სიზმარი სიყვარულისა (1 თავი)
და აი დავბრუნდი ჩემს ქალაქში, იქ სწორედ იმ ქალაქში სადაც მე და შენ ერთ ჰაერს ვსუნთქავთ, იმ ქალაქში სადაც მე და შენ თითქმის ერთ გზას გავდივართ ყოველ დღე, იქ სადაც ყოველ წამს შეიძლება პირისპირ შეგხვდე ამ წამზე კი ძალიან ბევრი მიფიქრია, ძალიან ბევრი მიოცნებია, ოო! ღმერთო, რამდენჯერ მინატრია, თუნდაც ერთი წამიით, თუნდაც შორიდან უბრალოდ დამენახა. ეს წამიც კი გამაბედნიერებდა, სასწაულია ასეთი თითქმის უმნიშვნელო და შეუმჩნეველ წამს რამდენად შეუძლია ჩემთვის, ბედნიერების მოტანა, ჰმ რას არ დავთმოობდი წამით მაინც ჩავხუტებოდი, წმით მაინც მეგრძნო მისი კისრის სურნელი რომელიც ასე მაბედნიერებდა ერთ დროს. უკვე 6 თვეა ამ წამს ვნატრობ და ამავდროულად მეშინია რომ ვერ გავუძლოო..... -დღეს 13 იანვარია დილით შეშინებულმა გავიღვიძე, რატომღაც გული უცნაურად მიცემს წამოვდექი საწოლიდან და ერთ წერტილზე შემეყინა თვალები. ეს შიში საგამოცდო შიში სულაც არ ყოფილა. ნამდვილად კარგად ვიცოდი საკითხები და ამიტომ სულაც არ ვღელავდი. და მაინც მუცელი მეწოდა ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს რაღაც უჩვეულო მოხდებაოო გული გამალებით ცემდა მისი ხმა ყურებში სასტვენივით ჩამესმოდა. ასე უმოძრაოდ გაყინული გავყურებდი კედელს, სანამ ჩემა მეგობარმა არ შემამჩნია -ლილე რა გჭირს? (ნუცა) ხომ მართლა, სულ დამავიწყდა, მე ვარ ლილე ბერიძე 21წლის, ვსწავლობ უნივერსიტეტში უკვე მესამე კურსზე ვარ. მშობლები არ მყავს, მე და ჩემი უფროსი და ბებიამ გაგვზარდა,ჩემს დას უკვე თავისი ოჯახი ყავს ამიტომ გადავწყვიტე მეც ცალკე მეცხოვრა მეგობართან ერთად და აი ის მეგობარიც, ჩემი ნუციკო ჩემი გემრიელი გოგო ყველას რომ მირჩევია, ჩემი პოზიტივია მხოლოდ მან იცის უთქმელად როდის რა მჭირდება. -არაფერი ნუც ისეთი ალბათ გამოცდის ბრალია ან ძილი არ მეყო არ ვიცი უბრალოდ ცოტა ავფორიაქდი - თუ ან იმის შიში გაქვს რომ დიდი შანსუა დღეს ვინმეს შეხვდე, სულ შემთხვევით. -კარგი რა ნუც სრულიად სხვადასხვა სპეციალობა, სრულიად სხვადასხვა აუდიტორია და ალბათ დროც სრულიად სხვადასხვა. არ არსებობს არ შევხვდები სად მაქვს მე მაგის ბედი -კაი კაი ლილე ხმას აღარ ვიღებ ადექი ახლა და მოწესრიგდი! გამოცდა რომ გაქვს ერთ საათში ხომ არ დაგავიწყდ? -ხო ხო ვდგები.... როგორციქნა მოვწესრიგდი მარიამს გავუარე და პოზიტიური განწყობით გავუყევით უნის გზას. -მარიამი, ჩემი ჯგუფელი მარტალია მხოლოდ სამი წელია რაც ვიცნობ მაგრამ ისე მიყვარს და ისე კარგად ვუგებთ ერთმანეთს თითქოს ბავშვობიდან ვიცნობო. 20 წუთში უკვე უნივერსიტეტის კორპუში ვიყავით. -მარ გთხოვ იურისტების მხრიდან ავიდეთ რა - კარგი რა ლილე იქ რომ იყოს მერე ცუდ ხასიათზე დადგები და გამოცდასაც ვერ დაწერ - არა მარ გპირდები განწყობა არ შემეცვლება და გამოცდასაც მაღალ ქულაზე დავწერ. ჰმ აი რა დამემარტა მე "მივიდა სპეციალურად რომ შ ეხვედროდა შემთხვევით" და აი ის ნანატრი წამი რა თქმა უნდა ბატონი ალექსიც აქ ბრძანდება. ეს განცდა, ეს გრძნობა, რაც ამ წამს დამემართა... არასდროს არ მიფიქრია სრულიად განსხვავებულია ყველა წინასწარ ნაფიქრი შემთხცევისგან. თითქოს იმ გრძელ დერეფანში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, მხოლოდ, ჩვენ!... ვეღარავის ვერ ვხედავდი, აღარაფერი აღარ მესმოდა... გული ასჯერ უფრო სერაფად ფეთქავდა. ის ყველა სიტყვა ის ყველა ემოცია ის ყველა გრძნობა სიყვარულით დაწყებული ტკივილამდე რომ მიიყავდა ამ 6 თვის განმავლობაში. გონებაში ჩამოვაყალიბე ყველაფერი ერთ თაიგულად შევკარი ნელ ნელა ვუახლოვდები და ლაპარაკს ვიწყებ.... -მე მინდა შევეცადო სიტყვებით გადმოვცე რას გრძნობენ ისინი ვინც, ზამთარში ფოთოლშემოცლილ, გაშიშვლებულ ხეებს ემსაგვსებიან მათი მარტოსულობით, მარტო სულობით, იმიტომ რომ ისინი მიატოვეს ან თვითონ წამოვიდნენ და არ შეაჩერეს ან სულაც სიკვდილმა შთანთქა მიწის დახმარებით მათი, საკუთარი, საყვარელი ადამიანი. ამის შემდეგ ისინი ნახევარ სამყაროში, განახევრებული სიცოცლით აგრძელებენ არსებობას და ნელ ნელა ქრებიან. ყველზე რთული იწყება მაშინ, როცა დაძინების წინ რომელიღაც საბედისწერო წამის დადგომისას ყველაფერს იაზრებ. ამ წამიდან იწყება ის რის გადატანასაც ან ახერხებ ან ვერა. გაცნობიერება იმისა, რომ შენი საყვარელი ადამიანის გარეშე დარჩი ალბათ არის ყველაზე ძნელი გადასატანი და თან აუტანლად მტკივნეული. იმდენად რომ მთელს შენ შინაგან ორგანოებს წვავს და გტანჯავს მანამ სანამ ცხოვრებას არ წყვეტ. სიკვდილზე ადრე კვდები თითქოს და მარტო დარჩენილი, დაკარგული, მობუზული პატარა არსება სადღაც კუთხეში მიმალვა ან საერთოდაც გაქრობა რომ ყველაფერს გირჩევია, ნელ ნელა ქრობას იწყებ. დილით თვალების გახელის სურვილი, ნელ ნელა ემსგავსება მოვალეობას, აუტანელ მოვალეობას. გამოფიტულ და დაუძლურებულ არსებად იქცევი რომელიც სიცოცხლის თითოეულ წამს მონატრების საშინელ ტკივილს უძღვნის. როცა მიდიან ხვდები რომ შენი გრძნობის თითოული წვეთი თურმე სრულიად უმნიშვნელო, უძლური ყოფილა, ვერაფრის შემცვლელი. ხვდები რომ აღარასდროს მოგეცემა მათი გავრცელების საშუალება. იაზრებ იმას, როცა შენ სხვაზე ფიქრისას სუნთქვა გეკვრის და ძალას კარგავ მისი მონატრებით ის სხვა უდარდელად უშვებს ჰაერს მის ფილტვებში, იმ სხეულში რომლის გულში ჩაკვრაც უკვე ოცნებად გადაგექცა ან სულაც გაუნძრევლად წევს მიწაში და ვერ გრძნობს იმას რაც შენს შიგნით ხდება. საცოდაობაა და მეტი არაფერი როცა ელოდები იმას ვინც უკვე უკან აღარ დაბრუნდება. ეს შემხუთველი მდგომარეობა გაგრძელდება მანამ, სანამ მოგონებებში ისევ იარსებებს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული თითოეული ნამცეცა ფიქრიც კიი... სანამ იმ ქუჩაზე გავლისას სადაც ერთად მიაბიჯებდით ისევ იგრძნობ მის არსებობას... სანამ მუსიკის თითოეულ ნოტში მის ძებნას არ შეწყვეტ... სანამ შენი დაძინება და გაღვიძება მასზე ფიქრით დაიწყება... ისევ გეყვარება და ისევ მოგენატრება. სულ. იმიტომ რომ შეყვარება ერთხელ ხდება. საერთოდ არ უნდა არსებობდეს სიტყვა "მიყვარდა" ვერ წაშლი შენ სიყვარულს თუ გულში შეუშვი ერთხელ იცოდე თუ ნამდვილია, უანგაროა, გულუბრყვილოა, მთელი შენი არსების მომცველია მას ვეღარ გააქრობ. ან მის გაქობას იმდენ ხანს მოუნდები რომ უკვე ცოცხლებში აღარც იარსებებ. გეტკინება საშინლად გეტკინებაა. ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს იგრძნობ რომ შენი საყვარელი ადამიანი შორსაა. შეიძლება იმ პლანეტაზე იყოს სადაც შენ, მაგრამ დაგშორდეს მილიონობით სინათლის წლით. ჰო ძნელია, საშინელებაა, მწარეა, მტკივნეულია, როცა გტოვებენ, როცა მიაქვთ შენი ნაწილები თან და მთლიანობის შეგრძნებას კარგავ. ზიხარ ცარიელ ოთახში გაუნძრევლად და შენი ფიქრებიც შენსავით უმოძრაოდ ყოფნით მხოლოდ გტკენენ. გულს. სულს. ზიხარ იყურები ჰორიზონტისკენ რომელიც ისევე შორსაა შენგან როგორც შენი ადამიანი ვისმა წასვლამაც შეცვალა შენი სამყაროს ფერები. ზიხარ და ელოდები დასასრულს რომელიც ასე შორსაა. ზუსტად იცი უნდა ადგე და ცხოვრება გააგრძელო. უნდა აყვე გარშემომყოფთ და იმოძრაო ცხოვრების მიმართულრბით. მაგრამ რა აზრი აქვს ან რა ფერები შეიძლება ქონდეს იმ სამყაროში არსებობას სადაც მილიარდობით ადამიანის გარემოცვაში მარტო ხარ. მარტო ზიხარ და უყურებ ჰორიზონტს რომელსაც ისევე არ უჩანს ბოლო როგორც იმ გრძნობას არ უჩანს სიღრმე რომელსაც მიტოვებულნი განვიცდით. ყოველი უჯრედით. ყოველი მცირე ნაწილაკით, რომლითაც ვართ აშენებული. ჰო და ასე დიდ ხანს ზიხარ ოთახში. მარტო... მიტოვებული... დატოვებული... დამარტოვებული.... მარტო სული... და ელოდები დასასრულს, რომელიც არ მოდის. ფიქრებიდან მარიმ გამომარკვია როცა უკვე აუდიტორიაში ვიყავით -ჰეი გოგონი გამოფხიზლდე იქნებ -ხო გისმენ მარ -მე კი არ მისმინო ხელი მოაწერე და დაჯექი კომპიუტერთან გამოცდა გაქვს.! ლილე მომისმინე ახლა დაწყნარდი და ყველა შენი ფიქრი კარს მიღმა დატოვე!. - მარ ვერ შევძელი როგორ მინდოდა მივსულიყავი და ყველაფერი მეთქვა რასაც გულში ვნახავ როგორ მინდოდა მივსულიყავი და მონატრების წყურვილი მომეკლა. -ლილე გამოცდა გაქვს ეხლა მაგაზე მერე ვილაპარაკოთ -უკაცრავად გოგონებო დასხედით და დაიწყეთ გამოცდა ბავშვებს ხელს ნუ უშლით.. (დამკვირვებელი) -მშვენიერია უმაღლესი ქულაც ავიღე ამ სიხარულმა ცოტახნით მაინც გადამავიწყდა ერთი საათის წინ მომხდარი სენტიმენტალური გოდება რომელიც ისევ და ისევ გულში ჩავიკალი, იმის ნაცვლად რომ მივსულიყავი და მეთქვა ალექსისათვის ყველაფერი.... დღეები ჩვეულებრივად გაგრძელდა გამოცდებს წარმატებით ვაბარებდი ყოველ მისვლაზე თვალები ეძებდნენ ერთდროს ძალიან ნაცნობს სილუეტს მაგრამ ვაი რომ ვეგარ პოულობდნენ თითქოს ისევ მიწამ ჩაყლაპაო თითქოს ის წამი სიზმარი იყოო და ახლა გამოვიღვიძეო .... .......... -გისმენ ლე -ლილე რას შვრები წერე გამოცდა (ლელა ჩემი და) - კი დაო და ახლა სამსახურში ვაპირებ წასვლას. -აუ თუ არ აგვიანებ გთხოვ სმს მოგწერ, რაგაცები ამომიტანეე და ჩემგან წადი -კარგი საყვარელო. ჰაჰ მშვენიერი ახლა კი მომიწვს სწორედ იმ ქუჩის გავლა სადაც საკმაოდ ხშირად დაიარება ბატონი ალექსანდრე. ვიმედოვნებ დღეს სულაც არ შემხვდება....ასე ფიქრებში გართული უკვე როცა ჩემი დისგან მივუყვებოდი სამსახურის გზას და როცა ქუჩის გადაკვეთა დავაპირე სწორედ მაშინ უცხო მანქანა გამოჩნდა სწრაფად გავჩერდი გზა რომ დამეთმო.საკმაოდ ნელა მომავალი მანქანიიდან მომღიმარი ბიჭი შევნიშნე.... ეს?!.. ეს, რა იყოოო, ო არაა! გონს რომ მოვედიი სულ მთლად ვკანკალებდიი. მხოლოდ ახლა გავიაზრე რომ მანქანიდან ალექსანდრე მიყურებდა და თავის ჩვეული მომაჯადოვებელი, ღიმილით მიღიმოდა, რასაც მეც ღიმილითვე ვუპასუხე. ეს იყო ჩემი სასწაული მთელი დღე ფილმის კადრივიტ ვატრიალებდი გონებაში და საერტოდაც უკვე ერთი თვე გავიუდა და მაინც ყოველ გახსენებაზე ისევ ისე ძგერს გული,... ისევ ისე მეცლება ფეხებში ძალააა, ნუთუ მხოლოდ იმიტომ დამაჯილდოვა ღმერთმა ამ დიდი გრძნობით, რომ ეს ლამაზი და გულწრფელი სიყვარული ერთ დღეს ჩემთან ერთად დაიმარხოს მიწაში... არ შეიძლება ამდენი ხნის მერე ისევ ასე ძლიერად მიყვარდეს... მიყვარდეს სულის ტკივილამდე. ნუთუ ეს ნორმალურიააა...... ადამიანი რომელიც მხოლოდ შავ-თეთრ ფერებს ხედავს ადამიანი რომლისთვისაც ცხოვრება ყოველდღიური მომაბეზებელი არსებობაა მაინც ახერხებბს და გაზაფხულის პირველ დღეს დაღლილობის მიუხედავად სასიამოვნოდ მიაბუჯებს ქუჩაში... ნუთუ ეს სასწაულია ნუთუ მე შჰევძელი და ჩემს სულშიც მოვიდა გაზაფხული... არა!არა ეს შეუძლებელია მაშინებს ჩემი ეს მოულიდნელი ცვლილება მგონი ეს სწორედ ის დასასრულია რომელსაც ვნატროობდი ან იქნებ სიზმარიააა სიყვარული სულის ტკივილამდე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.