შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ასეც მიყვარხარ (თავი 11 და 12)


9-02-2017, 00:24
ნანახია 2 039

სულელივით, მარტოსულად მივაბიჯებდი საბურთალოზე... ჩემს თავს გონებაში გამუდმებით ერთადერთ კითხვას ვუსვამდი... "ვის ეძებ?!" -ამაზე კი ერთადერთი პასუხის გაცემა იყო შესაძლებელი. რათქმაუნდა ლუკა მესხს! ეს არ მოხდებოდა მაგრამ იმედი მაინც მქონდა რომ სადმე თვალს მოვკრავდი მას, სადმე შევხვდებოდი. რომელიმე მოსახვევში შევჯახებოდი. თუნდაც არ მომესალმოს. უბრალოდ იმაზეც თანახმა ვარ რომ მისი მზერა დავინახო. მისი მომხიბვლელი ღიმილი რომელიც უკვე 4 დღეა არ დამინახავს. მისი საოცარი თვალები... ტუჩები რომელიც ჩემს დანახვაზე უთრთოდა. მისი ხელები რომელიც ჩემს თმას ეფერებოდა. მენატრება ლუკა მესხი!
5 აპრილი...
დღე, როცა ერთი კვირის მერე ისევ ვნახე ის და თან რა მდგომარეობაში.. მერჩივნა საერთოდ არ მენახა რადგან უფრო ცუდად გავხდი. 5 აპრილს დედამისს კრძალავდნენ. მე, ანი და ბექა ერთად წავედით. ვიდექი სასაფლაოზე... მისგან მოშორებით. ვუყურებდი ყველანაირად განსხვავებულ ლუკა მესხს. რომელიც აღარ ჰგავდა ადამიანს. მისი სახიდან ყველანაირი ემოცია იყო გამქრალი. ზუსტად პირდაპირ ვედექი და მერჩივნა არ ვმდგარიყავი. ყველაფერს გავაკეთებდი ოღონდ ასე არ დამენახა. ეცვა შავი შარვალი, შავი პერანგი და შავი პიჯაკი. ასევე შავი ფერის სათვალე ეკეთა. მზე ანათებდა მაგრამ როცა მას ვუყურებდი ირგვლივ ჩემთვის ყველაფერი ჩაბნელებული იყო... ერთმანეთის დანახვაში ხელს არაფერი გვიშლიდა თუმცა მას ჯერაც არ შევუმჩნევივარ...
ჯერ მარცხნივ გაიხედა, შემდეგ მარჯვნივ, უკანაც შებრუნდა ცალი მხრით.. თითქოს ვიღაცას ან რაღაცას ათვალიერებდა. შემდეგ წინ გამოიხედა და სათვალე მოიხსნა. გაშეშებული ვიდექი და მას მივშტერებოდი.. ვერც კი მივხვდი როგორ შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს.. უცებ თითქოს გამოვფხიზლდი. მისი ღია ფერის თვალებიც კი ჩაძირულიყო. ქუთუთობის ქვემოთ ხაზები გასჩენოდა უძილობით. ლუკა ასეთი სერიოზული გამომეტყველებით მაშინაც კი არ მახსოვს როცა პატიებას მთხოვდა. წარბებიც შეეკრა, ოდნავადაც კი არ იღიმოდა. თუმცა რატომ უნდა გაღიმებოდა.. რა იყო ამის მიზეზი!
რამოდენიმე წამით თვალის აურიდებლად მიყურა. მე კი აღარ ვიცოდი საით გამეხედა. კიდევ ერთხელ შევავლე მის მზერას თვალი. ძალიან ნელა და გარკვევით დაახამხამა თვალები, ამასობაში ისევ მე მიყურებდა, მილიმეტრებით დააქნია თავი, რაც ჩემთვის მაინც შესამჩნევი იყო. თითქოს მადლობის ან რაღაცის ნიშნად აკეთებდა ამას. უცბად სათვალე გაიკეთა და თავი დაბლა დახარა. ერთი ცრემლიც არ შემინიშნავს მის თვალზე.. ალბათ იმიტომ რომ აქამდე საკმარისად იტირა..
როცა ლუკას დედა უკვე დაასაფლავეს და ხალხი იშლებოდა, მეც მოვდიოდი მაგრამ დავინახე რომ ის ისევ იქ დარჩა. ადგილიდან არ იძროდა, უბრალოდ იდგა. იქვე ჩამომჯდარიყოდა მიწას დასცქეროდა... ჩემკენ ზურგით იჯდა.
უკვე სასაფლაოს ტერიტორიას ვცდებოდით როცა ჩემდაუნებურად შევჩერდი. შემოვტრიალდი და მისკენ გავემართე.
-ნინა სად მიდიხარ?! -ვატოს ხმა მომესმა ზურგს უკან.
-მალე დაგეწევით. თქვენ წადით... -არც გამიხედავს მისკენ ისე ვუთხარი და უბრალოდ გზას განვაგრძობდი. წამითაც არ მინანია ჩემი სვლა.
მას როცა მივუახლოვდი ნაბიჯების ხმა გაიგო და მხარს ზემოდან ფრთხილად გამომხედა. ჩემთვის არც შემოუხედავს მაგრამ თვალის კუთხით მიხვდა ვინც ვიყავი.
მისგან ერთი მეტრის მოშორებით ჩამოვჯექი და რამოდენიმე წუთი ჩუმად ვისხედით. მას ისევ სათვალე ეკეთა.
-როგორ ხარ?! -ამოვღერღე ბოლოს.
-როგორც შემიძლია.. -ეს თქვა, სათვალე მოიხსნა და თავისი თვალები დამანახა. თვალები რომელიც ცრემლებით იყო სავსე. როგორც კი შემომხედა მის ლოყაზე დიდი მარილიანი ბურთი დაგორდა.
მუხლზე იდაყვით დაეყრდნო, ხელი კი თვალებზე აიფარა.
მისი ქვითინის ხმა მესმოდა.
-ლუკა! -ღრმად ჩასუნთქვით, აკანკალებული ხმით მივმართე და მასთან ახლოს მივიწიე. თითქმის მივეკარი.
ის უფრო და უფრო უმატებდა ტირილს... მე კი ამან მომკლა. უბრალოდ გამანადგურა
-ცხოვრება გრძელდება! -როგორც იქნა ვუთხარი ის რისი თქმაც დიდი ხანია მინდოდა.
-ჩემთვის აღარ. -თქვა და თავი ამოყო...
რამოდენიმე წამის შემდეგ ვეღარ გავუძელი და ხელი მოვხვე, მთლიანად მივიკარი და მხარზე თავი დავადებინე..
ის ისევ მიწას დასცქეროდა და კანკალებდა. ისევ ჩახუტებული მყავდა როცა სწრაფად მკითხა
-შენ მე მაპატიე?! -ამომხედა და ხელით თვალი მოისრისა.
-მაგას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.. -ზუსტად ახლა, აქ, ამ დროს ყველაზე მეტად მინდოდა ამ თემისთვის თავი დამეღწია. ადგა და მეც ავდექი. საფლავებს შორის ვიწრო გზას ჩუმად, ხმის ამოუღებლად გავუყვებოდით. მას შარვლის ჯიბეებში ხელები ჰქონდა ჩაწყობილი მე კი თმას ვიკრავდი.
როცა მთავარ გზაზე გამოვედით ის თავის მანქანაში ჩაჯდა, მე კი ჩემი მანქანადავქოქე და ერთმანეთს არც კი დავმშვიდობებივართ ისე წავედით ჩვენ-ჩვენ გზებზე.
ანისთან მივედი... თითქმის ორი საათი მე ვატოს და ანის არაფერი გვითქვამს. თითქოს დასუსტებულები ვიყავით და დაბურული სიჩუმე ჩამოწოლილიყო.
-რა უთხარი ლუკას?! -ვატომ ფრთხილად მკითხა
-დავამშვიდე... -სწრაფად ვუპასუხე რომ მეტი კითხვა აღარ დაესვა.
-როგორ შემეცოდა... -საწყალი ხმით ამოღერღა ანიმ.
-ჩემი ძმა.. ასეთი არასოდეს მინახავს. -წუხდა ვატოც.
-არც მე... -ვთქვი და ჩავფიქრდი.
ერთი კვირა გავიდა და მისგან ისევ არაფერი მესმოდა.
12 აპრილი.. ჩემი დაბადების დღე..
ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. რათქმაუნდა ანია...
-ჩვენი იუბილარი 25 წლის გახდაა -ერთხმად მომილოცეს ვატომ და ანიმ.
-აჰაჰ... -ნაძალადევი ღიმილით ვთქვი
-გილოცავთ ნინა... მრავალს დაესწარი. ძალიან გვიყვარხარ და ბედნიერებას გისურვებთ.. მოკლედ ყველაფერი საუკეთესო!...
-ძალიან დიდი მადლობა... მეც მიყვარხართ. -თბილად მივმართე და გავჩუმდი.
-აპირებ რამეს?!
-არაფერს -სიტყვა არც ჰქონდა დამთავრებული რომ სწრაფად ვუპასუხე.
-მაშინ ჩვენთან უნდა მოხვიდე. უბრალოდ ვივახშმოთ.. არ მინდა შენს დაბადების დღეზე მარტო იყო სახლში.. გავერთობით მოდი.
-კარგი ოღონდ მარტო ჩვენ.. -თითქოს ვთხოვე
-ბექა და ელენეც მოვლენ.. -დამიძახა ტელეფონში ვატომ
-მშვენიერია... -თბილი ტონით ვუთხარი და დავემშვიდობე.
წასვლა ნამდვილად მეზარებოდა მაგრამ მაინც წავედი... დაახლოებით 6 საათი იყო იქ რომ მივედი.
ისევ მომილოცეს. მე კი მაინც ერთი პიროვნებისგან ველოდებოდი ზარს ან თუნდაც ერთ სიტყვიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. "გილოცავ!" - ესეც საკმარისი იქნებოდა წამეკითხა რომ მთელი დღე ბედნიერი ვიქნებოდი.. აი თურმე, ერთი სიტყვაც საკმარისია უდიდესი ბედნიერებისთვის. "ბედნიერება ხომ წვრილმანებშია!.."
როცა მაგიდასთან ვიჯექი ყოველ წუთს ტელეფონს დავცქეროდი. იმედი მაინც მქონდა რომ ეკრანი მესხის ნომრითა და სმს ით აინთებოდა.
-ნინა ცოტა გამხირულდი რა...-იმედიანად შემომხედა ანიმ
-როგორც შემიძლია.. -ყალბი ღიმილით მივუგე და წვენი მოვსვი.
საათს რომ შევხედე 8 საათი ხდებოდა.
ვატოს ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა.
-ხო ძმაო... -უპასუხა მან. -რავი ყველა აქ ვართ და ნინას დაბადების დღეს ავღნიშნავთ. -შევკრთი. არ ვიცოდი ვინ იყო მაგრამ მაინც ამიჩქარდა გული. -ჰოო -გააგრძელა მან. -აჰამ.. კი ძმაო ვეტყვი ახლავე.. -თვალები გამიფართოვდა. -კაი.. -თქვა ბოლოს და ტელეფონი გათიშა.
-ნინა! -მომმართა ვატომ. მე კი ფეხზე სწრაფად წამოვხტი.. ხოლო როცა გავაცნობიერე ყველა მე მიყურებდა მალევე დავჯექი და უხერხულობისგან თავის დასაღწევად წვენი მოვსვი..
-ლუკამ დარეკა. -წვენი ყელში გადამცდა გაკვირვებისგან.
-მერე?! -ისეთი ტონით ვუთხარი თითქოს ეს ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა და არ მაღელვებდა.
-ნინას ნახვა მინდა. 15 წუთში თქვენს სახლთან მოვალ და გამოვიდესო. გახვალ?! -მკითხა ბოლოს და სახეზე ეტყობოდა რომ უარყოფით პასუხს ელოდებოდა. არ იცოდნენ რომ მასზე გაბრაზებული აღარ ვიყავი.
-რათქმაუნდა! -სწრაფად ვუპასუხე მაგრამ მათი სახეები რომ შევნიშნე გადავაკეთე. -შევეცდები..
გული გამალებით მიცემდა და წამდაუწუმ საათს ვუყურებდი დროის გასაგებად. 9 ის 15 წუთს ველოდებოდი რომ კარი გამეღო და მესხს შევხვედროდი..
ლუკას მანქანის ძრავის ხმა გავიგე. უკვე ზეპირად ვცნობდი.
ფანჯრიდან ფრთხილად გავიხედე და მანქანასთან მდგომი მესხი შევამჩნიე რომელიც ეწეოდა. ზუსტად 8:15 საათი იყო. შემოსაცმელი მოვიხურე და გარეთ გავედი.
ფრთხილად მივაბიჯებდი რადგან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მეცვა და გზა ნაწვიმარი იყო. უკვე კარგად შებინდებულიყო.
-გამარჯობა ლუკა! -უემოციოდ მივმართე მას.
-კარგად გამოიყურები! -ამხედ-დამხედა და სწრაფად მითხრა, სიგარეტი ძირს დააგდო, ფეხით გასრისა და ნაბიჯები გადადგა.
-მოიცა მანქანით არა?! ან სად მივდივართ საერთოდ?!
-რაც მთავარია კაფეში არა! -მტკიცედ თქვა. -მინდა უბრალოდ ფეხით გავისეირნოთ. -დაამატა ბოლოს.
-კიბატონო! -ვუთხარი და თმა გავისწორე.
ანის სახლის ეზოს ტერიტორიას გავცდით. რამოდენიმე ნაბიჯი ისე გადავდგით ერთმანეთისთის სიტყვაც არ გვითქვამს.
სიგარეტის მორიგ ღერს მოუკიდა და მოწევა განაგრძო. სულ შეიცვალა..ყველანაირად! ხასიათებითაც და გარეგნობითაც. გამხდარა...
-პირველ რიგში დაბადების დღეს გილოცავ.. -თბილად მაგრამ უცერემონიოდ მითხრა და წამით გამომხედა.
-მადლობა..-იმედიანად ვუთხარი და რამოდენიმე წამით მივაშტერდი იმის მოლოდინში რომ ისევ შემომხედავდა.
-ისე შენ როგორ ხარ?! -მშვიდად ვუთხარი და მინდოდა რაიმე თემაზე ლაპარაკი წამომეწყო და ასე სულელურად არ გვევლო.
-როგორც შემიძლია. -თქვა და კიდევ ერთი "ნაფაზი დაარტყა". ალბათ ეს ფრაზა აკვიატებული აქვს. ან მართლა ასეა...
-ამდენს რატომ ეწევი?! -თითქოს ვუსაყვედურე მაგრამ რა უფლება მქონდა ამის?!
-სხვანაირად არ გამოდის... -წარბის აწევით თქვა.
-გამოდის... უბრალოდ შენ არ გინდა რომ გამოდიოდეს! ეს ვნებს შენს ჯანმრთელობას.. თანაც არ მახსოვს ადრე რომ ასე ეწეოდი... -მკაცრად ვუთხარი და როცა ისევ სცადა "ნაფაზის დარტყმა" ხელიდან გაომვტაცე და ფეხით გავსრისე.
-ადრე სულ სხვანაირი ვიყავი... -თქვა და სიგარეტის შეკვრა ჯიბიდან ამოიღო.
-ლუკა! -ისევ ვუსაყვედურე.
-კარგი ხო... -ჯიბეში დააბრუნა ის.
-ძალიან კარგი..
-შენ რასშვები რა ხდება ახალი?! -ინტერესით მკითხა
-არც არაფერს. ისევ ძველებურად!.. -სახეზე ღიმილი მივიხატე და იმედი მქონდა მასაც გაეღიმებოდა თუმცა უშედეგოდ. წარბიც არ შეხრია.
სკვერში სკამზე დავსხედით. და ჩვენს წინ მოთამაშე ბავშვებს შევცქეროდით.
-რა საყვარელია არა?! -ცისფერთვალება ქერა ბავშვზე მიმანიშნა.
-ძალიან! -გავმხიარულდი მე.
-ჩვენი შვილიც ასეთი იქნებოდა!... -დამწუხრებულმა თქვა
-იქნება.. -ჩემდაუნებურად შევუსწორე. მან კი გაკვირვებულმა უცბად შემომხედა.
-ჰმ.. -ჩაიბურტყუნა და ჩაიცინა... მის სახეზე ამდენი ხნის მერე პირველად შევამჩნიე ღიმილი მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ეს ღიმილი ირონიული იყო.
-რა გაცინებს?! -ვკითხე ბუზღუნით
-არაფერი დაივიწყე. -თავი ნელა გააქნია და მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო. -აუ წამოდი რა ისევ გავისეირნოთ.. -ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ფეხზე სწრაფად წამოდგა.
-კარგი... -დავემორჩილე და ავდექი.
გზას გავუყევით..
-ალბათ თავი მოგაწყინე არა?! -მკითხა როცა სკვერს გავცდით.
-არა რა სისულელეა.. -თბილად ვუთხარი
-ხომ არ გცივა?! -ეტყობოდა ლაპარაკს ცდილობდა და მზრუნველობა გამოიჩინა.
-არაა...
მაინც უაზროდ მივაბიჯებდით სველ ასფალტზე.
ერთხელაც არ უთხოვია მაშინდელივით მაპატიეო და ამით ერთი რამ დავასკვენი... ლუკა მესხს ჩემდამი გრძნობები გაუქრა და გული გაუცივდა!..
არ მინდა პატარა ბავშვივით ავტირდე და მას თავი შევაცოდო.
-სამსახურში დამაწინაურეს... -უცბად გამახსენდა და სიხარულით მივმართე.
-ძალიან კარგია... -გაეღიმა მას ოღონდ ნაძალადევად. მიუხედავად იმისა რომ ერთი თვეც არაა რაც მას ვიცნობ მაგრამ ყოველთვის ვცნობ მის გულწრფელობას. -გილოცავ! -თბილი ტონით დაამატა.
-მადლობა!.. -მორიდებით ვუპასუხე.
-ისე იქნებ ბოლოჯერ გხედავ?! -სინანულით მითხრა მესხმა.
-გამორიცხულია.. -ჩემდაუნებურად მტკიცედ ვუთხარი..
-ვითომ რატომ?
-იმიტომ რომ მე არ მაწყობს ეს -ამაყად ვუთხარი. ის კი ჩაფიქრებული იყო და დუმდა...
-რაიყო?! -ეჭვით გავხედე მას.
-არაფერი... -უმნიშვნელოდ თქვა და ისევ გაჩუმდა
-მაშინებ.. -ცალი წარბის აწევით ვუთხარი
-მეე?! -გაუკვირდა მას
-ჰო შენ.. -გავუმეორე.
-და რატომ გაშინებ? -გამინაწყენდა -ხომ იცი, რომ არაფერს დაგიშავებ.
-ვიცი უბრალოდ მომავლის მეშინია. -ფრთხილად ვუთხარი და თავი დავხარე.
-შეეგუები! -ხმადაბლა თქვა. თითქოს თავისთვის ჩაიბურტყუნა, მაგრამ მაინც ჩემს გასაგონად.
-რას.. -ვერ გავუგე მას.
-კარგი დაივიწყე არაფერი...
-ვერ მიგიხვდი! -გაურკვევლობაში ვიყავი.
-არაუშავს! -ისევ უმნიშვნელოდ თქვა.
-ლუკა! თუ რამის თქმა გინდა პირდაპირ მითხარი.. დავიტანჯე. -მკაცრად ვუთხარი და მანაც წარბები შეკრა.
-არაფრის თქმა არ მინდა. უბრალოდ მინდა კარგად იყო..
-ვიქნები! შენ რატომ ღელავ ამაზე.. -გავუბრაზდი მას.
-შევეშვათ ამ თემას.. -ისეთი ტონით თქვა რომ მე ვეღარაფერს დავამატებდი, უბრალოდ ეს დიალოგი დამთავრდა.
უცბად ფეხი გადამიბრუნდა და ჩემს ფეხსაცმელს ქუსლი მოტყდა. წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და ძალაუნებურად მას დავეყრდენი..
-ფრთხილად! -მზრუნველობა გამოიჩინა და დამიჭირა. თვალებში ჩამხედა და მისი თბილი მზერა როგორც იქნა ჩემსას შეხვდა.
-ხომ ვამბობდი არ უნდა ჩამეცვა ეს ფეხსაცმელი.. თან ასეთ ამინდში. -ჩემს თავზე გავბრაზდი და გზა კოჭლობით განვაგრძე.
-მოდი რა ქენი იცი? ორივე ფეხსაცმელი გაიხადე და ფეხშიშველმა იარე..
-სახლამდე?! -გავიოცე მე.
-ჰო რა იყო.. ცოტა გზა დაგვრჩა.
-ვფიქრობ მართალი ხარ. ასე აჯობებს. -დავემორჩილე, ფეხსაცმელები ხელში დავიჭირე და გზა ისე განვაგრძე.
-ოღონდ ფრთხილად! რამე არ შეგერჭოს.
-შევეცდები..
ნახევარი გზა ისე გავიარეთ ერთმანეთისთვის ხმა აღარ გაგვიცია.
-შენ მე მაპატიე?! -უცბად შეჩერდა და გაკვივებულმა მკითხა. თან თითქოს რაღაცას მსაყვედურობდა, ოღონდ არ ვიცი რას.
-კი... -დაუფიქრებლად ვუთხარი.
-და რატომ?!..
-იმიტომ რომ მიყვარხარ! -ესეც დაუფიქრებელი პასუხია, თუმცა მტკიცე.
-გიყვარვარ?! -ისევ გაუკვირდა.
-ჰო რა არ შეიძლება?! -ცალი წარბი ავწიე და ბოლოს ჩამეცინა.
-კი უბრალოდ.. -მალევე შეწყვიტა. და მეც აღარ ჩავაცივდი რადგან უარყოფითი პასუხების მეშინოდა.
ამასობაში ჩემი სახლის ეზოს მივუახლოვდით.. მიწა, რაზეც უნდა გამევლო ატალახებული იყო და შევჩერდი. აქ ფეხშიშველი ნამდვილად ვერ გავივლიდი. ლუკა სიარულს მაინც არ წყვეტდა.
-ლუკა! -დავუძახე მას. შემობრუნდა და მხოლოდ ახლა შეამჩნია რომ არ მივყვებოდი.
-მოდი აქ.. -თქვა და ხელში სწრაფად ამიტაცა.
-რა მოხერხებული ხარ..-გავიცინე მე.
-საკმაოდ.. -უემოციოდ მითხრა და ისე შემიყვანა სახლში.
-როცა ძირს დამსვა კარისკენ წასვლა და გარეთ გასვლა დააპირა მაგრამ შეყოყმანდა.
უცებ მისკენ მთელი ძალით მივიწიე და ისიც ჩემკენ გამოქანდა... ეს ყველაფერი წამის მეასედში მოხდა. ერთმანეთს იმდენად ძლიერად ჩავეხუტეთ კინაღამ გამჭყლიტა. მის გულის ცემას ვგრძნობდი ის კი ჩემს თმას ეფერებოდა. როცა მის სხეულს მოვშორდი მისმა ტუჩებმა მიმიზიდა მაგრამ კოცნის საშუალება არ მომეცა. მისკენ წავიწიე როცა შემაჩერა.
-არ შემიძლია ნინა!.. უნდა წავიდე. -შეტრიალდა და კარისკენ წავიდა. -მიყვარხარ! -თქვა ისე რომ არც გაჩერებულა და არც შემოტრიალებულა... მისი ეს ქმედება ძალიან გამიკვირდა მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვიყავი მისი ნათქვამით.კარი გაიხურა და გავიდა... მე კი ლოგინზე გადავეშვი და ზღაპრულ ფიქრებში შევიჭერი.. ის ზუსტად ვიცი რომ ჩვენს შერიგებას არ ნიშნავს, რაც დღეს მოხდა, თუმცა იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ეს მაინც მოხდება..
რა არის სიყვარული?! დავსვათ კითხვა, რომელზეც ჩემი აზრით პასუხები არ არსებობს. უბრალოდ არის პირადი მოსაზრებები და ვარაუდები.. ამაზე მსჯელობა კი ვფიქრობ უბრალოდ სისულელეა.. ადამიანის ცხოვრება ისეთია ალბათ ყველასთვის ყოფილა მსგავსი მომენტი სიყვარულზე გული რომ უცრუვდება და იძახის რომ ის მისთვის არ არსებობს. მგონი ესეც დიდი სისულელეა. ყველა ადამიანს ადრე თუ გვიან მაინც ეწვევა ის... რომელიც არასდროს იკარგება. შეიძლება პირველი არ იყოს და იყოს მეშვიდე.. მაგრამ იყოს ნამდვილი და სამუდამო სხვა დანარჩენებისაგან განსხვავებით. როცა გიყვარს თითქოს სამყაროს ეთიშები. სხვაგან გადადიხარ... იქ სადაც მხოლოდ იმ ერთადერთზე ხარ დამოკიდებული. მხოლოდ მასზე ფიქრობ და მას ეკუთვნი. გძინავს თვალგახელილს და გაღიმებულს. ძილის წინ ფიქრობ, და ჰქმნი ფანტაზიებს სადაც იქცევი შენი სურვილისამებრ ამ სიყვარულის მიმართ. ნებისმიერ წამს შეიძლება შენდაუნეუბურად გაგეღიმოს და ამან გარშემომყოფების გაკვირვება გამოიწვიოს. გვიჭირს ავხსნათ ჩვენი გრძნობები, ჰოდა არც არის საჭირო სიტყვებით ახსნა. უბრალოდ ქცევებით უნდა გამოხატო... ხანდახან ძალიან ძნელია გაიგო გიყვარს თუ არა ადამიანი რადგან ამას გულიც ვერ გკარნახობს. სიყვარულის დროს თითქოს შენს ცხოვრებას აზრი ეძლევა. გგონია რომ რაღაც განსაკუთრებულისთვის იღვიძებ და ცოცხლობ...
სიყვარული არ ქრება... უბრალოდ შეიძლება მისთვის განკუთვნილი ადამიანი გაქრეს... გაქრეს სამუდამოდ!
ტაქსში ჩავჯექი და სამსახურისკენ გავემართე.
ტელეფონზე ერთი ზარიც არ შემოსულა იმ ერთადერთისგან. არადა აქამდე ყოველ დილით მირეკავდა. და აინტერესებდა როგორ ვიყავი.. სად ვიყავი.. რას ვაკეთებდი! ახლა?! ახლა არაფერი. სიმართლე რომ ვთქვა გაურკვევლობაში ვარ. რა ვთქვა არც კი ვიცი. მითხრა მიყვარხარო მაგრამ ჩემთან არაა. არ შემიძლიაო თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა! რას ნიშნავს ეს?! თუ ეს სიყვარულია მაშინ.. მაშინ რა არის შეუძლებელი. მე ხომ ყველაფერი ვაპატიე, მის გვერდით ვარ! მე ხომ მისთვის ვცოცხლობ!!! იმედი მაინც მაქვს რომ ყველაფერი დალაგდება და ის ისევ ისეთი ლუკა მესხი გახდება როგორიც იყო.. მხიარული და სიცოცხლით აღსავსე..
როგორც კი სამუშაო საათები დამიმთავრდა და სამსახურიდან გამოვედი მაშინვე ანისთან წავედი და იმედებს ვამყარებდი ისიც იქ დამხვდებოდა.
სახლთან ლუკას მანქანა ვერ შევამჩნიე და პირდაპირ შიგნით შევედი.
-რა კარგია რომ მოხვედი.. ვეღარ ვითმენთ მე და ვატო.. -მხიარულად შემომეგება ანი..
-ისეთი არაფერი. წყნარად მივუყვებოდით გზას და უბრალოდ ვლაპარაკობდით. ვუთხარი მიყვარხარ მეთქი და სახლში რომ მივედით ჩავეხუტე. უემოციოდ მითხრა მიყვარხარო და უბრალოდ წავიდა..
-კარგი ამბებია.. -ჩაილაპარაკა ვატომ.
-ჯერ არა. -ნაზად გავიღიმე. -ჯერ არ შევრიგებულვართ.. -დამწუხრებულმა ვთქვი ბოლოს.
-არაუშავს ეგეც მალე მოხდება. -მითხრა ანიმ და თბილად ჩამეხუტა.
-იმედი მაქვს.
კარზე ზარი გაისმა.. ვატომ გააღო და ზღურბლთან დადებული კონვერტი ხელში აიღო. მის გვერდით დიდი სურათი იდო რომელიც ლამაზად იყო შეხვეული
"ნინა ჩოხელს!" -ეწერა შავი და დიდი ასოებით. კალიგრაფია მეცნო და გული ამიჩქარდა.
-ლუკასგანაა.. -კუთხეში მიწერილი წარწერა წაიკითხა ვატომ და კოვნერტი გახსნა. -წერილია. შენთვისაა ნინა! სჯობს შენ წაიკითხო.. -ხელში მომაჩეჩა
ხელის კანკალით გამოვართვი და მყარად დავიჭირე რომ არ დამვარდნოდა..
"გამარჯობა ნინა! -დავიწყე კითხვა -პირველ რიგში მინდა იცოდე რომ მიყვარხარ..და შენი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებ. -ჩუმად ვკითხულობდი რადგან ყველა სიტყვა რაც იქ ეწერა პირადულია. -პირველად როცა გაგიცანი კარგად იცი როგორ აღვფრთოვანდი შენზე. შენ მასწავლე სიყვარული... ანგელოზი ხარ, რომელმაც ბედნიერება მომიტანა! შენი თვალების დანახვისას მთელ სხეულში მაჟრიალებდა. როგორც კი გაგიცანი რამოდენიმე კვირის წინ მაშინვე შეიცვალა ჩემი ცხოვრება.. თითქოს აზრი შეემატა ჩემს არსებობას. ყოველდღე რომ არ მენახე არ შემეძლო. მინდოდა ყოველ წამს შენს გვერდით ვმდგარიყავი და შენთვის მეყურებინა. შენი სილამაზით დავმტკბარიყავი. შენში ყველაფერი მომწონს.. გარეგნობაც და სულიერებაც! შენ ყველაზე განსაკუთრებული ხარ ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი. -მიკვირს ამ ყველაფერს წერილით რატომ გადმომცემს და პირდაპირ არ მეუბნება. -ვიცი როცა ახლა ამ წერილს კითხულობ გული გამალებით გიცემს.. გიკვირს არა?! გიკვირს ასე რომ ვლაპარაკობ.. არაუშავს ჩემს სათქმელს მალე გაიგებ.. რამოდენიმე წლის წინ მკითხეს რა არის სიყვარულიო.. არაფერი მითქვამს მაშინ მაგრამ ახლა შემიძლია ზუსტი და სწორი პასუხი გავცე ამ კითხვას.. სიყვარული შენ ხარ ნინა! ზეციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ხარ, რომელსაც "სიყვარული" ჰქვია! "სიყვარული", რომელმაც ცხოვრების გზა გამინათა.. იქამდე სანამ შენ არ გაგიცანი ამ თემაზე არასდროს დავფიქრებულვარ რადგან ყველაზე არასერიოზულ საკითხად ეს მიმაჩნდა.. ღალატი!.. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა რაც ოდემე ჩამიდენია. შენ გიღალატე.. გიღალატე და ძალიან ვინანე.. შეიძლება შენ მაპატიე ეს შეცდომა და ისევ გიყვარვარ, მაგრამ მე ვერ ვპატიობ ამ ყველაფერს ჩემს თავს. არ შემიძლია მაშინდელივით ჩაგხედო თვალებში და გითხრა "მიყვარხარ!" როცა ასე გატკინე გული.. ამ ქვეყანაში ყველასთვის უბედურება მომაქვს. დედაჩემისთვისაც.. მისი გარდაცვალება ნაწილობრივ ხომ ჩემი ბრალიცაა! გართობაში ვატარებდი დროს. ყოველდღე სხვადასხვა გოგოებთან. ამის მაგივრად დედასთან რომ ვყოფილიყავი და მისთვის უფრო კარგად მიმეხედა ხომ უფრო ადრე გავიგებდი მისი ავადმყოფობის ამბავს. იქნებ გადამერჩინა კიდეც.. მაგრამ არა, მე ხომ ასეთი არარაობა ვარ! შენი გაცნობის შემდეგ როგორიც გავხდი იცი მაგრამ ახლა როგორი ვარ?!.. ჩემს ცხოვრებას ყველანაირი აზრი დაეკარგა. მიუხედავად იმის რომ შესაძლებელია შენ მყავდე გვერდით.. აღარც ვიღიმი, აღარც ვიცინი და აღარც ვხარობ. აღარვარ ისეთი როგორიც ადრე ვიყავი. არ მინდა ასეთს მხედავდე. არ მინდა შეგხვდე ყოველდღე ასეთი სახით. არ მინდა ისევ გატკინო გული.. ჩვენი ერთად ყოფნა უარესია. -ამის წაკითხვისას გული შემეკუმშა. -გახსოვს გუშინ რომ გითხარი შენ რა იცი იქნებ ბოლოჯერ მნახულობ თქო. შენ ეს უარყავი და გამორიცხულიაო თქვი მაგრამ.. მოკლედ არ მინდოდოდა ამის გაკეთება მაგრამ ეს მართლაც ბოლო ნახვა იყო. ბოლო ჩახუტება.. მინდოდა მენახე და ისე წავსულიყავი. ჩვენი ჩახუტება მომენატრება.. არ მინდოდა ეს ბოლო ყოფილიყო მაგრამ რა ვქნათ ასე გამოვიდა.. -თვალებში დამიბნელდა. -იცი რატომ არ გაკოცე?! იცი რატომ ვიქცეოდი ასე ცივად?! რადგან ვიცოდი ჩემგან განშორება უფრო გაგიჭირდებოდა.. შენი თმის სურნელი არასდროს დამავიწყდება.. მუდამ მემახსოვრება შენი ღიმილი და სიყვარულით მოცული მზერა რომელიც ჩემკენ იყო მომართული. შენი კოცნაც ისე მომენატრება!.. -ვკითხულობდი და თან მის ხმას და ინტონააციას წარმოვიდგენდი. -შეიძლება ყველაფერი ბოლო იყო მაგრამ სამუდამოდ დასამახსოვრებელი! მოკლედ ნინა ვიცი ამ წერილით იმას ვერ გადმოვცემ რაც მინდა მაგრამ ყველანაირად ვცდილობ. ბევრი რომ არ გავაგრძელო პირდაპირ გეტყვი რომ მივდივარ... სამუდამოდ მივდივარ ამ ქვეყნიდან. ქვეყნის სახელს ვერ გეტყვი. არავისთვის მითქვამს. უბრალოდ ვიქნები იქ სადაც არავის არ შევუშლი ბედნიერებაში ხელს. არავის მოვუტან უბედურებას. უბრალოდ ვიქნები ჩემთვის და ვიცხოვრებ ჩემი ცხოვრებით!.. შენ მითხარი ცხოვრება გრძელდებაო.. მართალიცაა. ცხოვრებას გავაგრძელებ ოღონდ სულ მარტო. მირჩევნია მარტო ყოფნა ვიდრე შენთან ერთად ვიყო, მიყურებდე და გული გეწვოდეს... ჩემს თავს ვერაფერს ვპატიობ. მოკლედ.. ძალიან მიყვარხარ და მუდამ მეყვარები. ეს სიყვარული და შენც სამუდამო ხართ! ის არასოდეს გაქრება.. შეიძლება ვეღარასოდეს გნახო მაგრამ ჩემს გონებაში და გულში მხოლოდ შენი ადგილი იქნება. ის საჩუქარი რომელიც წერილთან ერთად გამოგიგზავნე ნახატია. ის ნახატი, შენ რომ გხატავდი. შენი პორტრეტია! ჩემგან.. ჩემო ლამაზო, ჩემო ოცნება და სიხარულო... ანგელოზო! არაფერზე ინერვიულო! შეიძლება სხვაგან ვარ, შენგან შორს მაგრამ მე ასეც მიყვარხარ!.."
წერილი ხელიდან გამივარდა... მთელ სხეულში ძალა დავკარგე. ყველაზე მეტად ახლა ის მინდა გული წამივიდეს და გონზე მოსვლისას არაფერი მახსოვდეს. ვერ ვდუნდები.. ვდგავარ დაძაბული, უსულოდ ისევე როგორც ლუკას წერილი გდია ჩემს ფეხებთან. მინდა ყველაფერი ხუმრობა იყოს. ცოტაც და ამ ფურცელს ფეხს დავადგავ და გავსრეს. რად მინდოდა ამ წერილის წაკითხვა?! დავიჯერო ასე უფრო შევეგუები?! მაგრამ არა.. სიყვარულმა ხომ ყოველთვის რაიმე მიზეზი უნდა გამოძებნოს ადამიანების დასაშორებლად. ასე უნდა დაეყარა ლუკა მესხს ფარ-ხმალი და უბრალოდ უნდა წასულიყო? ამით ყველაფერი მოაგვარა?! გული არ მინდა გატკინოო.. არადა უარესი გააკეთა!!!
ამის გარდა სხვა გამოსავალი არ იყო? ვერ დარჩებოდა? მე ხომ ასე ძალიან მიყვარს ის.. არანაირ პრობლემას არ შემიქმნიდა მისი უხასიათობა. რაც შეეხება პატიებას... მე ხომ ვაპატიე!ყველაფრის მიუხედავად ვაპატიე რადგან მიყვარს! მეტი რაღა იყო საჭირო.ამის მერე კიდე უნდა მჯეროდეს სიყვარულის?!
-ნინა! -ბუნდოვნად მესმოდა ანის ხმა, რომელიც პირდაპირ მედგა. მე ვერაფერს და ვერავის ვხედავ გარდა ერთისა.. უსასრულო ტკივილისა რომელიც თვალწინ მიდგას და ვერაფერს ვუშველი.
-გამოფხიზლდი! -შემანჯღრია ვატომ, მაგრამ არც ეს მშველიდა.
თუ სიყვარული ისეთი ძლიერია, როგორც ხალხი ამბობს, მაშინ რატომ ვიტანჯებით?! წავიდა ლუკა მესხიც და ჩემი გულიც თან წაიღო. იქ მარტო კი არა ჩემს გულთან ერთად იცხოვრებს..
სურათთან მივედი, მუხლებზე დავდექი და ქაღალდი სწრაფად შემოვახიე. ჩემი პორტრეტი! ზუსტი ასლი.. ვერ ვხვდებოდი სარკეში ვიხედებოდი თუ ნახატს ვუყურებდი. შემოვატრიალე და ჩარჩოს დავხედე. "ბედნიერებას გისურვებ! უზომოდ მიყვარხარ!" -ეწერა შავად და მუქად...
უზომოდ ვუყვარვარ?! თუ ასეა რატომ წავიდა?! ვერ ვუგებ მას. ვერაფერი გავუგე.. გასაგებია რომ ხასიათები შეეცვალა მაგრამ გული ხომ არ შეცვლია?! ის ხომ ისევ თავის ადგილას დგას და ისევ ვიღაცისთვის ცოცხლობს?! ახლა რა ვქნა? ავდგე და მეც წავიდე? გადავიკარგო სამუდამოდ? თუ წავიდე და რაიმე სიმაღლიდან გადმოვხტე თავის მოსაკლავად? ესეც ხომ ერთ-ერთი გამოსავალია უბედურებისგან თავის დასაღწევად?!
უცბად გამეღიმა.. და დიდი მარილიანი ბურთი ლოყაზე ჩამომიგორდა. ჩემს ღიმილზე სევდის და ტკივილის მეტი არაფერია გამოხატული.
-დაჯექი.. -ძალით წამათრია ანიმ ტახტისკენ და დამსვა. ალბათ შეეშინდა, რომ გული წამივიდოდა. თუმცა მე ამას ვამჯობინებდი.
უსიტყვოდ დავემორჩილე და უსულოდ დავჯექი. თავი ხელებში ჩავრგე. გვერდულად დავინახე როგორ აიღო ვატომ წერილი წასაკითხად.
-ნინა! -მომმართა ანიმ
-ანი! -ორივე წარბი ავწიე და მას გავხედე. ნიკაპით ცალ ხელს დავეყრდენი. იდაყვი კი მუხლზე მედო
-დამშვიდდი! -მხარზე თავი დამადო მან.
-ადვილია არა?! -ტონს ავუწიე..
-უნდა შეეგუო! -თქვა ვატომ როცა წერილი მაგიდაზე დადო.
-შევეგუები! -მტკიცედ ვთქვი და მხრებში გავიმართე
-ცუდად ხარ?! -ანის მზრუნველი ხმა.
-რაღაც არ მგონია.. -უმნიშვნელოდ ვთქვი და თმა გავისწორე.
-ვწუხვარ.. -ამოღერღა ვატომ
-გმადლობ! -ყალბი ღიმილით ვუთხარი და ფეხზე ავდექი.
-სად მიდიხარ?! -შემაჩერა ანიმ.
-გავისეირნებ...
-გამოგყვეთ?! -ვატომაც მზრუნველობა გამოიჩინა.
-რა საჭიროა.. -კარისკენ წავედი.
-ჩვენ შენთნ ვართ.. -ზურგს უკან გავიგე მისი თბილი ხმა.
-სამაგისო არაფერია! -გავუღიმე და სახლიდან გავედი.
ეზოს გზა ნელი ნაბიჯებით გავიარე. მანქანა ისევ იქ დავტოვე და ფეხით წავედი. არ ვიცი ეს რას შეცვლიდა მაგრამ უბრალოდ განმარტოებით ყოფნა გადავწყვიტე. ჩემდაუნებურად ვდგამ ნაბიჯებს მაგრამ არ ვიცი სად მივდივარ. ჩემდაუნებურად მივიწევ წინ.. წინ სადაც არის უსასრულობა. ბოლოს ერთ შენობას მივადექი და უკანა მხარეს შევუხვიე. იქ სადაც ერთხელ უკვე ნამყოფი ვარ... ლუკა მესხთან ერთად.. ლუკა ვინაა?! ლუკა არის სიყვარული წარსულში, აწმყოსა და მომავალში! ის ადგილი ვიცანი სადაც ფეხი გადამიბრუნდა და ლუკამ დამიჭირა. ყველაფერი ნათლად მახსოვდა.. გზა ისევ წვიმიანი იყო და ისევ მაღალქუსლიანები მეცვა. მინდოდა ჩემს გვერდით ის მდგარიყო და ისევ ფეხშიშველს მევლო, მასზე დაყრდნობილს! მინდოდა მის სახელოსნოში ჩასვლა მაგრამ გასაღები არ მქონდა. კარებს ვეჯაჯგურე იმის იმედით რომ ღია იქნებოდა და ის იქ დამხვდებოდა.. ეს ის ადგილია სადაც ლუკამ დამხატა და ეს ნახატი ჩვენი განშორების ბოლო ბედნიერებაა!
ნესტიან კედელს კიბის გვერდით ნესტიან კედელს მივეყრდენი!.. ჩანთა ხელიდან გავუშვი. უფრო სწორად რომ ვთქვა დავაგდე..
მიყუდებულ კედელზე ჩავსრიალდი და ისევ უსულოდ დავეგდე..
-რატომ მიმატოვე ლუკა?! რატომ წახვედი?! რა უფლება გქონდა ამის!!! -დავიყვირე ჩემდაუნებურად
მინდოდა ახლა მოსახვევში შემოსულიყო და უბრალოდ ეთქვა... "არ წავსულვარ! არ მიმიტოვებიხარ, მე შენ ისევ მიყვარხარ!"
ამის მაგივრად კი ვიჯექი სრულიად მარტო.. თავი ხელებში ჩავრგე და ავქვითინდი. ყველაფერს გავაკეთებდი რომ არ წასულიყო.. თუნდაც აღარ შევხვედროდი და აღარც დავლაპარაკებოდი. არ ვყვარებოდი.. უბრალოდ მისთვის შორიდან მეყურებინა!..
საღამომდე აქ ვიჯექი.. ადგილიდან არ დავძრულვარ. უბრალოდ ვიჯექი და გავყურებდი ჰორიზონტს რომელზეც შეიძლებოდა ლუკას გამოევლო. დღის ბოლომდე უამრავი ადამიანის ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე მაგრამ მე მხოლოდ იმ ერთადერთს ველოდებოდი.. ბოლოს რომ ვეღარ გავუძელი მისი ნომერი ავკრიფე. ნომერი რომელიც ზეპირად ვიცი და არასდროს დამავიწყდება. იმის მაგივრად რომ მესხმის ხმა გამეგო ამას ვიგებდი -"ნომერი რომელიც თქვენ აკრიფეთ არ არის რეგისტრირებული!"... კიდევ უამრავჯერ დავრეკე მაგრამ ისევ ეს ფრაზა ისმოდა..
როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე და ავდექი. გზას გავუყევი და ანის სახლამდე მივედი. სახლში არც შევსულვარ უბრალოდ ჩემი მანქანა დავქოქე და სახლში წავედი. ეზოში გზა ისევ ატალახეუბლი იყო. რამოდენიმე წამით შევჩერდი და გავშეშდი. ის გამახსენდა როგორ ამიტაცა ხელში და ფრთხილად მიმიყვანა კარამდე! ახლა კი უბრალოდ ფეხშიშველი მივდივარ ამ გზაზე!



№1 სტუმარი Guest inga

dzalian kargixar,rom ori tavi ertad dade,miuxedavad imisa,rom araa advili amdeni wera.zalian saintereso,emociurad datvirtuli da cheshmariti grdznobebit gajerebuli tavi iyo.iseti,uemociod rom ver waikitxav da gemrielad vitire ( ras gverchi :-D ) velodebi shemdeg tavs gulwrfeli interesit,da imedi mawvs ar gawiravs bolomde tkivilistvis luka ninas.tu kidev or tavs dadeb kargi iqneba dzalian. <3 <3 <3

 


№2  offline წევრი londoni

Ra iyo es ramdeni matiraa

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

უმაგრესი იყოოოოო საოცარიიიი

 


№4 სტუმარი skira

vaimee ar shemidzlia ubralod vzivar da vtiri aseti shtabechdileba didi xania ar mkodia arc ert romanze kvelaze magaria velodebi shendeg tavs ❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent