მე ასეც მიყვარხარ (თავი 13 და 14)
დილით ყველანაირად უხასიათოდ გავიღვიძე. მაღვიძარას არც გავუღვიძებივარ.. ჩემით გავიღვიძე. აზრი არაფერს აქვს. ყველაფერი უფერულია ჩემს ირგვლივ მესხის გარეშე.. მეც კი უფერული ვარ.. თუნდაც მაკიაჟით! თვალებიც უფერული მაქვს. სარკეში ვიხედები და ვხედავ რომ ნინა ჩოხელისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი დგას. ყველაფერი შეცვლილია გარდა გულისა, რომელიც ლუკას ეკუთვნის. თმა შევიკარი, მოვწესრიგდი და არც მისაუზმია ისე წავედი სამსახურში. მანქანაში მუსიკებიც არ ჩამირთავს. მთელი დღის განმავლობაში არ ვლაპარაკობდი. მხოლოდ ვსუნთქავდი, რითაც ჩემს არსებობას ვადასტურებდი. მეტი არაფერი! დავაღწიე თავი სამუშაო საათებს და მანქანაში ჩავჯექი -ნინ რას შვები?! -დამირეკა ანიმ როგორც კი მანქანა დავქოქე -ეხლა გამოვედი სამსახურიდან.. -მოკლედ ვუთხარი და წინა საქარე მინის ქვემოდან ცაზე გაფანტულ ქათქათა ღრუბლებს ავხედე. -მშვენიერია. ექიმთან ვიყავი!.. -ცუდად ხარ?! -შევიცხადე და წითლად ანთებული შუქნიშნის გამო შევჩერდი. -დაგავიწყდა ხო ორსულად რომ ვარ?! -მისაყვედურა მან. -გაგიკვირდება და კი.. -უმნიშვნელოდ ვუთხარი -არ გკითხავ რატომ.. -ექიმმა რა გითხრა?! -ინტერესით ვკითხე -ბავშვის სქესი.. -აღფრთოვანება ეტყობოდა. -ბიჭია! -ძალიან კარგი! -გულწრფელი სიხარული გამოვხატე და გზა განვაგრძე.. -იცი ვატოს როგორ გაუხარდა?! -აღტაცებას ვერ მალავდა ანი. -რას არქმევთ?! -მე ცოტნე მინდა ვატოს კი დემეტრე. -ჯერ ერთი თვის ხარ, 8 თვის განმავლობაში კიდევ ბევრჯერ შეგეცვლება აზრი.. -გოგო რომ ყოფილიყო ხომ იცი ნინას დავარქმევდი! -მისი თბილი ტონი შევამჩნიე ტელეფონში. -და მადლობელიც ვიქნებოდი.. -შენი მანქანა გუშინ სადღაც გაქრა და ასე ჩუმად როგორ წახვედი.. -დასვენება მჭირდებოდა და სახლში წავედი. -ანის მოტყუება ვცადე. -კარგი.. დღეს გამოიარე ჩვენთან. -შევეცდები -ვუთხარი, ტელეფონი გავთიშე და კაფესთან გავაჩერე მანქანა. ვყოყმანობდი გადავსულიყავი თუ არა. გარშემო ნერვიულად შევათვალიერე იქაურობა, სათვალე სახეზე მოვირგე და როგორც იქნა მანქანიდან ფრთხილად გადავედი. ყველანაირად ვეცადე შეუმჩნევლად მევლო და ხალხის ყურადღება არ მიმეპყრო თუმცა ამაოდ. ყველა მე მომშტერებოდა. კაფეში შევედი და ზუსტად იმ ადგილას დავჯექი სადაც ერთ დროს მე და ლუკა მესხი ვისხედით ხოლმე. ყველაფერს ვიზამდი ოღონდ ისევ ამ სიტუაციაში ვყოფილიყავი და ჩემს პირდაპირ ის მჯდარიყო. მის თბილ თვალებში ჩამეხედა და მეთქვა.. "მიყვარხარ ლუკა!" აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს და ყველა გამვლელ-გამომვლელს ინტერესით ვაკვირდებოდი. რომ ის სადმე შემემჩნია. იმედს მაინც არ ვკარგავდი რომ შემოვიდოდა და თუნდაც სხვა მაგიდასთან, სხვა გოგოსთან ერთად დამჯდარიყო, ოღონდაც მე ის დამენახა! -რას მიირთმევთ?! -მიმტანი გოგონას ხმამ გამომაფხიზლა და ტკივილით მოცული ფიქრებიდან გამომათრია. -არაფერს! -სწრაფად ვუპასუხე და იდაყვით მაგიდის კიდეს დავეყრდენი. -ლუკა მესხი წასულა! -ზურგს უკან გავიგე მაგიდასთან მსხდომი ორი გოგონას საუბარი. -სად?! -გაოცდა მეორე -ქვეყნიდან. არავინ იცის რომელ ქვეყანაში. -და შენ საიდან იცი?! -დაინტერესდა -აეროპორტში დაუნახავს ჩემს დეიდაშვილს. -და მერე ბიზნესი?! -ალბათ მამამისი მიხედავს. -შეყვარებული?! -მიატოვა... -ხმადაბლა თქვა და ჩაიხითხითა. ზუსტად სამი საათი ვიჯექი ამ ადგილას და წამიერად ჩემს პირდაპირ მჯდარ მესხს წარმოვიდგენდი ხოლმე, რომელიც ჩემკენ იყო წამოწეული და თვალებში თბილად შემომცქეროდა. მეტყოდა მიყვარხარო და უცბად მაკოცებდა. მე რიტორიკულად ვკითხავდი.. "რას აკეთებ ლუკა?!", ის კი თმას ყურთან ნაზად გამისწორებდა, თვალს ჩამიკრავდა და მეტყოდა.. "რა საოცრება ხარ!"... ანდაც ყველაფერ ამის გარეშე უბრალოდ ჩემ წინ მჯდარიყო! -თუ არაფრის შეკვეთას არ აპირებთ გთხოვთ გაბრძანდეთ რადგან უამრავი კლიენტია და ადგილები აღარ დარჩა. -ისევ მიმტანის ხმა მომესმა. -ცოტახანიც და წავალ! -უხასიათოდ ვუთხარი უცბად თვალების აქეთ-იქით ცეცებაში ვიღაცის, ჩემკენ დაჟინებით მომართული მზერა შევნიშნე. ბართან ბიჭი იჯდა და მე მომშტერებოდა, თან ვისკს ნელ-ნელა სვამდა. იმდენად გამაღიზიანა მისმა მზერამ რომ ბრაზით შევხედე, სათვალე მოვიხსენი და თავი მაგიდაზე დავდე. -შეიძლება?! -ვიღაცის მოახლოვებული ხმა შემომესმა. თავი ავწიე და ჩემს მაგიდასთან მდგომი ის ბიჭი დავინახე -როგორც გენებოთ.. -ვუთხარი და თმა ზურგზე გადავფანტე... მან სკამი გამოწია და მომხიბვლელად დაჯდა. უფროსწორად ეცადა რომ მომხიბვლელად დამჯდარიყო!.. -დიდ ხანს გაკვირდებოდით.. ბართან რომ ვიჯექი.. -ვიცი! -სწრაფად შევაწყვეტინე და მოკლედ მოვუჭერი. -რაღაც ძალიან სევდიანი მომეჩვენეთ. თან დიდი ხანია აქ ხართ. -სევდიანი?! ნამდვილად მოგეჩვენათ.. -ღიმილით ვუპასუხე და თან არც მიცდია ამ ღიმილში ირონია დამემალა. -თქვენი სახელი?.. -ინტერესით მკითხა ბიჭმა და გვერდულად გაიღიმა, რაზეც მხოლოდდამხოლოდ ლუკა გამახსენდა. -ნინა! -თავაზიანად ვუთხარი და თმა გავისწორე -თქვენ?! -აკო.. -აკო?! -არ ვიცი რატომ შევიცხადე. -უცნაურია?! -ჩაეცინა. -სულაც არა.. -ისევ ყალბი ღიმილი მივიხატე სახეზე. ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს ეს ბიჭი არ უნდა გამეცნო.. თითქოს ეს დაუშვებელი იყო და მე კანონი დავარღვიე. -რამენი წლის ხარ ნინა?! -მომხიბვლელად მკითხა და სკამის საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო -უკვე 25.. -დამწუხრებულმა ვუპასუხე რადგან ლუკას ბოლო ჩახუტება გამახსენდა ჩემს დაბადების დღეზე. -მე 26ის.. -თვალებში მომაცქერდა. -თავხედობაში თუ არ ჩამომართმევ ნინა.. ვის ელოდები?! -მეე?! არც არავის. ვის უნდა ველოდებოდე.. -უმნიშვნელოდ გავიკვირვე და მას შევხედე. -რა ვიცი... შეყვარებული გყავს?! გკითხავდი გათხოვილი ხარ თუ არა მეთქი მაგრამ თითზე ბეჭედს ვერ ვხედავ.. -არ მყავს! -უსწრაფესად ვუპასუხე და კინაღამ ტირილი ამიტყდა. -კარგია... -რა არის კარგი?! -გავუბრაზდი და თითქოს ვუსაყვედურე -არა უბრალოდ.. ულამაზესი ხარ. -მადლობა! -ამჯერად გულწრფელად ვუპასუხე. მას ვუსმენდი მაგრამ სულით და გონებით სულ სხვაგან ვიყავი. სადღაც ფიქრებში.. შორს! მასთან.. გულიც მასთან იყო და მას ელოდებოდა. მესხი კი არსად ჩანდა. -იმედია ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა არ იქნება და.. ნომერს თუ ჩამაწერინებ დიდი მოხარული ვიქნები. -არაა პრობლემა. -თავაზიანად ვუთხარი და ფურცელზე მკრთალად მივჯღაპნე.. -სად მიდიხარ?! -დამიძახა როცა ფეხზე ავდექი და ტელეფონი ავიღე. -სახლში.. მეგობართან. -დაა ხვალ.. შევხვდეთ?! -მორიდებულად მკითხა -როგორც მოვახერხებ.. კარგად! -უმნიშვნელოდ ვუთხარი და კარი გამოვიხურე. უკვე მანქანაში ვჯდებოდი როცა შუშის მიღმა აკო დავინახე, რომელიც ხელს მიქნევდა. ამ ბიჭისგან რაღაც სითბო ვიგრძენი და ვფიქრობ მასთან მეგობრობა არ მაწყენდა. ანისთან და ვატოსთან მივედი.. -როგორ ხარ?! -კარის ზღურბლთანვე შემომეგება ანი. -რიტორიკულ შეკითხვას მისვამ?! -ირონიულად ჩამეცინა. -კარგი მოდი დაჯექი.. ჩაის ხომ დალევ?! ახლახან დავასხი.. ვიცოდი ამ დროს რომ მოხვიდოდი და შენთვისაც მოვამზადე. -დავლევ კი... -ღიმილით მივმართე და სამზარეულოში შევედი. -ვაა ნინიკოო! -ვატოც შემოვიდა და გადამკოცნა. -ვატო როგორ ხარ?! -ვკითხე და იდაყვით მაგიდის კიდეს დავეყრდენი. -არამიშავს წეღან მოვედი სამსახურიდან. შენ?! -ჰმ.. -ჩავიბურტყუნე და თავი დავხარე. -ახალი ამბავი მაქვს.. -აღტაცებულმა თქვა მან და როცა ჩემი შეწუხებული სახე დაინახა გაჩერდა. -გისმენ აბა. -უმნიშვნელოდ ვუთხარი. და უცებ სახე გამინათდა რადგან მეგონა რამე ისეთს მეტყოდა რაც ძალიან გამახარებდა. კონკრეტულად რომ ვთქვა მესხის ჩამოსვლა.. -ბექა და ელენე დაქორწინებას აპირებენ.. -რა კარგია! -გულწრფელი სიხარული გამოვხატე. -როდის?! -იკითხა ანიმ ინტერესით. -სამ კვირაში.. -მშვენიერია. მეჯვარეები?! -ბექას თავიდან ლუკა უნდოდა მაგრამ... მერე მე მითხრა მაგრამ უარი ვუთხარი. ხომ იცით არ მიყვარს ეს მეჯვარეობა. სიძე რომ ვიყავი ისიც მეყოფა.. -ეშმაკურად გახედა ანის და ორივემ ჩაიცინეს. -ელენემ კი თავის რომელიღაც დაქალი აირჩია. ნატა ქვია თუ რაღაც.. თქვენ ორნიც დაპატიჟებულები ხართ რათქმაუნდა. -ნინაა რას იცმევ?! -გახარებულმა მომმართა ანიმ. -ჯერ რა ვიცი. არ მაქვს გადაწყვეტილი -გავიცინე და მასაც გაეცინა. -მაშინ მერე მაღაზიებში გავიაროთ და შევარჩევთ.. -კარგი.. -დღეს რა ხდებოდა?! -ინტერესით მკითხა ვატომ. -არაფერი ისეთი კაფეში ვიყავი წეღან. იქიდან მოვედი. -იქ რა გინდოდა?! -თითქოს მისაყვედურა ანიმ. -მაინც რაღაცის იმედი მქონდა.. -დამწუხრებულმა ვუთხარი. -მერე?! -იმედიანად მკითხა -სულ სხვა ვიღაც გავიცანი.. -ვინ?! -გაუკვირდა მას. -აკო ჰქვია.. -აკო?! -შეუმჩნევლად გაიკვირვა ვატომ. -ჰო რა იყო.. -გაოცებულმა გავხედე. -შეგიძლია ამიღწერო?! -მაცივართან დადგა, მიეყრდნო და ხელები გადააჯვარედინა. -აგიღწერო?! -ჩავფიქრდი მე.. -ჰოო გარეგნობით!.. -დამიკონკრეტა მან. -კარგად არ მახსოვს მაგრამ რაც დამამახსოვრდა გეტყვი. მაღალი ბიჭია. ლუკაზე ცოტა დაბალი.. -ვთქვი და უცებ შევჩერდი რადგან ეს სახელი წამომცდა. -ძალიან დაბალზე შეჭრილი თმა. თაფლისფერი თვალები და მარჯვენა თვალის ქვემოთ წვრილი მაგრამ შესამჩნევი ხალი.. -თვალები დამივიწროვდა და გონების მოკრება ვცადე -კი ნამდვილად ასეა.. -დარწმუნებული ხარ?! -ცალი წარბის აწევით მკითხა ვატომ. -კიი.. კიდევ უფრო შეკრა წარბები და ჩაფიქრდა. მაცივარსაც უფრო მყარად მიეყრდნო. რა არის შიში?! კიდევ ერთი შეკითხვა რომელზეც ზუსტი პასუხი არ არსებობს ადამიანისთვის. არ ვგულისხმობ მეცნიერულ დამტკიცებებს. ადამიანის გრძნობებზე ვსაუბრობ. შიშს ხომ თავადვე ვქმნით.. ილუზიებს წარმოვიდგენთ რომელიც თითქოს ამ შიშს გვამარცხებინებს. ვქმნით და ვამბობთ რომ არაფრის გვეშინია. არაფრის გვეშინია?! ეს ხომ შეუძლებელია?! როგორ შეიძლება თუნდაც ერთადერთ ადამიანს არაფრის ეშინოდეს.. არსებობს უამრავი შიში: მწერების, ცხოველების, ქვეწარმავლების.. ფსიქოლოგიური შიშები და ფობიები. სიყვარულის შიში! ჰო.. სწორედ ამ შიშით ვცხოვრობ მე. ლუკა მესხმა გამიჩინა ეს შიში, რომელმაც სამუდამოდ დაისადგურა თავისი ადგილი ჩემს გონებაში. სიყვარულის და მარტოობის შიშები ჩემს დამორჩილებას ცდილობენ და გამოუვიდათ კიდეც!.. ადამიანს როცა რაიმესი ეშინია ერთგვარი რეფლექსი აქვს გამომუშავებული ამისგან თავის დასაღწევად. ყველაფერს აკეთებს, რომ თავი გაითავისუფლოს. ნაწილობრივ ახერხებს კიდეც ამას.. ჩემგან განსხვავებით! მე?! მე რა გავაკეთო?! ამ შიშით უნდა ვიარსებო მთელი ცხოვრება?! უნდა მეშინოდეს ვინმესთან დაახლოვების?! თავი შემაყვარა ლუკა მესხმა და მერე აი ასე უბრალოდ ადგა და წავიდა. ჩემგან შორს! სულ ჩამომშორდა.. სხვა ქვეყანაში გადაიკარგა და მე უბრალოდ დამტოვა. მერე რა რომ ერთი თვეც არ ვიყავით ერთად.. იმდენად შევეჩვიე და იმდენად შემიყვარდა მთელი ცხოვრება უნდა ვიტანჯო!.. ვინ იცის კიდევ რამდენ გოგოსთან ექნება ურთიერთობა, მიუხედავად იმისა რომ წერილში სიყვარულს გამოხატავდა. თუ მართლა ვუყვარვარ რატო წავიდა?! ჯერ კიდევ ამ კითხვას ვსვამ მაგრამ პასუხები არ მესმის.. უბრალოდ მესმის მოსაზრებები ჩემი გონებიდან, რომლებიც აქრობენ სიყვარულს უსასრულობაში! მეორე დღეს ისევ შევხვდი აკოს.. მაგრამ მერჩივნა მესხს შევხვედროდი. -ფეისბუქზე დაგამატე.. -გვერდული ღიმილით მითხრა მან. -გვარი რომ არ მითქვამს?! -გავიკვირვე მე. -გაგიკვირდება და.. -სკამის საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო და მე მომაცქერდა. -მეც ვსარგებლობ ცივილიზაციით და ტელევიზორშიც ხშირად გხედავ. -ჩაეცინა მასაც და ჩამეცინა მეც. -და შენ რატომ არ დამამატე?! -ოხ როგორ მძულდა ფეისბუქზე დამატებებით დაახლოვებები და უაზრობები.. -არ შევსულვარ!.. -ვუთხარი და მორიდებულად გავისწორე თმა. -ლუკა მესხს იცნობ?! -დაუფიქრებლად და გაუცნობიერებლად ვკითხე. თანაც სწრაფად რომ არ შევჩერებულიყავი. -ლუკა მესხს?! -ყალბად გაიკვირვა მან. -ჰო ზუსტად მაგას... -მსგავსი სახელით და გვარით არავინ მახსენდება. ცნობილია ვინმე?! -არა.. ჩემი ნაცნობი იყო. -დამწუხრებულმა ვუთხარი და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა ვცადე. -და შენ რა გვარის ხარ?! -ცნობისმოყვარეობამ მაინც მძლია არადა აქამდე არც დამაინტერესდებოდა. -დვალი! -მტკიცედ მიპასუხა მან. მე კი თვალები გამიფართოვდა. თითქოს ეს გვარი აქამდეც გამიგია მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი სად.. ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ ზედმეტი ინფორმაცია გავიგე, რაც არ უნდა გამეგო!... -რა იყო რატომ გაგიკვირდა?! -ინტერესით მკითხა. -არა არა ისე.. -რა ლამაზი ხარ! -წინ წამოიწია და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო. ლუკას თავი შემახსენა.. -მადლობა! -ისეთი ტონით ვუთხარი რომ ვაგრძნობინე კომპლიმენტები აღარ უნდა გაეგრძელებინა.. -ხვალაც ხომ შემხვდები?! -იმედიანად მკითხა. -შევეცდები.. -მოკლედ ვუთხარი ორ კვირაზე მეტი გავიდა და ჯერაც არაფერი მსმენია ლუკაზე. მხოლოდ აკო დვალს ვხედავდი!.. ჩემი ცხოვრება მესხის გარეშე ერთფეროვანია. დილით სამსახური, მერე კაფეში ჯდომა აკოსთან ერთად თანაც ზუსტად იმ ადგილას სადაც ერთ დროს მე და ის ვიჯექით.. რად მინდოდა დვალის გაცნობა თუ მაინც ისევ ასეთი უბედური ვიქნებოდი?! -ხომ მოდიხარ ნინა?! -მკითხა ვატომ ბექას ქორწილამდე ორი დღით ადრე. -რათქმაუნდა.. -ვუთხარი უხასიათოდ. -ჯერაც არ მიყიდია კაბა! -გაბრაზებულმა ანიმ შესძახა. -არც მე მიყიდია.. ჰოდა წამოდი და ეხლა შევარჩიოთ.. დიდი დრო არ დაგვჭირდება.. -კარგი წამოდი.. ოღონდ იქ არ იწუწუნო. ისეთ კაბას ვერ ვიყიდი მერე რომ ვინანო.. -წაიბუზღუნა მან. -არაა არ ვიწუწუნებ. -თბილი ღიმილით ვუთხარი და კარისკენ წავედით. -გოგოებო.. ბექასთვის უთქვამს ელენეს რომ ყველას შეუძლია ქორწილში პარტნიორი, ქმარი ან შეყვარებული წამოიყვანოსო. ნუ მეე და ანი მივდივართ და სხვას ვისღა წავიყვან და შენ რას იზავ?! -ფრთხილად მკითხა. მე თავი დავხარე -აკოს წამოვიყვან! -სწრაფად ვუპასუხე რომ ჩემი არჩევანი არ მენანა. -როგორც იქნა გავიცნობთ შენს აკოოს! -ნერვიულად და მოუთმენლად ჩაიღიმა ვატომ. -აბაა! -უმნიშვნელოდ ვუთხარი მე და ანი სახლიდან გამოვედით. -აკო როგორი ბიჭია?! -ინტერესით მკითხა ანიმ როცა კაბებს ათვალიერებდა. -ძალიან კარგი... სულ ცდილობს ჩემს გვერდით იყოს! -ვუთხარი და არჩეული კაბა სახის მიმიკებით დავუწუნე. -ვიღაცისგან განსხვავებით!.. -ჩავილაპარაკე ბოლოს. -გჩუქნის რამეს?! -კი.. თითქმის ყოველდღე. ხან ყვავილებს, ხან ტკბილეულს, შოკოლადს და ხანაც ყელსაბამს.. ცოტა არ იყოს და ხანდახან მოსაბეზრებელია!.. -თავს დავდებ მოსწონხარ! -ეშმაკურად ჩამიღიმა.. -რა იცი?! -ყალბად გავიღიმე მეც. -ქცევებზე ეტყობა.. -სხვასაც ეტყობოდა მაგრამ ბოლოს რაც მოხდა შენც კარგად იცი! -წარბის აწევით ვუთხარი. -შენც ხომ მოგწონს?! -ვინ?! -ისე ვკითხე თითქოს ვერ მივხვდი ვის გულისხმობდა. -აკო! აბა სხვაზე ვისზე ვსაუბრობთ.. -ნუ მომწონს.. როგორ გითხრა! მივეჩვიე.. -და ლუკა მესხი?! -მე ლუკა მესხს ვერასდროს დავივიწყებ ანი! -აკანკალებული ხმით ვუპასუხე და ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა. -დაბრუნდება! -მტკიცედ და იმედიანად თქვა და ჩამიხუტა.. -რაღაც არ მგონია დაბრუნდეს.. -ვუთხარი და ავქვითინდი! გრძელი ლურჯი კაბა შევარჩიე. ზურგთან ამოჭრილი.. ანის მუხლიდან 10 სანტიმეტრით მაღლა.. წითელი, მომდგარი კაბა. უნდოდა რომ მისი ერთთვიანი ორსულობა გამოკვეთილიყო.. იქიდან რომ წამოვედით კაფეში სამი კვირის ნაცნობი აკო ვნახე. -როგორ ხარ ნინა?! -თბილი ტონით მომმართა მან. -მშვენივრად შენ?! -ყალბი ღიმილით ვუპასუხე. -კარგად. მომენატრე! -მართლა?! -ისე ვუთხარი თითქოს გამიკვირდა არადა ამის მსგავსი არაფერი იყო. -ჰოო მართლა. რაღაც უნდა გითხრა! ოღონდ არ გვინდა კაფეში ჯდომა. ავდგეთ და გავისეირნოთ.. -კარგი.. ჩვეულებრივ ნელა მივაბიჯებდით საბურთალოზე. -რა უნდა გეთქვა?! -უინტერესოდ მაგრამ თავაზიანობის გამოვლინების მიზნით ვკითხე. -მიყვარხარ! -სწრაფად მითხრა მან მე კი უბრალოდ გავშრი.. -რასშვები?! -ორაზროვნად ვკითხე. -მიყვარხარ! -ასე მალე?! -ნამდვილად გავიკვირვე მე. თუმცა რა მიკვირდა.. ლუკამ გაცნობიდან მესამე დღეს მითხრა მიყვარხარო. მაგრამ ის ხომ განსაკუთრებული იყო.. -რატომ მალე?! სამი კვირა გავიდა..-გაუკვირდა მასაც. -არა უბრალოდ... -შენ არ გიყვარვარ?! -შემაწყვეტინა მან. რა ბანალური სიყვარულის ახსნაა არა?! მესხი ამაშიც განსაკუთრებული იყო. -კი!.. -უსწრაფესად ვუპასუხე რომ ჩემი გადაწყვეტილება არ მენანა. ზუსტად ვიცოდი რომ ტყუილი ვთქვი მაგრამ ეხლა ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა. -ულამაზესო! -მითხრა ბედნიერად და ჩამეხუტა. მეც მსუბუქად მოვხვიე ხელები. ზუსტად ისე, მაშინ ლუკა რომ ჩაეხუტა ეკაკოს ჩემ თვალწინ. მალევე მოვშორდი მის სხეულს და თემა წამოვჭერი რომ უხერხული სიტუაციიდან თავი დამეღწია -ზეგ არის ჩემი მეგობრის ქორწილი.. და მითხრეს რომ შემიძლია ის წავიყვანო ვინც მინდა.. და წამოხვალ?! -რათქმაუნდა! -ეშმაკურად ჩაიღიმა და შუბლზე ფრთხილად მაკოცა. ამ ყველაფერს მხოლოდ ის მერჩივნა მის მაგივრად ჩემს გვერდით ლუკა მესხი მდგარიყო. მაგრამ ჩემი ცხოვრება ასეთია და უნდა შევეგუო ამ ყველაფერს. ლუკამაც ხომ ეს მითხრა. ბედნიერება მისურვა და ვიქნები კიდეც. ყოველ შემთხვევაში შევეცდები ვიყო.. -მშვენიერია. -ვუთხარი და მისი ხელი მხარზე გადავიხვიე. როგორც იქნა მოვიდა ბექას ქორწილის დღე. ჯვრისწერას არც დავსწრებივართ პირდაპირ დარბაზში მივედით. ანი და ვატოც იქ დაგვხვდნენ. როგორც კი შევედით ვატო ფეხზე წამოხტა მაგრამ არაფერი შეიმჩნია და ისევ დაჯდა. არც კი ვიცი რა დაემართა. ბექას და ელენეს გადავეხვიე მაგრამ ბექას გაოცებულმა მზერამ გამაკვირვა. აღარაფერი მიკითხავს და იქ სადაც ვატო, ანი და კიდევ ორი ჩვენი მეგობარი იჯდა 6 კაციან მრგვალ მაგიდასთან მივედი.. -გაიცანით ეს არის აკო! აკო დვალი! -თბილად ვთქვი მაგრამ ვატოს ზიზღით მოცულმა თვალებმა გამაშეშა. -სასიამოვნოა. მე ანი! -ფეხზე წამოდგა და ღიმილით მიესალმა. -ეს ვატოა! ანის ქმარი.. -მასზე მივანიშნე. -სასიამოვნოა! -სახეწაშლილი ადგა და ხელი მძიმედ ჩამოართვა. -ჩემთვისაც.. -ირონიული გამომეტყველება შევნიშნე დვალის სახეზე. ჩემს გვერდით დაჯდა. ჩვენ პირდაპირ კი ანი და ვატო ისხდნენ. -რამდენი ხანია რაც ერთმანეთს იცნობთ?! -ყალბი ინტერესით იკითხა ვატომ. -3 კვირაზე ცოტა მეტი.. -ვუპასუხე და შამპანიური მოვსვი უხერხული სიტუაციისგან თავის დასაღწევად. -მშვენიერია. -ნერვიულად თქვა და აკოს დაჟინებით მიაცქერდა. მანაც გამოიყენა საშუალება და თვალი არ მოუშორებია მისთვის სანამ ახალი თემა არ წამოვჭერი მუსიკის ჩართვის დროს. -ვიცეკვოთ! -თან სკამიდან ავდექი. ანიც მაშინვე ადგა და დათოც და ნუცაც. დვალს და ახვლედიანს კი ჩემი ნათქვამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევიათ რამაც ძალიან გამაღიზიანა.. როგორც კი მუსიკას ავყევი ვატომ აქეთ-იქით გაიხედა და ჩემს ადგილას დაჯდა. მაგიდისკენ მომართული ბექა დავინახე რომელიც დვალს მეორე მხრიდან მიუჯდა. ვეცადე მათი ლაპარაკი გამეგო და რაც შეიძლება ახლოს და შეუმჩნევლად დავდექი მათთან. თან მიხაროდა რომ ვერ მხედავდნენ და ჩემკენ ზურგით ისხდნენ. -რა გინდა ნინასგან?! -ჰკითხა ბექამ. -მიყვარს! და ხელს ვერც ვერავინ შემიშლით ამ სიყვარულში. -უმნიშვნელო ტონით თქვა აკომ. -ეხლა კარგად მომისმინე! -კბილებში გამოსცრა ახვლედიანმა. -ნინა ჩოხელი ჩვენი დაიკოა! -მტკიცედ წარმოთქვა. -ეს ის გოგოა რომლის თავსაც არავის დავაჩაგვრინებთ.. და შენ რომ ამას რამე დაუშავო.. ჩემს ფეხმძიმე ცოლსა და ჯერ არ დაბადებულ შვილს ვფიცავარ. არ გაცოცხლებთ!!! უბრალოდ კი არ მოგკლავთ.. გაგანადგურებთ!.. -არ დაგინდობთ დვალო! -დაამატა გელოვანმა. -გინდა ლუკა მესხს ერთადერთი სიყვარული წაართვა არა?! არ გამოგივა!!! -ამჯერად ნამდვილად დავუშვი მეფიქრა, რომ რაღაც ხდება! -გირჩევნია წყნარად იჯდე, ილოცო და ზედმეტი არაფერი თქვა. ამ თემაზე კი უფრო ვრცლად მერე ვილაპარაკებთ რადგან ნინას დიდ პატივს ვცემთ და მისი გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის! ვატოს სიბრაზე ზღვარს სცდებოდა. -მე როგორც საჭიროდ ვთვლი ისე მოვიქცევი და ვერც თქვენ და ვერც მესხი ვერ შემიშლით ამაში ხელს.. -დაამატა ირონიულად დვალმა. ჩემი გაურკვევლობა, ინტერესი და შიში პიკს აღწევდა. როცა თავის ადგილებს დაუბრუნდნენ ვატოსთან მივედი. -ადექი რა ახვლედიანო! ვიცეკვოთ... -თავი ისე მოვაჩვენე თითქოს მთვრალი ვიყავი. არადა ორ ჭიქა შამპანიურზე მეტი არ მქონდა დალეული. როცა საცეკვაო ადგილას ხალხში შევიჭერით მხარზე ჩამოვქაჩე და ყურში ჩავჩურჩულე. -რა ხდება ვატო ამიხსნი?! -ტონს სიბრაზე შევურიე -ამ ყველაფერზე სახლში ვილაპარაკებთ ნინა. მანამდე კი ეცადე ბევრი არ დალიო და სისულელე არ ქნა. -და ახლა რომ ამიხსნა არა?! -არა! -თქვა და მუსიკის რიტმზე დამატრიალა!.. ეს ისტორია თავიდან ბოლომდე მაქვს დაწერილი. ამიტომ ვერაფერს ვეღარ შევცვლი. სულ 18 თავია. ნელნელა დავდებ შემდეგ თავებსაც <3 მადლობა რომ კითხულობთ. შეაფასეთ ხოლმე რა... <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.