შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის 13 (თავი 26)


7-02-2017, 09:06
ავტორი ნანიკო_ნანო
ნანახია 1 573

უცნობი და თან ამავე დროს ძალიან ნაცნობი სახისა და სხეულის დანახვამ ზიზღით ამავსო. დიდმა ზიზღმა შემიპყრო. ამ ადამიანის მზერაც უფრო ავსებდა ამ გრძნობას. თვალს ვერ ვაშორებდი ისე მივაშტერდი. თმა შეუჭრია... უფრო გამხდარა მაგრამ სახეზე არ შეცვლილა. როგორ შეიცვლებოდა მხოლოდ რამოდენიმე თვე გავიდა. სიმპატიურობითაც ისევ ისეთი იყო. შავი მაისური და შავი ტყავის კურტკა ეცვა. ფეხზე წამოდგა ეს ბიჭი და ჩემკენ წამოემართა ერთი ჭიქა ვისკით ხელში. თვალს მჭრიდა მისი ეშმაკური ღიმილი მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ვდნებოდი, ან მსგავსი რამ. უკვე მოახლოვებული იყო უკან რომ მიბრუნდა. სასმელი მაგიდაზე არც დაუდია, რომ კიდევ ერთი ვისკის ჭიქა აიღო. ამჯერად ორივე ჭიქა ჩემს მაგიდაზე დადო. ჩემკენ გადმოიწია და ლოყაზე მაკოცა. ცივად შევხვდი მის უაზრო მისალმებას. რომ შემეხო კიდევ უფრო დამაჟრიალა. ტანში გამცრა და ხმა არ ამომიღია. თითქოს გაკვირვებული და ირონიული ღიმილით ავხედე. სკამი გამოიწია ჩემს პირდაპირ და მოხერხებულად ჩამოჯდა. ვისკი ჩემკენ მოასრიალა და ხელით მიმანიშნა რომ დამელია.
-გიორგი ჩიქოვანი.. -ჩემთვის, მაგრამ მაინც მის გასაგონად ჩავილაპარაკე.
-რა იყო, ხო არ გაგიკვირდა ქეთო? -ცალყბად ჩაიღიმა
-ქეთო არა, ქეთი! -ცივად და პირქუშად მივმართე.
-ეს მომართვა ხო გიყვარდა? -გამომცდელად მკითხა
-ეს მომართვა მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანებისგან მიყვარს და არა შენგან. -მწარედ ვუთხარი
-მერე მე ახლობელი ადამიანი არ ვარ? -სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დადო
-შენც ძალიან კარგად იცი, რომ არა გიორგი! -წარბები ავზიდე
-არ გაგიხარდა გოგო ჩემი ნახვა? -ყალბი მოწყენილობა
-რატომ უნდა გამხარებოდა... -კითხვა შევუბრუნე. თან არც შემიბრუნებია. რაღაცნაირად ვთქვი რა
-დავიჯერო არ მოგენატრე? -მომხიბვლელად გაღიმება სცადა. შეიძლება ითქვას გამოუვიდა კიდეც. თავისი შარმი დამანახა თითქოს ისე შემომხედა
-არა რათქმაუნდა! -ტონი ისეთი მქონდა თითქოს ჩემი ნათქვამი ისედაც აშკარაზე აშკარა იყო
-აი მე კი მომენატრე. -მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და მომაცქერდა
-კაი მითხარი ახლა რისთვის მოხვედი აქ. -
-ხო გითხარი მომენატრე თქო, დაგავიწყდა? -წაიბუზღუნა
-რა გინდა გიორგი? -თვალები დავაწვრილე სიბრაზისგან.
-კაი რატო ხარ ასეთი აგრესიული. ბარში შემოვედი დასალევად არ შეიძლება? -ადრინდელზე მეტად შავი მეჩვენა მისი თვალები.
-როგორ არ შეიძლება, უბრალოდ არა ჩემს მაგიდასთან. შეგიძლია გადაბრძანდე სადმე სხვაგან, ოღონდ აქ არა! -ისევ ცივი ტონი მქონდა. ოდნავადაც არ ვათბილებდი. ძირითადად ირონიას ვიყენებდი. აბა მასთან თბილად რატომ უნდა მესაუბრა.
-რა გჭირს? ამდენი ხანია არ მინახიხარ და მოვედი რომ გნახო. შეყვარებულები ვიყავით ბოლოსდაბოლოს
-შეყვარებულები? აჰაჰ...
-რა გაცინებს? -ნაკლებად გაუკვირდა
-რა შეყვარებულები, კარგი რა! შენთავს შეყვარებულს უწოდებ? კარგი მაინც ყოფილიყავი...
-რა, არ ვიყავი? -სწრაფად შემაწყვეტინა
-არ იყავი გიორგი... კარგი რომ ყოფილიყავი ესე უბრალოდ მოგბეზრდებოდი და ახალი ცხოვრების დასაწყებად მიმატოვებდი? -ამ თემის გაგრძელება არ მინდოდა, ამიტომ მოკლედ ვეცადე ჩემი სათქმელის თქმას.
-აუ კარგი რა. ნუ დაიწყებ თავიდან... აეროპორტშიც მითხარი ეგრე რომ არ უნდა მოვქცეულიყავი -მოუსვენრად აწრიალდა.
-ნეტა სულ არ მოვსულიყავი აეროპორტში შენგამო.. -მწარედ მივმართე
-მეც რომ მდომოდა შენი იქ ყოფნა დაგირეკავდი დამერწმუნე
-აი ისევ აჩენ შენს ჯელტმენობას. -ხელები გადავაჯვარედინე და მისგან მოშორებით მივეყრდენი სკამის საზურგეს
-კიდევ უფრო გალამაზებულხარ! -თვალები დააწვრილა და ვისკი მოსვა
-შენ კი ისევ ისეთი ყალბი ხარ! -მისკენ წავიწიე და ჩურჩულით, მაგრამ მკვეთრად გასაგონად მივმართე
-დალიე რა -კი არ მთხოვა, მომთხოვა
-დავიჯერო გახსოვს ვისკი რომ მიყვარს? -მისი იქ ყოფნით გამოწვეული შეწუხებული სახით წარვმართე მზერა მისკენ
-მახსოვს! -ამაყად წარმოთქა
-რატო გიხარია, მაინც არაკაცი ხარ! -სწრაფად მივმართე. იმდენად სწრაფად რომ თითქოს ამის თქმა დიდხანს მინდოდა
-აუ არ გინდა ისევ შეყვარებულები რომ ვიყოთ? -ისევ სულელურმა იდეამ გაუელვა გონებაში.
-შენი აზრით?! -ამჯერად მართლა შევუბრუნე კითხვა.
-რავიცი ჩემი აზრით გინდა... -მომხიბვლელობის მცდელობა ნამდვილად უაზრო შედეგებით მთავრდებოდა
-რა იდიოტი ხარ! -თვალები გადავატრიალე
-მერე რა..
-შეყვარებული მყავს... ძალიან მაგარი შეყვარებული! შენზე მაგარი ბიჭია. ყველაზე მაგარი ადამიანი. შენ კი არ გგავს. შენნაირი კი არაა. შენსავით დიდი წარმოდგენა კი არ აქვს საკუთარ თავზე. ამაყია... ჰო, ამაყობს. ოღონდ საკუთარი თავით კი არა, ჩემით და ჩემი სიყვარულით. მე კი მისით ვამაყობ! იცი რატომ? იმიტომ რომ არასოდეს დამტოვებს... ჩემთან ყოფნას შეიფერებს და ჩემით დატკბება. მასზე გავთხოვდები და მისი ცოლის წოდებით ვიცხოვრებ! იცი როგორ მიყვარს? შენ ხო აზრზე არ ხარ... იცი რეებს აკეთებს ჩემგამო? შენ რომ არც დაგესიზმრებოდა... იცი საერთოდ რამაგარი ქმარი იქნება? შენ რომ ვერც წარმოიდგენ... მასთან ყოფნას არაფერი მირჩევნია. ისედაც აღარავინ მყავს მის გარდა. ის ჩემთვის არსებობს, მე კი მისთვის ვცოცხლობ!
-დემეტრე მაჩაბელზე ამბობ?
-ჰო...
-მერე ეგ არ იყო რომ მიგატოვა?
-არ მივუტოვებივარ. უბრალოდ თავი ვალდებულად ჩათვალა ბავშვი აღეზარდა. ის გოგო ცოლად მოიყვანა მხოლოდ იმიტომ რომ სხვანაირად არ შეეძლო. ჰო... მართალია დიდი ხანი გავიდა იმის მერე და ძლივს ვაპატიე მაგრამ მთავარია ახლა ერთად ვართ! -ტონს თანდათან ვუწევდი მაგრამ როცა გარშემომყოფი ხალხის მზერას და ირგვლივ ჩამოწოლილ სიჩუმეს ვგრძნობდი ხმას ისევ ვუდაბლებდი.
-კარგი დაწყნარდი, ნუ ჩავარდები პანიკებში. ისე გკითხე... დალიე რა! -მთხოვდა. ეს თხოვნაც უფრო საეჭვო იყო.
-არ მინდა! -მკაცრად ვთქვი
-კაი რა ერთი-ორი ჭიქა... -გამომცდელად შემომხედა -ჩემი ხათრით! -ისევ დიდი სისულელე დააყოლა თავის ნათქვამს
-აი შენი ხათრით ნამდვილად არ დავლევ! -ირონიულად ჩამეცინა
-კაი ხო, ისე დალიე! -აღარ მეშვებოდა
-მხოლოდ ერთი მაშინ. -ვთქვი და მაგიდაზე დადებული ჩემთვის განკუთვნილი ჭიქა პირთან მივიტანე
-მოიცადე... ჩვენს მოგონებებს არ გაუმარჯოს? ის დრო რომელიც ერთად გავატარეთ არ უნდა აღინიშნოს?
-არა რათქმაუნდა! -ვუთხარი და სწრაფად გადავკარი.
-ესე ჩქარა რატო? -გაუკვირდა ჩემი ქმედება
-ნელ-ნელა დალევა უფრო ათრობს -ხშირად გაგონილი გაუვმეორე
-კიდევ მოვიტან! -თქვა და ფეხზე წამოდგა
-არ გინდა -დავუძახე მას მაგრამ არც შემოტრიალებულა. ამჯერად ვისკი ჭიქებით კი არა მთლიანად მოიტანა.
-არ ვიცი ამას რა ქვია... ვისკის "ბოთლი?" -უდარდელად ჩაიცინა და მაგიდაზე დადო
-რაგასაკვირია. შენ არაფერი იცი... -ნუთუ შემეტყო ერთი ჭიქის დალევა ასე მალე რომ დავიწყე სათქმელის პირდაპირ თქმა
-დებილი ნუ გამოგყავარ. არ მახსოვს უბრალოდ...-ჩაიხითხითა. ღმერთო როგორ არ უხდებოდა ეს სიყალბე
-აღარ მინდა... -ვუთხარი როცა ჭიქის ახლიდან გავსება დააპირა
-როგორ არ გინდა -ჩემს სურვილს შეეწინააღმდეგა
-შენ რატომ მასწავლი მე რა მინდა და რა არა?! -ისევ ცივად ვპასუხობდი.
-კაი რა ცოტა გაიღიმე, გამხიარულდი ან რამე... რატო უნდა იჯდე ასე უჟმურად. ხო იცი როგორ გიხდება ღიმილი. -მარწმუნებდა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა
-საერთოდაც იცი რა? ყველაზე მეტად იმ დღეს ვერ ვიტან შენ რომ გნახე და გაგიცანი. ღმერთო რა უაზრობა იყო! -ვისკის ჭიქა ნახევრად დავცალე. -რა ძლიერია! მალე დამათრობს, აღარ მინდა.
-ჰოო ეს ის ვისკია შენ რომ გიყვარს. სპეციალურად ძლიერი შევარჩიე. -თქვა და ჩემი ნახევრად სავსე ჭიქა ბოლომდე გაავსო
-კაი რა. აღარ მინდა მეთქი გასაგებად არ ვთქვი? -წარბები შევკარი და შევუბღვირე
-მოდი ესეც დალიე და კიდე ერთი. მერე აღარ... -თვითონ კიდევ ერთი ჭიქა გადაკრა
-ცუდად გახდები! -უბრალოდ აღვუნიშნე
-გაღელვებს შენ ეს? -დაინტერესდა
-სიმართლე რომ გითხრა არანაირად. -ამააყად ვუთხარი და მოვსვი
-კაი რომ მოვკვდე არ იდარდებ? ან არ იტირებ საერთოდ?
-აჰაჰ! არა! -ჯერ გადავიხარხარე მერე კი ვუპასუხე
-კარგი ვთქვათ მაშინ რომ გავფრინდი საზღვარგარეთ. ის თვითფრინავი, რომელშიც ჩავჯექი, რომ ჩამოვარდნილიყო არ ინერვიულებდი? -სახე მოეღუშა. მინდოდა მისთვის სილა გამერტყა
-არა! -თავდაჯერებულად გავიღიმე
-ანუ რომ მოვმკვდარიყავი წარბსაც არ შეხრიდი? ცრემლიც არ ჩამოგორდებოდა შენს ლოყაზე? -თქვა და ხელით ლოყაზე შემეხო. უფრო ახლოს მოიწია
-არა! -ხელი დავაშვებინე და მკაცრად ვუთხარი
-რატომ?
-იმიტომ რომ საერთოდ არ მაინტერესებ! -ცივი ღიმილი წარვმართე
-დასანანია! -თქვა და შემდეგი ორი ჭიქაც ჩაცალა
-მე უნდა წავიდე! -სწრაფად მაგრამ ბარბაცით წამოვდექი ფეხზე, ჩანთა და მოსაცმელი ავიღე და სკამს მოვშორდი
-მოიცა. -ფეხზე წამოდგა და ხელი მკლავზე მომკიდა -მე გაგაცილებ. ამ მდგომარეობაში ვერ წახვალ ვერსად მანქანით. გავისეირნოთ და გზაში გამოფხიზლდები
-არ მინდა, წავალ მეთვითონ. -კარისკენ წასვლა დავაპირე
-ვერ წახვალ! -გზა გადამიღობა. -შენი სახლი არაა ძალიან შორს. მალე მივალთ. თან უსაფრთხოდ.
-კარგი ხო. ოღონდ იცოდე რომ უბრალოდ ამას ერთად გასეირნება ან გაცილება არ უწოდო. უბრალოდ მივდივარ და შენ ჩემს გვერდით, ან უკან მოაბიჯებ. გასაგებია? -ცალი წარბის აწევით ვუთხარი.
-კი... -გამიღიმა
-და კიდევ. ანგარიშის გადახდას მე არ ვაპირებ. -ვუთხარი და ზღურბლს გადავაბიჯე რომ დალოდებოდი
გზა ერთად გავიარეთ. ფეხის აუჩქარებლად მივდიოდით. უფროსწორად მე მივდიოდი, ის უკან მომყვებოდა. ხან რას მეკითხებოდა ხან რას. სულ ახალ-ახალ თემებს წამოჭრიდა ხოლმე. მე უბრალოდ მოკლედ ვპასუხობდი
ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა და ვიბრაცია ჩაირთო
"-შენს თავს ვფიცავარ მიყვარხარ, ქეთი!" -დემეტრესგან მოსულმა სმსმა გული სიხარულით ამივსო
"-მენატრები!" -სწრაფად ავკრიფე და ასევე სწრაფად გავუგზავნე. წამითაც არ შევყოვნებულვარ.
აღარაფერი მოუწერია. ამით დამთავრდა უბრალოდ დიალოგი
-დროა წახვიდე. უკვე სახლთან ვარ. მშვიდობით მივალ ოთახამდე. კარგად! -ცივად დავემშვვიდობე და ჩანთიდან გასაღები ამოვიღე, შევტრიალდი კარისკენ და გაღება დავაპირე
-მოიცა -მისკენ შემატრიალა. ჩემთან ახლოს დადგა
-რას აკეთებ?! -წარბშეკრულმა მივმართე
-არაფერს! -მითხრა და თვალებში ჩამხედა
-მაშინ ხელი გამიშვი -მისი ხელი ვიგრძენი მკლავზე და შევწუხდი
-რომ არ გაგიშვა? -როგორც ყოველთვის, ეშმაკურად ჩაიღიმა
-მოგიწევს გამიშვა! -კბილებში გამოვცერი
-მე რომ არ მინდა? -ჩვენს შორის მანძილი უფრო დაუფრო მცირდებოდა რაც ძალიან მაღიზიანებდა
-სახლში უნდა შევიდე. შენი წასვლის დროა. მთვრალი ხარ, წადი დაისვენე, გამოფხიზლდი! -თითქოს შეშინებულმა ვუბრძანე
-კარგი რა. ესე უხეშად არ გინდა... გავიხსენოთ ძველი დრო, ან რამე!
-გიორგი ხელი გამიშვი, მტკივა!
-ისევ ის სურნელი გაქვს. იმ სუნამოს ხარ ისევ მიჩვეული არა?! -ჩემს კისერთან ჩაისუნთქა და ლავიწს შეეხო.
-დროზე გაეთრიე აქედან. მეორედაც თუ შემეხები ინანებ! -თავის განთავისუფლებას ვცდილობდი
-სულ მომწონდა შენი სიმკაცრე! -ბოროტი სიამოვნებით მოცული ღიმილი ჰქონდა. კარის გვერდით კედელთან მიმიწყვდია და ორივე მკლავზე მომიჭირა
-შემეშვი! -ფეხი მუხლში ჩავარტყი მაგრამ ამაოდ. ამან არ იმოქმედა
-აი შეგეხე! -თქვა და ლოყაზე ტუჩები მომადო. უფრო ქვემოთ ჩადიოდა ნელ-ნელა
-მთვრალი ხარ. დამანებე თავი! -ხმას ვუწევდი თანდათან
-კაი რა ნუ ცდილობ დამაჯერო იმაში რომ შენ არ გინდა ჩემთან
-იცოდე ვიყვირებ! -ჩემ ჭკუაში დავემუქრე
-იყვირე, მაინც საღამოა, ვინ რას გაიგებს... -მისი შეხება მზარავდა
ლოყიდან ტუჩებზე ჩამოვიდა. თავს აქეთ იქით ვატრიალებდი რომ არ შემხებოდა
-გთხოვ დამანებე თავი! -არც კი ვიცი თხოვნაზე რატომ გადავედი
-მოიცა რა... -თქვა და თვითსიამოვნების მიღებას აგრძელებდა -დემეტრეს მე არ ვჯობივარ?
-არა! -დავუყვირე
მანქანის ძრავის ხმა გავიგონე. ჩემს ეზოში გაჩერებულიყო შავი ჯიპი
-დემეტრე! -დავუძახე ამ მანქანის პატრონს
სწრაფად გამოიქცა ჩვნკენ. მხრებში ჩაავლო ჩიქოვანს ხელები და მე მომაცილა. კედელს მიანარცხა და მთელი ძალით დაარტყა
-ღმერთოჩემო! -ცრემლებთან ერთად აღმომხდა
-შე არამზადა!!! -სიმწრისგან აწითლებულიყო დემე. ისევ შემოარტყა. სისუსტე იგრძნო შემდეგ და გიორგისაც მეტი რა უნდოდა. დრო იხელთა და ნეკნებში ჩაარტყა ფეხი. მადლობა ღმერთს მთვრალი იყო და ბარბაცებდა ჩიქოვანი. ვერ დადიოდა. ძალის გამოყენებით ენერგიისგან იმდენად დაიცალა რომ წაბორძიკდა და წაიქცა
-დემეტრე დაანებე თავი, დამთავრდა ყველაფერი -მასთან მისვლა და დამშვიდება ვცადე მაგრამ ამაოდ. სწრაფად წამოდგა და მას მივარდა. წაქცეულს ჯერ ფეხი დაარტყა შემდეგ მუშტებზე გადაივდა. ურტყამდა და ურტყამდა. ძალას და ენერგიას არ იშურებდა. უყვიროდა,..
-შემოგაკვდება! -დავუყვირე მას
არ მისმენდა. უბრალოდ ხელებს გიჟივით იქნევდა. თითქოს ჭკუიდან შეიშალაო... ყელშიც რამდენჯერმე წაუჭირა
-როგორ გაბედე! საერთოდ ესე როგორ დაკარგე ადამიანობა. რა გეგონა?! ჩემ ქეთის შეურაცხყოფა მიაყენე? არაკაცი ხარ!!!-ხელებიდან სისხლი მოსდიოდა. გიორგი საერთოდ ვერაფერს ახერხებდა. უბრალოდ ეგდო თვალებგახელილი.
-მორჩა ყველაფერი! -დავუყვირე მას. ეზოში შემომავალი პოლიციის მანქანის ხმაც ვერ აჩერებდა. ალბათ მეზობელმა გამოიძახა. მის სიბრაზეს ვერაფერი შველოდა. ფეხებსაც მთელი ძალით იყენებდა
პოლიციელებმაც ძლივს შეაჩერეს. მთლიანად აწითლებულიყო.
-რა გეგონა! ესე როგორ დაეშვი. ქალზე ძალის გამოყენებას ცდილობდი?! თანაც ქეთიზე? მე არ ვიყო დემეტრე მაჩაბელი შენ თუ ეს შეგარჩინო!
-დამშვიდდით! -ერთერთი ფორმიანი უყვიროდა. მხრებით იჭერდნენ. ბოლოს ბორკილები დაადეს
-კიდევ ერთხელ შეეხები ან გაეკარები ჩემს მომავალ ცოლს და ჩემი გარდაცვლილი ძმის, თორნიკეს სულს ვფიცავარ ჩემი ხელით გაითხრება შენთვის განკუთვნილი საფლავი! -ამით დაამთავრა თავისი სიბრაზე -არ გაცოცხლებ! -დაამატა ბოლოს
-აუცილებლად უნდა წამოგვყვეთ. -მანქანაში ჩასვეს დემეტრე
-შენ არ ინერვიულო! -მომაძახა მან.
-შეიძლება მეც წამოვიდე? -ერთერთს მივმართე
-უკან გამოგვყევით. დაკითხვისთვის აუცილებელია განყოფილებაში თქვენი წამოსვლა.
სასწრაფო ძირს დაგდებულ ჩიქოვანთან მივიდა. მე დემეტრეს მანქანაში ჩავჯექი და პოლიციის მანქნას, რომელიც უკვე დაძრული იყო, უკან გავყევი.



№1  offline წევრი NniNna

აუ რა ძაან პატარა იყოოო :((( ასე არ გჩვეოდა შენ :///

დემეტრეზე რო ვგიჟდებიიიი...უჰჰ <3

 


№2 სტუმარი kusa13

au rakaiaa raa momwons dzaliaan...magram aagar eyofat kaco tanjvaa mecodebian ukve dzalian... vgijdebi demetrezee ra bichiaa mokled raa <3 <3 <3 geyofa amati tanjvaa :D <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent