პირველად სვანეთში -1-
ძალიან სასაცილო ბავშვი ვიყავი. ახლა, რომ მახსენდება, მეცინება კიდეც. მოკლე კაბა, თეთრი ელასტიკი და ფეხზე ,,ბასანოშკები'' მეცვა. ფეხსაცმლის შიგნით, კი ასევე თეთრი, მაღალყელიანი წინდები, ორად გადაკეცილი. თმა, როგორც ყოველთვის ორად მქონდა გაყოფილი და დაწნული. მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩემზე ლამაზი ქვეყნად არავინ დაიარებოდა. მეგონა, რომ ძალიან მაგრად მეცვა, მაგრამ ახლა, რომ ვუფიქრდები, სასაცილოდ არ მყოფნის. ზუსტად იგივე სტილზე იყო ჩემი მეგობარი ნატაც, რომელიც სკოლის პირველი დღიდან, ჩემს გვერდით იყო. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ მომწონდა, მაგრამ ადვილად გამონახა ჩემთან საერთო ენა. ერთმანეთისგან იმით განვსხვავდებოდით, რომ თმა იმას ზევით ჰქონდა აწეული და ცხენის კუდად შეკრული. არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მახინჯები ვიყავით, ან რამე ამის მსგავსი. უბრალოდ, უაზროდ გვეცვა და ეს ყველაფერი გვაუშნოვებდა. -როგორ ფიქრობ, რომ გავიზრდებით, როგორი ქმრები გვეყოლება, ან ქორწილში როგორი კაბა გვეცმევა? - ნატა ყოველთვის ,,საინტერესო'' კითხვებს სვამდა. მეც უბრალოდ მხრებს ვიჩეჩდი იმის ნიშნად, რომ არ ვიცოდი და ჩემს შექმნილ სამყაროში ვინაცვლებდი. ეს სამყარო ფერადი იყო. 7 წლის გოგონა რა თქმა უნდა, ზღაპრულ მომავალზე ვვოცნებობდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, სვანების შესახებ ბევრი რამ ვიცოდი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სვანი ქმარი მინდოდა. დღესაც, როცა მარტო ვარ და ჩემს მომავალზე ვფიქრობ, რატომღაც ახლაც, მხოლოდ სვანი. ბიჭი წარმომიდგენია ჩემს გვერდით და სხვა არავინ. თითქოს ძალიან ფიცხები და ცუდი ხასიათისები არიან, მაგრამ რაღაც მიზიდავს მათში. დღემდე არ მაქვს ეს საიდუმლო ამოხსნილი. *** -ქეთა, ადექი რა, თორე დავაგვიანებთ. - ნატას ხმა მესმის და მაშინვე ფეხზე ვხტები. დღეს ჩემი ოცნება ახდება. სვანეთს გავიცნობ. მის თითოეულ კუთხე კუნჭულს შევისწავლი. ამის შემდეგ, სვანებზე როგორი წარმოდგენა შემრჩება არ ვიცი. ან ძალიან ავიცრუებ მათზე გულს, ან პირიქით, კიდევ უფრო შემიყვარდებიან. -არ მჯერა. - გაღიმებულმა წამოვიყვირე და თვალები დავხუჭე. -მიდი შედი აბაზანაში, მანამდე ყავას გავაკეთებ. - ნატას თავს ვუქნევ და წყლის გადასავლებლად შევდივარ. დილის პროცედურებს მალე ვიტარებ. იმაზე ჩქარა გამოვდივარ აბაზანიდან, ვიდრე ოდესმე, რაც ნატას გაკვირვებას იწვევს. -თუ ასე იქნები, ყოველდღე ვიაროთ სვანეთში. მე პრობლემა არ მაქვს. - ბოლო ხმაზე იცინის და მისკენ ნასროლ ბალიშს თავს არიდებს. -გადი ახლა, ჩავიცვამ და გამოვალ. - ენას ვუყოფ და კარს ცხვირწინ ვუხურავ. -მალე, თორე გაგვასწრებს მარშუტკა და დარჩები გაღიმებული. - ვხვდები, როგორ იჯღანება და ამაზე გულით ვიცინი, უფრო სწორედ ,,ვჭიხვინებ''. თუ ვიცინი, ბოლო ხმაზე ვიცინი, რასაც ნატა და დედაჩემი ,,ჭიხვინს'' უწოდებენ, თუ არადა არც ვიღიმი და დაბღვერილი ვარ. ხშირად მეუბნებიან, რომ უცნაური ხასიათი მაქვს, რაშიც ყველას ვეთანხმები. უკვე გამზადებული ოთახიდან გავდივარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, სადაცაა გული საგულედან ამოვარდება. ცოტახანიც და სვანეთში ვიქნები. ცოტახანიც და ბავშვობის ოცნებას, რეალობად ვაქცევ... *** -ადგილები დაიკავეთ და გავდივართ. - ჩვენი დამრიგებელი ყვირის და ბავშვებს უთითებს, რომ თავიან ადგილებზე მოთავსდნენ. მე და ნატა, როგორც ყოველთვის სულ ბოლო რიგში ვზივართ. ჩვენს გვერდით, ჩვენი კლასელები ნიკუშა და თედო სხედან. ჩვენ ოთხნი ვართ კლასის დამქცევებიც და ამშენებლებიც. სხვები უბრალოდ კლასის რაღაც ნაწილს წარმოადგენენ. ყოველთვის ხულიგანი ბავშვების სახელით მოგვიხსენიებდნენ მასწავლებლები. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაცას ვაშავებდით, მაინც მთელ სკოლას ვუყვარდით. რადგან ყველაფერ ცუდთან ერთად, კარგი მოსწავლეები ვიყავით. -მიდი დაუკარი რა. - თედოს გადავაწოდე გიტარა და სიმღერის მოლოდინში გავირინდე. მიყვარდა ამ ადამიანის ხმა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სკოლაში გაკვეთილზე იწყებდა სიმღერას და ყველას, ცელქ თუ მუდო ბავშვს იყოლიებდა. -რა ვიმღერო? - წარბები აათამაშა და ცოტახანში მთელს მარშუტკაში, მხოლოდ გიტარის სიმების და თედოს ლამაზი ხმა ისმოდა. ,,ზაფხულის ერთი ლამაზი დღე იყო, შენ, რომ დაგინახე და ღამე გაიყო, ორად გაიყო დღისგან გამოიყო, შებინდდა და უცებ გრიგალი დაიწყო. მე რომ შემიყვარდი სიცივე დაიწყო ლამაზი ღამისგა წყვდიადი წარმოიშვა, მთვარე ფერებში ღამეს ჩამოდნა და გათენება უკვე გვიან იყო. ისევ დაგინახე და ტირილი მომინდა ღამისფერ თვალებიდან ცრემლი წამოვიდა, ლოყაზე ჩამოვიდა ნიკაპს დაეკიდა, უცებ გაქრა და ნეტავ სად წავიდა?! შენთან წამოვიდა, წერილი მოგიტანა. ჩემი სიყვარულის ხელითდაწერილი. რომ მოვა გეტყვის, რომ ვინ გამოატანა, ნუ გაგიკვირდება მე თუ ვიქნები." ისეთი გრძნობით მღეროდა, რომ გამიკვირდა. ზოგადად, ასეთ სიმღერებს არასდროს მღეროდა. პირიქით, ამბობდა კიდეც, რომ ვერ იტანდა აზეთი ტიპის სიმღერებს. ამ მომენტში მივხვდი, რომ ვიღაც უყვარდა, თან იმდენად, რომ ასეთი რომანტიულიც კი გამხდარიყო. ,,ნუ მომწერ, არ გინდა, მხოლოდ წაიკითხე. პასუხს რომ გნახავ მე თვითონ მივხვდები.. სახეზე გეწერება სიყვარული დაწერს, თუ არ დაწერა და იქვე მოვკვდები. მადლობა ოცნებებს მადლობა ხმებს, გეტყვი იმასვე, რასაც არ ვწერ. ფიქრებში გართულ მომაკვდავ ერს ეჭვიანობის სანთელი ღმერთს. ქუჩაში ობლად გამოწყვდილ დღეს ნუ დამანახებ გაგიმხელ ბევრს. უსამართლობას ნუ აზიარებ, ცხელ გზებს დავტოვებ მე ბედნიერებს. დიდ სიყვარულზე ნუღარ მოყვები.. ვიცი კარს იქით სულ სხვას მიყვები. გზა და გზა ფიქრით ბრუნდები ვაი თუ დაგრჩა სხვისი მუზები. მადლობას ვუხდი შეცდომებს ძველს, ვერ გაპატიე და თავს ვერ ვდებ. ასე მოწყენა თუ შეეძლო ხმებს, ვინც მთვარეს დათმობდა ოცნებებს ვერ. არ გეტყვი მე თუ გავიფიქრებ ბევრს, ადიდებული მთაწმინდის მზე. სულ მარტო ხოხიალით ავივლი, თუ ეს უშველის დამწვარ მზეს. და მერე შევქმნი მე სამყაროს ჩემს. სადაც დავხატავ მწვანე გზებს, მადლობა ოცნებებს მადლობა ღმერთს, იქ მაინც ვიტყვი რაც ვერ ვთქვი დღეს!" სიმღერა დაამთავრა, თუ არა, მარშუტკა მაშინვე ოვაციებმა მოიცვა. ყველას უკვირდა თედოს ასეთი ცვლილება. ჩვენც ვერაფერს ვეუბნებოდით. პირველად იყო ასე, რომ არაფერზე ვიცინოდით. უბრალოდ, ჩუმად ვიჯექით და მთებს გავყურებდით. სწორედ ამ მომენტში მივხვდი, რო. გავიზარდეთ და ამ გაზრდამ, ჩვენ ოთხი ნაგიჟარიც კი დაგვაჭკვიანა. გზა ძალიან გაიწელა. კიდევ სამი საათი იყო დარჩენილი, ამიტომ ძილი გადავწყვიტე. ტვალების დახუჭვამდე მეგიბრებს გადავხედე. ნატას და ნიკუშას ეძინათ, ხოლო თედოს თავი საზორგისთვის მიედო და გზას უყურებდა. მივხვდი, რომ რაღაც უჭირდა და ამ რაღაცას აუცილებლად გავარკვევდი. მერე სხვებსაც გადავხედე. ზოგი კარტს თამაშობდა, ზოგი ჩიფსს ჭამდა, ზოგიც რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდა. თითქოს არც მესიამოვნა ეს სიტუაცია. ყოველთვის იმას ვიყავი შეჩვეული, რომ ჩვენ ოთხნი ვლაპარაკობდით და ვიცინოდით, დანარჩენები კი ჩუმად ისხდნენ. გზას უკვე იმდენად ვყავდი დაღლილი, რომ ვეღარ გავძელი. მთების ყურებაში ნელ-ნელა ჩამეძინა. გონს მაშინ მოვედი, როცა ნატას ცივი ხელები ვიგრძენი სახეზე. -რა.. რა ხდება? - ჯერ კიდევ არ ვიყავი გონზე მოსული. მაგრამ ნატას სახის დანახვისთანავე მივხვდი, რომ უკვე ადგილზე ვიყავით. მაშინვე ფეხზე წამოვვარდი და მიუხედავად იმისა, რომ უკან ვიჯექი, პირველმა მოვახერხე მარშუტკიდან ჩასვლა. გული გამალებით მიცემდა. რაღაცას ვგრძნობდი. რაღაც ამოუცნობს, რაც ძალიან ძალიან მაბედნიერებდა. --------------- პირველი მოთხრობის პირველი თავი და მე ისე ვნერვიულობ, რომ ვერ გეტყვით. ვინც ნახავთ, ძალიან გთხოვთ, გამოხატეთ თქვენი აზრი. მომდევნო თავი ყოველთვის დღე გამოშვებით დაიდება! დიდი სიყვარულით, უკვე თქვენი სოფიკო! (აქ ვიღიმი.) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.