შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზამთრის წერილები (სრულად)


6-02-2017, 23:57
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 7 056

ზამთრის წერილები (1)
ცხოვრების განვლილი დღეებისთვის რომ გადამეხედა, აუცილებლად ვიტყოდი რომ მათი შეცვლა ყველაზე სწორი გადაწყვეტლება იქნებოდა. შეცვლა იმით რაც ასე მაკლია.. შეცვლა ბედნიერების იმ წუთების მოსაპოვებლად რომელიც ზღვაში საკუთარი ნებით ჩავძირე. მოგონებები,რომლებიც ასე გვეკვრიან გარს, და გვახსენებენ რა იყო, და აღარ არის. თუნდაც ოცნების დასაბრუნებლად,რომელიც ასეთი მრავალფეროვანი იყო, საოცარი ემოციით სავსე. ვიტყოდი,რომ ეს ყველაფერი მარტივია,რომ ის გრძნობა რომელიც ახლა ასე მტანჯავს აუცილებლად იქნება იმის საწყისი რომ ახალი, საკუთარი ბედნიერება შევქმნა. შევქმნა იმისთვის რომ ვიცოცხლო... იმისთვის რომ მიყვარდეს.

პეპელასავით დავფარფატებ აქეთ-იქით და ჯერ კიდევ არ ვიცი რას ვითხოვ ცხოვრებისგან. იმასაც ვერ ვხვდები რას ითხოვს ის ჩემგან.
გრძნობებს? ეს დიდი ხანია მორჩა.

სანამ ზამთარი მოვა, კვლავ ვუყურებ ყვითელი ფოთლების ტრაგიკულ დასასრულს. მიძინებულ, მიფუჩეჩებულ ბუნებას,რომელიც აზრს კარგავს. სურნელს,რომელიც შორი მთებიდან ერთვის... ვუყურებ როგორ კვდება ყოველი დეტალი... და დაველოდები. დაველოდები სუსხიან,ცივ დღეებს. ყველაფერზე გაბატონებულ ზამთარს,რომელიც მთლიანად აჯადოვებს სანახაობას... ეს მისი სპექტაკლია, მისია ეს სიცივე, გამხმარი ხეები,რომლებიც ჩუმად ემშვიდობებიან თბილი ზაფხულის სხივებს... ვუყურებ,როგორ აირეკლება ყინულივით ცივი მზერა ჩემს სახეზე და გამახსენებს იმას რაც ერთი თოვლიანი, თითქოს მშვიდობიანი დღის ფონზე მოხდა.
გამახსენებს იმას რაც გონებაში თითქოსდა გავყინე...
მაგრამ ეს საღამო, ეს ისე ახლოა... თან ისე შორს. არ მინდა თუმცა მახსენდება. გრძნობას აყოლილი, ფერგამოცლილი პიროვნება... სიცოცხლის ბოლო წუთების სიკვდილი.

მშვენიერო. ამას ითხოვდი ჩემგან. აღიარებას... გინდა მოისმინო, როგორ საოცრად გადმოვცემ ჩემს სინანულს, და ამით დატკბე. თუმცა ზამთარივით გასულია შენი სიცოცხლე. მასთან ერთად წავა... ყველაფერი მას გაჰყვება. მე ბედნიერი ვიქნები, ძალიან ბედნიერი და შენ ამას დაინახავ. იქნებ ინანო კიდეც, ან რაღაც ძალამ ცრემლიც მოგაგებოს... იქნებ მანდ მაინც გაპატიონ,რაც მე ვერ შევძელი. იქნებ ორმაგად კეთილები აღმოჩნდნენ, ან თუ მანდ არ ხარ, ეშმაკმაც შეგინდოს...
როგორ გგონია, შეუძლია ბოროტს პატიება?
მითხარი, შესაძლებელია ეს მოხდეს?

>>>

- ისევ გვიან ბრუნდები იოანა.
- მეგონა ამას უკვე მიეჩვიე ...
ხელი შუბლზე მოვისვი, თითქოს ამით ბიძამისს ვანჲშნე რომ მისი მოსმენა არ მსურდა.
- ისევ ეს მზერა. არ ვიცი როგორ აისახება ეს შენს ცხოვრებაზე, შენს ბედნიერებაზე...
- ჩემს ნიშნებზე...
გაიღიმა და სკამზე ჩამოჯდა.
- მე მხოლოდ ის მინდა ბედნიერს გხედავდე. ასე ძნელია ამის გაგება? ყოველ ღამე გადიხარ და შენი უიმედო სიყვარულის ამბავს იხსენებ. დასტირი მის საფლავს და შინ გრძნობაგამოცლილი მოდიხარ. მითხარი ამას ასე მშვიდად როგორ ვუყურო?
- შენ ეს არ მოგწონს?
- რას გულისხმობ.
- რამით უკმაყოფილო ხარ?
ცივად შევხედე ბიძაჩემს,რომელმაც არ იცოდა რა ეთქვა და სულელივით გადაადგილებდა ჭიქას საპირისპირო მიმართულებით.
- ეგ ჭიქა პასუხს ვერ გამცემს, ამიტომ შეეშვი. ეს ჩემი ცხოვრებაა. დიდი მადლობა იმით,რომ ასე ღელავ ჩემზე მაგრამ ეს დრო უკვე გავიარე. ყველაფერი გავიარე... იცი, უკვე აღარც ვიცი რა უნდა ვიგრძნო ამაზე უარესი. ამიტომ დაწყნარდი... ვეცდები ისევ ღიმილი შეგაგებო, იმის დასამტკიცებლად რომ ყველაფერი მორჩა, მაგრამ ეს ტყუილია. ეს შენ კარგად იცი...

პასუხით უკმაყოფილომ, ჭიქა გვერდზე გადადგა და მის შვილობილს თვალი გაუსწორა. ის ისე მედგრად იდგა თითქოს ვერავინ შეძლებდა მის აზრთან დაპირისპირებას.
- ასე ხომ? კარგი ქალბატონო. თქვენი ნებაა. თუ ბიოლოგიის წიგნს გადახედავთ მოხარული დავრჩები. თუ ინგლისურს ამით მოხუც ბიძიას ცემ პატივს... თუ ფიზიკასთანაც გაარკვევ საქმეებს, ჩათვალე შენთან ვალში ვარ.

ნიკოლოზმა ჩემი გაცინება შეძლო. ის ყოველთვის ახერხებდა ამას. მაშინაც კი,ჩემი მშობლები, მშობლები მიწას მიაბარა. თუმცა ეს არც მახსოვდა, რადგან სულ რაღაც ექვი წლის ვიყავი. თუმცა ავთო ჩემი ნათელი წერტილი იყო. ჩემი ანგელოზი... როგორ გითხრათ, ალბათ მის გარეშე, წარმოუდგენელიც იქნებოდა ჩემი ცხოვრება. ზოგჯერ ხომ ძნელია იპოვო ადამიანი,რომელმაც მშობლები და შეყვარებული დაკარგა და ახლა კვლავ სუნთქავს...გაბრაზებული ვიყავი ჩემი ბედისწერით. ვერ ვთმობდი ჩემს ძველ გრძნობას და თავს ვარწმუნებდი რომ ეს ყველაფერი ჩემი ძველი სიყვარულის ბრალი იყო... არ უნდა წასულიყო ასე უსამართლოდ,დაუმშვიდობებლად. ეს ვერ ამეტანა ზიზღით ვუყურებდი ყველა ბედნიერს...

ადამიანები ვერასოდეს შეძლებენ შეიძულონ ზაფხული... მზე... თუ რათქმაუნდა ის ტკივილი არ იგრძნეს რაც მე.
ზამთარმა მეგობრობა გამიწია... ახლაც ველოდი. მოთმინებით.. იმედით,რომ სიცივის ქვეშ დავმალავდი მოწოლილ ცრემლს. მჯეროდა რომ ზამთარი გრძნობებს ყინავს... რომ მისით შეიძლება ცხოვრება მშვენიერი გახდეს.



(2)
ისევ გათენდა.
დღე ღამეს ისე ენაცვლება, თვალის შევლებას ვეღარ მოასწრებ. ირგვლივ შემოდგომის სიცივით გაჯერებული სუნი დგას, და უუნარო ხალხი, უუნაროდ დაეხეტება. ერთფეროვანი ცხოვრებით გადაღლილნი, ბალიშს ეხუტებიან და სხვა რეალობაზე ოცნებობენ.
ამას ყველაფერს ფანჯრიდან ვუყურებ და ვფიქრობ, რა საოცარია სიცოცხლე, მაგრამ რა მოსაბეზრებელია ყოველდღიურობა...

მე აღარ მინდა ვიარო იმ გზით,რომელიც ბედისწერამ დამიწერა. ნამდვილად არასოდეს მინდოდა დროს დავმორჩილებოდი, მე ვებრძოდი მას. მე ვიყავი წინამძღოლი ჩემი ცხოვრების და ჩემივე რეალობის. ამის გარდა, ისიც გავაცნობიერე,რომ ბოლოს მაინც მარტო რჩები. ირგვლივ არიან ადამიანები,რომლებიც სიყვარულს გიხსნიან, მაგრამ შენი ცხოვრება არ აინტერესებთ. ისინი არ გამოგიწვდიან დახმარების ხელს, თუ ამას რამით არ გადაუხდი. ისინი ამბობენ ,,მიყვარხარ", მხოლოდ იმიტომ რომ სჭირდებათ. აქ არაფერია გაუგებარი. ეს ჩემი პრობლემებია და შევეგუე,რომ არ უნდა ველოდო დახმარებას სხვისგან... მათ თავიანთი პრობლემებიც თავზესაყრელად აქვთ.
ფიქრებიდან ბიძაჩემის ხმამ გამომაფხიზლა.
- აი ისევ !
შევხედე ოდნავ დაბნეული სახით, თუმცა იმ იმედით რომ მივხვდი რატომ იყო ასეთი გაბრაზებული.
- ეს ჩემი საქმე არ არის. ნუ მრევ, ბიძაჩემო.
- წარმოგიდგენია? კატასავითაა ეს ქალი. ბრჭყალებს დღეში სამჯერ იცვლის. ჩემზე იქლიბავს და შემდეგ მშვიდად ტკბება.
- შედარებაა საოცარი, შეხმატკბილებული.
დამცინავად ვუყურებდი. ეს მასზე აღარ მოქმედებდა,რადგან მართლა უკვე სასაცილო იყო ის რაც ხდებოდა. ნათია ყოველდღე პოულობდა მიზეზს საჩხუბრად. თუნდაც ერთი დეტალი რომ ყოფილიყო, რაც მას არ მოეწონებოდა ეს ნიშნავდა კატასტროფულ დღეს ბიძაჩემისთვის.
- ამჯერად...
სიტყვის დამთავრება ვეღარ მოვასწარი,როცა ბიცოლაჩემი გამოვიდა ოთხიდან. ცივად მომესალმა და ბარგით გატენილი ზურგჩანთა პირდაპირ მის წინ დადო. ნიშნისმოგებით უყურებდა და თან მის რეაქციას აკვირდებოდა. ბიძაჩემი ახლა ცხოველს უფრო გავდა, ვიდრე შუახნის სიმპათიურ მამაკაცს.
- ეს გინდოდა ხომ? ეს გინდოდა?
ავთო ყვიროდა. მე ყავას მშვიდად მივირთმევდი. როცა ვიკითხე, ამჯერად რა მოხდა მზერა ჩემზე შეაჩერეს. ოდნავ დავიბენი მაგრამ სიმტკიცე არ დამიკარგავს. ,,აშკარად მიხვდნენ". ჩუმად გავიფიქრე და ვეცადე ეს დამემალა.
- კარგი. რამდენჯერმე ეს გადავყლაპე, მაგრამ ახლა საკუთარი თვალით დავინახე,როგორ იღებდა ეს ლაწირაკი ჩემს ყელსაბამს.
- მომეწონა...
ჩუმად წამომცდა და ბიძაჩემის ხმასაც არ დაუგვიანია. აშკარად ახსნას ელოდა.
- მე მას ვთხოვე ეჩუქებინა ის ჩემთვის. მე მას მეორედაც ვთხოვე ეჩუქებინა ის ჩემთვის. მე მას მესამედაც ვთხოვე ეჩუქებინა ის ჩემთვის. აი მეოთხედ მე თვითონ ვაჩუქე საკუთარ თავს.
ბიძიას გაეღიმა. აი ნათია კი ცოფებს ყრიდა.
- ხვალ... არა რა ხვალ, აი ამ წუთიდან მივდივარ აქედან! არა, როგორ გავბედე,როგორ დაგირღვიეთ ეს ძია-შვილური ურთიერთობა. ასე გყვარებოდეთ ერთმანეთი.

კარისკენ დაიძრა. ეგონა ბიძაჩემი გააჩერებდა, თუმცა ეს რომ არ მოხდა ბოლოს მაინც მოიხედა.
- ის ძალიან ცუდი იზრდება... შენ ამას ვერ შეძლებ.
ავთომ თავი დაუქნია. ეს ნიშნავდა ,,როგორც შენ იტყვი". ნათია გაუჩინარდა.
- გამახსენე... მერამდენედ მიდის სახლიდან?
სიცილი სახეზე შემაშრა როცა მისი გაქვავებული სახე დავინახე.
- ვიცი... ვიცი...
მხოლოდ ეს ვუთხარი, და იმის შიშით,რომ რამეს მეტყოდა,მიუხედავად იმისა,რომ არასოდეს არაფერი უთქვამს საწყენად, ოთახში შევედი. ჩემი ბლოკნოტი ავიღე და რაღაცეები ჩავინიშნე.

ავირჩიე პროფესია,რომელიც ხათაბალაში მხვევდა სულ. რაღაცას ,,მამტკიცებინებდა". ზოგჯერ ვნანობდი, მაგრამ ბოლოს მაინც ვჯერდებოდი იმას რაც ვიყავი. სხვა თვალით,რომ შევხედოთ ეს სასიამოვნოც იყო. ჩემი დღე, მუდამ სიურპრიზებით იყო სავსე.
ვიყავი ჟურნალისტი, ვწერდი სტატიებს... მიწაზე ვასწორებდი, ჩემი ქალაქის ,,ცნობილებს" და შემდეგ მათზე ვიცინოდი. ვიგონებდი ჩემთვის მისაღებს და შემდეგ რაღაც დეტალს ვპოულობდი რაც ამათან ჩემს მსხვერპლს დააკავშირებდა. ვიყენებდი კავშირებს, მეგობრებს... მთავარი ის იყო ყოფილიყო ინტრიგა. გაზეთი რომელიც ყველაზე გაყიდვადი იყო, ყველაზე დიდ ძალისხმევას ითვალისწინებდა. ამას შეგუებული, უკვე მოურიდებლად ვასწორებდი ხალხს მიწასთან. მათზე მხატვრულ უნარს ვამჟღავნებდი... ისინი,როცა ამას კითხულობდნენ მხოლოდ ჩემს მოკვლაზე ოცნებობდნენ, მე კი უკვე კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით.
აი ახლაც, ერთი ბიზნესმენის ფოტოს ვიყავი მიშტერებული.
- როგორ შეიძლება იყოს ასეთი სუფთა...
თან მეცინებოდა. უკვე ვგრძნობდი, რა ბინძური უნდა გამხდარიყო,ჩემს ხელში.
- შესანიშნავი დახასიათება,წარმომავლობა. ანგელოზი ყოფილხარ საყვარელო.
მისი სურათით მოხიბლული უფრო მეტად ვეძებდი რაღაც სხვას... ხელჩასაჭიდს. ვხედავდი და ვგრძნობდი,რომ ეს ყველაზე საინტერესო რამ იქნებოდა.
ფიქრებიდან, მაილზე მოსულმა წერილმა გამომიყვანა.
,, მართალია ჩვენ ვერ ვიქნებით ერთად. მაგრამ მე შენში ვარ. შენ კი ჩემში. მინდა იგრძნო ეს. სხეულით თუ არა სულით მეყვარები. ძალიან მომენატრე იოანა... ძალიან მომენატრე..."

ცრემლები წამსკდა... ,
- საკუთარი ცოდვებისთვის მთხოვენ პასუხს.
ვთქვი მშვიდად და ჩემი გარდაცვლილი შეყვარებულის წერილს შევხედე.

(3)
სიყვარულივით თავს დამატყდა ბედნიერება!

თვალებმა ელვარება იგრძნეს... გახარებული მივუყვებოდი რუსთაველის პროსპექტს და ჩემს აღმოჩენაზე ვფიქრობდი. ინტერვიუ უნდა გამოსულიყო დაძაბული და ემოციით სავსე. ყოველი დეტალი წინასწარ მქონდა გათვლილი, ისიც ვიცოდი ყოველ კითხვას რა სავარაუდო პასუხი შეიძლებოდა მოჰყოლოდა.. იმასაც ვსაზღვრავდი,რომ ის სერიოზული რესპოდენტი იყო, და უფლებაც არ მქონდა საუბარი უაზროდ გაწელილიყო. ამის გამო რამდენიმე დღე კითხვებს ვადგენდი. თავი მინდოდა ამერიდებინა, ყველა გაუთვლელი შეცდომისთვის, ეს ჩემთვის პირადული მარცხი იქნებოდა. უნდა მეყურებინა თვალებში, ისე რომ მოტყუება ვერ შეძლებოდა და ასევე უნდა მომეხიბლა... ეს უფრო გახსნიდა და ვინ იცის რამდენ ,,საოცრებას" ათქმევინებდა.

წამით შევჩერდი.
ამ ყველაფრის მიუხედავად, არ ვიცოდი როგორ დამეწყო საუბარი.
მისალმება და შემდეგ... მან უეჭველად იცის მე რა დამპალიც ვარ. რათქმაუნდა თავსაც დაიცავს. თუმცა მე ვერავინ გამიძლებს, მაინც წამოსცდება რაღაც ისეთი რაც გაზეთის ყდას დაამშვენებს.
უმწიკვლო წარსული,და რეპუტაცია გზას მიღობავდნენ. იოანე ყანჩაველი წმინდა სულის ანგელოზი იყო.
ღიმილი სახეზე მრჩებოდა.
ეს იმას ნიშნავდა რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნებოდა ჩემთვის. მე არასოდეს ვაგებდი... ან პირველი ვიყავი, ან ბოლო.

როცა მისი მისამართი გამაგებინეს გაოცებული დავრჩი.
ეს ყმაწვილი ზუსტად ჩემს ზემოთ ცხოვრობდა, 3-ოთახიან ბინაში. საკუთარ თავს ვუსაყვედურე, რომ ჩემი მეზობლები კარგად ვერ შევისწავლე... ჩემი მსხვერპლი, ჩემს ზემოთაა. მეცინებოდა, ეს უფრო გამიადვილებდა საქმეს.
ჩემი სახლის კარი ჩავკეტე, და ზემო სართულზე გადავინაცვლე. მე-16-ზე. მორიდებულად დავაკაკუნე მსხვერპლის კარზე და მანაც არ დააყოვნა.
ჩემს წინ იდგა თვით მშვენიერება.
შემშურდა კიდეც,რომ მისნაირი თვალები არ მქონდა, არა თამამად შემიძლია ვთქვა,რომ მშვენიერს, ჩემზე გრძელი და სწორი ფეხები ჰქონდა. ამრეზით ვუყურებდი, თუმცა წამით ეჭვიც არ შემპარვია ჩემს თავში. კარგად დავათვალიერე ბინა და გაოცებული დავრჩი. იგი სკამზე იჯდა და იღიმოდა. რათქმაუნდა იცოდა რისთვისაც ვიყავი მისული და ვიეჭვე რომ ისიც სათანადოდ მომზადებულიყო.

- დაბრძანდით.
სკამზე მანიშნა და გამიღიმა.
ჰო, რათქმაუდნა. ჩემს მოხიბვლას ცდილობს. არადა პირიქით უნდა ყოფილიყო. მე უნდა მომეხიბლა ის... ეს უკვე ცუდი დაწყება იყო. დაბნეული მოვთავსდი სავარძელში.
- გამარჯობა იოანე. ალბათ იცით რისთვისაც ვარ მოსული.
მისმა გამომეტყველებამ სხვა რამ მიპასუხა.
- არა, მე მეგონა ის გოგო ამოაგზავნეს ჩემთან,რომელთანაც დრო უნდა გამეტარებინა.
შეშინებულმა შევხედე თუმცა ყველაფერს მივხვდი.
- სასაცილოა. უდაოდ კარგი იუმორი გაქვთ უბრალოდ დახვეწა სჭირდება.
,,ასეთ სისულელეს თვით სულელიც ვერ მოიგონებს".
ვიფიქრე და გავუღიმე.
- წარმატებული ბიზნესმენი... საოცრად ნიჭიერი ადამიანი ხართ. ბევრ რამეს მიაღწიეთ, ისე რომ ხელი არ გაგისვრიათ. ასე არ არის?
- ყველა წარმატებას სჭირდება შრომა. შავი საქმე ჩემთვის არ არის. მე კანონიერად ვცხოვრობ, შეუმჩნევლად. ეს ჩემი ყველაზე დიდი პლიუსია.

ამას ისე მომხიბვლელად ამბობდა უკვე დამავიწყდა რაც უნდა მეკითხა და ფურცელს შევხედე. ასე არასოდეს ვიქცეოდი, ყველა კითხვა ზეპირად ვიცოდი, თანმიმდევრობით.
- ცოლ-შვილი არ გყავთ. თქვენს მშობლებზეც არ საუბრობთ. ამის მიზეზი არსებობს? თუ ეს თქვენთვის მტკივნეულია.
სახეზე უკმაყოფილება დაეტყო.
- არა, უბრალოდ არ მსურს ამაზე საუბარი. ცოლი არ მყოლია... საჭიროდ არ ვთვლი ამჟამად.
- დაიღუპნენ?
კითხვა გადამეტებული მომივიდა.
- არა. უბრალოდ მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ. მე ეს გზა ავირჩიე. გზა,რომელსაც მომავალი მოითხოვს. ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი პირადი. დიდი ხანია ეტლს მოვწყდი, ამიტომ სჯობს ჩემზე ვისაუბროთ.

ეს გზა მომიჭრა.
რაღა უნდა ვკითხო? ფურცელს მივაშტერდი.
- პლასტიკური ოპერაციისთვის თუ მიგიმართავთ?
- არა. ეს ყველაფერი ბუნებრივია, რამაც ასე მოგხიბლათ.
გავწითლდი.
,,ასე აშკარად მეტყობა"?
- საიდან გაჩნდა დაფინანსება, ბიზნესის დასაწყებად? ვიცი,რომ მდიდარი არ ჩამოსულხართ.
- ფული ყოველთვის იქნება იქ სადაც რეალური საქმეა. ეს პრობლემა არ ყოფილა.
- ციდან ფული არ ცვივა. საინტერესოა ვინ იყო თქვენი ინვესტორი,როცა 25 წლის, ღარიბი, უგზოუკვლოდ დადიოდით ქუჩებში და არავინ იცოდა თქვენი არსებობის შესახებ.
- თუ გინდა გაგიცნონ, უნდა იბრძოლო.
- თუნდაც არაკანონიერი გზით?
უკვე ვაღიზიანებდი.
- თუნდაც. მაგრამ ეს მე არ მეხება. ყველაფერი გავაკეთე საიმისოდ რომ ემი ბიზნესი კარგად წარმართულიყო. დავდიოდი საწარმოებში და ჩემი იდეას ვაცნობდი. ზოგი უარით მისტუმრებდა. ისინი ამაში დიდ ფულს ევრ ხედავდნენ... მართლა გაინტერესებთ საიდან დავაგროვე ამდენი თანხა? მდიდარი საყვარელი მყავდა. ის ჩემთვის ყველაფერს აკეთებდა. მან შემიწყო ხელი და დამაფინანსა... რის შემდეგაც დიდი მოგება მიიღო თავადაც.

გამეღიმა.
- ძვირფასო... თქვენ დაწერთ სტატიას ,,საყვარლის ფულებით, შეცვლილი სამყარო"... აი მე კი ვიტყვი,რომ თქვენ იმდენად ცუდი ჟურნალისტი ხართ,რომ ეს დაიჯერეთ... ყველასთვის ცნობილია,რომ ერთ-ერთ ქასთინგზე გავიარე შემოწმება. როლი დამიმტკიცეს... შემდეგ სარდაფის მსახიობი გავხდი. ყოველ წელს მქონდა სტიპენდია, ამას პლიუს, ცალკე ფული რომელსაც მუშაობით ვაგროვებდი. ეს ყველაფერი ერთ დიდ დაფინანსებად იქცა. მე რათქმაუნდა არ ვიცოდი, ეს თუ ამდენ ფულს მომიტანდა. ისიც შეიძლებოდა ყველაფერი დამკარგვოდა. თუმცა მაინც გავბედე...
თავიდან ყველამ მასხრად ამიგდო. ისინი ჩემს ძეხვეულის ბიზნესში კონკურენტს ვერ ხედავდნენ. საზღვარგარეთ წავედი, რომ უფრო კარგად შემესწავლა, რა არის ქმნიდე განსხვავებულს... ბოლო წლებში იმდენი შევძელი,რომ ახლა მდიდარი მქვია და ვამაყობ იმით რაც მაქვს.
თუმცა თქვენ ამისთვის არ მოხვიდოდით.
თქვენი პროფესია მეტს მოითხოვს... ასე არ არის?

სიტყვა ვეღარ ვთქვი.
- თქვენ მე იმედები გაგიცრუეთ. მოხვედით იმ იმედით,რომ რაღაც საზიზღრობას მომიგონებდით. ცდილობდით მანიპულირებას თუმცა ვერ შეძელით. როცა ადამიანი უდანაშაულოა, მას ვერავინ ვერასოდეს დასდებს ბრალს. თქვენ მათხოვარივით დადიხართ სიტყვების საძიებლად.
ეს ჟურნალისტები მეტად საოცდავები ხართ.

,,საცოდავები". ეს ცუდად მომხვდა, და ჩემდაუნებურად ცრემლი მომადგა.
- ჩემო საყვარელო... ჩემო თითქმის მოსახელევ. იოანა... ვფიქრობ ახლა ის დროა, როცა კარი მარჯვნივაა.

არ შევწინააღმდეგებივარ.
მან მომიგო... სახლში შევედი და საწოლზე წამოვჯექი.
,,საცოდავები"... ეს სიტყვა გულს მიკლავდა.
ეს მართლა გავდა მათხოვრობას,რომელსაც სხვისი სიბინძურესთვის ვიყენებდი. ის სრულიად მართალი იყო.
თუმცა ეს იყო ჩემი პროფესია, ჩემი ბიზნესი. ეს გავდა აზარტულ თამაშს რომელსაც თავი ვერ დავაღწიე...

ინტერნეტში მის შესახებ მხოლოდ კარგი ამოვიკითხე. ვერავინ ვერ შეძლო რაღაც ისეთი, რასაც მე შევძლებდი. ამან გამამხნევა... ვიცოდი,რომ ის ანგელოზი არ იყო... ასეთი ადამიანები,უფრო დიდ საიდუმლოებას მალავენ... იმაზე დიდს,ვიდრე წარმოიდგენ.

ამ დროს მისი სიტყვები გამახსენდა.
როცა ვკითხე ცოლ-შვილის შესახებ მან თქვა,რომ ცოლი არ ჰყოლია... შვილზე სიტყვაც არ დასცდენია. უეჭველად, ის ცდილობს დამალოს ეს... ის ამას ვერ უარყოფს და ვერც დაეთანხმება... ვერ უარყოფს იმიტომ რომ ამით, მის არაკანონიერ შვილს ატკენს გულს... თუ ის ასეთი კეთილია, ეს ასე იქნება.
და თუ შევცდი... ან მან ეს სისულელედ მიიღო, და არც ჩათვალა პასუხი გაეცა...
თუმცა ეს ის დროა, როცა რაღაცას ებღაუჭები.

- ახლა ჩემი დროა ლამაზმანო.
ვთქვი და მის სურათს შევხედე,რომელიც ჩემი ლეპტოპის გარეკანს ამშვენებდა.



(4)
- ნაზო...
კარი გავაღე და ჩემი ბავშვობის მეგობარი სახლში შემოვუშვი. ლამაზი სახე ჰქონდა, ვიტყოდი, ზედმეტად ლამაზიც კი. თუმცა მე მისი თმა მომწონდა. გრძელი, წითური... სისხლის ნაკადს ჰგავდა,რომელიც თავიდან მოედინება...
მას კი სულაც არ ეთაკილებოდა სისხლისფერი თმა. თუმცა შეღებვა ვერ გაებედა. იცოდა ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.

- თვით იოანას სურს ჩემთან საუბარი?
ლუდი მივაწოდე და მეგობრულად მხარი გავკარი.
- შენ ისეთი ჭკვიანი ხარ, უთქმელადაც ყველაფერს ხვდები.
- ამჯერად ვერ მივხვდი .
- რას ვერ მიხვდი ნაზო? ცხოვრება უსამართლოა. ჩვენ, ადამიანებიც, ერთ დიდ ნაგვის ბუნკერში ვცხოვრობთ.
- ამჯერად ვის ასაზიზღრებ?
კითხვა მომეწონა. შევხედე და ქვედა ტუჩს კბილებით შევეხე.
ლეპტოპი გავხსენი.
- სულ გაგიჟდი? ეს ხომ სისულელეა.
ნაზო, აქეთ-იქით დადიოდა თან ნერვიულად იწევდა მის სისხლისფერ თმას.ეს მსიამოვნებდა კიდეც. როცა ის ნევრიულობდა, ესეიგი სერიოზულად იყო საქმე. და ეს თამაშიც უფრო საინტერესო იქნებოდა.
- არა ვიცოდი,რომ გიჟი ხარ. ვიცოდი... მაგრამ რას აპირებ? ძალიან ძნელი იქნება რამეში გასვარო. სუფთაა ეს დამპალი. ყველა როგორც ანგელოზს ისე ახასიათებს. ყოველი მეორე გოგოს პრინცია.
- ერთი,ორი...
ეშმაკურად გავუღიმე.
- არა მე არ მომწონს ისე როგორც მათ მაგრამ... ძნელი იქნება .
- ჩვენ ერთად ამას დავძლევთ. ასე არ არის? არსებობს საქმე რომელიც არ გამოგვსვლია?
- ამაში ნუ გამრევ.
თავი დავხარე და ზურგი ავქციე. ხელით მაგიდას შევეხე და დავეყრდენი.
- გაზეთიდან გამომიშვებენ, ეს საქმე რომ გადავაგდო... შენ კი იცი, ამის გარეშე ჩვენი ცხოვრება მოსაწყენი იქნება.
- ეს თამაშჲ არ არის. პრობლემებში გაეხვევი. ვინ იცის რას მალავს, ან რად უღირს ეს საიდუმლო.

რამდენიმე წუთი დუმდა.
- კარგი. ჯანდაბას შენი თავიც, და შენი კაპრიზებიც. რა უნდა გავაკეთოთ?
- ყველაფერი რაც შესაძლებელია და შეუძლებელი.
ნაზო, რამდენიმე წუთი ფიქრობდა. შემდეგ ხელი ჩაიქნია.
-აზრი არ აქვს. მისი ბიოგრაფია ზეპირად ვიცი. არანაირი შავი ლაქა არ ჩანს.
- კარგი რა! მითხარი, ადამიანს,როცა ამდენი ფული გაქვს და ასეთი გარეგნობა რატომ უნდა იცხოვრო ამ საზიზღარი კორპუსის 3-ოთახიან ბინაში? ეს უკვე უცნაურია. მეგონა მისი სახლი ოქროში იქნებოდა ჩასმული,მაგრამ ერთი,უბრალო საცხოვრებელი აღმოჩნდა.
- ასე სურს. ეს ხომ მისი ცხოვრებაა.
- არა. ეს პრესაა. ის კი ცნობილია. დარწმუნებული ვარ, ისეთ რამეს მალავს რაც უფლებას არ აძლევს ფუფუნებაში იცხოვროს. მისი წარსული მაინტერესებს. ყოველი დეტალი. ისიც კი, რომელ საათზე დაიბადა. მას ჰგონია ყველაფერი მოგვარდა არადა ყველაფერი ახლა იწყება. იქ საიდანაც მოვიდა, დარწმუნებული ვარ ჩემთვისაა ზედგამოჭრილი. მასზე ისეთ სტატიას შევქმნი,როგორიც ჯერ არ შემიქმნია.
- მოგეწონა...
ამან შემაშფოთა.
- არა.
ვუთხარი მოჭრით და ამ თემას არც შეხებია.

- შენ უნდა ახვიდე. შენი სილამაზე თავს მოახვიო, რადგან ჩემი არ კმარა. უნდა დაუახლოვდე, ისე რომ ყველაფერი გაგიმხილოს. ეს ბევრ ფულს მოგვიტანს.
ეს სიტყვები ესიამოვნა. რათქმაუნდა ვიცოდი, ეს დავალება მისი ოცნება იყო. უარყოფდა, მაგრამ აშკარად ჩანდა როგორ უბრწყინავდა თვალები როცა ყანჩაველს ხედავდა. ეს ამ საქმეს სიამოვნებით შეასრულებდა და მეც სწორედ ეს მინდოდა.

კლასიკურად ეცვა. ეს უფრო მომხიბლავს ხდიდა. წითელი ტუჩები, თმას ჩამოგავდა. მე ისევ ამ სისხლისსფერს ვუყურებდი. ნაზომ არ იცოდა მაგრამ ყოველთვის მშურდა. ის კი ვერ იტანდა , რაც მაცოფებდა.
როცა პირველად გავიცანი 7 წლის იყო. მაშჲნაც ასეთი ლამაზი თმა ჰქონდა, რომელიც წელამდე ამშვენებდა. სწორი, უნაკლო ცხვირი და თხელი ტუჩები, საოცარ სანახაობას ქმნიდნენ. როცა სახელი ვკითხე, მიპასუხა რომ ნაზი ერქვა. გაოცებულმა შევხედე და ამოვიოხრე.
ბებიამისის საპატივცემულოდ განწირულმა ქალბატონმა, ჩემს გვერდით 20 წელიწადი განვლო. ყოველთვის ჩემს გევრდით იდგა, მაშჲნაც კი როცა მტყუანი ვიყავი. ჩვენ გვქონდა საოცარი მეგობრობა, ეს ერთ დიდ სიყვარულს ქმნიდა.
- ფრთხილად იყავი. ზედმეტი არაფერი გვჭირდება. მსუბუქი ფლირტი...
-ვიცი.
- ძალიან სექსუალურია. მოგაჯადოვებს.
- იოანა!
- მშვენიერი ხარ.

გავამხნევე და მანაც თამამად აიარა კიბეები. კარებზე დააკაკუნა და შევიდა.
ვინ იცის,როგორ მაინტერესებდა რა ხდებოდა შიგნით. ტუჩებს მანამ ვიკვნეტდი სანამ სისხლის გემო არ ვიგრძენი. წუთები, საათებივით გარბოდა. ეჭვი არ მეპარებოდა რომ თავს გაართმევდა. მხოლოდ ის მანერვიულებდა შეძლებდა თუ არა თავის დაჭერას. მეშჲნოდა, ისე არ მოეხიბლა,რომ დავიწყებოდა რაზეც შევთანხმდით.

ფეხის ხმა გავიგე და კარი გავაღე.
ნაზო, ანერვიულებული შემოვარდა, თან პერანგის ღილებს იკრავდა.
- მაპატიე.
მხოლოდ ეს მითხრა. ზურგი ვაქციე... საშჲნლად გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ ვერ გავამტყუნე. ეს იმიტომ,რომ ყანჩაველის დანახვაზე, მეც ამიჩქარდა გული...
რაღაც სხვა ვიგრძენი.
გაყინულ გულში რაღაც სითბოსავით ჩაიღვარა. თვალები ცრემლებით ამევსო და ვერ გავაცნობიერი რა იყო ცრემლების მიზეზი.
შემეეშინდა,როცა ვიგრძენი ,რომ იმედგაცრუებაზე მეტი, ეჭვიანობა იყო... მე ვიეჭვიანე. ყველა დეტალი მაცოფებდა, ისიც თუ როგორ შეიძლებოდა დალაპარაკებოდა. როგორ გაეღიმა, მოეხიბლა... მისი საწოლში ჩაგორებაც კატასტოფა იყო ჩემთვის.
მივხვდი,რომ არ შემეძლო ამ ყველაფრის გაგრძელება. თავი უნდა დამენებებინა ამ ყველაფრისთვის. ეს დიდი მარცხი იყო... ძალიან დიდი...



(5)

სიცოცხლე არის წამები. წამები ეს არის ბედნიერება... ნათელი ფურცელი ჩემ ცხოვრებაში ჯერაც არ გადაშლილიყო.ისევ იმ ძველ წიგნს ვგავდი,რომლის შინაარსი უკვე ყველამ დაივიწყა,საკუთარი თავის ჩათვლით.ეს იყო მეტად უშინაარსო,უინტერესო პერიოდი. პერიოდი როცა რაღაცას მივყვებოდი და არ ვეძებდი რა იყო ის.
იმედგამოცლილი ვხუჭავდი თვალს და წარმოვიდგენდი ფერების შეჯიბრს,ირგვლივ მიმოფანტულ მზის სხივებს,სიცოცხლეს,სიყვარულს,მეგობრობის ხიბლს,ბედნიერების წამებს,მწვანე მდელოს,თეთრ ვარსკვლავებს.წარმოვიდგენდი შეუძლებელს,მიუწვდომელს მაგრამ გასაოცარს.დაუვიწყარს... შეუდარებელს.
თვალს გავახელდი და გულში იმედის ძაფიც წყდებოდა.აქაურობა მკვდარ,გასაცოდავებულ ქალაქს გავდა სადაც გულამოცლილები დათარეშობემ,სადაც ეშმაკი წყვეტს და სიყვარული იშვიათია.ვიხსენებდი ყველაფერს და ვერ გამეხსენებინა,რომელი დღიდან,რომელი წამიდან გახდა ჩემთვის ეს ყველაფერი,ასეთი საშინელი... სიცივის ძაფებით იყო ჩემი სხეული ერთმანეთთად დაკავშირებული,თეთრი ფერის გაყინული ძაფებით...
სააბაზანოდან კმაყოფილი სახით გამოვედი. მობილური ავიღე და ჩემ ნაცნობ პროგრამისტს გადავურეკე.
-მჭირდები.
ვუთხარი ისე თითქოს მისი პასუხის გარეშეც,ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.
-იქნებ ჯერ მოსალმებით დაგეწყო...ამჯერად რა ხდება?
-ყანჩაველის მაილი უნდა გავტეხოთ.
სიცილის ხმამ ყურში უსიამოვნოდ გაიჟღერა.
- რა გაცინებს შე სულელო? სერიოზულად გეუბნები.საქმე მაინც არაფერი გაქვს ვიცი. მაგ სულელურ სახლში ზიხარ და მარცხენა ხელს აკავებ...
- მოდი ჩემ ხელებს მე მივხედავ.შენ ის მითხარი სად მოვიდე.
- ჩემთან. დღეს პაემანი გვაქვს...

გამეღიმა და მობილური გავთიშე.
<<
ნახევარ საათში ცოტნე მოვიდა. დივანზე მოურიდებლად წამოწვა და ირგვლივ მიმოიხედა. ნანახით კმაყოფილმა ახლა ჩემზე შეაჩერა მზერა თუმცა დიდად არ აღფრთოვანებულა.ალბათ შემჩნია ჩემი ჩაშავებული თვალები და მომატებული რამდენიმე კილოგრამი. –
-ვერ დაგიმალავ. შემეშინდა რომ შემოგხედე.
- მოდი სანამ თვალს შემაჩვევ, გეტყვი რა უნდა გააკეთო.
რამდენიმე წამის შემდე კი შევასწორე
- ან ალბათ უკვე იცი.

ცოტნე რამდენიმე საათი რაღაც,ჩემთვის ამოუცნობი საქმით იყო დაკავებული.
- მოდი აქ!
ტელევიზორს მოვშორდი და მასთან მივედი.
- სასწაულების მოხდენა როგორც წესი არ შემიძლია ხოლმე,მაგრამ ახლა შენ ამის მომსწრე გახდი... შენ ენაზე რომ ვთქვა,საკმაოდ დაცული იყო ყველა უსაფრთხოების ზომა. ეს ანტი პროგრამა თავის დროზე კარგი თანხა დამიჯდა და როგორც იქნა გამოვიყენე. საკმაოდ მარტივი რამეა, შეგყავს მაილი და სავარაუდო საძიებო სისტემა. მოკლედ რომ ვთქვათ, პირდაპირ მზა პაროლს არ გაძლევს თუმცა განიშნებს საით უნდა წახვიდე...
- რა იყო პაროლი?
- რაც მაგ ტიპზე ვიცოდი, ყველა სიტყვა, საძიებო სისტემაში ჩავწერე რომ პაროლთან მსგავსება აღმომეჩინა.
- რა იყო პაროლი, ბოლოს და ბოლოს?
- იოანა.-თქვა სიცილით

რათქმაუნდა არ დავუჯერე სანამ თავად არ მაჩვენა. აი შემდეგ კი ჩვენი ყურადღება მაილზე მოსულმა მრავალმა შეტყობინებამ მიიქცია,რომელსაც სულ ერთი და იგივე პიროვნება აგზავნიდა.

,, მამა... ვიცი ახლა ამას არ უნდა გწერდე,რადგან აქამდე წესით ათასჯერ უნდა გველაპარაკა. მაგრამ არ ვიცი... ღირს რამე ვიგრძნო? “.

ერთს მეორე მოჰყვა.

,, დღეს დავფიქრდი. იქნებ სულაც არ არის დედას სიკვდილი შენი ბრალი. იქნებ დამნაშავე მართლაც არსებობს. თუმცა წამსვე დავეჭვდი. ისევ ის ზიზღი დამიბრუნდა რასაც შენ მიმართ ვგრძნობ. ამისთვის ბოდიშს გიხდი,მაპატიე.
მაპატიე რომ შენი იმედები ერთ წამში ფეხით გავთელე. ის რომ შვილად არ მაღიარებ,ეს ჩემთვის მიუღებელია და შემზარავი...იქნებ ჯობს ამ ბინძურ ქვეყანაში,ჩვენ მაინც ვიცხოვროთ ადამიანურად. რატომ არ გინდა ჩემი სიყვარულის აღიარება? რატომ არ გინდა ერთად ვითამაშოთ კალათბურთი,რომელიც ასე კარგად გამომდის. რატომ არ გინდა თქვა რა გადავიტანეთ.
მაპატიე.
ვიღაცაში მეშლები.
შენ ამდენი ძალა არ გაქვს“

ამგვარი შინაარსის რამდენიმე მესიჯი წავიკითხე,თუმცა ერთი განსაკუთრებით ჩამებეჭდა ტვინში.
,, დედამ რიმ ცოცხალი იყოს და ახსოვდეს ვინ იყავი და ახლა რა ხარ... ხელმეორედ თავს მოიკლავდა. ვერ გიტან,არ მჭირდები“.

ცოტნე გაკვირვებული მიშტერებოდა ეკრანს. მიხვდა რა ცუდ რამეში ავრიე. უხმოდ დამტოვა,ისე რომ არაფერი უთქვა,ს. წავიდა მაშინ,როცა ჩემ სახეზე სხვისი უბედურებით გაბრწყინებული ბედნიერება ამოიკითხა. ახლა უკვე ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ის დრო იყო,სტატია დამებეჭდა და საოცარი ეპითეტებით შემემკო.
მაგრამ მე მასთან ავედი.
გამიღო თუ არა პირში მივახალე რაც გავიგე.
მან გამიღიმა,სახლში შემიპატიჟა... და ამაზე უარი არ მიუღია.
- ანუ ჩემი პატარა საიდუმლო იცი?
- ის ვიღაც საცოდავი ქალი რომ გააუბედურე, შვილი რომ საავადმყოფოში გამოკეტე და მზის სინათლეს არ ანახებ თუ ის რომ საშინლად სექსუალური ტუჩები გაქვს?
- ყველაფერი გცოდნია ჭორიკანა... ბოლო განსაკუთრებით.

ეს თქვა და მომიახლოვდა. სავარძლის წინ ჩაიმუხლა თუმცა იმდენად მაღალი იყო რომ გავთანაბრდით.მის თვალებს ვხედავდი და წამიერად შიშმა შემიპყრო. ალბათ ვძულდი. სიძულვილმა შემაშინა.
- ის თუ იცი რას ვფიქრობ?
ეს მითხრა და ისე ახლოს მოვიდა მის სუნთქვას ვგრძნობდი.
- რას ვგრძნობ?
- -უკვე მისი ტუჩები მეხებოდა და ეს მაგიჟებდა. ნელნელა ყველაფერი დამავიწყდა... ვინ ვიყავი,ან რა მიზნით.
სუნთქვა გამიხშირდა და სკამის სახელურს მოვეჭიდე. ის მთელი ძალით დააცხრა ტუჩებს, მთლიანი ზედაპირი დაასველა და ენა შიგნით შეაცურა. მისი თითები მუცლიდან, უფრო და უფრო ქვევით იწვევდნენ და როცა ტრუსის ქვეშ ვიგრძენი, თითქმის გონება დავკარგე.
მთლიანად აღზნებული და გაგიჟებული
სადავე-დაკარგული
გამოფიტული
და მორჩილი ვიყავი...
როცა ყველა შეხება გააქრო, უკან ცივად გაიწია და ირონიულად მითხრა.
- თუ ვინმეს იმის შესახებ ეტყვი რაც ნახე... მე იმის შესახებ ვიტყვი,რაც ქვემოთ გაქვს. ახლა კი დაახვიე ჩემი სახლიდან...


და მეც წავედი.



(6)
,,იმ დღეს იოანეს არ უძინია.
სულელივით დადიოდა აქეთ-იქით.
სახე მთლიანად შეცვლოდა, მაშჲნ რომ გენახათ, შეგეშინდებოდათ. სარკეში ჩახედვისას უნდოდა საკუთარი თავი შესძულებოდა, ისეთი როგორიც ახლა იყო. არადა რამდენიმე წლის წინ ეს ყველაფერი ერთ დიდ საოცარ სიზმარს გავდა. ის ბედნიერი იყო, თავისი ცხოვრებით,ბედით. მაშინ ასეთი ცნობილი და წარმატებული არ ყოფილა მაგრამ მთავარი გააჩნდა. ეს იყო ოჯახი და სიყვარული. მას შემდეგ,რაც ეს ყველაფერი ,,მორჩა" ყანჩაველი ერთ დეპრესიულ ადამიანად იქცა,რომელიც რაღაცას ეძებდა, ან მარტივად რომ ვთქვათ ებღაუჭებოდა.
ყოველთვის იყო ოპტიმისტი. სჯეროდა ხვალინდელი დღის, იმის რომ სამოთხეში აუცილებლად გამონახავდნენ მისთვის ადგილს. სჯეროდა, კეთილი ხალხის, ნამდვილი მეგობრობის.

როცა პირველად შეუყვარდა, ჩვიდმეტი წლის იყო. მაშინ ერთმა პატარა გოგომ, მთლიანად მოიცვა მისი გონება და სული. ისინი იმდენად იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან, მათი გაშორება მხოლოდ სიკვდილს თუ შეეძლო. ისინი იყვნენ ერთმანეთისთვის მეგობრები... და-ძმა... საყვარლები. ყველანაირად საოცარნი..."
<<<
არასოდეს ვყოფილვარ ასეთი დაბნეული.
გულში ბრაზი და ზიზღი მქონდა გამჯდარი. მინდოდა შური მეძია,მაგრამ არ შემეძლო. ზიზღზე ძლიერი, მოწონება იყო. ან გაგიჟება...
ამაზე ფიქრი უნდა შემეწყვიტა. ლუდის ამოსატანად მაღაზიაში ჩავედი. როცა სალაროს მივუახლოვდი, ჩემი კეთილი მეზობელიც იქ დამხვდა.
- მე გადავიხდი.
გაკვირვებულმა შევხედე და თავი გავაქნიე.
- მე გადავიხდი იოანა.
ეს უკვე ბრძანება იყო. ამას ველოდი.
- არა ! არა მე უნდა გადავიხადო,რადგან ეს ჩემი გადასაწყვეტია. ეს შენი საქმე არ არის.
- მე მინდა რომ გადავიხადო.
- ვერ გაიგე *ირო? არ მჭირდება. ნუ ღელავ, საკმაოდ ბევრი ფული მაქვს იმისთვის,რომ შენნაირის შესაცოდი არ გავხდე.

როცა დავფიქრდი,ეს არ იყო რეალური მიზეზი. მე მასთან ჩხუბი მინდოდა, მას კი ლაპარაკი.
- არა მე შენ არ მეცოდები. საკუთარი თავი მეცოდება... მინდა,რომ ვილაპარაკოთ.
- შენ რა იცი მე რა გამოვიარე? შენ რა იცი რამდენი ძალა მჭირდება რომ ვისუნთქო? არაფერი არ იცი. მე არ მსურს შენთან ლაპარაკი. საკმაოდ დამამცირე და ახლა ამით ტკბები. იმით,რომ ახლა შენს წინ, ერთი ატირებული გოგო დგას,რომელიც სულ ფეხებზე გკიდია. ეს არც ისე სასიამოვნოა.

ყანჩაველი მომიახლოვდა. ხელი მომჲჭირა და თვალებში ჩამხედა. სუნთქვა შემეკრა თუმცა ხელი გავაშვებინე.
იქვე ახლოს, პატარა კაფე იყო. მყუდრო, სასიამოვნო აურით. ირგვლივ ყავის და შოკოლადის სუნი ტრიალებდა. ძალიან მესიამოვნა,როცა არავინ დაგვხვდა. ფანჯარასთან დავჯექით.
- ცოტა დრო მაქვს.
ეს იმდენად უხეშად გამომივიდა, იმ წამს გავიფიქრე,რომ ზედმეტიც იყო.
- იოანა. რაც მოხდა... ეს ჩემთვისაც მტკივნეულია. მე ასეთი არ ვარ, არ მინდა ადამიანებს ტკივილი მივაყენო. შენ ამოხვედი ჩემთან, მიწასთან გამასწორე, ჩემი გრძნობები ფეხქვეშ გათელე. ჩემი მოთმინება ამოწურე. რას იზავდი ჩემს ადგილას? გაიღიმებდი? ან იტყოდი: დიდი მადლობა.

სახეზე ანერვიულება დამეტყო.
- რაღაც მინდა გკითხო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- გისმენ.
თითქოს დანაშაულის გრძნობა დამეუფლა. ამიტომ მეგობრული საუბარი ვარჩიე.
- გაგზავნილი შეტყობინებები წაიკითხე?
რამდნიმე წუთი ვდუმდი, შემდეგ ჩემს თავს ვუსაყვედურე, როგორ არ დავინტერესდი ამით.
- არა.
იოანემ შვებით ამოისუნთქა და ხელზე შემეხო.
- არსებობს ორნაირი ადამიანი. ცუდი და ძალიან ცუდი. კარგი ადამიანი არ არსებობს. ჩვენ ყველას მოგვდის შეცდომა, და ამიტომ ვერასოდეს შევძლებთ ვიყოთ,ისეთი კარგი,როგორიც ჩვენს მშობლებს წარმოუდგენიათ. შეიძლება შენ ერთი ცნობისმოყვარე ჟურნალისტი ხარ,რომელიც ყველას გადაუვლის ოღონდ ამ საქმიდან რაღაც წილი მიიღოს, მაგრამ როცა გიყურებ ვხვდები, ეს შენი საქმე არ არის.

პირვანდელი წყენა დამიბრუნდა.
- მე ამ გზით მინდოდა წასვლა. ეს შენი საქმე არ არის ! ხომ გაინტერესებდა წავიკითხე თუ არა შენი გაგზავნილი წერილები? პასუხიც ხომ მიიღე? ჰოდა ახლა მე წავალ. შენთან საუბარი გულს მირევს.

იოანე წამით ჩაფიქრდა,შემდეგ კი შემომხედა.
- მითხარი რამდენს გადაგიხდიდნენ.
კითხვამ გამაკვირვა.
- რას გულისხმობ?
- სტატიას,რომელიც ჩემზე უნდა დაგეწერა. შეგიძლია ნებისმიერი თანხა დამისახელო
- ორი ათასი.
ჯიბიდან ჩეკი ამოიღო და გამომიწერა. შემდეგ მე გადმომცა.
გაუნაღდებელი ფული ხელში შევათამაშე, შემდეგ კი მის თვალწილ ნაკუწ-ნაკუწ ვაქციე.
- *რაკში შეიტენე შენი ფული.

გამოვბრუნდი, უსიტვოდ თუმცა ხმამ შემაჩერა.
- ჰო, რათქმაუნდა. ეს ხომ შენი მიზანი არ არის. ფული არ გაინტერესებს არა?
გაეღიმა.
- შენ ადამიანების გაუბედურებაზე ფიქრობ, რადგან თავად ხარ უბედური და ვერ ეგუები სხვის ბედნიერებას. იმიტომ,რომ წარსული შენთვის არ არსებობს. გული, დიდი ხანია დაკარგე, სიყვარულიც. შენთვის სიკეთე უცხო ხილია,რადგან საკუთარ თავს სამარეს უთხრი.
გულგაყინული მიდიხარ გზით,რომელიც არ აგირჩევია,მაგრამ მოგწონს. შენი ეს საზიზღრობა შვებას გგვირს, ასე არაა? ამას როგორ ვერ მივხვდი.
რა მოხდა იოანა ! მითხარი რა მოხდა... შენ ხომ ასეთი არ ხარ...

ბოლო ფრაზამ დამაბნია, თუმცა არაფერი მიპასუხია. ზურგი ვაქციე და წამოვედი.

<<<

იმ დღეს საშინლად წვიმდა.
ასეთი საშინელი შემოდგომა, იშვიათად მინახავს. თითქოს ზამთარს მიესაკუთრებინა და თავის ჭკუაზე ატარებდა. ოქტომბერი იყო, თუმცა ცხვირი გამწითლებოდა და ცრემლები,რომელიც ახლა ასეთი ხშირი სიამოვნება იყო, წამში იყინებოდა.
ქუჩებს მივუყვებოდი და თან ვფიქრობდი ჩემს სიცოცხლეზე,რომელსაც სიცოცხლე არც ერქვა. წამიერად, სადმე დავჯდებოდი და ვქვითინებდი.
ბოლოს ასე, ჩემი მშობლების საფლავის წინ ვიყავი.
მაშინ ეს უცხო იყო,თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა რადგან ეს განმეორდა,ალბათ რაღაც კვლავ დარჩენილიყო... ისე როგორც გაზაფხულის დასაწყისში, ზამთრის სუსხი...
მივდიოდი და ვფიქრობდი მხოლოდ ერთ ფრაზაზე.
,,შენ ხომ ასეთი არ ხარ"...



(7)

- გაიღვიძე იოანა. არ მინდა ძალა გამოვიყენო.
ნაზო ჩემს გაღვიძებას უშედეგოდ ცდილობდა. მისი სიტყვები იავნანასავით ჩამესმოდა და ძილის გაგრძელების სურვილს მიძლიერებდა. ზოგჯერ ჩემი გაღვიძება არც ისე ძნელი იყო. საჭირო იყო, მნიშვნელოვანი ზარები,რომელსაც ველოდი, ასევე რესპოდენტები რომლებიც თავიანთი ნებით ებმეოდნენ შარში. ეს სიამოვნების შეგრძენებას ტოვებდა,ამიტომ ძილი და დროის კარგვა, უუნარობად და დიდ სიზარმაცედ მიმაჩნდა. მაგრამ ახლა,როდესაც ყანჩაველმა ამ საოცარი სიფხიზლის ყველა მიზანი გააქრო, აღარ მქონდა სურვილი თვალის გახელის.

- გოგო, გაიღვიძე. რომ იცოდე იოანემ შენზე რა მითხრა!
- რა გითხრა?!
ჰო, დამავიწყდა. გაღვიძების კიდევ ერთი მიზეზი, ეს იყო ცნობისმოყვარეობა. ან უკიდურეს შემთხვევაში პიროვნული ინტერესები.
- არაფერიც არ უთქვამს. შენ ის გიყვარს.
ზედაპირულად გავიცინე, თუმცა ეს ისეთი არადამაჯერებელი იყო, წამით გავჩერდი.
- ჰო რა ! გიყვარს. სახეზე წითელი ფერი დაგედო და თვალები გიბრწყინავს. თუ ყანჩაველის გარეგნობას, აღნაგობას და ხმას გავითვალისწინებთ არაა ძნელი მისახვედრი რომ მოხიბლული ხარ.
-მოხიბლული?

ბეჭებში გავსწორდი და დავამთქნარე. თბილი საბნის მოშორებით გამოწვეულმა სიცივემ მთელ სხეულში დამიარა. დღე იყო ჩვეულებრივი. ისეთი,როგორიც ყველა ახალ გაღვიძებულის ცხოვრებაშია. მზემ ისევ არ იცოდა რა სურდა, და ალაგ-ალაგ მოაფენდა სუსტ, ძალაგამოცლილ თუმცა ჯერ კიდევ თბილს სხივებს.
- მართალი ხარ . მე ის მთელი არსებით, მთელი გრძნობებით და მთელი ემოციით მძულს. მძულს ისე,როგორც პატარა ბავშვს მშობელი,რომელიც შოკოლადის ჭამას უკრძალავს. მძულს რადგანაც, მის გამო ბევრი ფული დავკარგე, ასევე იმიტომ,რომ პიცის მაგივრად ამ აყროლებულ ბულიონს ვჭამ.
ზიზღით შევხედე საჭმელს და გასაცხელებლად დავადგი. შემდეგ წითურს მივუბრუნდი და გავუღიმე.
- ადი მასთან.
თავისას მაინც არ იშლიდა.
- ცოტა ამოღებული ზედა ჩაიცვი. არაფერი დაშავდება მკერდი რომ გამოაჩინო, თორემ უკვე ეჭვიც მეპარება მის არსებობაში.

თავი დავუქნიე . ვიქცეოდი ისე,თითქოს მისი ყველა განკარგულება, და ვარაუდი აფსურდი ყოფილიყოს თუმცა ეს ასე არ იყო. ყოველ ღამე,როცა ვიძინებდი, იმ ყველაფერზე ვფიქრობდი, იმ ერთ საბედისწერო ღამეზე,რომელმაც ყველა გეგმა ,,ჩამიგდო". საოცარი ის არის,რომ ამ ყველაფერს მხოლოდ სიამოვნების დიდი უფსკრულისკენ მივყავდი,რომელიც ერთ დიდ სიზმრად იქცეოდა. ისევ მინდოდა მისი სუნი შემეგრძნო, მისი სხეული. თავს ცარიელად და მარტოსულად ვგრძნობდი,როგორც მიგდებული სათამაშო. მე ის მჭირდებოდა, ყველანაირად.
- გულს ვერ უბრძანებ არა? ადი იოანა, ადი.
რატომ არის ეს გოგო ასეთი თავხედი? ხომ შეუძლია შემაპაროს მაინც, რაც სახეზე ასე აშკარად მაწერია?
- რომ ავიდე რა ვუთხრა? ჩემი საწოლი ცივია და შენში ჩამაწვინეთქო?
ნაზომ თავი გააქნია. აშკარად შევეცოდე.
- მოკლებული ხარ ამ ყველაფერს. ასე არ გამოვა. მასთან უნდა ახვიდე, რაც შეიძლება გამომწვევად უნდა გეცვას, მაგრამ ბოზსაც არ უნდა გავდე. უნდა მიხვდეს,რომ სურვილი აქვს შენთან ყოფნის.
- და თუ არ აქვს?
- შეუძლებელია. შეიძლება ამ წუთას საშჲნლად გამოიყურები,მაგრამ ძალიან ლამაზი ხარ.

სახეზე კვლავ დამედო წითელი ფერი. ჩემს ოთახში შევედი, და თითქმის მთელი გარდერობი, თავზე დავიმხე. როგორც იქნა რაღაც ავარჩიე და წითურს ვანახე.
- კარგია ნამდვილად. ახლა დროა ახვიდე. მხრები გაასწორე და მკერდი წინ გამოწიე.
ყველაფერი შევასრულე, თუმცა მაინც უკმაყოფილო ჩანდა.
შემდეგ უკანალზე ხელი დამარტყა და გაეღიმა.
- არაუშავს.


კიბეები იმაზე მოკლე აღმოჩნდა, ვიდრე ერთ სართულს შეესაბამება. ღრმად ვსუნთქავდი და ვფიქრობდი რა მეთქვა. მისი კარების წინ ვიდექი. რამდენიმე წუთი ვფიქრობდი რა სისულელეს ვაკეთებდი თუმცა ვნებამ მძლია. კარი მან გამიღო. თეთრი პერანგი და მუქი ფერის ჯინსი ეცვა. აშკარად გასასვლელად ემზადებოდა. დავიბენი, ყველაფერი ამერია.
- მე, მე...

მკლავზე ხელი მომკიდა და სახლში შემიყვანა.
<<<

როცა გამეღვიძა, ვიგრძენი რომ ის ისევ ჩემს გვერდით იწვა და ღრმად სუნთქავდა. თვალების გახელა არ მინდოდა, ეს სიამოვნება უსასრულოდ უნდა გაწელილიყო. თავი მის მხარზე მედო, მას კი აშკარად ეღვიძა. თვალები გავახილე და ცხვირზე ვაკოცე.
როცა გავაანალიზე რა მოხდა საწოლზე წამოვჯექი. შემდეგ კი იოანეს შევხედე.
- ასე არ შეიძლება. მე არ მომწონს ეს ურთიერთობა.
- რას ითხოვ.
არ ვიცოდი რა მეთქვა. სიყვარულს ვერ მოვთხოვდი, მას შემდეგ რაც გავუკეთე ამის უფლება არ მქონდა.
- მინდა მითხრა რომ მოგწონვარ.
- კარგი, გეტყვი.
არ ვიცი,რატომ მაგრამ თვალზე ცრემლი მომადგა.
- შენ ჩემზე სერიოზულად არ ფიქრობ. ასე არ არის?
- მე შენზე სერიოზულად ვფიქრობ. ეს ასეა.
ამას ისე ამბობდა ეჭვი ვერ შევიტანე. შემდეგ კი საუბრის ტემის შესაცვლელად, სრულიად ალოგიკურ თემას მივუბრუნდი .
- მაინტერესებს, რატომ მკითხე წავიკითხე თუ არა გაგზავნილი წერილები. ეს ასეთი მნიშვნელოვანი იყო?

ყანჩაველის სახეზე გაბრაზება ამოვიკითხე.ოდნავ შემეშჲნდა.
- ისევ იქ ყოფ ცხვირს, რაც შენი საქმე არ არის?
- რატომ არ აღიარებ შენს ერთადერთ შვილს? რატომ გეშჲნია მისი ასე? მისი გამოჩენით არაფერი დაშავდება. მე დაგეხმარები, არავინ არაფერი დაწეროს. მისთვის ხომ მტკივნეულია,როცა მამამისს მისი არსებობის რცხვენია.
- მოდი გაჩერდი იოანა. მოდი გაჩერდი...

საწოლიდან წამოდგა და ხელებით მაგიდას დაეყრდნო.
- რომ იცოდე... რომ იცოდე რა ხდება. რა ჯოჯოხეთია ჩემთვის ყოველი დღე. არ მინდა მისთვისაც ასეთი გახდეს. მინდა კარგი ადამიანი იყოს, პრობლემებისგან შორს. თუნდაც თავის ჩაკეტილ სამყაროშჲ.
- თუ მას სჭირდები?
- წადი. გთხოვ წადი.
ცრემლები ახლა უკვე თავისით მოძრაობდნენ.
- შენ ჩემთან ერთობი. ისიც არ შეგიძლია ნორმალურად მელაპარაკო, შენ ამის სურვილი არ გაქვს! რათქმაუნდა ეს ჩემი საქმე არ არის. რათქმაუნდა ჩემი აზრიც, და ზოგადად მეც, მოსაბეზრებელი სათამაშოები ვართ. მართლა არ ვიცი,რატომ უნდა ვიგრძნო ის რასაც ახლა ვგრძნობ. ეს ხომ საშინელებაა!

კარისაკენ შევბრუნდი. მან კი მითხრა.
- მიყვარხარ.
მთელ სხეულში დამაჟრიალა. შევბრუნდი და გამეცინა.
- მეხუმრები? ყველანაირად მასწორებ მიწასთან. ლოგიკურია.
- ასე ძალიან გინდა ნახო ჩემი შვილი?

მომიახლოვდა, თან ფურცელზე რაღაც დაწერა.
- ეს მისამართია სადაც მას ნახავ. კითხე რაც გსურს. თუ ეს შვებას მოგგვრის.

ფურცელი გამოვართვი და მაშჲნვე დავტოვე სახლი.

<<

,,ლეიკემიით დაავადებულთა ცენტრში", საშინელი გარემო დამხვდა. დამთრგუნველი. როცა ხედავ ბავშვებს, რომელთა სიცოცხლეც ასეთი ტრაგიკულია რაღაც სხვას გრძნობ. აფასებ საკუთარ სიცოცხლეს და არსებობას. თუმცა ასევე მთელი გულით გრძნობ და განიცდი. მათ ტკივილს, სევდას, უიმედობას. გინდა მიხვიდე, გაამხნევო. თუმცა გეშინია,რადგან არ იცი რა უთხრა. რადგან სიტყვები,რომელიც ენის წვერზე გიდგას,მხოლოდ სიბრალულის მარცვალია,რომელიც მათ დიდ ტკივილს მიაყენებს. ამას სჯობს გაიღიმო, მათი თვალით შეხედო ცხოვრებას. მიუხედავად ყველაფრისა,როცა მათ გაღიმებულ სახეებს ვუყურებდი, უფრო მეტად ვწყევლიდი ჩემს რეალურ ცხოვრებას. და ვფიქრობდი,როგორ უანგაროდ გავცემდი მათთვის ჩემს სიცოცხლეს. რომ შემძლებოდა ჩავეხუტებოდი, თუმცა ამდენი ძალა არ მქონდა. ვიცოდი,ცრემლებს ვერ შევიკავებდი და ამით მათ გულს ვატკენდი. ამიტომ სკამზე ვიჯექი, და ვცდილობდი ისე შემეხედა მათთვის,როგორც ჯანმრთელ, სრულყოფილ ადამიანებს უყურებენ.

ექთანმა დამიძახა და პალატაშჲ შემიძღვა.
პატარა გოგონა,რომელსაც თმა გასცვენოდა ზურგით იჯდა და წერილს წერდა.
ექიმმა დაუძახა.
- ეკატერინე.
გოგონამ გამოიხედა და მისმა ცისფერმა თვალებმა,რომელსაც ელვარება ჯერ კიდევ შენარჩუნებოდა, მზერა ჩემზე შეაჩერა. შემდეგ ისევ ზურგი შეგვაქცია.
ექიმი გავიდა. მე მასთან ერთად მარტო დავრჩი.
- გამარჯობა ქალბატონო.
მისი სახე კიდევ ერთხელ დავინახე. თავბრუ დამეხვა და რომ არ წავქცეულიყავი, გოგონას საწოლზე დავჯექი.
რომ იცოდეთ რა ლამაზი იყო.
რა ლამაზი...



(8)

- გამარჯობა ეკატერინე.
დაბნეული მივჩერებოდი გოგონას, ის კი ვერ მივხდარიყო ვინ ვიყავი, ან რატომ ვუყურებდი ასე. ახსნას ელოდა,მაგრამ ტკივილისგან დამუნჯებულს ხმის ამოღება არ შემეძლო. მე მინდოდა მისი სახისთვის მეყურებინა, მისი ლამაზი ნაკვთებისთვის, ზღვისფერი თვალებისთვის. ამ ბავშვმა მომაჯადოვა, შინაგანად მომიცვა.
- მე იოანა მქვია. ცოტა ხნით შემოგიარე.
გოგონამ წერას თავი მიანება და ყურადღება ჩემზე გადმოიტანა.
- მე თქვენ არ გიცნობთ.
- არც მე გიცნობ შენ.
ახლა უფრო დავიბენი, ის კი თითქოს ამ პასუხს ელოდა, მოსწრებულად მიბრუნებდა კითხვებს.
- უმიზეზოდ?
- თუნდაც უმიზეზოდ.
- უმიზეზოდ არაფერი ხდება ქალბატონო.
ზურგი მაქცია.
რათქმაუნდა იმის მიხვედრა ძნელი არ ყოფილა,რომ კონკრეტული პასუხი სჭირდებოდა. ის არ მომაქცევდა ყურადღებას, თუ სიმართლეს არ ვეტყოდი, ან რაღაც მის მსგავსს,რომელიც ჩემს მიმართ დადებითად განაწყობდა.
მე შემეძლო წამოვსულიყავი, აღარ დამესვა ზედმეტი, მომაბეზრებელი კითხვები. თუმცა გაუნძრევლად ვფიქრობდი რა მეთქვა, რომ ეს საუბარი უფრო დიდხანს გაწელილიყო.
- მამაშენის მეგობარი ვარ.
ეს პასუხი არც გაკვირვებია. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს.
- თქვენ პირველი ხართ,მამაჩემის მეგობრებიდან,რომელიც ჩემს სანახავადაა მოსული.
- ეს კარგია?
- არა. რადგან თქვენ მამაჩემის მეგობარი არ ხართ. ჟურნალისტი ხართ.
გაკვირვებულს ემოციები სახეზე შემაშრა.
- ასე რატომ ფიქრობ?
- იმიტომ,რომ არსებობს ორი ადამიანის ტიპი. პირველი, რომელიც ყველაფერს იკადრებს საიმისოდ,რომ თავისი პროფესიით, რაღაც საქმე ,,გაჩარხოს". მას არ გაუჭირდება, მოატყუოს ლეიკემიით დაავადებული ბავშვი, და მისგან სასურველი ინტრევიუ აიღოს. ან მეორე, თუ თქვენ ნამდვილად მამაჩემის მეგობარი ხართ, ეს თქვენ გგონიათ ასე. თუ ჩემზე მოგიყვათ, ეს ნიშნავს რომ თქვენზეა შეყვარებული, რადგან ასეთი საიდუმლო გაგანდოთ. თუმცა პირადად ჩემთვის ეს შეუძლებელია. რადგან დედაჩემის შემდეგ მისთვის ქალი არ არსებობს.

ამას ისე ამბობდა უკვე დავეჭვდი ადამიანთა,რომელ ტიპს მივეკუთვნებოდი. გულის სიღრმეში ნაპერწკალი გაჩნდა იმ იმედის,რომ ყანჩაველს ნამდვილად შევუყვარდი. თუმცა თუ ასე არ არის, და კიდევ სხვა რამეს მალავს, (რაშიც სავსებით დარწმუნებული ვარ), გამოდის რომ მან ამ საიდუმლოს მხოლოდ ნაწილი გამანდო. ეს არ ნიშნავს რომ ვუყვარვარ. ეს პატარა ნდობის ნაგლეჯია.

- ათი წლის ხარ ხომ ?
ვკითხე საუბრით გაკვირვებულმა.
- თერთმეტის ვხდები.
- ანუ ათის ხარ.
- თერთმეტის ვხდები.
გამიმეორა კატეგორიულად. ოდნავ უხეში ტონი მომეჩვენა. იქნებ ზუსტად ეს ინტერესი და ასეთი გააზრებული საუბარი მიჩენდა უფრო დიდ სურვილს, ამ პატარასთან ურთიერთობის გასაგრძელებლად.
როცა აზრები დავალაგე მასთან ახლოს მივედი.
- ძალიან ჭკვიანი ხარ ეკატერინე. ზუსტად მიხვდი, ჟურნალისტი ვარ. თუმცა აქ იმისთვის არ მოვსულვარ რაზეც ფიქრობ. შეიძლება სუფთა სინდისი არ მაქვს, მაგრამ ასეთი ცივსისხლიანიც არ ვარ.

თითქოს წამიერად დამიჯერა და შეხედვის ღირსად ჩამთვალა.
- ჩემთან მეგობრობა გსურთ?
- კი, ძალიან.
- სასიამოვნოა. რადგან მეგობარი არ მყავს. უკვე დამავიწყდა ეს რა გრძნობაა.
- ეს ძალიან, ძალიან კარგი გრძნობაა.

უფრო გავთამამდი. ჩემი პროფესიის ჟინი ვერ დავმალე და მის ნაწერში ჩახედვა მოვინდომე. მან ბლოკნოტი ხელშჲ აიღო და გაბრაზებულმა დამიყვირა.
- აღარ გაბედო ! ეს ჩემია ! ხომ შეიძლება რაღაც ჩემი გამაჩნდეს !
ძალიან შემრცხვა.
26-წლის ქალი, პატარა გოგონას წინაშე გავწითლდი, და ადგილი ვერ ვიპოვე დასადგომად.
- ეს თქვენი ბრალი არ არის. ჩემი ბრალია.
ეკატერინემ ბლოკნოტი გვერდით გადადო და შემომხედა.
- ძნელია,თავი შეიკავო, როცა ასეთი გამწარებით ვწერ რაღაცას, ასე არ არის?
თავი დავუქნიე.
- თქვენ ჭკვიანი ხართ ქალბატონო. თქვენს დანაშაულს ხვდებით. აი ჩემი ექთანი ვერასოდეს ხვდება თავის დანაშაულს.
- რას გულისხმობ?
- მე მას ვეუბნები, რომ არ მინდა წამლები, ნემსები ყოველ საათში ერთხელ. ვეუბნები,რომ მინდა ჩემი სიკვდილი დავაჩქარო. ძალიან მინდა, აქაურობას მოვშორდე. რამდენჯერმე გავუმეორე, რატომ არ მაცდიან სიკვდილს. ისინი კი გაოცებულ სახეებს იღებენ და მეუბნებიან აღარ ვიფიქრო ამაზე.
ისინი იმას ვერ აანალიზებენ,რომ ამის თქმის უფლება არ აქვთ. ეს ხომ ჩემი ფიქრები და გადაწყვეტილებაა. რატომ არ მცემენ პატივს? მე ხომ ვცემ პატივს მათ. ვერ გავუგე მათ ლოგიკას. ეს ჩემთვის გაუგებარია.

თანში ცივმა ნიავმა დამიარა. ხმის ამორება ძლივს გავბედე.
- სიკვდილი რატომ გინდა?
- იმიტომ რომ მინდა. იმიტომ,რომ ეს ტკივილები,რომელიც ამ წუთას მთლიანად ჩემს შჲნაგან ორგანოებს მოიცავს, ტანჯვაა ჩემთვის. იმიტომ,რომ ჩემი აქ ყოფნა მარადიულია. ჩემი ტკივილებიც მარადიული. ჩემი სიმახინჯეც მარადიულია . შემომხედეთ ქალბატონო!

ხელი თავზე მოისვა.
- შეხედეთ რას დავემსგავსე ! იცით, რა ლამაზი ფერის თმა მქონდა? მთელი ექვსი წელი ვიზრდიდი, მაგრამ რატომ... ერთ დღეს გავიღვიძე და ჩემი თმის ნარჩენები დამხვდა. და ახსნა იყო მარტივი , სხვათაშორის იმ დებილმა ექიმმა თქვა : რა გიკვირთ. ეს ხომ ბუნებრივია. მათ ეს არ აინტერესებთ იოანა,ისინი ამას ცივად უყურებენ. მათ მამაჩემის ფული ხიბლავთ და სულაც არ ანაღვლებთ, როდის მოვკვდები, დღეს თუ ხვალ.

ცალი ხელით ცრემლი მოიწმინდა, შემდეგ კი სარკის წინ დადგა.
- მათ ისიც ვთხოვე, გაეტანათ ეს სარკე. ეს თხოვნაც არ შეუსრულებიათ! იქნებ არ მინდა ჩემს გათეთრებულ სახეს ვუყურო. ასე უჭირთ ამის გაგება? სულელები არიან ღმერთო,სულელები.

რამდენიმე ცრემლი მეც ჩამომიგორდა.
- შენ ძალიან ლამაზი ხარ . ყველაფერს ვფიცავ, ძალიან ლამაზი.
მივუახლოვდი და მისი ცრემლიანი სახე ხელებში მოვაქციე.
- შენი თვალები, ბევრის სილამაზეს უდრის. შენი გული, ბევრის ჯანმრთელობას, შენი ხმა, მთელ სიცოცხლეს უდრის. შენ საოცარი ხარ.
ნუ ითხოვ სიკვდილს, მას გაუჭირდება შენი წაყვანა. შენ აქ გვჭირდები.

- ვის? ვის?
სწრაფად მომშორდა და სახით საწოლზე დაემხო. მისი ხმა ყრუდ მესმოდა.
- ნუ მეტყვი,რომ ბატონ ყანჩაველს ჩემი ბედი აინტერესებს. მან ისევე მიმაგდო,როგორც დედა ერთ დროს. მას გრძნობები არ გააჩნია. როგორ შეიძლება იყოს, ასეთი გულცივი?

არ ვიცოდი რა მეთქვა. ამიტომ გაჩუმება ვარჩიე.
- მან მითხრა,რომ ყველაფერი დალაგდება. შემდეგ წავიდა და წლებია არ მინახავს. ყველაფერი დალაგდა, ოღონდ მის ცხოვრებაში. ჩემი არც მოუკითხავს. არც დედაჩემის. ის უბრალოდ წავიდა და მიაღწია მისთვის სასურველს. რატომ უნდა აინტერესებდეს შვილი,რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის?

იმდენად ავღელდი, და გავნერვიულდი პალატაში ვერ გავჩერდი. ატირებული გოგონა მარტო დავტოვე და გამოვიქეცი. დაბრუნებულმა ყანჩაველს ავაკითხე და მთელი ძალით სახეში გავარტყი. შემდეგ შემოვბრუნდი, ყველანაირი ახსნის გარეშე.
სახლში მისვლისთანავე ტატოს დავურეკე.
- ისევ უნდა გავტეხოთ.
- იქნებ ჯერ გამარ...
- მოკეტე პედარასტო! გეუბნები უნდა გატეხო. და პირველ რიგში რაც უნდა გააკეთო, გაგზავნილი მესიჯების წაკითხვაა. არ ვიცი,როგორ რანაირად, მაგრამ დღეს ეს საქმე უნდა მომიგვარო, თუ არადა მოგკლავ.

ყურმილი გავუთიშე და სავარძელში მოვთავსდი.

(9)

დღე და ღამე.
განუწყვეტლივ ფიქრი იმაზე რა გააკეთე არასწორად. რატომ ხარ ასეთი უიღბლო, ან პირდაპირ რომ ვთქვათ გამოუსადეგარი. ყოველი ამოსუნთქვა და ყოველი კოცნა რაღაცას ამბობს. სიტყვებივით გაფანტული აზრები განუწყვეტლივ ერწყმის გონებას, შენს შინგან სამყაროში ბზარს ტოვებს. ბზარს,რომელიც შეუმჩნეველია,მაგრამ წარუშლელი.
გული რამდენიმე ნაწილად მქონდა გაყოფილი. რაღაც ნაწილი ფიქრობდა წარსულზე, ამოუხსნელ რეალობაზე. ფაქტზე,რომლის შესახებ არაფერი ვიცოდი. ზოგჯერ ვეკითხებოდი საკუთარ თავს, ნუთუ არ მქონია წარსული? სად გაქრა ჩემი ბავშვობა, ჩემი მოგონებები. ეს ხომ ყველაზე ძვირფასია ადამიანის ცხოვრებაში.
ცუდად ვიყავი და არ ვიცოდი რა გამეხსენებინა. თუნდაც დეტალი,რომელიც შვებას მომგვრიდა, სამყაროს მომწყვეტდა. მეგობრებო, თქვენ ბედნიერი ხართ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ამაყნი,იმით რაც იყო.
აი ჩემს ცხოვრებაში, ისეთი რამ,რომელიც ჩემში სიამაყის და თავმოყვარეობის გრძნობას გააღვივებდა, ან თუნდაც მსუბუქად შემიცვლიდა წარმოდგენას ჩემს ცხოვრებაზე,რომელიც ერთ დიდ კატასტროფას უფრო გავდა, ვიდრე მშვენიერ ყოველდღიურობას, არ ყოფილა!
და როცა დავფიქრდი... ჩავთვალე რომ ფიქრი არ იყო საჭირო იმისთვის გამერკვია,რატომ ვიღიმოდი.


ყველაფერი ასე დაიწყო.
მე შევხვდი ადამიანს, რომელმაც რაღაც შექმნა. შექმნა ჩემი ფსიქოლოგია, ჩემი გრძნობები, ჩემი ღიმილიც კი. საჭირო იყო მისი სახის წარმოდგენა,როცა სახეზე ღიმილი მკრთალად თუმცა შესამჩნევად გამომეკვეთებოდა სახეზე და მთელი სხეული კანკალს იწყებდა. რა სასიამოვნო იყო ეს.
ყანჩაველმა, რაღაც ისეთი დამმართა,რასაც ვერ ვუწოდებთ სიყვარულს. მან გამარკვია იმაში,რომ არსებობენ ადამიანები,რომლებიც ჩემზე უარესად ცხოვრობენ,მაგრამ სტუმრებს გაღიმებული სახეებით ხვდებიან.
პატიჟებენ ფინჯან ყავაზე, თუნდაც ერთი კოვზი ჰქონდეთ დარჩენილი. მაგრძნობინა, რა აქვს და რას იყენებს.
გაგიკვირდებათ, როცა მე, იოანა, წმინდა სისხლის ჟურნალისტი, მას ასე თბილად მოვიხსენებ. იმასაც იტყვით, ის ხომ მას მხოლოდ ,,საწოლში" იცნობს.
რეალურად ყველაფერი მარტივადაა. და ყველაფერს საწოლს ნუ დავაბრალებთ.

<<<
ზარი და ჩემი სავარძლიდან წამოხტომა ერთი იყო. პირველ ჯერზე მობილური ხელიდან გამივარდა,თუმცა თავი დავიმშვიდე.
- რამე გაარკვიე?
იცინოდა.
- ასე ვერ გეტყვი. უნდა გნახო.
- ჰოდა მოდი.

ნახევარ საათში მოვიდა.
- რაიყო, გზაში ბიჭჲ მოგეწონა და აეტორღიალე?
შემოსვლისთანავე დაცოფილმა ტატომ, სიტყვა შემომიბრუნა.
- ყანჩაველის გოგო !
ეს სიტყვები ცუდად მივიღე თუმცა არ შევეპასუხე.
- ასე ხომ? ახლა აღარ მიკვირს.
ისე იღიმოდა, ისე გამაღიზიანებლად, დივანზე დადებული ბალიში ვესროლე. ისიც ამ თავაზიანი ჟესტით მიხვდა რომ უნდა აეხსნა.
- დღეს შენმა საყვარელმა იოანემ,როგორც პიროვნული ასევე პროფესიული ინტერესები გამინადგურა.
- რა სისულელეს ამბობ. შენ რა გაკავშირებს ყანჩაველთან?
- ჰაჰ, მაკავშჲრებს კი ...
აშკარათ მოთმინება მელეოდა.
- იტყვი?
- შენმა ყანჩაველმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მიხმარა.
ინტერესი სახეზე შემახმა.
- არა, ნუ მთლად მასეც არა,მაგრამ, რაღაც მსგავსი.
დაძაბული სიტუაციის გამოსასწორებლად საუბარი განაგრძო.
- გახსოვს,რომ გითხარი, მაილის შესახებ? ეს ჩვეულებრივი ნიკი, არ არის და ბევრ საიდუმლოს მალავსთქო. ასეც აღმოჩნდა. თუმცა უფრო რომანტიულად, და ამღელვებლად.
- რეებს ბოდავ?
- მე ვბოდავ,რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო. ის ყანჩაველი შესანიშნავად გიცნობს, და რათქმაუნდა იმის მიხვედრაც არ გასჭირვებია,რომ წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ, ჰაკერის ოინებს მიმართავდი. არ გაჭირვებია წარმოდგენა,როგორ ინტერესით ათვალიერებ მის მიღებულ წერილებს. და როცა ის...
- მკითხავს წავიკითხე თუ არა გაგზავნილი შეტყობინებები...
თავი დავხარე.
- მართალია! შენ აუცილებლად წაიკითხავ, მეორედ გატეხვაც რომ მოგიწიოს !
- კარგი. დავუშვათ მართალს ამბობ. რაში სჭირდება ჩემი მოტყუება ასეთ წარმატებულ ადამიანს? დაგვიცინს?
- არა ქალბატონო. შენ არა, მე დამცინის . როცა მაილი მეორედ გავტეხე, გაგზავნილებში არაფერი დამხვდა. არც ერთი წერილი. ვიფიქრე,რომ ყველაფერი წაშალა, მაგრამ როცა წარმოვიდგინე რა რეაქცია გექნებოდა ამის თქმის შემდეგ, პირჯვარი გადავიწერე და შემდეგი ხერხით შევამოწმე. არსებობს შემდეგი ვარიანტიც: პროგრამას,რომელიც მხოლოდ ,,მაყუთიანი" მოიხმარსთქო, სხვა დატვირთვაც ჰქონია. ეს არის კიდევ ერთი ნიკი, ოღონდ ანონიმური. მისი საშუალებით, შესაძლებელია ფარული შეტყობინებების გაგზავნა, პიროვნების ვინაობის დაუდგენლად. იმისთვის,რომ ანონიმური მისამართი გამეტეხა სხვა პაროლი იყო საჭირო. ჩემი გონება იმდენს ვეღარ გასწვდებოდა, სასწაული მოეხდინა და ეს გაეტეხა, სანამ ჩემს ემაილზე, თვით ამ ანონიმური ნიკიდან მოვიდა შეტყობინება.

- რა ეწერა?
- რა ეწერა და პაროლი. პაროლი, იმ მისამართის. და კიდევ მოკლე შეტყობინება. ,,დიდი მადლობა, დახმარებისთვის".

სულ დავიბენი. ტატოს სულელივით მივშტერებოდი.
- რა ორი ნიკი, რა პაროლი, ან რისთვის გიხდის მადლობას? ანს აერთოდ რა იყო პაროლი ?

გაეცინა.
- მიყვარხარ.
- პაროლი?
- აბა შენი სიყვარულისგან ღმერთმა დამიფაროს.

სახეზე ხელი მოვისვი.
- მერე შეხვედი?
- ჰო, მაგრამ არანაირი შეტყობინება არ დამხვედრია.

ახლა უკვე კედელს ხელი მივარტყი და ტატოს მივუახლოვდი.
- ეს რა სისულელეა . იქნებ რაღაც ისეთი თქვა რაც ამას გამაგებინებს?
- აი მე კი, ყველაფერი გავიგე. გახსოვს პირველად რა პაროლით შევედით?
- კი, იოანა.
- ანონიმურის პაროლს თუ გავითვალისწინებთ, შენ მას უყვარხარ. იოანა, მიყვარხარ! შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ. ჩემი სიცოცხლის ნაჭუჭი.
- ხუმრობ?
სხეულში სითბო ვიგრძენი.
- ნეტავ ვხუმრობდე! ამ თქვენი სასიყვარულო სცენების გამო, რამდენიმე საათი დავკარგე. იმის მაგივრად რომ პაროლებით არ ესაუბრა, და შენთან მოსულიყო. ეთქვა რასაც გრძნობდა, და ეს თამაშიც დაემთავრებინა. გიჟია ეგ ყანჩაველი. ზოგჯერ როგორ უაზროდ ნაწილდება ფული ხალხში. ის ფუფუნებაში უნდა ცხოვრობდეს და მე ნაქირავებში ვცხოვრობდე. ის სულელი, და მე გენიოსი.

გამწარებული მივიდა კართან.
- მიყვარხარ.-მივაძახე.
- დავაი რა.

ცივმა პასუხმა სახის გამომეტყველება არ შემიცვალა. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი, იოანეს ასეთი ჯამბაზობით.
რამდენიმე წუთში კარის ხმა გავიგე.
- გავიგე ტატო, ნაწყენი ხარ...
მეგონა ისევ საწუწუნოდ ამოვიდა, თუმცა აღელვებული ყანჩაველი შემრჩა ხელში.
- შეიძლება ?
გზა დავუთმე, და ისიც მორიდებით დაჯდა მაგიდასთან. მე გვერდით მივუჯექი.
- რით დავიმსახურე ეს პატივი?
- ყავა ხომ არ გაქვს.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
- აბა რას შემომთავაზებ?
- ლუდს.

მაცივრიდან გამოვიღე და ვესროლე.
მან აუღელვებლად გახსნა და თითქმის ნახევრამდე დაიყვანა.
- მინდოდა ჩემი სევდიანი ისტორია მომეყოლა. ადამიანზე რომელიც მიყვარს.
- გისმენ.
ვუთხარი და თვალი გავუსწორე.
- ჩემს მეზობლად ცხოვრობს. არც ისე დიდ და მდიდრულ ბინაში. სხვათაშორის ჟურნალისტია. ტანით არ გამოირჩევა,მაგრამ ლამაზი სახე აქვს. თვალებში,როცა ვუყურებ მგონია, სულ სხვაგან მივდივარ, მასთან ერთად. ზოგჯერ ვეკითხები ჩემს თავს, რა დამმართა ასეთი,რადგან სხვა ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობ. სულ მასთან ვარ, ფიზიკურად არა, მაგრამ სულიერად. თითვეული წამი, მინდა მის გვერდით ვიყო. მის თმაა შევეხო, მისი სუნთქვა შევიგრძნო. მინდა მისი გაბრაზების ნახვა ხელმეორედ.

- ერთად რატომ არ ხართ?
ვკითხე და გავწითლდი.
- მან ჩემი შვილის შესახებ ყველაფერი იცის. ისიც,როგორ ვექცევი მას. გონია,რომ მე ის მივაგდე, და არ მანაღვლებს,თუმცა ბევრი რამ არ იცის. ძალიან ბევრი რამ. თუ ის ჩემთან იქნება, ყველაფერს მოვუყვები. ყველაფერს გამოვასწორებ. ჩვენს სიყვარულს ლამაზ სახელს დავარქმევ. ყველაფერს რაც გულს მტკენს,მასაც გავუზიარებ და თანადგომას დაველოდები. დაველოდები თუნდაც უსასრულოდ, რადგან სხვა არ არსებობს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მხოლოდ ის ერთი.

მთლიანად ავცახცახდი, და მაგიდას დავეყრდენი. თვალებში ვერ ვუყურებდი.
- მე მიყვარხარ. და ეს რეალურია. ზამთარი მოდის და არ მინდა მისი გატარება უშენოდ.
- არვიცი.

ფეხზე წამოვდექი თუმცა ხელები მკლავებზე მომიჭირა და ტუჩები კისერს შეახო. მთელი ძალით მიმიზიდა. მის სურნელს და სუნტქვას ვგრძნობდი. ვხედავდი ისიც ღელავდა.
- დამპირდი,რომ მომავალი გვაქვს.
ხელები გავაშვებინე და მისი სახე ხელებში მოვიქციე.
- მომავალი გვაქვს...
შემდეგ ვაკოცე და მალევე გავუმეორე.
- გპირდები.





(10)
დღეები ძალიან სწრაფად მიდიოდნენ.
ეს იყო ყველაზე სასიამოვნო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.
როცა მივდიოდი, ყოველთვის იყო რაღაც რაც ხელს მიშლიდა, დაბრკოლებას მიქმნიდა.რომელსაც არ უნდოდა მიმეღწია იმისთვის რაც მსურდა. ამას მიჩვეული, უკვე თავად ვუთმობდი გზას, და საკუთარ თავში დასმული კითხვა ,,რატომ" ზოგჯერ სულელურად თავს მახსენებდა.
ჩემში ბევრი სიტყვა დაგროვდა. გამოუთქმელი წინადადებები. შეუგრძნობელი ემოციები.

რადგან გავიგე რა იყო სიყვარული, ახლა მისთვის ბრძოლა მინდოდა. მისი გამართლება. მინდოდა ეს ბედნიერება დამემსახურებინა. ბოლომდე შემეგრძნო. როცა იოანეს მკლავებში ვიყავი მოქცეული, ჩემთვის არ არსებობდა ცა და დედამიწა. არც სიტყვები არსებობდა, არც სიცივე. თუმცა აღარ ვკანკალებდი. როცა დავინახე,როგორ გამითბა სხეული მივხვდი რა სასიამოვნო იყო ეს, და ვერ ვხედავდი შიშის მიზეზს.
რისი უნდა შემშინებოდა...
გადაჭარბებული ბედნიერების?

<<
- მინდა მასთან უფრო ახლოს ვიყო.
მივიწყებულმა დარდმა თავი შემახსენა. ყანჩაველს მივუბრუნდი.
- იყავი. ჩემთვის შენ ხარ მთავარი. შენ და ის. თუ ერთმანეთს გაუგებთ ბედნიერი ვიქნები.
- თუ ის ვერ გამიგებს? თუ ვერ შემიყვარებს?
იოანე დაფიქრდა.
- იცი, მრცხვენია იმის თქმა,რომ საკუთარ შვილს კარგად არ ვიცნობ. თუმცა ჭკვიანია და თავის ასაკთან შედარებით შესანიშნავად აზროვნებს. უნდა მიხვდეს და დაუჯეროს ადამიანებს რომლებიც მისთვის არიან და უყვართ.
- ჩემი აზრით, რაც გადაიტანა რთული იყო მისთვის. ადრე თუ გვიან მოგიწევს ჩემთვის ამის თქმა. სულ ხომ ვერ შეცვლი თემას?
- მართალი ხარ. მაგრამ იმას არ კითხულობ რა რთულია ამის ახსნა? სიმართლის ახსნა,რომელიც ასე მინდა თუმცა მეშინია მისი.

დავფიქრდი რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც ასეთ გავლენას მოახდენდა ჩემზე. ამან უფრო დამაინტერესა . ამიტომ ყანჩაველს გზები მოვუჭერი. მან ჩემი ხელი დაიჭირა და შემომხედა.
- ხომ გინდა ვიყოთ ბედნიერები? ნუ მათქმევინებ ჩვენი უბედურების საწყისს. ვეჭვობ, ეს სწორედ ასე დამთავრდება. გინდა დილით ჩემს საოცარ სხეულს აღარ უყურო?

უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.

- რაა მაინც ასეთი? არ მესმის თუ ადამიანი გიყვარს რატომ უნდა დაუმალო ეს ყველაფერი.
- იმიტომ უნდა დაუმალო,რომ გიყვარს. სწორედ ამიტომ.

ვისკის ბოთლი დადგა და პატარა ჭიქაში დაასხა. შემდეგ ხარბად დაეწაფა და ჩემს წინ დადო.
-მეც დამისხი.
ვუთხარი თამამად. ის შემობრუნდა, ბოთლს ხელი დაავლო. მე ჭიქა მივაწოდე მან კი მთელი ვისკი თავზე გადამასხა. გამწარებული წამოვხტი და ვეცადე ბოთლი წამერთმია, ის კი ზედმეტად მაღალი იყო ამ ბრძოლისთვის. აუღელვებლად განაგრძობდა ჩემს წვალებას და თვითონ იცინოდა.
- მასე ხომ?
გაბრაზებულმა წავართვი ბოთლი და იატაკზე დავახეთქე. თუმცა ამ ფაქტს არც აუღელვებია. პირიქით,მგონი უფრო დიდი სიამოვნებაც მოგვარა.
- პირდაპირ ხომ ვერ გთხოვდი ჩემთან ერთად იბანავეთქო? ახლა საკმარისი მიზეზი მაქვს.
კარგად დამათვალიერა და როცა მიხვდა ჩემი წყენის მიზეზს მომიახლოვდა. სახიდან ვისკის წვეთები მომწმინდა და ტუჩებზე შემეხო. შემდეგ გაეცინა და მთელი ძალით ჩამეხუტა. ისე რომ სუნთქვა შემეკრა.

- შენი აზრით ახლა ჩვენ ბედნიერები ვართ?
ვკითხე და ხელები გავაშვებინე.
- შენი აზრით?
-პირველმა მე გკითხე.
(მას არ ახსოვდა რას ნიშნავს იყო ჟურნალისტი. ის არასოდეს პასუხობს თავისივე კითხვას პირველად).
- მე ბედნიერი ვარ. საკმაოდ ბედნიერი. იმდენადაც კი,რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაშჲ მეყოფა. ბედნიერი ვარ რომ ვსუნთქავ, გხედავ, გეხები. ბედნიერი ვარ,რომ ჩემთან ხარ, და მე მეკუთვნი. ბედნიერი ვარ,რომ გიპოვე ამდენი ძებნის შემდეგ.

ამის შემდეგ დაბნეულობა დაეტყო.
- ამდენი ძებნის შემდეგ?
- ამდენი წარუმატებელი გრძნობის შემდეგ.
ეს არ გავდა სიმართლეს. ეს იყო შესწორებული ტყუილი.
- იცი მე რას ვგრძნობ? უკმაყოფილებას. იმას,რომ ადამიანი,რომელიც მიყვარს ერთი სულელი ვინმეა. ის არ მიყვება არაფერს, არ სურს საუბარი არაფერზე და არ თმობს არაფერს. ის მხოლოდ იმას ცდილობს ლამაზი სიტყვებით მომთაფლოს და წამიერი ბედნიერება მაგრძნობინოს. მე მინდა შენთან ყველა საიდუმლოთი ვიყო დაკავშირებული. ყველა მარტივი დეტალით. მინდა ეს მხოლოდ ერთთვიანი რომანი არ იყოს. მგონი ეს არის სიყვარული. ასე არ ფიქრობ?

როცა მის პასუხს ველოდებოდი, ასევე ვაკვირდებოდი ყანჩაველს. ის თითქოს რაღაცას ეძებდა. ეძებდა იმას რაც ,,გამაჩუმებდა". თუმცა დუმილი არჩია. მეც თავი დავუქნიე, ირონულად გავუღიმე.
- გასაგებია. საიდუმლოებები. ამოუცნობი მამაკაცი.
-ისევ უნდა მეჩხუბო?
ისე მკითხა თითქოს მემუდარებოდა არა მიპასუხეო.
- არა. უნდა ვიფიქრო. ვიფიქრო ღირს თუ არა ეს სულელური გრძნობა ამად.

სახლი დავტოვე და მაშინვე პატარა ეკატერინესთან წავედი. რაღაცის იმედი მქონდა. იქნებ მისგან მაინც გამეგო რა ამოძრავებდა ამ გაურკვეველ ადამიანს. იყო თუ არა რეალური ის რაც ხდებოდა. მეორეს მხრივ კი მენატრებოდა ეს ბავშვი. მისი ლამაზი სახის ნაკვთებით და საოცარი საუბარით.

როცა მივედი დიდი სიხარულით შემეგება. საწოლზე მიმითითა დაჯექიო და მკითხა როგორ ვიყავი. მეც ვუპასუხე თან გამუდმებით ვუყურებდი, წამით თვალი არ მომიშორებია. თავის ასაკთან შედარებით მაღალი იყო, თუმცა დაავადებას რაღაც მაინც დაემჩნია. ეს იყო ნაიარევი კისერთან. მას ყოველ წუთს მალავდა თუმცა მაინც ეტყობოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად ისე გამართულად იჯდა და ისეთი დახვეწილი მოძრაობები ჰქონდა ვიეჭვე,რომ ბალერინა იყო. სულ ვოცნებობდი მისნაირ შვილზე. მინდოდა ის ისეთი გაზრდილიყო,რომ მეამაყა მისით. ასე ლამაზად აეწია თავი, ასე ლამაზად ევლო. ასე გამართულად და შეუწყვეტლივ ესაუბრა. მინდოდა მისნაირი ლამაზი თვალები ჰქონოდა, და აზროვნება. როცა ეკატერინეს ვუყურებდი, ერთ მისნაირზე ვოცნებობდი,რომელსაც მე დავარქმევდი სახელს და მე მოვავლენდი ქვეყანას.

- გამარჯობა ქალბატონო.
მისალმების ნიშნად გავუღიმე. ის გვერდით დამიჯდა.
- თუ მედდას ეტყვით,რომ სეირნობა და სუფთა ჰაერზე გასვლა ჩემთვის კარგი იქნება და რომ სულ აქ ვარ გამოკეტილი , ის აუცილებლად გამიშვებს თქვენთან ერთად, პარკში. სადაც უგემრიელესი ნაყინი იყიდება.

ნებართვა მივიღეთ.
ორივე ვსეირნობდით თბილისის ქუჩებშჲ. პატარა, ირგვლივ იყურებოდა. ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა. ყოველ გამვლელს უყურებდა თვალლებში თუმცა მაშჲნვე გადაჰქონდა მზერა სხვაგან. ალბათ ძნელი იყო იმის ატანა, თუ როგორ სიბრალულით უყურებდნენ მას. ისე თითქოს ერთი საცოდავი გოგო ყოფილიყოს,რომელსაც მშობლები არ ყავს. ვიცოდი, თითქოს ვიცნობდი მას და დარწმუნებული ვიყავი, მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ ვინმე მოვიდოდა, მისი გარეგნობის შესახებ გაეხუმრებოდა, ან მის ნაიარევს დასცინებდა ვიდრე ასეთი მზერა მიეპყროთ, და უფრო შეეძულებინათ მისთვის ამქვეყნად არსებობა. მე მასში ნამდვილად ვხედავდი რაღაც სხვას. რაღაც ისეთს რაც არავიშჲ მინახავს. წარსულის დიდ ნაშთს რომელიც ასე ტანჯავდა მის გულს თუმცა ვერაფერი ეთქვა, ვერაფერი ეღიარებინა.
მისჩერებოდა ცხოვრების უნამუსო ფერს და იტანჯებოდა.

ერთ კაფეში დავჯექით. მიმტანი მოგვიახლოვდა და სიბრალულით შეხედა ეკატერინეს. ეს ვეღარ მოითმინა პატარამ, და შეეპასუხა.
- რამე მაცხია?
მიმტანი დაიბნა და მზერა ჩემზე გადმოიტანა. თუმცა ახლა უკვე ეკატერინე არ ეშვებოდა.
- მე ბევრად უფრო ბედნიერი ვარ ვიდრე თქვენ. რადგან აქ უნდა ვიჯდე, ყავა მივირთვა და თქვენ მომემსახუროთ. ამ სიტუაციაში მე გამიმართლა, ასე არ არის?

მის ხმაში ისეთი ზიზღი იგრძნობოდა და ამავდროულად ტკივილი.
მიმტანი არ შეპასუხებია. ვუთხარი რაც მოეტანა და მანაც უხმაუროდ დაგვტოვა.

- მამაჩემზე გინდათ მოგიყვეთ?
რათქმაუნდა მიხვდა ეს რომ დამაინტერესებდა.
- მოსაყოლი არც ისე ბევრია. მე მასზე არაფერი ვიცი.
ნიშნისმოგებით გამისწორა თვალი. გულშჲ იმედის ნაპერწკალი ჩამიხშო .
ამას მიხვდა და წამიერად თვალი ამარიდა. ალბათ დაფიქრდა თავის საქციელზე თუმცა შემდეგ შეასწორა.
- თუ თქვენ მამაჩემს აქ მოიყვანთ , მე ყველაფერს მოგიყვებით იოანა. რაც ვიცი ყველაფერს.
- შენ ხომ არ გინდა მისი ნახვა?
მისი სიტყვები გავუმეორე.
- მამის ნახვა ყველას უნდა. არ მინდა ისე მოვკვდე,რომ არ ვნახო. მინდა დედას ვუთხრა როგორი იყო მამა ჩემს წასვლამდე.
- ესაა შენი მიზანი?

უარის ნიშნად თავი გააქნია.
- მინდა ბედნიერი იყოს. ძალიან მინდა.
თვალებზე ცრემლი შემოაწვა. ამ დროს მიმტანიც მოვიდა. მან სწრაფად შეიმშრალა და თვალი გაუსწორა.
ეს ნიშნავდა სიძლიერეს. ვინმეს სუსტი რომ არ გონებოდა.

(11)
რამდენიმე კვირის შემდეგ, გავიგე რაა იყო ბედნიერი. გიყვარდეს და უყვარდე. გრძნობდე და გრძნობდეს. ერთად შექმნათ სამყარო, საოცარი სამყარო, რომელიც სავსეა მოულოდნელობებით, სასიამოვნო მომენტებით,სიყვარულით.
შემოდგომა ნელ-ნელა თმობდა ასპარეზს. ნოემბრის შუა რიცხვებიც მიწურულიყო და უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. უკვე,ძნელი არ იყო დაგეთვალა რამდენი ფოთოლი შემორჩენოდა ხეებს. ზამთრის სურნელი იგრძნობოდა ქუჩებში. ხალხს თბილი მოსასხამები ეცვა, და კაშნე მთელ სახეს უფარავდათ.
მართალაც,რომ ცივი იყო შემოდგომა.

გზა ყოველთვის არაა ისეთი,როგორსაც ირჩევ.
მე ბედნიერების გზა ავირჩიე. ავირჩიე საყვარელი ადამიანი. გადავწყვიტე,მეც ვყოფილიყავი ბედნიერი, მიუხედავად იმისა რომ ჩემი მშობლები მაშინ წავიდნენ როცა ყველაზე მეტად მიჭირდა. სიცივე, მარტოობა. მახსოვს ბუხრის წინ, ჩემი გაყინული თითები,რომლებიც ვერ მოძრაობდნენ. ერთმანეთს ჩახუტებოდნენ, და თითქოს ათბობდნენ კიდეც. თუმცა საოცარი თვე იყო ზამთარი.
ვერ ვტიროდი, ცრემლი მეყინებოდა.
გრძნობებიც მათ მიყვა.
სიტყვები.
დრო.

ალბათ, ზედმეტი იყო ის ჩემთვის. ზედმეტი იყო ასეთი ბედნიერება, მე ხომ უბედურებისთვის ვიყავი გაჩენილი.
არადა დავუჯერე. მეგონა ნოტებივით აეწყობოდა, ჩემი ბედნიერების სიმფონია. მაგრამ არა.
ეს იყო წამიერი.
თუმცა დაუვიწყარი.

<<
- რა ვუთხრა?
ყანჩაველი, აღელვებული დადიოდა სახლში და თან სიგარეტს აბოლებდა.
- შენი შვილია სულელო. მე მეკითხები? რადგან უნდა შენი ნახვა, ალბათ რაღაცას ისევ გრძნობს. იცი რა მითხრა?
- რა.
- ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ ის იყოს ბედნიერიო. მინდა ასეთი დამამახსოვრდეს და რომ მოვკვდები...

ხელები პირზე ავიფარე. როგორ მისწრებდა ყოველი სიტყვა წინ, ვერც ვხვდებოდი. ეს ხომ არ უნდა მეთქვა.
- გონია რომ მოკვდება? ასე გითხრა?
დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.
- სიკვდილი იმისთვის უნდა,რომ დაისვენოს. ალბათ საჭიროდ თვლის შენთან შერიგებას, რადგან სამოთხეში მოხვედრა არც ისეთი ადვილია. რაღაც უნდა დათმო, საკუთარ გრძნობებს გადაახტე. სიამაყე გამქრალია მასში, ახლა მხოლოდ გულით მოქმედებს. იმას ამბობს რასაც გრძნობს. უნდა, რაც შეიძლება მეტი სიკეთე გააკეთოს.
- ღმერთო, რატომ ფიქრობს სიკვდილზე. ჯერ მხოლოდ ათი წლისაა იოანა! ასე რატომ აზროვნებს.

ოდნავ უკმაყოფილო სახე მივიღე.
- უკაცრავად? მინდა შეგახსენო რომ ის ძალიან ჭკვიანი ბავშვია. საოცარ ნიჭი აქვს საუბრის, იუმორის, ურთიერთობის. ის სულ არ გგავს შენ.
მე არ ვიცი რას ნიშნავს ეს დაავადება, მაგრამ ხშირად მეუბნება,რომ ძალიან ტკივა. როცა ვეკითხები რა, მპასუხობს ,რომ ყველაფერი. მეუბნება,რომ ყოველი ნემსი,რომელსაც უკეთებენ, ტკივილს მხოლოდ ამძაფრებს. უნდა,რომ დაისვენოს, მოსწყდეს ამ რეალობას.

ყანჩაველს სახეზე ბრაზი აღებეჭდა. გამწარებულმა კედელს ხელი დაარტყა და მომიბრუნდა.
- ხვდები რას ამბობ? შენ ამით მეუბნები: ,,შეეგუე, მის სიკვდილს ძვირფასო, ის მას იმსახურებს. ეს შვების გარანტია! შეეგუე რადგან ესაა ერთადერთი გზა ხსნის, და მშვიდად უყურე,როგორ კვდება შენი შვილი ლეიკემიით,როგორ იცლება მისი ძარღვებიდან სისხლი,როგორ ლურჯდება მისი ტუჩები, მისი ლამაზი სახე, და ზოგადად უყურე როგორ წავა იქ სადაც ჯანმრთელია!".

გამწარებული დაემხო სკამზე და თავი დახარა. შემდეგ თითქოს უფრო მეტად ეტკინა და თავი ხელებში მოიქცია. ვიფიქრე,რომ ტიროდა. თუმცა გრძნობების მოთოკვას არც ეცადა. რამდენიმე წამში, ყრუ ბგერები გავიგონე. მივუახლოვდი, თმაზე შევეხე. შემდეგ ხელები მოვხვიე და შუბლზე ვაკოცე. ვეცადე გამეთბო, რადგან შინაგანად გაყინულიყო.
ის ჯერ ჩემს მოშორებას ცდილობდა, მაგრამ შეემდეგ თვითონ შემომხვია ხელები წელზე, ახლოს მიმიზიდა და აქვითინდა.
ასეთი სუსტი არასოდეს მინახავს ყანჩაველი.

- არ ვიცი რა ვქნა. არ ვიცი რა ვუთხრა. არ ვიცი რა გავაკეთო. არ ვიცი რით დავეხმარო.

სლუკუნით წარმოთქვამდა ძლივს გასარჩევ სიტყვებს.
- მას შენ სჭირდები. შენი სითბო სჭირდება.
უფრო მეტად შემოვეხვიე.
- თუ გრძნობ მის ტკივილს, შვებასაც იგრძნობ. მითხარი,რომ ნახავ.
ცრემლები მოიწმინდა და გაიღიმა.
- ვნახავ. რათქმაუნდა ვნახავ ჩემს ანგელოზს.
რაღაცაზე დავფიქრდი.
- რამის თქმა გინდა?
- თუ გკითხავს,მისცემ თუ არა სიკვდილის უფლებას, რას უპასუხებ?
- ამას არ იკითხავს. არ მივცემ ამის კითხვის უფლებას.

გამეღიმა. მივუახლოვდი და მის ძლიერ მკლავებს ჩემი სუსტი ხელები მოვხვიე.

<<<

პარასკევ საღამოს, 20 ნოემბერს, იოანემ შვილის პალატის კარი შეაღო და მის პირდაპირ აღმოჩნდა. ზედმეტად დაბნეული აცეცებდა თვალებს, ადგილს ვერ პოულობდა.
აი ეკატერინე კი მტკიცედ უყურებდა ანერვიულებულ მამას და წარბიც არ შეუტოკებია. ალბათ სიამოვნებდა მისი უპირატესობა, მისი სიძლიერე.
- დაჯექით.
გოგონამ სკამზე მიუთითა. თვითონ კი მის ახლოს საწოლზე წამოჯდა.
- ყანჩაველი ბრმად მივიდა სკამთან , და დაჯდომის დროს ამოყირავდა. ალბათ არც ამოყირავდებოდა, ცოტა გვერდით რომ დამჯდარიყო და არა ასე დაბნეულად.

ეკატერინეს გაეცინა. ეს თითქოს ესიამოვნა იოანეს და უფრო გათამამდა.
- გამარჯობა ლამაზო.
გოგონას ხელი დაიჭირა, თუმცა მაშჲნვე დარტყმა მიიღო. ეკას მისი შეხება არ ესიამოვნა.
- მე ლამაზი არ ვარ. ვიღაცაში გეშლებით.
აქ სულ დაიბნა იოანე. რა უნდა ეთქვა?!
- აქ იმიტომ ხარ მამა,რომ მითხრა რატომ ხარ ,,მამა" და არა უბრალოდ გამვლელი. მითხარი,რით განსხვავდები მათგან? ისინიც ერთხელ მხედავენ და შენც ერთხელ მხედავ.

მწარედ გაეღიმა.
- გამოსწორდება ეკა. ყველაფერი გამოსწორდება. შეიცვლება ბევრი რამ, ჩვენც და ყველაფერი ჩვენს ირგვლივ. ყველა შეცდომას გამოვასწორებ რაც დამიშვია.
- ცოტა გვიანია.
ხელი თავზე მოისვა და კვლავ გაიღიმა.
- ამ დაავადებასაც დავამარცხებთ .
-იოლია. ყველაფერი იოლია ადამიანისთვის ვინც ამას არ გრძნობს.
- იმაზე მეტს ვგრძნობ, და მეტი მტკივა ვიდრე წარმოიდგენ.
-მესმის.
რატომღაც გოგონამ მე შემომხედა. ევრ მივხვდი ამ საუბართან რა მაკავშირებდა, ამიტომ გამიკვირდა.
- ოდესმე ყველა სიმართლეს ფარდა აეხდება ასე არ არის ? მას დიდი ხანი ვერ დამალავ მამა. რაც უფრო ძველია ღვინო მით უფრო ფასობს, მაგრამ გრძნობები ღვინო არ არის. თუ დაკარგავ, ვერ დაიბრუნებ. თუ დათმობ, ვერც მიაღწევ. ბოლოს ყველაფერი, პატარა მოგონებასავით ამოტივტივდება. თითქოს მივიწყებული, ათას პრობლემას გააჩენს, ათას სადარდებელს. და როცა მიხვდები,როდის ღირდა თქმა უკვე გვიან იქნება. უკვე სიმართლის გზა გავლილი გექნება და უკან ვეღარ მოიხედავ.
- რა სიმართლეზე საუბრობ ეკა.
ცრუ-ღიმილმა გამაღიზიანა.
- ნაყინი გინდათ? ქუჩის იქითაა.
საუბრის თემის გადატანამ, იოანეს შვება მოგვარა, მე კი მთლიანად გამიმწარა ნერვები.
როცა ვხედავდი,როგორ ახლოვდებოდნენ ნელ-ნელა ბედნიერებას ვგრძნობდი. თიტქოს მისი ემოციები მე გადმომდებოდა. რატომღაც წამიერად ვიფიქრე,რომ ეს იყო ჩემი ოჯახი.
თუმცა მაშჲნვე ამოვიგდე თავიდან. მე მათთვის ზედმეტი ვიყავი. მათი ბედნიერებაც საკმარისი იყო.

ბატონი, იოანე მეტად შეიცვალა. უფრო გახსნილი გახდა, მხიარული. კვირაშჲ სამჯერ ნახულობდა ეკატერინეს და თვალებგაბრწყინებული ბრუნდებოდა შინ. როცა მთხოვა მასთან გადავსულიყავი, უარი ვუთხარი. თუმცა ეს საბოლოოდ მაინც მოხდა,რადგან თავად ჩამოვიდა ჩემთან ბარგის ჩასალაგებლად და თავის ოთახში თავისი ხელით დამიდო.
თუმცა აზრი...
ერთი აზრი, ანდაც რამდნიმე. უკმაყოფილებას ვგრძნობდი. სრული ბედნიერებისთვის, სიმართლე მაკლდა.

რამდნეიმე დღის შემდეგ პატარას მეც ვესტუმრე. თუმცა მარტო. პირისპირ მსურდა საუბარი.
როცა მიხვდა,რომ მისი ანხვის გარდა სხვა მიზნებიც მამოძრავებდა თმაზე შემეხო. შემდეგ ისევ უკან დაიხია .
- ჩვენი პირობა მახსოვს.
რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ კი განაგრძო.
- ყველაფერს გეტყვი.


(12)
ჯერ კიდევ ვერ მივხვდარიყავი მოსმენილის აზრს, და გამუდმებით ვიღიმოდი, სრულიად უაზროდ. შემდეგ დაბნეული კვლავ თავს დავხრიდი, მაგიდის კიდეს დავეყრდნობოდი და ეკას ვუსწორებდი თვალს. თვალთ მიბნელდებოდი, გრძნობები ერთმანეთში შერეულიყო, მოსმენილს ვებრძოდი, არ მსურდა მისი დაჯერება. არ მსურდა იმის აღიარება,რომ ყველაფერი დამთავრდა. დამთავრდა ის რასაც ამდენი ხანი ვაშენებდი, ამდენი ხანი ვმალავდი, ვგრძნობდი. სხეულში, ზამთართან ერთად მოსულმა ცივმა სიომ დამკრა და კიდევ ერთხელ გამაკანკალა. ცრემლები მთელ სახეს მიწვავდნენ, ტკივილი იყო აუღწერი... და მეც უბრალოდ მივუყვებოდი, უკვე თოვლით დანამულ. ცივ ბილიკს, ჩემი სხეულივით გაყინულს და ვცდილობდი სახლამდე ისე მიმეღწია,რომ გული არ წამსვლოდა. ერთადერთი რისი გაგონებაც მსურდა, ეს თავად იოანესგან აღიარებული სიმართლე იყო. ,,ნეტავ სადამდე ცდილობდა დამალვას?“, ,, რატომ ისურვა ყოფილიყო ასე ახლოს ჩემთან, და ამავდროულად ასე შორს“... მრავალი აზრი გონებას მირევდა, თუმცა მალევე მოვდიოდი გონს. ძლივს ავიარე კიბეები, და მთელი ძალით დავაკაკუნე იოანეს კარზე. მანაც გააღო... შეშინებულმა შემომხედა, ალბატ თავადაც მიხვდა... გვერდით გაიწია და მთხოვა შევსულიყავი.
- რა მოხდა იოანა? საავადმყოფოში წაგიყვანო?
როცა ჩემი ფერმკრთალი სახე სარკეში დავინახე, ძალიან შემეშინდა და ვეცადე ოდნა დავმშიდებულიყავი.სკამი გამოვწიე და მთელი ძალით დავეყრდენი.
- ყველაფერი ვიცი. უბრალოდ იმას ვერ ვხვდები, რა იყო შენი მიზანი...რა იყო შენი ეს თამაში, ეს ვითომ სულელური სიყვარული, ეს ვითომ ნდობა... რა გინდა იოანე, რა გინდა ჩემი ცხოვრებისგან...

თითქოს ვეცადე არ ავტირებულიყავი, მთელი ძალით შევიკავე თავი, თვალებში დაგროვილ ცრემლს ვმალავდი და გამუდმებით ვაშტერდებოდი იატაკს სრულიად უმიზეზოდ. აქეთ იქით ვმოძრაობდი, ერთ ადგილას ვერ გავჩერებულიყავი. ერთ ხელს , მეორე ენაცვლებოდა, საყრდენი ობიექტი ხან სკამი იყო, ხან მაგიდა. შემდეგ ზურგი ვაქციე, რადგან მივხვდი ჩემ ემოციას შეკავება აღარ ეწერა. სახეზე ხელები ავიფარედა იქიდან ყრუდ ნათქვამ ფრაზებს ვიმეორებდი.
- მითხრა რაც მოხდა. ის მიხვდა,რომ ამის დამალვა აღარ შეიძებოდა,რომ უფრო მეტკინებოდა გული! შენ ამას ვერ მიხვდი. შენ არ გაინტერესებ იოანე, შენ ჩემი ცრემლები და გრძნობები არ გაინტერესებს, შენ ჩემი წარსული შენს სათმაშოდ აქციე, მთლიანად მომიქციე, თავი დამაკარგვინე, გრძნობები გამიყინე. მითხარი,რომ ზამთარი ჩემი დროა, შენ კი თავად ხარ ის სიცივე, ის სუსხი, ის ყინვა,რომელიც ახლა მუხლებში მომკეცავს, გონებას დამაკარგვინებს. ბედნიერი ხარ? ეს ხომ ისედაც მოხდებოდა,შენ ხომ ისედაც მზად იყავი. რატომ გამიეთე ეს მე ხომ შენთის არაფერი დამიშავებია. მე ხომ მთელი გულით შეგიყვარე და ყველაფერზე უარი ვთქვი.

ახლა უკვე მის პირისპირ ვიდექი და არ მაინტერესებდა,როგორ გამოვიყურებოდი, ასეთი ცრემლებით გარშემოტყმული.
- გთხოვ მომისმინე. შეწყვიტე ტირილი ძალიან გთხოვ.
იოანე დაიბნა.
მუჭი შეეკრა და შუბლზე მიებჯინა. მის თვალებშც დავინახე სისველე, თუმცა უმნიშნელო.
- ამის თქმას მეც ვაპირებდი. ამას მეც ვგრძნობდი. ვიცი, ეკატერინე ამას უსაბაბოდ არავის ეტყოდა, ალბათ ჩემზე ადრე მიხვდა რა დიდი ტკივილის მოტანა შეეძლო შენთვის.ალბათ ჩემზე მეტად შეგიყვარა...
- მინდა ყველაფერი ამიხსნა. ყველაფერი გაიხსენო. ეს ძალიან მნიშნელოვანია.

ყანჩაველმა თავი დამიქნია და სკამზე ჩამოჯდა.
- ხომ იცი, ფულის ამბავი. როცა ბევრი გაქვს, ხვდები რომ ყველაფრის უფლება გაქვს. თუნდაც იმის,რომ შნეი წესებით იმოქმედო, შენი სამყარო შექმნა. მეც ასე მომინდა.. მიუხედავად იმისა,რომ ულამაზესი ცოლი და საოცარი შვილი მყავდა, ყოველ ღამე სხვადასხვა ქალთან მეძინა. ვერთობოდი, ნარკოტიკებს ვიღებდი, პლანს ვეწეოდი. სახლში მისულს, ჩემი ცოლი ფანჯარასთან ჩაძინებული მხვდებოდა. სუფრა მუდამ გაშლილი იყო, თუმცა საუზმე ცივი. საათობით მელოდა, წლები გადიოდა და მაინც ჩემს გვერდით იყო. ვერ ვხვდებოდი მისი ამხელა სიყვარულის მიზეზს, ვთვლიდი რომ შესანიშნავი ვიყავი,რომ ეს მისთვის პატივიც იყო, თავმომწონე ვიყავი საკუთარი თავი მიყვარდა. მომწონდა როცა ყველას ყურადღება ჩემზე იყო მოპყრობილი,გოგოები ჩემს გამო ყველაფერს კადრულობდნენ. მეც მხოლოდ ეს მინდოდა, ეს იყო ჩემი ცხოვრების გზა, მიზანი. არ მქონდა მომავლის დაგეგმვის სურვილი, ყველაფერი აწმყოსთვის მიმენდო,და ჩემი ხორციელი სიამოვნებაც მარადიული მეგონა.

ერთ დღეს სახლში მივედი. კვლა კაიფში ვიყავი, და არაფრის თავი არ მქონდა. წინ თათია მიმეგება და მთელი ძალით ჩამეხუტა. მე ოდნავ გამიკვირდა თუმცა ხელები შემოვხვიე. ისეთი გახარებული ჩანდა , ასეთი არასოდეს მენახა. ვკითხე რა მოხდათქო, მეც ვიღიმოდი, მისი სიხარული მომწონდა.
- მალე პატარა ყანჩაველი დაიბადება საყვარელო.
ღიმილი და სიხარული სახეზე შემაშრა. გვერდი ავუარე და სავარძელში მოვთავსდი. ის პასუხს ელოდა, მე კი ჯერ ვერ გავრკვეულიყავი. ჯერ კიდევ არ მქონდა ნაფიქრი ოჯახზე, მის მოულოდნელობებზე.
- არ დაიბადება.
მოვუჭერი მოკლედ და შევხედე.
- ჯერ საკმაოდ მცირე დროა გასული რაც ერთად ვართ. არ ვართ ამისთვის მზად თათი. მრავალი საშუალება არსებობს ამას გავუმკლავდეთ. მერე ყველაფერს მოვასწრებთ,რა საჭიროა ასე ადრე...
- გინდა აბორტი გავიკეთო?
თვალები ცრემლებით ავსებოდა. საკუთარი არსებობის შემრცხვა.
- ეს ორივესთვის მნიშნელოვანია.
- არა, ეს შენთვისაა მნიშნელოვანი და მარტივი. მე ამ ბავშის გაჩენა მინდა და ხელს ვერ შემიშლი. შენგან წასვლაც რომ დამჭირდეს.
- რას ამბობ თათია. შენს ჩემს გარეშე ვერ გაძლებ.
- არაფერია შეუძლებელი. ხვალამდე გაძლევ დროს. ან თანხმობას მომცემ, ან წავალ.
- წადი.
შემობრუნდა და თვალები გაუფართოვდა.
- რა თქვი?
- წადი.
კვლავ გავუმეორე, ახლა უკვე ღიმილი გადამკვროდა სახეზე.

მან მალევე ჩაალაგა ბარგი და სახლის კარი მოაჯახუნა.
მე ვერაფერს მივხვდარიყავი,კვლავ ნარკოტიკი დაბორიალობდა სხეულში.
- ერთი უპირატესობა აქვს შენ წასვლას საყვარელო. ყოველ დღე სხვადასხვა ცოლი მეყოლება.
კვლავ გამეცინა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, ამ ყველაფრის აზრს. ვერ ვხვდებოდი რაზე ვამბობდი უარს და რა იყო ჩემი ამ ხასიათის მიზეზი. ვერ ვხვდებოდი,როგორ მიყვარდა ჩემი ცოლი, მომავალი შვილი. რა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ოჯახი, როგორ მივსებდა ის ჩემს არარსებობას.
ცოტა ხანს ბედნიერი ვიყავი. თუმცა,როცა ეკატერინე დაიბადა, და ის პირველად მოვინახულე, მინდოდა თავი იქვე მომეკლა და ჩემი ცხედარი სადმე გადაეგდოთ. არც დაემარხათ... ვერმიხვვდი,როგორ ვთქვი ამ ანგელოზზე უარი. როგორ გავაუბედურე თათია და ჩემი თავიც. ბავშვი ხელში ავიყვანე და ავტირდი.
ხო ავტირდი... რა საცოდაობაა. არასოდეს ვყოფილვარ ასეთი სუსტი, არასოდეს მიტირია სხვისთვის. ახლა ყოველდღე ვტირი.
ჩემი ცოლი ამას მიხვდა. ყველა პრინციპზე, და თავმოყვარეობაზე ხელი აიღო და ჩემთან დაბრუნდა. მე სულ სხვა გავხდი, ეკამ შემცვალა. მთელ დროს მასთან ყოფნაშ ვატარებდი, ვეთამაშებოდი, მთლიანად მას ვახარჯავდი დროს და ენერგიას და ამით იმ სიცოცხლის ელექსირს ვსვამდი,რომელიც ასე მჭირდებოდა.

ზამთრი იქნებოდა დაწყებული. მთელი ოჯახით გუდაურში მივდიოდით დასასვენებლად. გზა ძალიან მოყინული იყო, თოვლს მთელი მინა დაეორთქლა და ძლივს ვარჩევდი გზას. მინდოდა, ეს დღეები ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთა გამეტარებინა. მათი სიყვარულის ფასი მესწავლა. ეკა, 5 წლის იყო. უკანა სავარძელში იჯდა და რაღცას ხატავდა. უცებ ნახატი გამოსწია და მთხოვა მენახა. მე ხალი ხელით დავიჭირე საჭე,და ფურცელს შევხედე. იქ, ჩვენი ოჯახი იყო დახატული, და პატარა ბავშვი. გაკვირვებულმა გავხედე თატს,რომელიც იღიმოდა. სხეულში სითბომ დამიარა, მინდოდა ჩავხუტებოდი, მეყვია და მეთქვა როგორ გამიმართლა! კიდევ ერთი შვილი... ღმერთო ჩემო!
გზას მზერა მოვაშორე.
ჩვენი მანქანა, ერთ შავ ჯიპს შეეჯახა,რომლისთვისაც წესით გზა უნდა დამეთმო.

1 საათი უგონოდ ვიყავი. გონს,რომ მოვედი, თოვს გადაეღო. მე გარეთ ვიწექი, ცივ თოვლზე და თავის აწევა მიჭირდა. რამდენიმე სისხლიანი ლაქაც შევნიშნე მაისურზე, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით,როცა ჩემი მეუღლის ცხედარი დავინახე. მაშნვე მივვარდი,მთელი ძალით ვეცადე მის გადარჩენას, თუმცა მისი სხეული ისე იყო სისხლისგან დაცლილი,ისე დასწვეთოდა თეთრ თოვლს,რომ გავგიჟდი. მანქანას მივვარდი და ფეხის დარტყმა დავუწყე. მთელი ჯავრი მასზე ამოვიყარე, შემდეგ კი ისევ თათიას მივუბრუნდი. ცრემლები გამუდმებით ჩამომდიოდა. ერთადერთი რამაც შვება მომგვარა, ის იყო,რომ მივხვდი ეკატერინე სუნთქავდა. როგორც ჩანს თა თია გადაფარებოდა და ის თითქმის უვნებელი იყო, თუმცა სახეზე რამდენიმე ჭრილობა ეტყობოდა.
თვალები ნელა გაახილა და მომეკრა. შემდეგ უნდოდა გვერდით სავარძელზე გადაეხედა თუმცა ამის უფლება არ მივეცი. სახეზე ხელი ავაფარე და მანქანიდან გამოვიყვანე. ის ტიროდა, წინააღმდეგობას მიწევდა, თათიას ნახვა უნდოდა გამუდმებით ეძახდა. მთელი ძალით მირტყავდა ხელებს და ქვითინებდა. ორივე ხელით მივიკარი სხეულზე და განძრევის საშუალება არ მივეცი.
- ეკა ! ეკა მისმინე ის მოკვდა. არ ღირს მისი ნახვა, ის უკვე ღმერთთანაა და არ გაუხარდებოდაასეთი გენახა. ჩვენ სხვები უნდა გადავარჩინოთ. ეს ჩემი ბრალია, ამიტომ ვალდებული ვარ.

ეკატერინეს კვლავ ჩავეხუტე და ჯიპს შევხედე. ძნელი იყო იმის თქმა,რომ ვინმე გადარჩებოდა, თუმცა ტირილის ხმა მომესმა. სასწრაფოდ გავუში ეკას ხელი და მანქანისკენ გავიქეცი.


(13)
ძალიან დავიბენი იმ მომენტში. როცა აცნობიერებ რა მოხდა, და მითუმეტეს ეს თუ შენი ბრალია, გინდა თავი მოიკლა, სადმე გადაიმალო, შენს დანაშაულს გაექცე. ამ დროს სრულიად არ ეკუთვნი საკუთარ თავს, და ცოდვის გზაზე მიაბიჯებ. წამიერად მომაფიქრდებოდა, გავქცეულიყავი ეკასთან ერთად, სადმე შორს და ეს ყველაფერი წარსულს მიბარებოდა. არ ვიცი, რატომ, ან რისთვის გავაკეთე ეს , თუმცა როცა პატარა გოგონას სხეული, ჩემს ხელზე დაესვენა, სახე სისხლით ქონდა მოსვრილი, ისიც ვიფიქრე პოლიციაშ მივსულიყავი და მეღიარებინა ჩემი დანაშაული. პასუხი მინდოდა მეგო ორი ადამიანის სიკვდილისათვის,რომლებიც სრულიად სამართლიანად მოძრაობდნენ, თუმცა მე ისინი სიკვდილთან გავამგზავრე.
სასწრაფოში დავრეკე, და მათაც არ დაუყოვნებიათ. გოგონა, ხელში აყვანილი მყავდა, ეკა კი უკან მომყებოდა, და თან ცრემლები ნაკადივით ჩამოსდიოდა. რომ ვუყურებდი, მეზიზღებოდა საკუთარი თავი. ჩემი ცოლი, ჩემი პატარა უყურადღებობის გამო, ახალგაზრდა მიაბარეს საფლავს და ახლაც არ ვიცი,რითია ჩემი ეს სუნთქვა გამართლებული.
გოგონა,რომელიც ცოცხალი გადარჩა15 წლის იქნებოდა. გრძელი, ლამაზი თქმა ჰქონდა, შავი ფერის. მისი სახე არასოდეს დამავიწყდება და ზოგჯერ მიკვირს ხოლმე, ამ სიტუაციაში, რა დროს მის გარეგნობაზე დაკვირვება იყო. მინდოდა გადაერჩინათ, და ეს სურვილი, იმაზე ძლიერი იყო ვიდრე წარმომედგინა. უცებ გავიფიქრე, დავთმობდი,რომ სიცოცხლეს მის გამო? სრულიად უცხო ადამიანისთვის? როცა თანხმობა მივიღე, ძალიან გამიკვირდა. გამიკვირდა ისიც,თუ როგორ გამახარა მისმა ამბავმა,როცა ის სრულიად უვნებელი ვიხილე, რამდენიმე ნაკერით. გამაკვირვა იმან,თუ როგორ გამიბრწყინდა თვალები მისი დანახვისას, მასთან საუბრისას. ეს ძალიან უჩვეულო იყო, მიუღებელი. თუმცა მივხვდი,რომ მთავარი მისი გადარჩენა იყო. და ეს ჩემი აფორიაქებაც ამით გამართლდა.
როცა დამინახა, გაუკვირდა. მითხრა მივსულიყაი, თუმცა მე ადდგილზე გაშეშებულს სუნთქვა მეკვროდა. შიში ვძლიე, და მის საწოლზე ჩამოვჯექი. რამდენიმე წუთი მაკვირდებოდა.
- შენ ხომ იცი სად არიან ჩემი მშობლები? ისინი არაფერს მეუბნებიან. მინდა გავიგო როგორ არიან, განა ეს ასეთი ძნელია?

არ ვიცოდი რა მეთქვა. ხომ ვერ ვეტყოდი, ისინი მოკვდნენ, და მათი სიკვდილი ჩემი ბრალიათქო. ამიტომ თემის გადატანა ვამჯობინე.
- ექიმები ყველაფერს გეტყვიან. მთავარია დაისვენო, დიდი სტრესი გაქვს მიღებული.
- შენ მამაჩემი არ ხარ განმისაზღვრო, დრო და საათი ჩემი დასვენების. და კიდევ მშვენივრად იცი რაც მოხდა, მაგრამ თქმა არ გინდა. არ გინდა მითხრა,რომ მოკვდნენ ხო? მანქანის ნაწილებს შეერივნენ. რომ წამითაც არ უსუნთქიათ.

გოგონა უკვე ტიროდა. ჩემმა სახემ პასუხი გასცა. საბანს ჩაბღაუჭებოდა და მკერდთან მიეტანა.
- შენ იქ იყავი. შენ გადამარჩინე. მითხარი რამე ხომ არ უთქვამთ შენთვის.
დავფიქრდი. მისმა ცრემლება გულში თითქოს დანა გამიყარა და არ შემეძლო, სიმართლის თქმა. ისევ მოვიტყუე...
- თქვეს,რომ ერთადერთი რაც არ უნანიათ, შენი დაბადება იყო. რომ მათთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყავი.და ბოდიშს გიხდიან ყველაფრისთვის. ცაში, ყველაფერი ხდება. თქვეს, იქიდან დავიცავთ, და ვერასოდეს იქნება სუსტი, რადგან ჩვენ ორივე მხრიდან მხარში ამოვუდგებითო.

თითქოს შვვება მოგვარა ამან, თუმცა ტკივილი ვერ გაუნელა.

რამდენიმე დღე დავდიოდი სანახავად. გაზეთები, ტელევიზორები, ამ ახალი ამბით აჭრელებულიყო, თუმცა ყველაფერს უბედურ შემთხვევას მიაწერდნენ. თათია დავკრძალეთ.
მახსოვს, ეკა მთელი დღე ტიროდა, წამით არ გაჩერებულა. მე კი მინდოდა, ძალიან მინდოდა, თუმცა ერთი ცრემლიც არ დამცდენია. შინაგანად კი ვარსებობდი, რომ?
მთელი ემოცია მაშინ მომაწვა,როცა მისი დატოვებული შეტყობინება ვნახე მაილზე.
,, სანამ ჩვენ აქ ვართ, სხვა ყველაფერი არ არსებობს“.
ვიცოდი ეს რატომ დაწერა. იმ დღეს განხილვა გვქონდა იმაზე,თუ როგორ აღგვეზარდა ეკა. მას უნდოდა დედამისი ჩარეულიყო,ჩვენთან გადმოსულიყო, თუმცა მე დიდად არ მესიამოვნა აზრი. მანაც დამითმო.უკვე მერამდენედ...

აი მაშინ წამსკდა ცრემლები, და იმდენი ვიტირე რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ მიტირია. მრცხვენოდა ჩემი გრძნობების სისუსტის, თუმცა ვერ ვჩერდებოდი. დანაშაული, სისხლი, სიკვიდილი,ყველაფერი არეულიყო. სინდისი მკლავდა, მქეჯნიდა, მახრჩობდა ! გული მიმდიოდა, იმის ფიქრით, რომ ერთი ულამაზესი გოგონა დავაობლე. ჩემი ცოლი, საფლავს მივაბარე და მე ! მე კვლავ ცოცხალი ვიყავი...

- ის გოგო მე ვარ?
ვკანკალებდი. იოანეს მივჩერებოდი. მინდოდა თავი არ დაექნია, ეთქვა რომ ყველაფერი მოიგონა,რომ ჩემი მშობლები მის გამო არ მომკვდარან, თუმცა არა... ძალიან დავიბენი. მუჭები შემეკრა და გამუდმებით ვუსვამდი, მუხლებს. შემდეგ ხელები თმასთან მივიტანე, და ორივე ხელით მაგიდას დავეყრდენი. მთელი სხეულით, დავაწექი ზედაპირს და ავქვითინდი.
- მითხარი რამე იოანა.რაც გინდა ის თქვი, ოღონდ ჩუმად ნუ ხარ.
მისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია. რამდენიმე წუთის შემდეგ კი შევხედე, და ცრემლი მოვიწმინდე. სახეზე ხელი მოვისვი და ფეხზე წამოვდექი.
- უნდა დავფიქრდე... ეს ძნელია, ძალიან ძნელია.

კარი გავაჯახუნე და სახლში შევვარდი. ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი და საწოლზე დავემხე. მთლიანად მოვიკუნტე, მუხლები მუცელს მივაბჯინე,რომ ეს ტკივილი გამენელებინა.

გარეთ კი წვიმდა. წვიმდა ისე,როგორც არასოდეს უწვიმია, არსად. ჩემთვის ამაზრზენად, მიუღებლად. დაუნდობლად, ეხეთქებოდნენ ალაგ-ალაგ შემორჩენილ, ფერწასულ ფოთლებს და გზას შავად ღებავდნენ. სიცივე იყო, დიდი სუსხი... ქალაქი ბურუსში გახვეულიყო, ირგვლივ მხოლოდ სიბნელეს და შიშს აღვივებდა.
მხოლოდ ერთეულებს თუ შეეძლოთ ეძიათ მასში კარგი. მათი საქციელის გამართლება. მხოლოდ მათ შეეძოთ, გაეღიმათ, წვიმის წვეთების კორიანტელში და უქოლგოდ გასულიყვნენ გარეთ. მხოლოდ მათ შეეძლოთ, სიბნელეში , წვიმასთან ერთად მოსული, პატარა ფიფქის დანახვა. ფიფქის,რომელიც შეუმჩნევად დასდებოდა იოანას ფანჯრის მინას... იოანა კი ვერ ხედავდა... ვერ გრძნობდა.



(14)

სამი დღე ჩემი სახლიდან არ გამოვსულვარ. თავი ფიქრისგან მქონდა გამსკდარი. ჩემი ერთი მხარე ლანძღავდა იოანეს, მისი საყვარელი ადამიანების სიკვიდილისთვის, ხოლო მეორე პატიობდა. ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა ადამიანს,რომელიც ორ ცეცხლს შუა იდგა, და მაინც რაღაცას ეპოტინებოდა. რაღაც, არარსებულს ვფიქრობდი, მრცხვენოდა ეს აზრად როგორ გავივლეთქო. რადგან ჩემი მშობლები სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, ეს ზიზღს იწვევდა, ძალიან დიდ ტკივილს. მაგრამ მე ხომ არანაკლებ ძლიერად მიყვარდა იოანე? მისი სახე, თვალები, მისი ხმა. როგორ შემეძლო ამ ყველაფერზე თვალი დამეხუჭა,ისე რომ მათი საფლავი არ დამემცირებინა? ეს ხომ ძალიან ცუდი საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან, ყველაფერზე გადახტომა, მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც მიყვარს. ეს ხომ უბრალო წყენა არ იყო ! მისი მიზეზით ორივე მშობელი დავკარგე. ნეტავ რა პასუხს ელოდა? რა ეგონა, რას ვეტყოდი? ჩავეხუტებოდი და ვაპატიებდი?

მეორეს მხრივ მან გადამარჩინა. მისი წყალობით სისხლისგან არ დავიცალე, მაგრამ ღირდა რომ ის სიცოცხლე,რომლითაც მე ვცხოვრობდი? როგორ ვაუბედურებდი სხვა ადამიანებს, ჩემი ნაწერით,ჩემი პროფესიით. რატომ ვაკეთებდი ამას? უკვე თავად ვგრძნობდი სირცხვილს,ვერ მივხვდარიყავი რა სიამოვნებას ვიღებდი, ყოველივე ამისგან. ბევრი რამ ამომიტივტივდა გონებაში. ერთი სინდისის გაღვივებას, მეორე მოყვა. გამახსენდა ერთი შემთხვევა,როცა ჩემი მსხვერპლი ვიღაც ქალთან ერთად გამოვიჭირე,რომელიც სულაც არ გავდა საყვარელს, თუმცა მრავალი რამის საშუალებით, ისინი ერთმანეთთან დავაკავშირე და ათასი ისტორია შევქმენი. ამის გამო ოჯახი დაენგრა. ცოლმა, სამივე შვილს ხელი მოკიდა და წავიდა. იმ დღეს, იქ ვიყავი, სასამართლომ მეურვეობა ჩამოართვა, სულელიც შეამჩნევდა, რომ ტიროდა. ბავშვებს თვალებით ემშვიდობებოდა, თვალებზე ხელი აეფარებინა. ღმერთო,როგორ ვუყურებდი ამას ასე მშვიდად, ასე უმოქმედოდ? რა სიამოვნება მივიღე ყოველივე ამისგან?

ერთადერთი, რაც სამი დღის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ეს იყო ხელი ამეღო, ჩემს პროფესიაზე. თუმცა რა უნდა მექნა სხვა დანარჩენისთვის? ამდენი კითხვა არასოდეს დაგროვებულა. ჟურნალისტი იმით მაინცაა ბედნიერი,რომ ყველა კითხვაზე პასუხი იცის, მე კი რამდენი რამ არ მცოდნია! რამდენ რამეზე დამიხუჭია თვალი.
- იოანა!
კარებზე ბრახუნის ხმა გავიგე.იოანე იყო.
- კარი გამიღე გთხოვ, ძალიან ცუდად ვარ.
კარის სახელურისკენ ხელი წავიღე, თუმცა მალევე გადავიფიქრე და უკან დავიხიე.
- არ შემიძლია!
- იოანა, მესმის გინდა რომ მომკლა, მაგრამ ეს ხომ არ მინდოდა? არც შენი შეყვარება არ მინდოდა, მაგრამ შემიყვარდი! ნუ მომკლავ მეორედ იოანა, მე ისედაც მკვდარი ვარ.

პირზე ხელი ავიფარე, ვცდილობდი ჩემი ტირილი არ გაეგონა. თავი ხელში ავიყვანე და კარს მივუახლოვდი.
- ხომ გითხარი, უნდა ვიფიქროთქო! რა გგონია ასეთი ადვილია, ამ ყველაფერს შევეგუო?
- არ არის შანსი იმის,რომ ჩემთან დაბრუნდები ხომ?
ქვითინის ყრუ ბგერები გავიგონე. ძალიან მატკინა ამან გული, და იქვე ჩავიკეცე. დუმილი თანხმობად მიიჩნია ყანჩაველმა.
- მაპატიე იოანა. შენი პატიება მჭირდება. ვიცი, ეს ყველაფერი, ეს უბრალოდ აუხსნელია, ისიც რას ვითხოვ შენგან მაგრამ არ შემიძლია! არ შემიძლია გეზიზღებოდე, რადგან ამისთვის ზედმეტად მიყვარხარ.

,,მეც“, ,,მეც“. ვიძახდი გონებაში,თუმცა ვერაფერი მეღიარებინა. რაღაც მაკავებდა. ის,რომ იოანეს ისე ვერ შევხედავდი როგორც ადრე, აშკარა იყო თუმცა არც სიყვარული განელებულა.
ერთადერთი რაც ყ რაღაცის ამოღერღვა იყო, რომ აღარ დატანჯულიყო.
- ეს შენი ბრალი არ ყოფილა იოანე. ღმერთმა გაგვწირა ორივე. ალბათ ასეთი იყო ბედისწერა,რომელიც ყველა ჩვენგანს უწერია. ჩვენ ამას ვერ აღვუდგებოდით, რაც მოხდა შენი ბრალი არ არის, თავს ნუ იტანჯავ ! შვილი გყავს,რომელიც საშინელ დაავადებას ებრძვის და არც გაქვს უფლება დანებდე ! დამპირდი,რომ გვერდიდან არ მოშორდები ეკატერინეს. რაც არ უნდა მოხდეს, მის გვერდით იქნები და არ მიატოვებ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შემიძლია გაპატიო.
- ჩემი სხეულის ნაწილს, ვერასოდეს მივატოვებ.
- მაშინ წადი. ყველაფერი მიპატიებია, თუმცა ჩემგან საპატიებელი არაფერი გაქვს, რადგან ჩემი სიცოცხლე იხსენი. ალბათ, ჩემი მშობლებიც გაპატიებენ, ისინი ხომ მხოლოდ სიყვარულს და პატიებას მასწავლიდნენ. თავი აღარ დაიტანჯო იოანე. ყველაფერი მორჩა...

ვტიროდი, სახე კარებისთის მიმედო. მის სუნთქვას ვგრძნობდი, მის გულისცემას.
ისიც გავიგე,როგორ წავიდა.როგორ ჩაიარა კიბეები. როგორ დავკარგე გულის ნაწილი..

<<<
გადავწყვიტე ბიძიასთან ავსულიყავი. რაღაც შვებას მაინც მომგვრიდა მასთან ყოფნა. სიხარულით შემეგება.
- შენ კიდევ აქ ხარ?
გამეცინა, და ბიცოლაჩემს შევხედე,რომელიც ერთიანად მოღუშულიყო.
- არა, ნამდვილად არის რაღაც მსგავსება თქვენს შორის. დაგტოვებთ.
მე და ბიძიამ,ერთმანეთს შევხედეთ და კვლაავ აგვიტყდა სიცილი. თუმცა ეს ჩემმა, ატირებულმა სახემ შეცვალა. ბიძაჩემი დაიბნა, მომეხვია , მე კი გამუდმებით რაღცას ვამბობდი, თუმცა გარკვევით არაფერი მითქვამს.

- არაფრის ახსნას არ გთხოვ მეგობარო. არაფერს არ გთხოვ.
ამას მეუბნებოდა და ხელს არ მიშვებდა. ასეთი შეგრძება, მამის ჩახუტების შემდეგ არ გამჩენია. მივხვდი, ჩემი ეს გაურკვევლობა, მასაც ტკივილს მიაყენებდა. ზედმეტი იყო ამდენი ტკივილი, ამ ერთ საღამოს.
- არა, უბრალოდ ყველაფერი იმაზე ცუდადაა ვიდრე მგონია. ვერ გამირკვევია, როგორ მოვიქცე რა იქნება მართლებული. ეს ხომ მთლიანად გამანადგურებს, ხომ შეიძლება გრძნობების ავყვე და ყველაფერზე თვალი დავხუჭო, მარამ ამით იმაზე არასწორი ნაბიჯი გადავდგა, ვიდრე ოდსმე გადამიდგამს. ბიძია, ყოფილხარ ასე?
- ვყოფილვარ, რათქმაუნდა. ცხოვრება ამის ჭეშმარიტი მაგალითია. მხოლოდ ის შემიძლია გითხრა,რომ იმ გზას უნდა მიყვე, რაც ასეთი მშვენიერი და ნათელია. ოდესმე ყველა ვუშვებთ შეცდომას. ჩვენთვის უნებლიედ, ადამიანს ტკივილს ვაყენებთ, და ამაზე პასუხი გვინდა ვაგოთ, თუმცა ვერ გაგვიგია,როგორ. არავინაა სრულყოფილი იოანა, შენდობა ყველაზე დიდი განძია,რაც ღმერთს უბოძებია ჩვენთვის.
- როგორი დარიგება გცოდნია. ვერ გაფასებდი ნამდვილად. მომიტევე. ახლა მე წავალ, მაგრამ მანამდე მინდა გითხრა,რომ შეიძლება აქამდე არც ერთხელ არ მითქვამს, თუმცა მიყვარხარ. შენ იმაზე მეტი გააკეთე ვიდრე შეგეძლო, და იმაზე მეტი მომეცი, რასაც ბევრი მამა ვერ შეძლებდა. მე ვამაყობ შენით და ალბათ მამაც იამაყებდა. წამითაც არ გაივლო თავში,რომ რაღაც დამაკელი. შენ საოცარი ბიძია ხარ. თუმცა მითხარი, რამ აგარჩევინა ასეთი წუწუნა, სულელი, ბუტია ქალი?
- ყველაფერი მესმის ქალბატონო.
ბიცოლას გავუღიმე და სახლი დავტოვე. გეზი საავადმყოფოსკენ ავიღე სადაც ეკა უნდა მენახა. ვიცოდი, მასთან საუბარი როგორც სულიერ ასევე ფიზიკურ შვებას მომგვრიდა. ეს იყო, ერთი პატარა გოგონა, თავისუფალი სულით,რომელთანაც ყოფნა საოცარი ძალით მავსებდა.


საავადმყოფო იმდენედ საშინელი აღარ მეჩვენა,როგორც პირველად მისვლისას. ალბათ იმიტომ,რომ ეკამ შემცვალა, ადამიანთა ტკივილის გაზიარება მასწავლა. ღმერთო,როგორ შეძლო ეს ? ის ხომ სულ ათისაა.
გამეღიმა.
ნელი ნაბიჯებით ჩავუარე სამ პალატას და მეოთხეში შევედი. ეკატერინე, მაგიდაზე იჯდა და რაღაცას წერდა. რომ დამინახა გაუხარდა, ჩემსკენ გამოიქცა და მომეხვია.
- სარკე გაატანინეს?
ვუთხარი და გვერდით გავიხედე.
- მამამ სთხოვა, და ვერაფერი უთხრეს. რაც შენ გაგიცნო, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ძალიან კარგა დვგრძნობ თავს,როცა შენთან ვარ. ეს მინდა სულ გახსოვდეს.

ბოლო ფრაზამ შემაშინა.
- რას ნიშნავს სულ გახსოვდეს, პატარა ქალბატონო? შენ დიდი ხანი უნდა იყო ჩემს გვერდით, გაიგე?
- არა.
- რა არა?
- ის არა.
ეკამ გულიანად გადაიკისკისა და შემომხედა.
- მაშინებ ეკა...
- ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება. ხომ იცი? შენც და მამაც უნდა შეეგუოთ. ვგრძნობ უკვე როგორ მივლის სუსხი სხეულში, თუმცა ეს ზამთრის ბრალი არ არის იოანა. ვიცი, დედას მალე ვნახავ და ეს შვებას მგვრის. მითხარი, ნუთუ ჩემს სიცოცხლეს აზრი გააჩნია? ამ ტკივილში, ნემსებში, ამ გადასხმილ სისხლში და ჩემს დაჩხვლეტილ ვენაში, არის რამე მშვენიერი? მე არ გამიმართლა. მამასაც... ის ვერ ხვდება, მის გარდა კი ყველა,რომ წარსული საბოლოო ყადაღას დაადებს. მე ვუთხარი,რომ ვერ შეხედავდი მას სიყვარულით,მაგრამ სიცრუეში ცხოვრება მოგიწევდათ შენც და მასაც. მე მინდა ერთად იყოთ, არ მინდა მამა მარტო დარჩეს,რომ იცოდე ეს რას ნიშნავს ჩემთვის. მინდა ხელი ვინმემ გაუთბოს, ვინმემ აგრძნობინოს რომ მარტო არ არის.

უკვე მერამდენე ტკივილი .
ცუდი დღე იყო.

- არა, არა.
მოვეხვიე და თმაზე ვაკოცე.
- ეს წერილიც ვერ დავასრულე.
- ვის წერ?
- არ ვიცი ვისთვის ვწერდი. არც ის ვიცი რატომ, მაგრამ ვიცოდი აუცილებლად გამოჩნდებოდა ადამიანი, ვინც ჩვენს სიცოცხლეს შეცვლიდა. ვისშიც მომავალს დავინახავდი... შენ გწერ იოანა, თუმცა ვერ დამიმთავრებია. დღეს დავასრულებ.

ეს მითხრა და წერილს მიუბრუნდა.
მე ჯერ კიდევ ჩუმად ვიჯექი. შიშს გავეყინე...




(დასასრული)

ამინდი წამიერად იცვლებოდა. წვიმას, ქარი მოყვა, ქარს თოვლი. ჯერ ვერ გამეგო, წავსულიყავი თუ არა, რადგან მისმა საუბარმა ძალიან შემაშინა.
- ცოტაც და მოვრჩები იოანა.
- მერე რომ მომცე?
წამიერად გაჩუმდა, თითქოს წერაც შეწყვიტა, თუმცა მალევე აიღო კალამი ხელში.
- მერე ვეღარ.
ფეხზე წამოვდექი და წინ დავუდექი. ვუთხარი თვალებში შემოეხედა და მანაც უარი ვერ მითხრა. ცრემლისგან, ქუთუთოები დამძიმებოდა თუმცა მაინც იღიმოდა, სინათლეს და სიცოცხლეს ასხივებდა. ძალიან ცუდად გავხდი, გულმა ცუდი რაღაც მიგრძნო. სხეულში კვლავ ჩამიარა ყინვამ, თუმცა ეკას თქმის არ იყოს, ეს ზამთრისა არ ყოფილა.
- ეკა, რას ნიშნავს ვეღარ, რატომ მაშინებ?
- ეს დღეს უნდა დავასრულო. კონვერტის გაკეთებას ათი წუთი დასჭირდა, ამ სულელურ წერილს კი,ერთი წელია უკვე ვწერ.ფურცლები შემომელია, ამდენი გადასწორებით. ახლა,როცა შემიძლია დავასრულო, გთხოვ უბრალოდ დაჯექი და დამელოდე.

- კი, ბატონო.
დავჯექი, თუმცა მაინც ვინერვიულე, მისი ამ მტკიცე პასუხის მიუხედავად. ეკას ფერი ეცვალა, თუმცა მითხრა რომ ბუნებრივი იყო მის მდგომარეობაში. გარეგნულად კვლავ ის იყო, ვინც პირველად ვნახე, კვლავ ვერ გრძნობდა ჩემს იქ ყოფნას და თავის სამყაროში ჩაძირულიყო.
- ვეღარ ვითმენ ინტრიგანო, მალე მორჩები?
- სულ ცოტაც...
ეს მითხრა და მის ხმაში სევდა დავინახე,. ამან კვლავ გამანერვიულა. გოგონა,მთელი გულით და სულით იყო წერილში ჩართული, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ იცოდა როგორ. შემდეგ გაიღიმა... შვება აღიბეჭდა მის სახეზე. წერილი დაკეცა და კონვერტში ჩადო. რომ გამომიწოდა, გამიკვირდა, როგორ მოერთო ... ირგვლივ ფიფქები დაეხატა. ფერადი კალმებით გაეფორმებინა, დიდი მონდომებით გადაექცია ზამთრის მისალოც ბარათად.
გავუღიმე და გამოვართვი.
- რამდენად დიდი პატივია.
- მამასაც მინდა წააკითხო.
- რა თქმა უნდა.
თავი დავუქნიე და ლოყაზე ხელი მოვუსვი. შემდეგ კარებისკენ გავემართე, სახელური ჩამოვწიე,როცა უკან ოხვრის ხმა და ყრუ კივილი მომესმა. ეკატერინეს გული წასვლოდა, ლოგინზე დაცემულიყო. მძიმედ და ნელა სუნთქავდა. ლურჯი ფერი დასდებოდა და ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
მაგრამ იმ მომენტში, მხოლოდ ის შევძელი, მასთან მივვარდნილიყავი. მისი სახე ხელებში მომექცია, გულში ჩამეკრა სითბო რომ ეგრძნო. ვემუდარებოდი, არ დავეტოვებინე. ვეუბნებოდი, შენი წასვლით მეც გამიყოლებთქო, თუმცა არა! ის მაინც იღიმოდა. იღიმოდა დაუსრულებლად, გასაოცრად, თითქოს ტკივილს კი არა შვებას მოეცვა. ტუჩებს ფერი აღარ ედოთ, თუმცა მაინც მოძრაობდნენ, ჩემს ზედას ეხებოდნენ. თვალებიდან ცრემლი სდიოდა, თუმცა ვერ გამეგო , ეს ტკივილის, შიშის თუ რისი ნიშანი იყო. რატომღაც ვიფიქრე,რომ ეს შვებისმომცველი, ბედნიერებისგან წამოსული ცრემლი იყო, ამ ქვეყნიდან, ამ საზიზღარი სამყაროდან წასვლის სურვილით მოწყურებული ცრემლი, მოლოდინის ცრემლი...

- მალე მოვალ ეკა, სულ მალე. გაუძელი გთხოვ, ყევლაფერს გაფიცებ.
რაღაც საოცარი სისწრაფით მოვწყდი საწოლს და ყვირილით გავიქეცი ექიმებისკენ,რომლებიც უკვე აქეთ მორბოდნენ..
ფეხები ერთმანეთშ მებლანდებოდა და თან ექიმს სახელოზე ხელს ვუჭერდი, ვეუბნებოდი გადამირჩინეთთქო.
ისინი უმოქმედოდ უყურებდნენ, თითქოს მის სიკვდილს ელოდებოდნენ. ამან გამამწარა, ვყვიროდი, ვლანძღვდი,ვიგინებოდი. ამოვწყვიტე მთელი ექიმების და მათი სამყაროს მოდგმა, თუმცა ეს ეკას ვერ უშველიდა. ვერ გადაარჩენდა...
- ეს ხომ შეუძლებელია.
ექიმმა ხელი თავზე მოისვა და შემდეგ ოფლი მოიწმინდა.
- წამლებს ვასმევდით, ასე ადრე ... თეორიულად შეუძლებელია ასე ადრე...
ეკას სახეზე შეუმჩნევად გადაირბინა ღიმილმა.
- მათი ბრალი არ არის იოანა.
კვლავ ჩაისუნთქა და ძლივს გააგრძელა.
- ჩემი ბრალია. წამლების დალევა არასოდეს მიყვარდა.

სახეზე ხელები ავიფარე, მის საწოლს მოვშორდი. იოანეს გადავურეკე, და დამარცვლული სიტყვებით ვუთხარი რაც მოხდა. პასუხი არ გაუცია. წუთები იყო გასული უკვე აქეთ მორბოდა და თან სახე წაშლოდა. გვერდი ამიარა და პალატაში შევარდა. მისი საწოლის წინ დაემხო, ეკა ხელებში მოიქცია, შუბლზე კოცნიდა.
როგორი შვება გადაკვროდა ეკას სახეზე , როგორ ეუბნებოდა მადლობას ირგვლივ მყოფებს,როგორ უხდიდა ბოდიშს... ეს რომ გენახათ, ჩემს მაგივრად შეიშლებოდით.

როცა ბოლოჯერ ამოისუნთქა, თოვლი შეწყდა.
ის ზამთრის მყუდრო გარემო, რექვიემად იქცა, კოკისპირულ წვიმად. იოანე თავის თავს აღარ გავდა. გაცხოველებული ხან რას ურტყავდა ხელს, ხან პალატასთან იკეცებოდა. მინდოდა მივსულიყავი, დამემშვიდებინა.თუმცა რა მეთქვა? რით მენუგეშებინა? მეც ხომ იმავეს ვგრძნობდი, მეც ხომ მტკიოდა. ეს ხომ ანგელოზი იყო, ღვთისგან ბოძებული, წმინდა სულით. მისი პატარა გული ხომ მხოლოდ სიკეთეს იტევდა.

მახსოვს ძალიან ციოდა იმ დღეს.
თოვლიან ქუჩებს, მე და იაონე ერთად მივუყვებოდით, თუმცა რეალურად ერთად არ ვყოფილვართ. მარტო ვერ ვტოვებდი, ვიცოდი სისულელეს ჩაიდენდა. ვერ გაუძლებდა უკანასკნელი ადამიანის წასვლას მისი ცხოვრებიდან.
ხალხი იცინოდა, ერთმანეთს გუნდებს ესროდნენ. გოგონები, ბიჭებს კისერზე ჩამოკიდებოდნენ, და გამომწვევად უღიმოდნენ. მოხუცებს ხელი ერთმანეთისთვის ჩაეკიდათ, არავის არ ჩამორჩებოდნენ სიყვარულში...
აი ჩვენ.
...


<<<

- მოხვედი?
იოანეს არც შემოუხედავს. წინიდან იგრძნო ჩემი ნაბიჯები და კვლავ დააშტერდა ეკას საფლავს.
- სხვანაირად არ შემეძლო.
- არ იყავი ვალდებული.
- ნუთუ... ნუთუ ვერ ხვდები,რამდენად მიყვარდა მეც?
კაშნე უფრო მოვიხვიე და მასთან ახლოს დავდექი.
- მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ.
გაეღმა. შემომხედა და თავი დახარა.
- მხოლოდ ჩვენ ორნი...
გავიმეორე და მეც შევხედე ეკატერინეს საფლავს. ამან შემზარა... მუხლები მომკვეთა. არ ვიცი რა ძალა მაკავებდა,რომ არ დავცემულიყავი. ყველაზე ცუდი ის იყო,რომ ვიცოდი იოანე ჩემზე მეტად გრძნობდა ტკივილს,თუმცა მაინც არ ეღიარებინა. გაშეშებულიყო.
- ის იქ არის... იმ ცივ საფლავში. იმ საშინელ მიწაშია ჩაფლული. და მე აქ ვარ... მითხარი,როგორ გავაგრძელო სიცოცხლე? მინდა ვიტირო, თუმცა ვიცი ვერ გავჩერდები.
- ყოველთვის მომწონდა ბიჭზე ცრემლი.
გავუღიმე და ხელი მკლავში გავუყარე. ისიც ფიქრობდა, თუმცა შემდეგ ერთიანად წამოუვიდა ცრემლის ნაკადი, თუმცა პალტოში ჩაფლულს ძლივს გაარჩევდით. შემდეგ, წვიმიან ბალახზე მუხლებით დაეცა და თავი ჩარგო.
- ვერ შევეგუები იმ აზრს რომ წავიდა. არ შემიძლია ამაზე ფიქრიც. ახლა მარტო ვარ, არ ვიცი რას დავუშავებ საკუთარ სიცოცხლეს, ან რას ვიზამ, იცი ახლა ეს არც მაინტერესებს. საერთოდ არ მაინტერესებს...
- მას უნდოდა...
ჯიბიდან კონვერტი ამოვიღე და ცრემლმორეულმა დავხედე. სიცივისგან ხელები გამყინვოდა .
- მე არ წამიკითხავს, თუმცა ალბათ ჩემზეც ეწერება. ვფიქრობ, ეს ორივესთვის მნიშვნელოვანია.

ბალახზე დავჯექით, ერთმანეთის გვერდიგვერდ. აქაც კი გაგვაერთიანა ეკატერინემ. იოანეს ხელები უკანკალებდა, ჯერ კიდევ კონვერტს მიჩერებულიყო თუმცა შემდეგ გახსნა.
ინტერესისგან ხმა დაგვკარგვოდა.


,, გამარჯობა იოანა. ჩემო ძვირფასო მეგობარო. ბედნიერი ვარ, რომ ამ წერილს ადრესატი გამოუჩნდა, რადგან არარსებულისთვის წერა, ოდნავ დამღლელია თანაც უინტერესო. იცი, ძნელია ჩემნაირმა პატარა გოგონამ,რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის, შენ მადლობა გადაგიხადოს, იმ ყველაფრისთვის რაც მიეცი.
სანამ მოხვიდოდი, მე ვერ გამეგო საკუთარი თავისთვის. ღიმილიც დამვიწყებოდა... ვადანაშაულებდი ყველას, ჩემი უბედურებისთვის, თუმცა დამნაშავე რეალურად მე ვყოფილვარ. მამიკო, ვერასოდეს მიხვდება იმას,როგორ მტკიოდა გული,როცა ასეთ წერილებს ვუგზავნიდი. ის ხომ ამას არ იმსახურებდა, და მე ! მეუბრალოდ მინდოდა ეგრძნო ის რასაც მე ვგრძნობდი, მასაც ტკენოდა ის! რაც მე მტკიოდა... ეს იყო ეგოისტური, სრულიად უნამუსო საქციელი. ადამიანი,რომელიც რაღაც ძალით არსებობს,ვერასოდეს დააფასებს მის ირგვილ მყოფთ. რას ვერჩოდი ჩემს ექთანს? მას ხომ ჩემი სიცოცხლე უნდოდა, დამეგობრებაც. მრავალჯერ შემოუტანია შოკოლადი, თუმცა არც გავკარებივარ. მე ვიყავი ყველაზე საშინელი პიროვნება, პიროვნებათა შორის...
რაღაც კეთილი, რაღაც საოცარი, რაც შენ გამიღვიძე, ვერასოდეს გამოხატავს იმ ევოლუციას ჩემს გონებაში რაც რეალურად მოხდა. ადამიანების დაფასება ვისწავლე, მათი სიყვარულის დანახვა. შეგიყვარე დასავით, დედასავით,მეგობარივით! შენ ხარ ჩემი გულის ნაწილი, იოანა! მე ვიცოდი,რომ მოვიდოდა ადამიანი, მოვიდოდა ასე საოცრად და ჩემში იმას აანთებდა რაც მრავალი წელია არ არსებულა... და მე... მე უბრალოდ მადლობელი ვარ. რომ შენთან ურთიერთობის პატივი მერგო...
მამიკო.იცი ბოდიშის მოხდა, ადვილია თუმცა გაგრძელება ძნელი. ეჭვი არ შემპარვია შენს სიყვარულში,ერთი წამითაც კი... რაც მოხდა, ჩვენი ბრალი არ ყოფილა, განგებამინება ასე და უნდა შევეგუოთ. ჩემს დაკარგვას უნდა შეეგუოთ, ეს ხომ მოხდებოდა? ვიცი, ტირით მაგრამ არა! არა! ერთი ცრემლიც არ მინდა დავინახო თქვენს სახეზე, მე ხომ ასეთი ბედნიერი ვარ...
ალბათ, ამ წერილის კითხვისას დედას უკვე შევხვდი.
თუმცა მანამდე, მან მითხრა,რომ ყველაფერს გპატიობს. მითხრა,რომ ისევ ისე უყვარხარ,როგორც ადრე და ვერ წარმოუდგენია შენი ცუდად ყოფნა. მითხრა,რომ სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს, ის არ უნდა მორჩეს. ეს ხომ საჩუქარია,მრავალი ტკივილის მომტანი.
შენ გაქვს მიზეზი იცოცხლო...
შენ გაქვს მიზეზი გიყვარდეს...

გაიცანი მამიკო. ეს იოანაა.
ჩვენი მფარველი ანგელოზი.”

იოანემ წერილი დაკეცა.მის სახეზე ღიმილი ანთებულიყო, თუმცა ორივე დავმუნჯებულიყავით. ვერ ვფიქრობდი რა მეთქვა, ან საერთოდ მეთქვა რომ? იმხელა ემოციას მოვეცვი, ცრემლი გამყინვოდა.
- თუ ჩემგან წახვალ... უბრალოდ ბედნიერი იყავი. ისეთი,როგორიც ჩემთან ვერ იქნებოდი. ეკა მართალია, სიცოცხლე ვერ მორჩება, მე მაინც უნდა გავაგრძელო ...არ ვიცი როგორ შევძლებ ამას მაგრამ...
ამ წუთას კი მინდა,შენი გზა იპოვო. მინდა ბედნიერი იყო... თუ გინდა ჩემგან შორს.

ფეხზე წამოვდექი... რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. შემდეგ უკან დავრუნდი და დაჯდომილს, წელზე ხელები შემოვხვიე. თავი მის მკლავს დავადე და მთელი ძალით მივეკარი. მისი ცხელი სუნთქვა, მთელ სხეულში დღესასწაულს იწვევდა, რაღაც საოცარ განცდას.
- ეკამ მითხრა გაათბეო . ხელი რაც შეიძლება ძლიერად ჩაკიდე, ისე რომ გაცალკევება გაგიჭირდეთ, და ისე ჩაეხუტე , ზამთარი ზაფხულით რომ შეცვალოვო.
არ შემიძლია , ვიყო ბედნიერი იმ ადამიანისგან შორს რომელიც თავადაა ბედნიერება.
- კი მაგრამ...
ეს თქვა და კვლავ თავი დახარა.
- სიყვარულისთვის ყველაფერი დასაშვებია.

ჩამეხუტა, მთელი ძალით, მთელი სხეულით მისკენ მომიქცია. მისი ცრემლები ჩემს სახეს შეეხო,მისი გრძნობები მეც ვიგრძენი, და მივხვდი,როგორ გავერთიანდით, ჩვენდა უნებურად.როგორ გავხდი მისი სხეულის და სულის ნაწილი...
ალბათ ეკამ ეს დაინახა...
ალბათ ჩვენს გვერდით იდგა, იღიმოდა...
<<
სიყვარული?არ გაიცინოთ მეგობრებო,ეს იმაზე ძლიერია ვიდრე წარმოიდგენთ და იმაზე ღრმაა ვიდრე გგონიათ.
როცა თავს დახრით,როცა ვერ მიხვდებით რა უნდა გააკეთოთ, გულს მიენდეთ. ტკივილი ხომ ისედაც მოვა, ბედნიერება კი წარმავალია...
ნუ დაიტანჯებით, გიყვარდეთ! მთელი გულით და არასოდეს ინანოთ ის ნაბიჯი რაც მისთვის გადაგიდგამთ.

“სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი”


დ ა ს ა ს რ უ ლ ი.





16 აგვისტო,2014 წელი.



№1 სტუმარი Guest Sali Georgienne

Tirilisgan gavckdi; (( gmertl neta ar wamekitxa cudad var ukve; (( kargi iyo magram bevri rom matire ver gapatieb

 


№2  offline წევრი anuki2662

ბევრი მატირე

 


№3 სტუმარი lalka

zalian momewona .lamazad gadmocemuli motxroba iyo sulshi chamwvdomi.yochag .

 


№4  offline წევრი შამხათი

ძალიან ემოციური იყო... ცრემლები ვერ შევიკავე...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent