შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიღაცას უყვარდი შენ (თავი 6)


6-02-2017, 22:20
ავტორი Baterfly
ნანახია 1 510

ვიდექი და ვფიქრობდი,ვაანალიზებდი მომხდარს,ცოტა ხნის წინ სიყვარულში გამოვუტყდი მამაკაცს რომელსაც ვძულდი,პასუხიც მოსალოდნელი იყო,მაგრამ მტკივნეული.ძნელია იცოდე რომ,შენს საყვარელ ადამიანს სხვა უყვარს მაგრამ ორმაგად ძნელია როცა იცი მას არ შეუძლია გული გაგიღოს შენ,რადგან ის უკვე დაკავებულია,დაკავებული აქვს აჩრდილს,წარსულსწ და დიდ ტკივილს,მე და სანდროს კავშირი არ შეიძლებოდა,მე რომ ყველაფერი დამეთმო ვიცოდი ის ამას ვერასდროს შეძლებდა.
ამ პრობლემას ისიც ერთვოდა რომ სახლიდან წამოვედი,წასასვლელი კი არსად მქონდა,არ ვიცი რაზე ვფიქრობდი როცა ასე წინდაუხედავად მოვიქეცი და სანდროს დასახსნელად სახლიდან გამოვიქეცი.შუა ქუჩაში ვიდექი,ეული და არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი როცა ვიღაც უკნიდან მომიახლოვდა და თავისკენ შემატრიალა
-ბექა?!აქ რას აკეთებ? - შევკრთი,ნამდვილად არ ველოდი მის აქ ხილვას
-მე სანდროსთან მოვედი,შენ რას აკეთებ აქ?
-მეც სანდროსთან მოვედი-მწარედ ჩამეცინა-მაგრამ ის უკვე თავისუფალია დ წავიდა
-როგორ თუ წავიდა? გაანთავისუფლეს? კი მაგრამ როგორ? - მისმა ამდენმა შეკითხვამ ცოტათი დამაბნია კიდეც
-ასე უბრალოდ,გაანთავისუფლეს
-არ მეტყვი სინამდვილეში რა მოხდა?წამოდი კაფეში დავჯდეთ და ვილაპარაკოთ კარგი? სალაპარაკო მართლაც რომ ბევრი გვაქვს
-კარგი - მორჩილად დავუქნიე თავი და უკან მივყევი.
* * *
-გამიკვირდა რომ არ მიჩივლე-ყავას აუჩქარებლად სვამდა თან თვალებში მაშტერდებოდა
-სიმართლე გითხრა მეც მიკვირს,ყველაფერი მიკვირს რაც ამ ბოლო დროს ხდება
-მაპატიე კარგი?
-რა?
-როგორ თუ რა? ყველაფერი,მაპატიე რომ ასე საშინლად მოგექეცით პატარავ,მაპატიე რომ არაფერი გავაკეთე შენს დასაცვად,მაპატიე რომ სანდროსთან ერთად დაგტოვე იმ სახლში,მაპატიე ყველაფერი მაპატიე ძალიან გთხოვ ვიკა ახვლედიანო! - მუდარით აევსო მზერა,ვუყურებდი და ვხვდებოდი მიუხედავად მომხდარისა,მაინც არ მეჯავრებო ის,პირიქით ახლობელ ადამიანადაც კი მიმაჩნდა,ის ცდილობდა სანდროსგან დავეხსენი,მისი ტყვეობიდან გავენთავისუფლებინე მაგრამ ამაოდ.არ შემეძლო არ მეპატიებინა,რადგან სანრო უფრო იყო დამნაშავე ვიდრე ბექა,და მე სანდროსაც კი ვაპატიე...
-მიპატიებია-ამოვილუღლუღე სევდამორეულმა და ყელში მოწოლილი ბურთის უკუგდება ვერ შევძელი.
-შენ რა ტირი ვიკა? არ გაბედო კარგი,არასდროს იტირო იმის გამო რაც მოხდა გაიღიმე რადგან ეს უკვე იყო!
-კარგად ჟღერს
-ხო,მგონი სადღაც ამოვიკითხე-ღიმილმა გადაურბნა სახეზე
-იცი მე...-სათქმელს თავი ვერ მოვაბი
-რა შენ?
-მე სანდრო შემიყვარდა -ისე დავიჩურჩულე თითქოს დიდი საიდუმლო გავანდე და მორცხვად დავხარე თავი
-რა? -გაოცება ვერ დამალა
-ეს ისე მოულოდნელ იყო ჩემთვის
-ჩემთვისაც დამიჯერე ვიკა!ეს ცუდად დამთავდება,ის რომ მან არ მოგკლა რ ნიშნავს რომ რაიმეს იმედი უნდა გქონდეს,ის დღემდე წარსულით ცხოვრობს,მას დღემდე უყვარს ელენე.
მისმა სიტყვებმა ჩემს ჭრილობებზე მარილი მოაყარეს,კიდევ ერთხელ შემახსენეს ჩემი უიღბლობა.
-ვიკა ახლა რას აპირებ? მოაგვარე ოჯახთან პრობლემები? - დიდი ხნის დუმილი ისევ ბექამ დაარღვია და ეცადა თემა სხვა რამეზე გადაეტანა რათა დაძაბულობა გაენეიტრალებინა.
-არ ვიცი,არაფერი ვიცი,სახლიდან წამოვედი იქ აღარ დავბრუნდები,ჩემი გადაწყვეტილება მტკიცეა
-და სად აპირებ წასვლას?
-არ ვიცი, წასასვლელი არსად მაქვს
-მგონი შემიძლია დაგეხმარო,თუ კიდევ შეგიძლა მენდო
-როგორ? -იმედიანად მივაჩერდი
-ქალაქგარეთ სახლი მაქვს რომელშიც არავინ ცხოვრობს ასე რომ შეგიძლია იქ გაჩერდე როდემდეც გაგიხარდება
-რატომ აკეთებ ამას?
-რას?
-რატომ მეხმარები?
-რადგან დანაშაული გამოვისყიდო,მომცემ ამის საშუალებას?თანახმა ხარ ჩემს შემოთავაზებაზე?
-თანახმა ვარ.
სხვა რაღა დამრჩენოდა ღამის გასათევიც კი არსად მქონდა,თანაც ეჭვი არ მეპარებოდა მამაკაცის გულრწფელობაში.
* * *
ბექას სახლი მართლაც რომ ისეთი ლამაზი ყოფილა როგორც თვითონ მიყვებოდა გზაში,როცა აქ მოვყავდი მანქანით.დიდი და მყუდრო,გემოვნებით მოწყობილი,მაგრამ სახლს მაინც დატყობოდა რომ აქ დიდი ხნის მანძილზე არავის ეცხოვრა,უკვე კარგად შებინდებული იყო როცა კარებზე ზარის ხმა გაისმა,ძალიან გამიკვირდა და თან შემეშინდა,ბოლოს კი დავადგინე რომ ალბათ ბექა უნდა ყოფილიყო,სწრაფად მივირბინე კარებთან,შევცდი კარების მიღმა სანდრო იდგა,სევდიანი გაფითრებული და კარგად ნასვამი,შემეშინდა მაგრამ არ შევიმჩნიე,გული ამიჩქარდა რადგან ჩემი სიტყვების და მისი ცივი სიტყვების შემდეგ პირველად ვხედავდი
-არ შემომიშვებ?
-მაპატიე,დავიბენი,შემოდი-გვერდით გავიწიე და გზა დავუთმე-როგორ გაიგე სად ვიყავი?
-ამას არ აქვს მნიშვნელობა ვიქტორია!
-აქვს! თანაც მე ვიქტორია კი არა ვიკა ვარ
-მართლა? მე კიდე მეგონა ვიქტორია ახვლედიანი იყავი და არა ვიკა-სარკასტულად შენიშნა და ირონიული ღიმილით მომაჩერდა
-მეგობრები ვიკას მეძახიან
-ჩვენ მეგობრები არ ვართ!-ტონს უმატა და მკაცრად დააკვესა თვალები
-რისთვის მოხვედი სანდრო?
-მართლა გიყვარვარ?
სახე შეეცვალა,დასერიოზულდა და დასევდიანდა წამის მეასედში.ყველაფერს ველოდი ამ კითხვის გარდა აღარ მინდოდა მომხდარის და ბექას სიტყვების შემდეგ ამ თემაზე მესაუბრა
-კი-ბოლოს მაინც გულწრფელობა ვარჩიე
-მერე არ იცი რომ ეს ცუდია?- წამში ჩემთან გაჩნდა და კედელზე ამაკრო
-ვიცი-ძლივს ამოვილუღლუღე
-ეს კარგია!
სწრაფად დაეწაფა ჩემს ტუჩებს,ნაზად მკოცნიდა შემდეგ კი მომთხოვნი გაუხდა ტუჩები,ხელებს კი უდიერად დაასრიალებდა ჩემს სხეულზე,ფეხებზე მხრებზე,წელზე თეძოებზე,ისე მსიამოვნებდა მისი შეხება გატრუნულს წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ მქონდა,მორჩილად ვყვებოდი მის მოქმედებას,მაისური ერთი ხელის მოძრაობით გამხადა,წამით მკერდზე დამაჩერდა შემდეგ კი ძლიერად ჩაბღუჯა ცალ ხელში,კვნესა აღმომხდა,მას კი ჩემს საქციელზე გაეღიმა,არ მინდოა გაჩერებულიყო ამიტომ არაფერს ვამბობდი,ველოდებოდი მოვლენების განვითარებას,რამდენიმე წუთში კი სრულიად შიშველი საწოლზე ვიწექი ზემოდან კი სანრდო დამცქეროდა
-იცი რალამაზიხარ? გიხდება წითელი ლოყები
-მე...მე...
-გაჩუმდი არაფერი თქვა,ნუ კანკალებ არაფერს დაგიშავებ,არც გატკენ
-მე ჯერ ეს არ გამიკეთებია-ამოვილუღლუღე დარცხვენილმა და თვალები დავხარე
-ვიცი!ამიტომ არ შემეძლო მოგქცეოდი სასტიკად იმ ღამით როცა ჩემს ოთახში უკითხავად დასეირნობდი საცვლების ამარა,არ მინდა რამე გატკინო ამიტომ დღეს სექსი არ გვექნება,ეჭვი მაქვს რომ არც არასდროს!
-რა? გაოცება ვერ დავმალე,რა საჭირო იყო მაშინ მსგავსი საქციელი? რატომ დამამცირა ასე,რატომ ვიყავი ამ დგომარეობაში მის წინ?ცრემლები ვერ შევიკავე და წამოდგომა დავაპირე როცა შემაჩერა
-არ ადგე!მე საქმე ჯერ არ დამიმთავრებია,მინდა შეგიგრძნო,შენი კანის სურნელი თავბრუს მახვევს,უბრალოდ იწექი და ასე დავიძინოთ
-მთვრალი ხარ სანდრო -ბოლო შესაძლებლობაც გამოვიყენე
-მერე რა? ცოტათი,მაგრამ ეს არ მიშლის ხელს აზროვნებაში.
მხოლოდ ეს თქვა გვერდით მომიწვა და გულზე მიმიხუტა,რამდენიმე წუთში კი ღრმა ძილს მისცა თავი.
მე კი არ ვიცი რა დამემართა,მრცხვენოდა რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავი თან მეშინოდა რადგან დილით გაღვიძებულს არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა,მთელი ღამე ვერ შევძელი თვალი მომეხუჭა,რადგან ის ჩემს გვერდით იწვა,ისე ახლოს იყო ჩემთან ჩემი საყვარელი მამაკაცი და ამავდროულად ისე შორს....


****
დილით გაღვიძებულს სანდრო აღარ დამხვდა,ასეც ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა,ვიცოდი იგი გაურბოდა...არ ვიცი რას გაურბოდა,იქნებ საკუთარ გრძნობებს?ასე იყო თუ ისე გული ძალიან მეტკინა,მან კიდევ ერთხელ მოიგო თამაში,მან კიდევ ერთხელ მკრა ხელი.დამცირებულმა და განადგურებულმა ძლივს ავითრიე სხეული,იქვე დაყრილ ტანსაცმელს დავწვდი და სწრაფად ჩავიცვი,საათს გავხედე მზე კარგა ხნის ამოსული იყო.სიმწრისგან ჩავიცინე როცა კარზე ზარის ხმა გაისმა,ზლაზვნით მივათრია სხეული კარებამდე.დარწმუნებული ვიყავი რომ სანდრო იქნებოდა მაგრამ შევცდი.
-დედა? აქ რას აკეთებ?-გაოცება ვერ დავმალე როცა ზღურბლზე დედაჩემი დავინახე აცრემლებული თვალებით მდგომი
-უნდა დაგელაპარაკო ვიკა,ძალიან გთხოვ შემომიშვი
-შემოდი-დავიჩურჩულე და გზა დავუთმე,ვუყურებდი როგორ ნერვულად დაეშვა სავარძელზე,ხმის ამოღებას არ ჩქარობდა
-საიდან გაიგე სად ვიყავი?-დუმილი ისევ მე დავარღვიე
-ვიღაც ბიჭმა შემატყობინა
-სანდრომ?-გაოცებულმა წამოვიყვირე
-არა,ასე მითხრა ბექა მქვია,არ ინერვიულოთ ვიკა კარგად არისო და მისამართიც ჩამაწერინა
-არ მეტყვი რისთვის მოხვედი?
-უნდა დავილაპარაკოთ
-რაზე?
-ელენეზე-სევდიანად ამომხედა
-არ გაბედო მისი სახელის ხსენება!-გამოვცერი კბილებში
-ვიქტორია გთხოვ მომისმინე,შენ უნდა გაიგო სიმართლე
-მე ვიცი სიმართლე-გავაწყვეტინე ანერვიულებულმა
-შენ იცი სიმართლის ერთიმხარე,ის მხარე რომელიც იმ ბიჭმა სანდრომ გადაიტანა,გთხოვ მომისმინე და გაიგე რა მოხდა სინამდვილეში
-არ მითხრა რომ ისინი ტყუოდენ
-არა,ყველაფერი სიმართლეა ვიკა,გთხოვ არ შემაწყვეტინო და მომისმინე,ლევანმა და მისმა ძმაკაცებმა გააუპატიურეს ელენე,ძალიან ნასვამები იყვნენ,თანაც ნარკოტიკებით იყვნენ გაბრუებული,გზად გადაეყარნენ და ამით ისარგებლეს,ერთი წუთითაც არ ვამართლებ მათ,მე და მამაშენს არ გვინდოდა საქმე ასე განვითარებულიყო,მერე შალვა მოვიდა ჩვენთან
-რა გინდათ ბიძაჩემთან? ის კაცი მაინც დაასვენეთ საფლავში!-გავაპროტესტე
-დამაცადე,მას კიბო ქონდა,ძალიან დიდხანს გვეხვერწა დაგვეცვა მისი ერთადერთი შვილი,რომ მისი ჯავრი არ გაჰყოლოდა იმქვეყნად,იმაშიც კი დაგვარწმუნდა რომ ლევანი მართალი იყო,რომ ეს ჩვენი მტრების გეგმა იყო,შეელახათ ჩვენი რეპუტაცია
-გაჩუმდი....დავისისინე
-გეფიცები ვიკა,შენსა და ნიას თავს გეფიცები არ გატყუებ! მართლა მჯეროდა ამის,სიმართლე კი მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ როცა ელენე მშობიარობას გადაყვა,მაშინ ვირწმუნეთ მისი,შეგვებრალა მაგრამ კვე გვიანი იყო,ჩვენ პირობა მივეცით შალვას,ელენეს კი არაფერი ეშველებოდა.
გონებაში ვცდილობდი გადამეხარშა ის იმფორმაცია რაც დედაჩემმა მომაწოდა,მაგრამ ამაოდ,სრულ შოკში ვიყავი,ორ ნაწილად გავიხლიჩე,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ვისთვის დამეჯერებინა,
-ვიცი ცუდად მოვიქეცით,როცა ლევანი ციხეში არ ჩავსვით მაგრამ ეს ძნელია,ის ხომ,ჩვენი სისხლი და ხორცია ვიკა!ახლა არაფერი მიპასუხო მე წავალ,დაფიქრების საშუალებას მოგცემ და როცა რაიმეს გადაწყვეტ აუცილებლად შეგვატყობინე,ძალიან მეშინია შენი აქ დატოვება,არ მინდა ისევ რამე მოხდეს ცუდი
-ნუ გეშინია დედა მე კარგად ვიქნები.
ვუყურებდი მიმავალ დედას,რომელმაც უხმოდ დატოვა ოთახი,ისევ თვალწინ მედგა მისი სევდიანი და სასოწარკვეთილი მზერა,აღარ შემეძლო მე ზედმეტად პატარაც კი ვიყავი ყოველივე ამისთვის,საწოლზე დავემხე და მწარედ ავტირდი,არ შემეძლო რამეზე მეფიქრა,ერთ მხარეს ჩემი ოჯახი იდგა,ხალხი რომლის მიმართაც ახლა ისე აღარ ვბრაზობდი რაც სიმართლე გავიგე,მაგრამ მაინც არ შემეძლო მათი პატიება,მეორე მხარეს კი სანდრო იყო,კაცი რომელიც მიყვარდა,რომელსაც ვძულდი და რომელთანაც მომავალი არ მქონდა,თითქოს ადვილი უნდა ყოფილიყო არჩევანის გაკეთება,მაგრამ მე ეს ყველაზე მეტად მიმძიმდა.
* * *
თვალები დამწითლებოდა ამდენი ტირილისგან,სარკეში ვიყურებოდი და გაოგნებას ვერ ვმალავდი,ერთი წლის ან რამოდენიმე თვის წინ რომ ვინმეს ჩემთვის ეთქვა შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება და შენ აღარ იქნები ის ვინც იყავიო ალბათ გიჟად შევრაცხავდი.მე ვიყავი მხიარული,ყველაზე მხიარულიც კი ჩემს გარემოცვაში,რატომ არ უნდა ვყოფილიყავი?არაფერი მაკლდა და არაფერი ვიცოდი იმ ჯერ კიდევ ბიჭზე რომელსაც შეყვარებული "წაართვეს".
-ძალიან შეიცვალე-ზურგს უკან სანდრო მედგა და ისიც სარკეში მომჩერებოდა
-როგორ შემოხვედი?-არც კი მივბრუნებულვარ მისკენ
-მე ამ სახლის გასაღები მაქვს
-აბა რა!ეს ხომ შენი ძმაკაცის სახლია და მე თქვენი ტყვე ვარ
-უკვე აღარ,მე შენ გაგიშვი,სხვა რაღა გინდა?-უემოციოდ აიჩეჩა მხრები
-იქნებ...იქნებ არ მინდოდა გაგეშვი სანდრო!იქნებ არ მინდოდა ასე ადვილად დაგევიწყებინა რაც მოხდა,რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში?-მისკენ შევბრუნდი და აცრემლებული თვალებით მივაშტერდი
-იმიტომ რომ მომეკალი-ცალყბად ჩაიცინა
-მერე რატომ არ მომკალი?შენ არ უნდა გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში,არ უნდა აგერია ყველაფერი,მაგრამ შენ მაინც გამოჩნდი სულ სხვა გეგმებით და სულ სხვა შეასრულე...თუმცა ვეჭვობ ეს თამაში იყო,შენ სულაც არ გინდოდა გამხდარიყავი მკვლელი,შენ ჩემი დატანჯვა გინდოდა,ბრავოო!ამას მიაღწიე,კმაყოფილი ხარ?
ვუყურებდი როგორ ეცვლებოდა ყოველ წამს გამომეტყველება,ის სხვა იყო,ის არ გავდა სხვას,ტკივილი და იმედგაცრუება აღებეჭდა სახეზე
-მე არ დამიგეგმავს ეს...ყველაფერი თავისთავად მოხდა
-ჯობდა მოგეკალი,რადგან მე ყოველ დღე ვკვდები,ყოველ წამს,იმიტომ რომ მიყვარხარ სანდრო!-მთელი გრძნობები ჩავაქსოვე ჩემს სიტყვებში და მომლოდინედ მივაჩერდი
-შენ მართლაც შეიცვალე ვიკა,პირველ დღეს გატყავებით მემუქრებოდ ახლა კი სიყვარულში მიტყდები?-გულწრფელმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე
-მაგრამ რაღაცეები არასდროს იცვლება...
-მაგალითად?
-შენ...შენ ისევ ისეთი გულგრილი ხარ როგორც მაშინ პირველ დღეს
-ცდები...
-არა არ ვცდები,შენ მადანაშაულებ იმაში რაც მე არ ჩამიდენია,გძულვარ იმის გამო რაც ჩემი ბრალი არასდროს ყოფილა,მტკენ რადგან უმიზეზოდ დამტანჯო,თამაშობ ჩემს გრძნობებზე,როდესმე შეგწინააღმდეგებივარ სანდრო?როდესმე დაგადანაშაულე იმის გამო რაც გამიკეთე? როდესმე გისაყვედურე?მე მესმოდა შენი,მე მტკიოდა შენი ტკივილი,საკუთარ ოჯახზეც კი უარი ვთქვი შენს გამო,მაგრამ რატომ?რომ კვლავ დამცირება და სიძულვილი მივიღო?მზად ვიყავი ამეტანა ყველა დამცირება,ყველა გულისტკენა,მაგრამ შევცდი,მე ჩვიდმეტი წლის ვარ,მიყვარხარ მაგრამ არ შემიძლია ამდენს გავუძლო,არ შემწევს ამის ძალა,შენ გინდა მეც ისევე უბედური ვიყო როგორც შენ...-სასწრაფოდ მივაყარე აღელვებულმა, ცრემლები თითებით მოვიშორე და ამაყად ავწიე თავი
-ცდები ვიკა-ხმა დაუთბა,ალბათ შევებრალე და ეცადა დაემშვიდებინა საბრალო ბავშვი.
-არა არ ვცდები,შენ ისევ ელენე გიყვარს,ისევ იმით არსებობ,მასზე ფიქრობ,სწორედ ისეა როგორც შენ მითხარი"მის ფონზე თქვენ შავ-თეთრად ჩანხართ,მე შენც გამოგიყენეო".მე მივხვდი ამას,გავაცნობიერე რომ არ გამოვა შევცვალო შენი ცხოვება,აღარ მინდა ბრძოლა,და თუ შენ ჯერ კიდევ გაქვს სურვილი იძიო შური და მოკლა უდანაშაულო ბავშვი,მე აქ ვარ,არ შეგაჩერებ გეფიცები არც შებრალებას გთხოვ და აგიხსნი რამდენად მინდა სიცოცხლე,მე აქ ვარ სანდრო ან მომკალი,მოკალი გოგო რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა ძალიან უყვარხარ ან გამიშვი...ნება მომეცი ვიყო ბედნიერი..
შეცბუნება შევატყვე,აღელვება,ტკივილი,ის ებრძოდა ახლა ზუსტად ვიცოდი ის ებრძოდა საკუთარ გრძნობებს,მას არ შეეძლო დაევიწყებინა წარსული,ამას ის ასე მარტივად ვერ შეძლებდა.სწრაფად მომიახლოვდა წელზე ხელები მომხვია და ტუჩებზე ნაზად შემეხო
-მე არ მინდა უბედური იყო როგორც მე,დამიჯერე პატარავ,მე..მე...უბრალოდ გიშვებ
ცრემლებმა ერთი-ორად იმატა ჩემს ღაწვებზე,არ ვიცოდი რის გამო,მიხაროდა რომ იგი სამუდამოდ გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან თუ მტკიოდა.სწრაფად შემიშვა ხელი და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი...შემდეგ კი სახლი....
უსიცოცხლოდ დავესვენე იატაკზე,კედელს მივეყრდენი და ცრემლებს გასაქანი მივეცი,მე თავისუფალი ვაყავი მაგრამ ჩემდა გასაკვირად ეს სულაც არ მახარებდა.
* * *
მე არჩევანი გავაკეთე,რადგან სანდროს კანდიდატურა მოიხსნა საკუთარ ოჯახს დავუბრუნდი,დედა და მამა არაფერს ამბობდნენ მხოლოდ სინანულით შემომცქეროდნენ მათ გამო ამდენის გადატანა რომ მომიხდა,მე მათ ვაპატიე,მიუხედავად იმისა რომ სანდროს თავის დროზე უამრავი რამ ვაპატიე,ჩემი მკვლელობის მცდელობიდან დაწყებული გრძნობებით თამაშიც კი,მაგრამ ახლა არ შემეძლო მისი პატიება...არ შემეძლო მეპატიებინა ასე ადვილად რომ დამთმო...



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაუ ძაან მაგარია მალე დადე რა შემდეგი თავი
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2 სტუმარი Guest Emili

Mteli dgea Amas velodi vamowmebdi xshiraaaad

 


№3  offline წევრი Baterfly

თაკოთაკო
ვაუ ძაან მაგარია მალე დადე რა შემდეგი თავი

აუცილებლად ^^^^

Guest Emili
Mteli dgea Amas velodi vamowmebdi xshiraaaad

იმედია იმედებს არ გიცრუებ :დ

 


№4 სტუმარი Guest Emili

Ara Ra tqma unda dzaaan maagari gogo Xar asset istorias wer

 


№5  offline წევრი doriane

როგორი მაგარი გოგო ხარ შენ ვგიჟდები პირდაპირ kissing_heart

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

გელი მოუთმენლად

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუფ მაგარი იყო ახლა წავიკითხე და იმედია მალე დადებ ისე ვარ დაინტრიგებული რო აღარ შემიძლია....

 


№8  offline წევრი Baterfly

doriane
როგორი მაგარი გოგო ხარ შენ ვგიჟდები პირდაპირ kissing_heart

doriane
როგორი მაგარი გოგო ხარ შენ ვგიჟდები პირდაპირ kissing_heart

დიდი მადლობა საყვარელო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent