შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური(თავი-1)


4-02-2017, 17:17
ავტორი ninuca16
ნანახია 1 706

ოთხშაბათი/8 ივნისი
გამოცდების წინა პერიოდია,რაღათქმაუნდა ნერვიულობის დონე დღითი დღე მატულობს. მე-11ე კლასის მოსწავლისათვის არც თუ ისე ადვილია ბარიერის წარმატებით გადალახვა.წარმატებაში მაღალ ნიშანს ვგულისხმობ..
დიდი ხანია ვფიქრობდი,საკუთარი ჩანაწერების ამ ფორმით გაკეთებას,მაგრამ ეს დღე ვერა და ვერ დგებოდა. და აი,მეღირსა ბოლო-ბოლო. ჩემი ოჯახის წევრები სულ იმას მეუბნებიან რატომ ნერვიულობ,ჩააბარებ აბა რას იზამო,მე კი იმას გავიძახი,რომ მაღალი ნიშანი მინდა,მაღალითქო.შემდეგ კი ისევ მპასუხობენ მაღალ ნიშანს მიიღებ აბა რას იზამო. დედაჩემი კი საზღვარგარეთიდან მგულშემატკივრობს,შეიძლება ასეც ვუწოდოთ. ორი წლის წინ წავიდა ამერიკაში და ოჯახის ყველა წევრს გვიჭირს მისი იქ ყოფნა,მართალია სოციალური ქსელებით ხშირად ვკონტაქტობთ,მაგრამ სოციალური ქსელი ერთგვარი გამოსავალია. ბებიაჩემს კი,როცა მონატრების სურვილი გაუმძაფრდება,ყოველთვის ამას გაიძახის: ღმერთმა დალოცოს ეს სოციალური ქსელები,ეს რომ,არა რა მეშველებოდაო აქვე ისმის კითხვა:ვისთან ერთად ვცხოვრობ? ბებია და დეიდა მზრდიან,მყავს პატარა და და დიდი ძმა.დეიდას თავისი ოჯახი აქვს,ჰყავს ორი შვილი,ერთიც შვილიშვილი და რათქმაუნდა მეუღლე. მე და ბებია მარტო ცხოვრებას მშვენივრად ვართმევთ თავს. რაც შეეხება მამაჩემს,ის ჩვენთან ერთად აღარ ცხოვრობს დიდი ხანია.ასე რომ ვთქვათ,თავი ვერ გაართვა მეუღლის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს. ეს არის ჩემი ოჯახის შესახებ მოკლე ბიოგრაფია. ჩემი ძმა,სანდრო,19 წლისაა. არ არის გასაკვირველი ის ფაქტი,რომ სულ ვკამათობთ და საკმაოდ ეჭვიანია,რაც ძალიან არ მიყვარს. ჩემი პატარა და ნიტა კი 8წლისაა,რომელთანაც ასევე სულ ჩხუბი მომდის,მისი ასაკიდან გამომდინარე რაღათქმაუნდა. ძალიან ჯიუტი ხასიათისაა. ჯერ 8 წლისაა და უკვე საკუთარ ვალდებულებებს გვიყენებს 
და ესეც მე ქეთა,16 წლის. თინეიჯერი გოგონა,მაგრამ სხვებისგან რადიკალურად განსხვავებული. რეიჩელ,ალბათ შენც დაგებადებოდა კითხვა,როგორც სხვა დანარჩენს:შეყვარებული გყაავს?!  და გეტყოდი,რომ არა! მოკლე პასუხი,უბრალოდ არ მინდა. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სასიყვარულო ურთიერთობებში, აქაც კი მეცინება  მარტო ყოფნას არაფერი სჯობს,მხოლოდ და მხოლოდ ოჯახისა და მეგობრების,ხაზგასმით საუკეთესო მეგობრების გარემოცვაში ყოფნას. ჩემი ოჯახი და მეგობრები,ჩემი სიმდიდრეა. მოკლედ,რომ აგიღწერო ჩემი თავი,თავისუფალი სტილის მოყვარული მოზარდი ვარ,რომელსაც ძალიან უყვარს სიმღერა,ცეკვა და ხატვა.ჰობად კი წიგნების კითხვა აქვს. ოცნებად კი,საკუთარი თვითრეალიზაციის მოხდენა მაქვს,რათქმაუნდა ჩემს მომავალ სფეროში.. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი,საზოგადოებაში საკუთარი სახელის დამკვიდრებაა პროფესიიდან გამომდინარე. ეს მომავალი მსახიობის დღიურია რეიჩელ,რაღათქმაუნდა ხუმრობით  ესეც შენი ერთი დღის სასიამოვნო დასასრული. დროებით, რეიჩელ!
სიყვარულით ქეთა!
პარასკევი/10 ივნისი/10:37
დილამშვიდობისა რეიჩელ.. გუშინ ვერ შეგეხმიანე რადგან თავს შეუძლოდ ვგრძნობდი,ასე უკვე დიდი ხანია გრძელდება და ბებია გადამეკიდა წავიდეთ ექიმთანო. თუმცა არ მივყვები,რა უნდა მჭირდეს უბრალოდ თავის ტკივილით,თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.გამოცდების წინა პერიოდს თუ დავაბრალებ. რომელი მომენტი არ მომწონს იცი? არ მომწონს არა,უფრო მეცინება ხოლმე.. როდესაც სოფელში ჩავდივარ ხოლმე და მეკითხებიან შეყვარებული მყავს თუ არა(სიცილი). და ჩემი პასუხის არა-ს შემდეგ.. რატომ? ასეთი ლამაზი და ჭკვიანი გოგო ხარ,დარწმუნებული ვარ ბევრს მოსწონხარ და ბლა ბლა.. როგორც სჩვევიათ ხოლმე უბნის ქალებს. სოფელი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია,რომელზეც უამრავი ბედნიერი მოგონებები მაკავშირებს ჩემს ნათესავებთან ერთად.
ჩემი ოჯახი ჩემი სიმდიდრეა! ისინი რომ არა მე არაფერი ვიქნებოდი. კარგი მოგვიანებით შეგეხმიანები რეიჩელ))
სიყვარულით ქეთა!
17 ივნისი/7:15-გამოცდის დღე..
წარმატება მისურვე რეიჩელ!
18 ივნისი/17:05
გამოცდის მეორე დღე,გუშინ ვეღარ მოგწერე იმდენად ესე ვთქვათ ’’სტრესული დღე მქონდა’’ თუმცა გამართლდა ჩემი ამდენხნიანი წვალება და 9.3 ავიღე ბიოლოგიაში. უკვე იმაზეც აღარ მწყდება გული 2 ქულა რომ დამაკლდა 9.5 მდე. ღმერთმანი,ყველაზე ცუდი პერიოდია ეს მოსწავლეებისთვის. ჩემებიც კმაყოფილები არიან.ვემზადები გეოგრაფიის გამოცდისთვის.. რაც შეეხება ჩემს თანაკლასელებს,ყველამ ჩააბარა ბიოლოგიის გამოცდა,ვნახოთ რა იქნება ხვალ. თითქოს თავსაც ვეღარ ვუდებ ამ პერიფრაზების სწავლას. არ ვიცი რამ მომაწყინა,მაგრამ... ვიფიქრე ეს მაინც დამეხმარებოდა ცოტა განტვირთვაში.
19 ივნისი/კიდევ ერთი ბედნიერი დღე!
დარჩა ორი გამოცდა,ესეც შენი გეოგრაფია 8.6..
გახარებული ვარ უზომოდ. კარგი მოდი ნუ ვილაპარაკებთ ჩემს გამოცდებზე.ერთი სული მაქვს როდის დავამთავრებ გამოცდებს,მე და ჩემს დაქალებს გვინდა,რომ დაჩაზე ავიდეთ წყნეთში.დედასაც ვუთხარი ამის შესახებ და მიშვებენ საბედნიეროდ.იმდენი რამე დავგეგმეთ,გოგოებმა ხომ ასე ვიცით წინასწარ რაღაცეების გაზვიადებები
ხო მართლა,არ მომიყოლია მათ შესახებ.. ეს ორი ადამიანი როგორ გითხრა ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩემს ცხოვრებაში.დიდი ხანია რაც ერთად მოვდივართ,რათქმაუნდა იყო ბევრი პრობლემა,ჩხუბი,დაწყებით კლასებში თმის წეწვებიც მაგრამ ვფიქრობ დღეს ეს ყველაფერი ერთ დიდ სიყვარულის ნაწილად იქცა.ჩვენც გვქონდა ერთი საიდუმლო ადგილი,სადაც ვმალავდით ხოლმე რაღაც ნივთებს,ახლა რომ ვუფიქრდები რა სულელები ვიყავით თურმე.. ეს იყო ჩვენს უბანში,აფთიაქის გვერძევე, აი რატომ აფთიაქი,ეს იყო ის ადგილი სადაც თავს ვიყრიდით ხოლმე.დედაჩემი უცხოეთში წასვლამდე აფთიაქში მუშაობდა,ჩვენი მშობლები კი განუყრელი მეგობრები იყვნენ,ჩვენც მოგვწონდა ასე შეხმატკბილებულები რომ იყვნენ ხოლმე და გვსიამოვნებდა. ყოველთვის როცა ერთად მიდიოდნენ ხოლმე,თუნდაც გასასეირნებლად ან თუნდაც საქეიფოდ ,ყოველთვის იმას ვნატრობდით როდის გავიზრდებოდით ჩვენც რომ მათსავით ასე დამოუკიდებგლად წავსულიყავით ერთად გასართობად.. ვინ წარმოიდგენდა ჩვენ ეს ოცნება 15 წლის ასაკში თუ აგვიხდებოდა.როცა სხვებს ეს ყველაფერი 12 წლის ასაკში აქვთ.ჩვენ ბოლო თაობა ვიყავით მგონი,სანამ კომპიუტერები შემოვიდოდა და ტექნოლოგია ასე განვითარდებოდა.ვამაყობთ,რომ ზუსტად თორმეტი წლის ასაკში ჩვენ ორდროშაბანათი,დახუჭობანას და წრეში ბურთის თამაშით ვერთობოდით.თუმცა ახლა გული მწყდება,რომ ეს ყველაფერი ასე მალე დამთავრდა..
ხო და კიდევ ერთი რამ,თუ არ ვცდები მე3-ე კლასში ვიქნებოდით ერთმანეთს თმებით რომ ვწეწავდით ხოლმე,სკოლის შემდეგ ასე გაბუტულები ერთად მივუყვებოდით სახლის გზას.და ერთმანეთს ვადანაშაულებდით ხოლმე ჩხუბის თემატიკაში. და როგორც ყველა პატარა დღეს,ასეთი დიალოგი გვქონდა ჩვენც..
-მოიცა დედას ვეტყვი და ნახავ რაც მოგივაა!
-მე კიდე დედაჩემს ვეტყვიი!
-მე პირველი ვეტყვი დედაჩემს..
-აუფ,არაფერიც მე უფრო პირველი ვეტყვი და თმებით გაგჩეჩავს! და იყო სიტყვები რაც უკვე კარგა ხანია ერთმანეთისთვის აღარ გვიკადრებია:ღორო,ძროხა,დამპალო,დებილო,სულელო და ა.შ.. თუმცა ყველაზე სასაცილო ის იყო,რომ ვკამათობდით რომელი ეტყოდა დედას პირველი ამ ამბავს,სამივეს მშობელი აფთიაქში გველოდებოდა ხოლმემაგრამ არასდროს არ მიგვიტანია ენა ასე,როგორც გზაში დაგვიგეგმავს.უბრალოდ ერთმანეთს ხმას არ ვცემდით ხოლმე,მშობლებს კი რა გამოეპარებოდათ.. ისევ გვარიგებდნენ ხოლმე და ჩვენი წყენაც „ნეკა-ნეკისა“-თი და თბილი,გეგონება დიდი ხნის უნახავი მეგობარიაო,ამგვარი ჩახუტებით მთავრდებოდა. თუმცა,ბევრი მეგობარიც შევიძინეთ მერე და ბევრიც დავკარგეთ. რათქმაუნდა ბევრი იყო კარგის მსურველი და ასევე ცუდის მსურველიც. რამოდენიმე წლის წინ გამოჩნდა ისეთი ადამიანი,ვინც კარგი მეგობარი გვეგონა და დავიახლოვეთ.ჩვენს კლასში გადმოვიდა,ჩვენი უბნელი იყო და ჩემთან ძალიან ხშირად გადმოდიოდა ხოლმე. ხო და ასეთი კარგი რომ გვეგონა,ერთხელაც გაირკვა რომ სინამდვილეში ჩვენი დაშორება უნდოდა. ასე რომ ვთქვათ თავის დაგებულ მახეში თვითონვე გაება. ძალიან კარგი გამოცდილება იყო ეს ჩვენთვის,ვისწავლეთ მეგობრობის ფასი და ახლა კიდევ უფრო მეტად ვაფასებთ ერთმანეთს. ერთად ძალიან ბევრი კარგი,ბედნიერი,ხალისიანი და ლამაზი დღეები გვაქვს გატარებული და ზუსტად ვიცით,რომ ამაზე კარგი დღეები იქნება ჩვენს ცხოვრებაში. ახლა კი უნდა შევუდგე სწავლას,დროებით!
სიყვარულით,ქეთა!
დაელოდეთ მეორე თავს^^ ეს მხოლოდ დასაწყისია,ზაფხულის დღეები,ურთიერთობები და გართობა ჯერ კიდევ წინ აქვთ გოგოებს.



№1  offline წევრი anuki15

Moutmenlad velodebi axal tavs ♥♥♥ ar daagviano mtavaria ♥♥ sheni wina motxrobac wakitxuli maqvs ase rom warmatebebi♥♥♥

 


№2  offline წევრი ninuca16

მადლობა ანუკი,მიხარია თუ მოგეწონა ❤ყოველდღე დავამატებ თავებს ❤

 


№3 სტუმარი Mariano

Respect

 


№4  offline წევრი ninuca16

Mariano
Respect

მადლობა heart_eyes

 


№5 სტუმარი Guest ანა15

აი,რა ვთქვა,ძალიან მაგარია ^_^ მოუთმენლად ველოდები,მეორე თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent