რეალობის მარწუხებს მიღმა (თავი 1)
ჩამოღამებულა..ღრუბლებიც კი, რომლებიც თეთრად ლივლივებდნენ ცისფერ ცაზე, საერთოდ აღარ ჩანან. არც უნდა იყოს გასაკვირი, ახლა ხომ ზამთარია, მართალია უკვე თებერვალია, მაგრამ მარტი ჯერ კიდევ შორსაა, თუმცა ნატოს მაინც უკვირს ჩამოწოლილი სიშავე. გაშტერებული სახით მიათრევს ფეხებს ისე, თითქოს მისი სხეულის ნაწილი არ იყოს, თითქოს გარედან მიღებული კიდურის ნაწილი გამხარიყოს, რომელიც მოწყვეტად ლამობს... სახე გაფითრებია გოგონას, აციებს კიდეც, ქარი თმას უწეწავს და მგონი მისი გარეგნობა მშვენივრად ასახავს, რას გრძნობს... დღეს გრამატიკის საფუძვლებში ჰქონდა გამოცდა და მესამე საკითხი სწორედ ის ერთადერთი შეხვდა, რომელიც 70-იდან არ იცოდა. გული ლამისაა ამოუვარდეს, თითქოს შიგნიდან რაღაც ღრღნის და ნელ-ნელა უშლის შიგთავსს. მსგავსი განცდა ჯერ არასდროს ჰქონია, რა 4 „ჯიპიეი“ გააფუჭა, არა, უკეთ უნდა ემეცადინა, აბა, რა ეგონა დერეფნიდან დერეფანში რომ დადიოდა გაღიმებული სახით .. ახლა კი იტანჯები, დაე, იტანჯოს.. ალბათ დაიმსახურა კიდეც.. ან რატომ ? მან ხომ მხოლოდ ერთი საკითხი არ იცოდა და მაინც და მაინც ის მოუვიდა. ეჰ, რა გამსახურდიას სტიპენდია შეირყა...ახლა იყოს და უყუროს საკუთარ ძალა გამოცლილ სახეს, იჯდეს და ჩაიშხამოს არდადეგები.. *** -კაი რა, ადექი, რას გაშოტილხარ აქ, გოგო-ეძახის ძმა, რომელიც მასზე ერთი წლითაა უმცროსი და ისიც თსუ-ში სწავლობ, თსუ-ში, რომელსაც დედა უნივერსიტეტი უწოდა ვიღაცამ და მას შემდეგ მოსდევს და მოსდევს ეს სახელი, ვინ იცის იქნებ მემკვიდრეობითია და მეტი არაფერი.. თუმცა ასეც არ უნდა იყოს, მსგავსი ტიტულებს დაუმსახურებლად ვერ უნარჩუნებს გარეენობრივ ობიექტთ დრო... გარეთ წვიმს, ნატო კი ისევ საბანში შეხვეულა, ახლა მთლად ჩაუკრავს გულში სქელი და თბილი მატერია, თვალები ძალით დაუხუჭავს და ვინ იცის რაზე ფიქრობს.. მაქსიმე ისევ უყურებს, ადექი, დაოო, მაგრამ ნატო არ იძვრის, უსიცოცხლოდ უდევს სახე . -ნუ ხარ ამ ქულების ფანატიკოსი რა-წუწუნს იწყებს, ჩვეულად აქნევს თავს და წამოზრდილი თმა ჰაერში ეგრიხება. -გადი რა!-უაზროდ ამბობს ისე, რომ თვალებსაც არ ახელს.. -იწექი მანდ, მე კი ფილმის სანახავად წავალ... -ჰო ? ისეთი უაზრობის წინაზე რომ მანახე კინოში და მაგის გამო ჩავკვდი გუშინ.. -მე მაბრალებ, ნატო ? კარგი, იწექი, მე წავალ.. -წადი, წადი-ირონიით ამბობს, მაქსიმეც არ აყოვნებს და გადის.. ნატოც მარტო რჩება ფიქრებთან, რომლებიც თანდათანობით ახრჩობენ, სულს უხუთავენ და არ აძლევენ რელაქსაციის საშულებას... -ეჰ, ჩემი „ეი“ , ჩემი ....-ისე საუბრობს, თითქოს სულიერ არსებას სჭირდეს რამე. მისთვის ქულები უკვე ხორცშესხმულნი გამხდარან, სიზმარში თითქმის ყოველ ღამე ნახულობს, თუ როგორ აკლებენ ერთ-ორ ქულას და დილას ატირებული სახით იღვიძებს.. ეჰ, ნეტა რისი ბრალია მსგავსი ფსიქიკა ? იქნებ მარტოსულობის, იმ ცივი, მოუშორებელი და დაუშრეტელი უცხოობის გრძნობის, რომელიც შიგნიდან განადგურებს, ნელ0ნელა გიხვრეტს გულის კიდურს და კანიდან გამოღწევას ლამობს... *** რა არის ცხოვრება ? რისთვის მოვდივართ ამქვეყნად ? სიამოვნებისთვის თუ ტანჯვისთვის ? თუ უბრალოდ ამ ორ შორის შუალედი უნდა ვიპოვოთ ? ვიშრომოთ მთელი ცხოვრება, ვიწვალოთ, რათა მცირე ხნიანი ბედნიერება მოვიპოვოთ განუსაზღვრელი ინტერვალებით ? იქნებ არაა საჭირო, ვიყოთ რობოტები და პროტესტის განცდა ჩავკლათ სულებში ? იქნებ უნდა შეგვეძლოთ შერჩევა, მისი მეთოდის ცხოვრებაში რეალიზება ..იქნებ ნატო არ უნდა ყოფილიყო ასეთი ჩაციკლული ქულებზე, იქნებ ბედნიერება მხოლოდ „ჯიპიეიში“ არ დაენახა... შორიდან იოლია, თუმცა როცა ვცდებით შორეულ საზღვრებს, როცა საკუთარ სულებთან მივდივართ, ყველაფერი რთულდება.. ერთ დროს ნატოც ასე ფიქრობდა, მაგრამ საკუთარმა ფიქრებმა ბოლმდე ჩაითრია, მიჯაჭვა წიგნებთან და ბიბლიოთეკის გარდა რამე თუ არსებობდა სულ დაავიწყა, არდადეგების დროსაც კი არ ჩადიოდა მშობლიურ მხარეში და შანიძე-კეკელიძეს მონაცვლეობით და ხანაცვ ერთდროულად კითხულობდა.. *** -სად ხარ, აბა ?-მაქსიმე ხმაურით შემოდის სახლში, ხმაზე ეტყობა, ნასვამია-ნატო..-ეძახის დას, თუმცა ხმას არავინ სცემს..-სადაა ტო ? შედის დის ოთახში, საბანს დაჰყურებს, სადააო უკვირს, მერე კი ბოლთის სცემას იწყებს, აზრზე ვერ მოსულა, მთელ სახლს ათვალიერებს და ნატო არ ჩანს.. ტელეფონს იღებს ოფლიანი ხელის გულით და ცდილობს, დას დაუკავშირდეს... თუმცა წვდომა არაა... ისე თენდება, ისე აღწევს მზე მატერია ჩამოფარებულ ფანჯრებს მიღმაც კი, რომ მაქსიმეს ისევ არ სძინავს, ისევ ბოლთას სცემს, ისევ ოფლი ასხამს, ისევ უკანკალებს ხელები,, თითქოს გზას ვერ ხედავს, უიმედობისა და ზეუიმედობის გასაყარზე ჯერ არასდროს ყოფილა.. ალბათ გაეცინება ბევრს.. თუმცა რა იციან, როგორ უყვარს მაქსიმეს უფროსი და, რომელიც მისი ყველაზე ახლო მეგობარიც კია.. *** ალბათ ყველას გგქონიათ სურვილი, დაკარგულიყავით სადღაც შორს, ყველას თვალსაწიერს გასცლოდით და გეცხოვრათ ისე, რომ არ არსებულიყავით, გეცხოვრათ არსებობის გარეშე და უბრალოდ ცხოვრებით გეხარათ... დიახ, ყველას გქონიათ ამის სურვილი, მაგრამ ზოგს გამბედაობა არ გეყოთ, ზოგს უკეთესი იდეა დაგებადათ, რომელმაც რეალობასთან მჭიდროდ დაგაყენათ, დაგაყენათ და ფიქრებით ცხოვრების მეორე პოლუსზე გადმოგამისამართათ... *** -მშვენიერი ადგილია, არა ?-ეკითხება უცნაური გარეგნობის ქალი. -საოცრებაააა...-ბოლო ბგერას წელავს ნატო და გარემოს გაფართოებული თვალებით აშტერდება. -მოკლედ, რამდენი ხნით დარჩებით ? -დაახლოებით ერთი თვე. -მარტო ? -დიახ, მარტო-ბოლო სიტყვას განსაკუთრებით გამოკვეთს… უცნობიც მიდის, ნატო ისევ მარტო რჩება, მაგრამ ახლა სულ სხვა ადგილას, გრძნობს, რომ სხვა სამყაროს ნაწილი ხდება, მის წინ მობიბინე მდელო იშლება, ჰორიზონტი სულს უთბობს თითქოს და სახლს აშურებს, რომელიც მყუდრო და პატარაა, სწორედ ისეთი, როგორიც გოგონასთვის სიტყვა სახლის გაგებასთან ასოცირდება... -ღმერთო ჩემო...-ფუმფულა საწოლზე მოწყვეტით დაეშვა და ქუთუთოები ნახევრად მიაწება ერთმანეთს...-ასე ჯობია, ასე..-მალე ქუთუთოებზე ავტონომია დაკარგეს გოგონას სამართავმა სისტემამ და ნელ-ნელა ძილის ფორმალურ გამოხატულებას რეალურიც მოჰყვა.. ეს ის მომენტი იყო, როცა დღეს შეუმჩნევლად ეპარება ღამე, დღეს არ უნდა, რომ დაღამდეს, მაგრამ უნებლიეთ მაინც მიჰყვება ბრძანებლის სურვილს, ისე დაღლილა, წინააღმდეგობის გაწევის ძალაც აღარ შესწევს... *** ტრადიციულად ეზიზრებათ ღამე, არადა რა კარგი რამეა, როცა სამყარო ჩუმადაა, შეწყვეტილი აქვთ ადამიანებს ფუსფუსი, ბრძოლა, არავინ გაბეზრებს თავს უაზრო ლაქლაქით, შენ კი საკუთარ ფიქრებს თმის ყველაზე მოკლე ღერიდან ფეხის წაჭრილ ფრჩხილამდეც კი მართავს.. ადრე მსგავსი რამ ნატოს მხოლოდ მაშინ განეცადა, როცა სწავლისას ძილისკენ სწრაფვის სურვილში გაგუდულიყო.. -და მერე სრული ჰარმონია დაისადგურებს, ჰარმონია, სადაც მგელი და კრავი ერთად დალევს წყალს..-ღიღინებს ნატო და მსგავს განწყობას ახსნას ვერ უძებნის, თუმცა რა საჭიროა, რა საჭიროა ყველაფრის ახსნა, რა საჭიროა მიზეზთა ძიება ?! *** უმიზეზოდ მიზეზიც არ არსებობსო, სჯერათ დარწმუნებით და იმაზე არც კი ეფიქრებათ, რომ ცხოვრებას სულ არ სჭირდება მიზეზი, ის არც ალგორითმია და არც მორფემა, რომელიც უნდა გამოყო გრძელი სიტყვიდან.. აქამდე ნატო მიზეზებზე აგებდა ცხოვრებას, წინასწარ გეგმავდა ყოველ მომდევნო ნაბიჯს, მაგრამ იმ დღეს, როცა გაქრა, თითქოს ცხოვრების სტრატეგიაც შეეცვალა... ცხოვრება მოკლეა იმისთვის, რომ წესები დაიცვა, იცხოვრო ისე, როგორც სხვებს უნდათ, მოიქცე ისე, როგორც შენგან ელიან... *** გადატრიალებები უცბათ ხდება, რევოლუციონერები იდეათა ძღვნით ქვეყნის კიდეებს წამიერად აწყდებიან, ყველაფერი, რაც გადატრიალებს იწვევს, წამიერად ხდება, გადაწყვეტილებაზე დიდ ხანს სულაც არ ფიქრობენ, უბრალოდ იციან, რომ ასეა საჭირო, ნატოს შემთხვევაშიც ასეა... ახლაც ზის და კედლებს უყურებს, ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულა, ვერ გაუკაფავს გზა რეალობაში შექმნილი სამყაროსკენ, სადაც იდეა იდეაზე მოდის, განცდა განცდაზე, ფიქრი ფიქრზე და ცხოვრების ზღვაში შედიხარ.. -რა იქნება ახლა ?-ეკითხება საკუთარ თავს და მისი ქვეცნობიერს მაშინვე უწყვეტელში გადაჰყავს აღნიშნული ზმნა. -ასე არ შეიძლება..-მაქსიმეს ტონით ამბობს და ძმა ახსენდება, თუმცა კარტა უკვე გადაგდებული აქვს, უშიგთავსო ტელეფონი კი ამ საქმისთვის ნამდვილად არ გამოდგება... *** მეორე დღე მეტი ხალისით იწყება, უკვე აღწევს გოგონა სახლის მარწუხებს, უკვე ტკბება ბიბინის ფერებით და იმაზეც კი ეფიქრება, რომ ცხოვრება მთლად არც ისეთი ნაგავია, როგორც აქამდე წარმოედგინა.. საკუთარი ლექსი ახსენდება, რომელიც დეპრესიულზე დეპრესიულ ჟამს მოაფიქრდა და ნელ-ნელა ღიღინებს: გადის ცხოვრება ჩქარი ნაბიჯით და შენც სხეულით უკვე მახინჯით სიბერისაკენ მიექანები და გეზიზღება შენისთანები. ტვინით ვერაფრით მიმხვდარხარ, სად ხარ და კიდეც ცოტაც და უკვე მზად ხარ შენი დრო არის გასული ხვდები და გადაღლილი ცხოვრებით კვდები. **** მესამე დღეს უკვე ეზოს საზრვრებსაც სცდება, უკვე ნაკლებად ფიქრობს საკუთარ რუტინულსა და მომაბეზრებლად უინტერესო ცხოვრებაზე, თითქოს იგი უკვე წარსულში დატოვა, ნაგვის ბუნკერში ღრმად ჩატენა და ახალი ტყავი მოირგო... ____ ფინალურები იზ დასრულებული, ჰოდა, მუზა ოდნავ გადმოიხარა ჩემკენ, ჰოდა, ნახეთ აბა, რამედ თუ ვარგა ეს წამიერი იმპროვიზაციის შედეგი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.