შეუმჩნეველი (VI ნაწილი - დასასრული)
მე ვიცინოდი, თავი ოდნავ ზევით მქონდა აწეული, ის კი თავზე მკოცნიდა და გვერდულად მიღიმოდა. ამ ფოტოს თავს ვერ ვანებებდი ერთი პერიოდი, სულ მინდოდა მეყურებინა და მეყურებინა და ამას ვერაფერს ვუხერხებდი. მხოლოდ დაშორების შემდეგ მომინდა ყველაფერზე მეტად მასთან ყოფნა, მხოლოდ დაშორების შემდეგ მომინდა მასთან მარტო დარჩენა, მისი ჩახუტება, კოცნა. მინდოდა რომ ისევ ისეთი ყოფილიყო ჩემს გვერდზე, როგორც ყოველთვის. ისევ ისეთი მზრუნველი, მაგრამ აუტანელი. ისევ ისეთი მიამიტი, მაგრამ საყვარელი და თბილი. მაინც მასთან ვიყავი, სულ მასზე ვფიქრობდი და ვწუხდი რომ ასეთი ვიყავი. ალბათ მისი ცხოვრება გაცილებით იოლი და ლამაზი იქნებოდა მე რომ არ შევხვედრილიყავი. მე რომ არ გავეცანი და მე რომ არ შევყვარებოდი. ახლა მგონი მართლაც ასეთი უზრუნველყოფილი ცხოვრება აქვს. ჩვენი დაშორების შემდეგ ზუსტად ერთი წლის და ხუთი თვის შემდეგ გავიგე რომ ცოლი მოიყვანა. ხანში შესული, უსაქმური ქალების ნათქვამს თუ გავიმეორებთ თორნიკესთვის შექმნილი ანგელოზი, მისთვის შესაფერისი ქალი, ისეთი, როგორიც ჯაფარიძეების ოჯახს შეეფერებოდა. სასიამოვნო გარეგნობის მქონე და კარგად განათლებული ყოფილა, თორნიკეზე სადღაც 4-5 წლით პატარა. ერთმანეთი ოფისში გაუცნიათ, როდესაც თორნიკეს უფროსმა თან ქალიშვილიც მიიყვანა სამსახურში, თურმე გულში ეგრევე ჩამოუვარდათ ერთმანეთი. როცა თორნიკეს დედა მაღაზიაში შემხვდა ყველაფერს ისე მიყვებოდა თითქოს თორნიკეს ძველი მეზობელი ან მივიწყებული მეგობარი ვყოფილიყავი, რომელსაც აინტერესებს რას აკეთებს დავიწყებული თორნიკე. თავი საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი, მინდოდა მისთვის გამერტყა და ჩემს წინ გამენადგურებინა, მაგრამ ვხვდებოდი რომ ამის გაკეთება არაფრით შეიძლებოდა. ლაპარაკის დასრულების შემდეგ ირონიულად გამიღიმა და მხრებში გამართული მომცილდა, ალბათ ისიც საშინლად ბედნიერი იყო ჩვენი დაშორებით, მეთვითონაც ვხვდები, რომ ჩემნაირი რძალი არავის არაფრად სჭირდება. ალექსანდრე, როგორც შვეიტყვე მალევე გაემგზავრა უცხოეთში, ცოლთან კიდევ ერთხელ ჩხუბის შემდეგ. არ ვიცი შვილს რა მომავალს სთავაზობდა ამით, თუმცა რატომღაც ამ ისტორიას აღარ ჩავღრმავებულვარ. მხოლოდ ის გავიგე, რომ იქ აპირებდა დარჩენას და ახლო მომავალში ჩამოსვლას და უკან დაბრუნებას არ გეგმავდა. მისი ბიზნესი იქ გაცილებით წარმატებული ყოფილა ვიდრე აქ, საქართველოში. თვეში ერთხელ ელენეს და მის შვილს საკმაოდ ნორმალურ თანხას უგზავნიდა და ამით თავს იმართლებდა, რომ ასე მათვისაც უკეთესი იყო და მისთვისაც. მე წავედი. სახლი, რომელიც მე მემკვიდრეობით მერგო დედასგან ძალიან ჰგავდა იმ სახლს, სადაც ბავშვობის წლები გავატარე, თითქმის ყველაფრით, იგივენაირად იყო მოწყობილი, იგივე ფერები ჭარბობდა ოთახებში, იგივე აურა ტრიალებდა, მიუხედავად იმისა რომ იქ უკვე წლების განმავლობაში არავინ შესულა საცხოვრებლად, მხოლოდ მოსავლელად და ჭუჭყის გასაწმენდად, ამიტომ ახალ სახლთან შეგუება დიდად არ გამჭირვებია. რაღაცეები შევცვალე, ავეჯი გადავაადგილე და ჩემი გემოვნებით დავალაგე. საბოლოოდ, როდესაც ოთახებს თვალი მოვავლე, მივხდი, რომ ზუსტად ჩემთვის იყო შექმნილი ეს ტერიტორია. ერთადერთი მინუსი რაც ამ სახლს ჰქონდა იყო ის, რომ ბათუმში მდებარეობდა. ზღვასთან საკმაოდ ახლოს, თბილისის დატოვება არ წარმოადგენდა ჩემთვის პრობლემას, თუმცა ბათუმთან შეგუება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ რადგან თბილისში დარჩენას იმ წუთში ყველაფერი მერჩივნა მალევე გავიქეცი, ამას თუ გაქცევა ერქვა, ყველა ადგილი ან ერთზე აღვიძებდა მოგონებებს, ან - მეორეზე. თავი შეშლილი მეგონა, არც კი ვიცოდი ასეთი ფიქრები რატომ მაწუხებდა. დაშორების შემდეგ, რამდენიმე კვირა მქონდა ვიზიტები ფლიქოლოგთან, თბილისიდან წამოსვლამდე. ვერ ვიტყვი რომ დამეხმარა, საბოლოოდ მივხვდი რომ დროის და ფულის ტყუილად უბრალოდ ფლანგვა უფრო იყო იმ ქალთან სიარული, ვიდრე ჩემი დახმრება. ახლაც აქ ვარ, სანაპიროზე, მიუხედავად იმისა რომ ეს ადგილი ყოველთვის მეზიზღებოდა ბოლოს ისე მივეჩვიე რომ აქ სისტემატურად დავიწყე სიარული. ცივ ქვებზე ჯდომისგან საჯდომი მტკივა, თუმცა ამ ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევ და ისევ ზღვის ყურებას გავნაგრძნობ. გვერდზე რატი მიზის, ისიც ჩემსავით ხმას არ იღებს, უბრალოდ ლუდს სვამს თავისთვის და ცაზე გამოჭიმულ ვარსკვლავებს თვალს არ აშორებს. ისე აკვირდება ცას თითქოს ახალი აღმოჩენა იყოს. ბოლოს ყურადღებას მეც მაქცევს, ახლა ჩემს შესწავლას იწყებს. ჯერ ჩემს თვალებს აშტერდება, მერე მზერა ცხვირზე გადააქვს, შემდეგ ოდნავ დაღებულ ტუჩებზე, საბოლოოდ კი ყელზე. ჩემკენ ნელა იხრება, მის ცხელ სუნთქვას ყელზე ვგრძნობ. სასიამოვნოდ მკოცნის, მსიამოვნებს, საშინლად მსიამოვნებს მისი შეხება. - საოცარი ხარ! - თავს ჩემი ყელიდან სწევს და ძლივს გასარჩევად ჩურჩულებს. შეუმჩნევლად მეღიმება და ოდნავ უკან ვიწევი. მიუხედავად სიბნელისა მაინც ვხედავ, თუ როგორ ბრწყინავს მისი ღია, ცისფერი თვალები. მაცდურად ვუღიმი, რომ მასში რაღაც სხვა გრძნობა გავაღვიძო, ის, რომელიც მის სახეზე არ არის გამოხატული. ხმას არ ვიღებ, ჩუმად ვარ. ისიც დუმს, უბრალოდ მიყურებს და აუჩქარებლად მოიწევს ჩემსკენ. ზოგჯერ კი თვალს ტუჩებისკენ გააპარებს ხოლმე. - შეიძლება გაკოცო? - მეკითება ბოლოს. ძალიან მინდა, ალბათ ახლა, ამ მომენტში ყველაფერზე მეტადაც კი, მაგრამ თავს უარის ნიშნად ვაქნევ და ხელში ლუდით სწრაფად ვდგები. ზღვას უფრო ვუახლოვდები და ნახევრად ცარიელ ბოთლს ვისვრი. საერთოდ არ ვფიქრობ არაფერზე, არც ამ სულელურ და არაკულტურულ საქციელზე, არც იმაზე თუ როგორი შეურაცხყოფილი გამომეტყველება აქვს ახლა რატის სახეზე და არც ალექსანდრეზე და თორნიკეზე, რომლებმაც ცხოვრების ისე წარმართვა შეძლეს, რომ მეც კი გამაკვირვეს. მათი ბედნიერი სახეები მე მბოღმავს. საშინელ გრძნობებს, არაადამიანობას აღვიძებს ჩემში. პირველად ისიც უბრალო გასართობი იყო, მისი გამოყენება მინდოდა, ისე როგორც ყველასი, მაგრამ შემდეგ, როდესაც შეხვედრა ისევ შემომთავაზა რატომღაც უარი არ მითქვამს, დავთანხმდი და რესტორანში სავახშმოდ წავყევი. კარგი დრო გავატარეთ, საინტერესო პიროვნება ჩანდა, განსხვავებული წარსულით და სასიამოვნო ისტორიებით და ხუმრობებით. იყო მასში რაღაც რაც მომეწონა, მისმა შარმმა და ლაპარაკის სტილმა მომხიბვლა. პირველად, როდესაც შევხვდი უცნაური ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა, რაც მასთან სიახლოვის სურვილს უფრო მიჩენდა. პირველად ყველანაირად ვცდილობდი ამ გრძნობის უარყოფას, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი რომ ეს შეუძლებელი იყო. არ მიყვარდა, მაგრამ ძალიან, ძალიან მომწონდა. მაგრამ რატი არც პირველი და არც უკანასკნელია. კიდევ ბევრი მოვა და წავა, უბრალოდ არ მინდა ყველა მათგანს გული ეტკინოს. ვისაც ვუყვარდები, დაშორების შემდეგ საშინლად გრძნობს თავს, რამდენიმე თვის შემდეგ კი წარმოუდგენელ წარმატებას აღწევს, პოულობს უკვე მისი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს და მოცემულ წლებს ისე იყენებს, როგორც საჭიროა. მე კი ერთიდაიგივე ადგილას ვარ გამოკეტილი, თითქოს ჩემს ცხოვრებაში არაფერი ახალი არ ხდებოდეს, დილით, როდესაც ვიღვიძებ სხვებისთვის ახალი დილა თენდება, ჩემთვის კი ზუსტად ისეთი როგორიც წარსულში. მომაბეზრებელია ეს სიტუაცია, თუმცა უკვე მისაღებიც, ნელ-ნელა ვეჩვევი ყველაფერს და ვხვდები რომ ამის რადიკალურად შეცვლა კიდევ უფრო ცუდ შედეგს მომიტანს. მშურს მათი, სასტიკად მშურს, რადგან ვიცი, რომ რაც არ უნდა გავაკეთო იმას მაინც ვერ მივაღწევ რისი მიღწევაც მინდა, ვერ ვიქნები ისეთი ბედნიერი, როგორიც მინდა რომ ვიყო, ვერ მოვახერხებ იმ ოცნებების ახდენას, რომელიც ბავშვობაში მქონდა. ყველა ოცნება სამუდამოდ გახდება აუხდენელი, ვერასდროს იქცევა რეალობად და ჩემი ბედნიერების მიზეზად. ბოლოს მაინც ალბათ ყველაფერი დამთავრდება, ისევე როგორც სიკეთე და ბედნიერება, ასევე ჩემი მწუხარება და ტკივილი. სულ მაინტერესებდა თუ როგორი იქნებოდა ჩემი ბოლო ამოსუნთქვა, თუ სად და როდის დატოვებდა ჩემი სული ჩემს არავისთვის საჭირო, მახინჯ სხეულს, რომელსაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში ალბათ ათასი კაცი მაინც შეხებია. გამოყენებული ვარ, ისევე როგორც მე ვიყენებდი სხვებს, მეც მიყენებდნენ, ისე თითქოს ნივთი ვყოფილიყავი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში გჭირდება. ერთჯერადი ვიყავი, მიყენებდნენ და შემდეგ მეც ნაგავში მაგდებდნენ და ზიზღით მიყურებდნენ, რადგან ჩემი მეორეჯერ გამოყენება სასირცხვილო იყო. საინტერესოა, ვინმეს გავახსენდები? ვინმე მომინახულებს? სინამდვილეში უკვე დამჭკნარ და შეუხედავ ყვავილებს მეც ამომიტანენ და წასვლამდე აუცილებლად გადმოყრიან ცრემლებს? ამაზე ფიქრი სამუდამოდ შემიძლია, იქამდე სანამ ეს დრო მართლაც არ დადგება, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არაფრის მომცემია. უკან ვიხედები, რატი წასული მხვდება, ისევ მარტო ვარ, როგორც ხშირ შემთხვევაში. უეცრად სიცილი მიტყდება და ვერაფრით ვახერხებ გაჩერებას. ნერვულად ვიცინი, ვინმე რომ მიყურებდეს დარწმუნებული ვარ გიჟი ვეგონებოდი. ასე თუ გავაგრძელებ ალბათ მართლაც ის შეუმჩნეველი არსება გავხდები, რომელიც მინდოდა რომ ადრე ვყოფილიყავი. მალე ყველა დამივიწყებს, ჩემთვის ნაცნობი ადამიანებისთვის უბრალო მოგონებად ვიქცები, რომლის გახსენებაც კი არ მოჰგვირს მათ წამიან ღიმილს, სავარაუდოდ, უფრო წარსულში დაბრუნება და ჩემი სამუდამოდ ამოშლა მოუნდებათ, რომ მაქციონ არარსებულ ადამიანად, შავ წერტილად, რომელიც ჩემს სახეს მაინც არ გაახსენებთ. მეც დავიმალები, გავქრები და გავუჩინარდები, ისევე როგორც მათთვის, ასევე ჩემთვისაც. ისედაც არავის სჭირდება გამოყენებული მართა. რატომ უნდა ვიწვალო? ჩემს ტყუილებში დღითიდღე უფრო ვიძირები, ყველასთან ერთად ვიზიზღებ საკუთარ თავს და იმ უბედურების მარწუხებში ვექცევი, რომლისგან გაქცევაც უნდა მინდოდეს. მინდა კიდეც, მაგრამ ამის თავი უბრალოდ არ მაქვს. ისეთი დაღლილი და დაქანცული ვარ, თითქოს მთელი ცხოვრება შეუჩერებლად ვმუშაობდი და დასვენებას ვნატრობდი. ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ყოველდღე უფრო ცუდად ვარ. წარუმატებლობა სულ გვერდში დამსდევს და თავს არ მანებებს. საბოლოოდ კი მთლიანად მშთანთქავს. შემდეგ მეჩვენება რომ ყველა თავს მარიდებს, არავის არ უნდა ჩემთან დალაპარაკება, არავის სურს ჩემს გვერდით დაჯდომა, ჩემთან ერთად რამის განიხილვა, არავის უნდა ჩემი შეყვარება. როგორც ჩანს ჩემს მიზანს მაინც მივაღწიე - გავხდი შეუმჩნეველი. აღარავის ვახსოვარ, აღარავის ვუყვარხარ, ყველამ უკვე დამივიწყა, ალბათ მათთვის ეს სულაც არ იყო რთული. მე რომ მათ ადგილას ვყოფილიყავი, მეც აუცილებლად დავივიწყებდი ჩემნაირ არარაობას. დასასრული ესეც პირველი ისტორია ამ გვერდზე, ხუთ საათზე დავიწყე ამ თავის წერა და მხოლოდ ახლა დავამთავრე, ყველანაირად ვცდილობდი ის გადმომეცა, რაც წესით ბოლო თავში უნდა დამეწერა, მაგრამ მგონი ის მაინც არ გამოვიდა რაც მინდოდა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მაინც კმაყოფილი ვარ, დიდად არ ჰქონდა არც მკითხველების და არც ლაიქების, თუ კომენტარების რაოდენობას ჩემთვის მნიშვნელობა, რადგან ამას ჩემი თავისთვის უფრო ვწერდი, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენი რამდენიმე სიტყვაც ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ გვერდზე გადავწყვიტე ისტორიების დადება. ყველა საოცრად საყვარელი და თბილია. ბევრის წერის სტილით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ და ჩემთვის უდიდესი პატივია რომ ზოგი მათგანი მეგობრობშიც მყავს, მერე რა, ვითომ და არაფერი, მაგრამ ესეც საკმაოდ ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ჩემი ნაწერი არ არის იდეალური, ალბათ ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ იქნება, მაგრამ ვცდილობ და მიხარია რომ ამის შესაძლებლობა მაქვს. ყველას კიდევე ერთხელ დიდი მადლობა რომ კითხულობდით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.