შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათვალე (7)


5-02-2017, 23:33
ავტორი სალი-სალი
ნანახია 1 496

7
მის ჩამოსვლას ავღნიშნავდით. ლალიკო და საბა კი ხვდებოდნენ სიხარულით, მაგრამ მე? ვიცოდი რომ ყველაფერი აირეოდა, მასთან ერთად ხშირად მომიწევდა ყოფნა, ანდრონიკესადმი რაც კი გრძნობა მქონდა ყველაფერი გამინელდებოდა. მის დანახვაზე სული მეხუთებოდა, გული მიჩერდებოდა, ერთდროულად ბედნიერებისგან ვივსებოდი და ამავდროულად საშინლად ვხდებოდი. ხელის კანკალით ვიღებდი არყის ჭიქას და პირში წამებში ვისხავდი.სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე სვავდნენ, ლაზარე კი თვალს არ მაშორებდა. კაბის ბოლო მუჭში მქონდა მოგროვილი და მთელი ძალით ვუჭერდი. ლალიკო ხვდებოდა ყველაფერს და გასამხნევებლად ხელზე ხელს მადებდა. მეც მკრთალად ვიღიმოდი და ლაზარესკენ ვაპაებდი თვალებს. თვალები ოდნავ ჩაწითლებოდა, ტუჩები დაბუშებული ჰქონდა, აშკარა იყო რომ დათვრა.
-ამ სადღეგრძელოს ლაზარე იტყვის, არა ლაზაზო?.მხარზე ხელი დაკრა საბამ.
-რახან არ იშლი.მხრები საყვარლად აიჩეჩა და თავი გვერდულად გადააქნია.-ამ ლამაზი სასმისით სიყვარულს გაუმარჯოს. მისი სიტყვები გულში ჩამწვდა და თვალები ამიცრემლიანდა.-ყველას დაგილოცავთ პოტენციურ რომეოებს და ჯულიეტებს, გისურვებთ სულ წრფელი სიყვარული გეტარებინოთ თქვენი ლამაზი გულებით, ამბობენ რომ სიყვარული თავად ღმერთია და როცა გიყვარს ღმერთი შენთანაა, ამ ლამაზი ღვთიური სიყვარულის სადიდებელი იყოს.ჯერ ერთი ჭიქა დალია შემდეგ კი მეორე მიაყოლა. მთელი ამ დროის განმავლობაში როდესაც სადღეგრძელოს ამბობდა მე მიყურებდა.
-ისე რამდენი დადის ასე უსიყვარულოდ.ხმადაბლა ამოიოხრა საბამ და ნაღვლიანად გადმომხედა.-რაც არ უნდა გააკეთო მაინც ცივად გპასუხობენ.
-აზრი არ აქვს მოთხოვო ადამიანს ის გრძნობა, რომელსაც არ განიცდის.თავისთვის ამოიოხრა ლაზარემ, სიგარაას გაუკიდა და თვალი თვალში გამიყარა.ეს ალბათ უფრო მე მითხრა ვიდრე საბას. ყველას გვეცვალა ხასიათი, დავღონდით, ოთხივე სიყვარულის ნაკლებობას განვიცდიდით. იმისდა მიუხედავად რომ მე გვერდით ანდრონიკე მყავდა მაინც უსიყვარულოდ დარჩენილი ვიყავი.
-მე სახლში უნდა წავიდე.თავი ძალინ ცუდად ვიგრძენი, არმინდოდა მათთან გავჩერებულიყავი, თანდათან ვგრძნობდი რომ ტირილს დავიწყებდიი და ჩემს ირგვლივ ყველაფერს დავლეწავდი.
-რადროს წასვლაა ტასუნა მოიცა რა.არ დააყოვნა საბამ კომენტარის გაკეთება.
-არა თავს ცოტა ცუდად ვგრძნობ.მეტი დამაჯერებლობისთვის შუბლზე ხელი მივიდე და შეწუხებული სახით გადავხედე.
-მაშინ მე გაგიყვან.ხელი გასაღებს სტაცა.
-არა არა მთვრალიხარ, ტაქსით წავალ.ხელი გავაწევინე და ჩანთა გვერდულად გადავიკიდე.
-აუ ტასო ესე როგორ გაგიშვა.
-წავალ საბუ წავალ არიდარდო.მხრები არხეინად ავიჩეჩე და კაბა გავისწორე.
-მე მიგაციელბ ტაქსამდე.ხმა ამოიღო დადუმებულმა ლაზარემ.
-არარის საჭირო.
-საჭიროა!.მკაცრად მითხრა და ქურთუკი მოიცვა.
-ხვალ თუგინდა დააგვიანე.ლალიკომ უკნიდან მომაძახა და თვალი ჩამიკრა.
-თუ ძალიან არ გამიჭირდა ხომიცი თავის დროზე მოვალ,აბა კარგად გაკოცეთ.ყველას კოცნა გავუგზავნე და გარეთ გავედი. ცივი ჰაერი მომხვდა სახეზე და სიამოვნებისგან სახე გამენაბა. მოშიშვლებულ მუხლებზე უფრო სწრაფად ვიგრძენი სიცივე და ავცახცახდი. შემდეგ ტანში ერთბაშად დამიარა. ფეხებს ძლივს ვადგავდი, წაქცევის პირას ვიყავი, თან ეს სასმელი, მანაც თავისიქნა და შემათრო. გაჩერებასთან მივედი და დავდექი, გვერდით ლაზარე ამომიდგა და კვლავ სიგარეტი გააბოლა. არაფერი მითქვამს უბრალოდ ცარიელ ტრასას ვუყურებდი და გულში ვბუზღუნებდი რაღა ეხლა მოუნდათ ამ ხალხს სახლებში დასვენებათქო.ძლივს ერთმა გამოიარა, ხელი გავუქნიე მაგრამ შენცარმომიკვდე არ გამიჩერა.კიდევ სამს გავუქნიე თუმცა ისე ჩამიარეს თითქოს საერთოდ არ ვარსებობდე. უკვე ცუდად ვიყავი, მაღალქუსლიანებმაც თავისი ქნა, ფეხზე ძლივს ვიდექი, ბოლოს რომ ვეღარ გავუძელი ტროტუარზე ჩამოვჯექი და ფეხსაცმელი გავიხადე.
-კარგადხარ?.გვერდით მომიჯდა და მხარზე ხელი დამადო. შეხების ადგილას კანი ამეწვა, მეგონა ცხელი დაშნა გამიყარეს მხრიდან გულამდე და მთელი სხეული ნაკუწებად მიქციეს.
-უბრალოდ დავიღალე.თავი გავაქნიე და მუხლებში ჩავრგე.
-თავი აწიე ჰაერი გჭირდება.თავი ამაწევინა და მისკენ შემატრიალებინა.
-ჰაერი უკვე დიდიხანია მჭირდება. უნებურად ამოვიურჩულე ისე რომ ლაზარეს გაეგო.
-ხელოვნური სუნთქვა ჩაგიტარო?.ეშმაკურად გადმომხედა და ჩაიცინა.
-არა ეგრეც არაა საქმე.თავი გავაქნიე თუმცა უარზე არ ვყოფილვარ.
-აბა როგორხარ? მომიყევი ამ 3 თვეში რა მოხვდა ახალი?.
-რავიცი, ვმუშაობ და ანდრონიკესთან ვარ.ანდრონიკეს სახელის ხსენებაზე სახე ეცვალა თუმცა თავი სწრაფად გაატრიალა.
-გილოცავ.ხმაგამტყდარმა ჩაილაპარაკა და თავი ჩაღუნა.
-მოსალოცი არაფერია.
-რატომ? ხომ გინდოდათ ორივეს ერთად ყოფნა.
-ტაქსი მოდის. ფეხზე წამოვდექი და ხელი გავუქნიე თუმცა არ გამიჩერა.-ნეტავ ოდესმე თუ ვეღირსები სახლში მისვლას. წამიერად წავბორძიკდი და ისე მოხვდა რომ პირდაპირ ლაზარეს ხელებში ჩავესვენე.-ვაიმე მაპატიე.სწრაფად ვცადე წამოდგომა მაგრამ ვერ ავდექი.
-კანკალებ.თვალებში შემომხედა და ხელი მუხლებზე დამადო.
-არაუშავს გადამივლის, იმედია ხელს გამიშვებ რომ ავდგე.
-გცივა?.ისე დააიგნორა ჩემი ნათქვამი თითქოს არც არასოდეს მითქვას.
-ცოტა.
-მაშინ ასე ვქნათ.უკან წაიწია მე მის წინ ჩამსვა, ხელები ძლიერად მომხვია და მის ჟაკეტში მთლიანად გამახვია. გავთბი, უფრო მეტიც, დამცხა თან ძალიან. სასაცილოა მაგრამ ჩემი ხერხემალი მის გულისცემას გრძნობდა. თავი ჩემს კისერში ჰქონდა ჩარგული და ისე სუნთქავდა. მისი გამონასუნთქი ყელში მებრქვეოდა და მეღიტინებოდა. ტანში ჟრუანტელი მივლიდა, თითქოს სამყარო გაჩერდა, ამ ქვეყნად მხოლოდ მე და ლაზარე ვიყავით და აი ასე ერთმანეთზე ჩახუტებულები ცხოვრებას ვილამაზებდით. როგორ მინდოდა ეს საუკუნედ გაგრძელებულიყო. თუმცა რას აკეთებ ანასტასია, შენ ადრონიკესთან ხარ და ლაზარეს ეხვევი. ნუთუ ეს ის საქციელია რომელსაც მთელი ეს ცხოვრება ნატრობდი?. შენ არ დასცინოდი ჩემს დღეეში ჩავარდნილ გოგონებს? შენ არ ამბობდი ეს ბო*ობად ითვლებაო? ახლა რასშვები! მას ეხუტები, ერთი უნდა აირჩიო, მხოლოდ ერთი. თავი სწრაფად გავიქნიე, ლაზარეს ხელები გავაშვებინე და ფეხზე წამოვხტი. ზუსტად ამ დროს გამოიარა ტაქსმა ხელი გავუქნიე და მანაც გააჩერა. უკან ჩაჯდომას ვაპირებდი როცა ლაზარემ გამაჩერა.-არაფერს მეტყვი?.ისე შემომხედა თითქოს ვალდებული ვიყავი ჩემი საქციელი ამეხსნა.
-მეძინება სახლში უნდა წავიდე.ხელი გავაშვებინე და ჩავჯექი. წინა კარი გამოაღო, მძღოლს ფული გადაუხადა და თვალი ჩამიკრა. მადლობაც არ მითქვამს ისე წამოვედი.უკანა „სიდენიაზე“ მოთავსებულმა მოვიკუნტე და ფანჯარას თავი მივადე. რადიოში ნაცნობმა სიმღერამ გაიჟღერა (Annie Drury-River Flows). ამ მუსიკამაც თავისი ქნა, გონებით სულ რამდენიმე წუთით მომხვდარ ფაქტზე გადავერთე და ახლიდან შევიგრძენი მისი სიახლოვე. ასე ფიქრში მივედი სახლთან და სწრაფად ჩამოვხტი ტაქსიდან. ფეხშიშველი მივაბიჯებდი და ლიფტს ველოდებოდი როცა ვიგრძენი რომ უკნიდან ვიღაც მწვდა და ზურგით კედელზე ამაკრო.
-იმ დედამო**ნულთან იყავი არა?.ანდრონიკეს ხმამ თითქოს მთელი ჩემი არსება შეურაწყო.
-რეებს ბოდავ.
-დაგინახე ბარში მასთან ერთად რომ იყავი.
-თუხვდები იქ საბაც და ლალიკოც იყო.
-ფეხებზე მ**დია კიდე ვინ იყო! არ დაგინახო იმ ნაბი*ვარს გაეკარო თორემ დედებს მოგი**ნავთ!.ყელში მწვდა და კინაღამ გამაღრჩო. მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი ახლა როგორი გამომეტყველებით მიმზერდა.
-შენთან დაშორება მინდა!.ტირილისგან აღმომხვრა.
-გამიმეორე!.ირონიულად ჩაისისინა.
-დაშორება მინდა!.
-იმას რომ ჩაუგორდე ლოგინში მაგიტომ გინდა?!.
-არა! მე შენთან ყოფნა აღარ მინდა.
-მაგას მე გადავწყვეტ როდის გენდომება ჩემთან ყოფნა და როდის არა!.
-თავი გამანებე გაქრი ჩემი ცხოვრებიდან.
-არდაგინახო მეორედ ლაზარესთან ერთად თორემ ბო**ძვილივიყო ორივეს მოგკლავთ! გასაგებია? არცერთს არ გაცოცხლებთ! გპირდები ორივეს მოგკლავთ! ორივეს!.ბოლო ხმაზე ღრიალებდა მეკი ხმამაღლა ვტიროდი. ბედნიერი წუთები საწამებლად მექცა.
-ვერმოგვკლავ! პოლიციაში გიჩივლებ!.
-მოგკლავთმეთქი რავერგაიგე!.უნიდან იარაღი ამოიღო და ნიკაპის ქვეშ ამომიდო.-თითის ერთი მოძრაობა და მოგკლავ! მერე კი იმ ახ**რთან წავალ! გასაგებია?!.
-გასაგებია!.

სამსახურში ზომბივით დავდიოდი, მთელი ორი კვირა ლაზარეს თავს ვარიდებდი, გზაში მხვდებოდა, სამსახურში მაკითხავდა მეკი დაშინებული ვცდილობდი რომ გავცილებოდი, ანდრონიკე შედარებით კარგად მექცეოდა, სულ მაკონტროლებდა, მეგონა რომ შეიცვალა, თუმცა როცა დათვრებოდა თავის კლანჭებს სააშკარაოზე აჩენდა. ყოველსაღამოს ატირებული ვიძინებდი და დილას თვალებჩასიებული ვიღვიძებდი. სამსახურამდე ჯერ კიდევ დრო მქონდა. სამზარეულოში გასულმა ყავა გავიკეთე და საღამურებისამარა გავედი აივანზე. ჯერ გათენებულიც არ იყო, ცა ღრუბლებით იყო დაფარული. ისეთი სიწყნარე იყო კაციშვილის ჭაჭანება არ ისმოდა. ასეთი მშვიდი თბილისი კარგახანია არ მინახავს. ამ იდეალურ სიწყნარეს ჩემი ტირილის ხმა არღვევდა. ტირილის ხმა კი მანქანის ძრავის ხმამ გადაფარა. ვიღაც მთელი სისწრაფით შემოვარდა ეზოში და სწრაფად დაატორმუზა. ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ან რაში მაინტერესებდა მე ჩემი სადარდებელი მქონდა. გავიგე როგორ გაიღო ჩემი სახლის კარი და მივხვდი რომ ანდრონიკე იყო ამიტომ არც კი გამიხედავს მისკენ უბრალოდ ლაპარაკი დავიწყე:
-ახლა რისთვის უნდა მეჩხუბო? შენს ყველა ნათქვამს ვასრულებ! ცხოვრბაც შენს გამო დავიმახინჯე! ახლა რაღა გინდა! მანქანით როგორ შემოქანდი! გეტყობა რამეზე ხარ გაბრაზებული!.აფსლუკუნებულმა დავიწყე ლაპარაკი, თან ღრუბლებს ვუყურებდი და ცრემლებს ვიწმენდი.
-როდემდე უნდა მემალო!.ლაზარეს ხმა ექოსავით გაისმა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-აქ რას აკეთებ?.ყავის ჭიქა ძირს დავდე და მისკენ შევტრიალდი.
-როდემდე უნდა მემალომეთქი!.ხმამაღლა შეჰყვირა მეკი მის ხმამაღალ ნათქვამზე შევხტი.
-წადი აქედან!.
-არწავალ ანასტასია აღარსად წავალ!.მკლავში მწვდა და მოაჯირს მიმაყრდნო.
-გთხოვ წადი! ჩემს ცხორებაში ნუღარ ერევი!.
-რაგემართება? დაგიშავე რამე? მითხარი!.
-წადი აქედან ლაზარე წადი გთხოვ.
-რატომ? მე შენ მიყვარხარ ანასტასია და არ მოგცემ უფლებას ასე მომექცე.მისი ნათქვამი მე შენ მიყვარხარ ისე საამურად ჟღერდა რომ სული გამითბო. გონების დაკარგვამდე მივედი, გულმა სწრაფად დაიწყო ძგერა, მეგონა ჯებირებს გაარღვევდა და ამომივარდებოდა, სადღაც უმისამართოდ გაიქცეოდა და უსიცოცხლო ნაგვად დამტოვებდა.ტირილი დავიწყე, თან ბოლო ხმაზე ავქვითინდი, თავს ვერ ვიკავებდი, ცრემლები დაუკითხავად მომდიოდა თვალებიდან, იმ დონეზე ვტიროდი რომ სათვალეც დამისველდა.
-წადი ლაზარე, გთხოვ წადი.ემოციებისგან დაცლილმა ამოვიოხრე.
-რატომ?.
-მე ანდრონიკე მიყვარს.
-ანდრონიკე? ის? ის აარაკაცი გიყვარს?.გაბრაზებულს სახე ეცვალა, იმედგაცრუების ფერი დაეტყო.
-არაკაცი არა! მე ანდრონიკე მიყვარს.გულანატკენმა ჩავილაპარაკე, მინდოდა მეც მეთქვა რომ მიყვარს, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, მისით ვსუნთქავ, მისით ვარსებობ, ის მივსებს იმ საშინელ სიცარიელეს მაგრამ ანდრნიკეს მუქარა? სხვა ვერაფერი ვთქვი ტყუილის გარდა.
-მაგის დედას***ეცი ეგ გიყვარს?.ფანჯრის რაფაზე მდგარ ქოთანს ხელი მოკიდა და პირდაპირ ფეხებთან დაანარცხა.
-წადი აქედან წადი გთხოვ.ტკივილისგან მოვიკუნტე და თავი მუხლებში ჩავრგე. კარგახანი იდგა ჩემს წინ, ბოლოს დაიხარა თავზე ცხვირი გამიხახუნა და გაბრაზებულმა ამოიგმინა შემდეგ ადგა და წავიდა. ისევ წავიდა, მარტო დამტოვა, ამჯერადაც მე გავუშვი, ამჯერადაც მივეცი უფლება სულ მარტო ასე ცარიელი დავეტოვებინე.

5 ტანჯული დღე, თითქოს 5 საუკუნე გავიდა. არც ლაზარე არც ანდრონიკე, მხოლოდ ლალიკოს იმედგაცრუებით სავსე სახე და ჩემი ჩასიებული თვალები. სულ მარტო ვიყავი, გაგიჟების პირას ვიდექი. მზად ვიყავი თავი მომეკლა,მზად ვიყავი დავმდგარიყავი და ვენები გადამეჭრა. იქნებ თვითგვემა? არა შემთხვევით ეს ხმამაღლა გავიფიქრე ლალიკოსთან და კინაღამ თავი მომაჭამა. სამსახურიდან მოვდიოდი, ავტობუსიდან რომ ჩამოვდი გვერდით პატარა ლეკვი ვიპოვე. ისეთი პატარა და უსუსური იყო, ორივე თვალის ირგვლივ შავი ლაქა ქონდა, სათვალესავით იყო .წამიერად ჩემს თავთან გავაიგივე, სურვილი გამიჩნდა ჩემსავით უსუსური ცხოველი ჩემთან ყოფილიყო. ხელში ავიყვანე და ჩანთაში ჩავსვი. სწრაფად შევარდი სადარბაზოში და ლიფტში შევიყვანე. წკმუტუნი დაიწყო და ხალხმა ჩემსკენ გამოიხედა. სწრაფად გავარდი ლიფტიდან და კედელზე დაწერილი 13 დავინახე. მართალი იყო ლალიკო, 13 მართლაც თარსი ყოფილა, მითუმეტეს ჩემს ცხოვრებაში.სახლში მისულმა იმწუთასვე შევიყვანე სააბაზანოში და დავბანე. ისეთი ჭუჭყიანი იყო მერეღა შევატყე რომ ნაცრისფერის მაგივრად თეთრი იყო. ჯიშში ვერ გავერკვიე თუმცა მივხვდი რომ ბიჭი იყო. მისაღებში ხელშიაყვანილმა გავიყვანე და კალთაში ჩავისვი.
-რა დაგარქვა ჩემო პატარავ?.თავზე ხელს ვუსვავდი და სიხარულით ვივსებოდი.-მე შენ ზაზუს დაგარქმევ.ვთქვი გადაჭრით და მერეღა დავფიქრდი რომ ზაზუ ლაზაზოს შევუსაბამე. ჩემი არჩეული სახელით კმაყოფილლმა საჭმელი ვაჭამე და დასაძინებლად წავედი. კალათაში პატარა ბალიში ჩავუდე და იქ დავაწვინე. ასე გახარებულმა მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად დავიძინე. დილით რომ გავიღვიძე ზაზუ ჩემს გვერდით მოკალათებული დავინახე. გამეღიმა, ბედნიერებისგან გახარებულმა გულში ჩავიკარი და ასე ვიყავი კარგახანს. კაფეში წასვლამდე საჭმელი ვაჭამე და კარი გამოვიკეტე. უცებ წკმუტუნის ხმა გავიგე, ერთხანს კარებთან ვიდექი და მისი ცოდვით ვიტანჯებოდი, ბოლოს გულმა ვეღარ მომითმინა კარი გავაღე და ჩანთაში ჩავმალე.მთელი გზა ხმა არ ამოუღია, ასე ჩუმად იჯდა ჩანთაში. კაფეში ლალიკო დამხვდა, მძიმე ჩანთა წინ დავუდე და ზაზუს ამოძრომას დაველოდე. მანაც არ დააყოვნა და თავი უმალ ამოყო.
-ვაიმე ეს ვისიაო?.გახარებულმა ლალიკომ ხელი სტაცა და გულზე მიიკრა.
-გაიცანი ეს ზაზუა ჩემი ოჯახის წევრი.
-საიდან?.
-გუშინ ვიპოვე და სახლში წავიყვანე.
-ზაზუ ანუ ლაზაზო? ბარემ ზაზო დაგერქმია.
-ეგრე მიხვდებოდა, ზაზუ ვამჯობინე.
- მაგას ზაზა ჯობდა.აფხუკუნდა და მხარზე ხელი მკრა.
-კაი მოიცა, ეგ ძირს ჩაუშვი და საქმეს მივხედოთ. საღამოს კარი გაიღო და ნაცნობი სილუეტი მოვლანდე. კაფეში ლაზარე და საბა შემოვიდნენ, მე ზაზუს ვეფერებოდი ლალიკო კი სურათებს გვიღებდა. მისი მოსვლა არ შევიმჩნიე, წამიერად გავხედე და ლალიკოს ვანიშნე რომ მოდიოდნენ.
-გოგოებო გამარჯობა.ომახიანად შესძახა საბამ და ორიივე გადაგვკოცნა.
-გამარჯობა საბუ.ზაზუს თათი ხელში მოვიქციე და მის მიმართულებით გავწიე.
-ეს ვინ არის?.
-ზაზუ.უცბად წამოიძახა ლალიკომ.
-ვისია?.
-ჩემია.თავმომწონედ გავხედე ჯერ საბას მერე კი ლაზარეს, ტელეფონში იყო ჩამძვრალი და იღიმოდა. მისი უყურადღებობა მკლავდა, სულს მიღრღნიდა მაგრამ ეს ხომ ჩემი ბრალი იყო.
-საიდან?.
-იპოვა იპოვაა.
-ყველა მაწანწალა შენთან როგორ იყრის თავს. ირონიული მზერა მომააბყრო ლაზარემ და გული გამიყინა.
-შენი ჩათვლით.წამოიძახა ლალიკომ და ადგილზე გააშრო ბიჭი.
-აბა ყავას არ დაგვალევინებთ?.წამოიძახა საბამ.
-ახლავე მე გავაკეთებ.წამოფრინდა ლალიკო, თითქოს სადედამთილო უყურებდეს ისე აღტაცებით აკეთებდა ყავას.
-შენ ბიჭო ამოძვერი მაგ ტელეფონიდან! მერეც მიწერ მაგას.შეუღრინა საბამ ტელეფონში ჩამხტარ ლაზარეს და გვერდი გაკრა.
-მოიცა რა.თავი გააქნია და გარეთ გავიდა. შემდეგ ტელეფონი ყურთან მიიდო და ღიმილით დაიწყო საუბარი.გაშტერებული მას ვუყურებდი და თვალები ცრემლებით მევსებოდა. ვიცოდი მისი ასეთი რეაქცია მომკლავდა, გამანადგურებდა და ასეც იყო თუმცა განვმეორდები და ვიტყვი რომ ეს ჩემი ბრალი იყო.ბოლოს როგორც იქნა ოთხივე მოვთავსდით ერთ მაგიდასთან და ყავის სმა დავიწყეთ. საბა აღტაცებული ყვებოდა სამსახურში მომხვდარ ამბებს როდესაც ლაზარე მიიყვანა. მეკი ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო რომ ლაზარესთვის თვალი არ მომეცილებინა მაგრამ ამას ვერ ვაკეთებდი. მიდი ახლა შეხედე ტელეფონშია ჩამხტარი. ამომძახა მეორე მემ.არა რომ გამოიხედოს! სწრაფად გავეცი პასუხი. მიდი შენი რამიდის ერთხელ თუ შეხედავ რაიქნება! ანასტასია მოკეტე!.ჩემს თავთან ჩხუბს რომ მოვრჩი საბას გავხედე და გავუღიმე.
-აბა ანსტასია შენ მოყევი რამე.მე მომიტრიალდნენ სამივე.
-მეე? მე ლეკვი ვიპოვე მეტი არაფერი.მხრები ავიჩეჩე.
-შენ და ანდრონიკე დაქორწინებას ხომ არ აპირებთ.ცივი ტონით მკითხა ლაზარემ.
-არა საიდან მოიტანე.
-რავიცი ორივეს ერთმანეთი გიყვართ და.
-მერე რა მაინც არ ვაპირებთ.
-აი მეკი ამ გოგომ ესე თუ გააგრძელა ვნახოთ რაიქნება.თავი გადააქნია და მესიჯი დაწერა.
-ნინიზე ამბობ?.
-ხო ნინიზე. დაეთანხმა და ჩაიღიმა.ამას რატომ მიკეთებ ლაზარე! ცუდადვარ ლაზარე!.გულში ვიმეორებდი და თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ მეტირა.
-მე უნდა წავიდე, გვიანია, თან ზაზუსაც შია.უაზრო მიზეზი მოვიგონე.-კარგად.ყველას უცბად დავემშვიდობე და სირბილით გამოვარდი გარეთ. ტაქსი გავაჩერე, უკან შევხტი და ზაზუ გულში ჩავიკარი. ვტიროდიი თანაც ძალიან, მძღოლი გაოცებული თვალებით მიყურებდა, არიცოდა რა გაეკეთებინა. მეკი, მე ასე გულნატკენი და დაუძლურებული ღმერთს იმას ვთხოვდი რომ მოვეკალი ჩემი ტანჯვა რომ დასრულებულიყო ერთხელ და სამუდამოდ.

ესეც ასეეე, ახალი თავი. იმედია მოგეწონებათ ჩემო საყვარლებო.. დიდი მადლობა ყველას უკლებლივ ვინც კითხულობთ და თქვენს აზრს გამოხატავთ. იმედია შეცდომებს მომიტევებთ მიყვარხართ ყველა



№1  offline მოდერი bla.ell

Au ras matireb raaa magari iyoo://geliii

 


№2  offline წევრი სალი-სალი

bla.ell
Au ras matireb raaa magari iyoo://geliii

ვაიჰმე ^_^ აუცილრბლად დავდებ ჩემო საყვარელო

 


№3 სტუმარი Guest მარიამი

აუუ ახლა წავიკითხე ყველა და ვიტტირე ბეევრიი ანდრონიკეს ტიპის ბიჭებს ვერ ვიტან მეზიზღებიან იმედი მაქ მოვა ეს გოგო გონს ძაან ადებილებ ბიჭმა სახეში გაარტყა თან არა ერთხელ და მაინც მიყვარსო არადა ლაზარე რა კარგი ბიჭია როგორ უყვარს არ მეცოდება უკვე ეს გოგო თავს იტანჯავს თან ძაან მე არ ვაპატიე შეყვარებულს და დავშორდი ეგრევე დააშორე ესენიც რააა ლაზარე მინდაა ანდრონიკე კიდე ჩააყუდონ ციხეში მაგის ღირსია რას ემორჩილება ესეც კიდე გასაგებია რომ ეინია მაგრამ უჩუვლოს რა და დაისვენოს ასე ნუ გაწელავ მართლა დააშორეე ესენი ნუ როგორ დააშშორება ეგ შენ იცი მაგრამ ძაანაც ნუ გაწელავ ლაზუკები კარგ თამაშს თამაშობ ნუ იმედი მაქ თამაშია თუ არადა ღირსი იქნება ანა ანდრონიკე მიყვარსო რომ იძახის უხ იმმედი მაქ მოიყვან ამ გოგოს ჭკუაზე მალე დადე რაა

 


№4  offline წევრი სალი-სალი

Guest მარიამი
აუუ ახლა წავიკითხე ყველა და ვიტტირე ბეევრიი ანდრონიკეს ტიპის ბიჭებს ვერ ვიტან მეზიზღებიან იმედი მაქ მოვა ეს გოგო გონს ძაან ადებილებ ბიჭმა სახეში გაარტყა თან არა ერთხელ და მაინც მიყვარსო არადა ლაზარე რა კარგი ბიჭია როგორ უყვარს არ მეცოდება უკვე ეს გოგო თავს იტანჯავს თან ძაან მე არ ვაპატიე შეყვარებულს და დავშორდი ეგრევე დააშორე ესენიც რააა ლაზარე მინდაა ანდრონიკე კიდე ჩააყუდონ ციხეში მაგის ღირსია რას ემორჩილება ესეც კიდე გასაგებია რომ ეინია მაგრამ უჩუვლოს რა და დაისვენოს ასე ნუ გაწელავ მართლა დააშორეე ესენი ნუ როგორ დააშშორება ეგ შენ იცი მაგრამ ძაანაც ნუ გაწელავ ლაზუკები კარგ თამაშს თამაშობ ნუ იმედი მაქ თამაშია თუ არადა ღირსი იქნება ანა ანდრონიკე მიყვარსო რომ იძახის უხ იმმედი მაქ მოიყვან ამ გოგოს ჭკუაზე მალე დადე რაა

ვაიმე მადლობა რომ კითხულობ და განიხილავ ჩემო საყვარელო <3 აი ყველანაირად შევეცდები შემდეგი თავი ხვალ დავდო <3

 


№5  offline წევრი ლილიანი

წავიკითხე ეხლა ყველა და საერთოდ არ მმხიბლავს და მაინტერესებს ანდრონიკეს მსგავსი ბიჭები ვერ ვიტან უბრალოდ ასეთ რამმეს არავის ვაპატიებდი ან რამ გამოაშტერა ეს გოგო რა უნდა ანდრრონიკესთან როცა ლაზარე ყავს ნუ არ ყავს მაგრამ ხომ უყვარს არააა რას აწვალებს და იტანჯავს მას ლაზუსაც მიტანჯავს ძაან მომეწონა ლაზარე ძალიან კარგია აი ანდრონიკე კიდე rage rage უხ მოკლედ იმედია მოიყვან ამ გოგოს ჭკუაზე და მიხვდება ვინ უყვარს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent