იდი, ეგო, სუპერეგო. (1)
1996 2 დეკემბერი. ქეთის ტკივილები უფროდაუფრო უხშირდებოდა, რაც ანას და ბექას ანერვიულებდა. -თავს ვერ გავრთმევთ სადაცაა დაიწყება. ხომ არ ჯობია ექიმი გამოვიძახოთ. -გავსრთმევთ მას ჩვენი იმედი აქვს, ხომ იცი ანა ამას რაც მოყვება. -რამე, რომ მოუვიდეს? -არაფერი არ მოუვა, შევძლებთ. -სამ ბავშვზეა საუბარი, სამზე. -გვეძახის. -ანა, ბექა. -როგორ ხარ ქეთი? ქეთიმ რაღაც ფურცელი აჩვენა. თვალებში ცრემლები ქონდა, მისი სილამაზე სადღაც მიმქრალიყო სახეზე დიდი ტკივილი ეხატა. -აქ მისამართებია, სამი მისამართი. მე თავად შევარჩიე, ბავშვებს გაჩდებიან თუ არა მაშინვე წაიყვანთ ამ მისამრთებზე. -მათ გაშვილებას აპირებ? -სხვა გზა არ მაქვს. ხომ იცი რაც მოყვება, მამამ ეს რომ გაიგოს. -გიორგისთვის, რომ გეთქვა? -აზრი არ აქვს, უბრალოდ ბავშვები წაიყვანეთ. დაახლოებით ერთი საათი კიდევ იტანჯებოდა ქეთი, შემდეგ კი ბავშვები მისი სხეულიდან გათავისუბლდენენ, ცოდვილი სხეულიდან. სამი უსუსური გოგონა. -ქეთი შეხედავ? -არა ახლავე წაიყვანე, რომ ვნახო ვეღარ შევძლებ მათ გაშვებას. ქეთი საშინლად ტიროდა და სრულ სასოწარკვეთილებაში იყო. მისი ბედნიერბა, ცხოვრების აზრი, თითქოს ამ ბავშვებს გაჰყვა. მასში სიცარიელე იყო. -ბექა სისხლდენა აქვს, მარტო ვერ დავტოვებთ. ბავშვები შენ წაიყვანე მე მასთან დავრჩები. -რა? სამივე? კარგი, ერთი თბილიშივე უნდა დავტოვო, მაგრამ მეორე გორში და მესამე ქუთაიში, ამხელა გზაზე მარტო? -ქეთის მარტო ვერ დავტოვებთ, თუ გინდა მასთან შენ დარჩი. -არა , შენ დარჩი. -მალე მოდი. -სახელები არ უნდა, რომ დაარქვას? ფურცელზე დავწერდი და მათთან ერთად დავტოვებდი. -შენ მოიფიქრე თუ გინდა ან თავად დაარქმევენ. წაიყვანე და მალე მოდი. *** პირველი მისამართი თბილისის ერთ პრესტიჟულ უბანში მიდიოდა, დიდი და ლამაზი სახლი იყო, კეთილმოწყობილი. ბექამ ბავშვებს შეხედა, გულში რაღაც ჩაწყდა მათი დაშორება არ უნდოდა. მაგრამ ერთერთი უნდა ამოერჩია. ყველაზე სუსტი ამოარჩია. -შენ შორ გზაზე გაგიჭირდება, წამოდი აი ეს შენი სახლი იქნება. ძირს რბილი პლედი დააფინა და ბავშვი ზედ დააწვინა. თვალებში უყურებდა პატარა არსებას, რომელიც იმდენად უმწეო იყო ამ სიტუაციში, რომ ბექას თავისი თავი სძულდა. დრო არ იცდიდა. კარზე ძლიერად დააკუკნა და მანქანისკენ გაემართა. სწრაფად ჩაჯდა , კარები ქალმა გააღო იქნებოდა ოცდაათი წლის . ბავშვი ხელში აიყვანა და კარი მოხურა. ბექამ დარჩენილ ორს გადახედა. -წავედით? თქვენი დაიკო დედასთანაა, კარგადაა. შესაძლოა ვეღარასოდეს ნახოთ. ბექას თვალები ცრემლებით აევსო, თავისი თავი სძულდა. ბავშვებს მთელი გზა ეძინათ. გორშიც საკმაოდ კეთილმოწყობილ ბინასთან მიიყვანა ქეთის მიცემულმა მისამართმა. ბავშვებს შეხედა და არჩევანი კვლავ შედარებით სუსტზე გააკეტა. -ბუთხუზა ქუთაისში წავა. მეორე ბავშვიც კართან დატოვა. კარები აქაც ქალმა გააღო, დიდხანს იყურებოდა აქეთ-იქთ ბავშვი მანაც სახლში შეიყვანა. ბექა კი ქუთაისისკენ გაემართა. ბუთხუზას ეძინა, ბექას საოცარი სიბრალულს გრძნობდა. -ეს რა გაგვიკეთა ქეთიმ. ასე როგორ მოიქცა. შენი დები ოჯახებში დავტოვე შენც იგივე გელის ოღონდ უფრო შორს, ქუთაისი კარგი ქალაქია. შენ უფრო ნაკლები შანსი გაქვს შენს დებს შეხვდე, ჩემი ნება, რომ იყოს სამივეს დაგიტოვებდით. ბექა მთელი გზა ელეპარაკებოდა გოგონას, ქუთაისშიც მისამართმა ერთ კეთილმოწყობილ ბინასთან მიიყვანა. ბექამ ფურცელი მოხია ზედ სახელი ქეთი დაწერა და ბავშვს მუცელზე დააკრა, -წავედით ბუთხუზა, შენი ჯერია. თავზე აკოცა და კართან დატოვა, კარზე დააკუკნა და მანქანაში ჩაჯდა, გული საშინლად დაუმძიმდა, კარი კაცმა გააღო, მალევე ქალი მოყვა, ბავშვი მათაც სახლში შეიყვანეს. *** ბექას სახლში მისულს საშინელი სურათი დახვდა. ქეთი სისხლისგან დაცლილიყო, ანა კი შეშინებული დადიოდა და ცდილობდა მისთვის ემკურნალა, ის არ უშვებდა, რომ ქეთი მოკვდა. -ანა რას აკეთბ? -უნდა ვუშველოთ, კიდევ კარგი მოხვდეი. -ის მკვდარია. -ეს შეუძლებელია. -სისხლიგან დაიცალა. -ღმერთო ჩემო, ჩემი და. ანა სასოწრკვეთილი იყო. შეშლილის გამომეტყველება ქონდა და სულ სისხლიანი იყო. -ძალიან ვწუხვარ. -ის სულ 20 წლის იყო ბექა. -ვწუხვარ. -ბავშვები? -კარგად იქნებიან. -მათ დედა მოუკვდათ. -ამას ვერც კი გაიგებენ. -ჩემი და, ჩემი ერთადერთი. თითქმის შეუძლებელი რამ მოხდა. 1996 წლის 2 დეკემბერს სამყაროს მოევლინა სამი გოგონა, მაგრამ მათი დედა შეეწირა ამას. ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 20 წლის შემდეგ..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.