შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალათბურთელი კონკიას ისტორია [1]


9-02-2017, 19:21
ნანახია 2 845

ვიჯექი ჩაბნელებულ ოთახში და ვტიროდი. უკვე მერამდენე ღამე იყო ეს აღარც მახსოვს თან ნატკენ ხელს ვუყურებდი და ვცდილობდი ცრემლები როგორმე ემოციასთან ერთად გამექრო...
-გოგო რაგჭირს დღეს რაღაც ხასიათზე არხარ - მითხრა ჩემს გვერძე მჯდომმა მარიმ როდესაც გაკვეთილზე ნახევრად მძინარე გამოფხიზლებას და მასწავლებლის მოსმენას ვცდილობდი
-კი უბრალოდ მთელი ღამე ფილმების ყურებას გადავყევი და ხოიცი ერთს რო უყურებ მერე კიდე კიდე კიდე და მეორე დღეს სკოლა უკვე ზედმეტია - გავიღიმე და ნაოშნიკები გავიკეთე ვინაიდან აზრი აქ ქონდა გამოფხიზლების მცდელობებს და მხოლოდ ნახევარი საათის მერე ისეთი მუჯლუგუნი მკრა ვიღაცამ რომ ასე ცივ წყალში რომ ჩავეგდე ვინმეს ის არ გამომაფხიზლებდა
-მარი რაიყო ძალა თუ გერჩის სპორტზე შედი - ვუსაყვედურე და ცოტა დამაკლდა მთელი ძალით რომ არ მომექნია მუშტი და მისი თეთრი კანი სახეზე არ გამელურჯებინა წამებში
-იქნებ მიაქციო ყურადღება - გამახედა ორი ახმახისკენ რომლებსაც ხელში რაღაც ბუკლეტები ეჭირათ ფურცლები და კალმები რა საინტერესოა ჩემი მათემატიკის მასწავლებელი რატომ უჟუჟუნებდა თვალებს აა უი ხო დარჩა ეს საცოდავი გასათხოვარი და ეგაა უნდა ნახოთ ხოლმე ჰორმონები რომ შემოუტევს როგორ გვიყვირის ხან რას ისვრის და ხან რას ბავშვებს მასზე მივანიშნე მერე კი ღიმილით ვთქვი
-მგონი მათემატიკის გაკვეთილებზე ხშირად უნდა დაგვესწროთ ხოლმე - ყველას სიცილი აუტყდა ციალა გაწითლდა და გარეთ გავარდა მე კიდევ ირონია სახიდან არ მშორდებოდა ცოტახანში დირექტორთან ერთად დაბრუნდა
-ანასტასია ცოტახნით გამომყევი - ვინაიდან დირექტორზე ერთი თავით მაღალი ვიყავი ზემოდან ვუყურებდი და ამაზე ცალკე გულში ვხარხარებდი რამდენჯერაც მას ჩავუვლიდი ზუსტად ვიცოდი ახლა რასაც მეტყოდა მისკენ დავიძარი ერთ-ერთმა მაჯაში ხელი რომ მომკიდა და მეც კითხვისნიშნით სავსე თვალებით შევხედე
-თუ შეიძლება ჯერ ჩვენ დაველაპარაკებით ბავშვებს და შევამოწმებთ არ მინდა ვინმე გვაკლდეს ხოლო შემდეგ შეგიძლიათ წაიყვანოთ ,,ოჰ კარგი ბიჭო გაჩედიი'' ჩავიხითხითე გულში და ცინიკურად მომღიმარმა გავხედე
-კარგით - დირექტორი გავიდა და ყველას გაცინა მერე კი ამ ბიჭმა გვერდით დამიყენა და ლაპარაკი დაიწყო
-ბავშვებო გვინდა თითოგარკვეული სკოლიდან თითო ბავშვი (გოგო) შევარჩიოთ და ჩვენს გუნდში ვათამაშოთ მხოლოდ სამი შეძლებს იმ გუნდიდან ამერიკაში წასვლას და სპორტის გაგრძელებას ვის გაქვთ სურვილი? - იკითხა და ყველა გოგომ ხელი აწია ჩემს გარდა მერე მაჯაზე რომელზეც თავისი ტორი ჯერ კიდევ არ გაუშვია ხელი მომიჭირა დაუნებურად ხელი ავწიე
-ძალიან კარგი დარბაზში წავიდეთ ვნახოთ ვინ რამდენად კარგი ხართ -ნუ მოკლედ მთელი სკოლა შეამოწმა და უთხრა დაგირეკავთ დაგირეკავთ დაგირეკავთ მე მის გვერძე ვიჯექი და ამ ბავშვების მონაცემებს ვიწერდი მისი დავალებით ნუ რათქმაუნდა გაკვეთილზე უაზროდ ჯდომას ან დირექტორის ოქმი ფართის კი მერჩივნა ეს ბოლოს როცა ყველა წავიდა ვთქვი
-შემიძლია წავიდე ხო? უკვე 3 საათია
-არა შენი ჯერია
-რა? მე კალათბურთს არ ვთამაშობ უკვე კარგა ხანია - მაინც წამომცდა
-ანუ თამაშობდი
-არა... ისე უბრალოდ გარეთ ბავშვებტან ერთად
-ხო რათქმაუნდა მაშინ გამოდის თამაში არ იცი ალბათ ვერც შეძლებ თან დღეს ისეთი კადრები ვნახე ისედაც გამიჭირდება მათ შორის ვინმეს შერჩევა - ამ მაიმუნის სახე მიხატულს გონია მე ვერ ვითამაშებ კალათბურთს? მე ვინც 5 წელი კალათბურთზე დავდიოდი მაჯობებენ ეს ცინგლიანი სკოლელები? ჰაჰ სასაცილოა
-ანუ მე ვერ ვითამაშებ?
-ვერ ითამაშებ აბა როგორ არც კი იცი ალბათ წესები ან ზოგადად კალათბურთი თუ იცი რა არის - მისმა დამცინავმა ტონმა და ღიილმა იმდენად გამაღიზიანა რომ ჟაკეტი გავიხადე და ბურთი ხელში ავიღე ჯერ თითზე დავიტრიალე მერე საკმაო მანძილით შორს დავდექი თვალები დავხუჭე გონებაში ჩემს თავს გადამხდარი ბოლო რამოდენიმე წელი გავიხსენე კონცენტრაცია მოვახდინე და ბურთი თვალდახუჭულმა ფარისგან უკუღმა მდგარმა ვისროლე მერე თამაში დავიწყე და ყველაფერი რაც კი ვიცოდი მაქსიმალურად გამოვიყენე გავიხსენე საყვარელი მუსიკა და ის უდარდელი პერიოდი როცა კალათბურთზე დავდიოდი თავი მოედანზე მეგონა და ჩემს გარშემო ის ბავშვები წარმოვიდგინე ვინც ჩემს გუნში თამაშობდნენ ეს ყველაფერი რომელიღაც ამოჭრილი ფილმის კადრივით იყო მე კი ჩემი როლი იმდენად კარგად შევასრულე რომ ბოლოს გულ ამოვარდნილი მის წინ დამდგარმა ყბა ჩემი ხელით ავუწიე და ირონიული ხმით ვუთხარი
-აბა? მე არ ვიცი კალათბურთი თუ შენმა პროვინციელმა ლილიპუტმა მოთამაშეებმა? - ჯაკეტი ავიღე და იქაურობას სწრაფად გავეცალე
********
-სად იყავი ამდენი ხანი? - მკითხა დედინაცვალმა და ხის ჯოხი მაგიდაზე ააკაკუნა
-სკოლაში
-დირექტორმა დამირეკა მითხრა რომ დღეს ყველას წინაშე შეარცხვინე შენი მათემატიკის მასწავლებელი
-მერე?
-მერე გინდა რომ სახლიდან გაგაგდო? რა გიყო უკვე აღარ ვიცი
-რაც გინდა ის ქენი
-ანუ რაც მინდა? ხოდა ჩაალაგე შენი ნივთები ბავშვთა სახლში წაგათრევ და ნახავ მერე
-ხვალ სრულწლოვანი ვხდები ჩემ ფეხებს წამათრევ ბავშვთა სახლში
-როგორ ბედაავ - მან ხის ჯოხის დარტყმა სცადა როცა ხელიდან გამოვართვი და ვუთხარი
-შე ნაგვის გროვა მომისმინე თუ კიდევ ერთხელ ცდი ჩემზე ხელის აღმართვას სასამაართლოში გიჩივლებ და იცოდე რომ კარგი დღე არ დაგადგება - მერე გაბრუნდა და წავიდა. დედა 3 წლის წინ გარდამეცვალა მამამ 1 წლის თავზე ეს ქალი მოიყვანა ცოლად თავისი შვილით (ბიჭი 23 წლის ) და აქ ცხოვრობდნენ ნახევარი წლის შემდეგ მამაც გარდაიცვალა ამის შვილი კიდევ სულ სადღაც დაეთრევა ხან ვინ მოყავს სახლში და ხან ვინ გუშინ ღამე მის გამო ვტიროდი სულ ცდილობს დამჩაგროს სახლიდან წასვლა მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია სწავლაა ეგეც ბიბლიოთეკაში დავდივარ და იქ ვასრულებ საშინაო დავალებებს ვინაიდან ბიბლიოთეკარი დედაჩემის კარგი მეგობარი იყო უფლებას მაძლევს ბიბლიოთეკის დაკეტვის შემდეგ მე იქ ვიყო და ვიმეცადინო სიწყნარეში რადგან შევძლო გამოცდების ჩაბარება და გრანტის აღება რათქმაუნდა. იმ საღამოსაც ასე მოვიქეცი ავიღე ჩემი წიგნები და ბიბლიოთეკაში წავედი კარი შიგნიდან უნდა ჩამეკეტა როცა ის იდიოტი თვითკმაყოფილი მოვიდა და კარი კიარ შემოაღო შემოანგრია
-რაიყო გავრბივაართ უცხოპლანეტელები მოგდევდნენ?
-ჰა ჰა ჰა სასაცილოა - მერე უცებ სახე დაასერიოზულა და სკამზე ჩემს წინ დაჯდა კარი ჩავკეტე და მისკენ წავედი ჩემი ადგილი დავიკავე და ვუთხარი
-აბა? რა გაინტერესებს და საერთოდ რატომ დამდევ
-არ იცი ხო? - მკითხა ირონიულად
-ააა კი ვიცი - ვთქვი და ისეთი სახე მიიღო მგონი ეგონა იმას ვეტყოდი რაც სურდა თუმცაა - გინდა რომ სარკაზმის კურსები გაგატარო - თვალი ჩავუკარი
-ღმერთო ჩემო რატომ ხარ ასეთი აუტანელი?
-იმიტომ რომ... იმიტომ... მინდა და ვარ - გავუღიმე და კომფორტულად მოვთავსდი მერე კი წიგნი გადავშალე და კითხვა დავიწყე
-აქ რატომ მეცადინეობ
-გინდა გაიგო ყველაფერი ჩემს შესახებ? - ვკითხე და თვალები მოვჭუტე
-კი მინდა
-ხოდა მომისმინე ძალიან მდიდარი ვარ და არ მინდა ეს ხალხმა გაიგოს ჩემი მშობლები აქ არ არიან და დეიდასთან ვზრდები რომელიც გადაყოლილია ჩემზე მყავს დეიდაშვილი რომელსაც ისე ვუყვარვარ რო მზე და მთვარე დაჟე ვარსკვლავებიც ამოსდის ჩემზე მე კიდევ მირჩევნია წყნარად სიყვარულობანას გარეშე ვიჯდე წიგნებით გამოტენილ ბიბლიოთეკაში და თავი შკოლნიკად ვიგრძნო მიუხედავად იმისა რომ წიგნები ჩემი სტიქია არაა და კარგადაც არ ვსწავლობ. ეს უბრალოდ მეტაფორაა
-მეტაფორა ხო?
-დიახ - გაეღიმა და ცოტა დამაკლდა წიგნი რომ არ მეთავაზებინა სახეში თუმცა ამ საცოდავ უნარების წიგნს რას ვერჩოდი
-მოკლედ შენ ჩემს გუნდში ითამაშებ
-საიდან ამდენი თავდაჯერებულობა მისტერ ,,მე ყველაფერი შემიძლია და ჩემი ღიმილით სამყაროს დავიპყრობ'' - სამი დღე არ მომშორებია სწავლის საშუალებას არ მაძლევდა მიჯდებოდა ასე წინ და მელაპარაკებოდა როგორ გავხდებოდი წარმატებული თუ მას დავუჯერებდი. მეოთხე დღეს ბიბლიოთეკაში არ წავსულვარ არც სკოლაში მივსულვარ დათომ სახლში გამომკეტა
-კარგი პატარა არარაობა რა გავაკეთოთ დღეს
-ჩემგან რაგინდა არ შეგიძლია თავი დამანებო?
-მომიყევი რა მოხდა გასული რამოდენიმე დღის წინ სკოლაში
-არაფერი
-ტყუილია
-კაი?!
-ეგ ცინიზმი და სარკაზმი შეგიძლია სხვებისთვის შემოინახო
-ნუ ღელავ მარაგში საკმარისად მაქვს - გავუღიმე და თვალები ავატრიალე
-თუ მეტყვი გაგიშვებ
-აი დარდი თუ არ გამიშვებ წავალ წამოვწვები დავისვენებ - ვთქვი და ოთახში ავედი მისი ღრიალი რომ გავიგონე საწოლზე დავებერტყე და ნაოშნიკები გავიკეთე OneRepublic - Let's Hurt Tonight ხო იქნებ ამან მაინც მიშველოს რათქმაუნდა დათოს ღრიალის და მერე ლეწვის ხმას ჯობია და რაც მთავარია ფარავს. ჩამძინებია ვიღაც რომ შემომივარდა ოთახში და ღრიალებდა
-ღმერთო ჩემო არაფერი არ იცი - ეს ჩემი დედინაცვალი იყო უკან მთვრალი დათო მოყვა - არ იცი რომ ოთახი უნდა დაალაგო ხოლმე დაასეთ საღორეში არ იყო? რატომ ეტლიკინე დღეს შენს ძმას
-ძმას? - გამეღიმა
-მოგწონს თუ არა ეს ის შენი ძმაა
-მამაჩემი იმ დღიდან შემძულდა როცა შენ და შენი ნაბი**რი შვილი მოგათრიათ აქ
-რა თქვი? - მთვრალი დათო ჩემკენ წამოვიდა და მოასწრო ხელის დარტყმა მერე საწოლიდან გადმომაგდო მას ხელი ვკარი და ძირს დავაგდე სანამ დედამისი მას ასულიერებდა მე ჟაკეტს და რუგზაკს ხელი დავტაცე მობილური თავისი ნაოშნიკებიანად ხალიჩიდან ავიღე და კიბეებზე დავეშვი ვტიროდი და გზას ვუყურებდი გარეთ რომ გამოვედი გავირბინე რაღაც მანძილი მერე გავჩერდი ჟაკეტი ჩავიცვი და რუგზაკი გავხსენი მობილურის ნომერი რომ დავინახე სწრაფად ავკრიფე მობილურზე და სამი ზარის შემდეგ ვიღაცის ნამძინარევი ხმა გავიგე
-გამარჯობა გაგაღვიძება არ მინდოდა ანასტასია ვარ
-გისმენთ
-წინადადებაზე თანახმა ვარ
-მართლა? რატომ რამე მოხდა? კარგად ხარ?
-კი უბრალოდ რაღაცეებზე მინდა დალაპარაკება
-სად ხარ?
-აამ... მეგობართან ვარ
-მისამართი მითხარი
-იცით რა მგონი ჯობია ხვალ ჩემით მოვიდე სადაც მეტყვით
-ანასტასია მისამართი მითხარი
-პარკში ვარ ბიბლიოთეკასთან რომაა
-მოვდივარ არსად წახვიდე - იქვე საქანელაზე ჩამოვჯექი და ცრემლებს ვერაფრით ვიჩერებდი უბრალოდ არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში მას ვენახე მას კიარა არავის მერჩივნა მოვმკვდარიყავი ვიდრე ასე ვინმეს ვენახე თუმცა როგორც ჩანს ახლა ამის დრო არც იყო და მე სულაც არ ვაპირებდი სიკვდილს პირიქით დიდი მოთმინებით ველოდი მას ვისაც ,,ჩემს მშველელს'' დავარქმევდი ნუ ეს ჯერ კიდევ გასარკვევია მაგრამ მაინც - ამ ფიქრებში ვიყავი როცა ვიღაცამ ხელი ხელზე დამადო და ჩემს წინ იდგა
-კარგად ხარ? რა დაგემართა - მითხრა და ცრემლები ცერა თითით მომაშორა
-კი ყველაფერი კარგადაა - მიხაროდა რომ სიბნელე იყო და ვერ შეამჩნევდა მარჯვენა თვალის უპეში მარჯვნივ დაბლა პატარა ჩალურჯებას
-წავიდეთ - ხელი მომკიდა და მანქანის კარი გამიღო მერე შემოუარა და თვითონაც დაჯდა -სახლთან რომ მივედით სულაც არ გამკვირვებია მისი ზღაპრული სასახლე კარი გამიღო და შემიშვა შუქები აინთო და მან მისაღების დივანზე მიმითითა წინ რომ დამიჯდა და თვალი დაინახა ღრმად ამოისუნთქა
-ვიცოდი რომ ეს ერთ დღეს მოხდებოდა
-შენ არაფერი არ იცი
-პირიქით მე ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი
-და ამ ყველაფერს რატომ აკეთებ გეცოდები?
-არა რათქმაუნდა
-აბა?
-მომისმინე ეს რთული ასახსნელია რა ხდება საერთოდ ჩვენს გარშემო
-ჩვენს - ჩავილაპარაკე და გამეღიმა
-მე შენი ძმა ვარ
-ხო როგორ არა ეხლა აქ ბევრი ხალხი უნდა დაგეყენებინა და მე ვიტყოდი ძმაა? მერე ისინი გაიმეორებდნენ და ნამდვილი მექსიკური სერიალი იქნებოდა
-მე მისი პირველი შვილი ვარ იქამდე სანამ დედაშენს ცოლად მოიყვანდა დედაჩემთან იყო ამის შედეგად მე გავჩნდი ოთხი წელი იყვნენ ერთად თუმცა დაშორდნენ ორი წლის შემდეგ დედაშენი მოიყვანა ცოლად და მათი თხუთმეტწლიანი ურთიერთობის შემდეგ შენც იცი რა მოხდა ნუ მოკლედ მე შენზე არაფერი ვიცოდი რომ ჩამოვედი დედაჩემი ცუდად იყო მითხრა შენზე ასე შევძელი შენი მოძებნა ყველაფერი გავიგე შენს შესახებ იმ დღეს სკოლაში რომ არ მოხვედი ძალიან ვინერვიულე თუმცა იქნებ ფიქრობსთქო არც საღამოს მიხვედი ბიბლიოთეკაში და დრო მოგეცი რომ დამირეკედა მეგობარი ახსენე მივხვდი რომ რაღაც კარგად არ იყო შენ ხომ მეგობრები არ გყავს - ყველაფერს შოკირებული ვუსმენდი და ცრემლების ახალ ნაკადს ვერ ვაჩერებდი
-მეზიზღება მამაჩემი იცი? - ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე როცა ნატკენზე ხელი მომიხვდა თვალები მაგრად დავხუჭე და თავი ხელებში ჩავრგე ნატკენს უფრო და უფრო მაგრად ვაწვებოდი და ასე ვცდილობდი ჩემი სულიერი ტკივილის ფიზიკურთან გათანაბრებას თუმცა ვერანაირი ფიზიკური ტკივილი ვერ გაუთანაბდრდებოდა იმ წუთებში ჩემს სულიერ ტკივილს ეს შეუძლებელი იყო ამას ვერაფერი და ვერავინ მოახერხებდა. ის გადმოვიდა ჩემს გვერძე დაჯდა და ხელები მომხვია მერე ზედ ამიკრა და თმაზე მომეფერა ამან უფრო ცუდად გამხადა ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ მოხდებოდა სიზმარშიც კი არასოდეს მინახავს ასეთი რამ არც მსგავსი ახლა კი... არ ვიცი არაფერი არ ვიცი
-შშშშ... დამშვიდდი ყველაფერი კარგად არის შენ არაფერი გემუქრება გეფიცები დღეიდან ვერავინ ვერ შეგეხება
-რატომ არ გამიცანი თავიდანვე როგორც ჩემი ძმა რა საჭირო იყო ეს სპექტაკლი?
-მაინტერესებდა როგორი იყავი უცხოებთან - გამიღიმა ჩემი ღიმილი რომ დაინახა მერე დაამატა - კარგი ვიცი რომ ცოტა სულელურად ჟღერს მაგრამ შენ ისეთი ცინიკოსი ხარ - მერე ორივეს ერთად გაგვეღიმა და მე გამახსენდა რას ნიშნავს გქონდეს ოჯახი უბრალოდ ამდენი წლის მერე ჩაეხუტო შენი ოჯახის წევრს და ბედნიერი გახდე უბრალოდ იყო ვიღაცის გვერდით და თავი იგრძნო როგორც სახლში
-იმათ კარგი დღე არ დაადგებათ დამიჯერე ხვალვე შევიტან სარჩელს სასამართლოში
-არ მინდა
-სერიოზულად? ამდენი ხანი მათ დამცირებას იტანდი ანა სახლშიც კი ვერ მეცადინეობდი მათ გაქციეს ცინიკოსად შეგაძულეს ადამიანებთან ურთიერთობა და ახლა ამბობ რომ არ გინდა სასამართლოში სარჩელი შევიტანო?
-არა არ მინდა
-კარგი მაგრამ ეს თვალი და ეს ხელი - მან ნატკენი ხელი მის ხელში მოიქცია თავი გააქნია მერე კიდევ ერთხელ მაგრად ჩამეხუტა და მითხრა
-მოდი რამე ვჭამოთ და თან ვილაპარაკოთ
-კარგი -მხრები ავიჩეჩე და მას გავყევი
-ჯერ მაისია და შენ მაგ შორტეით დადიხარ არ გცივა?
-მიყვარს ასე სიარული - მხრები ავიჩეჩეჩე და სკამზე ჩამოვჯექი
-იმ სახლში აღარ დაბრუნდები აღარასოდეს
-ჩემი ნივთები იქ არის როგორ
-ყველაფერს ახალს შევიძენთ ხვალვე არაფერი არ დაგჭირდება ძველი
-არ მინდა რომ შეწუხდე - წინ დამიჯდა და მითხრა
-მარტო შენ მყავხარ და აბა ვისთვის უნდა შევწუხდე
-კარგი.. დედაშენი?
-რამოდენიმე დღის წინ დავმარხეთ
-ვწუხვარ
-ხო თუმცა მთავარია შენ ჩემთან ხარ მთავარია გიპოვე და არსებობ -გამეღიმა მივხვდი რომ ახლა მას ზუსტად ისე ვჭირდებოდი როგორც მე ის და მივხვდი რომ სასწაულები ხდება ტყუილად არ ჩაუვლია ჩემს ეკლესიაში სიარულს და უბრალოდ გულში საუბარს ვიცოდი რომ ერთ დღეს გამიმართლებდა დამოხდებოდა რამე მაგრამ ასეთ რამეს ვერასოდეს ვერასოდეს წარმოვიდგენდი
-კარგი აბა რა გვაქვს - ვთქვი და გავიღიმე
-შეგძლებია ხოიცი ცინიზმის გარეშე - მითხრა და მაცივარი გამოაღო რომ შევჭამეთ ფილმის ყურება გადავწყვიტეთ თუმცა დივანზე ჩამძინებია დილით ხმაურმა გამაღვიძა მეც ფეხზე ავდექი და თვალების ფშვნეტით გავედი სამზარეულოში თან ვამთქნარებდი თან ვიზმორებოდი მოკლედ თმააბურდული მაგარი სანახავი ვიყავი ეს არ უნდა გაემაზა არავის
-აა უი გაგაღვიძე ბოდიში - მითხრა ვიღაც მაღალმა და სიცილი შეწყვიტა ეს მგონი ის იყო სკოლაში რომ მოვიდა ჩემს ძმასთან ერთად
-არაუშავს გადავიტან - ვთქვი და გავუღიმე მერე ლექსოს შევხედე
-სააბაზანო საითაა - მან სააბაზანომდე მიმიყვანა მერე მითხრა
-გიყიდე რაც დაგჭირდებოდა გადაივლე წყალი მოემზადე და წავიდეთ საშოპინგოდ -შუბლზე მაკოცა მე უზომოდ ბედნიერი შევედი და წყალი გადავივლე მერე თმა გავიშრე ჩავიცვი შავი შარვალი და ზოლიანი მაისური რომელიც აზრზეარვარ როდის მოასწრო ყიდვა მოკლედ მოწესრიგებას რომ მოვრჩი სამზარეულოში გავედი და მათ გვერდით დავჯექი
-ისე ასწორებს ხოიცი და ძმობა მეც მინდა და - თქვა მაღალმა
-შენი დაც ვიქნები არ იდარდო - ვუთხარი და წყალი დავისხი ჭიქაში
-ეე მარტო ჩემი და უნდა იყო შენ - თქვა ლექსომ და გაბუტული სახით დაჯდა
-ხოო კარგი - გავუღიმე და ,,ვერაფერი გავაწყე''-ს სახით შევხედე მაღალს...

მოკლეეედ არვიცი რამ წამომიარა რა მეცა და რა მეტაკა დავიწყე ახალი ისტორია იმედია გაგახარეთ მიყვარხართ და ველოდები თქვენს კომენტარებს <3



№1 სტუმარი Guest ემილი

საინტერესოა... ველოდები გაგრძელებას... რაღაც განსხვავებულია :დ

 


№2 სტუმარი geo smile

https://youtu.be/hl5uunVgBT0

https://youtu.be/uxmI3hYyC64

https://youtu.be/uxmI3hYyC64

megobrebo visac surs sashishi istorebi naxet aq

 


№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

OMG dzalian magari iyo momwons es istoria da imedia gaagrdzeleb
--------------------
M.D

 


№4  offline მოდერი bla.ell

Magaria veli shemdegs sayvareloheart_eyes

 


№5  offline წევრი japara

ძაან მაგარიაა

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესო და კარგი წასაკითხია.ერთი სული მაქვს უკვე ახალ თავს როდის დადებ
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent