შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლექტორი (9)


8-02-2017, 16:19
ავტორი aNuGi
ნანახია 5 096

კაბინეტში საზარელი სიჩუმე და სიბნელე სუფევდა, მხოლოდ ქალის თვალები იყო გაბრაზებისგან აალებული და ნაპერწკლებს ყრიდა. კატოს ეტყობოდა შიში, თითები უკანკალებდა და მომლოდინე თვალებით მისჩერებოდა მის წინ სავარძელში მჯდომ ფიგურას.
- ვინ გააგზავნა ფოტოები? - დაიგრგვინა მისმა მჭახე ხმამ და პირდაპირ კატოს დაუარა ტანში უსიამოვნოდ.
- მე გავაგზავნე - ძლივს ამოიხავლა შეშინებულმა.
- და რატომ გააგზავნე, ხომ ვერ მეტყვი?
- მეგონა მამამისი სამუდამოდ მოაშორებდა დანიელს, მეგონა ისევ სოფელში დააბრუნებდა გაავებული..
- საიდან მოგაქვს ამდენი სისულელე კატო? როგორ არ იფიქრე რომ მის ცოლად მოყვანას მოთხოვდა?
- მე.. არვიცი… რამ გამომთიშა არ ვიცი! მაპატიე რა გთხოვ - ცრემლიანი თვალები შეანათა და მის ქუსლების კაკუნზე ოდნავ შეცბა.
- გაპატიო, ვერ გაპატიებ, მემგონი ჯობია მე თვითონ მივხედო ამ საქმეს და დროზე მოვიშორო ეგ გოგო თავიდან!
- დაგეხმარები, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვი შევასრულებ!
- დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეთებას შეძლებ? - ოდნავ წინ გადმოიხარა და ფრჩხილები მაგიდაზე აათამაშა.
- დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებ რომ დანიელს მოვაშორო ეგ გოგო!
- არ ვიცი, ვერ გენდობი.. ასეთი სულელური ნაბიჯი ცოტა მაფიქრებს! - ყოყმანი დაეტყო ხმაში.
- გპირდები, გპირდები რომ ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი! - მუდარაზე გადავიდა კატო, რამდენიმე წუთი ჩაფიქრებული იჯდა ქალბატონი, შემდეგ ღრმად ამოიოხრა.
- ბედი შენი რომ ახლა გამოჩენა არ მინდა არსად და ერთადერთი ხარ ვისაც მაგ გოგოსთან მიახლოვება შეუძლია.. სხვებს ვერანაირად დავითანხმებ ამიტომ…
- ანუ თანახმა ხარ?
- ხო, თანახმა ვარ! - ფეხზე წამოდგა და მასთან ძალიან ახლოს მივიდა - ყურადღებით მომისმინე..


დეა


- არაფრის გაკეთება არ გინდა რძალუკ, ჩვენ ყველაფერი მოვიტანეთ რაც ფილმის საყურებლად, შემდეგ საგუგუნოდ და ბოლოს საჭორიკნოდ არის საჭირო! - სიცილით ჩაილაპარაკა ალექსმა და პარკები მაგიდაზე დააწყო.
- რამ გადაგრიათ? - დანიელს ხელი არ გაუშვია ჩემზე ისე ჰკითხა და თან მე გადმომხედა ღიმილით.
- რძლის გამოჩენამ გაგვახარა, გაგვაბედნიერა, ჩემისთანა სექსუალური და სიმპატიური ბიჭიც კი გადაიყვანა ჭკუიდან! - გიორგი გაიკრიჭა და ჭიქები გადმოალაგა.
- დანიელ გამიშვი, მივეხმარები ბიჭებს - ყურში ჩავჩურჩულე და ვიგრძენი როგორ შეუთრთოლდა წელზე მოხვეული ხელი.
- თვითონაც მიხედავენ საქმეს - თვალი ჩამიკრა და ხმამაღლა თქვა - რძალს მოგტაცებთ, 10 წუთით, გაამზადეთ ყველაფერი და თქვენთან ვართ!
- ხო, ამოუღე სული მაგ გოგოს, არ მოასვენო! - სიცილით გადმოგვძახა ალექსმა და ვიგრძენი როგორ შემომეპარა სახეზე სიწითლე.
- იდიოტები! - თავი გადააქნია დანიელმა, ხელში ამიყვანა და სწრაფად აირბინა კიბეები.
- რა.. რა ხდება? - დაბნეულმა ავუფახულე თვალები, კარი რომ მიკეტა და ზედ ამაკრა.
- რა გავაკეთო რომ ასე მეტკბილები? - თვალებში ჩამხედა, ტუჩებზე ღიმილი შეუთრთოლდა და ისეთი ძალით დამეტაკა ბაგეებზე რომ კვნესა ძლივს შევიკავე. მთელი გრძნობით, ემოციით მიკოცნიდა ხან ზედა, ხან ქვედა ტუჩს, კბილებს და ენას ერთმანეთში ანაცვლებდა, თან ერთი ხელით კისერზე მეფერებოდა, მეორეთი კი ძლიერად მიკრავდა გულმკერდზე.
- მოგეფერები.. რა.. გთხოვ - ძლივს ამოილუღლუღა და საწოლზე გადამაწვინა.
- დანიელ..
- გთხოვ! უბრალოდ მოგეფერები! - ტუჩებიდან ლოყაზე, ლოყიდან კისერზე გადავიდა და რამდენიმე სველი კოცნა დამიტოვა, მსუბუქად მიკბინა კიდეც და სუსტად ამოვიკვნესე - ოღონდ.. ეგ.. არ ქნაა… - ტუჩებზე ამაფარა თითები და კისრიდან მხრებზე გადავიდა, ძლივს ვიკავებდი კვნესას, ტუჩები სულ დავიჭამე, რამდენჯერმე წამსცდა კიდეც უნებურად, მაგრამ ეგრევე ვიკბინე ტუჩზე.
- დანიელ… - როგორც კი ზედის ქვეშ შემიცურა თითები და ოდნავ ზემოთ აწია, ეგრევე წამოვიწიე და დაბინდული მზერა შევავლე.
- ვერ ვუძლებ - ამოიხრიალა და მუცელზე მომაკრო ტუჩები, ნელნელა ზემოთ აუყვანა და ყველა წერტილი დამიკოცნა, ტუჩები კბილებით შეანაცვლა, კბილები კი ენით, სიამოვნებისგან მთელი ძალით ჩავაფრინდი ზეწარს და რამდენჯერმე დავიკლაკნე, რაც უფრო ზემოთ მოდიოდა, მით უფრო იმატებდა სხეულში ტემპერატურა.
- დანიელ, გთხოვ.. - ძლივს ამოვიხავლე და ოდნავ მივაწექი გულმკერდზე, ზემოთ ამოიწია, კიდევ ერთხელ მთელი გრძნობით მაკოცა ტუჩებში, შემდეგ თვითონ გამისწორა ზედა და წამომაჯინა.
- ბოდიში რა, არ ვიცი რა მემართება, მართლა - მხარზე ჩამომადო თავი და ღრმად ამოისუნთქა - საკუთარ თავზე ვკარგავ კონტროლს, ვერ ვუძლებ!
- არაუშავს - ლოყაზე ჩამოვუსვი ხელი და შუბლზე ვაკოცე - წამოდი ჩავიდეთ! - უდარდელად ვუთხარი და ფეხზე წამოვხტი, გული ისევ ისე მიცემდა, საშინლად და ვგრძნობდი როგორ მიედინებოდა სისხლი ვენებში, ამდენი ემოციისგან დავბრუ მეხვეოდა, მაგრამ არ მინდოდა უარესად ეგრძნო დანაშაულის გრძნობა, ვცდილობდი, როგორც თვითონ ცდილობდა ჩემში ეს გრძნობა ჩაეკლა, ისე შემემსუბუქებინა მეც, არცერთს რომ არ გვეგრძნო თავი დამნაშავედ.
თვითონაც აღარაფერი შეიმჩნია, ზედმეტი ლაპარაკი კამათამდე მიგვიყვანდა, ეს კი არცერთს არ გვინდოდა.

***

უკვე დამშვიდებულებმა ჩავიარეთ კიბეები და პირდაპირ შევაბიჯე მისაღებში, გაოცებისგან ადგილზე გავშეშდი. ბიჭებს ბალიშები ქვემოთ დაეფინათ, შუაში მაგიდა ჩაედგათ და უამრავი ტკბილეულობა, წვენი და სასმელი იდგა. თან ერთმანეთს გაცხარებით ეკამათებოდნენ რაღაცაზე, ჩემს დანახვაზე კი გიორგიმ ფართედ გაიღიმა და ფეხზე წამოდგა.
- რამ გაგაოცა რძალო? რა გინდა მითხარი მოვკლავ - ვითომ მუჭი მოუღერა დანიელს და სიცილი ამიტყდა.
- ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ? - ღიმილით გადავხედე ორივეს.
- არა, ჩვენი არაა ჩაგვიდეს - გადაიხარხარა ალექსმა და ბალიშზე დაატყაპუნა ხელი - მოდი რძალო მოდი, დაგვიჯექი, დავიწყოთ გუგუნი! - ღიმილით წავედი მისკენ და მის გვერდით ჩამოვჯექი.
სასაცილო ფილმი ჰქონდათ შერჩეული და ჯერ იმას ვუყურეთ, იმდენი მაცინეს, ფილმში არ იყო იმდენი სასაცილო მომენტი. მერე მაგიდასთან გადამსვეს და არყის ჭიქა დამიდეს წინ.
- ის ჯმუხი არ შემოგვიერთდება იმედი არ გქონდეს - ჩაიცინა გიორგიმ და არაყი შემივსო - აბა რა ვითამაშოთ?
- მე ვიცი! - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ალექსს - მე არასდროს..
- რას ნიშნავს მე არასდროს? - დავიბენი.
- მაგალითად, ჩვენ ვიტყვით წინადადებას მე არასდროს გამიკეთებია რაღაც, თუ შენ გაგიკეთებია დალევ, თუ არადა გადარჩები!
- ოო, თქვენ რას იტყვით ისეთს ახლა!
- ხოდა ისეთი უნდა თქვა, შენ რომ არ დალიო და სხვას მოუწიოს დალევა! - გაიცინა გიორგიმ და ჩიფსის პარკს დაწვდა.
- კარგით, კარგით! ვითამაშოთ!
- შენ იწყებ - მხიარულად შემომცინა ორივემ, ის ის იყო წინადადება უნდა მეთქვა რომ დანიელი შემოვიდა ოთახში და გვერდით მომიჯდა.
- მეც მინდა ეგ სულელური თამაში ვითამაშო - ჩაიბურტყუნა და არყით სავსე ჭიქა მოიმარჯვა, გაოცებულები ვახამხამებდით სამივე თვალებს. - ასე თუ გააგრძელებთ ყურებას გავალ!
- კარგი ჰო, კარგი - ხელები დანებების ნიშნად აწიეს ბიჭებმა და მე მომაშტერდნენ.
- მმ, მე არასდროს მიკოცნია გოგოსთვის! - ნიშნისმოგებით გადავხედე სამივეს და ჭიქა მაგიდაზე დავაბრუნე.
- ეს რა წესია ახლა? - დაიბუზღუნა სამივემ, მაგრამ სწრაფადვე დალიეს და გიორგის ჯერიც დადგა.
- მე არასდროს მიკოცნია სტუდენტი გოგოსთვის! - ეშმაკურად ჩაიხითხითა და დანიელს მიაშტერდა, სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი, დანიელმა კი ვითომ არაფერიო ჭიქას ხელი დაავლო და უცებ გადაკრა, მას რომ ლექსოც მიყვა, გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
- რა? მიკოცნია, მომწონს პატარა გოგოები - კმაყოფილმა მილულა თვალები და მერე დაიწყო - მე არასდროს მომწონებია ჩემზე უფროსი - უდარდელად აიჩეჩა მხრები, უარესად გავწითლდი და თავი ჩავხარე, მემგონი ჩემს გაწითლებაზე მუშაობენ ესენი. ბუზღუნით დავლიეთ მე და გიორგიმ სასმელი, დანიელი კი ღიმილით მიყურებდა.
- დანიელ, შენი ჯერია, ჩემო კლდევ! - ხელი გაიშვირა მისკენ გიორგიმ სიცილით.
- მე არასდროს მიკოცნია ლექტორისთვის! - ენა გამომიყო და ჩიფსს დაწვდა.
- გეყოფათ რა ჩემი შერცხვენა! - დავიწუწუნე და კიდევ ერთი ჭიქა გადავკარი, ვიგრძენი როგორ მოედო ორგანიზმს ალკოჰოლი და ცოტა შემაბანცალა.
- ხო რა, გეყოფათ ჩვენი გაწითლება - დაიზმუვლა გიორგიმ და მანაც გადაკრა ერთი ჭიქა.
- შენ რა ლექტორს აკოცე? მე კაი, ჩემზე უფროსია მაგრამ შენ?
- მერე რა რძალო, ახლა რომ ჩავაბარო მაგისტრატურაზე ჩემზე ოდნავ უფროსი ლექტორი რომ შემხვდეს ცოტაა მაგის შანსი?
- გარყვნილო, ლექციაზე ქალზე ფიქრობდი თუ სწავლაზე? - ამყვა ალექსიც და თვალი ჩამიკრა.
- გააჩნია ლექტორს ახლა, თუ ისეთი სექსუალურია რომ ნერწყვი წამოგივიდეს, მე არ ვარ წინააღმდეგი თუ თან წაიკითხავს და თან..
- კარგი კარგი! - სიცილით ავუქნიე ხელი - გავაგრძელოთ!
- ჩემი ჯერია? - სასაცილოდ დავიჭყანე უკვე შემთვრალმა.
- მარცხვენ რძალო? დათვერი უკვე?
- კი, დავთვერი - დავიბუზღუნე და ჩავფიქრდი, თუ რა შეიძლება მეთქვა - მე არასდროს არ მიჭამია ბანანი - გულუბრტყვილოდ ამოვიბურტყუნე და ბიჭებს მთვრალი მზერა შევანათე, ჯერ გაოცებულებმა გადმომხედეს, მერე სამივეს ერთად გაეცინა.
- მოიცა, მართლა არ გიჭამია? - სულს ძლივს ითქვამდა გიორგი.
- ხო - ტუჩები წინ გამოვწიე - დანახვაზეც ცუდად ვხდებოდი ბავშვობაში და მერე არც მიცდია, აბა რას უცდით?!
- ხო დავლევთ დავლევთ - ჩაბჟირდა ალექსი.
სამივემ ერთდროულად გადაკრა და გამარჯვებული ღიმილი ავიკარი.
- ჩემი ჯერიაა! ჰმმ - ჩაფიქრდა გიორგი - მე არასდროს არ მიკოცნია ბიჭისთვის! - ენა გამომიყო და გემრიელად ჩაკბიჩა ვაშლი.
- რატომ მერჩით? - ტუჩები დავბრიცე - რა დაგიშავეთ რა! - ამოვიკრუსუნე და კიდევ ერთი ჭიქა გადავკარი, უკვე ვერც ყელის წვას ვგრძნობდი და ვერც ხელფეხს.
- რძალო, მე ვიყრი ამათზე ჯავრს, შენ არ ინერვიულო - გამიცინა ალექსმა და ნიშნისმოგებით გადახედა ბიჭებს - მე არასდროს არ მოვყოლივარ ავარიაში - ენა გამოუყო ორივეს და გამეცინა ორივემ ერთდროულად რომ დალია არაყი.
- ავარია? - თვალები ავაფახულე და მომლოდინე მზერა შევანათე დანიელს.
- ერთმანეთს დავეჯახეთ! - სიცილით გადააქნია თავი - მთვრალებმა, ვეჯიბრებოდით ვინ გაასწრებდა და.. მაშინ ოთხი წლის უკან.
- არანორმალურები რომ ხართ ვიცოდი, მაგრამ ამ დონის.. - ქვედა ტუჩი წინ გამოვწიე და თავი გავაქნიე - არ ველოდი - სასმელით გათამამებულმა გადავიკისკისე.
- კარგი, ჩემი ჯერია! მე არასდროს არ მიმღერია - მხრები უდარდელად აიჩეჩა და გადმომხედა.
- მართალი ხარ ძმაო, შენ გიყროყინია! - დანანებით გააქნია თავი ალექსმა.
- კარგით რა, ეგ არაა სამართალი! ყროყინიც ხო სიმღერაა? - გავკაპასდი მე.
- რძალუკ, გეხვეწები, ოღონდ ამის ყროყინს სიმღერას ნუ დაარქვამ და რაც გინდა ის მთხოვე!
- მართალია, ერთხელ დათვრა საშინლად და ისეთი იყროყინა, იმის მერე თუ ოდნავ მაინც გაწელავს სიტყვას ეგრევე სკოჩს ვაკრავთ პირზე! - ამის გაგონებაზე ისეთი კისკისი წამსკდა ძლივს დავწყნარდი.
- რას ყროყინებ ასეთს?
- დედას გაფიცებ ჩვენს წინ არ ამღერო, შეგვიბრალე ახალგაზრდები ვართ ჯერ კიდევ! - მუდარის თვალებით გადმომხედა გიორგიმ.
- კარგით ხო, კარგით, დავლევ - უცებ გადავკარი და ალექსიც მომყვა უცებ. - შენ გიორგი? - მოჭუტული თვალებით გავხედე.
- ესეც, არანაკლებ ყროყინებს, ნუ დანიელი პირველ ადგილზეა, მაგრამ გიორგიც არ ჩამოუვარდება! - მხარზე გამამხნევებლად დაუსვა ხელი ალექსმა.
- მომბეზრდა ეს თამაში - დავიბუზღუნე და წამოვდექი, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და პირდაპირ დანიელს ჩავუხტი კალთაში. ისე შემრცხვა რომ თავი ხელებში ჩავმალე და ამოვიკრუსუნე.
- ჩემს კალთაში თუ გინდოდა, პირდაპირ გეთქვა - სიცილით დამხედა და ისედაც აჭარხლებული, სულ გადავწითლდი.
- არ მინდოდა მე! - პატარა ბავშვივით დავიბუზღუნე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ ხელები გამიკავა და უფრო ახლოს მიმიკრა.
- იჯექი! - მკაცრად დამხედა და მეც გავინაბე, მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე და ბიჭებს გადავხედე, რომლებიც ძლივს იკავებდნენ სიცილს.
- ყველაფერზე ნუ დამცინით! - ენა გამოვუყავი ორივეს.
- გეკადრება? ახლა რა ვითამაშოთ?
- მე თამაში არ მინდა, მე ძალიან მინდა ძილი ახლა - გავიზმორე და უკეთესად მოვთავსდი დანიელის მკლავებში - თქვენ არა?
- ჩვენ გავაგრძელებთ! - ღიმილით დამხედა დანიელმა, ხელები მოხერხებულად ამომდო და ხელში ამიყვანა, შემდეგ საძინებელკენ დაიძრა და ფრთხილად ჩამაწვინა ლოგინში.
- დარჩი რა - გაუაზრებლად ჩავებღაუჭე მაისურზე, დამყოლი ბავშვივით მომიწვა და გულზე მიმიხუტა. მისი სურნელით გავიჟღინთე, სასიამოვნოდ შემაკანკალა, გათამამებულმა ოდნავ ზემოთ ავჩოჩდი და მის ტუჩებს დავწვდი. ახლა ორმაგად გემრიელი მეჩვენებოდა, ორმაგად გასაგიჟებელი და თავბრუსდამახვეველი. მინდოდა გაუჩერებლად მეკოცნა, მთლიანად შემესრუტა მისი ტკბილი ტუჩები. კოცნით რომ ჩაუყვა კისრამდე, მსუბუქად ამოვიკვნესე, თავი უკან გადავწიე რომ უფრო კარგად ეკოცნა, ისიც ხან მსუბუქად მიკბენდა, ხან ენით ანაცვლებდა და სასიამოვნო იმპულსებს გზავნიდა სხეულში. ბრიტელები მხრებზე გადამიწია და კოცნით გაუყვა მხრებს, ისეთი სასიამოვნო იყო კვნესას ძლივს ვიკავებდი, გამეტებით ვკბენდი ქვედა ტუჩს და თვალებმილულული გაუცნობიერებლად დავატარებდი მის თმებში თითებს. მერე კოცნით ჩაუყვა მკერდამდე, სველი კოცნები უარესად მაგიჟებდა და მშლიდა, ვნებამ ერთიანად დამიარა სხეულში, თავი ავაწევინე და ისევ ტუჩებზე დავეტაკე, ისეთი გრძნობით მკოცნიდა, ჭკუას მაკარგვინებდა. მერე შეჩერდა, შუბლი შუბლზე მომადო და ღრმად ამოისუნთქა.
- არა დეა, ახლა არა, ვიცი რომ მერე ინანებ და არ მინდა! - ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა, მოწყვეტით მაკოცა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი.

***

ბალიშზე მოწყვეტით დავეცი და დაბუჟებულ ტუჩებზე თითები გადავისვი, ახლა ისეთ სამყაროში ვიყავი, რომელზეც ვერასდროს ვიოცნებებდი, ოცნებას კი არა გაფიქრებასაც ვერ გავბედავდი, ამდენი წელი მის ლანდად ვიყავი ქცეული, თვითონ კი საერთოდ ვერ მამჩნევდა. ძილიდან ტელეფონის ზუზუნმა გამომაფხიზლა. თვალები მოვისრისე და ძილის შებრუნებას ვაპირებდი, “პედოფილი” წარწერას რომ მოვკარი თვალი, დაფეთებული დავწვდი ტელეფონს და გავხსენი.
“სად დაიკარგე ლაწირაკო?” მის გახსენებაზე გამეღიმა და სწრაფად მივწერე პასუხი.
“ვერც კი წარმოიდგენ რა მოხდა, პედოფილ!”
“რა მოხდა?”
“გავთხოვდი”
“რა? როდის?”
“რავიცი, ორი დღეა”
“იმას გაყევი ვინც გიყვარს?” ამ კითხვაზე ოდნავ შევყოყმანდი, ვერ გადავწყვიტე სიმართლე მიმეწერა თუ მომეტყუებინა, ბოლოს ღრმად ამოვისუნთქე და მაინც მივწერე.
“ჰო, იმას გავყევი ვინც მიყვარს”
“მას?”
“არა, არ ვუყვარვარ”
“და რატომ გაყევი ვერ ვხდები, რამ გადაგრია?”
“ასე გამოვიდა, სხვა გზა არ მქონდა”
“ლაწირაკო, შენ ხარ დარწმუნებული შენს გადაწყვეტილებაში?”
“100%, ხელს ვერ ვკრავდი, ვერაფრით!” 
“მაშინ იმედი მაქვს ბედნიერი იქნები ლაწირაკო”
“შენ რას შვები? როგორ მიდის საქმეები? იმედი მაქვს ეს ხელს არ შეგვიშლის მეგობრობაში ხო?” ხელისკანკალით დავწერე და გაფითრებულმა დაველოდე პასუხს.
“არ შეგვიშლის, არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში ისეთი..” 
“არავინ არ გყავს?”
“მე.. კი… მყავს! რა თქმა უნდა მყავს”
“ანუ დაშორების შემდეგ შენი იმედი ვერ მექნება? :დ” ჩემი ჭკუით გავეხუმრე და როგორც კი გავაგზავნე ვინანე რომ მივწერე. 
“დაშორებას აპირებ?”
“ხო.. როცა დრო მოვა, დავშორდები და მოიყვანს მის რჩეულს”
“რა სისულელეს ამბობ, რა მის რჩეულს?” 
“შეყვარებული ჰყავს, მე მხოლოდ იმიტომ მომიყვანა რომ იძულებული იყო”
“და შენ გგონია დეა რომ კაცს თუ არ უნდა, ვინმე დააძალებს მის მოყვანას?”
“როგორ არა, სასწორზე მისი რეპუტაცია იდგა, ადამიანი ძლივს მოპოვებული რეპუტაციის გამო ყველაფერზეა წამსვლელი”
“ნუ სულელობ დეა, შენც კარგად იცი, კაცს რომ არ უნდოდეს არაფერს გააკეთებდა! თავს ნუ აჯერებ სისულელეებს, იქნებ გრძნობს შენს მიმართ რამეს? არ გიფიქრია, რომ შეიძლება მასაც უყვარდე?” 
“სისულელეა! მას მისი რჩეული უყვარს, ის მოჰყავდა ცოლად”
“მაგრამ შენ მოგიყვანა”
“გეყოფა რა, პედოფილ, კარგი რა!” ნერვიულად შევათამაშე ტელეფონი ხელში და შუბლი მოვისრისე მთლიანად არეულმა.
“დაფიქრდი, დეა”
“ნუ ცდილობ დამაჯერო ის რაც არარეალურია, მინდა რომ ეგრე იყოს, მაგრამ ვიცი რომ სისულელეა, გთხოვ რა, საერთოდ ვირევი”
“იმიტომ რომ მშვენივრად იცი სიმართლე, ყველაფერი იცი და მაინც შენსას იმეორებ, გეშინია რეალობის?” 
“მეშინია, ჰო”
“მოვა დრო და აღარ შეგეშინდება, დაიძინე ახლა დეა”
“მოიცა, ჯერ შუადღეა, რაიცოდი ძილს რომ ვაპირებდი?” შევცბი და გამეტებით ჩავაჩერდი ტელეფონს.
პასუხი არ იყო.
გაავებულმა დავახეთქე ტელეფონი, ვინ არის ვერაფრით ვერ ვხვდები, ან რა უნდა, ან საიდან იცის ამდენი რამე?! სახე ხელებში ჩავრგე და ღრმად ამოვისუნთქე. როგორც კი დაიზუზუნა ტელეფონმა ეგრევე ვეცი და გავხსენი.
“ძილის წინ რომ გწერდი სულ, ავტომატურად მოგწერე”
თავი დაიძვრინა! საზიზღარი!
“გასაგებია”
ისევ არ მოუწერია პასუხი, მშვიდად დავაბრუნე ტელეფონი უკან და თვალები დავხუჭე.
აღარაფერზე არ მინდოდა ფიქრი, უბრალოდ მინდოდა დამეძინა და ყველაფერი უკუმეგდო რაც მინადგურებდა ოცნებებს. იქნებ მართალია? იქნებ მართლა ვუყვარვარ? არა რა სისულელეა! შეუძლებელია! წარმოუდგენელია!

***

გვიანი იყო რომ გამოვფხიზლდი, მთელი სახლი მოვიარე, მაგრამ დანიელი ვერსად ვიპოვე, შემდეგ ტელეფონზე დავურეკე, რამდენიმე ზარის შემდეგ ძლივს მიპასუხა.
- სად ხარ?
- გზაში ვარ, მოვდივარ!
- გელოდები
ტელეფონი გავთიშე და აივანზე გავედი, იქვე სავარძელში ჩავჯექი და ვარსკვლავებს გავხედე, ვითვლიდი და თან ცალი ყური ეზოსკენ მქონდა, მოუთმენლად ველოდებოდი დანიელის მოსვლას.
რამდენიმე წუთში გამოჩნდა, მანქანა დააყენა და სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა სახლისკენ, იქედანვე შემამჩნია რომ აივანზე ვიჯექი და პირდაპირ ამოვიდა.
- რას შვები? - ღიმილით მომიჯდა გვერდით და ლოყაზე მაკოცა მსუბუქად. ესეც საკმარისი იყო რომ ელექტრონებს ყველა უჯრედი გაეარათ.
- არაფერს, ახლა გავიღვიძე, სად იყავი?
- კლუბში გავედით ბიჭები, აღარ გაგაღვიძე ისე გემრიელად გეძინა
- ჰო, არაუშავს!
- მისმინე, ხვალ გიორგის დაბადების დღეა და კლუბში მივდივართ, ხო წამოხვალ?
- წამოვალ.. ბევრნი ვიქნებით?
- არაა.. მარტო ჩვენ და გიორგის მეგობარი…
- მეგობარი?
- ხო კარგი, ამას უყვარს! - გაიცინა და თვალებმოჭუტულმა გადმომხედა - არ გეძინება ქალბატონო?
- ახლა გავიღვიძე დანიელ..
- მე ვიფიქრე დავწვებოდით… - ტუჩი მოიკვნიდა და თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადაიტანა, ერთიანად წამოვხურდი და დენდარტმულივით წამოვდექი ფეხზე - მე ჩავალ ქვემოთ, მშია - ამოვიკრუსუნე და სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე, თუმცა მაინც გავიგე მისი სიცილი.

***

რაც შემეძლო დროს ვწელავდი, პულტს უსიამოვნოდ ვატრიალებდი ხელში, მინდოდა ჩაძინებული დამხვედროდა, ვინიცის მერამდენე არხზე ვრთავდი იმის იმედით რომ რაიმე საინტერესო გამოჩნდებოდა, ბოლოს დავნებდი, ტელევიზორი გამოვრთე, ყველაფერი გადავამოწმე და საძინებელში ავედი ჩუმი ნაბიჯებით, კარები შევაღე და ვინ იცის ღმერთს რამდენი მადლობა გადავუხადე, ჩაძინებული რომ დამხვდა.
სწრაფად გავიხადე ტანსაცმელი, მოკლე პერანგი გადავიცვი და მეორე მხარეს შევწექი ფრთხილად.
წამი არ იყო გასული რომ გადმოტრიალდა, წელზე შემიცურა ხელი და ისე სწრაფად მიმიკრო ახურებულ გულმკერდზე მსუბუქად წამოვიკივლე.
- ჩუუ - ჩაიცინა და პირდაპირ ლავიწებს შორის დამიტოვა სველი კოცნა - ასეთ პერანგს რომ იცვამ, ვითომ რამე აზრი აქვს? თან ლიფი არ ჩაუცვამს ქალბატონს..
- მეე..
- ჩუ მეთქი ხომ გითხარი? - გულმკერდიდან კისერში ააცოცა ტუჩები და საერთოდ დამიბინდა გონება.
- დანიელ! - ამოვიკრუსუნე და თმებში თითები შევუცურე.
- გისმენ, დეა - ჩახლეჩილი ხმით მიპასუხა და მთელი კისერი დამიკოცნა.
- მეტს ვეღარ გავუძლებ - მოთმინება დაკარგულმა დავწვდი მის ტუჩებს და ვიგრძენი როგორ გააკანკალა. ბრიტელები გადამიწია და მკერდისკენ ჩაუყვა სველი კოცნებით - საოცარი სურნელი გაქვს! - სურვილისგან გაგიჟებულმა, ჩემკენ დავქაჩე და ტუჩებზე წავეტანე მთელი გრძნობით, თვითონ ტუჩებს კბილებს ანაცვლებდა, კბილებს კი ენას და ვგრძნობდი როგორ მატულობდა სხეულში ტემპერატურა, ვნება მთელი ძალით მივლიდა უჯრედებში და ჭკუიდან მშლიდა.
რამდენიმე წუთში ჩემი პერანგი იატაკზე მოისროლა და მთელი სხეული დამიკოცნა, როგორც კი ხელი საცვლისკენ წაიღო შემაკანკალა და შეშინებული თვალები მივანათე.
- თუ გინდა არ გავაკეთოთ, დეა! - თვალებში ჩამხედა და შუბლი შუბლზე დამადო - გთხოვ, ოღონდ არ შეგეშინდეს ჩემი!
- დანიელ… - შიში როგორღაც უკუვაგდე, ჩემივე ინიციატივით მოვხვიე კისერზე ხელი და ტუჩებში ვაკოცე, ვიგრძენი როგორ გაეღიმა და უფრო ძლიერად მიმიკრა სხეულზე. შემდეგ ფრთხილად მომაშორა საცვალი და თვითონაც განთავისუფლდა ზედმეტი ნაჭრისგან.
- თუ გეტკინება მითხარი და გავჩერდები - ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა და ფრთხილად წამეტანა ბაგეებზე.
შემდეგ მხოლოდ წამიერი მწველი ტკივილი იყო, მისი თითები ახლართული ჩემსაში და მთელ ოთახში გამეფებული უზარმაზარი სიამოვნება, რომელიც ყოველ უჯრედს მიცოცხლებდა და მისით მავსებდა.

***

თვალები როგორც კი გავახილე მის მწველ თვალებს წავაწყდი, დაჟინებით რომ მაკვირდებოდნენ და ცდილობდნენ ჩემი განწყობა გამოეცნოთ. გუშინდელი ღამის გახსენებაზე სასიამოვნოდ გამეღიმა და უფრო მივეხუტე, გავიგონე როგორ ამოისუნთქა ისე, თითქოს უზარმაზარი ლოდი მოხსნესო მხრებიდან და თვითონაც მომხვია ძლიერი მკლავები.
არც მე ვარღვევდი სიჩუმეს და არც თვითონ, თითქოს ასე ვესაუბრებოდით ერთმანეთს, ვუზიარებდით განცდილ სიამოვნებას და სხეულში გამჯდარ ბედნიერებას. მერე თვითონ წამოიწია ოდნავ, მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში და წამოდგა.
- გავამზადებ საჭმელს და ჩამო ხო? - ღიმილით დამკრა ცხვირზე თითი და წამოდგა. როგორც კი შიშველი სხეული დავლანდე, იმ წამსვე ავიფარე თვალებზე თითები, როგორც ჩანს შემამჩნია და სიცილი აუტყდა.
- ნუ დამცინი! - თვალებდახუჭულმა წამოვდექი, მაგრამ უცებ ტკივილისგან დავიკვნესე და უკან დავჯექი.
- რა მოგივიდა? გტკივა? მაპატიე რა თუ გატკინე გეხვეწები - მომვარდა, ანერვიულებული მისვამდა თითებს სახეზე და მთლიანად კანკალებდა. - გტკივა? რატომ მიყურებ ეგრე, ცუდად ხარ? ექიმს გამოგიძახებ, რამე რომ მოგივიდეს - ნერვიულად აიჩეჩა თმები და ისევ მე მომიბრუნდა.
- ჩაიცვი, თორემ არამგონია ჩემი მოსულიერება შეძლო - ძლივს მოვაბრუნე ენა პირში და აფორიაქებულმა გავატრიალე თავი.
- დეა! - წამოიძახა და იქვე დაგდებული საცვალი ამოიცვა - კინაღამ გული გამისკდა.
- დანიელ, მუცელი მტკივა უბრალოდ, ცხელ შხაპს მივიღებ და როგორმე გამივლის, ნუ ნერვიულობ, ამით არავინ მომკვდარა ჯერ!
- მე რავიცი ვის რა მოუვიდა, მთავარია შენ ხო ხარ კარგად - გაბუტულმა ჩაჯდა ჩემს ფეხებთან და ჩემი ხელები მის ხელებში მოიქცია - ძალიან ვინერვიულე, მართლა! - მიხ გატეხილ ხმაზე მეც ვიგრძენი მჩხვლეტავი ტკივილი გულში და მის გვერდით ჩავჯექი.
- კარგი რა, რა განერვიულებს დანიელ?
- მეშინია რომ ინანებ ამ ყველაფერს, მეშინია რომ ამით შეცდომა დავუშვი
- მე არასდროს ვინანებ ამ დღეს, რაც არ უნდა მოხდეს! - მისი სახე ხელებში მოვიქციე და ნაზად შევეხე ტუჩებზე - მიდი ახლა შენი გემრიელი ხელებით საჭმელი გაამზადე და მეც უცებ ჩამოვალ ხო? ხვალიდან მე გავხდები დიასახლისი! - გავუცინე, ფეხზე წამოვდექი და ხელი გავუწოდე.
ღიმილით ამომხედა და თვითონაც წამოდგა, მერე მთელი ძალით მომეხვია და ტუჩებში რამდენჯერმე მაკოცა.
გადარეული!

***

საღამოს შვიდისთვის უკვე მზად ვიყავი და დანიელის შემოსვლას ველოდებოდი, მოკლე ლურჯი, გულმკერდზე ოდნავ ამოღებული კაბა მეცვა და თმები მაღლა მქონდა აწეული.
მშვიდად შემოაბიჯა საძინებელში, შავი შარვალი და თეთრი პერანგი იმდენად უხდებოდა რომ სუნტქვა შემეკრა, გაოცებულმა ავაფახულე თვალები, პირველად არ ვხედავდი, მაგრამ ყოველ ნახვაზე მაინც ახერხებდა ჩემს გაგიჟებას, მოტკეცილ პერანგში, უფრო კარგად იკვეთებოდა მისი ნავარჯიშები სხეული და იმხელა ნერწყვი გადავყლაპე რომ კინაღამ დავიხრჩვი.
გაოცებულმა ამომხედა, ფეხებიდან დაიწყო და ბოლოს სახეზე შეჩერდა, დაბნეულმა მივაჩერდი, ტუჩის კუთხეები შეერხა და თვალებაციმციმებულმა გაიღიმა. შემდეგ სწრაფად წამოვიდა ჩემკენ, წელზე მომხვია ხელი და პირდაპირ გულზე მიმიკრა.
- რა ლამაზი ხარ! - ყურში ჩამჩურჩულა და იქვე დამიტოვა სველი კოცნა.
- შენც.. ძალიან… კარგად.. გამოიყურები, დანიელ! - ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი და თვალებში მივაჩერდი.
- სწრაფად წავიდეთ თორემ ვატყობ გადავიფიქრებ - გაიცინა და ოთახიდან ერთად გავედით.
კლუბში მისულს, ალექსი, გიორგი და ერთი გოგო დამხვდა მაგიდასთან, კეთილი ღიმილით მიყურებდა და თავის მწვანე თვალებს აბრიალებდა, გიორგი როგორც კი სხვას წაეფლირტავეობდა.
როგორც არმოჩნდა ანი ჰქვია, გიორგი კი გამუდმებით აწვალებს და აწითლებს.
- გეყოფა გიორგი რა, ნუ იცი ასე! - აბუზღუნდა ისევ და ღიმილით გადავხედეთ მე და დანიელმა ერთმანეთს.
- კარგი, ერთი ცეკვა მაჩუქეთ ქალბატონო მაშინ! - ღიმილით გაუწოდა გიორგიმ ხელი და ისიც ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით გაჰყვა უკან.
უცებ დანიელს წერილი მოუვიდა, სწრაფად გახსნა, მხოლოდ “კატო” სახელის წაკითხვა მოვასწარი, მალე დახურა და ანერვიულებულმა ფეხზე წამოდგა.
- გავალ და მოვალ - გამიღიმა და შუბლზე მაკოცა, გაბრაზებულმა შევკარი წარბები და კოქტეილს დავწვდი. ალექსს ველაპარაკებოდი რაღაცაზე გაცხარებული, ვიღაცამ რომ მწვდა მკლავში და უხეშად წამომაყენა.
- მე შენ გელოდები და შენ კიდევ ვიღაცასთან ერთად ერთობი? - გაოცებისგან ადგილზე მივეყინე ლეო რომ დავინახე.
- რა? - დავიბენი და მკლავი ავუქნიე რომ ხელი გაეშვა.
- სხვებთან ერთობი არა? - ირონიულად ჩაიცინა და უფრო მომიჭირა - რამდენჯერ გაგაფრთხილე ჭკვიანად იყავი მეთქი? - ოდნავ დამქაჩა და გარეთ გამიყვანა, ალექსი წამოგყვა და ცდილობდა როგორმე ხელი შეეშველებინა ჩემთვის, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
- ლეო, გამიშვი, ნორმალური თუ ხარ! რას აკეთებ? - დავუკივლე და ხელი ავუქნიე.
- ახლა თუ ვარ ნორმალური? მე რომ მხვდებოდი, სახლში რომ გაცილებდი და სიყვარულს მეფიცებოდი, მაშინ ხომ ვიყავი კარგი? - გაცოფებული წამოვიდა ჩემკენ და უკან უკან დავიხიე, უეცრად რაღაც ძალიან მაგარს რომ შევასკდი.
- დანიელ? - ამოვიკნავლე და ცრემლიანი თვალები შევანათე.
- აბა არანაირი გრძნობა არ მაკავშირებსო? - დაიგრგვინა და მხრებში ჩამაფრინდა.
- მე არ ვიცი, რაზე ლაპარაკობს საერთოდ! - ამოვიხავლე და ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით ჩამომიგორდა.
- სახლში ვილაპარაკებთ! - გაბრაზებულმა გამოცრა კბილებიდან და პირდაპირ ლეოსკენ წავიდა, დავინახე როგორ დაარტყა რამდენჯერმე, ალექსმა ძლივს გააშველა, არ ვიცი ლეომ რა უთხრა, მაგრამ შევცბი ჩემკენ რომ გამობრუნდა გაფითრებული, სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა და მკლავში ჩამავლო ხელი.
პირდაპირ მანქანისკენ წამიყვანა, უხეშად ჩამსვა, კარი მომიხურა და თვითონაც დაიკავა ადგილი.
გაოცებული ვუყურებდი და ვერაფრით ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ..
შემდეგ ტელეფონმა დაიზუზუნა და უცხო ნომრისგან მოსული შეტყობინება ხელის კანკალით გავხსენი.
“მე გაგაფრთხილე!”

ჰმმ.. იმედი მაქვს გამოვიდა ეს თავი და იმედები არ გაგიცრუეთ!
ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის..
მაბედნიერებთ თქვენი კომენტარებით!
ჩემი სტიმული ხართ, შემდეგი თავი დაიდება ხვალ საღამოს და გამოჩნდება კიდევ რაღაც/ვიღაც :დ <3
მიყვარხართ! <3



№1  offline წევრი TeddyBear

ეს თავი იყო იცი როგორი ? შოკი! პიკი! პანიკა!
შემდეგი თავი მინდა სასწრაფოოოდ!!! heart_eyes heart_eyes
ძალიან მაგარი ხარ ანუკ, აი ძალიან!
მიყვარხარ მე შენ! kissing_heart

 


№2  offline წევრი aNuGi

TeddyBear
ეს თავი იყო იცი როგორი ? შოკი! პიკი! პანიკა!
შემდეგი თავი მინდა სასწრაფოოოდ!!! heart_eyes heart_eyes
ძალიან მაგარი ხარ ანუკ, აი ძალიან!
მიყვარხარ მე შენ! kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა ჩემო თბილო! <3
მეც მიყვარხარ ძალიან, ვეცდები მალე დავდო შემდეგი თავი <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline წევრი An_Gel

აუაუაუაუაუაუაუაუუ,ძაან მაგარი თავი იყო მართლა! საუკეთესო ჯერ-ჯერობით. მოიცა,ეს კატო ანუ უბრალოდ ბიცოლა კიარა,ბოროტი ბიცოლოაა ხო?? :DDD აიი,ეგ მაიმუნი ქალი! დეას და დანიელს მაინც ვერავინ დააშორებს. ჭკვიანი კაცია დანიელიტო და მიხვდება ყველაფერს. ამ თავში რომ +18 გააკეთეს მომეწონაა))) ურთიერთობა დაუთბათ და უფრო დაახლოვდნენ <3 ძაან შემიყვარდა ეს ისტორია და ახალი თავს ხო არ დააგვიანეებ? :DDDDDDDDD ძაან მაგარი გოგო ხარ შენ <3

 


№4  offline წევრი aNuGi

papastatekulosi
აუაუაუაუაუაუაუაუუ,ძაან მაგარი თავი იყო მართლა! საუკეთესო ჯერ-ჯერობით. მოიცა,ეს კატო ანუ უბრალოდ ბიცოლა კიარა,ბოროტი ბიცოლოაა ხო?? :DDD აიი,ეგ მაიმუნი ქალი! დეას და დანიელს მაინც ვერავინ დააშორებს. ჭკვიანი კაცია დანიელიტო და მიხვდება ყველაფერს. ამ თავში რომ +18 გააკეთეს მომეწონაა))) ურთიერთობა დაუთბათ და უფრო დაახლოვდნენ <3 ძაან შემიყვარდა ეს ისტორია და ახალი თავს ხო არ დააგვიანეებ? :DDDDDDDDD ძაან მაგარი გოგო ხარ შენ <3

ხო ხარ ღირსი დავაგვიანო?! smile
დაგპირდი მაგარი თავი იქნება მეთქი და აჰა! მეც ყველაზე გემრიელად დავწერე ეს flushed
ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა და გპირდები არ დავაგვიანებ <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№5  offline წევრი ლილიანი

მოგკლააავ(ეს ისე ხუმრობით stuck_out_tongue_winking_eye )აუუ სად გაწყვიტე ვაი დედა გამისკდა გული იმ ლეოს დავასახიჩრებ აუუ რაები ახლართე რაა მეთქი ამ თავში მმაინც გავიგებ თქო რაა მოკლედ რა ხდება ვერ გავიგე რატო უნდათ რომ ჩამოაშორონ ვაახ ძალიან ვარ დაინტერესებული და დაინტრიგებული ძალან მომეწონა ეს თავი არა რაა მოვკლავ მმაინც ლეოს რა უნდოდა ერთი ვერ გავიგეე აუ მოიცა ეს რომ ახლა კატოს მოგზავნილი იყოოს თმებს დავაპუტავ სათითაოდ მომდევნო თავი ცოტა დიდი დადე და ახსენი რრა ხდება თორე აღარ შემრჩა თითებზე ფრჩხილები ახლა კიდე სად გაწყვიტეე დამტოვე ჩემი დაჭმული ფრჩხილების ამარა rage joy joy ველოდები შემდეგს წარმატებები

 


№6  offline წევრი aNuGi

ლილიანი
მოგკლააავ(ეს ისე ხუმრობით stuck_out_tongue_winking_eye )აუუ სად გაწყვიტე ვაი დედა გამისკდა გული იმ ლეოს დავასახიჩრებ აუუ რაები ახლართე რაა მეთქი ამ თავში მმაინც გავიგებ თქო რაა მოკლედ რა ხდება ვერ გავიგე რატო უნდათ რომ ჩამოაშორონ ვაახ ძალიან ვარ დაინტერესებული და დაინტრიგებული ძალან მომეწონა ეს თავი არა რაა მოვკლავ მმაინც ლეოს რა უნდოდა ერთი ვერ გავიგეე აუ მოიცა ეს რომ ახლა კატოს მოგზავნილი იყოოს თმებს დავაპუტავ სათითაოდ მომდევნო თავი ცოტა დიდი დადე და ახსენი რრა ხდება თორე აღარ შემრჩა თითებზე ფრჩხილები ახლა კიდე სად გაწყვიტეე დამტოვე ჩემი დაჭმული ფრჩხილების ამარა rage joy joy ველოდები შემდეგს წარმატებები

დიდი მადლობა თბილოო, ბოდიში რომ ასე განერვიულეებ :დ <3
ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდოო <3 <3
მიხარია რომ მოგწონს <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№7 სტუმარი Ana

Wow magaria dges kide dadeb?

 


№8  offline წევრი aNuGi

Ana
Wow magaria dges kide dadeb?

არა დღეს ვეღარ, ხვალ შუადღეს ან საღამოს <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№9  offline წევრი D-I-A-N-A

ყოჩაღ ჩემო საყვარელო <3 . ძალიან მომეწონა , ძაან საინტერესო თავი იყო . ყველაზე მეტად კი ის მომწონს რომ ბევრს დებ .ასე გააგრძელე kissing_heart

 


№10  offline წევრი aNuGi

D-I-A-N-A
ყოჩაღ ჩემო საყვარელო <3 . ძალიან მომეწონა , ძაან საინტერესო თავი იყო . ყველაზე მეტად კი ის მომწონს რომ ბევრს დებ .ასე გააგრძელე kissing_heart

დიდი მადლობა თბილო <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№11  offline წევრი kookie127

ვაიმე სიტყვები არ მყოფნიიიიიის ><
რა გავაკეთო ალექსი და გიო გადამრევენ მაგრამ რადგანაც გიორგი დაკავებულია ალექსზე გავაგრძელებ ოცნებას ჰაჰა :D
ლეოს გამოჩენას არ ველოდი და ერთი იქ ვყოფილიყავი ავაკრავდი კედელზე -.-
მოკლედ როგორც ყოველთვის საოცრება იყოო >< heart_eyes

 


№12 სტუმარი Ledd

აი ეს არ ვიცი რა იყო ვერაფერს ვამბობ ისე მომწონს <333 არ მყოფნის საერთოდ და ველოდები შემდეგ თავს <333

 


№13  offline წევრი ლილიანი

aNuGi
ლილიანი
მოგკლააავ(ეს ისე ხუმრობით stuck_out_tongue_winking_eye )აუუ სად გაწყვიტე ვაი დედა გამისკდა გული იმ ლეოს დავასახიჩრებ აუუ რაები ახლართე რაა მეთქი ამ თავში მმაინც გავიგებ თქო რაა მოკლედ რა ხდება ვერ გავიგე რატო უნდათ რომ ჩამოაშორონ ვაახ ძალიან ვარ დაინტერესებული და დაინტრიგებული ძალან მომეწონა ეს თავი არა რაა მოვკლავ მმაინც ლეოს რა უნდოდა ერთი ვერ გავიგეე აუ მოიცა ეს რომ ახლა კატოს მოგზავნილი იყოოს თმებს დავაპუტავ სათითაოდ მომდევნო თავი ცოტა დიდი დადე და ახსენი რრა ხდება თორე აღარ შემრჩა თითებზე ფრჩხილები ახლა კიდე სად გაწყვიტეე დამტოვე ჩემი დაჭმული ფრჩხილების ამარა rage joy joy ველოდები შემდეგს წარმატებები

დიდი მადლობა თბილოო, ბოდიში რომ ასე განერვიულეებ :დ <3
ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდოო <3 <3
მიხარია რომ მოგწონს <3 <3 <3


უჰ ძაან მანერვიულებ rage rage joy joy ძალიან კარგია და დღეს ვერ დადებ ხო?

 


№14  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Umagresi iyo. Sauketeso xar. Ar vici ra vtqva raa. Ar minda rom gaufuchdet amat urtiertobaaaa veli shemdegs!!!!!!

 


№15  offline წევრი ციცინათელა_

ძალიან მაგარი თავი იყო მალე დადე რა შემდეგი <3

 


№16  offline წევრი aNuGi

დიდი მადლობა თითოეულს! ვეცდები მალე დავდო და იმედები არ გაგიცრუოთ! kissing_heart
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№17  offline აქტიური მკითხველი La-Na

მივხვდი რომ კატოს მოწყობილი იყო რა,საზიზღარი.რა ხდება როგორ მაინტერესებს.როგორ არ მინდოდა ამათ ეჩხუბათ,საზიზღრები.აუ როდის დადებ ახალ თავს ერთი სული მაქვს რა.უმაგრესი ხარ რა
--------------------
ლანა

 


№18  offline წევრი Bsellsb

დადე რააა მალე უმაგრესიაა საუკეთესო

 


№19 სტუმარი Guest Everything

დანიელზე წარმოდგენას ნუ შემაცვლევინებ!!
საზიზღარი ლეო!!

 


№20  offline წევრი Mariammmo

იცი რაა? საერთოდ არ ხარ კარგი გოგო შენ!!!
ესეთი ცეცხლი თავი იყო გავგიჟდით და გადავირიეთ ^^ კითხვა რო დავიწყე და ჩავისუნთქე, ბოლო სიტყვებზე ძლივს ამოვისუნთქე და ვაი იმ ამოსუნთქვას... ველოდები ეხლა აქ გულჩქარებული რას იზამს დანიელი და შენ კიდევ ასე გვიცხადებ რომ ხვალ შუადღემდე ან საღამომდე უნდა ველოდოთ???? -_- შენც ხომ ხვდები რამდენას ბოროტი ხარ?!

 


№21  offline წევრი Ana Imnadze

რატო დაძაბე ბოლოში.
არა და რა თბილად დაიწყო :'(

 


№22  offline წევრი aNuGi

დიდი მადლობა ყველას, მაპატიეთ რომ განერვიულებთ <3
რა ვქნა, რა გავაკეთო :დ <3
ვეცდები რომ ძალიან არ გავწელო და არც დავაგვიანო <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№23 სტუმარი Guest Marikuna (1)

Au au dzn magari iko hmm danieli momwons shemifutet machuqet !

 


№24  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ეხლა წავიკითხე ყველა თავი ერთად არ ვიცი რა გითხრა სიტყვა საიდან ამხელა ფანტაზია ან იქნებ რეალობის ნაწილიცაა.სასწაულიი ხარ ისე საოცრად წერ შემიყვარდა ეს ისტორიაც უზომოდ მაგრამ ისეთი დაინტირგებული ვარ რა ხდება ერთი სული მაქვს გავიგო იმედია რაც ხდება ეგ წარმოდგენას არ შემიცვლის ლექტორზეე..საოცრება ხარ შენი ისტორიებით შემაყვარე თავი.

 


№25 სტუმარი Guest Someone

Dzaliaan kargiaaa!! Ragacc minda rom ggkitxoo:)) am saitze ertxel cavikitxe istoriaa biznesmenze da mis mdzivanze romelic rogorc dacvas iseti roli akvs:) ar maxsovvs detalebii magramm iknebb vinme damexmaroott povnashii :)

 


№26  offline აქტიური მკითხველი terooo

ამათი არევა იქნებოდააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent