ლელე ამდენი ხანი გავიდა ერთხელაც არ გიკითხავს არადა კვდები ისე გაინტერესებს სადაა
- მაგას არააქვს მნიშვნელობა
- გერმანიაშია წასული
- არ მაინტერესებსთქო ნინი
- აღარაფერი აღარ გითხრა საერთოოდ ?
- არა საერთოდ
- კარგი მოდი დავიძინოთ დაღლილი იქნები
-აუუ კარგი იქნებაა და ხვალ წავალ მაშინ სახლში
- ხოო გოგო ჯერ დავალაგოთ და გავანიავოთ ეგრევე ხომ ვერ შეხვალ

მეორე დილით პატარა საქმეებზე ვირბინეთ მე და ნინუცამ და მერე სახლში წავედით საკეტს გასაღები მოვარგე და გული შემეკუმშა ყველაფერი ერთდროულად გამახსენდა პირველიც და ბოლო წუთებიც ამ სახლში. ორანჟერეაში ყველა ყვავილი უცვლელად იყო არც ერთი არ დამჭკნარა უეჭველად ვიღაცას გზავნიდა გეგა მოსავლელად მაგრამ თითქოს ისეთი გამაბრუებელი სურნელი აღარ ტრიალებდა ალბათ მის გარეშე გაუფერულდა და გაქრა ყველაფერი რამდენი ხანი ვიდექი გაშეშებული არ ვიცი გონს თვალებთან თითების ტკაცუნმა მომიყვანა და მალე ჩემი სახლის კარიც გავაღე დახუთულობის გასაქრობად მე და ნინიმ ყველა ფანჯარა გავაღეთ და საღამომდე სახლის დალაგებას მოვუნდით
- არასდროს მეგონა რო მოვრჩებოდით
- მეც ძაან დავიღალე ჩაესვენა სავარძელში და კისერი დაატრიალა
- ჩემიც და მისი ტელეფონებიც ერთდროულად აწკრიალდა რაზეც ორივეს გაგვეცინა
- გისმენ სანდრო
- როგორ ხარ ლელე რატომ არ მპასუობდი ვინერვიულე და ეხლა შენსკენ მოვდივარ
- არაფერია გაბრუნდი არ დაიღალო ტყუილად. სახლს ვალაგებდით უბრალოდ და არ გვესმოდა
- დარწმუნებული ხარ რაღაც არ გაქვს კარგი ხმა
- კიი სანდრო დავიღალე უბრალოდ ძალიან ეს წუთია ყველაფერს მოვრჩით
- ოოხ ლელე მოსაკლავი ხარ ხომ გითხარი ვინმეს დაალაგებინოთთქო
-არაფერია ისეთი არ იდარდო შენები როგორ არიან მომიკითხე ყველა
- კარგად არიან და გელოდებიან
- ერთხელ გამოვალ აუცილებლად.კარგი წავალ ეხლა სანდრო ნინია ჩემთან
- კარგი ღამემშვიდობის და იმედია ღამე მარტო არ დაგტოვებს
- არა არა დამშვიდდი

- შეყვარებული ყავს ხოო??
- ეხლა არ დაიწყოო თორე გარბენინებ
- შენ ვინ დაგირეკა
- საბამ და ხვალ გნახავო გადმოგცა
- რა სიძე მყავს მოკლედ რაა
-აუ ლელეე ძაან მეძინებაა და დავიძინოოთ რაა
- მიდი მიდი შენ დაწექი მე წყალს გადავივლებ და მოვალ.
რამდენი ხანი ვიდექი წყლის ქვეშ არ ვიცი მერე ორანჟერეაში გავედი და სიგარეტს მოვუკიდე ისევ მოგონებებმა ამივსო გონება და წამში გადავიფიქრე მოწევა. მის კარებს ვუყურებდი და ოქროსფერი ინიციალები ისევ თვალს მჭრიდა. დიდ ხანს ვიჯექი და გავცქეროდი უდიდესი ფანჯრიდან უდიდეს სამყაროს მერე კი დაღლილობამ თავისი გაიტანა და მეც ნინუცას გვერძე თავი ძილს მივაბარე. დილით წერილი დამხვდა
-ლე ისე გეძინა არ გაგაღვიძე საბამ მომაკითხა და წავედიი საღამოს ორივე ერთად გამოგივლით
როგორც ყოველთვის ქეთოს და ბავშვებს დავურეკე კარგა ხანს ვისაუბრეთ და ძლივს ავიზლაზნე საწოლიდან. საღამოს კი როგორც დამპირდა საბა და ნინი მესტუმრნენ ბევრი ვიმხიარულეთ და ვიცინეთ სკაიპით ჩემს დეიდაშვილს გიორგის და ლენკასაც ვესაუბრეთ და ისე შემოგვაღამდა ვერც გავიგეთ. სტუმრები რომ გავაცილე ადრე დავწექი მეორე დღეს ნინუცას კაბის ასაღცევად მივდიოდით და ნანატრი დღეც დადგა. სათვალავი კარგა ხნის დაკარგული მქონდა ერთ ერთი კაბით რომ შემაღლებულ ადგილზე შემოდგა მივხვდი რომ ამდენი ხანი სწორედ ამას ეძებდა ორივე უსიტყვოდ მივუხვდით ერთმანეთს რომ ძიება დასრულდა. კმაყოფილებმა დავტოვეთ მაღაზია და სახლში ძალაგამოცლილები დავბრუნდით. არც შემდეგი დღეები იყო ნაკლებად დატვირთული იმდენად ვიყავი ამ სამზადისში ჩართული თითქმის აღარაფერზე მეფიქრებოდა სულ ცოტაღა იყო დარჩენილი ჩემს თავზე რომ ვიფიქრე და კაბა შევარჩიე.ქორწილის წინა დღეს კი უკანასკნელი დეტალები მოვაგვარეთ და სახლში ძალინ გვიან დავბრუნდი შესვლისთანავე ფეხსაცმელი მივყარე წყალი მოვსვი და აბაზანაში გავარდი ამჯერად დიდი ხანი არ მინებივრია და სწრაფად შევწექი საწოლში. დაღლილს ძალიან მესიამოვნა სხეულის მოდუნება და კარგა ხანს ვცდილობდი ჩაძინებას თუმცა რატომაღაც ვერ ვახერხებდი და ყურსასმენები მოვიშველიე დაბალ ხმაზე ვუსმენდი სიმღერებს და ჩემი იდილია რაღაც საოცრებამ დაარღვია



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ar gamagijo axla ra adgilas gawyviteee. Male ro ar dado mogklavvvv. Miyvars es ostoria dzalian. Veli shemdegs!

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.იმედია ჩვენი გეგაც დაგვიბრუნდება ის ხმაც მისი დამსახურება იქნება,რაც ლელეს სიმყუდროვე დაურღვია
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი martoshen

nawkas12345
Ar gamagijo axla ra adgilas gawyviteee. Male ro ar dado mogklavvvv. Miyvars es ostoria dzalian. Veli shemdegs!



არ მინდა სიკვდილი ერთი წლის შვილი მყავს გასაზრდელი :D :D მალე დავდებ უუუზომოოდ მიხარია რომ კითხულობ და ელოდები ❤❤

 


№4  offline წევრი farco

ყველაზე ძალიან შენს ისტორიას ველოდები <3
მალ-მალე დადე ხოლმე, რაა... ასე რომ გვალოდინებ, დანაშაულია.
და იმედია, ყელაფერი ისე საინტერესოდ წარიმართება, როგორც დაიწყო. ძალიან კარგი გმირები გყავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent