სათვალე (6)
6 ოთახში ვარ და ბოლთას ვცემ, მიჭირს იმის გააზრება რომ დღეს ლაზარე თურქეთში მიფრინავს. უცნაური შეგრძნეა მეუფლეა, თითქოს მიდის და სულ მარტო მტოვეს, არადა ჩემს ირგვლივ არიან ხალხი რომლეიც მიყვარს და ვუყვარვარ. არსეობს ანდრონიკე, რომლის მიმართაც არც კი ვიცი რას ვგრძნობ, ზოგჯერ მეჩვენეა იქნებ ეს სათვალე მაჩვენებს მას ასეთად. იქნე სულ სხვანაირია,იქნებ ცუდია, იქნებ კარგია, იქნებ არასებობს. თავგზა ამებნა, მართალი იყო ლაზარე. ჩემი ერთი მხარე ანდრონიკეს ითხოვს მეორე კი ლაზარეს. თავში სრული არეულობა მაქვს, გულში კი, ჰოოო მანდ თუ ოდესმე მილაგდება ეს ყველაფერი გაოცებული დავრჩები. კართან მივდივარ რომ მისაღებში გავიდე, მაგრამ ვერ ვაღებ. ხელი საკეტისკენ მიმაქვს თუმცა არ შემიძლია. ვგრძნობ ისიც კართან დგას, უნდა გავაღო. სახელურის ხელი ჩამოვწიე და ლაზარე დავინახე, დაკაკუნებას აპირებდა. მუშტი ჰაერში ჰქონდა გაჩერებული და გაოცებული სახით მიყურებდა. -ლაზარე.ღრმად ამოვისუნთე და მისი სახელი წარმოვთქვი. -ანასტასია.მანაც არანაკლებ აღელვებულად მიპასუხა.-მე უკვე მივდივარ. -ასე მალე?.გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა. ღმერთოჩემო მთელი ეს წლები ამ საშინელ გრძნობას გულში ვტკეპნიდი და ზემოთ ამოტივტივების უფლებას არ ვაძლევდი. მასთან ყოველთვის მეგობრულად ვიყავი იმ შემთხვევის შემდეგ. თავს ვარწმუნებდი რომ უბრალოდ მეგობარი იყო, უბრალოდ ადამიანი იყო რომელსაც შემთხვევით გავატანე ჩემი პირველი კოცნა. ამას ვეგუებდი, ამას ვმალავდი, ჩემს თავს ისე დავაჯერე მისი მეგობრობა რომ მეგონა საერთოდ აღარ დადგებოდა ეს დრო, სწორედ ის დრო როდესაც მის წინ თავს ასე ვიგრძნობდი. ვერც გავუშვებ, ვერც დავტოვებ. ან რა უფლება მაქვს მის მომავალს ხელი შევუშალო, მეხომ არვიცი რახდება მის გულში. -ხო ასე მალე, საბამ მომაკითხა აეროპორტში ის გამაცილებს. -კარგი.თავი დავუქნიე და მშრალად გავიღიმე. -მაშინ კარგად. -კარამდე გამოგყვები.კართან მისვისას ჩანთა ხელში აიღო და სადარბაზოში გაიტანა, შემდეგ უკან შემობრუნდა და მე დამელოდა.-მშვიდობიანი გზა ლაზარე.მისკენ წავედი და ძლიერად ჩავეხუტე. მთელი ძალით ვხვევდი წელზე ხელებს და თავს კისერში ვრგავდი. მანაც შემომხვია დიდი ტორები და მის სხეულში ჩამკარგა. არვიცი ასე რამდენიხანი ვიდექით მაგრამ ბოლოს რაც მახსოვს ის იყო რომ კარი დაიხურა და შუბლი ამეწვა. მისი ნაკოცნი ადგილი ისე სწრაფად და ისე მწარედ ამეწვა, რომ ცრემლები წამომივიდა. დიდიხანი ვიდექი ფანჯარასთან და მას ვუყურებდი, ის კი ქვემოდან ხელს მიქნევდა. ეზოდან რომ გავიდა კვლავ დიდმა სიცარიელემ დაისადურა ჩემს გულში. კვლავ გამახსენდა გარდაცვლილი მამაჩემი და კვლავ შემომიტია იმ მტანჯველმა ტკივილმა. ტელეფონზე უკვე მერამდენე ზარი შემოვიდა არ მახსოვს, ბოლოს რომ დავხედე დედაჩემი იყო. როცა გავაგონე ლექციები დამიწყო იმასთან დაკავშირებით რომ ტელეფონს ხმა უნდა ჩავურთო და უფრო ყურადღებით უნდა ვიყო. ბოლოს გავთიშე საწოლზე მოვიკუნტე მანამდე კი ფარდები ჩამოვაფარე რომ მზის სხივებს არ შემოეღწიათ ჩემს ოთახში. ჩამეძინა, თან ისე ღრმად რომ სიზმარიც დამესიზმრა. კვალვ ის სიზმარი, ავარია და სისხლის გუბეში მწოლიარე მამაჩემი, გვერდით კი ლაზარე მედგა და სადღაც მირბოდა, კიბეებზე არბოდა, როგორც ბებიაჩემი ამბობს კიბეზე ასვლა კარგიაო, გამოდის ლაზარეს კარგი დღეები ექნება, უჩემოდ. გამომეღვიძა, ღრმად ვსუნთქავდი, გული აჩქარებული მქონდა. ძალიან ცუდად ვიყავი, როგორ მინდოდა ამ წუთას ვინმე ჩემს გვერდით ყოფილიყო და დავეწყნარებინე. კარზე კაკუნის ხმა გაისმა, სირბილით გავარდი და რომ გავაღე ანდრონიკე დავინახე. ატირებბული რომ დამინახა სახე ეცვალა, სახლში დაუკითხავად შემიყვანა ხელი მომკიდა და მდივანზე დამსვა. -რა დაგემართა ანა?.გაოგნებულმა სალფეთქით ცრემლები მომწმინდა. -არაფერი კარგად ვარ. -ის ა*ვარი რომ წავიდა მაგიტომ ტირი?.კბილებსშორის გამოსცრა და გაღიზიანებულმა გადმომხედა. -ლაზარეს გამო არვტირი.ჩუმად ამოვიფსლუკუნე. -ხო ხო მის გამო ტირი, წავიდა და გული დაგწყდა არა?.ირონიული ინტონაცია და გაბრაზებული მზერა იმდენა დ შემზარავი იყო გულში რაღაც ჩამწყდა. -ანდრონიკე რა დაგემართა? მის გამო რატომ უნდა მეტირა? უბრალოდ ცუდად ვარ. -და რაგჭირს?. -სიზმარი ვნახე. -შენ გოგო დებილი ხოარ გგონივარ? სიზმრის გამო ვტირივარო რომ მეუბნები რა გგონია მაგ ტყუილს დავიჯერებ?. -არაფერი გესმის.ფეხზე წამოვდექი, სწრაფად გავედი სამზარეულოში, ცუდადვიყავი, ნერვიულობისგან ალბათ ისევ სიცხე მექნებოდა, ექიმის გამოწერილი დამამშვიდებლები გამოვიღე და ერთდროულად გადავყლაპე. -რეებს სვავ?.ხელიდან გამომგლიჯა ერთ-ერთი წამის კოლოფი. -დამიბრუნე. -რადგინდა დამამშვიდებლები?. -იმიტომ მინდა რომ ცუდადვარ, ავადვარ გესმის ავად. -რაგჭირს?. -დავიღალე უკვე ყველაფრისგან დავიღალე, აღარშემიძლია, ნორმალური ძილი ნეტავ როდის მეღირსება.ჩავიმუხლე და თავი ხელებში ჩავრგე. -კარგი მოდი აქ.ახლოს მოვიდა, ხელში ამიყვანა და ჩემს ოთახში გამიყვანა. საწოლზე წამომაწვინა შემდეგ კი გვერდით მომიწვა.-რაგემართება? რა გესიზმრება?. -მამაჩემი მესიზმრება. -მერე რა თუ მამაშენი გესიზმრება. -ის მკვდარია. -მაპატიე არვიცოდი.ცხვირი ჩემს თმებში ჩამალა და ჩემი სურნელი ხარბად შეისუნთქა. -სულ მარტო ვარ არავინ მყავს.არვიცი ამას ალბათ იმის გამო ვამბობდი რომ ლაზარე წავიდა თუ მამაჩემი არ მყავდა გვერდით, მაგრამ თავს მართლაც მარტოდ ვგრძნობდი. ყველა წავიდა, ყველა თავის გზას გაუყვა ახლა კი ანდრონიკე შემრჩა, რაცარაუნდა ცუდი ადამიანი იყოს ის ხომ ჩემს გვერდითაა. -მე გყავარ ანა მე.ჩუმად მიჩურჩულა და გულში უცნაური სითბო ჩამეღვარა. მერჩივნა ეს ყველაფერი ლაზარეს ეთქვა მაგრამ არც მისგან მწყენია. კვირეები გადიოდა, მე კი უფრო და უფრო ვცარიელდებოდი. ლაზარესგან არაფერი ისმოდა. არც მინდოდა მისი სახელის გაგონება, ისევ დავიწყე იმ გრძნობის გულის სადღაც პატარა კუნჭულში ჩატკეპნა, გამომდიოდა კიდეც, ამაში ანდრონიკეც მეხმარებოდა. მართალია ხშირად მოგვდიოდა ჩხუბი მაგრამ მაინც ვერ ვუშვებდი ჩემი ცხოვრებიდან. მეც კვლავ იმ დროს დავუბრუნდი როცა ანდრონიკე ახალი გამოჩენილი იყო ლაზარე კი თვალთახედვაშიც არ მყავდა. ვცდილობდი ეს სიცარიელე ანდრონიკეთი შემევსო თუმცა ბოლომდე ვერა. საბა ხშირად მაკითხავდა სახლში და მართობდა, ლალიკოც მუდამ ჩემს გვერდით იყო, მაგრამმ მე ჩავიკეტე.შაბათი იყო, ვისვენებდი, სახლში პური რომ გამომელია სირბილით ჩავედი მაღაზიაში და სადარბაზოსთან ადრონიკე ვნახე.ჩემსკენ წამოვიდა და ხელები მომხვია. -როგორხარ პატარავ?.ყურთან მიჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა. -კარგად შენ?.მეც მოვხვიე ხელები და გავუღიმე. -როგორც ყოველთვის. -შენ! შე ქურდო! შე გათახსირებული! არაკაცი ხარ! გაეთრიე ჩვენი უბნიდან! წადი სატანავ.დავინახე ჩვენი მეზობელი ლაურა როგორ მორბოდა თვალცრემლიანი და გამწარებული ჩვენსკენ. ანდრონიკემ ხელი გამიშვა და ჩემს წინ დადგა.-შენს მეზობელს როგორ ძარცაც შე ურჯულო! პურისფული მომპარე! ახლა წამლები რით ვიყიდო! შენ მოუკვდი შენს დედას!.სწრაფად ეცა ქალი ანდრონიკეს და გულზე მუშტების რტყმევა დაუწყო. -გაიწიე ქალო!.ხელი კრა ანდრონიკემ.-რეებს მაბრალებ! თავი ვინ გგონია. -კიდე აქეთ მე ჩხუბები შე თავხედო? რა ნამუსით დგახარ აქ და მიყურებ თვალებში?!. -რახდება ლაურა დეიდა.სწრაფად წავედი ქალისკენ. -შვილო ეს ვინ გვყოლია უბანში! ესარის ყველაფრის თავი და თავი! ეს გვძარცვავს! პოლიციას გამოვუძახებ და დავაჭერიებ შენსთავს! მეზობლებო გამოდით შეარცხვინეთ ეს არაკაცი!. -რეებს ბოდავ თუხვდები.გააფთრებული მივიდა დედისტოლა ქალთან და მკლავში ხელი სტაცა.-ენა გააჩუმე დედაკაცო! ნერვებსნუმიშლი თორემ ჩემს საქციელლზე პასუხს არ ვაგებ!. -ანდრონიკე!.ხმამაღლა შევუყვირე როცა მისი სიტყვები მოვისმინე. -საყვარელო გთხოვ შენ ნუ ერევი.კბილბესშორის გამოსცრა. -საყვარელოო არა? თავს იღუპავ შვილო! ამასთან ჩემი მტერი იყოს! ამის შეყვარებული როგორხარ ანასტასია?! არგრცხვენია? ამ ქურდთან როგორხარ?.არ ჩუმდებოდა ლაურა და ახლა ჩემზე გადმოვიდა. -რას ამბობთ ლაურა დეიდა! ანდრონიკე სულაც არ არის ქურდი.იმისდა მიუხედავად რომ ანდრონიკეს საქმიანობის შესახებ ვიცოდი მაინც მისი დაცვა განვიზრახე. -იცავ? გამაგებინე შვილო ამ ნარკომანს იცავ? ამ ქურდს იცაავ?. -გთხოვთ ანდრონიკეს შეურაწყოფას ნუ აყენებთ, ის არც ნარკომანია და არც ქურდი. -რამ დაგაბრმავა ასე შვილო? დედაშენის შვილმა რამ გაგხადა ასეთი ანასტასია? არგრცხვენია ამას რომ იცავ?. -მე ის მიყვარს!.ღმერთოჩემო ეს რავთქვი, ჩემი სიტყვების მეთვითონ გამიკვირდა. მე მის დასაცავად რა ვთქვი. ამ სიტყვების გაგონებაზე ყველა გაშრა. გაოცებული სახით მიყურებდნენ და არ ჯეროდათ ეს მე რომ ვთქვი.ერთხანს მეთვითონაც პირდაღებული ვიყურებოდ ირგვლივ. გულში რაღაც საშინელმა გამკრა, თითქოს ამის თქმით ვინმეს ვუღალატე.თავი საშინლად ვიგრძენი. -ფუი შენს ქალობას.გამწარებულმა შემომხედა ლაურამ და უკან გავარდა.გუნება წამიხდა, სახეზე ფერი აღარ მედო, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი, თვალცრემლიანმა შევაბიჯე კვლავ სადარბაზოში და სახლში სულ სირბილით ავედი. 13 სართული ისე სწრაფად ავირბინე ალბათ რეკორდი მოვხსენი. ოთახში ატირებული შევარდი და საწოლზე წამოვწექი. ასე რამდენხანს ვიყავი აღარ მახსოვს, რომ მოვფხიზლდი და ფარდა გადავწიე უკვე დაღამებულიყო. სამზარეულოში გავედი და მერეღა გამახსენდა რომ პური არ მქონდა ამოტანილი. ფულიც მითავდებოდა. ღმერთო ეს ყველაფერი როგორ მიება ერთმანეთს.ტელეფონი ავიღე და ფოტოების თვალიერებით გავირთე თავი. ნაცნობმა წარწერამ რომ ამოანათა გულში რაღაც ჩამწყდა: „ნურასდროს ნუ იშფოთებთ იმაზე, თუ რას იტყვიან ადამიანები, თუ სულის სიღრმეში დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი“-ელეონორა რუზველტი. და ვიქცევი სწორად? სულის სიღმეში ვხვდები რომ ჩემი საქციელი არ არის გასამართლებელი. ამ ყველაფერმა ხომ უფრო მეტად შემშალა. სწრაფად მოვისროლე ტელეფონი და კედლის საათს გავხედე. უკვე ღამის 11 საათი ყოფილა. კარზეც იმ წუთასვე გავიგე კაკუნის ხმა. სწრაფად წავედი და რომ გავაღე ანდრონიკე დავინახე. დაუკითხავად შემოაჭრა სახლში და მისაღებში შევიდა. -ვინ მოგცა სახლში შემოსვლის უფლება?.გაბრაზებული მივყევი უკან. -რა ჩემს შემოშვებას არ აპირებდი?. -არა!.ხელები გულზე გადავიჯვარედინე და კოპები შევკარი. -რატომ?.მომიახლოვდა და ლოყაზე თითის ზურგი ჩამომატარა. -კიდევ მეკითხები? ისევ ქურდობ არა?. -ოჰ ამიტომხარ გაბრაზებული?.ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. -სასაცილო აქ არაფერია! შენ შემპირდი რომ ფულს პატიოსნად იშოვიდი!. -პატიოსნობა ამ დროში არჭრის ჩემო ანა. -მაშინ მეც მოვიქცევი ქუჩის ქალივით! მოგეწონება?. -გაბედავდა!.წინ წამოიწია და საჩვენებელი თითი ამიფრიალა. -და შენ რომ ბედავ? შენრომ ქურდობ? რატომ გაქურდე ლაურა დეიდა? ხომ იცი რომ წამლის ფულს ძლივს შოულობს, ქმარიც არყავს. -მაგაზე შენ ნუ დარდობ ჩემო პრინცესა. -ნუ ვდარდობ? გამაგებინე რატომ არ უნდა ვიდარდო? არაკაცულად იქცევი და მეც დაგიცავი! რა სულელივარ!. -მერე ვინ გთხოვა დამიცავითქო?! გამაგებინე ვინ გითხრა?.ხელი ლოყებზე წამავლო და კედელზე ზურგით ამაკრო. -ხელი გამიშვი და ჩემს სახლში მეორედ მოსული აღარ დაგინახო.სწრაფად გავაშვებინე ხელები სახეში სილა გავაწანი და უკან დავიხიე. -შენ ვერ გამაგდებ! ვერმომიცილებ.მანაც არ დააყოვნა მოქნეული ხელი პირდაპირ სახეში გამარტყა, თან ისე რომ სათვალე ძირს დავარდა და ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. გული ათას ნაწილად დამეფლითა, მეგონა მომკლეს, ისეთი საშინელი შეგრძნება დამეუფლა. -გაეთრიე ჩემი სახლიდან ცხოველო.ხელი სახეზე მქონდა აფარებული და თვალებში არ ვუყურებდი. რომც მდომოდა ვერ შევხედავდი მეხომ სათვალე არმეკეთა. -ამის მერე ჭკუას ისწავლი!.მაგიდაზე მდგარი ჭიქა ძირს დაანარცხა და სახლიდან გიჟივით გავარდა.კუთხეში მიბუზული ბოლო ხმაზე ვტიროდი და მთელი ტანით ვკანკალებდი. თავი საშინლად ვიგრძენი, ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა ანდრონიკეს გარდა. არვიცი რატომ მაგრამ მისდამი ამრეზიას ვერ ვგრძნობდი. ჩემს თავზე ვბრაზობდი რომ მისი ასეთი საქციელი უპასუხოდ დავტოვე და უფლება მივეცი ჩემზე ხელი აღემართა. სულელივარ, იიმ ადამიანთან ვარ ვინც არცკივიცი მიყვარს თუ არა მაგრამ თავიდან ვერ ვწყდები. ერთწამს მინდება მივატოვო მეორეწამს კი ჰაერივით მჭირდება. იმ სიცარიელეს მივსებს რაც მთელი ეს ცხოვრება გულით ვატარებ, იმ დონეზე მაინც ვერ ახერხებს ყველა საშინელი გრძნობის გაფანტვას როგორც ლაზარე მაგრამ მაინც თავს განსხვავებულად მაგრძნობინებს მისი ჩემს გვერდით ყოფნა. ღმერთოჩემო ისევ ლაზარე. ახლა მმისი სახელი სულ ფეხებით უნდა ჩავტკეპნო რომ ასო „ლ“-ზე დაწყებულმა სიტყვებმა გული არ ამიჩქაროს. თვალები რომ გავახილე დილა იყო, ნუთუ მთელი ღამე ასე მეძინა. ფეხზე წამოვდექი და სიკვდილი ვინატრე, მეგონა თითოეული ძვალი უროთი ჩამიტეხეს. სარკესთან მივედი და გახეთქილ ტუჩს დავაკვირდი, ლოყაც ჩამლურჯებია. სააათს რომ დავხედე გულმა უფრო მეტად დამიწყო განგაშის ზარის ატეხვა. 2 საათში სამსახურში უნდა ვიყო. სააბაზანოში შევედი, ცხელი წყლის ქვეშ დავდექი და დაძინებამდე ცოტაც დამაკლდა. ისე მომთენთა რომ ძირს ჩავჯექი და ტირილი დავიწყე. ასე ვიყავი კარგახანს, შემდეგ გარეთ გამოვედი ტანსაცმელი ჩავიცვი და სარკესთან დავდექი. ტონალურით დავიფარე ჩალურჯებული ადგილი, მაგრამ გახეთქილლ ტუჩს ვერაფერი მოვუხერხე. კონტურმა ცოტა შენიღბა. სწრაფად ავიღე ჩანთა, მანამდე კი თბილი ჟაკეტი მოვიცვი. სამსახურში ისე მივედი რომ არავისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. -ვაიდედიკო.ხმამაღლა შეჰყვირა ლალიკომ როცა მე დამინახა. -რაგაყვირებს გოგო!.ხმამაღლა შევუღრინე და ჩანთა საკიდზე ჩამოვკიდე. -ეს რა დაგემართა?. -არაფერი ისეთი საწოლიდან გადმოვარდი და ტუმბოს თავი ჩამოვკარი. -დებილს ვგავარ?. -რას ამბობ ლალიკო, მართლა მასე იყო. -მოდი აბა აქ.ხელი მომკიდა სკამზე დამსვა და სველი სალფეთქით ტონალური ჩამომაცილა. ჩალურჯებულ ადგილს აცრემლიანებულმა დახედა და პირზე ხელი აიფარა.-ტას რამოხვდა?. -ანდრონიკე.ერთი სიტყვა და ყველაფრის პასუხი. -რატომ?. -ჩვენი მეზობელი გაუქურდავს, მეკი დებილმა დავიცავი, მერე სახლში ამოვიდა ვეჩხუბე და აი ასე დამთავრდა. -ეგ ცხოველი, ეგ არაკაცი! მაგ როგორ უნდა შეარჩინო ტასო? პასუხი უნდა აგოს თავის საქციელზე. -თავი გაანებე! თვითონ მომეშვება. -გოგო ნორმალური თუხარ საერთოდ! ის შეშლილი მანიაკია მაგის უნდა გეშინოდეს!. 1 კვირა ანდრონიკე არ მენახა, მხოლოდ უბანში მოვკრავდი თვალს ბიჭებთან ერთად. მეც მის დანახვაზე ცუდად ვხდებოდი, არცკივიცი ამ შეგრძნებას რა ერქვა, მინდოდა ჩემთან ყოფილიყო მაგრამ ზოგჯერ მისი დანახვაც კი არ მინდოდა. გული მიკვდებოდა, სულიერად ავად ვიყავი, ფიზიკურად კი ჯანმრთელი, თუ ასტიგმატიზმს არ ჩავთვლით. სახლში გვიან მისულმა პირდაპირ ტანსაცმელი გავიხადე და საღამურებისამარა საწოლში შეწექი. კარის ხმა რომ გავიგე გული ამიჩქარდა. რომ გავაღე ანდრონიკე დავინახე, მთვრაალი იყო. სახლში კვლავ დაუკითხავად შეოვიდა და ისევ მისაღებში შევიდა. -შენ რა მთვრალი ხარ?.მასთან მივედი, სასმლის სუნად ყარდა. -მთვრალი არა ნასვამი.სლოკინით მესაუბრებოდა და ფეხზე ძლივს იდგა. -გადი აქედან.ხელი კარისკენ გავიშვირე. -მაგდებ?.საჩვენებელი თითი გულთან მიიდო და გაოცებულმა გადმომხედა. -ხო გაგდებ, ამ სახლიდანაც და ჩემი ცხვორებიდანაც!. -ვაიდედიკო ეს რა მითხარი! მერე მე რო არ მივდივარ არა?. -მაშინ ძალით გაგათრევ.ხელი მხარში მოვკიდე და კარისკენ წასვლა ვცადე. -ახლა მომისმინე ჭირვეულო ქალბატონო.თავისი ხელი გაითავისუფლა, შემდეგ მე დამიჭირა და ოთახში შემიყვანა, ხელისკვრით დამაგდო საწოლზე ის კი თავთან დადგა და ყურება დამიწყო.-სანამ მე არ მომინდება წასვლა მანამდე შენ მე ვერ გამაგდებ!. -გადი! გაეთრიე ჩემი სახლიდან. -არამეთქი!.ხმამაღლა დაიღრიალა ჩემსკენ გადმოიწია და ჩემს ზემოთ მოექცა.-გასაებად არ ვლაპარაკობ?! შენ ჩემიხარ! მხოლოდ ჩემი და რასაც მინდა იმას გავაკეთებ შენთან მიმართებაში!. -რომ გინდოდეს მომკლავ ხო?. -მაგას როგორ ვიზავ ჩემო პრინცესა. -რომ დამარტყი? არაკაცულად რომ მომექეცი!. -არაკაცულად არ მოვქცეულვარ. ყელში ხელი წამიჭირა და გაგუდვამდე მიმიყვანა. ვერვსუნთქავდი, ხელფეხს ვაქნევდი. უწყლოდ დარჩენილი თევზივით ვფართხალებდი. უკვე მეგონა რომ გამაღრჩობდა.-აი ხომ ხედავ არ მინდა შენო მოკვლა!.ხელს მიშვებს, გვერდით მიწვება და უკნიდან მიხუტებს.-შენ ჩემი პრინცესახარ! შენ მე მჭირდები. ყურთან მიჩურჩულა და ყელში მაკოცა. -მე შენ გჭირდები.ხმადაბლა ამოვიფრუტუნე და ტირილი დავიწყე. -ნუტირი ჩემო პრინცესა ნუტირი.მისკენ გადმომატრიალა ცრემლები მომწმინდა და თვალებში ჩამაჩერდა.-ჩემი პრინცასა არ უნდა იყოს მტირალა.ნელნელა წამოვიდა ჩემსკენ და ტუჩებში მაკოცა. ტანში სულ ერთიანად დამიარა მუხტმა. თითქოს გული გამიჩერდა. სუნთქვა შევწყვიტე, გავინაბე და მთლიანად მას მივენდე, ისკი ოსტატურად მიკოცნიდა ტუჩებს და ნერლენა ხელს პიჟამოსკენ აცურებდა. შიშველ წელზე სწრაფად მომხვია ხელი და ახლოს მიმიკრო. მეც ვნებამორეულმა მას ავყევი და ხელი დაბალ თმაზე შევუცურე. გულაჩქარებული დავაცოცებდი მის სხეულზე ხელებს და თან ვტიროდი. ერთდროულად ჟინს ვიკმაყოფილებდი და თანაც ვტიროდი. თითქოს ამ კოცნას ვნანობდი. გული მიკვდებოდა რომ ახლა ანდრონიკე იყო ჩემს გვერდით და არა ლაზარე. ისევ ლაზარე, ჩემი ლაზარე. სამსახურშუ დაღლილი მივედი, ჩემს დანახვაზე კვლავ სწრაფად წამოემართა ლიკუნა და გვერდით მომიჯდა. -სახე რატო გიბრწყინავსო ნეტაო?. ეშმაკურად მკითხა. -ანდრონიკეს შევურიგდი.წამიერად გავუღიმე და დავინახე როგორ ეცვალა ფერი. -რაქენი?. -შევურიგდი. -დებილიხარ!. -გუშინ მოვიდა, ერთად გვეძინა. -გეძინათ? თუ ისიც მოხვდა?. -არა მაკოცა მერე კი დავიძინეთ. -ანასტასია მომისმინე! ეგ ბიჭი დაგღუპავს, სიცოცხლეს გაგიმწარებს მოიშორე გესმის მოიშორე. -მე ის მიყვარს. -ნუ ამბობ მაგ სიტყვას ასე უმად! ვიცი რომ არ გიყვარს! და ისიც კარგად ვიცი ვინც გიყვარს! ანდრონიკე ვერ შეგივსებს ლაზარეს წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს შეიგნე!. -ისევ ლაზარე? ლალიკო ლაზარე წარსულია ანდრონიკე კი მომავალი. -რამდაგაბრმავა?! თვალი გაახილე! მომავალს იწამლავ! ცხოვრებას ინგრევ!. 2 თვე ასე გადიოდა, მე და ანდრონიკე ყოველ კვირას ვჩხუბობდით, მერე კი ვრიგდებოდით. რამდენიმეჯერ ისეც მომხდარა რომ ხელიც დაურტყავს. მისი ეს საქციელი გულს მტკენდა, სულს მგლეჯდა. ვერვიაზრებდი რას ვაკეთებდი. ასეთ ადამიანთან ვიცოდი რომ არ შეიძლებოდა გაჩერება მაგრამ მაინც ვიყავი მისი შეყვარებული. ხალხმა ზურგი მაქცია, ლალიკო სულ გადამერია. საბასთან შელაპარაკება მომივიდა ამ თემასთან დაკავშირებით. სულ ავირიე, ანდრონიკეს გამო ჩემი სახელი დავკარგე, ანდრონიკეს გამო ჩემი თავი დავკარგე. -ანასტასია ხვალ ბარში ვიკრიბებით.ტელეფონზე დამირეკა საბამ. -მართლა? ვინები?. -მე შენ და ლალიკო. -რაობაა?. -ისე ვიკრიბებით ანასტასია რა დაგემართა. -კიდევ იმაზე თუ უნდა მიკითხოთ ლექციები მაშინ არ წამოვალ. -არა უბრალოდ ისე გავერთოთ. -კარგი. -ხვალ კაფეში გამოგივლით ორივეს. მაისის თვე იყო, უკვე ძალიან ცხელოდა. დღეს საბა უნდა გვენახა ამიტომ კრემისფერი სანარაფანი და თხელი ჟაკეტი ჩავიცვი. ფეხზე მაღალქუსლიანები მოვირგე და თმა გვერდულად გადავიყავი. მაკიაჟი არ გამიკეთებია, ან რატომ უნდა გემეკეთებინა სათვალეში მაინც არ გამოჩნდებოდა. საღამოს მე და ლალიკო მომზადებულები დავხვდით და იმ ბარში წავედით სადაც ადრე წაგვიყვანა ლაზარემ. ალკოჰოლური სასმელი და პიცა შევუკვეთეთ, დროს ძალიან კარგად ვატარებდით. ბევრს ვიცინოდით და ვმხიარულობდით. ამ დროის განმავლობაში სულ გადამავიწყდა ანდრონიკე, მთლიანად ამ ორზე ვიყავი გადართული რომლებიც სიყვარულით აღსავსენი უცქერდნენ ერთმანეთს და არაფრის დიდებით არ ამბობდნენ ნამდვილ სათქმელს. ერთი შეხედვაც კი კმაროდა რომ გამოგეცნოთ, ლალიკოს და საბას ერთმანეთი უყვართ. თუმცა მალავენ ეს კი მაგიჟებს. ცოტახნით საპირფარეშოში გავედი, სასმელმა ჩემზე იმოქმდედა და ცოტა შემათრო. სახეზე წყალი შევისხი და დამშვიდებული წავედი მაგიდისკენ. ოჰ ერთი ვიღაც შეგვმატებია. უკნიდან იდგა ვიღაც ყმაწილი და ვერ გავარჩიე ვინ იყო. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი მის სახეს, რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა. ამიტომ სწრაფად წავედი მაგიდისკენ და ბიჭს წინ დავუდექი. -ლაზარე?.გაოგნებულმა შევხედე, ამ 3 თვეში უკვე დაკაცებულ და გასიმპატიურებულ ლაზარეს. -ანასტასია.გაბრწყინებული თვალებით გადმომხედა. -ლაზარე. თავი ვერ მოვთოკე მისკენ წავედი და ჩავეხუტე. მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე და ბოლომდე შევავსე ის სიცარიელე რაც მთელი ამ დროის განმავლობაში ანდრონიკემ ვერა და ვერ შეასო. ბედნიერებისგან არვიცოდი რა გამეკეთებინა, ერთადერთი რაც იმ წუტას მინდოდა მისი თახუტება იყო და ზუსტადაც მას ვეხუტებოდი. მისით ვივსებოდი.-მომენატრე. დარამმმმ მეექვსე თავიც დაიდოოო. როგორ მიყვარხართ ჩემო მკითხველებო ნეტა იცოდეთ, ჩემი შოკოლადები ხართ სუყველაა. იმედია მოგეწონაბათ და მომიტევეთ შეცდომები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.