ის,რაც არ მეკუთვნოდა (1 თავი)
ერთი თვეა გადაბმულად ვუსმენ მარიამს,უფრო სწორედ მის მოძღვრებას.თუ როგორი აუცილებელია ვარჯიში,ფიტნესი,აერობიკა და სწორი კვება ჯანმრთელობისთვის.თუ რამდენ ენდორფინს გამოჰყოფს ორგანიზმი ფიზიკური აქტივობისას და კიდევ სხვა მრავალი თითქოს "მადისაღმძვრელი" ფრაზა მესმის,რომ როგორმე დამიყოლიოს იმ სპორტ დარბაზში სიარულზე,სადაც თვითონ უკანასკნელი ერთი თვეა ტრენერად მუშაობს.ბოლოს ვხვდები,რომ მარიამი არასდროს დაიღლება და ვნებდები.თანაც ზაფხულამდე ჩემ ორგანიზმს შეფხიზლება არ აწყენდა,მართალია წონა არ მაწუხებს,თუმცა მოშვებული კუნთები არც ისეთი ლამაზი სანახავია საცურაო კოსტუმში გამოწყობისას. -ჩათვალე ჩემი ხარ-აღტაცებული მარიამი ხელებს ერთმანეთს უტყაპუნებს და თან მიღიმის.მე კი უკვე გული მიწუხს იმის წარმოდგენისას,თუ როგორ დამტანჯავს ეს რამდენიმე თვე მისი სპორტული რეჟიმი.წარბებს უკამყოფილოდ ვკრავ და წუხილისგან გამოწვეულ ზმუილს ვაყოლებ. მეორე დღეს,აჟიტირებული მარიამი და მსხვერპლად შეწირული მე ერთ-ერთი ფიტნეს კლუბისკენ მივდივართ,თან მთელი გზა ვუსმენ ჩემ ერთადერთ დაქალს,თუ რითი დავიწყებთ ვარჯიშს,ჯერ რომელ კუნთს გავახურებთ,შემდეგ რაზე გადავალთ.ათასობით მსგავს დარიგებას მაძლევს და თან ბედნიერებისგან ყოველ წამს იღიმის.ბოლოს,როგორც იქნა,იმ ნანატრ შენობასაც ვხედავთ,მარიამიც მონოლოგს ამთავრებს და შიგნით შევდივართ.ფოიეში ახალგაზრდა გოგონა გვხვდება,მარიამს ესალმება და მზერას ჩემკენ აპარებს,მეც ზრდილობისთვის ვუღიმი და ჩემ დაქალს ვექაჩები,რომ ლაპარაკს მალე მორჩეს.მარიამი აბონიმენტს იღებს ჩემს სახელზე და სრულიად კმაყოფილი გასახდელამდე მაცილებს.თვითონ კი მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი გასახდელისკენ მიდის.რაც შემიძლია სწრაფად ვიცვლი ტანსაცმელს,სპორტულ ელასტიკს და მის შესაფერის ელექტრიკ ზედას ვიცვამ,თმას მაღლა ვიწევ და ერთობ ამ საქმით დაღლილი სარკეში ვიხედები.ძალიან სასცილოდ მეჩვენება ჩემი საჯდომი ამ შემოტკვარცულ ელასტიკში,ასეთივე სასაცილოა ჩემი წაშლილი სახე და მოდუნებული ხელის კუნთები.სიცილი უნდა დავიწყო უკვე,რომ მოულოდნელად ვიღაცა კარებს აწყდება. -ელენე რას დგახარ? ამუშავდი აბა,კუნთების გახურება გასახდელიდანვე უნდა დაიწყო და ღიმილი,ღიმილი დამანახე-როხროხებს აჟიტირებული მარიამი და თან საჯდომზე მარტყავს ხელს რომ მალე გავეტიო კარებში. ცალი დუნდულა საკმაოდ მიხურდება ნათავაზები სილის გამო,ამიტომ მარჯვენა ხელით ოდნავ ვიზელ და მომანჭული სახით უკან მივყვები ჩემს ტრენერ დაქალს,რომელიც უცებ ჩერდება და ვიღაცას მოწიწებით ესალმება,მე კიდე ჩემი დასიებული დუნდული ისე მაწუხებს,რომ მის ამ სწრაფ გარდასახვას ყურადღბას არ ვაქცევ და ხმამაღლა ვიწყებ წუწუნს. -ჯერ ეს ვარჯიში რას აიტეხე,გეგონება ოლიმპიური თამაშებისთვის მამზდებდე,მერე ეს საჯდომი რას ამიწითლე ამდენი ტყაპუნით-თან მარიამს ველაპარაკები და თან დუნდულას ვიზელ-მარიამ რას დამდგახარ,წეღან გასახდელში არ დამაყენე დროზე გახურდიო-ვწუწუნებ ისევ და თან მეგობრისკენ ვაპარებ მზერას,რომელიც დარცხვენილი დგას და უხერხულად იღიმის,შემდეგ მის მზერას ვაყოლებ თვალს და მხედველობაში მხვდება მაღალი,საშინლად ჩასმული ტიპი,ნაცრისფერ სპორტულებში გამოწყობილი,რომელიც შეკრული წარბებით ზემოდან დაჰყურებს ხან ჩემს საჯდომს და ხან მე.უხერხულობას ვგრძნობ და ხელს სასწრაფოდ ვიღებ დუნდულიდან,ასევე სწრაფად ვაფარებ მაისურს ზემოდან და გაურკვევლობაში მყოფი მარიამისკენ ვიხედები. -ბატონო გეგა,დიდი ბოდიში,ელენე ჩემი მეგობარია.დღეს პირველად არის აქ და...-ეს ახმახი ჩემ მეგობარს სიტყვას აწყვეტინებს და მზერა ისევ ჩემკენ გადმოაქვს. -არაუშავს მარიამ,აქ საბოდიშო არაფერია,თუმცა შენ დაქალს საჯდომის გამკვრივება არ აწყენდა-მომიგო ცივად,თან შავი წარბები კიდევ ერთხელ შეჭმუხნა და ირონიული მზერით გაგვშორდა. გაოცებისგან პირი გავაღე და ის იყო სალანძღავი სიტყვების კორიანტელი უნდა დამეყენებინა,რომ ჩემმა პირადმა ტრენერმა ანუ მარიამმა ხელი ამაფარა პირზე და თან მუჯლუგუნებით შემათრია ცენტრალურ დარბაზში. -შენ რა გაგიჟდი?-დამიყვავა ცოტა დამფრთხალმა. -გავგიჟდი კი არა ის კუნთის გროვა არსად გადამეყაროს,თორემ...-სიტყვას მაწყვეტინებს მარიამი. -ელენე გთხოვ გაჩუმდი და სამსახურს ნუ დამაკარგინებ,ეგ კუნთების გროვა ამ ფიტნეს ცენტრის მეწილეა და მე მოვითხოვ,რომ თვალებში არ გაეჩხირო და მითუმეტეს არ ლანძღო-მეჩურჩულება მარიამი და თან კნუტის თვალებით მიყურებს,მეც სხვა გზა არ მრჩება და ფიცს ვდებ,რომ მხოლოდ და მხოლოდ მარიამის გამო ენას კბილს დავაჭერ. მთელი საათ ნახევარი გაუჩერებლად მავარჯიშებს,ჯერ მარბენინა,მერე წელი გაახურეო,მერე გირები მაზიდინა ტრენაჟორებამდე,თან მასწავლიდა რომელი ტრენაჟორი როგორ გამომეყენებინა და რა რისთვის იყო.სიმართლე გითხრათ მისი ტერმინოლოგიიდან ვერაფერი გავიგე,მაგრამ მაინც მორჩილად ვუქნევდი თავს.პირველი დღისთვის ფეხების და საჯდომის ვარჯიშები გამაკეთებინა.თითოეული ბუქნისას,იმ კუნთების გროვის სახე მედგა თვალწინ: "შენ დაქალს საჯდომის გამკვრივება არ აწყენდა",ვიმეორებდი გულში და თან სახე მემანჭებოდა უკვე ამდენი ვარჯიშით.ბოლოს,როგორც იქნა მარიამმა შემიწყალა და მეც ნახევრად დავარდნილი სკამზე ვეშვები,რომელიც დაბრაზში განთავსებული ბარის წინ დგას.ჩემი დაქალი ბედნიერი სახით მიღიმის და დარბაზში შემოსული ახალგაზრდებისკენ მიდის,მეც მომენტით ვსარგებლობ და სულს ვითქვამ,თან წყალს გემრიელად მივირთმევ.უცებ გვერდს დიდი მასა მივლის,ბარის კარებს აღებს და შიგნით შედის.ჩემ წინ ის კუნთების გროვა დგას და რაღაც ფურლებს ჩაკირკიტებს,მერე საწერ კალამს იღებს და მონდომებით ხაზავს რაღაცეებს.მეც დროს ვიხელთებ და დაჟინებით ვაკვირდები,მაღალი და მხარბეჭიანია,მიუხედავად შუა ზამთრისა ზაგრის კვალს მაინც ვამჩნევ მის სხეულზე,წვერი დაბალზე აქვს აღებული,სწორი ცხვირი და თხელი ტუჩები,რაღაც არისტოკრატიულ და თან უხეშ იერს ჰმატებს.ოდნავ სქელ შავ წარბებს გაბრაზებით კრავს და რაციით ვიღაც გიორგის უბრძანებს,რომ სწრაფად ამოვიდეს ზევით.ხმაც,რაღაც იდუმალი და ხავერდოვანი აქვს,უნებლიედ თვალს მისი გრძელი თითებისკენ ვაპარებ და საშინლად ცუდად მხვდება თვალში არათითზე წამოცმული კალიცოს ბზინვარება.ელდანაკრავივით ვხტები სკამზე და თვალს ვაშორებ მის თითებს.თითქოს ახლაღა მამჩნევსო ბატონი გეგა,სახელიც როგორ უცებ დამიმახსოვრებია,მზერას ჩემკენ აპარებს და შავი თვალებით უხეშად მიმზერს. -თქვენი საჯდომისთვის მომაკვდინებელია ამდენი ხანი სკამზე ჯდომა,ტრ*კს აბრტყელებს-მეუბნება უდარდელად და საუბარს აბამს იმ წამს მოსულ ბიჭთან.გასალანძღად მოღებული პირი კი ღია მრჩება და გაცოფებული ვხტები სკამიდან.მარიამისკენ გავრბივარ და სწრაფად ვემშვიდობები,ისიც მიღიმის და სხვა მოვარჯიშეებისკენ ბრუნდება. პ.ს. ბავშვებო,საცდელი თავია,დიდი ხანია არაფერი დამიწერია,თუ ღირს გავაგრძელებ.ძალინ მაინტერესებს თქენი აზრი,თავებს რა თქმა უნდა გავზრდი მადლობა დიდი წინასწარ [left][/left] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.