ლექტორი (6)
- ქალბატონო, კატო მოვიდა თქვენთან, შემოვუშვა? - სწრაფად შემოუშვით! - ოთახში ოდნავ წიკვინა და არასასიამოვნო ხმამ გაიჟღერა. რამდენიმე წუთში კარი გაიღო და დინჯი ნაბიჯებით, წელში გამართული შემოვიდა კატო. - დამიბარე? - მშვიდი ხმით ჰკითხა და მის წინ დაიკავა ადგილი. - შენ კარგად ხვდები, რაზეც გიბარებ კატო! - ვხვდები, მერე რა ვქნა? - შენ ხომ იცი, ვინ უნდა გახდეს დანიელის ცოლი? - ვიცი, მერე? ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის! - სიტუაციას აკონტროლებ? რატომღაც, უცნაური ხმები მომივიდა! - ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა, შავთმიანმა გოგომ მის წინ მჯდომი კატო. - ის გოგო პრობლემას აღარ წარმოადგენს, უკვე დაველაპარაკე! - შეუვალი გახდა კატოს ხმა და უფრო შეკრა წარბები. კატოს პასუხზე ამაზრზენად გადაიკისკისა ქალმა და ფეხზე წადმოდგა, მისი გრძელი, შავი თმები თითებით ჩამოივარცხნა და გრაციოზული მოძრაობებით შემოუარა მაგიდას. - არ დაგავიწყდეს კატო, რას წარმოვადგენ და რა შემიძლია! - ნიკაპზე ხელი ამოსდო და თავი ააწევინა - ახლა კი წადი და გახსოვდეს რომ თვალყურს გადევნებთ! კატომ რამდენიმე წუთი უყურა თვალებში, შემდეგ მძიმედ წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა კაბინეტიდან. *** დეა დილით ადრე გამეღვიძა, მთელი ორი დღეა გადაბმულად მძინავს, ტელეფონი მოვიძიე, უამრავი გაცდენილი ზარი იყო, ყველას წერილი მივწერე და ყავის გამზადება დავიწყე. ყავა დავასხი და უნდა დავმჯდარიყავი, უცებ კარზე კაკუნი რომ გაისმა და ხალათი ძლიერად შემოვიხვიე ტანზე, გაუხედავად გამოვაღე და ადგილზე გავშრი. - დანიელ? - ვერ მოვითმინე - ეგრევე მეცა და კარებზე ამაკრა - ასე რომ არ უნდა გამიღო კარები არ იცი? - კისრიდან ნელნელა ჩაასრიალა თითები და ხალათი ზუსტად შუაში ჩახსნა, გამაჟრჟოლა. - რას აკეთებ? - ხმა ამიკანკალდა. - რა კარგი სურნელი გაქვს იცი? - თვალებზე ბინდ გადაკრულმა დაიჩურჩულა და მალევე შეერწყა ჩვენი ბაგეები ერთმანეთს. ძლივს ამოვისუნთქე. არაადამიანურად მესიამოვნა მისი დამოკიდებულება, მეც არ ვიცი იმ მომენტში რა დამემართა, მაგრამ მინდოდა სულ ასე ყოფილიყო, ჩემზე დამოკიდებული, ვერასდროს ვერ მოეთმინა და ეგრევე ჩემთან ამოსულიყო. ვნებიანად ამოვიკრუსუნე და თმებში ხელი შევუცურე, ბოლოს და ბოლოს მეც ადამიანი ვარ, ვერ გავძელი, ჩემკენ მოვქაჩე და უფრო გემრიელად წავეტანე, გაეღიმა, ტუჩის მოძრაობით მივხვდი, ტუჩებიდან ყელზე გადავიდა და მხრები დამიკოცნა. - რა არაადამიანურად ტკბილი ხარ დეა! - ძლივს ამოიჩურჩულა და ლავიწის ძვალზე ფრთხილად მიკბინა. როგორც კი ხალათი მხრებიდან გადაწია ეგრევე ელდანაკრავივით შევხტი და განზე გავდექი, მიხვდა და ჯერ ჩაეღიმა, მერე მშვიდად მომკიდა მხრებში ხელი და საწოლზე დამსვა, ჩემს წინ დაიჩოქა და კალთაში თავი ჩამიდო. - დანიელ - არაფერი თქვა, გთხოვ! არც კი ვიცი რამდენი ხანი ვიყავით ასე, ნელნელა აწია თავი, ჯერ თვალებში ჩამხედა, შემდეგ მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე და კარებისკენ დაიძრა, გაოცებულმა ავედევნე უკან, ფეხდაფეხ მივყვებოდი, მინდოდა ხმა ამომეღო მაგრამ ვერაფერი ვთქვი, სიტყვის თქმა ვერ გავბედე, მერე მშვიდად შემობრუნდა, ხელები გაშალა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში, ასე, ძვლების ატკიებამდე მხვევდა ხელებს და ღრმად სუნთქავდა. - საღამოს დოზა ვერ მოგპარე გუშინ, დღეს ავინაზღაურე! - გამიღიმა, ისე თბილად როგორც ყოველთვის, ცხვირზე დამკრა თითი და კარები გაიკეტა. სრულიად გაოცებული, ყბადაღებული და ძალა გამოცლილი ვუყურებდი დახურულ კარს და ადგილიდან განძრევასაც ვერ ვახერხებდი. ნუთუ დამესიზმრა?! თუ… თუ რეალობა იყო?! *** ძლივს ჩავიცვი ტანზე, გაუცნობიერებლად ვაკეთებდი ყველაფერს, არც კი ვიცი როგორ მივედი უნივერსიტეტამდე, ყველას ღიმილით მივესალმე და აუდიტორიისკენ დავიძარი. ამ კვირაში უკვე აღარ მქონდა დანიელის ლექციები, გამიმართლა, ნაკლებად შევხვდებოდი, თუმცა ამით მხოლოდ თავს ვიიმედებდი, რადგან ძალიან ბევრ დღეს გვემთხვეოდა ერთ სართულზე ლექციები, ის ლექციებს ატარებდა, მე გვერდით აუდიტორიაში მოხუცი ქალის წრიპინა ხმას ვუსმენი და ასე. მე ყოველთვის ფანჯარასთან ვიდექი, გოგოებთან ერთად, ის მაგიდიდან მიმზერდა და მისი დაჟინებული მზერა მიწვავდა ყველაფერს. ჯიუტად არ ვიმჩნევდი და მის ნერვებზე ვაგრძელებდი დაკვრას. ახლა ჯობია ყველანაირად გავერიდო, როგორმე იქნებ დავამთავრო ეს ფარსი და ტყუილად კატო არ გავაღიზიანო, არ მინდა რომ სახელი გაუტყდეს დანიელს, ვიცი რამდენი იწვალა ამ ყველაფრის მოსაპოვებლად. *** - როდემდე უნდა იყო ასე? - მკაცრი სახით დამადგა ანკა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. - იქამდე სანამ დანიელი ცოლს არ მოიყვანს, შემდეგ უკან დავბრუნდები! - მოიცა, რა? ისევ მამინაცვალთან აპირებ დაბრუნებას? - მხრებში ჩამავლო ხელი და ოდნავ შემანჯღრია. - აბა რა ვქნა? მაგათ ბედნიერებას ვუყურო? როდემდე? - დეა, არ ფიქრობ რომ ეს ყველაფერი უკვე ზედმეტია? მერამდენე წელია მის აჩრდილად ხარ ქცეული? მის გამო ამ უნივერსიტეტში ჩაბარება, მის გამო ყველაფერი! არ გესმის ხო? ის დიდია, მას სხვა მიზნები აქვს დეა, რატომ ვერ ხვდები ამას, რატომ იქცევი სულელი გოგოსავით?! - მობეზრებულად ატრიალებს თვალებს - გასაგებია, რომ იმ შეჯახებამ რაღაც შეცვალა და იმის მაგივრად რომ როგორმე მოშორებოდი, უარესად გახდი მასზე დამოკიდებული, დეა! დროა გამოფხიზლდე, კატო არ დაგანებებს თავს ზუსტად ვიცი, მეც არ დაგანებებდი, შენც არ დაანებებდი კატოს რომ ასე მოქცეულიყო. - მესმის, მინდა რომ მოვშორდე, მინდა თავი დავანებო, შევეშვა, მაგრამ თვითონ არ მაძლევს ამის საშუალებას, მომვარდება, მაკოცებს, წავა.. რა გავაკეთო, რამდენჯერ ვკრა ხელი? არ შემიძლია, რთულია ადამიანი სიგიჟემდე გიყვარდეს, ისიც უარესად აღვივებდეს შენს გრძნობებს და ხელი კრა, არ ვარ ამდენად ძლიერი, რატომ არ გესმის ანკა? რამდენი წელია? არ ვიცი, პირველად სკოლაში ვნახე, ღმერთო! ის დღე საერთოდ რატომ გათენდა? რომ დავინახე, მის აჩრდილად რომ ვიქეცი, რამდენი ხანია მომწონს, ვგიჟდები და ყველასგან ვმალავდი ამას! მთელ სამყაროს ვუმალავდი, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია, მაშინ არ ჰყავდა არავინ, არავისთან არ ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ კატოს იცნობდა, არ მეგონა თუ.. თუ ერთმანეთი შეუყვარდებოდათ! - მთელ სხეულს მისერავდა საშინელი ტკივილი, მინდოდა მეკივლა მეწივლა მაგრამ მხოლოდ ხავილის მაგვარი ხმა ამომდიოდა. - დამშვიდდი დეა, ყველაფერი დალაგდება! ვინმე გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, იქნებ ლეოს მისცე შანსი? - ჩუმად, ძლივს გასაგონად შემაპარა და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში. - ლეოც გავანადგურო ახლა? ჩემი სისულელით, ვიცი რომ ტყუილად ვატკენ, ვერ შევიყვარებ, მირჩევნია ასე ვიყო ჩემთვის, უკვე მისგან შორს ვიჭერ თავს.. ვცდილობ რომ მოვშორდე, მაგრამ უარესად მიზიდავს თავისკენ, არ ვიცი რა ჯანდაბა ვქნა, დავიღალე! - სახე ხელებში ჩავრგე და ემოციებისგან გადატვირთულს, ცრემლები წამსკდა. - დამშვიდდი ჩემო პატარა, მოვიფიქრებთ მე და დიკო რამეს, გპირდები, ოღონდ შენ არ ინერვიულო! - გულში მიხუტებდა ანკა და თან მეფერებოდა. *** დერეფანში მშვიდად მივაბიჯებდი, ვცდილობდი როგორმე დანიელს გავქცეოდი, მაგრამ უეცრად პირდაპირ მის კაბინეტთან გავჩერდი და შეღებული კარიდან კარგად დავინახე მაგიდაზე შემომჯდარი კატო. დანიელი გაცხარებით უხსნიდა რაღაცას და თან ნერვიულად ხან პერანგს ისწორებდა, ხან თმებს. კატო კი უემოციოდ უყურებდა და მსუბუქი ჩაცინებით შემოიფარგლებოდა მხოლოდ, მათი ხმა არ მესმოდა, ახლოს მისვლას ვერ ვბედავდი, სიტყვებს საერთოდ ვერ ვარჩევდი, თან ისე ჩუმად ლაპარაკობდნენ, შიგნით თუ არ შევიდოდი ვერაფერს გავიგებდი. მერე კატომ მხრებში ჩაავლო ხელი და მისკენ მიიზიდა ოდნავ, სახეზე უსვამდა ხელებს და თან რაღაცას ეჩურჩულებოდა, მომეჩვენა თითქოს ამშვიდებდა. ის ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი რომ დანიელმა უხეშად მოიშორა მისი თითები და მაგიდაზე რაც იყო ყველაფერი გადმოყარა. - კატო, ეს შეუძლებელია! რანაირად, თქვი უბრალოდ საიდან! არ მესმის არაფერი, ნორმალურად ამიხსენი, ჭკუიდან გადავალ გესმის? რამე რომ მოხდეს.. - მხრებში ჩააფრინდა და ძლიერად ანჯღრევდა. - არაფერი მოხდება დანიელ! დამშვიდდი, მე აქ ვარ, რა უნდა მოხდეს, ყველანი შენს გვერდით ვართ! - ეგ არის… - სიტყვის დამთავრება არ აცალა კატომ, ტუჩებზე რომ ააფარა ხელი და კარებისკენ გამოიხედა. მგონი დამინახა, სწრაფად გამოვბრუნდი და ჩქარი ნაბიჯებით გამოვუყევი დერეფანს, შემდეგ იქვე საჭირო ოთახს შევაფარე თავი, გავიგონე როგორ გამოკაკუნდა კაბინეტიდან, შემდეგ გაიარ-გამოიარე და იქ არსებული ყველა კუთხე ნახა. ვერავინ რომ ვერ იპოვა, რამდენიმე წამი დაიცადა, ყველაფერი მოათვალიერა, შემდეგ კი სწრაფად დაბრუნდა კაბინეტში და კარები მთელი ძალით მოაჯახუნა. გულამოვარდნილმა ძლივს მოვედი აზრზე და იქაურობას გავეცალე. ვერ ვხვდები რა ხდება, რაზე ლაპარაკობდნენ? ან რა უნდა მოხდეს? ხო, გამახსენდა, რა თქმა უნდა, ჩვენზე არ უნდა გაიგონ, თორემ ყველაფერს დაკარგავს, ყველაფრის დაკარგვით კი დანიელი გაგიჟდება! როგორ ვერ მივხვდი, აქამდე როგორ ვერ გავიაზრე, მთელი დღეა ვფიქრობ რაზე ლაპარაკობდნენ და მისი რეპუტაცია არც კი მომაგონდა. მაგრამ, საიდან უნდა გაიგონ? ვინ იტყვის? ჩვენს გარდა აშკარად არავინ არ იცის, ვერც ვერავინ გაიგებდა, არ მესმის რამ გააღიზიანა ასე?! ამდენი ფიქრისგან თავი ამტკივდა, გაბრაზებულმა გამოვგლიჯე სამარშუტო ტაქსის კარები და გაღიზიანებულმა დავიკავე ადგილი. მთელი გზა ვცდილობდი, რა შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ვერაფერს ვერ ვუკავშირებდი ერთმანეთს. *** ერთი კვირა ისე გავიდა მხოლოდ შორიდან თუ ვნახავდი, არც კი ვიცი როგორ ვახერხებდი მისგან გაქცევას მაგრამ ძალიან კი მიჭირდა, სახლში მისულს მარწუხებივით მიჭერდა ყელში მონატრება და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, ვგიჟდებოდი, ჭკუა მეკეტებოდა ისე მინდოდა მასთან მისვლა და მთელი ძალით მოხვევა, აზრი არ ჰქონდა არაფერს და ეს მაგიჟებდა.. ერთ დილასაც, უნივერსიტეტიდან გამოსულზე ტელეფონმა დამირეკა.. აი მაშინ შევცბი… გიგლას ნომერი რომ დავინახე მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად.. - შენ? - ძლივს ამოვიხავლე. - სად დაეთრევი? დროზე მოდი შენს ბინაში ვარ! - დამიღრიალა და ტელეფონი გათიშა. უსიამოვნოდ გამცრა ტანში. სრაფად გავაჩერე ტაქსი და მისამართი ვუკარნახე, გული საგულედან ამომივარდა სანამ მივიდოდი, იმხელა ძალით ფეთქავდა რომ ასე მეგონა მთელ ქალაქში ისმოდა მისი ხმა, ვცდილობდი როგორმე დავმშვიდებულიყავი და თავი ხელში ამეყვანა, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებოდი ბინას, მით უფრო მიტევდა პანიკა. ვერ ვხვდებოდი მისი ვიზიტი რას ნიშნავდა, ტონზეც ეტყობოდა რომ ძალიან გაბრაზებული იყო, მახსოვს სულ ვერიდებოდი მის გაბრაზებას, ან მცემდა, ან ისე მსჯიდა რომ ვეღარაფერს ვაკეთებდი ცუდს. ამჯერადაც, კანკალით ავირბინე კიბეები, გავშრი ბინის კარი ღია რომ დამხვდა და მისაღებში მჯდომი დანიელის გაფითრებული სახე რომ დავინახე ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხქვეშ საყრდენი და მთელი ძალით ჩავებღაუჭე იქვე მდგომ ტახტს, რომ არ წავქცეულიყავი. *** - რა ხდება? - ფეხებში ძალა საერთოდ წართმეული მქონდა, მაგრამ გიგლამ მალევე წამავლო მკლავში ხელი და უხეშად მიმახეთქა კედელს. - რა ხდება? იქნებ ეს მე უნდა გკითხოთ? - გიგლა, რა ხდება? - კიდევ მიბედავ და მეკითხები მას მერე, რაც ამ კაცთან იწექი?! - რას ამბობ გიგლა, რას ნიშნავს ვიწექი, საიდან მოიტანე? - თქვენი ფოტოები მივიღე მეილით, აი - სახეში შემომაყარა და დაბნეულმა დავაცქერდი იატაკზე გაფანტულ სურათებს. ყველაფერი ზუსტად იყო გადმოცემული. ხელშიაყვანილი რომ შემიყვანა სახლში, როგორ შემიყვანა საძინებელში, როგორ დამაწვინა, როგორ მაკოცა, მეფერებოდა, დამყურებდა, იღიმოდა, მერე დილის ფოტოები იყო, როგორ ვიწექით ჩახუტებულები, ის წელზემოთ შიშველი, მე მის მაისურში, მის გულმკერდზე მეძინა. მას მერეც იყო ფოტოები, როგორ ვკოცნიდით ერთმანეთს, ისიც კი როგორ მეფერებოდა მხარზე. დაბნეულმა შევხედე ერთიანად გაფითრებულ დანიელს. ეს საიდან?! - ამიხსნით ეს რა არის? ამიხსნით? - დაიგრგვინა “მამაჩემმა” და თმაში მწვდა - თქვი ასე გაგზარდე? ამისთვის შემოგალიე ეს წლები რომ შენ ასე, ასე ბო*ივით მოქცეულიყავი? - სიმწრის ცრემლები წამსკდა, დანიელი ფეხზე წამოხტა და ხელში ჩააფრინდა გიგლას. - რას აკეთებთ, ხელი გაუშვით ახლავე! - დაიღრიალა და ხელი გააწევინა, მაგრამ გიგლამ ხელი აუკრა, წაბარბაცდა და უკან დაიხია. მე კი გამიშვა ხელი, მაგრამ სანამ დანიელი რეაგირებას მოახდენდა, ვიგრძენი როგორ ამეწვა მარცხენა ლოყა და როგორ გაშეშდა მარჯვენა ლოყისკენ მოქნეული ხელი. - გაჩერდით მეთქი! - ხელი გადაუგრიხა და იქვე დივანზე დაახეთქა. - არ გესმით რომ გელაპარაკებით? - თვალებდაწითლებული ღრიალებდა და ხელს უფრო და უფრო ძლიერ უჭერდა. - დანიელ გაუშვი, მოტეხავ ასე - შევევედრე გამწარებულმა. - მოვტეხავ მერე! ღირსია, როგორ დაგარტყა? - უფრო ჩაუწითლდა თვალები. - არ დავიხევ უკან, ცოლად უნდა მოიყვანო ეს ბო*ი, ახლავე, მთელმა სოფელმა იცის როგორ შემარცხვინა, როგორც გინდა ისე გამოასწორეთ ეს ნაბიჯი, გესმით? თორემ გპირდები დანიელ, მთელი შენი სამსახური გაიგებს ამის შესახებ და შენი რეპუტაცია წამში დაიმსხვრევა. დავინახე როგორ უღონოდ ჩამოუცურდა ხელები დანიელს და თვალები ცრემლებით აევსო. ჩიხში მოექცა, იცოდა რომ აქედან გამოსავალი არ იყო. - გიგლა ეს სისულელეა, გაიგებენ რომ ჩემზე დაქორწინდა და ისედაც შეელახება სტატუსი, რას ამბობ, რა აზრი აქვს! - არა, არ შეელახება, შენი ლექტორი არ ყოფილა, თავისუფლები ხართ, მაგრამ თუ გაიგებენ იმას როგორ წამოგიყვანა მაგ წვეულებიდან თუ რაც იყო, როგორ იყავი მასთან, ეს სახელს გაუტეხს იმით რომ მასზე პატარა გოგოებს იყენებს! - გიგლა, არ გააკეთო ეს, მე არ მინდა მისი ცოლობა გესმის? - დავიღრიალე და მკლავში ვეცი - გთხოვ გიგლა, არ გინდა, გთხოვ! - არა, უნდა მოგიყვანოს ცოლად, ასე აღვიდგენ ჩემს შერცხვენილ სახელს! გესმის? - შენ სახელის შერცხვენა კი არ განაღვლებს, ჩემი მოშორება გინდა თავიდან! - კბილებს შორის გამოვცერი და ზიზღიანი მზერით გადავხედე. - მართალი ხარ, შენთვის საქმროს ვეძებდი რომ როგორმე მომეშორებინე, მაგრამ თვითონვე მომიგვარე საქმე! - ამაზრზენად ჩაიცინა და თვალი შეგვავლო - აბა ყმაწვილო, ხვალ უნდა გვითხრა პასუხი, თუ არადა მთელი უნივერსიტეტი გაიგებს რაც გააკეთე, ისე კი შეგიძლიათ ჩუმად იქორწინოთ და ვერც ვერავინ გაიგებს თქვენი თანაცხოვრების შესახებ! - რა სისულელეა... - ძლივს ამოვიხავლე. - არ არის სისულელე! რატომ? ამდენი წელია ჩემს ხარჯზე ცხოვრობ, ჩემს შვილსაც სჭირდება პატრონობა, მალე ჩააბარებს, შენ კიდევ მხოლოდ ზედმეტი ტვირთი იყავი, ასეთი ჭკვიანიც არ მეგონე, ლექტორს რომ შეტენვოდი.. მაგრამ, რას ვიზამთ, დედაშენს გავხარ! - რაც უფრო მეტს ლაპარაკობდა, მით უფრო მეტ ამაზრზენ წინადადებას ამბობდა, დედაჩემის ხსენებაზე ტვინში ამასხნა. მივვარდი და პირდაპირ სახეში დავარტყი. - არაკაცო! არაადამიანო! დედაჩემს ეგრე როგორ მოიხსენიებ, ყველაფერი შეგალია შენ! ერთადერთი იმედი იყავი მისი, შენ კიდევ მატყუარა, ამაზრზენი ადამიანი ხარ! - ოხ, შემალია თორემ.. მოკლედ ვამბობ, ხვალ გვეტყვი პასუხს! - იქვე მდგომ გამწარებულ დანიელს მიუბრუნდა და პირდაპირ სახეში შესცინა - თუ გინდა ახლავე თქვი, რავიცი - უდარდელად აიჩეჩა მხრები და ლუდის ბოთლს დაწვდა. - რომც დათანხმდეს მე არ გავყვები! - შეუვალი ხმით ვთქვი და დანიელს მივუბრუნდი - ეს არ ქნა დანიელ, გთხოვ, ნუ გაწირავ საკუთარ ცხოვრებას! - ასეც წირავს და ისეც წირავს, არ გაყვები და განწირულია შენი დანიელი! - დაიღრიალა და ფეხზე წამოხტა - ხვალ პასუხს გვეტყვი, შენს ხელშია შენი მომავალი ცხოვრება! - უხეშად კრა ხელი და კარებში გააგდო, შემდეგ კი მთელი ძალით მიუჯახუნა კარები. *** ეგრევე კიბეებზე ავრბივარ, ნაბიჯებით ვგრძნობ რომ მომყვება, მაგრამ კარებში ვასწრებ და მთელი ძალით ვაჯახუნებ კარებს, შემდეგ საგულდაგულოდ ვკეტავ და იქვე იატაკზე ვჯდები. ვგრძნობ როგორ მითრთის გამწარებისგან თითოეული ნერვი, სახეზე ვწითლდები და გული გამალებით მიცემს. ყველაფერს ვუნგრევ, იძულებულია ჩემთან იყოს, რა გავაკეთო?! სახეს ხელებში ვრგავ და ადგილზე ვქანაობ, არც კი ვიცი როგორ შეიძლება რომ მოვიქცე. მეორე საღამომდე ოთახიდან არ გავდივარ, ასე პროტესტს ვაცხადებ თუ რეალობას გავურბივარ არ ვიცი, მაგრამ საშინლად ვგრძნობ თავს, გიგლა რამდენჯერმე მიკაკუნებს კარებზე. გადაღლილი, დაწითლებული თვალებით ვზივარ იატაკზე და ერთ ადგილზე ვქანაობ დანერვოზებულივით, ზუსტად ვიცი რომ არასწორად იქცევა ეს არაადამიანი, ვიცი რომ მთლიანად ანადგურებს დანიელს, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ, მას უნდა რომ მომიშოროს, ზედმეტი ტვირთი, მე კი უსუსური, ყველაზე სუსტი არსება ვარ ამ დედამიწაზე და მეცოდება ჩემი თავი, ჩემი სხეული ისევ სიბნელეს ეჯახება და მთლიანად იკარგება მასში, ახლა მხოლოდ ცაზე გამეფებულ მთვარეს და ვარსკვლავებს ვხედავ, მე სიბნელეში ვზივარ, უმოძრაოდ, ხელებგადაჯვარედინებული და ველოდები დანიელის მოსვლას, აგვიანებს, ალბათ ყოყმანობს. როგორც იქნა გათენდა, დამთავრდა ეს საშინლად მტანჯველი ღამე, ეს დღე არასდროს დამავიწყდება, მტკივა, თითოეული გადადგმული ნაბიჯი მტკივა, ვერ ვიაზრებ ჩემთავს რა ხდება, ჯერ კიდევ გაოცებული მივშტერებივარ ცას, იქნებ სადმე იყოს პასუხი, მაგრამ ყველაფერი დუმს აქ. იქამდე, სანამ მისი ამაზრზენი ხმა არ მესმის. - დეა, დანიელი მოვიდა! - კმაყოფილი ხმით ჩურჩულებს ძვირფასი “მამიკო” კარებთან და მძიმე ნაბიჯებით ჩადის ქვემოთ. ამ თავზე ისე ვნერვიულობ, ისე რომ რავიცი! :დ მოკლედ, არვიცი მოგეწონებათ თუ არა სიტუაციის ასე დატრიალება, მაგრამ.. წინ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს, რაღაცებს მიხვდებით ნელნელა <3 ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს რომ კითხულობთ და მოგწონთ! იმედი მაქვს იმედები არ გაგიცრუეთ, ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის <3 ჩემი სტიმული ხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.