საიდუმლოებები (1)
თავი 1 ბავშვობიდან არ მიყვარს ცვლილებები. არ მიზიდავს მრავალფეროვნება, თუმცა არც კი ვიცი, ეს რას ნიშნავს. თხუთმეტი წლის მანძილზე საცხოვრებელი ადგილი უამრავჯერ შევიცვალე, მიზეზი, არ ვიცი. არც არავინ ცდილობს ამიხსნას რამე და ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე "რატომ გვიწევს წასვლა?" პასუხი არავის აქვს. უფრო სწორად აქვთ, გამხელა კი არ უნდათ. დღევანდელი დღეც ზუსტად ამით დაიწყო. ჩემი ოთახის კარებზე ფრთხილად დააკაკუნეს. მაშინვე მივხვდი დედა იყო. შემდეგ კარები ნელა გააღო და თავი შემოყო. - შეიძლება? -ხმადაბლა მკითხა და გამიღიმა. თვალების სრესით, ზანტად დავუქნიე თავი და დაველოდე. - მგონი უკვე ხვდები რაც უნდა გითხრა არა? ამ ტონით მხოლოდ მაშინ მესაუბრება, როცა რამე მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი და ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ რაც შეიძლება მან ამ წუთას მითხრას ისაა რომ ისევ სხვაგან გვიწევს გადასვლა. ასეთ საუბრებს უკვე მიჩვეული ვარ. აი ეს უკვე მოსაბეზრებელია! - ოჰ, არა! არ თქვა რომ კიდევ გვიწევს აქედან წასვლა. თავი დამიქნია და სხვა მიმართულებით გაიხედა, თითქოს, ამის ძალიან რცხვენოდა. - კი მაგრამ, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც გამცეთ პასუხი კითხვაზე? -ხელი ჰაერში უმისამართოდ გავაქნიე და განვაგრძე- მგონი არ არის სამართლიანი, როდესაც სემმა და ეშლიმ ყოველთვის ყველაფერი იციან, მე კიდევ ისე მექცევით, გეგონება ბავშვი ვიყოო! - გპირდები, გპირდები აუცილებლად ყველაფერს გიამბობ როცა დრო მოვა, ოღონდ ახლა არა. ხელები მომხვია და მიმიხუტა. ჩემი გაბრაზებაც მაშინვე უკვალოდ გაქრა. - ხვდები რომ ყოველთვის მაგას ამბობთ? -ვუთხარი და გამეცინა. მას გაეღიმა -ახლა მიდი, ჩაიცვი. ზურგჩანთაში ის ნივთები ჩაილაგე რასაც გზაში გამოიყენებ. ეშლი და სემი კი დანარჩენ ნივთებს ჩაალაგებენ. თავი დავუქნიე, ისიც ადგა და გავიდა. საწოლიდან ზანტად წამოვდექი და საჭირო ნივთები ზურგჩანთაში ჩავალაგე. ბევრი არაფერი: ჩემი დღიური, სადაც ყოველი დღის ბოლოს ყველაფერს ვიწერ, კალამი, ტელეფონი, ყურსასმენები და პირველი წიგნი, რომელიც, წიგნის თაროდან ხელში მომხვდა. შეხედვა არც დამჭირდა რადგან ჩემს თაროზე ყველა წიგნი უზომოდ საინტერესოა. კითხვა ძალიან მიყვარს. იმას თუ გავითვალისწინებთ რომ სკოლაში არ დავდივარ, და განათლებას სახლში ვიღებ, საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო მრჩება. თუმცა არ ვიცი რა ჯანდაბად მჭირდება ეს განათლება, თუ სახლიდან ფეხს ვერ გავადგამ. როცა ვიწყენ აუცილებლად ვკითხულობ. ვკითხულობ იმიტომ რომ მხოლოდ ჩემი ცხოვრება, ჩემი ისტორია არ მაკმაყოფილებს. მინდა თუნდაც ერთი დღით თავი სხვის ადგილას წარმოვიდგინო და მათი ცხოვრებით ცოტა ხნით მაინც ვიცხოვრო. მაგალითად როგორ იგრძნობდა თავს ჩარლი, მაშინ როდესაც დეიდა ჰელენზე სიმართლეს შეიტყობდა? როგორ იგრძნობდა თავს ჰეიზელი მაშ შემდეგ რაც ავგუსტუსი გარდაიცვალა? ან თუნდაც როგორ მოვიქცეოდი მე მათ ადგილზე? ამიტომ მიყვარს კითხვა. ამ დროს შეგიძლია იყო ის ვინც გინდა, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ რეალობა ყოველთვის გახსენებს თავს რადგან ბოლომდე წიგნში ვერ ჩაიკარგები, რეალობას ზურგს სამუდამოდ ვერ შეაქცევ. ბოლოს ზურგჩანთაში ყელსაბამი ჩავდე, რომელსაც სულ თან ვატარებ, მაგრამ ახლა ვიფიქრე იქ უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა. დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე მაინც. ყელსაბამი ცისფერია და რომ ვუყურებ სიმშვიდის გრძნობა მეუფლება. უზომოდ ლამაზია და არამგონია მსგავსი ფერის რამე არსებობდეს. სემს და ეშლისაც აქვთ ასეთი. ოღონდ სემს წითელი, ეშლის მწვანე. დედისგან ვიცი რომ მამამ დაგვიტოვა სანამ წავიდოდა. მაშინ მე ორი წლის ვიყავი და ის არც მახსოვს, სემი ოთხის იყო, ეშლი კი ხუთის. ჩანთა იქვე, ჩემს ლოგინზე დავტოვე და სააბაზანოში გავედი. შხაპის მიღების დრო არ გვქონდა ამოტომ, ხელ-პირის დაბანას და კბილების გახეხვას დავჯერდი. უკან დაბრუნებულს ოთახში დედა, სემი და ეშლი დამხვდა. სემი და ეშლი ჩემს წიგნებს პატარა ყუთებში ალაგებდნენ. დედაჩემი კი ჩემს ტანსაცმელს. - ისე, მაგას თქვენს გარეშეც გავართმევდი თავს. - ჰო მაგრმ ასე უფრო სწრაფად მოვრჩებით -სემმა ენა გამომიყო და გააგრძელა- შენ მიდი ჩაიცვი. ოღონდ სპორტულად. შეიძლება ცოტა ფეხით სიარულიც მოგვიწიოს. წარბები აათამაშა და ეშლის გახედა. ეშლიმ თავი დანანებით გაიქნია, შემდეგ გაიცინა და ხმის ამოუღებლად, ტუჩების მოძრაობით მითხრა: "ბავშვია, ბავშვი!" ამაზე გამეცინა და სემმა ორივეს ეჭვის თვალით შემოგვხედა. მე უბრალო ლეგინსები, მაისური და სპორტული ფეხსაცმელი ჩავიცვი. - აბა ჰე -დაიღრიალა სემმა- გავედით გოგოებო! ამდენი დრო აღარ გვაქვს. ეშლი შენ ელი გაიყვანე დანარჩენს ჩვენ მოვუვლით. ეშლიმ თავი დავუქნია და გარეთ გავედით. ოოჰ რა კარგი იყო. უკვე მთელი სამი თვეა გარეთ არ გავსულვარ. ანუ იმის შემდეგ რაც ძველი სახლიდან აქ გადმოვედით. ყვავილების სურნელი ხარბად შევისუნთქე და მანქანისკენ წავედი. უკანა სავარძელში, მარჯვენა ფანჯარასთან დავჯექი. ეშლიც გვერძე მომიჯდა. - აბა, როგორ მიდის შენი მოთხრობის საქმე? - შემოქმედებით კრიზისს განვიცდი -ვუთხარი დამწუხრებული სახით და ამოვიხვნეშე- სერიოზულად, როგორ გინდა ისინი ერთად დავტოვო როცა ერთმანეთს კარგად ვერც კი უგებენ? მოთხრობის პერსონაჟები ვიგულისხმე და პასუხის მოლოდინში მას მივაჩერდი. - ელიზაბეთ -დაიწყო დაძაბული ხმით და საჩვენებელი თითი ცხვირთან ამიფრიალა- იცოდე მათ თუ დააშორებ.. მაგრამ მუქარა ვერ დაასრულა, უკანა სავარძელზე სემი მოგვიჯდა. საჭეს კი დედა მიუჯდა. - აბა, გოგონებო -მე და ეშლის გადმოგვხედა, შემდეგ კი სემს- და ალქაჯებო.. სემმა ერთი შეუბღვირა და ისევ სათნო სახე მიიღო. - ღვედი შეიკარით და წავედით! - საითკენ? -აკანკალებული ხმით ვკითხე და მივაშტედი. - აქედან სულ რაღაც ორი დღის სავალია, ასე რომ კომფორტულად მოეწყვეთ, წინ გრძელი გზა გველოდება! - სულ რაღაც... -ჩავიბურტყუნე და სემს მხარზე თავი ჩამოვადე, იმედი მქონდა ცოტას დავიძინებდი. რომ გავიღვიძე უკვე ბნელდებოდა. გავიღვიძე არა, უფრო გამაღვიძეს. თითქოს ჩხუბის ხმა გავიგე, მაგრამ არ გავნძრეულვარ, იმ პოზაში დავრჩი და თვალებდახუჭულმა საუბრის გაგრძელებას მოვუსმინე. - იცი რა? -წამოიწყო ეშლიმ- მგონი დროა გაიგოს. ბავშვი აღარაა! და როგორ გგონიათ თვითონ ვერაფერს ხვდება? სემმა ეშლის ხელი წამოარტყა, მივხვდი, რადგან ეშლის ჩუმი ოხვრა აღმოხდა. - ცოტა ჩუმათ, შე ბრიყვო! გააღვიძებ და უხსენი მერე ყველაფერი. "უკვე მღვიძავს დაო და ყველაფერი მესმის" გავიფიქრე ჩემთვის. და ალბათ გადავიხარხარებდი კიდეც რომ "მღვიძებოდა". - ეშლი, ხომ იცი რომ თექვსმეტ წლამდე მან არაფერი უნდა შეიტყოს -საუბარში ჩაერია დედა. - ჩვენ მისხელები ვიყავით რომ მოვისმინეთ მისი.... - ჩშშშ.. არ ახსენო. დედამ ალბათ თვალები დაუბრიალა და ეშლიც გაჩუმდა. - თქვენ კი, მაგრამ მან არაფერი უნდა იცოდეს. თქვენზე ბევრად ძლიერია. თუ სწორად მახსოვს, დეივიდი რაღაც დამალულზე საუბრობდა. ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, არც მე, -თავი გააქნია და მთელი სხეულით შემოტრიალდა ჩვენსკენ. - დედა! მანქანა! -მთელი ხმით დაიღრიალა სემმა. და თვალები გავახილე, სულ ერთი წამით. შემდეგ ყველაფერი დაბნელდა. ვიგრძენი რაღაც დიდი როგორ შეეჯახა ჩვენს მანქანას და ისიც ვიგრძენი რომ ამის შემდეგ ჰაერში ამოვტრიალდით. შემდეგ გავითიშე. ბოლო მოგონებ ჩემში სემის ხმა იყო და არ მინდოდა ყველაფერი ასე უაზროდ დამთავრებულიყო. *********** ეს მოთხრობა ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყე მაგრამ არ დამიმთავრებია. დღეს შემთხვევით წავაწყდი და ძალიან მომინდა გამეგრძელებინა. დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ ❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.