შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბანალური ისტორია


9-02-2017, 23:27
ავტორი Anonymous Writer
ნანახია 2 017

ჩემი ყოველი დღე რუტინაა:სახლი-სკოლა-სახლი
ხანდახან სკოლის შემდეგ ერთი მარშრუტი ემატება-მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა.
სხვათაშორის ამ რუტინით უკამყოფილო არ ვარ, იმიტომ, რომ ადამიანთა იმ ტიპს მივეკუთვნები, რომლებსაც მარტოობას არაფერი ურჩევნიათ და ჩაკეტილნი არიან საკუთარ ნაჭუჭში. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა-თუ მარტოობა გიყვარს და საკუთარ თავში ხარ ჩაკეტილი მეგობრები რატომ ან როგორ გყავსო.
ჩემს უცნაურობათა გრძელ რიგს ეს პუნქტიც ამშვენებს.
არვიცი როგორ და რატომ, მაგრამ მყავს
სახლიდან გასვლისას ჩემი აუცილებელი ატრიბუტები ტელეფონი, ყურსასმენები და ზურგჩანთაა. მუსიკა არის ის, რაც არასდროს მბეზრდება. თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ მე მქვია ლიზტომანი! (თუ სიტყვის მნიშვნელობა არ იცით, შეგიძლიათ დაგუგლოთ)
ყველას იმით ვამახსოვრდები, რომ მაქვს "სასტაული" ვარცხნილობა და ყოველი სიტყვის თქმის შემდეგ ვწითლდები.
რაიმეს დაწერა არასდროს მიცდია. ეს პირველია და არც მე მომწონს, მაგრამ ძალიან მომინდა დაწერა. ჩვეულებრივი ბანალური ისტორიაა.
ახლა კი ჩემი ფანტაზიის ნაყოფთაგანს გაეცანით.
ჩემთვის ქუჩაში მივდივარ, მუსიკას ვუსმენ და ვიღაც მეძახის. მოვიხედე და ჩემი უბნელი ბიჭია. არ დაგიმალავთ და რამდენჯერაც მას დავინახავდი, სულ შიში მიპყრობდა. რატომ? მეც არ ვიცი. გამიკვირდა, რომ ჩემი სახელი იცოდა, თან შემეშინდა.
-გამარჯობა!
-გამარჯობა. ჩემი სახელი საიდან იცი?
-მაგას არ აქვს მნიშვნელობა. სასწრაფო საქმე მაქვს.
ავღელდი.
-ამმ... რა ხდება?
-ერთი ჩემი მეგობარია, საბა ჰქვია. ალბათ ჩემთან ერთად ბევრჯერ გყავს ნანახი.
ვიცოდი ვისზეც ამბობდა. ქუჩაში და უბანში ყოველდღე ვხედავდი. დამინახავდა და უცებ თვალს მომარიდებდა ხოლმე.
-ხო, ალბათ. შენს მეგობართან მე რა კავშირში ვარ?
-საბას შენ უყვარხარ.
უცებ რომ მოულოდნელ ამბავს გაიგებ და გული ძლიერად დაგარტყამს, ალბათ ყველას გამოგიცდიათ. ზუსტად ეგ დამემართა.
-მოიცა... რა? მაგრამ... ის ხომ არ მიცნობს! როგორ... საიდან? მე...
-ახლა საბა საავადმყოფოშია. იცი რატომ? შენს გამო
გულმა ისევ დამარტყა. რამე მოულოდნელს თუ ისევ მეტყვის, ალბათ გული გამოსკდება.
-მე...მე რა შუაში ვარ?
-3 დღის წინ რომ დაგემართა გახსოვს?
-მაგას რა დამავიწყებს-ამოვილუღლუღე.
3 დღის წინ ცოტა გვიან მომიწია სახლში დაბრუნება. რეპეტიტორის გამო. რატომღაც მოკლე გზით მოვინდომე სახლში მისვლა. სიბნელეში ჩემკენ მომავალი ორი ადამიანი გამოჩნდა. ჩანთამოკიდებული რომ დამინახეს, ალბათ იფიქრეს რამე ექნებაო. ნუ უცებ მომვარდნენ ჩანთა გამომგლიჯეს და მუშტიც არ დაინანეს. მაგის გამოა თვალდალურჩებული რომ დავდივარ. მშველელად საბა, ეს თორნიკე, ვინც შიშის გრძნობას იწვევდა ჩემში და კიდევ რამდენიმე ბიჭი მომევლინენ. უცებ გამომიყვანეს და ასფალტზე გავიშოტე. ნუ მერე როგორღაც სახლში აღმოვჩნდი.
-ჰოდა მაგის მერე საბა მაგათ გაჰყვა, ჩხუბი მოუვიდა და გულთან ახლოს დაჭრეს. ალბათ ვერ გადარჩება.
მე მის თვალში ცრემლი შევნიშნე და ძალაუნებურად ამეტირა.
-მე რა უნდა გავაკეთო?
-საავადმყოფოში უნდა წამოხვიდე. თუ არ წამოხვალ, ძალით წაგიყვან. შეიძლება ვერც გადარჩეს და მისი სურვილი უნდა შევასრულო.
-კარგი. წავიდეთ
ალბათ შუადღის 3 საათი იქნებოდა, საავადმყოფოში მივედით, მესამე სართულზე ავედით და უბნის ყველა ბიჭი პალატასთან იდგა. მე გაშეშებული ვიდექი, ერთ დროს მათი დანახვა არ მიყვარდა, მუდმივად ქუჩაში რომ ვხედავდი, მაგრამ ახლა ჩემი თავის შემრცხვა, რადგან მე რომ იმავე მდგომარეობაში ვყოფილიყავი, მშობლების გარდა ალბათ არავინ მეყოლებოდა გვერდით.
-ღვიძავს?-ჰკითხა თორნიკემ ბიჭებს.
-კი, შევიდეს.
სრულიად წითელი ვარ, ვკანკალებ
-მეგონა არ მოხვიდოდი.
-ამ... ჰოო... ისა... თორნიკე დამემუქრა, რომ თუ არ წამოვიდოდი, ძალით წამომიყვანდა.
-გასაგებია(გაიღიმა). 2016 წლის 24 ოქტომბერი გახსოვს?
-არა-ვპასუხობ გაოცებული.
-ეგ ის დღეა, როცა პირველად დაგინახე სკოლიდან მომავალი. "ნაოშნიკებში" მუსიკას უსმენდი და ტექსტს აყოლილი რაღაც სიტყვებს ბუტბუტებდი, უცებ კლასელი წამოგეწია და შეგაშინა. შენ დაიკივლე, მერე გაიცინე და მერე ვითომ ჩაარტყი. ალბათ სასაცილო იყო როცა ვიღაც ასე დაჟინებული გიყურებდა ჩემი სახით და გაოცებულმა გამომხედე. აი სწორედ მაშინ შემიყვარდი. შეგიძლია ჩემთან ახლოს დაჯდე?
სკამი მივწიე და მის ლოგინთან დავჯექი. დაბნეული მის გარდა ყველა წერტილს ვუყურებდი.
-არაფერს მეტყვი?
-არ ვიცი რა უნდა გითხრა. არც გიცნობ და არ ვიცი...
არ ვიცი ძალა როგორ მოიკრიბა,მაგრამ უცებ ხელი ხელზე მომკიდა და მითხრა:
-გთხოვ, სანამ არ ჩამეძინება ხელი არ გამიშვა და არ გახვიდე.
-კარგი.
მალევე გამოვედი.
სახლში მოვედი და მაშინვე მუსიკის მოსმენა დავიწყე. ყველაფერი ამერია თავში. არ ვიცი რა მოხდება. მე ის არ მიყვარს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent