შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

One Met (7.8.9.10.11.12.13.14.15)


4-02-2017, 21:46
ავტორი მანგო ✨
ნანახია 1 298

მეორე დღე ....
ნინამ ჩვეულებრივ ჩაიცვა , ჯინსები შავი მაიკა და თმა აიწია , კიბეებზე ჩავიდა და ბუუმ...
- სიურპრიზიი !!! დაბადებისდღეს გილოცაავთ !
- მადლობთ, მადლობთ მაგრამ საიდან გაიგეთ ?
- მე გავიგე ! (თქვა ნიკამ)
- შენ აქ რა გინდა ! (ვკითხე ცივად)
- დაბადებისდღე გაქვს და ვიფიქრე მივალ და მივულოცავთქო (მითხრა მორცხვად)
- არ მჭირდება ! (ოთახიდან გამოვედი და ჩემს ოთახში ავედი)
- ნინა ..! (ნიკა თან გამომყვა, მე კარები მოვიჯახუნე)
- ნინა ასე რატომ იქცევი ?!
- ხომ გითხარი თავი დამანებეთქო ! ან საერთოდ როგორ გაბედე აქ მოსვლა ? თან ლიზაც აქაა !
- კიდევ მაგაზე მელაპარაკები ?!
- ხო, ლიზა შენს გამო ვერ მიტანს ნუთუ ეს ასე გსიამოვნებს ?! მისმინე ჯობია საერთოდ დამანებო თავი გასაგებია ?! უკვე ყელში ამომიხ.. (ნიკამ მაკოცა)
- ეს რატომ გააკეთე ?!
- ნინა მიყვარხარ !
- არ მიყვარხარ ნიკა ! ძალიან გთხოვ შემეშვი .. (ტონს დავუწიე)"
- ნინაა, შენ გგონია ლიზამ იმიტომ გთხოვა ქალაქიდან წასვლა და ჩემგან თავის შორს დაჭერა რომ ვუყვარვარ ? არა ! ცდები, თანაც ძალიან ლიზა სანამ ლიკა ამ ქალაქიდან არ წავა, ისევ მისი სათამაშო იქნება. ლიკა ლიზას ემუქრება, ჩვენი შურს და ცდილობს ერთმანეთს დაგვაშოროს, უნდა რომ ყველაფერში ის იყოს პირველი ხოდა სწორედ ამიტომ ლიზას იყენებს, ის კი გულუბრყვილო გოგონაა რომელიც ყველას ემორჩილება !
- ხო არა? მე ეს ვერ შევატყვე .
- ნინა რატომ არ გინდა აღიარო რომ გიყვარვარ ?
- ნიკა, არ შემიძლია მიყვარდეს !
- რატომ !
- ამაზე საუბარი არ მინდა.
- გთხოვ მითხარი, სულ გამირბიხარ და თავს მარიდებ ამის ნამდვილი მიზეზი რა არის ?
- ნიკა !
- მითხარი .
- კარგი გეტყვი ! რამოდენიმე წლის წინ დავკარგე ჩემთვის ყველასგან გამორჩეული ადამიანი რომელიც მიყვარდა, მას სანდრო ერქვა ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა ისევე როგორც მას.. სულ ერთად ვიყავით, მე და სანდრო ჩვენს მეგობრებთან ერთად ვერთობოდით სასეირნოდ დავდიოდით და როგორც ახასიათებს წყვილებს, ეს შესანიშნავი გრძნობა იყო მაგრამ ერთ დღეს დედამისმა დამირეკა და მითხრა რომ სანდრო ავარიაში მოყვა და დაიღუპა, ამის გამო დიდხანს ცუდად ვიყავი და სწორედ ესაა იმის მიზეზი თუ რატომ გადმოვედი ამ წყეულ ქალაქში, ერთი შეხედვით ჩანს რომ ლაღი გოგო ვარ მაგრამ ასე სულაც არაა, როდესაც ჩვენ ვართ ბედნიერები, მაშინ კარგები ვართ მაგრამ როცა კარგები ვართ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველთვის ბედნიერები ვართ .. უბრალოდ არ შემიძლია მიყვარდეს, აღარ მინდა ამ საზიზღარი გრძნობის განმეორება ! (ამ დროს თვალიდან ცრემლი გადმომივარდა)
- ნინა.. (ის მოვიდა და ჩამეხუტა) მაპატიე ასეთ დღეს რომ ამ საშინელი წარსულის მოყოლა გაიძულე .
- უბრალოდ არ მინდა რამის იმედი გქონდეს . მაპატიე მაგრამ ვერ შეგიყვარებ როგორც არ უნდა ვეცადო .
- მესმის !
- აქედან უნდა წავიდე !
- რა ?
- გთხოვ არ წახვიდე.
- აქ დარჩენა აღარ შემიძლია.
- გთხოვ !
- არა ნიკა ! (მე ბარგის ჩალაგება დავიწყე ნიკას კი ცრემლები მოსდიოდა, ამაზე გამეღიმა ... ბარგის ჩალაგებას მოვრჩი)
- ნახვამდის ნიკა! იმედია ვინმეს იპოვი ვინც მართლა შეგიყვარებს და ჩემსავით არ მოიქცევა !
- ნინა მიყვარხარ ! (მოვიდა და ჩამეხუტა)
ნინა და ნიკა კიბეებზე ჩავიდნენ .
- ნინა რა ხდება !
- აქედან მივდივარ მარი.
- რაა? რატომ !
- ამის ახსნა რთულია . (ლიზამ ნიკას შეხედა და მიხვდა რაც მოხდა)
- ნინა მადლობა რომ ცდილობ ჩემი და ნიკას ურთიერთობა მოაწესრიგო <3 (ვითომ ეწყინა ნინა რომ მიდიოდა)
- ლიზა მოკეტე ! (ნიკა)
- საყვარელო რა დაგემართა ?
- თავიდან მომწყდი მახინჯო ბაყაყო ! (ეს ლიზას ნამდვილად ეწყინა,ნიკა გარეთ გავარდა არ ვიცოდი რომელთან მივსულიყავი და ისევ ლიზა ვარჩიე)
- ლიზა ადექი .
- არა ნინა, ის მართალია ყველაფერში შენ ხარ კარგი!
- ასე ნუ ამბობ ლიზა !
- ფაქტი სახეზეა, შენს გამო ჩემი შეყვარებული ნახე როგორ მექცევა !
- შეყვარებული არა კვახი, ღირსიც ხარ ამის გამო !
- რაა??! შენს გამო შეყვარებული დავკარგე და ამ ყველაფრის გამო ღირსი ვარ?!
- კი ხარ, შენ და ნიკა შეყვარებულები არასდროს ყოფილხართ უბრალოდ შენ ლიკას სათამაშო ხარ და ამას არაფერი ეშველება (მე კარისაკენ წავედი ყველას დავემშვიდობე ლიზას და ნიკას გარდა, მინდოდა ნიკას დავმშვიდებულიყავი მაგრამ ის არსად ჩანდა )
- ნინა მოდიხარ ? (გუკა)
- კი .. ნახვამდის ბავშვებო !
- მოგვენატრები .
- მეც <3
მე გუკას მანქანაში ჩავჯექი და ქალაქიდან მივდიოდი, გზაში ცრემლები წამომივიდა მაგრამ მაშინვე მოვიწმინდე.
- ნიკა გიყვარს არა?
- არ ვიცი, ეს სულ სხვა გრძონაა, არ მიყვარს ან შეიძლება უფრო მეტიც არ ვიცი .
- მას არ დაემშვიდობე ?
- ვერა (თავი დავხარე)
- არაუშავრს დაივიწყებ .
- ეს ასეთი იოლი არაა!
- ვიცი ..
გზაში გუკა და ნინა ლაპარაკობდნენ ოღონდ უკვე სხვა თემაზე როდესაც სატვირთო მანქანა მოდიოდა, გუკა მანქანას დაეჯახა, ნინა და გუკა ხევში გადავარდნენ. ნინამ გონება დაკარგა გუკამ კი მხოლოდ ხელი გაიჭრა.
- ნინა ! ნინაა.. ნინა თვალები გაახილე !! ნინა !
გუკამ ნინა მანქანიდან გადმოიყვანა ხელში აიყვანა გზაზე მანქანა გააჩერა და საავანდმყოფოში წავიდნენ...
- ექიმო ჩქარა !
- რა მოხდა !
- ავარიაში მოვყევით და გონება დაკარგა.
- კარგი აქ დარჩი !
გუკა თავს იდანაშაულებდა სანამ ექიმები გამოვიდოდნენ .
- როგორ არის ექიმო ..!
- ნინამ მძიმე ტრამვა მიიღო და კომაშია !
- რაა? ჯანდაბა !
- დაწყნარდით ! წამომყევით ხელს შეგიხვევთ .
- ეს ხელი ჯანდაბასაც წაუღია ! ექიმო როდის მოვა გონს ?
- არ ვიცით .
- ჯანდაბა .!
2 საათის შემდეგ გუკამ ნინას მეგობრებს და ნიკას დაურეკა ეს ამბავი აცნობა და ისინი ნახევარ საათში საავადმყოფოში გაჩნდნენ.
- სად არის ?"! (ნიკა)
- დამშვიდდით სერ.
- უნდა ვნახო, პალატაში შემიშვით !
- ვერ შეგიშვებთ !
- ექიმო როგორ არის ? ხომ იცოცხლებს ?!
- აარ ვიცით .. (ძლივს თქვეს)
- იცოდეთ მას თუ ვერ.. თქვენს თავს დააბრალეთ !
- ნიკა დამშვიდდი (მარი)
- როგორ დავმშვიდდე გამაგებინე, ჩემთვის საყვარელი ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია და მეუბნები დამშვიდდიო !
- ვიცი რთულია მაგრამ უნდა ეცადო მაინც !
- შენ საერთოდ არაფერი გესმის .

თავი 8

6 თვის შემდეგ ..
ნინა ისევ კომაშია, გონს ვერ მოდის ნიკა კი კვლავ იტანჯება, ნინას გვერდიდან არ შორდება, მისი ხელი უჭირავს და უყურებს.. და მომენტალურად ნინამ თითი გაატოკა, ნიკამ სიხარულით ექიმს ახარა.
- ექიმო ნინამ თითი გაანძრია !
- ეს კარგის ნიშანია .
- ნამდვილად. გონს როდის მოვა ?
- არ ვიცით ალბათ დაახლოებით 2-3 კვირაში.
(ნიკა)
კიდევ საშინელი სამი კვირა, ჩემი საყვარელი ადამიანის გარეშე უკვე აღარ შემიძლია როგორ მინდა ნინამ თვალი გაახილოს, მისგან არანაირი სიყვარული არ მინდა უბრალოდ თვალი გაახილოს ! ეს ყველაფერი ნაწილობრივ ჩემი და ნაწილობრივ ლიზას ბრალია ! მე მაგ გოგოს უკვე ვეღარ ვიტან !
4 კვირის შემდეგ ..
ნინა უკვე გამოვიდა კომიდან მაგრამ მასთან არავის უშვებდნენ ! არც ნიკას, რის გამოც უფრო მეტად იტანჯებოდა.
- მისტერ გობრონიძე !
- დიახ !
- შეგიძლიათ ნინა ნახოთ .
- როგორც იქნა !
- მხოლოდ ნახევარი საათი !
- ასე ცოტა რატომ ?
- ის ისევ სუსტადაა და დასვენება სჭირდება .
- ერთი საათი .
- არა !
- გთხოვთ !
- კარგით, მაგრამ ზედმეტად არ გადატვირთოთ
- მადლობა .
ნიკა პალატაში შევიდა და ნინას შეხედა, მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა..
- ნინა !
- რა გინდა .
- ასე ცივად ?
- ნიკა, ჩემი ძმა სადაა ?
- არ დამელაპარაკები ?
- ნიკა, ძალიან გთხოვ ამის თავი არ მაქვს, ჩემი ძმა ხომ კარგადაა ?
- კი !
- შეგიძლია დაუძახო ?
- კი .. (ნიკამ გუკას დაუძახა , ის შემოვიდა და ნინას ჩაეხუტა )
- ნინა ! როგორ მიხარია რომ კარგად ხარ !
- მე კიდევ მიხარია რომ შენ ხარ კარგად .
- შეიძლება გავიდე ? (ნიკა)
- ამაზე ნებართვა არ გჭირდება (ნინა)
- კარგი .. (ნიკა გარეთ გამოვიდა და მარის შეეჩეხა)
- ნიკას, რა მოხდა ?
- არაფერი ! ყველაფერი თავიდან იწყება .!
- რას გულისხმობ ?
- ნინა .. ის ...
- ხომ კარგადაა ?!
- კი !
- აბა რა მოხდა ?
- ისევ გულს მტკენს .. (ნიკამ თავი დახარა)
- ნიკა მისმინე, ხომ ხედავ რა მდგომარეობაშია ?
- კი ..
- მერე? ცოტა დრო უნდა მისცე !
- კი მაგრამ მთელი 8 თვე ვაძლევდი დროს, მაგრამ რა შედეგი ?
- უფროსწორედ 1 თვე ..
- მერერა ეს ცოტაა?
- ნიკა, რაზე მელაპარაკები ? მისგან რას ითხოვ .
- მხოლოდ სიყვარულს ! მე ის სიგიჟემდე მიყვარს .. მას რომ ვუყურებ მის თვალებში პატარა, მხიარულ გოგონას ვხედავ რომელსაც ადრე ვიცნობდი . ისიც მისნაირი იყო, ენერგიით აღსავსე სულ ჩემს ნერვებზე თამაშობდა, უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებდი და წითლდებოდა.. მისი ღიმილი .. ამაზე ხომ ლაპარაკი აღარ არის, ის ისეთი კარგი და თბილია ! ოო ჯანდაბა ..!სიგიჟემდე მიყვარს, მის გარეშე ჩემთვის ერთი წუთიც კი ჯოჯოხეთია .. უბრალოდ მინდა რომ მისგან იგივე სითბო ვიგრძნო მაგრამ ეს შეუძლებელია ! რადგან ის არასოდეს აღიარებს ..
- რას?
- რომ ვუყვარვარ ! როგორ მინდა ერთხელ გამიღიმოს და თბილად დამელაპარაკოს მაგრამ ეს არ მოხდება !
- ეს შენი ბრალია ნიკა !
- მე რაშუაში ვარ ?!
- გახსოვს ის დღე როდესაც ნინას გამო გიოს ეჩხუბე ?
- კი !
- მეორე დილით ნინა შენს სანახავად მოვიდა, მას კი როგორ მოექეცი ?როდესაც ის პირველად ნახე უხეშად მოექეცი, ასევე კალათბურთს რომ თამაშობდით და რასვიცი კიდე და კიდე ითხოვ მისგან თბილ მოპყრობას?
- შენ რა ნინას ამართლებ?
- კი !
- მარი ოდესმე გამოგიცდია როდესაც შეყვარებული ხარ და არავინ არ გაქცევს ურადღებას, ესევ თქვათ ის პიროვნება რომელიც გიყვაარს ფეხებზე გიკიდებს? გამოგიცდია ?
- ნიკა, ნინას ფეხებზე არ კიდიხარ !
- ეტყობა ..
- კიმაგრამ ახლა რაზე მესაუბრები ? ნინამ ბეწვის ხიდი გაიარა სიკვდილიდან სიცოცხლემდე და რომელ სიყვარულზე მელაპარაკები ?
- ვიცი მაგრამ ..
- კარგი, წადი სახლში და დაისვენე აქ მე და გუკა დავრჩებით .
- დავრჩები მეც !
- სახლში წადი ნიკა დასვენება გჭირდება !
- კარგი .
მარი ნინასთან შევიდა დაილაპარაკეს, ერთმანეთს მოეფერნენ ლაპარაკობდნენ როდესაც ექიმი შემოვიდა ..
- გამარჯობა ნინა .
- გამარჯობა .
- უკეთ ხარ ?
- დიახ .
- ძალიან კარგი, შენს ანალიზებს გადავხედეთ და შეგვიძლია ხვალ გაგწეროთ .
- ეს ხომ შესანიშნავი ამბავია !

თავი 9

გათენდა მეორე დღეც.. ნინა საავადმყოფოდან გაწერეს რის გამოცმალია ძალიან გახარებული იყო მას უნდოდა დასვენება და გართობა თავის აგარაკზე , გადაწყვიტა ბავშვებთან და თქვენ წარმოიდგინეთ ლიზასთან ერთად წასვლა, ნიკა მას ამის გამო ეწინააღმდეგებოდა , მაგრამ ნინას დაჟინებული თხოვნით აგარაკზე წავიდნენ, ყველა მოემზადა ნინამ შორტები, მაიკა და კეტები ჩაიცვა, კოსა გაიკეთა წამწამები აიპრიხა და კიბეებზე ჩავიდა ყველა იქ იყო და ნინას მიშტერებოდა ..
- ხოომ კარგად ხართ ?
- კ.. კიი ...
- ასე რატომ მიყურებთ ? რა დავაშავე !
- შენ უბრალოდ ..
- რა ?
- ძალიან ..
- ძალიან რა ?!
- ძალიან .. ძალიან .
- ამოღერღე !
- ძალიან ლამაზი ხარ !
- ოოჰ, მეთქი რამე დავაშავე .
- კარგით გეყოფათ გაშტერება არ მოდიხართ ? (ნიკა)
- შენ რას იტყვი ?
- ჩემს აზრს შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ?
- ძალიან დიდი .
- რატომ ?
- ნინა წავედით (ლიზა)
- კარგი მოვდივარ !
როგორც ყოველთვის წინ დაჯდომა მინდოდა როგორც პატარა ბავშვს მაგრამ გუკას გვერდით ლიზა დავსვი, ვხედავდი იმას თუ როგორ მოსწონდა გუკას ლიზა და გადავწყვიტე მათთვის ხელი შემეწყო ..
- ლიზა! (დუმილი დავარღვიე)
- გისმენ . (თბილი ღიმილით მითხრა და ეს გამიკვირდა)
- რაღაცას გკითხავ შეიძლება ?
- რათქმაუნდა !
- როგორი ბიჭები მოგწონს ? (ამ დროს გუკამ შემომხედა, ლიზამ კი გუკას)
- რაში გაინტერესებს ?
- ისე უბრალოდ, ხომ მითხარი გიპასუხებო .
- რავიცი, ქერათმიანი ბიჭები მომწონს მაგრამ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
- ისე მაინტერესებდა.. (ამ დროს გუკამ მანქანა გააჩერა)
- ბავშვებო ასე რომ მივდივართ სასუსნავები არ გვინდა?
- რათქმაუნდა (დაეთანხმა ლიზა)
- ნინა შეგიძლია გამომყვე ?
- კი .(მე და გუკა მანქანიდან გადავედით როდესაც მანქანას მოვშორდით გუკამ მკითხა)
- ეს რატომ ჰკითხე ?
- რა და ვის .
- ლიზას .
- ოუ.. როგორი ბიჭები მოგწონსთქო ?
- ხო ..
- შენ არაფრის მაქნისი ხარ და იქნებ მე მოვიმოქმედო რამე .
- საიდან მიხვდი ?
- ძამიკო, ეს გეტყობა თან მე რაუნდა გამომაპარო ?
- ლიზა ამის გამო წამოიყვანე ?
- ჩემი ჭკვიანი ბიჭი (თმა ავუჩეჩე)
- ნინა !
- რაიყო ?
- არამგონია მას მოვწონდე !
- გაჩუმდი და მომენდე !
- კარგი ..
- მოდი ახლა რაღაცეები ვიყიდოთ .
ნინა და გუკა რაღაცეებს ყიდულობდნენ და როგორც იქნა გამოაღწიეს .
- ნინა აქამდე სად იყავით ? (ნიკა)
- მაღაზიაში .
- იქამდე ?
- ვლაპარაკობდით რა უნდა გვეყიდა .
- რომ არ ვიცოდე რომ და-ძმანი ხართ შეყვარებულები მეგონებით ..
- ნიკა გაჩუმდი რა ! (ლიზა)
- მარი რა გჭირს ?
- რავიცი ..
- მოწყენილი რატომ ხარ ?
- ჩემი შეყვარებული ის ..
- დაურეკე .
- რაა ?
- ხო, დაურეკე და უთხარი რომ აგარაკზე წამოვიდეს აი მისამართი ..
- მადლობა <3
- არაფრის ..
- ლიზა რას ფიქრობ ჩემს ძმაზე ?
- მეე .. ამმ.. რავიცი .
- მე ვფიქრობ რომ ვირი და შეუგნებელია .
- ასე რატომ ფიქრობ, ის შესანიშნავი ადამიანია .
- ხოო ? მე ამას ვერ ვატყობ
- რატომ ?
- რავიცი აბა შენ მითხარი რატომაა კარგი ადამიანი .
- რავიცი, მხიარულია და კეთილი ბიჭი ჩანს .
- მე კიდევ ვფიქრობ რომ ის მახინჯია !
- მე კი პირიქით, ის ძალიან სიმპატიურია . (ეს დაუფიქრებლად თქვა რაზეც აწითლდა და გუკას ძლივს შეხედა მის სახეზე კი გამეცინა)
მთელი გზა ნიკა ხმას არ იღებდა, მარი გახარებული იყო რადგან მისი შეყვარებულიც მოდიოდა, ლიზა აწითლებული და ჩემი ძმა გამოშტერებული :D
ნიკას ჩუმად ვკითხე
- რა გჭირს ?
- არაფერი !
- მითხარი .
- ასე რატომ გაინტერესებს ? შენ ხომ ფეხებზე გკიდივარ ?
- სულაც არა !
- გეტყობა !

თავი 10

- ნიკა ამაზე იქ რომ მივალთ ვილაპარაკებთ .
- კარგი !
მივედით აგარაკზე, ამოვალაგეთ ბარგი აივანზე ავედით და სული მოვითქვით, ძალიან დავიღალეთ მგზავრობით. ნიკა დაბლა იდგა დანარჩენები კი მაღლა იყვნენ..
- ბავშვებო მე დაბლა ჩავალ ..
- რატომ ?
- ..
- კარგი, კარგი გასაგებია . (ლიზა)
დაბლა ჩავედი..
- ნიკა ..
- გისმენ !
- წამოდი გავისეირნოთ, აქ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი.
- კარგი . (მე და ნიკა გარეთ გავედით და სახლს რომ მოვშორდით საუბარი წამოვიწყე)
- კარგი ამინდია ...
- ხოო...
- როგორ მოგწონს აქაურობა ?
- კარგი ადგილია, მაგრამ პირდაპირ საქმეზე რომ გადახვიდე ?
- კარგი .
- ნინა რატომ არ გიყვარვარ ?
- არ ვიცი, ეს სულ სხვა გრძნობაა .. რაღაც განსხვავებული .
- იქნებ სწორედ ესაა სიყვარული ?
- არა ნიკა ! მომწონხარ მაგრამ არ მიყვარხარ .
- რატომ, თუ მოგწონვარ რატომ აღარ გიყვარვარ ?
- მე და შენ ერთმანეთს ჯერ კარგად არც კი ვიცნობთ .
- ესაა მიზეზი ?
- ნიკა გინდაც მიყვარდე ისე ვერ შეგიყვარებ როგორც სანდროს ! ჩვენ ერთად ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ ...
- კარგი, გასაგებია ... (ნიკამ თავი ჩაღუნა)
- უბრალოდ ჩემზე არ იფიქრო და მალე დაგავიწყდები .
- ეს ასეთი იოლი არაა !
- ვიცი .
- კარგი წავიდეთ !
- კარგი.
ნინა და ნიკა სახლში დაბრუნდნენ ...
- ნინა მოვიდა ! (დაიყვირა ლიზამ)
- ნინა ამოდი და დამეხმარე ! (გუკა)
- რაში ?
- ყავის მოდუღებაში !
- ჰა ? ლიზას უთხარი მე არ მაქ მაგის დრო ! (გუკამ ლიზას გახედა)
- დამეხმარები ?
- კი !
- დიდი მადლობა .
- არაფრის ! (ლიზა და გუკა სამზარეულოში შევიდნენ)
- ყავა სად არის ?
- ა..არ ვიცი .
- მერე რას დგახარ მიდი და მოძებნე შენი სახლია ჩემი კიარა !
- ხო .. აი ვიპოვე !
- შენს დას რამე სჭირს ?
- არა, რაზე ლაპარაკობ ?
- ვერაფერს ვერ ამჩნევ ?
- ვერა !
- კარგი მისმინე, ვიცი რომ ნინას უნდა ერთად ვიყოთ მაგრამ ჯერ კარგად არ გიცნობ, ძალიან მომწონხარ მაგრამ ერთად ვერ ვიქნებით ! (ამ დროს გუკა ლიზას მიუახლოვდა)
- რატომ ?
- უკეთესად უნდა გაგიცნო !
- მეც ძალიან მომწონხარ და ვიცი რომ შენი ნდობა შეიძლება.. ვგრძნობ როგორ გამალებით გიცემს გული როდესაც გიახლოვდები, როდესაც რამეს გეუბნები ან სახეზე გეხები წითლდები, თვალს ვერ მისწორებ რადგან იცი რომ გიყვარვარ (ამ დროს ლიზა ცდილობდა გუკაგან თავი დაეხსნა და აქეთ იქით იხედებოდა მაგრამ ვერ მოძრაობდა გული ისე უცემდა)
- შენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს ვაჟბატონო ! ახლა კი გამიშვი !
- შეიძლება ასეცაა მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ გიყვარვარ !
- ასე არაა ! (ლიზა გაწითლდა, გარეთ გამოდიოდა მაგრამ გუკამ მოაბრუნა და აკოცა)
- ეს რატომ გააკეთე ?
- იმიტომ რომ მიყვარხარ !
- მეც მიყვარხარ !
გუკა და ლიზა სამზარეულოდან ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ ..
- ვაუუ ! (ნინა)
- რაიყო ნინა ? (გუკა)
- ძალიან უხდებით ერთმანეთს !
- ხო, მართლა ძალიან უხდებიან ... (ნიკა)
- თქვენც ! (ნინამ და ნიკამ ერთმანეთს შეხედეს)
- მარი შენი შეყვარებული მალე მოვა ?
- კი !
მოსაღამოვდა მარიმ თავისი შეყვარებული ანდრია ყველას გააცნო ძალიან კარგად შეეწყვნენ ბიჭები ..
- აუუ მოვიწყინე ! (ნინა)
- რატომ ? (მარიმ)
- არაფერს ვაკეთებთ და იმიტომ !
- მოდით რამე კინოს ვუყუროთ . (ლიზა)
- რა ჟანრს ?
- რავიცი, მელოდრამას !
- ჰა ? ეგ ხომ საცოდაობაა ?
- ასე არაა !
- ოჰ გახდა ჩემი ძმის შეყვარებული და მოუნდა მელოდრამები ! (ლიზამ ნინას ბალიში ესროლა)
- ამას არ შეგარჩენ !! (ნინას მარიც აყვა და სამივე ბალიშებით ჩხუბობდნენ, შემდეგ ნიკაც შემოვიდა ისიც ჩაერთო და ბოლოს ყველა ერთად ჩხუბობდნენ)
- ნიკა შეგიძლია გამომყვე ? (ნინამ ირონიულად გაუღიმა)
- კი ! (ნინა და ნიკა გარეთ გავიდნენ ვითომ სერიოზულად უნდა ელაპარაკთ მაგრამ .. ნინამ ნიკა აუზში ჩააგდო)
- ეიი ! ცივი წყალია !
- აბა რა გეგონა ბალიშს რომ მირტყავდი შეგარჩენდი ? (ნინა იცინოდა, უცებ ნიკამ მალიას ფეხში ჩაავლო და ისიც ჩამოაგდო)
- ჰაჰაა (ნინამ სიცილი დაიწყო მაგრამ მოულოდნელად ნიკას მზერას წააწყდა და სიცილი ნელნელა შეწყვიტა.. ისინი აპირებდნენ კოცნას მაგრამ ხელი ბავშვებმა შეუშალეს)
- ესენი ნახეთ ! (ნინამ ჩაყვინთა რადგან შერცხვა)
- ჩვენს გარეშე ეს როგორ გაბედეთ ? (ნინამ ეს გაიგო და ისე წყლის ზედაპირზე ამოვიდა)
ლიზამ მარი ჩააგდო, ლიზა გუკამ და გუკა ანდრიამ... ყველა წუწაობდა და ერთობოდა ...


არა რაა ხომ ვამბობ ბრაზილიური სერიალია :დდ აი ჩემი დებილური მოთხრობაც დავაბრუნე, ზუსტად რომ ვთქვათ ზედმეტად ბავშვური :დდ ის თავები დავდე რომელიც წამიშალეს, ხვალ კი შენ შემცვალეს ახალი თავი გელოდებათ !



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Vaine shen shemcvales axal tavs velodebi da es istoria mainc sayvarelia ras erchi
--------------------
M.D

 


№2 სტუმარი kusa13

kargia momwons dzalian da dade shemdegic <3 da 10 tavi ratoa mxolod roca 15-mde weria? ar gvalodino da gaagrdzele aucileblad ❤❤ <3

 


№3  offline წევრი მანგო ✨

kusa13
kargia momwons dzalian da dade shemdegic <3 da 10 tavi ratoa mxolod roca 15-mde weria? ar gvalodino da gaagrdzele aucileblad ❤❤ <3

საიტს პრობლემები შეექმნა და 22 იანვრის მერე რაც სიახლეები იყო დამატებული ყველას წაუშალა,ამიტომ ახლიდან ვდებ შემდეგსაც დავდებ მალე. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent